შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი 1


10-10-2018, 13:34
ავტორი Soow
ნანახია 1 327

-ო ,არა მაქს! მაქს!გაჩერდი, მოდი აქ ! ფუ ! ფუ !-ახლაგაზრდა ქალი მთელი ხმით უყვიროდა თასმიდან მოწყვეტილ ძაღლს!
როგორც იქნა. დაეწია ოთხფეხა კაზანოვას ,რომელიც მდედრ პუდელს მისდევდა.თასმაზე ხელი წაავლო , ძაღლმა კიდევ უფრო მოუმატა სირბილს , პატრონიც დაედევნა . ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო,ძაღლი რომელიც მდედრს ეძებდა და პირველკურსელი რომელსაც დილისთვის ძალიან ბევრი საქმე უნდა მოესწრო.უეცრად ძაღლმა "დაატორმუზა" ახალგაზრდა ქალი კი ინერციით წინ "გაფრინდა" და ასფალტზე დაეხეთქა.
-ოჰ!-ამოიხვნეშა დამხობილმა ქალმა. გრძელი ქერა თმები შარავანდედივით აწეწვოდა,იდაყვებიდან სისხლი მოდიოდა და ძალიან დიდ ტკივილს გრძნობდა მთელს ტანში.
თმებში ცხელი სუნთქვა იგრძნო თავი ოდნავ წამოწია.
-მაქს ! სახლიდან გაგაგდებ ! ატეხილო! ვერ გიტან!-ცხელ სუნთქვას ხელის შეხება მოყვა. იგრძნო ,რომ ეს სამი წლის ჰასკისთვის ცოტა დიდი თათი იყო.თავი სწრაფად წამოწია.
-ჩვენ ახლახან შევხვდით და უკვე ვერ მიტანთ!- თქვა უცნობმა და გოგონა წაამოაყენა.
იქვე ჩამოსხდნენ.
-ოჰ! მადლობთ!
-ხელიდან სისხლი მოგდით!
-ვიცი! მაქს გეფიცები მოგკლავ!-და აღმოაჩინა რომ მაქსის უეცარი "დატორმუზების" მიზეზი მდედრი ჰასკი ყოფილა . საბედნიეროდ ძაღლებს ბევრი არ სჭირდებათ , ისინი ერთი დანახვიდან გეგმავენ მთელს მომდევნო მოვლენებს.ძაღლური უცნაური პაემანი უკვე დაწყებულიყო.
-უკაცრავად მაგრამ მე რა შუაში ვარ?-იკითხა უცნობმა!
-ო არა, მე ჩემს ძაღლზე ვამბობ აი , ამ კაზანოვაზე.
-მეც მაქსი მქვია და ხო ეგ კაზანოვა ახლა ჩემს გოგოს ეარშიყება.
-სასიამოვნოა მე ქენდისი მქვია.
-რა? ეს ძალიან სასიამოვნო და თან უცნაური დამთხვევაა!
-რატომ თქვენც დაეცით?-გაიკვირვა ქენდიმ და მამაკაცს სამოსზე და სახეზე დააკვირდა.
-არა, ჩემს ძაღლსაც ქენდი ქვია.
ორივეს გაეღიმად , არა გაეცინათ, უფრო სწორად ახარხარდნენ ,ამ ყველაფერს ტაშის შემოკვრაც მოჰყვა , მგონი ამას გადაფიჩინება ჰქვია.
-ძალიან საინტერესო დამთხვევაა!-ამოილუღლუღა ქენდისმა უფრო სწორად ქენდიმ. ყველა ასე ეძახდა.
-იქნებ ბედია!
გოგონამ პასუხად უხერხულად გაუღიმა და ერთმანეთს დაშორდნენ.დარწმუნებულოი ვარ იმ საღამოს აუცილებლად გაიხსენებდენ ამ უცნაურ, მტკივნეულ,სასაცილო შეხვედრას
*******
-ქენდი!გაიღვიძე დაგვაგვიანდება- მთელს სახლს მოედო რაკრაკა ხმა. ეს ხმა ისე უხდება დილას როგორც მზე და ნამი.და ეს ხმა ქენდისის საუკეთესო მეგობრის და ამჟამად ოთახის მეზობლის ნინას ეკუთვნოდა.
-უკვე მღვიძავს-გარდერობიდან გამოვიდა ქენდი.
-ვაუ! ეს ახალი კაბაა?
- კი გუშინ შევკერე, მოგწონს?
-ძალიან !
-მგონი გარდერობში კიდევ ერთია , შემთხვევით შენთვის შემომეკერა.
-საუკეთესო ხარ ქენდი! მოიცა გუშინ რა მაქსიო რა ძაღლი ქენდისიო?
-ო, ეს ძალიან სასაცილო ამბავია. მოკლედ მე მაქსს შევხვდი ძალიან სიმპათიურია ,წარმოგიდგენია მას ქენდისი ყავს და ჩემი გოგოაო! მასაც ჰასკი ყავს და ცხოველები უკვარს.მაქსი და ქენდისი კინაღამ შეჩვარდნენ. ეს უმადური მაქსი! გუშინ სკვერში წამაქცია და...
-მოიცაააა! შენ სიცხე ხომ არ გაქვს? რა მაქსი სიმპათიურიო? შენ ძაღლზე ... მოკლედ,
ვერაფერი გავიგე....
-რა ვერ გაიგე , შევხვდი ბიჭს რომელსაც მაქსი ქვია და ჰასკი ყავს რომელსაც ჩემი სახელი ქენდი ქვია.
-და რომელი შეჯვარდით?
-მიგახრჩობ!-სიცილით დაემოუქრა მეგობარს.
-არ გინდა მიხრჩობა! ძაღლ მაქსს შია და სანამ უნიში წავალთ მანამ უნდა გაასეირნო.ეს უბრალოდ შეგახსენე ,თორემ შენი რუტინი რომ არის ვიცი.
-მაქსმა უკვე ისეირნა და ისაუზმა კიდეც, რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი, მოდი ჩვენც ვისაუზმოთ.

*****
-ქენდი აბა შენ იცი! დარწმუნებული ვარ პრეზენტაცია კარგად ჩაივლის ,არ ინერვიულო და ბუნებრივი იყავი როგორც ყოველთვის.
-არ იდარდო ჩემზე! წარმატებები!
მეგობრები ერთმანეთს დაშორდნენ, ნინა ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა ქენდისი კი ენათმეცნიერი და პოლიგლოტი გამოვიდოდა ,შესაბამისად უნივერსიტეტების განსაზღვრულ კორპუსებში შევიდნენ.
*******

-ქენდის გილოცავ შენი პრეზენტაცია ძალიან კარგი იყო.-მიულოცა ანნამ ის ლექტორი იყო ,რომელსაც არ ჩვეოდა ოვაციების გამოხატვა.ამ ფაქტმა ქენდი კიდევ უფრო გააბედნიერა , მისი შრომა ნაყოფიერი გამოდგა.
-ქენდის ,ძვირფასო ჩვენი უნივერსიტეტი საქველმოქმედო საქმეში ჩაება.უნარშეზღუდულ ბავშვებს ვეხმარებით . თუ პროგრამა დაგაინტერესებს შეგიძლია ჩემს კაბინეტში შემომიარო.
-ეს ხომ ძალიან მაგარია! - გული აუჩუყდა - როდის გეცლებათ რომ შემოგიაროდ?
-ძვირფასო მე თავისუფალი ვარ შენზეა დამოკიდებული.
-იცით მეც თავის...
-მაშინ ნუღარ მაყოვნებ ბუკლეტებს და ღონისძიებათა აფიშებს გაგატან და შენ თვითონ გადაწყვიტე რაში გაწევრიანდე და რაში არა ხვალ პირველი ღონისძიება ტარდება თუ არ ვცდები. პასუხები მეილზე გადმომიგზავნე.-ქალბატონი ანნა უნივერსიტეტის კორიდორში ჩქარი და ელეგანტური ნაბიჯებით მიაბიჯებდა უკან კი ქენდი ლამობდა დაწევას.
******
-ალო! გისმენ ნინა.
-ქენდი , დამაგვიანდება პაემანზე ვარ!
-რა? არარსებობს ის იდუმალია ? არაფერს რომ არ მიყვები?
-ჰმმმ.... ჰო!
-იცოდე იძულებული ხდები რომ ყველაფერი მომიყვე დაბრუნებისას.
-ნუ თაღლითობ! მაქსს მოკითხვა გადაეცი.
ტელეფონი გაითიშა , გოგონამ კალთაში გაშხლართულ ძაღლს მოკითხვა გადასცა და თან დაამატა -უცნაურია ნეტა მართლა ყავს შეყვარებული თუ რამეს მიმალავს? შენ როგორ ფიქრობ? ამ საქმეში ჩემზე გამოცდილი ხარ აშკარად, სკვერში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ჩვენ ორიდან მხოლოდ შენ დასდევ.
პასუხად ძაღლისგან დაცქვეტილი ყურები და უცნაური მზერა მოჰყვა , ნახევრად მონოლოგი გააგრძელა.
აბა ვნახოთ რა ღონისძიებებში შემიძლია ჩავერთო.მოკლედ პირველი
„თქვენ შეგიძლიათ გამოცხადდეთ თერაპიულ ღონისძიებაზე თქვენს შინაურ ცხოველებთან ერთად! „
ამ ფრაზამ ყურადღება მიიბყრო , მერე აუცილებელ კრიტერიუმებს გადახედა და გააცნობიერა რომ მაქსი მართლაც გამოდგებოდა თერაპევტ ძაღლად .არც აგრესიული იყო და ბავშვებიც ძალიან უყვარდა.მხოლოდ ერთი სისუსტე ჰქონდა ,რომელმაც ქენდისი ბევჯერ ჩააყენა უხერხულ სიტუაციაში.
*******
მეორე დღეს ნინა ისევ არ დაბრუნებულიყო.ქენდიმ მაქს „სმოკინგისებური“ თხელი მაისური მოარგო, თავზე შლაპა დაახურა და თვითონაც შესაბამისაც გამოეწყო.
-ახლა მგონი შევძლებთ ბავშვების გამხიარულებას , ნამდვილი ჯეიმს ბონდი ხარ .-ძაღლს დაემანჭა და ლოყებზე მოქაჩა.მერე თვითონაც გაეცინა და დამასრულებელი შტრიხი სათვალეები დაამატა.
-ო არა, ეს მეტისმეტია შენი ლამაზი ცისფერი თვალები უნდა გამოაჩინო ხოლმე,რა იცი ამ სათვალეზე გადაკიდება-ცინიზმით ეუბნებოდა ძაღლს ,რომელიც ისეთ სახეს იღებდა თითქოს ქენდის ნათქვამი ყველა სიტყვა ესმოდა.
******
-აქაურობა ძალიან ლამაზი სჩანს არა მაქს?
-...
ქენდისი უკვე დანიშნულ ადგილას იყო,ღონისძიება დაწყებულიყო და სპეციალურად მომზადებულ სკვერში ბავშვების ჟრიამული ისმოდა .ქენდიმ და მაქსმაც შეაბიჯეს სკვერში და ეგრევე ყურადღება მიიბყრეს, კოსტუმირებული მაქსის გარდა,არც ერთი ცხოველი იყო.ბავშვებმა ძაღლთან მოირბინეს, ვისაც არ შეეძლო მშობლებმა ეტლით მოაგორეს და მაქსის თვალიერება დაიწყეს.მაქსმაც როგორც ყოველთვის შეიფერა და დიდი სიამოვნებით იღებდა ათობით ხელის თათუნს მის თავზე, კუდზე და ცხვირზე .
-რა ლამაზია რა ჰქვია?-შეეკითხა ქენდის ეტლზე მჯდომმა ბიჭუნამ.
-მაქსი.დიდი მადლობა ჩვენც ვფიქრობთ რომ ძალიან სიმპათიური ხარ!-ქენდიმ თვალი ჩაუკრა ბიჭუნას და ბავშვური მეგობრობის პირველი ბსკვნილი ჩაბსკვნა.
„-ლამდენი წლის ალის ?“ , “-სად სძინავს?“,“-სკოლასი მასაჩ აიძულებთ წასვლას? „ მსგავსი სასაცილო შეკითხვებით დაბომბეს ბავშვებმა ქენდისი,თვითონაც ხალისობდა . დიდი ენთუსიაზმით ეკიდებოდა ყოველ შეკითხვას და ისეთივე არაორდინალურად, ჯადოსნურ და ფანტაზიებით სავსე პასუხებს სცემდა.მალე ქენდისი ერთგვარ ატრაქციონად იქცა ბავშვებისთვის მაგრამ ,როგორც სჩანს ოთხფეხა თერაპევტი დიდად მოხიბლული არ იყო ადამიანური ზღაპრებით და ამ დროს აი ისიც. თეთრი , მაღალი , ლამაზი, ჰაეროვანი პუდელი .
ყველაფერი განმეორდა მაქსი მისდევთა თავის მიუღწეველ მიზანს, ვარდისფერ ზმანებას-უკან კი , პირველკურსელი გოგონა მიჰყვებოდა და თან ფიქრობდა რომ პერენგი რომელიც ეცვა 150 ბაქსი ღირდა და მისი დასვრა ნამდვილად არ უნდოდა.
აი !ორ ჯეიმს ბონდს მაშველი გამოუჩნდათ,წინ ნაცნობი „უცნობი“ გამოვიდა თავის ძაღლით და მაქსიც გაჩერდა.
-ისევ შევხვდით!-ერთდროულად წარმოთქვეს ადამიანებმა და ძაღლებს გახედეს რომლებიც ძალიან ბედნიერები სჩანდნენ ერთმანეთის ნახვით.იმდენად ბედნიერები,რომ ამ სკვერში ვეღარ გააჩერებდნენ, რადგან ბავშვები აუცილებლად დაუსვამდნენ უხერხულ კითხვებს მომხდარის შესახებ.
-გინდა გავისეირნოთ.-ხელი გამოუწოდა მაქსმა, ქენდისმაც დაუფიქრებლად გაუწოდა და მერე გააზრა რომ ხელჩაკიდებულები აგრძელებდნენ სეირნობას.
-აჯობებს ამ საღონისძიებო ტერიტორიას თუ მოვშორდებით-უხერხულად შეიშმუშნა ქენდი და ასეც მოიქცნენ .
სკვერის ბოლოს გაველურებული ბუნება იყო , ტბის ნაპირას გეგონებოდა რომ, სადღაც ,ქალაქიდან შორს იყავი ,იქ სადაც მანქანების ხმა არ ისმოდა. მხოლოდ ტბაში მოცურავე თევზები, მოცეკვავე ფოთლები და ეს პირველყოფილური ჰარმონია გეკვროდა თავს.
-მაშ! ქველმოქმედიც ხარ!
-ო იცით მე უბრალოდ ბავშვები ძალიან მიყვარს , და თქვენ საიდან აღმოჩნდით ასეთ ღონისძიებაზე?-ქენდი თითქოს თავისუფლად ესაუბრებოდა მაგრამ იყო რაღაც გაუცნობიერებელი რაც მასთან საუბარს ურთულებდა.
-მეც იმ უნივერსიტეტში ვსწავლობ , რომელმაც ეს ორგანიზაცია დაარსა და პირველ ღონისძიებაზე მივიღე მონაწილეობა, რადგან მეც შინაური ცხოველი მყავს,და თან სამედიცინოს მესამე კურსზე ვარ , ასე რომ ყველაფერი ნათელია!
-ო, მეც სტუდენტი ვარ!-ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ , მაგრამ მე არასდროს დამინახიხართ.
-ჰო, მე მხოლოდ გუშინ დაგინახეთ!საოცრად ლამაზი კაბა გეცვად-ცალყბად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
ამ მომენტში კი ის დაფერხება რომელიც ქენდის ყელში გაჩხეროდა ნათელი გახდა. ქენდისს ის მოსწონდა და თან ძალიან.მოკლედ შეჭრილი შავი თმა , ფერმკრთალი კანი და უჩვეულოდ ცისფერი თვალები .რაღაც ცისფერმა დაისადგურა ქენდის გონებაში.
-... გმადლობთ !კაბა მე შევკერე.
-ესეიგი ხელოვნების ფაკულტეტზე ხართ?
-არა მე ენათ მეცნიერებას ვსწავლობ.
-განსაოცარია, ერთი რაც არ შემეძლო არასდროს ენების სწავლა იყო, მიუხედავად იმისა რომ ესპანური ვიცი.
-მეც ძალიან მიყვარს ესპანური ძალიან სექსუა...ლური ენაა-მიხვდა რომ ეს არ უნდა ეთქვა უკომპლექსო ადამიანი გამოჩნდებოდა, ისეთი- როგორიც სინამდვილეში არ იყო. უბრალოდ დაავიწყდა ვის ელაპარაკებოდა.დაავიწყდა ,რომ ის უცნობი იყო .
-„ ა სი? ენკანტადო !“ (მართლა ? მოხარული ვარ!)
-კარგად გამოგდით! მთავარი ესპანურში აქცენტია.
-ტრრრრრ, ეს არა?
-ჰო,სწორედ ეგ.
-ქენდი რაღაც უნდა გითხრა , სამ-ოთხ თვეში ლეკვი გინდა?
-არა! მადლობა. იცი ,მე ჩემიც საკმაოდ დიდ პრობლემებს მიქმნის.
-კარგი მაშინ , უბრალოდ გავაჩუქებთ!
-ლეკვები გყავს?
-ჩვენს ძაღლებს შეხედე! მალე გვეყოლება.
და აი ისიც უხერხული სიტუაცია, რომლშიც, ძაღლები ხშირად აგდებენ თავიანთ პატრონებს.
გოგონა შეიშმუშნა და არ იცოდა ასეთ სიტუაციაში უბრალოდ გაეღიმა თუ რა ექნა, მეგობარი რომ ყოფილიყო ბევრს იცინებდა და სხვადასხვა იმპროვიზაციას გაუკეთებდა თავისი ძაღლის საქციელს , მაგრამ,ახლა საქმე ცოტათი რთულად იყო.იმას თუ ჩავთვლით რომ ტბის ნაპირას ორი წყვილი იყო ერთნაირი სახელებით.
-უკვე ბინდდება! ჩვენი წასვლის დროა!-თქვა გოგონამ ,უხერხული პაუზის დასარღვევად.
-ნება მომეცით,რომ სახლამდე მიგიყვანოთ , უხერხულია! ჩემი გოგოს პირველი „მამაკაცი“აუცილებლად უნდა მივიყვანო სახლამდე!-გულიანად გაეცინა ადამიან მაქსს.
*****
-მეც აქვე ვცხოვრობ! გასაოცარია ! ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ ,ერთმანეთის მახლობლად ვცხოვრობთ, ერთ სკვერში დავდივართ ხოლმე, მაგრამ ჩვენი გაცნობის მიზეზი ,ძაღლები გახდნენ!
-კი ეს ნამდვილად უცნაური დამთხვევაა!
-იქნებ ბედიცაა! -საფირმო ღიმილი და თვალის ჩაკვრა მიაყოლა.
დამშიდობებისას გოგონას ლოყადე აკოცა და ორივეს გონებას მოეხვია ცისფერი გრძნობა.
ისეთივე ცისფერი, როგორიც ზღვა, ზეცა,ქენდისის ბავშვობის ოთახის კედლების ფერი,ჰასკის თვალების ფერი და მათი თვალების ფერი ცისფერი.



№1  offline წევრი fluctus Oceani

Deda gavgijdi kargiaaaaaaaaa

 


№2  offline წევრი Soow

I love you baby
Deda gavgijdi kargiaaaaaaaaa

მადლობა!

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

Kargia dzalian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent