დედამიწისხელა თვალება გოგო (სრულად)
სისხამ დილით, როდესაც საათი უკვე ხუთისკენ იხრებოდა, მეა მუცლის ტკივილმა გააღვიძა, ხო ნამდვილად არ უნდა ეჭამა ძილის წინ ამდენი მზესუმზირა. წამოიზლაზნა და საპირფარეშოში გაუჩინარდა. ოთახიდან გამოსული უკვე საკმაოდ გამოფხიზლებულიყო და მიხვდა რომ ძილს ვეღარ გააგრძელებდა. საათს ამრეზით შეხედა და ამოიოხრა. ფანჯარა გამოაღო, ოთახი ცივი ჰაერით გაივსო, ქალაქს ჯერ ისევ ეძინა. ცა გაცრეცილი ლურჯი იყო აქა-იქ მიკემსილი ღრუბლის ქულები კი წითლად შეღებილიყო. მეამ გადაწყვიტა ფანჯარაზე შემომჯდარიყო და მზის ამოსვლას დალოდებოდა. ყოველთვის უყვარდა ამ პროცესის ყურება, ის ხომ რაღაც ახალის დასაწყისი იყო, ახალი იმედების, სურვილების და მიღწევების, ან იქნებ ახალი განსაცდელის სევდის და ტკივილის? თუმცა ახალი დღე, მზის ამოსვლა ყოველთვის სჯობს წინას თუნდაც იმით, რომ კიდევე ერთი დღით ვართ ცოცხლები, მაგრამ რამდენ ადამიანს არ გაუთენდა ეს დილა? რამდენს საიდუმლოს ინახავს ეს მომღიმარი სხივები? მეას ფიქრები ყოველთვის ასე მთავრდებოდა და ჯერ კიდევ არ იცოდა როდის იპოვიდა პასუხებს ან საერთოდ იპოვიდა თუ არა. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ქონდა, ახლა ყოველგვარ სისულელეზე შეეძლო ეფიქრა ოღონდ კი ყურადღება გადაეტანა იმ მთავარი საფიქრალიდან რომელიც დღე და განსაკუთრებით კი ღამით არ ასვენებდა. ამ თემას კი არ გაგიკვირდებათ და სიყვარული ერქვა, უფრო კონკრეტულად კი - ლაშა. ჰო რთული იყო მასზე არ ეფიქრა, ზოგადად ეს სიყვარული ზედმეტად რთული რამ არის. პრინციპში შეიძლება ითქვას რომ მათ ურთიერთობას სულაც არ ჰქონია უცნაური დასაწყისი, უფრო მეტიც, ჩვეულებრივი ბანალური ისტორიაა: გაცნობა რეპეტიტორთან, თითქმის ერთ წლიანი რუტინა, მეცადინეობა, ხუმრობა, ერთად გავლილი სახლამდე მისასვლელი გზა და დაწყებული მეგობრობა, რომელიც სხვა და სხვა უნივერსიტეტში წასვლამ, რამდენიმე ერთმანეთის უნახავადა გავლილმა თვემ, მობილურით უჩვეულოდ ხშირმა კონტაქტმა, მეგობრების დაჟინებულმა შეძახილებმა რომ მხოლოდ მეგობრები არ იყვნენ და საბოლოოდ ცოტაოდენმა დაფიქრებამ და საკუთარ თავთან გულწრფელობამ, მეა რეალობას შეაჯახა და აღმოაჩინა რომ ეს ბიჭი მართლაც არ იყო მისთვის უბრალოდ მეგობარი. და რა უნდა? დამჯდარიყო და დალოდებოდა როდის მოეგებოდა ლაშაც გონს? ის ხომ.. ის ხომ ცოტა არ იყოს და უცნაური იყო. გახსნილი და ამავდროულად ჩაკეტილი, მხიარული და თან სევდიანი. არა მეას არასდროს შეეძლო მისი ბოლომდე დახასიათება, ახლაც რომ ფიქრობს, ამდენი ხნის შემდეგ, არის რაღაც ლაშაში რასაც სახელს ვერ უძებნის, ის რაც ასე იზიდავს მისკენ. ამიტომ ადგა და შეხვედრა დაუნიშნა. არა, ეშინოდა, ეშინოდა რომ ისიც იმავეს არ გრძნობდა რასაც თვითონ არწმუნებდა მეგობრებს რომ ის ყველას მიმართ ისეთივე თბილი და კეთილი იყო როგორც მის მიმართ მაგრამ რა? ვერავინ დაარწმუნა, ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ამის ბოლომდე თვითონაც არ სჯეროდა. ამიტომ დაუნიშნა შეხვედრდა დიდხანს ვეღარ გაუძლებდა ამ გრძნობის მარტო ტარებას. და აი დადგა შეხვედრის დღეც. პირველი მეა მივიდა დათქმულ ადგილას, დილიდან თავბრუსხვევას გრძნობდა, ალბათ უძილობის ბრალი იყო, ფეხები უკანკალებდა, ესეც უჭმელობის შედეგი, თუმცა ვის ვატყუებთ სასტიკად ნერვიულობდა არ იცოდა სად წასულიყო, ქუჩაში მდგომს თავი პატარა ყუთში ეგონა, რომელშიც ჰაერი ნელ-ნელა იცლებოდა და სუნთქვის საშუალებას აღარ აძლევდა და სადაც იყო გული წაუვიდოდა. და აი ისიც ჰორიზონტზე მისი სუნთქვის მიზეზი გამოჩნდა, უდაბურ ტყეში გამოჩენილი ბილიკივით იყო ლაშა მეასთვის. ისევ ყუთში აღმოჩნდა მეა, არა უფრო დერეფანში სადაც მათ გარადა არავინ იყო ად რომლის ერთ ბოლოში თვითონ იდგა მეორეში კი ლაშა, რომელიც დიდი შემართებით მოემართებოდა მისკენ. ამ დღეს დაიწყო, რა დაიწყო რომ ვუფიქრდები სახელს ვერ ვპოულობ, ალბათ ამბის დასასრულს თვითონ მიხვდებით. ამ დღეს ალბათ მეა უბედნიერესი იყო მან ხომ გაბედა და თქვა ის რაც ასე ტანჯავდა და ლაშა? ლაშა გაოცებული შეჰყურებდა ამ პატარა გოგოს, რომლიდანაც უსაზღვრო სითბო და სიკეთე მოდიოდა, გოგოს დედამიწისხელა თვალებით და ვერ იჯერებდა რომ მას უყვარდა. ერთადერთი რაც მოაფიქრდა, ერთადერთი რასი გაკეთებაც შეძლო ის იყო რომ ეკითხა: მართლა გიყვარვარ? თუმცა პასუხის მიღება განა რაღა საჭირო იყო? მისი თვალები ხომ ყველაფერს ამბობდნენ. მხოლოდ ჩახუტება მიიღო მეამ თავისი გრძნობების პასუხად და ეს იმაზე მეტი იყო ვიდრე ჭირდებოდა. იმ დღეს იყო ორი უსაზღვროდ გახარებული ადამიანი და მათი ბედნიერებით არანაკლებ გახარებული მეგობრები. და აი რა, ეს იყო მათი ურთიერთობის ბანალური დასაწყისი მაგრამ გაგრძელება? არ ვიცი, ვიცი რა ერქვა ამას? რამდენიმე კვირაში თითქოს შეშინდაო, ჰო ალბათ ლაშა შეაშინა სახელ დარქმეულმა ურთიერთობა, იკლო ზარებმა, შეტყობინებებმა, თბილმა სიტყვებმა, მეას სახეზე ღიმილმა, სამაგიეროდ იმატა ეჭვმა ნათევმა ღამეებმა, ცრემლებმა, ფიქრმა რომ არ უნდა შეყვარებოდა. დაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა, არ ვიცი თითქოს ყოველ შეხვედრაზე ყველაფერი ლაგდებოდა, თითქოს ლაშას ერთი ჩახუტება ყველაფერს მწყობრში აყენებდა მეას აჩქარებული გულისცემის გარდა. რამდენიმე თვე გაგრძელდა მათი ურთიერთობა ყოველ ჯერზე რაღაც ხდებოდა რაც მათ აბრკოლებდათ, ეს რაღაც კი ლაშას გაურკვევლობა იყო. გაურკვევლობა საკუთარ თავთან, ამდენი ხნის შემდეგაც ვერ ხვდებოდა რა უნდოდა მეასგან ვერ თმობდა არ ემეტებოდა წასასვლელად, მაგრამ გულამდეც ვერ უშვებდა ან იქნებ უშვებდა მაგრამ საკუთარ თავსაც არ უმხელდა? ამ გაურკვევლობამ მეა ძალიან დათრგუნა, ეს მომღიმარი გოგო იშვიათად თუ შეძლებდა გულიანად გაციებას? ყველას გაურბოდა, გაურბოდა ოჯახს მეგობრებს, საყვარელ ძმასაც კი რომელთან თამაში ყოველთვის ამხიარულებდა, გაურბოდა დას რომელიც თავიდანვე აფრთხილებდა რომ მათ ურთიერთობას ასეთი დასასრული ექნებოდა, გარბოდა და არ იცოდა სად საბოლოოდ კი ისევ ლაშამდე მივიდა, ამჯერად საბოლოო გადაწყვეტილებით დაშორების თაობაზე უბრალოდ მეასთვის აშკარა გახადა რომ ლაშა იგივეს არ გრძნობდა რასაც თვითონ და არაფრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. არც ლაშას არ უარყვია მეას ეს დასკვნა ეს ხომ ამდენად ცხადი იყო, მაგრამ ვერავის გაეგო რატომ იქცეოდა ეს ბიჭი ასე. ზაფხულის არდადეგები სოფელში გაატარა მშობლებთან ერთად. იფიქრა ყურადღებას გადაიტანდა თუმცა აქაც ვერ ასცდა მეა ამაზე ფიქრს, ყოველ გახსენებაზე თითქოს ჭრილობა ეხსნებოდ და არ იცოდა რა იყო ამის წამალი. მზე უკვე საკმარისად ამოსულიყო საწოლიდან წამოდგა და სარკეში თავი მოიწესრიგა, ლაშას მიერ ნაჩუქარი ყელსაბამი გულიდან ჩამოიხსნა საგულდაგულოდ შეინახა და გაღიმება სცადა მაგრამ თვალები ყიდიდნენ, მისი დედამიწისხელა თვალები უაზროდ ჩაწითლებულიყვნენ ტონალურის თხელი ფენა გადაისვა შეშუპებული თვალების ირგვლივ და ოთახიდან გავიდა, მოსიყვარულე მშობლებს და პატარა ძმას ღიმილით მიესალმა და შეძლებისდაგვარადაც დანაყრდა შემდეგ კი ბარგს ხელი მოჰკიდა და ქალაქისკენ გამოემართა მას ხომ წინ მეორე კურსი ელოდა და გიჟი სამეგობროც. სწავლის დაწყებამ თითქოს ცოტათი ყურადღება გადაატანინა მეგობრებიც ყოველთვის ცდილობდნენ მის გამხიარულებას და სიმართლე გითხრათ უმეტეს შემთხვევაში გამოსდიოდათ კიდეც. მომავალი მასწავლებელს ჯგუფში ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხომ ვამბობ პოზიტივს ასხივებს ეს გოგო. თუმცა რასაკვირველია უნდა ავღნიშნო მისი ორი ჯგუფიდან ყველაზე ახლო მეგობარი ესმა და ქრისტი, მოკლედ ორი გიჟი როგორც თვითონ ეძახის, და ეს გიჟებიც ყველაფერს აკეთებენ მის გასამხიარულებლად, თუმცა არ დაგიმალავთ და ლაშას და მეას ურთიერთობით ყველაზე მეტად მგონი ეს ორია დაბნეული, ვერ გაუგიათ დაშორება გაუხარდეთ თუ შერიგება, უფროსწორად ჯერ დაშორება არ აქვთ ხოლმე გადახარშული უკვე შერიგებული რომ არიან და პირიქით, მოკლედ დაწყვეტაზე აქვთ ნერვები ამათ შემხედვარე. მთელი კვირა ცხრილების გაგებაში და ლექციებზე სირბილში გაატარეს, არაფერზე საფიქრელად არ ეცალათ არც ლაშა აღარ ჩანდა ფიქრის ჰორიზონტზე. აი ორშაბათ დღეს კი მეა სიახლით დაბრუნდა დაქალებთან. -საბამ მომწერა.- ორი სიტყვა და დაშოკილი გამომეტყველება, უმისამართო ლანძღვა და წამებში მოფიქრებული ათასობით მოკვლის ხერხი. -შევრიგდით-წამიერი სიჩუმე, სიტყვების დაგვიანებით გადახარშვა და ერთიანი ჟრიამული. - მომისმინე დაო- ჭკუის დარიგებით წავიდა ესმა მეასკენ.- შენი ბიჭი რომ უნივერსიტეტს დაამთავრებს ჯარსაც მოივლის და თქვენ რომ კიდევ არ იყოთ დაოჯახებულები, ეგ სადღაც ხუთი წელი გამოდის ხო? ხუთ წელიწადში როგორმე მართვის მოწმობასაც ავიღებ მანქანას ვიყიდი, სვანეთში სახლიც მექნება და მოგკიდებ ხელს ჯერ შენ აგიტან იქ და მერე შენ ბიჭთან წავალ ჯარიდან რა დღესაც გამოვა იმ დღეს დავხვდები ბაზასთანვე, იმხელა ბიჭის ცხრად გაკეცვა და მანქანაში ისე ჩატენვა მომიწიოს მაინც ამოვიყვან მაგასაც იქ და მანამდე არ გამოგიშვებთ ოთახიდან სანამ არ მეტყვით ვქორწინდებითო თორე არ დაგადგებათ ისე საშველი აგერ ქრისტიც მომეხმარება ხო გეჟოო- გადაიხარხარა ესმამ. -აგერ ვარ დაო.-მხარი აუბა ქრისტიმაც. თუმცა მათი ერთად ყოფნა ხო სულ რამდენიმე კვირით გრძელდება და ამჯერად მეას მტკიცე გადაწყვეტილება დაშორების თაობაზე რასაც ლაშა ნაწილობრივ ეთანხმება თუმცა ბოლომედე მაინც ვერ უშვებს. -მესმის შენი, ვიცი რომ ეგოისტი ვარ არ მიყვარხარ ზალით ვერ შეგიყვარებ, მაგრამ ბოლომდე ვერ გაგიშვებ, სულ მოგწერ თუ არ მიპასუხებ ტელეფონს აგიფეთქებ ზარებით და თუ ასეც არაფერი გამოვა იცოდე ჩამოგაკითხავ სადაც არ უნდა იყო მაგრამ ვერ დაგკარგავ. ლაშა ვერ უშვებდა მაგრამ ვერც იმას აანალიზებდა ბოლომდე რომ ამით მეას უფრო დიდ ტკივილს აყენებდა. თუმცა მეა მაინც ცდილობდა ცხოვრების გაგრძელებას, ახალი ურთიერთობების წამოწყებას და მაინც, მაინც ყველაში ლაშას ხედავდა, ყველას ლაშას ადარებდა და არავინ, დედამიწაზე არავინ ეგულებოდა ლაშაზე უკეთესი. ამას დამატებული რომ ლაშაც სულ წერად და მიუხედავად იმისა რომ მეამ რამდენჯერმე გადაწყვიტა მისი დაიგნორება მაინც არ გამოსდიოდა. წლები გადიოდა ასე. მეამ ახალი ცხოვრება ვერ დაიწყო წარსულით ცხოვრობდა თუმცა გვერდით მაინც ჰყავდა ვიღაც, შეყვარებული? არა უფრო მეგობარი, კარგი მეგობარი. ლაშა? ლასაც დაფიქრდა თითქოს დალაგდა კიდეც, მეასგან გამომჟღავნებულმა სიცივემ ბევრ რამეს მიახვედრა მაგრამ ახლა სხვა რამე აკავებდა. მეგობარი. მეას მეგობარი რომელიც მისი აზრით მეას შეყვარებული იყო ცადა ბევრჯერ ცადა ეკითხა მაგრამ განა რა უფლება ჰქონდა? არანაირი. ხოდა ისიც ჩუმდებოდა. ქარის ქროლვამ გამოაფხიზლა მია ფიქრებიდან, წარსულის გახსენება დიდი ხანია აღარ ტკივა ის ხომ ტკივილთან ერთად ტკბილ მოგონებებსაც ინახავს. რაფიდან ჩამოვიდა, კედელზე მოწიკწიკე საათს გახდა და მომზადება დაიწყო არ უნდოდა სკოლაში დაგვიანებოდა მას ხომ მისი საყვარელი მოსწავლეები ელოდებოდნენ. სწრაფად მოემზადა ყავაც მიირთვა და სახლის კარიც გამოიხურა. ბინიდან გამოსული გზას უნდა გასდგომოდა პიპინის ხმა რომ შემოესმა და უკან მოტრიალდა. -რა იშოვე ნეტა ამდენი დაქალსაც რომ აღარ აქცევ ყურადღებას, მე კიდე აქ შენს სანახავად მოვედი უნამუსო- არარსებული ცრემლი მოიშორა ესმამ. -ნწ ნწწ დამეწვა გული საწყალო შეეენ.- არ დააკლო მეამაც. -კარგი ხო გვეყო საქმეზე ვარ.-დასერიოზულდა უცებ. -რა ხდება? -რა ხდება ქალაუ და დაქალი გაგვითხოვდაააა-დაიწყო ხტუნვა. -რას ბოთაობ ქალოო.-ხელი აიქნია მეამ. -რა რას ვბოთაობ გოგო ქრისტის დაადგა საშველი ეგ ტელეფონი რო გაქ გათიშული სატენის არსებობაზე გსმენია? -დამჯდარა მე რავიცოდი?-მხრები აიჩეჩა მობილურის ნახვის შემდეგ. -დავაი ჩაჯექი მივდივართ, სიძემ დაგვპატიჟა. -სკოლაში მივდივარ მე ჯერ და მერე წავიდეთ. -მოვაგვარე დირექტორთან უკვე გზაში ვიცოდი შენი ამბავი. გაგათავისუფლა, სხვა ჩაგანაცვლებს. -კაი ხო მაშინ წავედით.- გაეღიმა მეასაც და ორივე მანქანაში მოთავსდნენ. -რა ხასე გაქვს გოგო არ გძინებია?- გადახედა გაბრაზებულმა ესმამ. -ადრე გამეღვიძა. სად მივდივრთ? -სვანეთში. -სვანეთში რა გვინდა გოგო? -ი გაოპარნენ. -აუ ამხელა გზაზე გამოძინებასაც მოვასწრებ. -კაი მიდი დაიძინე.-ცალყბად ჩაეცინა ესმას და გზას გახედა. რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ პატარა, მყუდრო მწვანეში ჩაფლულ სახლს მიადგნენ, მეაცმაც გაიღვიძა და სახლში შევიდნენ. ქრისტინეც სიხარულით მიესალმა მოსულებს. სიძე სად გვყავს?- გაიკვირვა მეამ. -რა სიძე კაცო ისე ვერ გამოგათრიე სახლიდან დაა მოგატყუეთ დაისვენე შენც ცოტახანს ამ ბავშვებისგან- გაუცინა ქრისტიმ. მეას ყვირილი ესმას მობილურის ხმამ ჩაახშო .რამდენიმე წუთიანი საუბარის შემდეგ ესმა გოგონებს მიუბრუნდა. -გოგოებო ცუდი ამბავი არის რაღაც სასწრაფო საქმე გამომიჩნდა დ დრეს უნდა წავიდე ხვალ დილით აქ გავჩნდები, ოღონდ ახლა უნდა გავიქცე.- ჩამოარაკრაკა დაა სანამ რამეს იტყოდნენ სახლიდან გავარდა და გეზი თბილისისკენ აიღო.საღამოს უკვე ადგილზე იყო. ქალაქში ჩასულმა ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსის წინ გააჩერა მანქანა მეექვსე სართულზე სულმოუთქმელად აირბინა და კარზე ზარის დარეკვას მოჰყვა. მალევე გააღო კარი მაღალმა სილუეტმა რომელიც ჯარის ფორმაში იყო გამოწყობილი და აშკარა იყო რამდენიმე წუთის მისული იყო სახლში. -უკაცრავად ლაშა ბრძანდებით ხომ ასეა? -დიახ რა გნებავთ? -გამარჯობა ემას მეგობრი ვარ. ვირაც მისმა თაყვანისმცემელმა მეა გაიტაცა და ახლა სვანეთის ერთ-ერთ სახლში ყავს, არ ვიცი რა გავაკეთო წამომყევით თუ შეიძლება- ლაშას სახეზე ათასმა ფერმ ერთდროულად გადაირბინა, წაბარბაცდა და კედელს მიეყრდნო. -მეხუმრები ხო?-ბოლო იმედს ჩაებღაუჭა. -გიჟი გგონივართ დროზე წავიდეთ.- ხელი დაავლო და მანქანაში ჩატენა. გონზე მოსული უკვე ღვედს იკრავდა ესმა კი საჭეს ეჯდა და ფარული ღიმილით მანქანას მიაქროლებდა. გამთენიისას ჩავიდნენ სვანეთში. მანქანიდან ჩქარი ნაბიჯით გადმოვიდნენ და სახლისკენ გამოემართნენ. -მეა მეორე სართულზეა მარცხენა კარში.-უთხრა ესმამ და უკან გაჰყვა. ლაშამ სირბილით აიარა კიბეები დაკეტილი კარი შეგლიჯა და ოთახში შევარდა. ხმაურზე მძინარე მეა წამოხტა, სასწრაფოდ აანთო სინათლე და გაოცებული დააკვირდა სახეწაშლილ ლაშას. -რა გითხარი ხუთ წელიწადში რას ვიზამ მეთქი?- გაიცინა ესმამ და კარი გაიხურა, რასაც საკეტის გატკაცუნების ხმაც მოჰყვა. -შენ, შენ კარგად ხარ?- ვე გაიგო რა მოხდა ლაშამ. -ცუდად ყოფნის რა მეტყობა შენ რა გინდა აქ?-გაოცება დაძლია მეამ. -შენმა დაქალმა მითხრა რომ მოგიტაცეს.- თმაზე გადაისვა ხელი ლაშამ. -მოგატყუა.-ბრაზი დაეტყო ხმაში. -რატო?-ბავშვია და იმიტო.-ხუთი წლის წინ მითხრა შენ და ლაშა ხუთი წლის მერეც თუ არ იქნებით დაქორწინებულები მოგიტაცებთ და მანამ გამოგკეტავთ ოთახში სანამ არ მეტყვით ვქორწინდებითო -შენ ხო შეყვარებული გყავს?- შეაპარა ლაშამ. -რა შეყვარებული მეგობარია ის.-შეუბღვირა მეამ. -მაშინ მე არ ვარ წინაღმდეგი ქორწილის.-გაეცინა ლაშას. -სულაც არ ვარ ხუმრობის ხასიათზე, ცადე ეგებ გააღო კარი. -მერე და ვინ ხუმრობს?- გაიოცა ლაშამ და მეასკენ წავიდა. -შეწყვიტე.-დაიბნა მეა. -რა? -რასაც აკეთებ. საკმარისად მატკინე არ გეყო?- ცრემლები წასკდა მეას. ლაშამ მეტი ვეღარ მოითმინა, მთელი სისწრაფით გაემართა მისკენ და გულში ჩაიკრა მისი ბუტია. -მიყვარხარ.-მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა ლაშამ. გაშეშებულმა მეამ აწყლიანებული თვალებით ამოხედა. -არ მატყუებ? -არა. მართლა მიყვარხარ დედაიწისხელაზე მიყვარხარ. -აოეე ქორწილია. ნათლია გავხდებიი- მოისმა კარის იქედან შეძახიელბიც. სიხარულო ვეცადე ყველანაირად, რაც გამომივიდა ეს არის <3 პს. მართლა გავაკეთებ ამას იცოდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.