ერთადერთი იმედი (მეოთხე ნაწილი)
თაკომ მთელი ღამე ვერ დაიიძინა , უჭირდა გადაწყვეტილების მიღება , ცოლად უნდა გაყოლოდა 37 წლის კაცს რომელიც მასზე 13 წლით უფროსი იყო , გარდა ამისა , მერე რა რომ ყველაფერი ფიქტიური იყო , არაფრის გარანტია ჰქონდა , ყველაფერთან ერთად ამ ქორწინებას ვერ დამალავდა რადგან საქმე დეპუტატობის კანდიდატს ეხებოდა , რაც ოჯახი დაეღუპა ერთი წელიც არ იყო გასული და არ იცოდა ნათესავები ამ ფაქტს როგორ მიიღებდნენ , ძალიან რთულ ვითარებაში ჩავარდა და საბოლოოდ გადაწყვიტა ბიძამის დალაპარაკებოდა , მისთვის ეკითხა რჩევა , მანაც იგივე უთხრა რაც თავად თაკოს ადარდებდა , მშობლების ქორწინებიდან ერთი წელიც არ გასულიყო და ხალხს ამას ვერ აუხსნიდა , თუმცა ბიძამ გვერდში დგომა დაპირდა რითიც თაკოს გულზე მოეშვა . მეორე დღე გათენდა თუ არა ლევანმა კვლავ დაურეკა , შეხვედრაზე შეთანხმდნენ. - გამარჯობა ლევან - გამარჯობა თაკო , როგორ ხარ ? - სკამი გამოუწია ლევანმა თაკოს და შემდეგ თვითონაც წინ დაუჯდა - არამიშავს - ამასობაში მიმტანიც დაადგა თავზე და მენიუ მიუტანა- ერთი ბროწეულის წვენი თუ შეიძლება - სთხოვა თაკომ - ჩემთვისაც იგივე - მენიუ დაგიტოვოთ თუ ? - კი დაგვიტოვეთ და დაგიძახებთ-სიტყვა მოუჭრა მიმტანს ლევანმა - ზოგადად ჯანსაღად იკვებები თუ უბრალოდ ბროწეულის წვენი გიყვარს , გაუღიმა გოგოს - უბრალოდ მიყვარს , ჯანსაღი კვების არც არაფერი მეტყობა , ჩაიცინა გოგომ - შეჭამ რამეს ? - არა , არ მშია მადლობა - მოიფიქრე რამე ? - იციი, ლევან , დიდი მადლობა მაგრამ უბრალოდ ჩემს გამო მგონი პრობლემებს შეგიქმნი , თან ეს არჩევნები , რეპორტაჟები . - მისმინე , ჭკვიანი გოგო დარ , მაგ ყველაფერს მოვაგვარებთ , ვეცდები ჟურნალისტებს აგარიდო - არაა , სხვა რამეს ვგულისხმობ ,მოკლედ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი მაგრამ მიწევს , ათი თვის წინ ოჯახი დავკარგე , ავარიით , მშობლები და ძმა , მე ვიცი რომ ფიქტიურ ქორწინებას მსხვერპლად ვიღებთ მიშკასთვის მაგრამ ხალხს ამას ვერ ავუხსნი - ხალხის აზრს , ცხოვრებას ხო არ დაანგრევინებ , მისმინე... - ლევან , მესმის რასაც ამბობ მაგრამ , ანუ ვერ გამიგებ , შემთვის რთულია ამის გაგება , მაგრამ ვერ ავიტან , მართლა ვერ გავუძლებ , ყოველ წუთას ხალხმა იაროს და ჩემსკენ იშვიროს თითი, შეიძლება ვეღაცისთვის მარტივია , მე ვერ ავიტან , ყველას სათითაოდ იმას ვერ აუხსნი რა და როგორ მოხდა ... - თაკო შენ ძლიერი გოგო ხარ , გესმიის... - არა ლევან , არ ვარ , უბრალოდ ვერ გავუძლებ მაგას , ვიცი ჩემი ხასიათი , მთელი ცხოვრება გულზე ხინჯად მექნება რაა, ანუ არ ვიცი , მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება , ყველა გაიგებს ვერც დავმალავთ გესმის - მისმინე , თუ ეგაა პრობლემა , გპირდები , ვერავინ გაიგებს , მესმის შენი , არ გეგონოს რომ ვერ გიგებს , ვერცერთი ჟურნალისტი ვერ მოგეკარება , ეს ინფორმაციაც არ გაჟონავს , საჭირო დროის შემდეგ უკვე ასევე უხმაუროდ მივაგვარებთ ყველაფერს , გულით მინდა დაგეხმარო - და ეს შესაძლებელია ? გამოვა ? რომ გაიგონ - ვინმეს ელაპარაკე ამ თემაზე ? - კი ბიძაჩემს - გამაცანი ბიძა , კარგი ? - კარგი , - ხოდა მასაც დაველაპარაკები , მთელს პასუხისმეგბლობას საკუთარ თავზე ვიღებ - ლევან , არ ვიცი მადლობა რითი გადაგიხადო - არ არის მადლობა საჭირო , ჩემს ადვოკატს დაველაპარაკები , თუ გინდა საქორწინო კონტრაქტი გავაფორმოთ , ყველაფერს ის მიხედავს - რა თქმა უნდა , ასე ორივე დაზღვეულები ვიქნებით - თაკო , ყველაფერი მოგვარდება - უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა , ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის რასაც ჩვენთვის აკეთებ - გთხოვ მადლობებს ნუ მიხდი და მიშკა ნუ გავიწყდება , ამას მიშკასთვის უფრო ვაკეთებ , ვიცი შენთან ძალიან კარგად იქნება - მიშკა სულ დამავიწყდა , მინდა გავუარო - ერთად გავუაროთ , კარგი ? მალე მშობლები გავხდებით , და ცოტა თამაში მაინც მოგვიწევს - გაიცინა ლევანმა, თაკომაც გაუღიმა , ლევანი ბედნიეირ იყო , უსაზღვროდ ბედნიერი რომ თამარი მის გვერდით იქნებოდა , მიშკაზე ერთად იზრუნდებდნენ , ბავშვთა სახლში ბედნიერი წყვილივით შეანათეს მიშკასთან . - პატარა ფილოსოფოსი როგორ არის , ჰაერში აიტაცა ლევანმა მიშკა - ლევანი ძია , მოეხვია პატარა - და რას იტყვი , ლევანი მამიკო რომ დამიძახო ხოლმე ? - რაა ? გაიოცა სიხარულით პატარამ - გინდა რომ ჩემი მამიკო იყო ? - ხო მგონი კარგი სამეული ვიქნებით , მე მამიკო , ფერია დედიკო და ჩვენი კულულა უფლისწული - იღიმოდა ლევანი და ბავშვს ეხუტებოდა - ეგ როგორ ? თქვენ ქორწინდებით და მეც მიგყვავართ ? - გახარებული სიტყვებს აკოწიწენდა პატარა - ხო ვამბობ ეს ბავშვი ფილოსოფოსია მეთქი მაგრამ , როგორც ვხედავ ლევანის ჩახუტება ფერიას ჩახუტებასაც კი ურჩევნია , გაბუტვით უთხრა თაკომ , ბავშვმა მაშინვე მის მკლავებში გადაინაცვლა , თაკომ კი ჰაერში ააფრიალა - მიშკა საკმაოდ მძიმე ბავშვია , პატარა არ არის უკვე , და სასურველია ასეთ მძიმეს თუ მოერიდები , გოგო ხარ - წყნარად ჩასჩურჩულა ლევანმა , თაკომ მიშკა დასვა, მერე უცბად გაიაზრა ლევანის ნათქვამი , მის სიტყვებში სითბო და ზრუნვა იგრძნობოდა , ესიამოვნა მამაკაცისგან , - მოდი დღეს ერთად ვისადილოთ რას იტყვით ? შესთავაზა ლევანმა , ბავშვმაც სიხარულით ხტუნვა დაიწყო - ანუ მეც ისეთი ოჯახი მეყოლება როგორც ფილმებშია და სხვა ბავშვებს ყავს, თქვენ საუკეთესოები ხართ , ორივეს ერთდროულად მოეხვია პატარა და ლევანს და თაკოს აიძულა თავები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ჰქონოდათ , თაკო ბავშვს უყურებდა , ლევანი კი თაკოს ყვეიმალებს , ტუჩებს , თმებს მისი სახის ყველა ნაკვთს აკვირდებოდა , საშინლად უნდოდა იმ მომენტში , მის თმას , მის სახის კანს შეხებოდა , მოალერსებოდა , მაგრამ არ შეეძლო. ზურაბს დაუკავშირდა და ყველა საქმე მას მიანდო, სასამართლო ბავშვის აყვანა , ჟურნალისტების ტემის მოგვარება და ასე შემდეგ . ერთი თვის შემდეგ კი მიშკა წამოიყვანეს და თაკოსაც ლევანთან მოუხდა გადაცხოვრება . პირველივე დღეს უხერხულად გრძნობდა თაკო თავს - მიშკა ჯერ პატარაა და რაღაცეებს ვერ ავუხსნით , ფსიქოლოგი კი აუცილებლად კითხავს ბევრ დეტალს , ბავშვმა არ უნდა იცოდეს სხვადასხვა ოთახებში რომ გვძინავს , ამიტომ ჩემთან დივანი მოვატანინე , მე იქ დავიძინებ ხოლმე , ვიცი ცოტა დისკომფორტია , უცხო მამაკაცთან ერთად ერთ ოთახში ძილი მაგრამ მიშკას გამო , რაღაცეების დათმობა მოგვიწევს - აუხსნა ლევანმა თაკოს , გოგოც ეცადა გაგებით მოკიდებოდა ამ ყველაფერს, პირველი დღე განსაკუთრებით უხერხული იყო , მოშინაურება უჭირდა თაკოს , თან ლევანის მეგობრები უნდა გაეცნო , ვისთანაც თამაში მოუწევდათ - დღეს სახლში დავრჩები, და რამეს მოვამზადებ , თან ვეცდები ცოტა მოვშინაურდა - შეგვიძლია მზად ვიყიდოთ ყველაფერი , ან მზარეული დადის ხოლმე ჩემთან კვირაში სამჯერ და ამზადებს ყველაფერს , მას დავურეკავ , შენ ნუ გადაიღლები - ბევრი რამის კეთება მაინც არ გამომდის , რასაც მოვახერხებ მოვამზადებ , რამდენნი არიან ? - 7 ჩემი ძმაკაცი ორი ცოლთან ერთად - კარგი , შენ სამსახურში წახვალ ? - კი , ბევრი საქმე დამიგროვდა ,იმედი მაქვს ყველაფერს შეეჩვევი - ლევანი თამოს გადაეხვია , ლოყაზე აკოცა და დაემშვიდობა , თამომაც კარებამდე მიაცილა და კარები ჩარაზა , შემდეგ ბავშვის ოთახში შევიდა , ძიძა ჯერ არ მოსულიყო , ბავშვს კი ისევ ეძინა , თაკო სამზარეულოში გამობრუნდა , ბლინები დააცხო , შემდეგ ქათმის სალათი , ვინიგრედი და ცეზარი გააკეთა , შემდეგ ქათმის ფილე შეწვა , ბაჟა მოამზადა და შიგ ჩააწყო , კატლეტებიც დააცხო , ბოლოს ხაჭაპურები და პიცაც მოამზადა, ისღა დარჩენილიყო გაზქურაში შეეწყო , თუმცა მათ სტუმრების მისვლის შემდეგ ცხლად მოამზადებდა. ლევანი სამსახურში ვერ ჩერდებოდა , ღელავდა , სახლში უნდოდა თაკოს გვერდით ყოფნა , საქმეს სწრაფად მორჩა , ვერ კონცენტეირდებოდა და სახლში მივიდა , თაკოს ძიძა სახლში გაეშვა და ბავშვთან ერთად სადილობდა , ლევანს არ ელოდნენ, მიშკას ძალიან გაუხარდა მისი დანახვა , შემოეხვია , მერე კალთაში ჩაუჯდა , - ლევან არ გელოდით , მორჩი საქმეებს ? - კი , სიმართლე გითხრა არა , რატომღაც თქვენთან მინდოდა - ისადილებთ ხო ? - კი ვისადილებ , რა მოგვიმზადე აბა ? ლევანი წამოდგა და სამზარეულოს შეავლო თვალი , მერე გაზქურასთან მდგომ თაკოს მიუახლოვდა და ბავშვისგან ჩუმად ყურში ჩასჩურჩულა - ვიცი რომ დიდი ვარ , შენზე ბევრად დიდი , მაგრამ ძალიან გთხოვ , ყოველ ჯერზე ნუ მახსენებ და თქვენობით ნუ მესაუბრები , გთხოოვ - თვალებში უყურებდა და ისე ესაუბრებოდა , ლევანის სიახლოვემ გოგო დააბნია - ვეცდები , ჩემდაუნებურად გამომდის ხოლმე - არ მინდა რომ გაგირთულდეს ჩემთან ყოფნა გესმის ? - ვიცი- წყნარად უპასუხა თაკომ და მიშკა აიტაცა ხელში რომელიც ის ის იყო წყვილთან მიიჭრა და ფეხებზე მოეხვია - იციით ? მიხარია რომ ჩემმა მშობლებმა მიმატოვეს , თქვენ ხომ ვერ გიპოვოდით , თანაც დარწმუნებული ვარ რომ თქვენნაირი ვერ იქნებოდნენ , ხსნიდა პატარა თავის გულისნადებს , თაკომ კი სევდიანი თვალებით ახედა ლევანს , ლევანიც თაკოს თვალებს მის სახეს , მის ეკოციებს აკვირდებოდა , მერე ბავშვს მოეხვია - ჩვენი პატარა ვაჟკაცი ხარ . - ლევანი მაგრად მოეხვია პატარას და მთელი არსებით თაკოს აკვირდებოდა , რომელიც ლევანის დაჟინებულ მზერას გრძნობდა და თვალს არიდებდა , ახლა გრძნობებისთვის და სხვა რამისთვის ნამდვილად არ ეცალა თუმცა საკუთარ თავთან შიგადაშიგ მაინც აღიარებდა რომ მიშკა და ლევანი ყველაზე დიდ სიცარიელეს უვსებდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.