შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ ღელავ, ხვალ მზე იქნება... (ნაწილი 4)


8-10-2018, 09:40
ავტორი სესილია
ნანახია 1 901

მუშაობაში დღეები ძალიან სწრფად გადის, დღე დაწყებული არ გგონია, უკვე დამთავრებულია, ორშაბათი გგონია გუშინ თუ იყო და უკვე პარასკევია, თვე თვეს ისე უცებ ანაცვლებს, არა რაა დრო დაჩქარებილია აშკარად. დღე არ გავიდოდა შეგრძნება უწონადობის, თითქოს ბუმბული ვიყავი და ნიავი მაფარფატებდა, რომ არ დამმართნოდა, მერე ისე ვდუნდებოდი, რომ აღარაფრის თავი მქონდა დადებითი ჰორმონებისგან ავსებულს. ერთ საღამოს ასეთი აფარფატებული მივედი სახლში, რომ ვატო და ქეთა დამხვდნენ სახლში.
- ვატუნაა - გავიქეცი და გახარებული ჩავეკარი ძმას - როგორ მომენატრე, რა მაგარია რომ აქ ხარ, აბა როგორ ხარ? ჩვენები რას შვრებიან?
- ვართ რაა და შენ როგორ ხარ? - სევდიანი ხმით მიპასუხა და დიდრონი ცისფერი თვალები ამომანათა.
- მე კარგად და რა ხდება? - ფეხზე წამოვხტი და ქეთას გავხედე, რომელიც სავერძელში მობუზული იჯდა - მეტყვით რა ხდება? - ხმას ავუწიე ცოტა.
- დამშვიდდი, ემი. - დამაჯინა ვატომ.
- დღეს არ დამირეკავს სახლში, მითხარი, დედიკო, მამიკო ხო არის კარგად? - ხმა ამიკანკალდა, ცოტა დამაკლდა აკივლებას.
- კი სახლში ყველა კარგად ვართ, ემი, - ხელები მომხვია ძმამ - მაგრამ...
ვატყობდი სიტყვების ამოთქმა უჭირდა, უმძიმდა და მეც გული გამიწვრილდა მოლოდინში.
- აღარ იტყვი?
- გიო… გიო აღარ არის... - თქვა ეს და გავიყინე, ხელებით ვანიშნე " ჩუმად მეტი აღარაფერი თქვა-თქო", ხელები პირზე ავიფარე, რათა ღმუილი ჩამეკლა, გარეთ არ გამომეშვა, ქეთა დაფეთებული უყურებდა ჩემს მოქმედებას და ცრემლები ღვარა - ღვარა დიოდა.
- იტირე ემი, გთხოოვ - მეხვეწებოდა თან - გულში არ ჩაიკლა, ემიი.
- უნდა წავიდე - ამოვიხავლე - გასაღები მომეცი.
- სად მიდიხარ? - წამოიწია ვატო.
- უნდა განვმარტოვდე, ჰაერზე უნდა გავიდე - ვჩურჩულებდი ბოლო ძალებით.
- მე გაგიყვან.
- არაა !!! - სიმწრით წამოვიძახე, იქვე დაგდებულ გასაღებს ხელი ვსტაცე და გარეთ გამოვარდი.
ქეთამ ვატო შეაჩერა:
- აცადე, ასე ჯობია.
ინსტიქტურად ავედი ნარიყალაზე, თბილისში აქ ვპოულობდი სიმშვიდეს. მანქანა ისე გავაჩერე, რომ ქალაქისთვის მეყურებინა. თავი რულზე ჩამოვდევი და მთელი ძალით ვიღრიალე:
- არაა, არაა - და თან შუბლს რულს ვურტყამდი - გიო, რატომ? რატოომ? ჯერ ხო სულ ახალგაზრდა იყავი გიოო, ვაიი, როგორ მატკინე გულიი, როგორ არ მემეტებოდი არც ციხისთვის და მითუმეტეს სიკვდილისთვის!!! ვაიი.
ვტიროდი და ვტიროდი, არ მახსოვს რამდენხანს ვიყავი ასე, რომ, უცებ უჰაერობა ვიგრძენი და გიჟივით გადმოვედი მანქანიდან და მტკვრიდან მონაბერ ჰაერს შევუშვირე სახე და ხმამაღლა ავტირდი ისევ, კინოკადრივით თვალწინ მიდგებოდა ყველა ის მომენტი, რაც ერთად გვქონია და გული უფრო და უფრო მეწურებოდა, უცებ ვიგრძენი მთელს სხეულში უწონადობის შეგრძნება, როგორ იწყებდა რბოლას, რომ ვიღაც შემეხო ბეჭზე და შიშისგან შევკივლე:
- ემილი, ნუთუ მართლა შენ ხარ?
- ბატონო მაქსიმე - ამოვისუნთქე ფერწასულმა - როგორ შემაშინეთ...
- მაპატიე, არ მინდოდა შეშინება, უბრალოდ ასეთ დროს აქ არ გელოდი, არ მეგონა ეს ადგილი ჩემს გარდა სხვასაც თუ უყავრდა ასე გვიან ღამ - გამიღიმა.
- თქვენც აქ დადიხართ ხოლმე? ხო, ქუთაისში ბაგტარზე მიყვარდა ასვლა, მისი ეზოდან ძალიან ლამაზად იშლება ჩვენი ქალაქი, აქ კი თბილისის ის ნაწილი იშლება, რომელიც მე მომწონს, სამება, რიყე, პრეზიდენტის სასახლე, მეტეხი, მდორედ მოდუდუნე მტკვარი და ფუსფუსა ტრასა...
- ანუ ერთნაირად ვფიქრობთ, მომწონს ეს...
- რა მოგწონთ? - დაუფიქრებლად ვკითხე.
- რა და რაღაცაში ჩვენი გემოვნება, რომ დაემთხვა - თბილად შემომხედა და გამიღიმა.
- ხო, ალბათ კარგია... - სივრცეს გავხედე და ტუჩზე ვიკბინე, არ მინდოდა უფროსის წინაშე მეტირა, არავის მინდოდა გაეგო ჩემი ტკივილი, აქ იმიტომ ჩამოვედი, წარსულის ლანდებს გამოვქცეოდი, მაგრამ წარსული ხომ ასე მარტივად არ გვანებებს თავს? ის ჩვენი წარსულია და მორჩა!
- მოწყენილი მეჩვენებით, ნამტირალებიც... - ისე მითხრა არც კი შემოუხედავს - ხომ ხართ კარგად?
- არაფერია, ბატონო მაქსიმე, გამივლის ნელნელა, მართალია ტკივილი უფრო ღრმად იბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში და გვიჭირს დავიწყება, მაგრამ გაივლის, ოდესმე, ხომ გაივლის?
- თუ სურვილი გაქვს მითხარი, ჩემზე ამბობენ კარგი მოსმენის უნარი მაქვს - ისევ გამიღიმა.
- არა, იყოს... როგორმე მოვერევი ამ ტკივილსაც...
- ეს " საც" ისე თქვი, ვატყობ ბევრი გადაგიტანია...
- სამწუხაროდ ეგრეა, მაგრამ გამომადგა, უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გავხდი, შემცვალა რაღაც კუთხით, მიამიტი აღარ ვარ, უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი გავხდი...
- ხო, როცა ცხოვრება მკაცრ გაკვეთილებს გვიტარებს ეს ჩვენში გარდატეხას აკეთებს, ზოგი ვერ უძლებს, ზოგი კი პირიქით ძლიერდება. ანუ შენ შემთხვევაში გაძლიერდი, ეს კიდე ძალიან კარგია.
- ხო, ალბათ - ისევ გამახსენდა გიო და სატირლად დამებრიცა ტუჩები, მისი ხმა ჩამესმოდა, მისი ნათქვამი " ბუსქუუნ", - ვაახ, ეს ძალიან დიდი ტკივილია - აკანკალებული ხმით ამოვიძახე და სახეზე ხელები ავიფარე, უცებ ვიგრძენი როგორ შემომეჭდო მხრებზე მაქსიმეს ხელები, შუბლზე თბილად დამადო მისი ტუჩები და მითხრა:
- არ ვიცი რა ტკივილია ასეთი, მაგრამ დაიმახსოვრე, დაღმართს აღმართი მოჰყვება, ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება და სიმშვიდე მოვა...
არ ვიცი ასე ალბათ რამოდენიმე წუთი ვიდექით, მაგრამ ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ფეხებში ძალა, არ ვიცი ეს სტრესის ბრალი იყო თუ რისი, მაგრამ ფაქტია, რომ უწონადობის შეგრაძნება გაათმაგებული მქონდა და ცუნამივით დაშხუილობდა ჩემს ძარღვებში სისხლი. როგორც იქნა მაქსიმემ მოიფიქრა და მიშვა ხელები, მე ცოტა დავბარბაცდი და მანქანას დავეყრდენი.
- ხომ არ გიცივა? - მკითხა.
- არაა, - თავი გავაქნიე.
- უკვე გვიანია და ხომ არ წავიდეთ?
- კი, წავიდეთ, ჩემებიც გადარეულები იქნებიან - გამახსენდა ვატო და ქეთა და შუბლზე ხელი ვიტაკე, მაქსიმემ გაოცებით შემომხედა - არაფერია, უბრალოდ წარმოვიდგინე ახლა სახლში რა მდგომარეობაა და რა ისტერიკებს მომიწყობს ერთი ქალბატონი.
- თუ გინდა წამოგყვები.
- არა, იყოს. გავუმკლავდები. ამხელა ტკივილს უნდა გავუმკლავდე და მის ერთ აწიკვინებას, როგორმე გავუძლებ - ვთქვი ეს და მანქანაში ჩავჯექი.
მაქსიმეს მანქანა უკან მომყვებოდა, პერიოდულად შუქებს ჩამიქრობდა და ამინთებდა, არ ვიცი ამით რას მანიშნებდა, ალბათ იმას, რომ ჩემს გვერდით იყო?! ბინასთან, რომ გავჩერდი სიგნალი მომცა და სწრაფად გავარდა. რაღაცნაირად მშვიდად გადმოვედი, ვერ ვხდებოდი ჩემს თავს რა ხდებოდა. ლიფტიდან, რომ გამოვედი სახლიდან ხმა არ ისმოდა, კარების ხმაზე კი ქეთა და ვატო გიჟებივით მომვარდნენ, მთელ სხეულს მითვალიერებდნენ, მაბზრიალებდნენ და მერე კი ისე ჩამეხუტეს, რომ ლამის გამგუდეს.
- ახლა, რომ არ მოსულიყავი, პატრულის გამოძახებას ვაპირებდით, ემიიი. - წამოიტირა ქეთამ, ვატო კი ისედაც თეთრი მთლად უფერო გამხდარიყო.
- მაპატიეთ ჩემებო, არ მინდოდა თქვენი ასე შეშინება, მაგრამ ცოტა, რომ არ განვტვირთულიყავი, ალბათ გავგიჟეებოდი... - ვთქვი ეს და სავარძელში ჩავეშვი, ცრემლები თავისით წამოვიდა - ვატო, გასვენება როდისაა?
- წასვლას აპირებ? - შეშფოთებით მკითხა.
- ნუ შეშფოთდი ევროპასავით?! - გაღიზიანება დამეტყო ხმაზე - უბრალოდ გეკითხები...
- მგონი კვირას .
- დღეს სამშაბათია ხომ? თუ უკვე ოთხშაბათი დაიწყო - საათს გავხედე.
- ემი, მზად ხარ, რომ იქ ჩახვიდე? ხომ იცი, რაც მოჰყვება შენს იქ მისვლას?
- არა, სახლში მისვლას არ ვაპირებ, ვიცი იქ რა ამბებიც დატრიალდება... - თვალები დავხუჭე - მინდა, რომ ჩემი და ჩემი პატარას სახელით, რომელის ფერებით და სიყვარულით უნდა ვტკბებოდეთ ახლა, დიდი თაიგული გავუგზავნო...
- ვითომ კარგი აზრია? - დაეჭვდა ვატო.
- იქ არ მიხვიდეო, გასვენებაში არ წახვიდეო, აბა ვითომ არაფერი მომხდარა? ჩემს მულს მივწერ და მივუსამძიმრებ, ის მუდამ გვერდით მედგა როდესაც ქუთაისში იყო.

სამსახურში ისე გამოვცხადდი ჩვეულ დროს და ისე დავიწყე მუშაობა, თითქოს წინა დღეს უდიდეს სტრესი არ მიმეღოს, მაგრამ ეს ჩემი პლიუსი იყო ალბათ, ჩემი პრობლემები სამსახურის კარს მიღმა რჩებოდა ყოველთვის, როდესაც სამსახურის კარს გადავაბიჯებდი, სახლისკენ მიმავალს ისევ ამეკიდებოდა ფიქრები თუ ტკივილები.
- გამარჯობათ, მშრომელო საზოგადოება - რიხით შემოვიდა ვანიკო, ამ დროს მაკოს ველაპარაკებოდი, რომ ვიგრძენი გოგო როგორ დაპატარავდა, შეიფაკლა და თავდახრილმა განაგრძო მუშაობა, რაღაც ცუდად მენიშნა ეს ფაქტი.
- გაგიმარჯოს, ვანიკო.
- ა, შეხედე ახლა - ცალი წარბი ზემოდ ასწია და ტუჩები მოპრუწკა - სანამ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ვასრულებდი ბატონო ვანიკო, ბატონო ვანიკოო, და გავხდი თუ არა რიგითი მოადგილე სახელი მაჯახა პირდაპირ, ასე არ გამოვა, საქალბატონე ემილი. - თავი გადააქნია სასაცილოდ.
- კაი ბატონო თუ ასე გწყდება გული დაგიძახებ, მაგრამ მეგონა სახელით, რომ მოგმართავდი უფრო მეგობრული და ახალგაზრდული იყო და თუ შენს სიბერეზე გინდა გავუსვათ ხაზი, კარგი - გავუღიმე - რა გნებავთ, ბატონო ვანო?
- ეს ვანო რა იყო ახლა? - ისევ ცალი წარბი აწია, ოთახში მყოფები კი ჩუმად ხითხითებდნენ.
- აბა ვანიკო კნინობითი სახელია და ბატონს არ შეეფერება.
- დედაა, არ დამამუნჯა ეს იურისტი ბიჭიი? - სევდიანი სახე მიიღო - შენ იურისტი ხომ არ ხარ?
- არაა, შორს ეგ ჩემგან - გავასავსავე ხელები - მაგრამ სამსახური მაქვს ისეთი მჭირდება ხოლმე იურისტის გამოცდილება და მგონი ნელნელა კი ვიძენ, რას იტყვი შენ?
- ნიჭიერი გოგო ყოფილხარ, ასე მალე თუ ითვისებ.
- შევიფერო თუ ღლაბუცობ? - დაეჭვებით გავხედე.
- რა ხდება აქ? - კარები მკაცრი სახით შემოაღო მაქსიმემ და ჩემი სხეული ისევ უწონადობის მდგომარეობაში აღმოჩნდა.
- ბატონს არ მეძახის ემილი და ამ საკითხს ვწყვეტთ - სერიოზული სახით უთხრა ვანიკომ, მაქსიმემ ჯერ მე შემომხედა, მერე კი ვანიკოს.
- ხომ ხართ თქვენ კარგად? - ეჭვნარევი ხმა ქონდა.
- კი ამხანაგო მაქსიმე, - ჯარისკაცივით გაიჯგიმა - ვფიცავთ, არც მე და არც საქალბატონე ემილიას არ დაგვილევია და არც მოგვიწევია.
- ღმერთო ჩემო, - შუბლზე ვიტაკე ხელი და მაქსიმეს მზერაც დავიჭირე, რაღაც სხვა, რაღაც ძალიან თბილი, "ალბათ მითანაგრძნობს" გავიფიქრე გულში.
- და მერე რა გადაწყვეტილება მიიღეთ?
- ემილიმ დაგიძახებო, მაგრამ „ბატონი“ ვანიკოს არ შეეფერება და ვანოს დაგიძახებო.
- სწორი უთქვამს, ბატონო ვანო - ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში.
- ა , შეხედე ამას! შინური თუ გაგწირავს, შორეული დაგინდობს?
- ხო, მოკლედ, სერიოზულად ახლა. - ჩაახველა მაქსიმემ და მე გამომხედა ისევ - ხვალ ერთი მოვალე მოვა, მგონი მოვრიგდებით, აუქციონი იქნებ არ დაგვჭირდეს, საქმე აღმასრულებელთანაა უკვე და გაიგე რა ეტაპზეა სააღსრულებო წარმოება, ემილი.
- კარგით, ბატონო მაქსიმე.
- ხო, რაც შეეხება ბატონს, ასეთ შინაურ წრეში არ გვინდა ეს ბატონობა და ყმობა, კარგა ხანია გადავარდა ეგ, თანაც არ ვართ ისეთ ასაკში ბატონები და ქალბატონები ვეძახოთ ერთმანეთს - გაიღიმა - ამიტომ სახელებით მივმართოთ ერთმანეთს.
- ა, შეხედე ახლა ამას, ძლივს „ბატონო“-ს ვეღირსე და ამან გადავარდაო და ჰაი ჰუიო - დაიწყო ისევ ჯღანავი ვანიკომ.
- წამოდი, წამოდი. როდის უნდა დასერიოზულდე შენ? - მხარზე ხელი მოხვია და კაბინეტიდან გავიდნენ. მე კი აღმასრულებელათან დარეკვა დავიწყე:
- ალო, გამარჯობათ, ბატონო რამაზ.
- გაგიმარჯოთ, ქალბატონო ემილი.
- ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ? რაღაც საკითხი უნდა გამერკვია თქვენთან.
- მე აღწერა-დაყადაღებაზე ვარ და ჩემს თანაშემწეს თუ დაურეკავთ, ის დაგეხმარებათ.
- კარგით ბატონო რამაზ, მაშინ ინგას გადავურეკავ. - მობილურში ინგას ნომერი მოვიძიე - ალო, გამარჯიბა ინგა.
- გაგიმარჯოს ემილი, როგორ ხარ?
- მე კარგად და თავად?
- მეც ეგრე, ისე არ დამირეკავდი და რით შემიძლია დაგეხმარო?
- მაინტერესებს მოვალე პაჭკორიაზე რა ხდება?
- მოიცა ახლავე, ე.ი საჯარო გამოცხადებას ვადა როგორც კი გაუვა, აუქციონზე გავაგზავნით.
- და ვადა როდის გადის?
- ე.ი 23 ნოემბერს არის გაკეთებული გამოცხადება და დეკებრის დასაწყისში მოუწევს გაგზავნა.
- ე.ი სულ რამოდენიმე დღეში - კალენდარს დავხედე - მოკლედ, ხვალ ეს პიროვნება ჩვენთან მოვა და შეიძლება მოვრიგდეთ.
- ხო, კარგია თუ მორიგდებით, მომწერეთ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ და ისე ვიმოქმედოთ.
- კარგად ინგა, მადლობა.
- დროებით, ემილი.
" 23 ნოემბერი, გიორგობა, ალბათ ციხეში მოგილოცეს და ვინ იცოდა? ვინ ელოდა? რომ გიორგობის თვეში წახვიდოდი ამ ქვეყნიდან, გიო?" - ვატყობდი თვალები ცრემლებით მევსებოდა, ღრმად ამოვისუნთქე და მაქსიმეს შიდა ნომერი ავკრიფე:
- ხო, ემილი.
- ბატონო მაქსიმე..
- ემილი ამ დილით რაზე შევთანხმდით?
- რაზე? - უცებ ვერ მივხვდი.
- ბატონ-ყმობა, რომ გადავარდა - გაეცინა.
- კაი, უბრალოდ უნდა მივეჩვიო - მეც გამეცინა - ხო, რაზე გირეკავდი, პაჭკორიას საქმეზე საჯარო გამოცხადებაა გაკეთებული და მალე გაიგზავნება სააუქციონო მომსახურეობისათვის.
- კარგი, ხვალ იმედია მორიგებით გადაწყდება საქმე.
- იმედია.
- მადლობა.
სამსახურს გვიანობამდე შემოვრჩი, თითქოს აქ ფიქრებს გავურბოდი, მე კი გავურბოდი, მაგრამ ფიქრი არ მანებებდა თავს, ან როგორია ერთი წლის წინ უბედნიერესი ქალი მეგონა თავი, მიყვარდა, ვუყვარდი, ოჯახი შედგა თითქოს, მაგრამ ისე უცებ აირია ყველაფერი, ბედნიერი ვიყავი თუ არა ვერ ვხდები, სიყვარული იყო ეს თუ უბრალოდ გატაცება, ან იქნებ წამიერი ვნება? ისე უცებ გამწირა გიომ, ისე გამიმეტა არც კი დამლაპარაკებია, ისე წავიდა ამქვეყნიდან ისიც კი არ იცოდა, რომ შვილს ველოდებოდით... არც კი მომისმინა, ისე მკრა ხელი, ახსნაც კი არ უცდია არაფრის... ნუთუ მასაც არ ვუყვარდი? ნუთუ ეს სიყვარული არ იყო? აბა როცა ვინმე გიყვარს, ნუთუ ასე იოლად ივიწყებ? ასე იოლად ტოვებ?... მტკივნეულია ამ ყველაფრის გახსენება, მაგრამ არა, არა, არ გამხარებია მისი გარდაცვალება, პირიქით ისე მეტკინა, ისე მეტკინა არ ვიცი ამ შოკიდან როდის გამოვალ...
- ისევ ტირი?
- ვაიმეე - მოულოდნელობისგან შევკივლე.
- ვაჰ, ისევ შეგაშინე. მაპატიე რაა, არ მინდოდა - ჩამოეყრდნო მაგიდას, მერე ნაზად გადმოიწია და თმები გადამიწია.
- არაუშავს - ცოტა მისი საქციელით დაბნეულმა ვუპასუხე და ცრემლები მოვიწმინდე.
- ვგრძნობდი დღეს ისევ, რომ არ იყავი კარგად... ასეთი რა მოხდა? რა ტკივილია, რომ შენს ლამაზ თვალებზე სულ ცრემლები კიაფობს?
- მაქსიმე... - ფეხზე წამოვდექი, - არ გეწყინოს, ამ თემაზე ჩემი ოჯახის წევრებთანაც კი არ ვლაპარაკობ, ეს ისეთი თემაა, რომ მირჩევნია მე მარტომ ვზიდო, მე მარტომ... რადგან ისედაც ვატკინე გული ჩემს საყვარელ ადამიანებს... არ ვიცი, არ ვიცი თუ მოვა დრო, როდესაც ამ ტკივილს სხვასაც, რომ გავუზიარებ...
- გასაგებია, ემილი - ისეთი თბილი ხმით მითხრა, ისეთი მზრუნველი მზერით მიყურებდა, ისევ უწონადობის შეგრძნება დამეუფლა.
- ანუ არ გეწყინა? - ძლივს გავიღიმე.
- არაა, მე შენგან არაფერი მეწყინება. კარგი მოვრჩეთ ამ საკითხს, სახლში აღარ მიდიხარ? 9 საათი დაიწყო.
- კი, კი, გვინია უკვე.
- მაშინ ამაზე მაინც არ მითხრა უარი, სახლამდე მიგიყვან.
- და რატომ არ უნდა გითხრა, მაგალითად? - ჩანთა გადავიკიდე.
- ასე გვიან ლამაზი გოგონების მარტო სიარული საშიშია - გამიცინა.
- მართლაა?
- ხო არ იცოდი?
- ნამდვილად არ ვიცოდი ჩემი ძმის გარდა ვინმე თუ მთვლიდა ლამაზად - თვალი ჩავუკარი და კარები გადავკეტე.
- მოიცა მაგას მართლა ამბობ თუ ხუმრობ? - სერიოზული სახით მომიბრუნდა.
- რამე არასერიოზული მეტყობა? ნუ იყო კიდევ ერთი ვინც ფიქრობდა ეგრე, მაგრამ სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის... - ვთქვი ეს და შენობიდან სწრაფი ნაბიჯებით გავედი. მთელი გზა ჩუმად ვიყავით, სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა:
- მადლობა, მაქსიმე.
- არაფრის - ხელი ფრთხილად შემახო ხელზე.
- კარგი ადამიანი ხართ და მიხარია, რომ გაგიცანით, მაქსიმე.
- მეც ასევე იგივეს თქმა შემიძლია...
- ნახვამდის - კარები მივხურე.
- დროებითი, ემილი.
სადარბაზოში, რომ შევედი მერე გავიგონე მისი მანქანის ხმა. ლიფტით არ ვისარგებლე, მინდოდა ცოტა ხანს ფეხით გამევლო, ჰაერი შემეგრძნო. ჩემს სხეულს ბევრი ჟანგბადი სჭირდებოდა, ასე მეგონა სტრესი ჟანგბადებს მიჭამდა და ვიფიტებოდი.
- ალო, სად ხარ ვანიკო?
- ჩვენს ბარში
- კარგი მოვალ.
ბარი სავსე იყო, ვანიკო ჩვეულ ადგილას იჯდა.
- დღეს სავსეა - თვალი მოავლი დარბაზს მაქსიმემ.
- ხო, ნელნელა მივიჩვიეთ კლიენტი, ხო იცი არაა? პიარს დიდი მნიშვნელობა აქვს - თვალი ჩაუკრა ვანიკომ.
- ხო, გეთანხმები. წინ წავა ჩვენი ბიზნესი, ძმაო - ჭიქა მიუჭახუნა. - ვანიკო, რა უნდა გკითხო ქუთაისის ფილიალში შენი ახლობელი ხო მუშაობს?
- თემური? კი, დაწინაურდა ბიჭი, საკრედიტოში გადავიდა.
- რაღაც, რომ ვთხოვოთ, არ გაგვიგებს?
- რას არ გაგვიგებს? ქვას გახეთქავს და ინფორმაციას მოიტანს.
- მაშინ ემილიაზე მინდა ყველა ინფორმაცია.
- შენ მგონი სერიოზულად ფიქრობ მაგ გოგოზე... -
- მეფიქრება - ჩაეცინა და თავი ჩახარა.
- ნამდვილად აქვს რაღაც შარმი, რომელიც ჩაგაფიქრებს, უნდა დაიჭირო ეს შარმი მასში და მორჩა , გაბმული ყავხარ გალიაში.
- ხო, რაღაც ხიბლი აქვს, დაიჯერებ? მის სიახლივეს, რომ ვარ უცნაური შეგრძნება მეუფლება, ასე არც ერთ ქალთან დამმართნია, არ ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე.
- გაები ჩიტო მახეშიი? - გაიცინა ვანიკომ და ძმაკაცს ბეჭზე ხელი დაარტყა.
- რაც გინდა ის დაარქვი, მე კი მაფორიაქებს ეს ყველაფერი - ხელი დაუქნია ვიღაცას მისალმების ნიშნად.
- მერე რაღა თემურასთან მარეკინებ, მიდი, მიდექი-მოდექი, გოგო სადმე დაპატიჟე, კაფე არ გვაქვს თუ? პირველი წყაროდან გაიგე ინფორმაციები და თან უფრო დაახლოვდებით.
- ვანიკო, განა არ ვიფიქრე ეგრე? მაგრამ სხვა რაღაც ხდება მის თავს - თქვა ეს და მოუყვა ნარიყალას და სამსახურში მომხდარი ამბები.
- ვაა, მართლა? ეე, ბიჭო, შეიძლება ის ბიჭი ვინც ლამაზად თვლიდა შეყვარებული იყო და " დაიბრიდა", ჰა? მიტომ განიცდის და ტირის.
- მერე მაგ ამბების გარკვევა მინდა, სოციალური ქსელი არ აქვს, რომ რამე გავარკვიო და მერაბი თუ რაც ქვია იქნებ დაგვეხმაროს.
- მოიცა ახლავე დავურეკავ. - მობილური მოიმარჯვა - ალო, რავახარ, თემურია, სიმონ? - ქუთაისურ კილოზე მიესალმა.
- ვაა, რა კაციი - იყო იქედან პასუხი, - მე კარგად და შეენ? რამ გაგახსენა ჩემი თავი ამ შუაღამისას, ტოო?
- მეიცა ჩემი ძმა მაქეთ უკვე "ტოებს" ხმარობთ?
- რავიცი, მე მეგონა მაქეთ დეიწყეთ " სიმონ“-ის ძახილი - ერთდროულად აუტყდათ სიცილი.
- თემური, ჩემი ძმა, რაღაც უნდა გთხოვო და ხო დამეხმარები?
- ქვას გავხეთქავ თუ საჭიროა.
- ქვის გახეთქვა არ მინდა, ერთ ადამიანზე გვინდა ინფორმაცია,
- გამოუშვი სახელი და გვარი.
- ემილია კანდელაკი.
- ემილიი? ბუთქუნა ემილიზე მეკითხები? ხუჭუჭ თმიანზე?
- მოიცა ახლა არ მითხრა ვიცნობო? - ცერა თითი უჩვენა ვანიკომ მაქსიმეს.
- ნუ აღწერილობა ემთხვევა, აი, საკრედიტოში მუშაობდა, ძმას ვატო ქვია - მაქსიმეს მიწოდებულ ინფორმაციებს აწოდებდა.
- კი, მაშინ ეგაა. კი ვიცნობ და მერე რა ინფორმაციები გინდა მაგ გოგოზე? - ხმა დაუსერიოზულდა უცებ.
- რავი ჩვენთვის ყველა „ინფოს“ მნშვნელობა აქვს.
- ძალიან კარგად მე პირადად არ ვიცნობ, თუმცა საერთო წრე გვყავს, აქ ძალიან კარგი სახელით სარგებლობს სამეგობროში, ძალიან გულითადი და მიზანდასახული გოგოა, ერთგული, უბოროტო, აი, ისეთი ბოლომდე რომ დაიხარჯება საქმისთვისაც და საყვარელი თუ უცნობი ადამიანებისთვის.
- ხო, ეგ მეც შევატყვე, ჩვენთან მუშაობს რა ეს გოგო,
- ვაა , მიტომ ვეღარ ვხედავ აქეთ?
- ხო ორი თვეა უკვე, მაგრამ რა ტკივილი აქვს ასეთი ეგ ხო არ იცი?
- ჯერ ის მითხარი მაგ გოგოს ცუდად ხო არ დაადგი თვალი?
- ეე, თემურ, ჩემი ძმა, არ გრცხვენია? - იწყინა ვანიკომ.
- რადა რამოდენიმე ხნის წინ გათხოვდა რაა, ბიჭის ოჯახმა არ მიიღო, მერე ბიჭი დაიჭირეს კაცი მკვლელობისთვის, ეს გოგო კი პირდაპირ პროცესიდან გაუშვეს თავისახლს მთელი სკანდალებით, სერიოზული დეპრესია ჰქონდა, რამოდენიმე თვე საერთოდ არსად ჩნდებოდა. მერე კი ეს ბიჭი ორი დღის წინ მოკლული იპოვეს ციხეზე ... მოკლედ, ძმურად გთხოვ, კარგი გოგოა რაა და არ ითამაშოთ მის გრძნობებზე, ოჯახიც ძალიან პატიოსანი და ცნობილია აქ, ქუთაისში.
- მადლობა თემურ, მადლობა. - ხმა დაუსერიოზულდა ვანიკოს.
- არაფრის, მთავარია მოუფრთხილდით.
- მასეც ვიზამთ. კაი აბა წავედი, დროებით.
ვანიკო კარგახანი დამუნჯებული იჯდა, მაქსიმე კი მოთმინებით ელოდა თუ როდის იტყოდა რამეს.
- ეე, ჩემო ძმა - ხელი აუქნია თვალებთან - აღარ ამოღერღავ?
- უფრო რთულად ყოფილა საქმე, ვიდრე ჩვენ გვეგონა - თავი გადააქნია ვანიკომ.
- მაგალითად?
- გათხოვილი ყოფილა ...
- და გაცილდა? - რატომღაც სუნთქვა გაუხშირდა მაქსიმეს.
- ნუ გაცილდა თუ გააცილეს გასარკვევია, მაგრამ ის ბიჭი ორი დღის წინ უნახავთ ციხეში მოკლული, მაგიტომაცაა ემილი ასე აფორიაქებული.
- ვაა, - თმები აიჩეჩა ნერვიულად მაქსიმემ - აუუ, ძაან განვიცადე რა ახლა, უფრო მეტად შემტკივა გული... არადა ვგრძნობ მასში დიდი ბრილიანტი იმალება და ამ ბრილიანტს მე ვიპოვი და გავაბრწყინებ - ხელი დაარტყა მაგიდას და კმაყოფილმა გაიცინა.
- რადგან შენ გრძნობ, მაშინ შენ გვერდით მიგულე, ძმაო. - ჭიქა მიუჭახუნეს ერთმანეთს.

იმ საღამოს ძალა მოვიკრიბე და დიკოს მივუსამძიმრე, შეტყობინება გავუგზავნე, ლაპარაკი ვერ გავბედე. მთელი ღამე ფანჯარასთან ვიდექი, მოგონებებს ვერ ვცილდებოდი, სასწაულად მტკიოდა გიოს დაკარგვა. მახსოვს წვიმაში როგორ ვირბინეთ ერთად, მაშინ მაკოცა პირველად, ეს ჩემი პირველი კოცნა იყო... გიო ხომ ჩემი პირველი სიყვარული, პირველი მამაკაცი იყო... ყველაფერი პირველი კი იოლად არ ქრება, არ გვავიწყდება... მიუხედავად ყველაფრისა, ყველა მოყენებული ტკივილისა არა რაა, არ მემეტება არავინ ასეთი ტკივილისთვის... თვალწინ მიდგებოდა ყველა სიტუაცია, დედამისი რა დღეში იქნება, ან მამამისი, დიკო? გული გაგლეჯვას მქონდა ამდენი ტირილისგან, თან ჩუმი უხმო ტირილისგან.
დილით სამსახურში ისეთი გაბრუებული წავედი, გადასასვლელზე კინაღამ მანქანამ გამიტანა.
- ემილი, კარგად ხარ? - წამომეწია ვანიკო.
- გამარჯობა ვანიკო, კი კარგად ვარ, რატომ მეკითხები?
- რა რატომ? კინაღამ მანქანამ გაგიტანა.
- მანქანამ? - გამიფარათოვდა თვალები.
- ხო, - ხელები ჩაიგრიხა და გაბრაზებით შემომხედა.
- ასე გაბრაზებით რატომ მიყურებ?
- შეიძლება მომკვდარიყავი ემილი!!!
- ოჰ, შემაშინე - გამეცინა - მერა რა? დიდი დიდი 10 ადამიანს დაწყდებოდა გული, დანარჩენები ყველა მლიქვნელურად ატირდებოდნენ და გულში იტყოდნენ " როგორც იქნა ეს მსუქანა აღარ ამძიმებს ამ დედამიწას " - უცებ ტირილი ამივარდა, სახეზე ავიფარე ხელები.
- ემილიი - ხმაჩაწყვეტით მითხრა და გულში ჩამიხუტა ვანიკომ.
- მაპატიე, აგაფორიაქე ამ დილით - დავეხსენი ხელებიდან.
- ეგ არაფერი, მაგაზე არ იდარდო - გამხნევების ნიშნად გამიღიმა და სამსახურისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედით.
ოთახში არავინ დამხვდა, საათს გავხედე ათი იყო უკვე
- სად არის ეს ხალხი? - პალტო საკიდზე ჩამოვკიდე - რაფაელო? - ხელში ავიღე მთლიანი შეკვრა - რაფაელო არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად - ხმამაღლა ვთქვი - არადა რამდენს ნიშნავს ზოგჯერ " ეს არაფრის მთქმელი სიტყვები"...

დღეები მიდიოდა, ყოველ დილით ჩემს მაგიდაზე მხვდებოდა რაფაელო, მაგრამ წამითაც არ დავფიქრებულვარ ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა. პერიოდულად კი უწონადობის შეგრძნება მეუფლებოდა.
- ხო, ქეთა. - თვალების სრესით ვუპასუხე.
- ე.ი ერთ ქალაქში ვართ, ერთ სახლში ვცხოვრობთ და ერთმანეთს ვერ ვნახულობთ, დღეს ადრე გამოვედი სამსახურიდან და ახალი კაფე გახსნილა, უფრო სწორედ რებრედინგი მოხდა და იქ წავიდეთ კაი? იცოდე უარი არ მიიღება.
- კაი, კაი მომწერე მისამარათი და მოვალ.
- ოოკ, აბა დროებით.
არსად წასვლის ხალისი მქონდა, მაგრამ ქეთა მომეშვებოდა? თან წავიყოლე ერთი შეკვრა რაფაელო, ჩემს დაქალს ძალიან უყვარს. კაფე-ბარის ინტერიერი მომეწონა, სიმყუდროვე იგრძნობოდა, ბედნიერების ტალღები ადგაფუნდნენ ჩემში, სუნთქვა წამით შემეკრა, თვალები დავხუჭე და რომ გავახილე ბართან მომღიმარი მაქსიმე დავინახე, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა.


- ემილი საღამო მშვიდობის, აქ არ გელოდი.
- საღამო მშვიდობის, - გავუღიმე, თან ქეთას ვეძებდი თვალებით - დაქალმა დამპატიჟა ახალი კაფეა და მოდიო, მე მოვედი და თვითონ არსად ჩანს - დავიწუწუნე.
- მერე მე გაგიწევ დროებით კონპანიონობას, თან ბევრი ხალხია და ჩემს მაგიდასთან მიგიწვევ.
- კარგი უფროსო - გამეცინა.
- მოგეწონა ანუ აქაურობა?
- კი, გემოვნებითაა მოწყობილი, ისეთია აი, ჩემს ხასიათში ჯდება, სიმყუდროვეა.
- მიხარია ძალიან. ვანიკო კი მეუბნებოდა ემილი დავპატიჟოთო და აი, შენი ფეხით გვესტუმრე.
- ანუ თქვენია? - ცოტა ამუშავდა ჩემი ტვინი.
- კიი - თვალი ჩამიკრა, ამ დროს კარების ხმა იყო და ქეთა შემოწკაპუნდა.
- ქეეთ - დავუძახე და მაგიდისკენ ვანიშნე.
- გამარჯობათ - მხიარულად მოგვესალმა და დაჯდა.
- ქეთა ეს მაქსიმეა, ჩემი იურდიული დეპარტამენტის უფროსი და როგორც გავიგე ამ ბარის მეპატრონე, ეს კიდე ჩემი დაქალი, ისტ პოინტის პიარ- მენეჯერი, ქეთაა.
- სასიამოვნოა - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
- რას მიირთმევთ?
- რადგან ბატონ-პატრონი ხართ, მაშინ თქვენ შემოგვთავაზეთ.
- კარგით, მაშინ ახლავე - მაქსიმემ ოფიციანტი იხმო და შეკვეთა მისცა.
- ეს შენ - რაფაელო მივეცი ქეთას.
- რაფაელო? - ერთხმად წამოიძახეს ქეთამ და მაქსიმემ.
- ვაა, არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდათ, თორემ ორი კიდევ დავტოვე სამსახურში.
- მოიცა შენ რა ყოველდღე ყიდულობ? - თეთრი ბურთულა ჩაიდო პირში ქეთამ.
- მე არა, ყოველდღე მხვდება ჩემს სამუშაო მაგიდაზე.
- და მერე? - თვალებ გაფართოებული შემომხედა ქეთამ.
- რა მერე?
- არაფერი, - თავი გააქნია გაბრაზებით - გადამრევს რა ეს - მიუბრუნდა მაქსიმეს, - ყოველდღე ვიღაც რაფაელოს უტოვებს და არც დაფიქრებულა ვინ უტოვებს და ა.შ.
მაქსიმეს ჩაეცინა და ჩუმი მზერა მესროლა.
- მოიცა, შენ რა გინდა მითხრა? - უცებ ჩემი ტვინი ამოძრავდა - რომ ამას ვინმე შეგნებულად მიტოვებს?
- ვაიმეე, წყალი მომაწოდე რაა - ბოთლიდან მოსვა აღელვებულმა - აბა შენ რა გეგონა?
- მეთქი ვინმეს თუ რჩებათქო, რა არაა? - საწყლად დავბრიცე ტუჩები, ამაზე მაქსიმემ და ქეთამ სიცილი ატეხეს.
- ჩემი ბოთუკელა ხარ, ემილი შენ - ჩამეხუტა დაქალი - 30 წლის გოგო 3 წლის ბავშვივით აზროვნებ რაა, ხო რჩებოდა ვიღაცას?! ამ დროს კი არ რჩებოდა, გიტოვებდა " არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად ", ამიტომ ცოტა გამოფხიზლდიი - შუბლთან დამიკაკუნა, მაქსიმე ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა, მისი ეს სიჩუმე ჩემზე რაღაცნაირად მოქმედებდა, მადუნებდა...
ბარში ყველაფერი გემრიელი იყო, კარგად განვიტვირთეთ და სახლშიც გვიან დავბრუნდით.
- ჰეი, რაფაელოო - დამიძახა ქეთამ - მემგონი ... - დაფიქრდა ეთქვა თუ არა.
- რა მემგონი?
- მგონი ღირს დაფიქრება თუ ვინ გიტოვებს რაფაელოს...
- რავიცი ქალუკ იმ შენობაში 300-მდე ადამიანი ვართ და სად ვაკვლიო?
- კაი, კაი ... - უცნაური მზერა მსტყორცნა და წავიდა.

რაფაელო ახლა წითელმა ვარდებმა შეცვალა, ამან უკვე ამაფორიაქა, ვგრძნობდი ჩემში ჭიდილი, როგორ იწყებოდა წარსულსა და მომავალს შორის. ვგრძნობდი, ჩემში რაღაცეები სხვანაირად ფუთფუთებდნენ, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი, მეშინოდა და გავურბოდი საკუთარ მეს...
- გამარჯობა, სასტავი - დაუკაკუნებლად შემოვარდა ვანიკო.
- არა რაა, გიჟი ხარ ცოტა .- დავასკვენი უცებ.
- მაგას რეიზა მეუბნები, დაია?
- ვიცი!!!
- ვაიმეე, ნუთუ შენც წაიკითხე სამხარაულის ცნობა ჩემი სიგიჟის ამბავზეე? - თვალები ააფახულა.
- არა რაა, შენი სახით ქართულმა თეატრმა თუ კინომ დიდი მსახიობი დაკარგა - დანანებით ჩავილაპარაკე.
- არა ისე კი მინდოდა, მაგრამ ვინ გამიშვა? რო გადაიჭრა მამაჩემმა ვენები, ძლივს მივუსწარი და გადავარჩინე.
- მართლაა? - შევიცხადე შეშინებულმა.
- გატყუებს, - დამამშვიდა დემეტრემ.
- მოკლედ, ხო ვერ გავიგე რაა შენი, ვანიკო. - გავბუსხე ტუჩები.
- ხო, კაი ახლა არ გამიბრაზდე რააა - თვალები ამიფახულა.
- კაი, კაი - ხელი ავუქნიე და მუშაობა განვაგრძე
- ხო რისთვის შემოვედი, ახალი წელი მოდის და კორპორატიული იმართება
- ვაა მართლაა? მაგარია - თავი აწია დემეტრემ - და სად ხო არ იცი?
- ფილარმონიაში.
- Wow , - ტაში შემოკრა დემეტრემ - და რედისონი აღარ გვინდა და რამე?
- წელს ეგრე გადაწყვეტეს წითელი ხალიჩა, ცოცხალი მუსიკა და ამბები
- კარგია, კარგი.
- ემილი, ხომ წამოხვალ? - მკითხა მაკომ.
- მე? არაა, არამგონია - უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
- და რატომ?
- რამოდენიმე კვირის წინ ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე და არ მაქვს არც ახალი წლის შეგრძნება და ხალისი, როცა ასეთ ადგილას მიდიხარ ბოლომდე უნდა გაერთო და თან უნდა გიხაროდეს.
- მოიფიქრე შენ მანამდე ხოო? - გასვლისას მითხრა ვანიკომ, მაკომ კი ისე საწყლად გააყოლა თვალი, მივხდი გოგო დამწავრი იყო, მერე მეც გამახსენდა, რომ რამოდენიმე დღეა არც ვარდები მიმიღია და არც რაფაელო და ცოტა გულს დააკლდა. „ ნეტა ვინ მიგზავნის?“ არა, გენეტიკაში რაჭველობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი გონება ამ ბოლო დროს გვიან გვიან იღვიძებს, „დემეტრე ან ირაკლი? არაა, ორივე დაოჯახებულია, იქნებ მაკოს უგზავნის ვინმე და ეშლება ჩვენი მაგიდები, მაგრამ სუულ?“ ეს აზრიც უკუვაგდე „ აბა ვინ შეიძლება იყოს? ვითომ ვანიკო? არაა, არც ეგ მგონია... მოიცა, არაა!!! ვითომ მაქსიმე?“ ამის გაფიქრება და კარები მაქსიმემ შემოაღო და დანაშაულზე წასწრებული ბავშივით გამიფართოვდა თვალები
- რა იყო, ემილი? - თბილად გამიღიმა და ოეე, ამხელა ქალი ისევ ბუბულად გადავიქეცი, სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
- არა, რაღაცაზე ვფიქრობდი და ... - ძლივს ამოვიღლუღე სუნთქვა შეკრულმა და ახალი აღმოჩენით გაოცებულმა.
- ირაკლი სად არის? - დემეტრეს მიუბრუნდა.
- წასულია ერთ პრობლემატურ კლიენტთან.
- კარგი, მაშინ რომ მოვა შემოვიდეს ჩემთან - თქვა ეს და ისეთი თბილი თვალებით გამომხედა, ლამის იქვე ჩავიკეცე.
„ არ არსებობს, არაა!!! ნუთუ?“ გამახსენდა ნარიყალაზე მისი თბილი ჩახუტება, აქ კაბინეტში როგორ ნაზად გადამიწია თმები, მოკლედ ნელნელა ყველაფერი ამოტივტივდა „ არა, დღეს ქეთას უნდა დაველაპარაკო, თან მის დანახვაზე სულ უცნაური შეგრძნება მეუფლება, ღმერთო, მეშინია...“
სამსახურიდან გამოსული გაჩერებაზე მივიჩქაროდი, როდესაც ჩემს ფეხებთან მანქანა გაჩერდა:

- საით, ემილი, ამ წვიმაში? - მიღიმოდა მაქსიმე.
- სახლში - ავნერვიულდი უცებ, ვიგრძენი ხელები როგორ გამეყინა.
- მერე წაგიყვან…
- ვერ შეგაწუხებ - ვიუარე.
- რომ ვწუხდებოდე არ გეტყოდი... - გამიღიმა.
- ანუ უარი არ მიიღება? - წავიკეკლუცე ჩემდაუნებურად.
- შენგან არა - იყო პასუხი.
- სასწარფოდ მანქანა უნდა ვიყიდო - ვთქვი ეს, როდესაც სავარძელზე მოვკალათდი.
- და რატომ? - მანქანა დაძრა მაქსმიმემ.
- აბა ან შენ წუხდები ჩემს გამო ან ვანიკო, ხან ჩემს დაქალს ვეღრიტინები მანქანა მათხოვეთქო - გამეცინა, - ამას არ ჯობია ვიყიდო?
- მე პირადად არ ვწუხდები, პირიქით, მაგრამ თუ ასე გინდა უნდა იყიდო...
- ვიფიქრებ ამ საკითხზე... - ფანჯარაში გავიხედე, უცებ ისე მომეძალა უწონადობის შეგრძნება, რომ მგონი ღვედი რომ არ მკეთებოდა ავფარფატდებოდი.
- შენი იდუმალი სატრფო აღარ გამოჩენილა? - თითქოს სხვათაშორის იკითხა.
- რავი - მხრები ავიჩეჩე - ალბათ, მიხვდა ან მიახვედრეს ეგ გოგო არ შეგეფერაბაო და გაქრა. - გამეცინა ისევ.
- ვითოომ? - ჩაფიქრებით მიპასუხა.
- აბა რავიცი მე, - დაორთქლილ შუშაზე ორნამენტებს ვხატავდი - ვითომ სხვა ვარიანტია? არა მგონი, არასოდეს მყავდა ვინმე ისეთი ვინც ჩემთვის თავს გაწირავდა ანუ სიყვარულის კუთხით ვამბობ, ამიტომ აღარაფრის მჯერა... მითუმეტეს სიყვარულის ჩემს მიმართ, თორემ ისე კი მჯერა. ისე ვგიჟდები ვატოზე და ქეთაზე ასე, რომ უყვართ ერთმანეთი... მაგარია რაა, - მხრები ავიწურე - და შენ არავინ გიყვარს? - უცებ ვკითხე, ისე რომ მეც კი გამიკვირდა ჩემივე კითხვის.
- ნუ არის ერთი... - ჩუმი ღიმილით გამომხედა.
- კარგია, ბედნიერებას გისურვებ მასთან ერთად... - გულწრფელად ვუთხარი.
- მადლობა, თუმცა ბედნიერებამდე დრო ბევრია... - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა.
- აი, მოვედით უკვე, მადლობა და ბოდიში ასე, რომ შეგაწუხე.
- ეგ არაფერი - თვალი ჩამიკრა და მანქანა სწრაფი სიჩქარით მოწყდა ადგილს.
მე კი კარგა ხანს ვიდექი ასე და გავსცქეროდი ქუჩას. მერე ნელანელა ავუყევი კიბეებს და მივხდი ჩემს თავს ის ხდებოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მივხდი, რომ მაქსიმე მომწონდა და შევშინდი, თან ძალიან... არა, კიდევ ერთხელ ვერ გადავიტანდი იმედგაცრუებას, ტკივილს... სახლში, რომ შევედი გიორგი ვარდოსანიძის „ლანდები“ ჩავრთე და ფიქრებში გადავეშვი... თვალწინ მიდგა მისი ყველა ის გამოხედვა, შეხება, სიტყვები და ლამის ჭკუიდან გადავდიოდი, ე.ი თუ სხვა უყვარს, ეს ყველაფერი მელანდება? ან იქნებ მე მეჩვენება, არა, არა, არ უნდა ვიფიქრო, ჯერ გიოს მდგომარეობა არ მომშუშებია, რა დროს სიყვარულია? რა დროს ახალი ცხოვრებაა? ვფიქრობდი და ცრემლები მინამავდა სახეს.
- ისევ ტირი, ემიი? - გვერდით მომიჯდა სამსახურიდან ახალი მოსული ქეთა.
- მოხვედი, ჩემი ლამაზიი? - ცრემლები მოვიწმინდე - ისე ვიყავი ფიქრებში, არც კი გამიგია... არ გშია?
- კი და რაღაცეები მოვიტანე ... - წამოდგა, მერე მომიბრუნდა - არ გინდა მითხრა რამე?
- არა, გადამივლის ... - ნესტოები სატირლად დამებერე.
- ემი, დაიმახსოვრე, დეპრესიას შენ უნდა მოერიო, სანამ შენი თავის შეცოდებას არ მორჩები, დეპრესია არ მოგცილდება... მე კი არ მინდა ასეთს გიყურებდე, ძველი ემილი მომენატრა გესმის? მხიარული, ლაღი, იუმორით სავსე, სიყვარულით გაჟღენთილი... გთხოვ, გთხოვ ... - ხმა აუკანკალდა ქეთას.
- უნდა შევძლო, უნდა მოვერიო... - მუხლებზე დავემხვე, - ყველა ამას მეუბნებოდა, გიომაც ასე იცოდა, შენ ძლიერი ხარ, უნდა აიტანო დედაჩემის წიკებიო, მაგრამ არ ვყოფილვარ ძლიერი, ქეთაა, ვერ შევძელი, ვერ მოვერიე ამ ტკივილს, მალე ერთი წელი გახდება, მაგრამ არა და არა... არ ვყოფილვარ ძლიერი, ქეთა, დამეხმარე გთხოვ, მინდა წარსულს გავექცე, წარსულის ჯოჯოხეთს, გესმის? ღამეები არ მძინავს, უჰარობა მაწუხებს, მკლავს უჟანგბადობა, ხომ ხედავ ქუთაისშიც კი არ მივდივარ, გავურბივარ ყველას და ყველაფერს... მიშველე ქეთა, ხომ იცი ამ ტკივილს სხვას ვერ გავუზიარებ, ხო იცი არ მჩვევია... მაგრამ რადგან მთხოვე, მაშინ გთხოვ მეც, დამეხმარე დავეხსნა ამ წარსულის კლანჭებს... ხანდახან როცა ვიცინი, უცებ ტვალეტში გავრბივარ და იქ ვტირი, რა მაცინებს, გიო აღარ არისთქო!!! ისევ იმას მივტირი, ვინამაც ისე გამწირა, ისე მიმაგდო ერთი კითხვაც კი არ დამისვა, არაფრის ახსნის საშუალება არ მომცა და როგორც უსარგებლო ნივთი ისე მომისროლეს სახლიდან, მე კიდე მას მივტირი, გესმის? ხო იცი არა, როგორი გული მაქვს? - გამწარებული გულზე ვირტყამდი ხელს და ვტიროდი, ქეთამ გულში ჩამიკრა და ასე ჩამძინებია ტირლისა და ქვითინში.



№1  offline წევრი qetulaa

Zalian kargiaaaa, siujeti tanabrad da lamazad vitardebaaa, momconsss, gelodebii

 


№2  offline წევრი სესილია

qetulaa
Zalian kargiaaaa, siujeti tanabrad da lamazad vitardebaaa, momconsss, gelodebii

მადლობა რომ მოგწონთ ეს ჩემთვის დიდი სტიმულია ☺

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

Kargi iyo, velodebi axal tavs warmatebebii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent