გიჟი ხარ და მეც გამაგიჟე... (თავი 3)
ჩემს კაბინეტში შევედი და ერთი საყვარელი გოგოც შემომყვა... -გამარჯობა ქალბატონო... -ტასო... -დიახ ქალბატოო ტასო... მოდით ყველაფერს აგიხნით... -დიახ რათქმაუნდა... ერთი საათის განმავლობაში მეხმარებოდა და ყველაფერს მიხსნიდა, შემდეგ გავიდა და მარტო შევუდექი საქმის კეთებას... ცოტახანში სამსახურის ტელეფონზე ზარი გაისმა... -გისმენთ... -ანასტასია ჩემს კაბინეტში...- და უცბათ გამითიშა, იდიოტიიიი ანასტასიაოოო... მის კაბინეტთან მივედი და დაუკაკუნებლად შევაღე... -გისმენ ალექსანდრე... -ჯერ ერთი დაუკაკუნებლად არ შემოდიან, მერე მეორე ალექსანდრე არა, ბატონო სანდრო და მესამე დროზე მოემზადე შეხვედრაზე მივდივართ... -მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ და კარგი წავალ მოვემზადები... -ანასტასია... -ანასტასია ხომ? ნახე რას გიზავ... -მე? ჰაჰ... გამაცინე ფე-ხე-ბს-აც ვერ მომჭამ... -მაგასაც ვნახავ... კარგად ალექსანდრეე..-და უცბათ გამოვიქეცი... იმ გოგონასთან მივედი მარიამი ერქვა... -აუ მარ შეგიძლია მითხრა რა ფერს ვერ იტანს ყველაზე მეტად ალექსანდრე? -რომ გაგიგოს ალექსანდრეს ეძახი და თან ბატონოთი არ მიმართავ მოგკლავს... -უკე იცის ეგ არაფერი... მითხარი რაა... -როგორც ვიცი წითელს... -ჰაჰ... წითელი მოუხდება... მადლობა მარ..- ეშმაკურად ჩავიღიმე და გავედი... მალევე მოვემზადე და ალექსანდრეს კაბინეტში ისევ დაუკაკუნებლად შევედი... -აბა წავედით ალექსანდრე? -კი ანასტასია...-ტასო დამშვიდდი ნუ ღელავ ხვალ პასუხს მოსთხოვ და დაისვენებ... გარეთ გავედით... მის მანქანასთან მივედით და იდიოტი კარებიც კი არ გამიღო... შიგნით, რომ ჩავჯექით საშინლად შემცივდა... -აუ ალექსანდრე გთხოვ გამათბობელი ჩართე რა... -შეგცივდა ფისო?-დამცინავი ტონით მითხრა... -ფისო არა და კი შემცივდა მიდი ჩართე რა... -ნწ არ ჩავრთავ... -უნდა გამყინოს? თან ისე მალე ვცივდები...- ჩემთვის ჩავიჩურჩულე... ცოტახანში დამაცემინა, მეორედაც, მესამდაც... -ოუ ოუ ფისო არ გაცივდე ხო კარგი ჩავრთავ..- ღმერთო რა იდიოტია... -კარგი დროსია უკვე თავი ამტკივდა...-ესეც ჩემთვის ჩავიჩურჩულე..- მადლობა.. -არაფრის ფისო... -არ შეგიძლია ფისო, რომ არ დამიძახო? -ნწუ არ შემიძლია... -კარგი მაშინ მეც ალექსანდრეს დაგიძახებ.. -კარგი უკვე შევეჩვიე...-ღემერთო რა იდიოტია... ნერვბი როგორ არ ეშლება... ნუ ღელავთ ხვაალ „დაერხევა“... ტელეფონმა დამირეკა ლუკა იყო... -რა იყო ლუკიტო... -აბა რა ხდება როგორ არის ჩემი პატარა გოგო მოგწონს?(ლუკა) -კი შენს პატარა გოგოს მოსწონს აქაურობა ახლა შეხვედრაზე მივდივართ, რომ მოვალ ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები... -კარგი სიყვარულო... მიყვარხარ..(ლუკა) -მეც მიყვარხარ... კარგად გკოცნი... -მეც..(ლუკა)- ალექსანდრეს გავხედე და ძარღვები დაჭიმვოდაა... ჰაჰ.. ეს უკვე მომწონს... ახლა ნია მირეკავდა რა ყველას ახლა მგავახსენდი... -ალო რა იყოთ... რა ყველას ერთად გაგახსენდით... -აბა მოყევი როგორია? როგორი ბიჭია? სიმპატიურია? დროზე დაფქვი შენი მესიჯი ვნახე, რომ მომწერე ეს ბიჭი მონსტრიაო მართლა მონსტრია?.-იმხელა ხმაზე ყვიროდა ალექსანდემ გაიგო და პირველად მომინდა მიწა გამსკდარიყო და თან ჩავეტანე, ალექსანდრეს გავხედე და ძლივს იკავებდა სიცილს... რა დამემართა? გავწითლდი... გავლურჯდი... საშინლად შემრცხვაა.. -ნია დამემალე...- ვუთხარი და მაშინვე გავთიშე... -ესეიგი მონსტრი ვარ ხომ?-ეშმაკური და ირონიული ღიმილით გამომხედა... -ხო რა გიკვირს, არ ხარ თუ რა? -იმიტომ გაუთიშე, რომ მეტი არაფერი წამოსცდომოდა?-ჩემი წინა კითხვა დააიგნორა... ფუ იდიოტი... -რამდენ ხანში მივალთ?- მეც დავაიგნორე... -რატომ მაიგნორებ... -ახლა შენც დამაიგნორე... -5წუთში მივალთ... -ძალიან კარგი... ახლა ნატას დავურეკე... -ალო(ნატა) -ნატა 8ზე ჩემთან იყავით, ოღონდ ნიას უთხარი არ დამენახოს... და მერე სადმე წავიდეთ მაგალითად კლუბში ახლა დალევაზე მეტი არაფერი მინდა... ხო და ლუკას უთხარი ეგეც წამოვიდეს საძმაკაცოსთან ერთად... -ოკ სიყვარულო მაგრამ ნიამ რა დაგიშავა... -მერე მოგიყვეები წავედი ახლა... -კარგი კარგად... -კარგად... როგორც იქნა მივედით... შეხვედრამ კარგად ჩაიარა უკვე ექვსი საათი იყო... მანქანაში ჩავჯექით... -გინდა სახლში მიგიყვანო? -არა არ მინდა კომპანიასთან ჩემი მანქანაა და წავალ მეთვითონ... -კარგი როგორც შენ გინდა...-გზაში ხმა არ ამოგვიღია, როდესაც მივედი ალექსანდრეს დავემშვიდობე და სახლში წავედი... შვიდი საათი იყო, როდესაც მივედი... ძალიან დაღლილი ვიყავი მაგრამ ახლა დალევაზე მეტი არაფერი მინდოდა... აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე, ჩავიცვი შავი კოჭებამდე კაბა უკან მთელი ზურგი ამოღებული ჰქონდა, წინ დეკოლტე საორად ლამაზი ჰქონდა და ტანზე ძალიან მოტკეცილი იყო რაც საოცრად ალამაზებდა ისედაც ჩემს საოცრად ლამაზ ფორმებს, ფეხზე შავი მაღლები მოვირგე, შავი კლაჩი დავიჭირე, თმა ცხენის კუდად ავიწიე და ჩემს ზურგზე საოცრად ლამაზად ეფინა ჩემი თმები, მაკიაჟი გავიკეთე ჩემი მუქი ლურჯი თვალები ტუშით უფრო გავალამაზე და ქვევით ჩავედი... კარებზე ზარი იყო... გავაღე და სამივენი დამხვდნენ... ლუკამ ამათვალიერ ჩამმათვალიერა... -ახლავე ახვალ და გამოიცვლი არ მინდა დღეს ვინმე შემომეცემინოს... -არ შემოგეცემინება გპირდები და თან შენი ძმაკეციბც ხომ იქნებიან... -კარგი კარგი მოდი ჩაგეხუტო ულამაზესად გამოიყურები...-მივედი და მაგრად ჩავეხუტე... -ნია შენ გამექეცი... -აუ ამიხსენი რა დავაშავე... -იმ სიტყვებს რომ გაყვიროდი ბოლო ხმაზე ალექსანდრე მეჯდა გვერდით და ყველაფერი ესმოდა... -ვაიმეეე-სამივე ერთად ახარხარდა... -კარგი წამოდით წავიდეთ...-თქვა ლუკამ.-დღეს ჩემს ერთ ძმაკაცს გაგაცნობთ უკვე ერთი წელია ვიცნობ კარგი ადამიანია მაგრამ რატომღაც თქვენ არასდროს იცნობდით... -ძალიამ კარგი წავედით..-ვთქვი და ლუკას მანქანაში ჩავხტი... გზაში ყველაფერი მოვუყევი, იციც რომ ალექსანდრე ის ბიჭია მაშინ კინაღამ რომ გავიტანე... ბევრი ვიცინეთ და ხვალინდელ ჩემს გეგმაზეც მოვუყევი თუ რას ვუპირებდი ალექსანდრეს... მალევე მივედით კლუბში, შიგნით როგორც კი შევედი საშნელი ალკოჰოლის სუნი მეცა და სიგარეტის... ბიჭწებთან მივედი და სამივეს ჩავეხუტე... ესენი იყვნენ ნიკა დათო და ვაკო... -ეეე დაკარგულო... რამდენი ხანია არ მინახიხარ... ასე უნდა ხომ ძმების დავიწყება?-(ვაკო) ვაკო უსაყვარლესი ბიჭია და ასევე უსიმპატურესი... -ხო მერავიცი ერთი ბოლოს როდის გნახე არც კი მახსოვს.-ნიკა ეს ის სერიოზულობააა რომელსაც ყველაფერი არასწორად ესმის აჰაჰაჰა... -აუ პროსტა დაია კიდევ ამდენ ხანს დეიკარგები და გაფიცებ მაგრად ვიჩხუბებთ.-დათო ეს ის უბუნჩულესია რომლის მარტო ლოყების „დაბურჯგვნა“ მოგინდება... და უაღრესად პოზიტიური არსებაა... -კარგით ნუ შემჭამეთ... აბა ლუკა ის ძმაკაცი სადაა შენ რომ უნდა გაგეცნო ჩვენთვის... -აქ ვარ.- მომესმა საოცრად ნაცნობი ბარიტონი უკან გავბრუნდი და რათქმაუნდა სწორად მიხვდით ალექსანდრე იყო... -ალექსანდრე?? -ანასტასია ალექსანდრე არა სანდრო... -ვუ ვუ... მოიცადეთ ტასო შენ ახლა სანდრომ ანასტასია დაგიძახა და არ მიახრჩე და სანდრო შენ ალექსანდრეზე როგორ არ აფეთქდი... ან საერთოდ საიდან იცნობთ ერთმანეთს?-გავირვებულმა ლუკამ დაგვაყარა კითხვები და გაოცებული სახიტ შემომხედა... -ლუკა ეს არის ჩემი უფროსი სამსახურში... -ვუუუ ბომბი ამბავი...(ნატა) -კარგით გვეყო მოდი გავერთოთ რა... ეს ნია სანდრო ეს კი ნატა...(ლუკა) -სასიამოვნოა... -ჩვენთვისაც... უბათ გოგოებმა ხელები ჩამკიდეს და იქით გამათრიეს... -მოიცადე შენ რა ამაზე თქვი ურჩხულია და სიმახინჯის განსახიერებაო?(ნია) ორივენი გაოცებული მიყურებდნენ... -ხოოო... -მოიცადე გოგო შე როდის დამიბრმავდი არა აშკარად სიცხე გაქვს... ისე თვალებში „ზამეკანია“ ხომ არ გჭირს(ნატა) -იდიოტია უუუფფ ნუ შემჭამეთ წამოდი წავიდეთ..-თვალები ავატრიალე და ისე ვბიჭებთან მივედით... ლუკასთან მივედი და ჩავეხუტე... -რა ხდება ჩემო გოგო... მოიწყინე... -აუ სიყვარულო მოდი ვისკი შევუკვეთოთ რაა...-ალექსანდრეს გავხედე ვუუუ საშინლად ძარღვებ დაბერილი იდგა... -კარგი ჩემო ცხოვრება... ოღონ შენ არიყო ცუდ ხასიათზე მერე ვიცეკკვოთ გინდა? -კარგი... მიყვარხარ... -მეც... -ეიიი ჩვენც აქ ვართ... ნუ იქცევით შეყვარებულებივით რა გეყოთ ეს სენტიმენტები...(ნიკა) -აუუ გადი რაა ბიჭოო...(მე)-ალექსანდრეს გავხედე უკვე კმაყოფილი სახე ჰქონდა... ღმერთო ასე უცბათ რა ეტაკა წეღან გვიღრენდა ახლა იღიმის??? აკლიაა... თანაც მაგრად... მალე „მოვიხოდე“ ერთ ჭიქას მეორე მოყვა მეორეს მესამე და ასე... უცბათ მივხვდი თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.. საშინლად ვიყავი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყველა მთვრალი იყო ალექსანდრეს გარდა... მოვიდა ჩემთან... -ვიცეკვოთ? -კი...-უცბათ შემომხვია წელზე ხელები მე კისერზე და საშინლად მომიახლოვდა.. ყურთან დაიხარა და ჩამჩურჩულა... -დღეს ულამაზესი ხარ...-საშინლად გავწითლდი და ამ მუქ განათებას ვუმადლოდი რომელიც ჩემს სახე არ ააშკარავებდა... ნელა ავაყოლეთ მუსიკას ტანი და ასე ვცეკვავდით მუსიკის დამთავრებამდე... არ მინდოდა დამთავრებუულიყო... ღმერთო ტასო რრა გჭირს? „-მოგწონს“ ჩამჩურჩულა ალტელეგრომ... რა არის ეს ალტერეგრო როგორ უნდა ჩნდებოდეს ასეთ მომენტებში ან ყოველთვის ასეთ სისულელეს როგორ მეუბნება??? გავაფრეეენნ... -ძალიან მთვრალი ხარ სახლში წაგიყვანო....- ახლა ვხვდები ლოგინზე მეტი არაფერი მინდა თან სულ დამავიწყდა მეთქვა უკვე ახალი სახლის გასაღები მაქვს არაფერი შემიცვლია ისე დავტოვე როგორც იყო უბრალოდ ნივთები გადავიტანე... -აუუ კი გთხოვ... -კარგი წამოდი...-ბიჭებთან მივედი დავემშვიდობე და გარეთ გავედი.. ჰაერმა უცბად მომიყვანა გონზე... კარები გამიხსნა და თვითონ ჩამსვა რადგან ფეხზე ძლივს ვიდექი... -მისამართი მითხარი...-ტელეფონი ამოვიღე და გავუწოდე... -აი აქ წერია... მეც პირველად მივდივარ ამ სახლში... -ახალია? -აჰამ... რამოდენიმე დღის წინ ვიყიდე მშობლებისგან შოორს... -გასაგებია...- ჩამეძინა.... და ცოტახანში ალექსანდრე მაღვიძებს.- ანასტასიაა მოვედით.-უცბათ გავახილე თვალები -მოვედით.. -აჰამ... წამოდი მიგაცილებ არ წაიქცე... -მართლა დიდი მადლობაა..-მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა წელზე შემომხვია ხელი... გამაჟრჟოლა სიამოვნებისგან... ასე მიმიყვანა სახლამდე შემდეგ კარებიც გააღო და ოთახამდეც ამაცილა... -კარგად... -კარგად და კიდევ ძალიან დიდი მადლობა.- მოვიდა შუბლზე მაკოცა და წავიდა ასეთი ნასიამოვნები დამტოვა და მალევე მორფეოსის სამყაროში გადავეშვი... ....................... აი მართლა მართლა ძალიან დიდი ბოდიში რა ასე უნამუსოდ რომ მოვიქეცი მაგრამ ეს კვირა რომ იყო გადატვირთული ჩემთვის ისე მგონი არცერთი იყო სახლში მხოლოდ ათი საათი თუ ვიყავი და ისიც ღამე... შაბათ კვირა ვიყავი სახლში და ისეტი დაღლილი ვიყავი რომ სულ მეძინა თუ არ მეძინა მოგეხსენებათ თბილისობა იყო და გარეთ ვიყავი... მართლა ძალიან დიდი ბოდისი ასე აღარასდროს ავიგვიგვიანებ გპირდებით და კიდევ ბოდიში... აბა ისიამოვნეთ... გ ი ჟ ი ხ ა რ დ ა მ ე ც გ ა მ ა გ ი ჟ ე . . . სიყვარულით: „მე“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.