შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ნაშთი თავი პირველი


7-10-2018, 19:56
ავტორი ki si
ნანახია 1 198

-არსადაც არ წავალ დედას ვეტყვი იცოდეთ,-გავკივი ბოლო ხმაზე. ნეტა რისი იმედი მაქვს დედა მამასავით კი არ მომისმენს და უნივერსიტეტის უფროსობას თვალებს დაუბრიალებს მე მომექცევა ეგრე.
-თქვენი ოჯახი უკვე თავს გავიდა,-რაო ახლა ამან? იმიტომ ამბობს რომ მამა ვეღარ მიცავს?ახლა გავგლეჯ.
-ძალიან კარგი წელს შემოწირულობას არ ელოდოთ,-კარს ვიჯახუნებ და გავრბივარ.
მაშ ასე, რატო გამომაგდეს? ამჯერად არ იყო ჩემი ბრალი, არც ვანდალური ფაქტი ჩამიდენია და არც სხვა რაიმე. ყველაფერი ივანის ბრალის მაგ ღორს თუ გონია ჩემზე ძალადობის მცდელობას შევარჩენ მიყუროს. მე ნადია ლაზარევი ვარ ნახევრად რუსი ნახევრად ქართველი და ევრაზიისგან საკმაოდ შორს ბედისგან გადმოსროლილი მხატვარი. ვიტყოდი რომ შემდგარი მხატვარი, მერე რა რომ ცუდი ნიშნები მაქვს დამერწმუნებით ნამდვილი ხელოვნება აუდიტორიაში ცნობილი მხატვრების ბიოგრაფიის გაზეპირებით არ ისწავლება. მეც სხვა რა გზა მაქვს ამის დასამტკიცებლად ხან ქალაქის მთავარ მოედანზე ვხატავ და ხან უნივერსიტეტის კედლებზე.
მამაჩემი დიმიტრი ლაზარევი მოსკოვიდან იყო მერე დედა გაიცნო საშა სანაძე და ჩემთვის უცნობი მიზეზით ამერიკის კონტინენტზე ერთ მშვიდ და მყუდრო ქალაქში დავსახლდით, მე მამიკოს გოგო ვარ, ეს ფაქტი ყველასთვის ცნობილია ვინც მიცნობს. მამა არასოდეს მექცეოდა ისე როგორც ბავშვს. მე ვიყავი მეგობარი, მრჩეველი და შვილი უპირველესად. ისიც ანალოგიურად ჩემთვის. სამწუხაროდ, იგი გარდაიცვალა რამდენიმე თვის წინ და ახლა ისეთი შეგრძნებით ვცხოვრობ თითქოს სამყაროში ვერავინ მიგებს.
ახლა მეორე კითხვას გავცემ პასუხს და სრულად დაგაკმაყოფილებთ უნივერსიტეტიდან იმიტომ გამომისროლეს, რომ იმ ნაბი*ვარმა ივანმა, ჩემზე ძალადობა მოინდომა მითხარით თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემ ადგილზე? აი ყოჩაღ მეც რაც პირველი მომხვდა ხელში ის ვუთავაზე და მერე იმდენი ვურტყი ლამის დაბრმავდა, საბედნიეროდ მამამ კრივზე შემიყვანა და ამ დრომდე ვვარჯიშობ. ივანი ჩემი საქმრო იყო, ამ დრომდე, ახლა უკვე სასიკვდილეთა სიაში პირველ ადგილზეა.
-დედა ჩამასამარებს,-ვკვნესი და უნივერსიტეტის ტერიტორიას ჩემი მოპედით ვტოვებ. მოტოციკლი მინდოდა მაგრამ არ მყიდულობს. ეჰ მამიკო არადა რა კარგი იყო ერთი დააბრიალებდი თვალებს და უნივერსიტეტის ყველა ლექტორი როგორც შენ ამბობდი „სმირნაზე“იდგა. ვარ ასე ფიქრებში გართული, როცა პოლიციის ნაქანა მეჯახება.
-ჯანდაბა,-ვყვირი და ისაა უნდა ავდგე, რომ ვხვდები უდანაშაულო კი არა ერთადერთი დამნაშავე ვარ გზის სხვა მხარეს მივდიოდი. ჯობია თავი მოვისაწყლო.
-კარგად ხართ?-ეს პოლიციელი ძალიან სიმპატიურია. ხელზე ხელს ვიჭერ თითქოს მაჯა მტკივა
-მგონი მოვიტეხე
-არა მაჩვენე,-ახლა ამან რო გამფაქტოს გავაფრენ,-მგონი შენ კარგად ხარ მაგრამ მოპეტს ნამდვილად უჭირს.-
-არაა! რას ხედავს ჩემი თვალები ჩემს პატარას ბორბალი ისე აქვს გაღუნული პირდაპირ დასამარხია.
-მიგიყვანო?-მეკითხება სიმპატიურების რისხვა
-ვალდებული ხარ,-ხელებს ვშლი და მანქანაში ვხტები.
-სანდრო,-მიწვდის ხელს. ქართული სახელის გაგონებაზე ყურებს ვცქვეტ და ქართულად ვეკითხები.
-ქართველი ხარ ბიჭო შენ?-იცინის და მანქანას ქოქავს.
-კი ქართველი ვარ,-ლოყა ეჩხვლიტება რა საყვარლობაა.
-შენ რა გქვია.
-ნუ მე ნახევრად ვარ ქართველი ნადია მქვია,-ეს იმ ბებოს საპატივცემულოდ, რომელმაც მამიკო გაზარდა და მისივე თქმით ძალიან ლამაზი ქალი იყო.
-ლამაზი სახელია,-მიცინის სანდრო.-სად მიგიყვანო?-მისამართს ვეუბნები ჰოი საოცრება მპასუხობს მეც მანდეთ მოვდივარო.
-რატომ?
-შენ ლაზარევი ხარ არა?-ოპ ეს აღარ მომწონს იმედია კიდე რამე არ ჩავიდინე და არ მახაოვს.
-კი,-ვიძაბები
-დედაშენის სანახავად მოვდივარ საქმე მაქვს,-ისე მტკიცედ მპასუხობს კიდევ რომ ჩავეკითხო აზრი?
-დედაჩემმა რა დააშავა,-ვამბობ რაც შეიძლება უდარდელად მაგრამ პასუხს სასწაულად ველოდები.
-დედათქვენმა არაფერი,-მიღიმის პოლიციელების პრინცი
-აბა ვინ?
-თქვენი კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა
-რომელმა?
-ეს გასაიდუმლოებული ინფორმაციაა გოგონი,-ქართულად ისე თავისუფლად ტიტინებს ნეტა როდის მოასწო აქ მუშაობის დაწყება.
-არავის არ ვეტყვი,-ვემანჭები უცოდველად
-პეტერ სერგ...
-ბიძია პეტეამ?-არ ვამთავრებინებ სათქმელს და ვუყურებ
-მგონი ჰო
-რა დააშავა?
-იარაღის შეძენა, შენახვა, გასაღება,-მიჭრის მკაცრად
-არ არსებობს. გინახავს მაინც რა საყვარელია ბიძია პეტეა?
-კი ძაან საყვარელი იყო გისოსებს მიღმა რომ იდგა.-ამას ახლა ვცემ.
-აი ნახავ, რომ შეცდები ,მერე მეც მომიხადე ბოდიში,-ვიბუტები და ჭიშკართან მანქანიდან ვხტები.
.........
-გოგო ვინახარ შენ ჰა?-დედაჩემი ისე მიყურებს თითქოს მე ვუპირებდი ივანს გაუპატიურებას. -დედა რა გინდა რა?-ვწივი მისი წაბაძვით ქართულად, რომ მოყირადებულ მოახლეს საჭორაო თემა არ მივცეთ.
-დირექტორს დაურეკავ და ბოდიშს მოუხდი თუ არადა პირველსავე დაწესებულებაში გამუშავებ რასაც თვალდახუჭული ხელს დაადებ ქალაქის რუკაზე.
-მოიტანე ის შენი რუკა, არავის მოვუხდი ბოდიშს,-ვუჭრი მკაცრად
-მამაშენის მსგავსად ვირივით ჯიუტი ხარ,-დედა დანაოჭებულ სახეზე ხელს იავამს და იქვე იკეცება. დედა რაც თავი მახაოვს ასეთია, ნერვიულობისგან დანაოჭებული და დაღლილი თუმცა არ ვიცი რა ჰქონდა სანერვიულო და სადარდელი, როცა მამა არაფერს არ გვაკლებდა.
-შვილო, ნადია გემუდარები დაბრუნდი უნივერსიტეტში
-დედა, დედიკო ჩემო საყვარელო არ დავბრუნდები გესმის?იმ ღორებს ბოდიშს არ მოვუხდი.-სახეზე ხელებს ვადებ და შუბლზე ვკოცნი. ქვითინი აღმოხდა ჩემს დესიკოს და თავი მკერდზე მომაყრდნო.
სამი მომაბეზრებელი კვირა გავატარე სახლში და მესამე კვირის თავზე მეგობრებთან ერთად წავედი, ჯერ ჩემი საყვარელი უნივერსიტეტი მოვხატეთ. დირექტორი დავხატე მალიფისეტის მანტიით და ქუსლიანებით. მერე კი ბარში წავედით.
-ივანზე დიდი ნაგავი ჯერ არ მინახავს ხომ გითხარი არაკაცია და არ გაყვე ცოლად თქო.
-ო, კაი რა ჰელენ,-თვალებს ვატრიალებ და სასმელს ვიყუდებ.
-გითხარი და აღიარე ახლა თორე არ გავჩუმდები,-ენას მიყოფს ქალბატონი
-კაი, ჰელენ შენ მართალი იყავი ივანი ნამდვილი არაკაცი და ნაბი*ვარია. კმაყოფილი ხარ?
-სავსებით,-ჭიქას მიჭახუნებს და სვამს. მეც ვსვამ და ისე მიბრუის თავი მეორე ჭიქისგამო აშკარაა რაღაც ყრია ჭიქაში.
-ვიცეკვოთ?-მეკითხება ვიღაც სიმპატიური უცნობი და მეც დაუფიქრებლად გავრბივარ საცეკვაოდ. ისე ვცეკვავ თითქოს კენჭის გავლა მქონდეს მაგრამ ვის ადარდებს ხვალ მაინც არ მემახსოვრება.
-გინდა გავიდეთ?-რაო ამან?
-ეგეთი მთვრალიც არ ვარ,-ვუყვირი რომ გავაგონო
-წამოდი,-ხელზე ძლიერად მქაჩავს და კარისკენ მიმათრევა ჰელენისკენ ვიყურები მაგრამ იქ აღარ ზის.
-დაგეხმაროთ?-ჩემი გამტაცებელი ვიღაცას ეჯახება.
-არა მადლობა,-პასუხობს საჩქაროდ
-სანდრო,-ვყვირი როცა ვშორდებით და ვცნობ
-ნადია?-სასწრაფოდ მოიწევს ჩვენკენ და იმ ვიღაცას ჩემ თავს ხელიდან გლეჯს.
-მიშველე,-ვხავი და გული მიმდის.
საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს. თვალებს სიმწრით ვახელ. სრულიად უცხო სახლში ვწევარ. თვალებს ისევ ვხუჭავ მოულოდნელი სინათლისაგან მგონი გათენდა, ჯანდაბა. დედა დამაკლავს ღამე სახლში არ მივსულვარ.
-კარგად ხარ?
-სანდრო,-ისე გამიხარდა ნაცნობი ხმის გაგება ლამის წამოვხტი არ იყო პრობლემა უბრალოდ ვერ ვდგები.
-ერთხელ შეხვედრა კარგი მაგრამ მეორედ უკვე შემთხვევითობა აღარაა,-მიღიმის მომნუსხველად.
-მადლობა რომ მიშველე.
-არ უნდა დაბოდიალობდე ღამ-ღამობით კლუბებში,-თვალს მიკრავს და რაღაც საძაგლობას მასმევს.
-ბოდიში რომ გართობა მინდოდა,-ვიბუტები და ჭიქას ისევ ვუწვდი.
-გართობას გააჩნია
-კაი რა მუდო,-ვეუბნები და უეცრად დედა ისევ მახსენდება.
-დედაჩემი მომკლავს
-დამშვიდდი ვუთხარი მეგობართან რომ რჩები,-ჩემს მობილურს მიწვდის უკვე გაჭირვების ტალკვესად ქცეულ სანდრო.
..........
-გადი ჩემი კაბინეტიდან,-კივის დედაჩემი ბოლო ხმაზე თანაც ქართულად. ნეტავ ვინ ესტუმრა
-მისმინეთ საშა,-სანდრო?აქ რა უნდა?
-არა შენ მისმინე სერგეის მხოლოდ დიმიტრის გისოსებში გამომწყვდევა უნდოდა ახლა კი როცა ის საწოლსაა მიჯაჭვული შენ მოგაგზავნა. დაშკოვების ოჯახი ჩვენი ჭირია,-ოდნავ ურბრბილდება ხმა დედას და ახლა მასში იმდენი ზიზღია ვერცკი ვცნობ.
-მე მამაჩემის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან,-მუქარა ისმის სანდროს ხმაში
-მოშორდი ჩემს ოჯახს ადამინო შეგვეშვი მოკვდა, დიმიტრი აღარაა, რატომ არ გვშორდები?-მესმის დედაჩემის განწირული ხმა
-მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, დიმიტრი ლაზარევს მამაჩემის საწოლს მიჯაჭვას არ შევარჩენ გესმის არა,-ჩქარი ნაბიჯი მესმის და კედელს ვეკრობი სანდრო კარს აჯახუნებს მაგრამ მაინც დამინახა.
-ნადია მე,-იბნევა თვალები კითხვით მაქვს სავსე მაგრამ ენას ვერ ვაბრუნებ.
-მოშორდი ჩემს შვილს,-უყვირის დედა და სანდროც ჩქარა შორდება ჩემს სახლს.
-დედა რამოხდა ვინაა? რატომ ყვიროდით?
-ნუ მანანებინებ ქართული რომ გასწავლე ნადია, აღარ ჩაერიო,-განადგურებული მიყურებს დედა და ისევ კაბინეტში იკეტება.
...
-ვერ გავიგე რა მოხდა,-საწოლზე ფრუტუნით ვეშვები და სახატავებს ვიმარჯვებ. თავში ერთადერთი სახე მოტრიალებს და მეც სანდროს ვხატავ. გაღიმებულს ისეთს როგორიც გავიცანი და არა ისეთს როგორიც რამდენიმე წამის წინ ვნახე.
..
სამი თვის მანძილზე თითქმის ყოველდღე მოდიოდა სანდრო და თითქმის ყოველ ვიზიტზე სკანდალს აწყობდნენ. მე არავინ არაფერს მეუბნებოდა. ერთ დღეს მე და ჰელენი ისევ კლუბში წავედით ბევრი დავლიე, ვიცეკვე და რაღაც ჯანდაბაც მოვწიე ისევ ვცეკვავდი, როცა ვიღაცის მკერდს შევასკდი ავხედე, სანდრო იყო ისეთი სახით დამყურებდა გეგონება დანაშაული ჩავიდინე
-სანდრიკოო,-ვუთხარი ქართულად და სახეზე ხელი ჩამოვუსვი წამიერად მილულა თვალები მაგრამ ისევ გაუმკაცრდა სახე
-წამოდი, ახლავე,-გამოსცრა კბილებს შორის.
-თუ მომიყვები შენ და დედაჩემი რატო ხოცავთ ერთმანეთს კი,-წარბი ავწიე და დავაკვირდი. ჯანდაბა სანდრო დროზე თქვი ახლა წავიქცევი.
-ამის მოყოლა ჩემი საქმე არაა,-მიჭრის მოკლედ და მხარზე მიკიდებს.
-დამსვი შე ვირო,-ვკივი გაუაზრებლად ქართულად, მაგრამ გარეთ მიმათრევს და მანქანაში მტენის.
-სანდრო გააღე,-კარს ვაწვალებ მაგრამ არ იღება.
-დაწყნარდი, დედაშენმა ასე რომ გნახოს გული დაარტყავს.
-შენც ეგ არ გინდა?-ვუყურებ გამომწვევად.
-მე არ მინდა შენ რომ გტკიოდეს შენ ყველაზე სუფთა და უმანკო ხარ იმ ხალხს შორის ვინც გარს გახვევია.
-რას ერჩი დედაჩემს
-მე მამაშენის მტერი ვარ შენი და დედაშენის კი არა, უბრაოს მინდა ისიც ჩემს მხარეს იყოს.-დამყურებს სანდრო.
-მამაჩემი ცოცხალი აღარაა,-ვამბიბ ხმაჩამქრალი.
-მამაჩემი კი მის გამო ზეზეულად კვდება, ყოველ დღეს ხუთი წლის მანძილზე.
-რატომ?
-დამბლა აქვს -მერე განა მამაჩემს შეეძლო ვინმესთვის რამის დაშავება?
-ნადია შენ საერთოდ არ იცნობდი მამაშენს ის კაცი, რომელიც ყოველ ღამე ზღაპარს გიკითხავდა სულ სხვა კაცი იყო გარეთ.
-ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს მამაჩემზე,-ვიბუტები.
-გასაგებია,-მანქანას ქოქავს სანდრო.
-სანდერო მე ვწუხვარ მამაშენის გამო,-ვეუბნები და ის იყო მანქანიდან უნდა გადავსულიყავი რომ ხელზე მომეჭიდა
-უთხარი დედაშენს მოგიყვეს.
-თუ ისევ უარს მეტყვის?
-უთხარი თუ შენ არ მომოყვები სანდრო მამამისის ვერსიას მომიყვება თქო.
....
-დაბადების დღეს გილოცავ ნადია,-დედის კოცნა მაღვიძებს დილაადრიან
-მადლობა დედა,-ვკოცნი საპასუხოდა და საწოლიდან ვდგები.
-აბა რა გსურს?-დამყურებს და მამას საფირმო ფრაზას რუსულად მეუბნება, როგორც ის აკეთებდა.
-ჯერ არ ვიცი საღამოს გეტყვი,-ვკოცნი ისევ და სააბაზანოში გავრბივარ. ზუსტად ვიცი რასაც ვთხოვ მაგრამ არ მინდა დილა ჩავუშხამო. დღის განმავლობაში მე და დედას მაღაზია არ გამოგვიტოვებია ყველგან შევიარეთ. მერე სახის გაწმენდა, მასაჟი და რაც მოგვინდა ყველაფერი. ჩემი დაბადების დღე სულ ასეთი იყო მამა მე და დედას გვიძღვნიდა ამ დღეს და ჩვენც იმას ვაკეთებდით რაც გვსიამოვნებდა.
-ჰელენს ვნახავ კაფეში და მალე მოვალ,-შუბლზე მაკოცა დედამ და მისი ლიმუზინიდან გადმოსვლის შემდეგ მეც ჰელენთან წავედი.
-გილოცავ,-დამყვირის ჰელენი და საჩუქარს მიწვდის
-ლამაზია,-მოუთმენდალ ვხსნი მის საჩუქარს და ნახევარ მთვარის ფორმის მედალიონს ყელზე ვიკიდებ.
-ეგ სანდროს საჩუქარია, ესეც ჩემი
-სანდრო სად ნახე?-ჰელენს მადლობას ვუხდი ლუი ვიტონის ჩანთვისთვის და ვჯდები.
-მაგ ჩანთაში კიდევ აწყვია რაღაცები სახლში ნახე,-თვალს მიკრავს.-სანდრო დილით ჩემთან იყო თქვა დედამისმა ნახვა ამიკრძალაო და მე გამომატანა.
-მართლა?
-უკვე შევამოწმებინე,-მეუბნება ჰელნი და საყვარლად მიყურებს,-არავითარი მოსასმენი არაა
-მადლობა ღმერთს
-ჯერაც არავინ მოგიყვა არა?
-სანდრო არ მიყვება დედას კი მეტჯერ ვერც ვეკითხები მისი რეაქციის მეშინია.
-ნეტა რას გიმალავს?-ყავას წრუპავს ჰელენი
-ზოგჯერ მირჩევნია არ ვიცოდე მგონია ამას თუ გავიგებ ყველა და ყველაფერი შემძულდება რაც აქამდე მიყვარდა
-რა უნდა იყოს? რუსული მაფია?
-იმედი მაქვს ცდები,-მე და ჰელენი კიდევ უამრავ საკითხს ვარჩევთ და სახლში წასასვლელად ტაქსს ვიძახებ.
-დაბადების დღეს გილოცავ ვარსკლავო,-ვარსკვლკვო?
-გიცნობთ?-საშინლად დაბნეულმა ვკითხე მძღოლს
-მამაშენს ვიცნობდი,-მპააუხობს და სარკეში მაკვირდება,-უფრო და უფრო ლამაზდები,-მიღიმის. რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ეს კაცი ადრეც მინახავს, რატომ მგონი რომ კარგად ვიცნობ?
-ეს შენთვისაა,-მიწვდის შეფუთულ რაღაცას. ვანჯღრევ რომ მივხვდე რა არის
-წიგნებია.-მეუბნება
-რა წიგნები? -მამაშენის ძველი ბიბლიოთეკიდანაა.
-თქვენთან საიდან მოხვდა?
-თვითონ მაჩუქა ახლა კი მე შენ გჩუქნი,-ჩემი სახლის წინ გააჩერა და ჭიშკარს თვალი შეავლო. -დედა მომიკითხე უთხარი დიმკამ მოგიკითხა თქო.-დაჰიპნოზებულივით გადმოვდივარ არამგონია დედაჩემმა საქციელი მომიწონოს ამიტომ სიჩუმე გადავწყვიტე და პირდაპირ ჩემს ოთახში შევედი.

-გაგიჟდი რომ ეცნე,-ეჩურჩულება დედა ვიღაცას ტელეფონზე
-კარგი რა რატომ მანერვიულებ ასე?
-მერე დაგირეკავ ახლა ნადიას ღამე მშვიდობისა უნდა ვუსურვო და მერე საქმეები მაქვს.
-ნახვამდის,-მიკვირს იმიტომ რომ დედა პირველად ელაპარაკება ვიღაცას ასე გასაიდუმლებულად. მეორეც, იმიტომ რომ რუსულად ელაპარაკება.იმ კაცსაც რუსული აქცენტი ჰქონდა დღეს რომ მომიყვანა.
ოთქხში გავიქეცი და ლეპტოპი მოვიმარჯვე.
-დედი მოიფიქრე რა გინდა ამ იუბილეზე?
-კი მაგრამ მეშინია რომ მას ვერ მივიღებ.
-მამაშენი ყველაფერს გისრულებდა ამ დღეს და მეც გპირდები, რაც არ უნდა იყოს ყველაფერა აგისრულებ.
-მომიყევი დედა უფლება მაქვს ვიცოდე თორემ სანდრო თავის ვერსიას მიამბობს.

..............
ტამ ტამ ტამ ტაააამ! დაბრუნდი ახალი ისტორიით საყვარლება ძლიან მომენატრეეთ!
ესეც ახალი ისტორიის პირველი თავი. ველოდები კომენტარებს და შეფასებებს რომ მოდევნო თავებში გავითვალისწინო.



№1 სტუმარი სტუმარი Ttt

Kargia momewona imedia deda etyvis tavis satqmels nadias da bavshvic gaigebs mamamisis namdvil saxes

 


№2  offline წევრი ki si

სტუმარი Ttt
Kargia momewona imedia deda etyvis tavis satqmels nadias da bavshvic gaigebs mamamisis namdvil saxes


მადლობა საყვარელო კომენტარისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent