შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხამ დილა იყო..


19-09-2018, 15:38
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 865

სისხამ დილა იყო.. წამოვდექი,
გრძნობა მეწეოდა უჩვეულო,
საღვთო ვერაფერში გამოვდექი
თითქოს.. გავიღვიძე უსხეულოდ..

ფანჯრებს შევყურებდი დაკარგული,
ქარში ტირიფები ირხეოდა,
დილა იყო რაღაც არნახული,
მე კი.. არაფერი მჭირდებოდა..

დილით დავბრუნება გადავწყვიტე,
ალბათ თქვენი ნახვა მიხაროდა,
მიხაკს სურნელება ავაწყვიტე,
იქნებ ბოლოჯერაც მივქარო და..

გეტყვით, არ შეცვლილა არაფერი,
ალბათ არც არასდროს შეიცვლება,
თუმცა არა.. თმები შევიჭერი
და თან ცხოვრებაზე მეღიმება...

ჩემი ოცნებები არ ასრულდა,
აღარც მზეთუნახავს ველოდები,
რისი ეჭვიც მქონდა დადასტურდა,
ალბათ აქაც აღარ მელოდებით..

მწამდა მკვდრეთით აღმდგარს, როგორ ძლიერ,
ხანმოკლე სიცოცხლე მიხაროდა,
ოცდაათი ვერცხლი შემაძლიეს,
იქნებ მესამედაც მივქარო და..

კლდე ხომ შენა მყავხარ, ჩემო პეტრე,
ლექსი ტაძარია მშვენიერი,
და რომ სალოცავად მოვეხეტე,
რადგან ცოდვილი ვარ შენმიერი..

ქრისტეს უარყოფას როდი ნიშნავს,
ბედის სისხლისფერი ყივილები,
და რაც ღმერთმა შენებრ მიმანიშნა,
ქარში მარტოსული ვიყინები..

არა.. მარტო ახლა იუდაა..
შენ ხარ, მამა, აქ, ჩემს სიახლოვეს,
ღიმი მზისა სარკმელს მიუდგა და
ზეცის ფირუზისფერს იახლოვებს..

დილით დაბრუნება გადავწყვიტე,
ალბათ, თქვენი ნახვა მიხაროდა..
მიხაკს სურნელება ავაწყვიტე,
ეზოში კი ცივი ქარი ქროდა...



№1 სტუმარი შარლოტა

განსხვავებული იყო..
მომეწონა..
წარმატებები...!

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

შარლოტა
განსხვავებული იყო..
მომეწონა..
წარმატებები...!


უღრმესი მადლობა.. მოხარული ვარ თუ ერთფეროვანი არ გავხდი blush

 


№3  offline მოდერი bla.ell

ლაზაზო დაბრუნდა სტილი მესხვანაირა რითმის...მაგრამ კარგი რომ ოყო ამის უარყოფა შეუძლებელია რადგან ძალიან მომეწონა და მიხარია რომ დაბრუნდი ❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
ლაზაზო დაბრუნდა სტილი მესხვანაირა რითმის...მაგრამ კარგი რომ ოყო ამის უარყოფა შეუძლებელია რადგან ძალიან მომეწონა და მიხარია რომ დაბრუნდი ❤


ჰო, ყოველთვის იცვლები როცა ბრუნდები ) მიხარია რომ შენ მაინც არ შეცვლილხარ, ელლ

 


№5  offline მოდერი bla.ell

მა რასუნა შევეცვალე ლაზაზუუნbowtie

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent