დაბრუნება (თავი 12)
თავი 12 ლოყაზე ნაცნობი თითები ვიგრძენი, მერე თბილი ტუჩების შეხება. სიამოვნებისგან ჩამეღიმა. -დილამშვიდობისა პატარავ. -მთელ ტანში სითბომ დამიარა, მისი ხმა სიმღერასავით ჩამესმოდა ყურში. -დილამშვიდობის. -თვალების გაუხელველად მოვძებნე მისი ტუჩები და ნაზად ვაკოცე. ხელები მაგრად მოვხვიე. -სულ ასე გამაღვიძე ხოლმე რა. -ოქეი. -დიდი ხანია გღვიძავს? -არაა. მიდი ადექი, სახლში მალე უნდა დავბრუნდეთ. -შუბლზე მაკოცა. -აუუ დღესაც დავრჩეთ რაა! -ტუჩები გამოვწიე და უფრო ავეკარი ვაკოს. -მიდი ადექი, ვჭამოთ და გავიდეთ. -ჩაიცინა. -კარგი ხოო. -ლოგინიდან ავიზლაზნე, ის კი ისევ ლოგინზე იწვა და მიყურებდა. -რას მიყურებ? -გამეცინა. -ჩემს მომავალ ცოლს ვუყურებ. -ტუჩი ჩატეხა. -აუ ეხლა არ მითხრა გადი უნდა ჩავიცვაო. -თვალები გადაატრიალა როცა ჩემს კარებისკენ გადახრილ თავს შეხედა. -არ გავალ. -კარგი ხოო. -ძურგით შევტრიალდი და მაიკა გავიხადე. იქვე ლიფი იყო, მკერდზე მოვირგე და ვაკოსკენ წავედი. -შეკარი რაა. -ეს ხუთი შესაკრავი რაპონტია? -ჩაიცინა, მხარზე მაკოცა.არ ვიცითქო მხრები ავიჩეჩე. მალე გავემზადე და სამზარეულოში ჩავედი. ვისაუზმეთ, მერე კი სახლის გზას დავადექით. გზაში დაგვირეკეს და გვითხრეს რომ, პირდაპირ ვაჩესთან მივსულიყავით. მალე მივედით, ყველა იქ დაგვხვდა, ლაშასკენ გავექანე და მაგრად ჩავეხუტე, ყველას ჩამოვუარე, ბოლოს კი ვაკოს გვერძე დავჯექი. -პირდაპირ გეტყვით. -დაიწყო ვაჩემ. -მე და ნინი ვქორწინდებით! -კაი კაცო, მაგას როგორღაც ჩვენც მივხვდებოდით. -თქვა ლუკამ. -ჩვეენც! -ვთქვი მხიარულად. -რა თქვეენც? -მომიბრუნდა ნიკა, ყველა გაკვირვებულები და პასუხის მოლოდინში მიყურებდნენ. -ნიას ხელი ვთხოვე და მგონი ახლა თქვენ უნდა გთხოვოთ. -უცებ თქვა ვაკომ. -ხუმრობთ ხო? -გვკითხა ლაშამ. თავი გავაქნიე უარის ნიშნად. ჯანდაბა რა სახეები აქვთ, ნუთუ არ გაუხარდათ. -რამაგარიააა! -დაიყვირა ნინიმ, რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ. ყველა შევხტით მის ასეთ რეაქციაზე. -გილოცაავთ! -ჩვენსკენ გამოვარდა და ორივეს ჩაგვეხუტა. -კი ვიციდი რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ... -დაიწყო ლაშამ. -ასე მალე თუ გადაწყვეტდით არ მეგონა. -მხრები აიჩეჩა. -შენ რას იტყვი ნიკ? -მისი აზრი ჩემთვის ყელაზე მნიშვნელოვან იყო. ის ხომ ჩემი ძმაა, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ის ადგა და ჩემსკენ წამოვიდა, მეც ამაყენა, ხელები ხელზე მომკიდა და თვალებში ჩამაშტერდა. -დარწმუნებული ხარ? -კიი! -მაშინ მეც თანახმა ვარ! -მაგრად ჩავეხუტე. -ისე რომ იცოდე შენი გათხოვება ყველაზე ძალიან მიჭირს. მიყვარხარ პატარა ქალო და ბედნიერებას გისურვებ. -ხელები უფრო მაგრად მოვხვიე. -მეც მიყვარხარ! -მოიცა რა გამოდის? ჩემი ბარტყი აღარ იქნებიი? -ჩემსკენ წამოვიდა ლაშა. -კარგი რა ლააშ... -ხელები მაგრად მოვხვიე. -ხოიცი მე მარტო შენი ბარტყივარ?! -სხვას არასდროს ვაძლევდი უფლებას ბარტყი დაეძახათ. ისე ჩამეხუტა თითქოს კიარ ვთხოვებოდი ვკვებოდი. ნინის გავხედე, რასაც ქვია ბღაოდა. -ნინი რა გჭიირს? -გაშტერებულმა შევხედე. -არაფერი უბრალოდ... ისეთი საყვარლები ხართ... -ტირილს განაგრძობდა. ჩვენ კიდე სიცილი აგვიტყდა. -ვიზიარებ ვაჩე! -თაანგრძნობით შევხედე მეგობარს. -ეჰ მადლობ ნიი. -ამოიხვნეშა. ნინიმ უცებ ტირილი შეწყვიტა და ვაჩეს გაბრაზებული სახით შეხედა. -მადლობაა? ჯერ ერთი თვეც არაა რაც ორსულად ვარ და ვეღარ უძლეებ? -დაებღვირა. -ვიხუმრე საყვარელო. -სიცილი დავიწყეთ ყველამ. -უი მართლა გილოცავთ თქვენც! -მივედი და ორივეს ჩავეხუტე. -აუ ორსულად რომ იქნები შენც ესე უნდა იყო ხოლმე? -ჩუმად ჩამჩურჩულა ვაკომ. -რა იყო უკვე გეშინია? -არა უბრალოდ წინასწარ მინდა ვიცოდე რომ თავი გავამხნევო. -ჩაიფხუკუნა, მე კიდე იდაყვი გავუქანე მუცელშეი. -მეტკინა! -ღირსი ხარ! -დავეჭყანე. ბევრი ვილაპარაკეთ, ნინის და ვაჩეს კორწილის დღეც დავთქვით. 15 აგვისტო, სულ რამდენიმე დღეში. მხოლოდ მეგობრები ვიქნებოდით სხვა არავინ. ქორწილის დღეც ნელ ნელა მოახლოვდა, ნინის ულამაზესი კაბა ვაყიდინეთ მე და კატომ. ბიჭები ცალკე იყვნენ საყიდლებზე წასულები. მთელი დღე მაღაზიებში გავატარეთ. რესტორნის საქმეც მოგვარებული გვქონდა, მხოლოდ ქორწილის დღეს ველოდით. 15 აგვისტო გათენდა, მე და კატოს ნინისთან გვეძინა. მალე წამოვაგდეთ ლოგინიდან, მოვაწესრიგეთ, გამოვპრანჭეთ, ულამაზესი ტანზე მომდგარი კაბა ჩავაცვით, ძალიან წვრილი წელი ჰქონდა, მუცელი ჯერ ისევ არ ეტყობოდა და კაბაც არაჩვეულებრივად ედგა ტანზე, თითქოს მისთვის იყო სპეციალრად შეკერილი. მერე კი ჩვენს თავებს მივხედეთ. მე მეჯვარე ვიყავი, მუქი ბორდოსფერი გრძელი კაბა ჩავიცვი, ზურგზე მთლიანად ამოღებული და დაბლა ოდნავ გაშლილი, ნუ მეჯვარის კაბას ჰგავდა რა. ვაჩეს მეჯვარე კი ლუკა იყო. ყველა მშვენივრად გამოვიყურებოდით. ჯერ ჯვარი დაიწერეს, მერე კი ხელი მოაწერეს. საღამოს ყველა რესტორანში ვიყავით. ქორწილი ახლო წრეში იყო, მშობლები, ნათესავები და ჩვენს გარდა რამდენიმე მეგობარი. ისეთი ლამაზები და საყვარლები იყვნენ რამის ტირილი დავიწყე. -რას შვები პატარავ? -ჩემთან მოვიდა ვაკო. -ნინის და ვაჩეს ვუყურებ. -წამო ვიცეკვოთ არ გინდა? -თავი დავუქნიე და გავყევი. -მოიწყინე? -არა, უბრალოდ ახლა ვიაზრებ რომ დაქალს ვათხოვებ და ცოტა მიჭირს. -შენ დაქალის გათხოვებაზე ნერვიულობ და შენ რომ გათხოვდები წარმომიდგენია მერე როგორ იქნები. -გაიცინა. -ნუ დამცინიხაარ! -კარგი პატარა რაა, შეხედე რა ბედნიერები არიან. -მართლაც უბედნიერესები ჩანდნენ, მათი თვალები მხოლოდ სითბოს ასხივებდნენ ერთმანეთის მიმართ. ვაკოს მკერდზე მივადე თავი და მუსიკას ტანი ავაყოლე. უცებ მუსიკა გამოირთო, ყველაფერი ჩაბნელდა, სინათლე მხოლოდ ჩემი და ვაკოს თავზე იყო, ვაკო მუხლზე დადგა და ულამაზესი ბეჭედი გამომიწოდა. -პატარავ, გამომყვები ცოლად? -უცებ დავიბენი, მე ხომ უკვე დავთანხმდი, მაგრამ უცებ გამოვფიზლდი რადგან ყველა ჩვენ გვიყურებდა. -კიი! გამოგყვები! -სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა, თითქოს პირველად მითხრა ეს. ბეჭედი თითზე გამიკეთა და მაკოცა, ამას კი აბლოდისმენტები მოჰყვა. ზოგი ტაშს გვიკრავდა, ზოგი უშტვენდა. დარბაზი კვლავ განათდა, წყნარი სიმღერა ჩაირთო, ჩვენ კი ისევ ცეკვა განვაგრძეთ. -მეორედ რატომ მკითხე? გეგონა გადავიფიქრე? -გამეცინა. -არა პატარავ, უბრალოდ მინდოდა ოფიციალურად მეთხოვა ხელი, ბეჭედი, ცოტა რომანწიკა და რაღაცეები, ხოაზეხარ რა. -მანაც გაიცინა. -მიყვარხარ წერეთელო! -მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო! -ხელები ძლიერად მოვხვიე, ისე თითქოს სადმე მიდიოდა, მე კი არ ვუშვებდი. -გავიჭყლიტე ქაჯო! -გაიცინა. -წეღან ლამაზი ვიყავი და ახლა ქაჯი ვაარ? -თვალებმოჭუტულმა შევხედე. -კიი! -მთელი სერიოზულობით თქვა. -დაგიმახსოვრებ! -ოქეი. -სიმღერა მალე დამთავრდა. ყველა დათვრა, მაგრამ ჩხუბი არ ყოფილა როგორც არის ხოლმე ქორწილებში. მალე ყველა დაიშალა, მეფე-პატარძალი აეროპორტში მივაცილეთ და ორი კვირით იტალიაში გავუშვით. -აუ ნი ჩემთან წამო რა. -ნიკას ვეტყვი. -მიდი მანქანაში დაგელოდები. -ნიიკ დღეს ვაკოთან წავალ რა. -ვეხუტები ჩემს უსაყვარლეს ძმას. -ლიას რა ვუთხრა? ნინი წავიდა. -გაეცინა. -და მყავს! ხოიცი ჯერ კიდევ გაცნობას ვცდილობ და დღეს მასთან დავრჩები. -ამის უფლებას არ უნდა გაძელვდე წესით! -თავი გააქნია სიცილით. -მიდი მიდი. -მიყვარხარ! -ლოყაზე ვაკოცე და მანქანისკენ წავედი. მძღოლის გვერძე ადგილი დავიკავე. სახლში მალე მივედით, ისეთი დაღლილი ვიყავი არაფრის თავი არ მქონდა, ეგრევე სააბაზანოსკენ წავედი. წყალი გადავივლე და პირსახოც შემოხვეული საძინებელში შევედი. ვაკო ლოგინზე იწვა და მიყურებდა როგორ დავტანტალებდი მის ოთახში. ისევ ვაკოს მაიკა გადავიცვი და ლოგინში შევძვერი. -უი სულ დამავიწყდა, სოფი სად წავიდა? -ამდენი ხანი გავიდა და პირველად გამახსენდა ის გოგო. -იტალიაში დაბრუნდა. -სერიოზულაად? რატომ არ მითხარი. -რავი არ გიკითხავს. -მხრები აიჩეჩა. ტანზე გაიხადა და ლოგინში შემოძვრა. ზურგზე დაწვა მე კი მის მკერდზე დავდე თავი. -ძალიან დავიღალე დღეს, ქორწილის მერე პირველი ღამის თავი სადღა აქვთ ხოლმე ვერ ვხვდები. -ვთქვი სერიოზული ხმით. -ჩვენ რომ ქორწილამდე არაფერი გვქონოდა მიხვდებდი. -ორივეს გაგვეცინა. -როდის დავქორწინდეთ? -ორ კვირაში გინდა? -თავი წამოწია და თვალებში შემომხედა. -შენი მშობლები? -ამ დღეებში ჩამოვლენ. -მოვასწრებთ? -როგორ არა, 3 სექტემბერს გაწყობს? -მხიარულად მკითხა. -მოიცა გადავითვლი. -ხელი ავწიე და თითებზე თვლა დავიწყე. -რას ითვლი? -გაკვირვებულმა შემომხედა. -ქალური ბედნიერების დღეებს. -ვუპასუხე ჩვეულებრივად და თვლა გავაგრძელე, მას ჩაეცინა. -კიი მაწყობს, ქორწილის მერე სულ შენივარ. ესეიგი სამში ქორწილი გვაქ. -კიიო მითხრა და თავზე მაკოცა. -აუ ვაკო იცი რა მოვიფიქრეე? -წამოვიწიე და სახეზე დავაშტერდი. -რა? -ქორწილამდე სექსი არ გვქონდეს. -შენ თუ გაუძლებ კარგი. -მხრები აიჩეჩა. -სანამ შენ შეგხვდებოდი არაფერიც არ მქონია და ძალიან კარგადაც ვუძლებდი. -თვალები გადავატრიალე. -ეგ იმიტომ რომ მანამდე არ იციდოი როგორი სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი. -გაეცინა. -ქორწილამდე არავითარი სექსი! ვინც წააგებს ერთი სურვილი ექნება მეორესთან, შევთანხმდიით? -დავაიგნორე მისი ეს სიტყვები. ცოტათი მართალიც იყო. -კარგი მაშინ ხვალიდან დავიწყოთ, დღეს კიდეე... -ჩემსკენ გადმოტრიალდა და ხელი უკანალზე მომკიდა. -დღეს კიდე დავიძინოთ! -გამეცინა. -კარგი რაა ორიკვირაა არაფერი გვქონია, კიდევ ორიკვირა ნუმაწვალებ. -ჩემს ტანზე დაასრიალებდა ხელებს. კისერზე მაკოცა, გამაჟრჟო. მერე ტუჩებზე ნაზად მაკოცა. -ტკბილი ძილი საყვარელო. -მეორე მხარეს გადავტრიალდი. -ცუდი გოგოხარ პატარავ. -მეც მიყვარხარ. -უკნიდან ვაკო მომეკრო, ჩემს კისერში ჩარგო სახე და ჩემი სურნელი ხარბად შეისუნთქა. მალე ჩამეძინა. დილით კარებზე ბრახუნის ხმა მაღვიძებს, საათს დავხედე 9 ხდებოდა, ღმერთო ჩემო ამ დილა უთენია ვინ უნდა იყოს ნეტა, ვცდილობ ვაკო გავაღვიძო თორემ, ის ვიღაცა მალე კარებს ჩამოიღებს. -ვაკოო... -ხელით შევანჯღრიე რომ გაღვიძებოდა. -მმმ... -აუ მიდი კარები გააღე რაა. -შენ გააღე რა. -მიდი გთხოოვ რა. -შანსი არ არის ვერ ავდგები ეხლა, ტყუილად მელაპარაკები. -მუცელზე დაწვა, მეორე მხარეს გადააბრუნა თავი და ერთი ხელი ბალიშის ქვეშ შეყო. სხვა გზა არ მქონდა, კარებისკენ წავედი ნახევრად მძინარე. ერთი წითით ისიც კი გავიფიქრე სალომე(ელენე) ხო არ არისთქო, მაგრამ როდესაც კარები გამოვაღე ულამაზესი ქალი და ძალიან სიმპატიური კაცი დამხვდნენ. ეს ქალი ისე გავს ვაკოს თითქოს მისი... ღმერთოო მგონი მისი მშობლები არიაან. -გამარჯობა ვაკო სახლშია? -ღიმილით მეუბნება ეს ქალი. როგორც მახსოვს ანა ჰქვია, ძალიან ლამაზია, დაახლოვებით ორმოცდაათი წლის იქნება, მაგრამ ასაკი საერთოდ არ ეტყობა, შავი თმა და ცისფერი თვალები აქვს ვაკოსავით, თავის ასაკთან შედარებით კი ძალიან კარგ ტანზე დგას. -კი... კი სახლშია, სძინავს. -დავიბენი, მაინც სადედამთილოა. -ისაა... შემობრძანდით გთხოვთ. -სახლში შემოვიძახე და მისაღებისკენ წავიყვანე. -შენ ალბათ ნია ხო? -მკითხა კაცმა თბილი ხმით და სავარძელზე მოთავსდა. -მაპატიე ეგრევე შენობითზე გადმოვედი. -დიახ ასეა, არ არის პრობლემა, ასე მირჩევნია. -თბილად გამიღიმა. მეც გავუღიმე, ერთი სული მქონდა ვაკოსთან ავსულიყავი და მიმეხრჩო მე რომ გამომიშვა კარის გასაღებად. -მიხვდი ხომ მისი მშობლები რომ ვართ? -მეკითხება ქალი სიცილით. -დიახ, ვაკო ძალიან გგავთ. -გამეცინა. -წავალ გავაღვიძებ. -კარგი შვილო. -ოთხასიკენ მივდიოდი მაგრამ ამ დროს ვაკო გამოვიდა. -პატარავ რამდენი ხანია გამოსული ხარ? -ჩემსკენ წამოვიდა შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა, ისეთ ადგილზე ვიდექით რომ მისი მშობლებიც გვხედავდნენ. -ვინ იყო? -დილამშვიდობისა! -დაუძახა ქალმა. ვაკო შეკრთა და მათკენ გაიხედა. -ანა? ნიკა? -გაშტერებული უყურებდა მშობლებს. -დედა, მამა რომ გეთქვა უკეთესი იქნებოდა. -გაიცინა ნიკამ და შვილისკენ წავიდა ჩასახუტებლად, მერე ანაც მოეხვია მონატრებულ შვილს. -ამ დილა უთენია აქ რამ მოგიყვანათ? -თვითმფრინავი ადრე ჩამოფრინდა, ჩვენ ჯერ სასტუმროში ვიყავით დავლაგდით და მერე აქაც მოვედით. -სიხარულით უთხრა შვილს და ლოყაზე აკოცა. -აამ კარგია. -სახეზე რაღაც არ ეტყობოდა რომ გახარებოდა. -ნია გაიცანით უკვე? -ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა. -კიი და ძალიან მოგვეწონა, თან შენი მაისურიც ძალიან უხდება. -თქვა სიცილით კაცმა და მე შემომხედა. -ღმერთო ჩემო! -პირიდან ეს სიტყვები აღმომხდა, როცა ტანზე დავიხედე და გავაანალიზე რომ მთელი ეს დრო ვაკოს მაიკაში ვიყავი. -მაპატიეთ! წავალ ჩავიცმევ. -ეგრევე საძინებლისკენ გავბრუნდი ჩემი აწითლებული სახე რომ არ დაენახათ. მინდოდა მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე. ორ წუთში ოთახში ვაკო შემომყვა. ლოგინზე დაეცა და სიცილი დაიწყო. -რა გაცინებს იდიოტოო! -გაბრაზებული ვიცმევდი ტანსაცმელს. -აუ შენი სახე რომ დაგენახა გადაბჟირდებოდი. -ისევ სიცილს განაგძობდა, მე კიდე უარესად მეშლებოდა ნერვები . -ჰაჰაჰა ძაან სასაცილოა! -დავებღვირე, ჩემსკენ წამოვიდა და წელზე ხელები მომხვია. -კარგი რა ნუ ბრაზდები. -მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე, მერე ცხვირზე. -აუ მაგრად ტეხავს, წარმოიდგინე რას იფიქრებდნენ ასე რომ დამინახავდნენ. -არაფერსაც არ იფიქრებდნენ, ნუ ნერვიულობ რა. მიდი დაამთავრე ჩაცმა და გავიდეთ სირცხვილია. -კარგი ხოო დამაცადე. -ხელები მოვაშორებინე, უცებ ჩავიცვი, მოვწესრიგდი და ისევ მათთან გავედით. -რამეს მიირთმევთ? ცივი ყავა ან რამე? -ცივ ყავას დავლევთ ნაყინით შვილო, თუ არ შეწუხდები. -რა საყვარელი ქალია, სულ თბილად მელაპარაკება. ნეტა სულ ასეთი თბილია თუ ცოტახანში ჩართავს დედამთილურებს. სამზარეულოში გავედი და ყავის კეთება დავიწყე, გავიგონე ვიღაც რომ შემოვიდა, მეგონა ვაკო იყო, მაგრამ რომ შევბრუნდი ნიკა დამხვდა. -გნებავთ რამე? -კიი, -გისმენთ, -თქვენობით ნუ მომმართავ. -გამიღიმა თვალის მომჭრელი ღიმილით, აშკარად მამას გავს ამაში ვაკო. -კი მაგრამ... -არავითარი მაგრამ, უბრალოდ ნიკა დამიძახე. -საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე. -იციი შენს მშობლებს ვიცნობდი. -მართლა? საიდან? -მართლა გამიკვირდა. -ამერიკაში ძნელი არ არის ქართველი ბიზნესმენის ნახვა, მითუმეტეს ნივიორკში. -კიი გეთანხმებით. -მინდა იცოდე რომ მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები შვილო, მშობლებს ვერ შეგიცვლით მაგრამ ვეცდები დანაკლისი ცოტათი მაინც შეგიმსუბუქო. -ისე თბილა საუბრობდა მომინდა ჩავხუტებოდი, ისიც მიხვდა ალბათ, მისი მსხვილი მკლავები მომხვია და გულში ჩამიკრა. -ახლა ვიტირებ. -კარებზე მიყრდნობილი მომღირალი ვაკო დავინახე ანასთან ერთად. -ხომ არ ეჭვიანობ? -თვალებ მოჭუტულმა შევხედე, კვლავ ნიკას მკლავებში მყოფმა. -ნწ... -ჩემსკე წამოვიდა, ახლა მან ჩამიხუტა. -აუ ნიი მშია რაა. -დაიწყო უკვე წუწუნი. -რა გაგიკეთო? -ხელები წელზე მოვხვიე და ავხედე. -რაც შენ გინდა. -შუბლზე მაკოცა და მისაღებში გავიდა. -მოგეხმარები შვილო. -ანა მოვიდა ჩემთან. მეც უარი არ ვუთხარი. ომლეტი, ცეზარი, პომიდვრის სალათი და კიდევ რაღაც სალათა გავაკეთეთ ქალბატონი ანას იგრედიენტებით. მთელი ამ დროის მანილზე ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან მომეწონა ეს ქალი, ისე მელაპარაკებოდა თითქოს სადედამთილო კიარა დიდი ხნის დაქალი ყოფილიყოს. რაღაცეები გამომკითხა ჩემზე და ვაკოზე. როგორ მოარჯულე ეს მექალთნეო, მაგაზე პასუხი მე თვითონაც არ ვიცოდი. სუფრასთან ოთხივე ვიჯექით, ისეთი კომუნიკაბელურები და მხიარულები იყვნენ, მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს. მალე ჭამასაც მოვრჩით. -ნი წამო სახლში გაგიყვან.-მითხრა ვაკომ და გასასვლელისკენ წავიდა. -ახლავე მოვდივარ. -ცოლ-ქმარს დავემშვიდობე და ვაკოს გავყევი. -აუ რა საყვარელი მშობლები გყავს. -როგორც კი მანქანა დაძრა, მაშინვე მივახალე. -ხოო კაი როჟები არიან. -გაიცინა. -მარა ჩვენ უფრო კაი როჟები ვიქნებით, რომ დავბერდებით. -ჩემი ხელი აიღო და მაკოცა. -ეჭვი არ შეგეპაროს. -გავუცინე. -უი უი ორი კვირა გვაქ ქორწილამდე, მზადება როდის დავიწყოთ? -აუ მერავიცი ტოო? შენ მიხედე რა მაგ საქმეებს გთხოოვ. ანაც დაგეხმარება. -კარგი ხოო. -სახლთან მალე მივედით. ვაკოც შემომყვა ლიას ვნახავ მაგასაც ხომ უნდა ვთხოვო შენი ხელი და ფეხიო. სამზარეულოში შევაჭერით ეგრევე. -ლიააა! -შევყვირე ქალს, ის კიდე შიშისგან შეხტა. -არანორმალურიხარ შენ შვილო, რამის გული გამიხეთქე. -გულზე ხელი მიიდო ლიამ. -უი ვაკო შვილო შენც აქ ხაარ? მოდი დაჯექი რამეს მოგიმზადებ. -ლიას ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა, გეგონებოდათ ლინზები უკეთიაო. ცოდა პუტკუნა იყო, სიბერეში როგორც იცის ხოლმე. -არა იყოს ლია ბებო ვისაუზმე უკვე. თქვენთან თხოვნით მოვედი. -გისმენ შვილო, როგორც შვძლებ დაგეხმარები. -ნიას ხელი მინდა გთხოვოთ. -ქალმა გადაიხარხარა. -ხუმრობ შვილოო? ამ ქაჯის ცოლად მოყვანა მართლა გინდაა? -სიცილს განაგრძობდა ლია, ნერვები მომეშალა. -ბიჭს ნუ მიფრთხობ ლიაა! -კარგი კარგი სერიოზულად ამბოობთ? -დასერიოზულდა ქალბატონი. -აბა ამაზე გეხუმრებოდიით? -თვალები გადავატრიალე. სულ შეიცვალა ეს ქალი თავისი საყარელი შვილიშვილები რომ ჩამოუვიდნენ. -რავიცი შენგან არ გამიკვირდებოდა. -ოო ბებო კარგი რაა! -რომ დარწმუნდა არ ვხუმრობდით, ქალმა სიხარულისგან რამის გულის შეტევა მიიღო, ბევრი დალოცვით გაუშვა ვაკო სახლში. -საღამოს გნახავ პატარავ. -ჩუმად ჩამჩურჩულა და მაკოცა. ჩემს ოთახში შვედი. გამოვიცვალე, მერე ნინის დავურეკე. -გოგო ქორწილი სამშია და თქვენ როდის მოფრინავთ? -სამშიიიი? -ტელეფონში ჩამყვირ ნინიმ. აუ ეს რომ ორსულად არ იყოს მივახრჩობდი. -ხოო ქალო რა გაყვირეებს? -ცოტა მერე ვერ მოიფიქრეეთ? ჩვენ ოცდაექვსში შამოვდივართ! -ხოდა კაია რა გინდა მერე. უი ქალო სადედამთილო-სამამამთილო გავიცანი და ძაან მომეწონნენ. -კარგია მერე ქალო, აბა შენ ჩემი დედამთილი უნდა ნახო, ცარიელი ბოღმაა, მგონი იმაზე ეჭვიანობს შვილი რომ წავართვი. კიდევ კარგი ცალკე სახლი აქვს ვაჩეს თორე მაგასთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ რა გამაჩერებდა. -ვის როგორი შეხვდება კაცმა არ იცის. -გამეცინა. ბევრი ვიჭორავეთ, ბოლოს როგორც იქნა გავუთიე. იმ საღამოს ვაკო ვნახე, უბრალოდ ფეხით დავსეირნობდით აქეთ-იქით. მერე სახლში მიმაცილა, დამემშვიდობა და წავიდა. მე ბიჭების ოთახში შვარდი. -რაო ბარტყო მოგენატრეთ? -კიი და ქორწილამდე სულ თქვენთან ვიძინებ, წინასწარ გაფრთხილებთ. -დღეს ვისთან იძინებ? -მკითხა ლაშამ. -შენთან, ხვალე კიდე ნიკასთან. უიი დღეს ვაკოს მშობლები გავიცანი, მამამისსაც ნიკა ჰქვია იცოდით? -გამეცინა. -კიი ვიცოდით. მოდი ეხლა ჩემთან. -ლაშასთან დავწექი და ტკბილად დავიძინე მთელი ორი კვირა უაზროდ გავიდა, ხან ლაშასთან მეძინა ხან ნიკასთან. ანას უფრო დავუახლოვდი, ქორწილის საქმეებში მეხმარებოდა, მერე ნინიც ჩამოვიდა და ისიც შემოგვიერთდა. ქორწილი დიდი გამოდიოდა, რადგან სამამამთილომ თავის ბიზნეს პარტნიორებიც დაპატიჟა, “ბოლობოლო ჩემი ერთადერთი შვილის ქორწილია”-ო. ჩემი მხრიდან მხოლოდ მეგობრები და ბიძაშვილები იქნებოდნენ. ორი კვირაა ვაკო არ მინახავს, რამის ჭკუიდან გადავიდე, განა არ გვინდოდა ნახვა უბრალოდ ვერ მოვახერხეთ, მგონი ის იდიოტი ძალით არ მნახულობდა მთელი ეს დრო. ქორწილამდე ორი დღე დარჩა, ყველაფერი უკვე გამზადებული იყო. -ნინი სად ხარ? -დავურეკე დაქალს. -სახლში ქალო სად ვიქნები. -ხოდა დავაი მოკიდე ხელი შენს ქმარს კლუბში მივდივართ! ვთხოვდები გოგო გესმიის? -უიმეე რაიყო მერე ქალო? -როგორ თუ რაიყო? დაქალი გითხოვდება დებილო! მალე მეთქი! -კარგი ხოო ერთ საათში იქ ვიქნებით! -კარგი მიდი ლუკას მე დავურეკავ. -გავუთიშე და ეგრევე ლუკასთან გადავრეკე. -ლუუკ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე გთხოოვ კლუბში იყავი ნახევარ საათში. მოგწერ მისამართს. -კარგი რძალო. -ვიამეე ლუკა მოგკლავ იცოდეე! -ჩავყვირე ტელეფონში. -კარგი ხოო მაპატიე. -ჩაიცინა. -შენი ძმაკაცი სად არის? -მერავიცი ეგ მგონი შენ უნდა იცოდე. მოიცა ხო არ იჩხუბე? -არა კაცო. მიდი დაურეკე და ეგეც წამოიყვანე. ერთ საათში იქ თუ არ დამხვდი ხომ იცი რასაც გიზავ. -ეგრევე გავუთიშე და მომზადება დავიწყე. კლუბურად ჩავიცვი, შავი კაბა და მაღალ ქუსლიანები. ტაქსით კლუბამდე მალე მივედი, კარები როგორც კი შევაღე ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი ვიგრძენი, ბარისკენ წავედი სასმლის შესაკვეთად, ჩემი ბავშვებიც იქ ისხდნენ, მაგრამ ვაკო აკლდათ. როგორ მიშის ეს ბიჭი ნერვებს, დაერეკა მაინც. ყველს ჩავეხუტე, მერეკი დალევასაც შევუდექი. ბევრი დავლიეთ, ვიცეკვეთ, ვიხარხარეთ. ნინის კაპრიზები რომ არა უფრო კარგად გავერთობოდით, საწყალი ვაჩე დაღალა, ხან ფორთოხლის წვენი უნდოდა, ხან მარწყვი, ხან რა და ხან რა. -ვიცეკვოთ? -ვიღაც სიმპატიური ბიჭი მომადგა და ცეკვა შემომთავაზა. -ვაკომ რო დაგინახოს მოგკლავს! -გადმომჩურჩულა ლუკამ. -ხო მაგრამ ვაკო აქ არ არის ამიტომ... -ბიჭს ხელი მოვკიდე და საცეკვაოდ წავედი. მხოლოდ მეცეკვებოდა, ხმაც კი არ ამოუღია. ისე დავიღალე ვეღარ ვსუნთქავდი. ისევ ბავშვებისკენ წავედი და ისევ მოვიყუდე მარტინი. -ხომ ხედავ ცოცხალივარ. -ლუკას მივუბრუნდი გაკრეჭილი სახით. უცებ უკნიდან ვიღაც მომეხვია, რათქმაუნდა ეს ვიღაც ვაკო იქნებოდა, მის სუნს სიგარეტის და სასმლის სუნშიც კი გავარჩევ. -ვის ეცეკვებოდი პატარაავ? -ყელში მაკოცა. მისკენ შევტრიალდი და მთელი ძალით ჩავეხუტე. -ისაა... ვეღარ ვსუნთქავ ქაჯო. -სუნთქვაშეკავებული მეუბნებოდა. მე კი უფრო ძლიერად ვუჭერდი ხელებს და ერთი წუთითაც არ მინდოდა გამეშვა. -მომენატრე ვაკო... საშინლად მომენატრე... -ჩავილუღლუღე, მაგრამ დარწმუნებულივარ გაიგო. -მეორედ ასე აღარ მოიქცე კარგიი? -სახე მისი მკერდიდან წამოვწიე და სახეზე ავხედე. რამის ცრემლები წამომივიდა, თან მთვრალზე მეტად მგრძნობიარე ვხდები, როგორც ყველა. -მეც მომენატრე ჩემო პატარა. -შუბლზე მაკოცა. ეს არ ვიკმარე და ტუჩებზე ვაკოცე. როგორ მომნატრებია მისი თბილი ტუჩები, მისი სუნი, საერთოდ მისი ყველაფერი. -ოეე ჩვენც აქ ვართ! -ხელი დაგვიქნია ლუკამ. ოხ ეს ლუკა... ერთხელაც მივახრჩობ. -დააცადე შე*ემა ორი კვირაა არ უნახიათ ერთმანეთი! -ხელი მისცხო ვაჩემ. კოცნა შევწყვიტეთ მაგრამ ისევ მიხუტებული ვიყავი მასზე. -ისე მართლა ეს ორი კვირა სად დაწანწალებდი? -თვალებმოჭუტულმა შევხედე. -ნუ ღელავ ჩვენი შეთანხმება არ დამირღვევია. -გაეცინა და შუბლზე მაკოცა. -საქმეები მქონდა რა. -რა შეთანხმება? -საუბარში ისევ ლუკა ჩაერთო. როგორ ესმის ნეტა ამხელა ხმაურში ჩვენი ლაპარაკი, ერთი ეგ გამაგებინა მეტი არაფერი მინდა. -მე და ნია შვთანხმდით რომ ქორწილამდე სექსი არ გვექნებოდა. -სასმელი გადამცდა ვაკოს სიტყვები რომ გავიგე. ხველება დავიწყე და ლუკას ვანიშნე ზურგზე დამარტყითქო. რა იდიოტია ღმერთოოო. ეს რა სათქმელი იყოო? ბავშვებმა სიცილი დაიწყეს, მათ სიცილზე მეც გამეცინა და ავყევი. -აუ ვაკო წამო სახლში წავიდეთ რა! -წამო წამო. -ბაშვებს დავემშვიდობე და სახლისკენ წავედით. ვაკომ სიგარეტს გაუკიდა, მეროე ხელი კი მე გადამხვია. -სად იყავი ეს დღები? -ეჭვიანი ცოლივით ვკითხე. -შენ სადაც ფიქრობ იქ არა! ხომ გითხარი უკვე. მამაჩემს ვეხმარებოდი რაღაც საქმეებში რა. ნუ კი შემეძლო მენახე, პროსტა თავი მოგანატრე. მეც მივხვდი რომ შენს გარეშე არ შემიძლია, ხოდა დღეს ვეღარ გავძელი და მოვედი. -გამიღიმა, როგორც იცის ხოლმე ისე, თითის წვერებზე ავიწიე სიარულის დროს და ლოყაზე ვაკოცე. -ნია როგორ ხარ? -წინ გიო შემხვდა ჩემი ყოფილი. ეს საიდანღა გაიჩითა ეხლა? -კარგად გიო შენ? -ჩვეულებრივ გადავკოცნე და ვაკოს ავეკარი. -საკაიფოდ. -ვაკო გახსოოვს? -ბერათითით ვანიშნე. -კიი როგორ არა. -ხელი ჩამოართვა. ისე ცოტა არი იყოს და უხერხული სიტუაციაა. -გავიგე თხოვდები. -ვაა საიდან? -გამიკვირდა. -კარგი ამბები მალე ვრცელდება. -თვალი ჩამიკრა. ვაკო ხმას არ იღებდა. -როგოც ჩანს. -გავუღიმე. -უი შენი შეყვარებული სად არის? რა ერქვაა? -ვეკო... ჩემი აღარ არის. -გაეცინა. -უი... კარგი წავედით ჩვენ, გამიხარდა შენი ნახვა. -მეეც და ბედნიერებას გისურვებთ! - -მადლობა. -გზა გავაგრძელეთ. -ხმას რატომ არ იღებდი? -შევუტრიალდი ვაკოს რომელიც მომღირალი წინ იყურებოდა და წყნარად მიაბიჯებდა. -რა მეთქვა? -მერავიცი რამე. -არაფერი არ მქონდა სათქმელი. -მხრები აიჩეჩა. -კიდე ხომ არ ეჭვიანობ? -გამეცინა. -ნწ... შენ ფაქტიურად ჩემი ცოლიხარ და რაზე უნდა ვიეჭვიანო? -მანაც გაიცინა. -აუ ვაკოო... -რა? -რომ დავქორწინდებით, მერე ხომ არ მოგბეზრები და სხვა ქალებთან ხომ არ წახვალ? -არ ვიცი ვნახოთ. -ისევ მხრები აიჩეჩა. -იდიოტო! -ხელი გავაშვებინე. -კარგი გოგო რაიყო? ნუ იბუტები ხოლმე ეგრევე. -გაიცინა და თავზე მაკოცა. -მიდი შედი სახლში. -მაგრად ჩავეხუტე, ვაკოცე და სახლში შევედი. ნიკას ლოგინში შვძვერი, ისიც მაგრად ჩამეხუტა. მერე კი ტკბილად დავიძინე ამ დღით ნასიამოვნებმა. მაპატიეთ რომ დავიგვიანე რაა :(( წინა კვირა ისეთი გადატვირთული მქონდა ძლივს დავწერე ეს თავი, დავალებები მქონდა თავზე საყრელად და ღამე ვწერდი ხოლმე ცოტ ცოტას :დდ ვეცადე დიდი გამოსულიყო. ხო კიდევ მაპატიეთ შეცდომებისთვის <33 და ის სალომე(ელენე) ესე იმიტომ მეწერა რომ მაშინ სახელი რომ ამერია ვაკოს ყოფილის თქვენც არ აგრეოდათ :დდდ ვეცდები შემდეგი თავი მალე დავდო <3 მიყვარხართ და გკოცნიით <3333 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.