შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ნაშთი თავი მეორე


10-10-2018, 21:29
ავტორი ki si
ნანახია 1 281

წარსულის ნაშთი თავი მეორე
იმ წამიდან, როცა დედას მივუჯექი ვიცოდი დიდი ცოდვის მომაწილე ვხდებოდი. მამაჩემს რომ სულ პატიოსნად არ ჰქონდა ფული ნაშოვნი, ამას ვხვდებოდი მაგრამ დედაც თუ იყო გარეული რას წარმოვიდგენდი.
-სკოლა მაღალ ნიშნებზე დავამთავრე,-დაიწყო დედამ მოყოლა და მეც სულგანაბული ვუსმენდი,-მამაჩემმა მალევე მომიძებნა საქმრო, პოლიციის უფროსი დაშკოვი გვარის მიუხედავად იგი თხემით ტერფამდე ქართველი იყო. „ასეა საჭირო და დაშკოვია შენ მაგას ნუ დაეძებო“ მამამ მითხრა
- მე არ ვიცნობდი, იმ ღამეს როცა უნდა გამეცნო ბარგი შევკარი და რუსეთშ გავიპარე. სამედიცინო უნივერიტეტში მინდოდა სწავლა და გული არც იმ დაშკოვისკენ მიმიწევდა. რუსეთში საქმის მოწყობა ადვილი არ იყო. პარკში სკამებზე მეძინა, ნაგავში გადაგდებულ საჭმელს დავეძებდი. ღმერთს მადლობა ჯერ ზაფხული რომ იყო. ბოლოს მოვეწყვე ერთ სახლში მნედ დავიწყე მუშაობა და თან სწავლა.
მენატრებოდა საქართველო, ჩემები, მაგრამ ეს ცხოვრებაც არ მეთმობოდა წარმატებული სტუდენტი ვიყავი სამედიცინო უნივერსიტეტისა. ჩემი მოწყობის სამი წლის თავს აღვნიშნავდი ჩემი უფროსები რომ გაკოტრდნენ და მნეს კი არა პურის ფული აღარ შერჩათ. რას ვიზამდი ავდექი და წამოვედი. ბარგი უნივერსიტეტში დავმალე საწყობში და მეც იქვე მოვეწყვე, მაგრამ ვიცოდი თუ მიპოვიდნენ კარგი არაფერი არ მელოდა. სამი დღის მერე ერთი ქალი გავიცანი, სვეტლანა ერქვა.
სვეტამ თავითან დამპატიჟა საცხოვრებლად, მითხრა რუსეთში მეც დიდი იმედებით ჩამოვედი მაგრამ ამ პირუტყვებმა ქუჩის ქალად მაქციეს და არ დავუშვებ კიდევ ერთი ქალის გაწბილებასო. არ დაუმალავს სვეტას, რომ ერთი ახალგაზრდა ჩემზე ასე ორი-სამი წლით უფროსი საყვარელი ყავდა, რომელიც მის ხარჯებს ფარავდა. არ შეგეშინდეს არაფერს არ დაგიშავებს კარგი კაციაო მითხრა და თავისთან წამიყვანა. სვეტასთან სამი თვე ვცხოვრობდი ის საყვარელი არ გამოჩენილა, სამაგიეროდ სვეტას არაფერი აკლდა არც ჩასაცმელი, არც ფული და არც საკვები. შესაბამისად არც მე.
-ასე ხომ გაიყინებით,-მომესმა ერთ დღეს მამაკაცის ხმა და მივიხედე. უნივერსოტეტიდან ვბრუნდებოდი მარშუტს ველოდებოდი პოლიციის მანქანიდან მომზირალი მომხიბვლელი მამაკაცი რომ დავინახე. სვეტას ნაქონი მოკლე კაბა მეცვა ისე მომერიდა რას იფიქრებს ჩემზე თქო გავიფიქრე და თავი დავხარე.
-წამოდი მიგიყვან სადაც მიდიხარ,-შემომცინა კაცმა.
-თქვენ მე მეძავი არ გეგონოთ,-შევუღრინე მაშინვე.-დედას ღიმილი გაუკრთა სახეზე ალბათ ეს ბედნიერი მოგომება იყო მისთვის,-მომავალი ექიმი და პატიოსანი ქალი ვარ.
-არც მიკადრებია უბრალოდ წაყვანა შემოგთავაზე,-მითხრა კაცმა და კარი გამიღო. ის იყო სანდროს მამა სერგეი დაშკოვი.
- ვიცანი გვარი და სახელიც მეცნო,-განაგრძო დედამ,- მაგრამ მან არ იცოდა ვინ ვიყავი ან კარგად მალავდა ამას. მოკლედ რომ გითხრა მე და დაშკოვმა ისეთი ურთიერთობა ავაწყეთ მეგონა ცოლადაც კი გავყვებოდი რომ არა ერთი შემთხვევა.
-შენ თავი ვინ გგონია?-ატირებული სვეტა დამხვდა სახლში ისეთი ნაცემი იყო თვალი ძლივს უჩანდა,-სახლის კარი გაგიღე და თავად პოლიციელთან ერთობა გოგო,-ჩაილიაპარაკა მან
-სვეტლანა რამოხდა რა შუშია სერგეი იცი რა კარგი კაცია ის?
-შენი კარგი კაცის გამო დიმიტრის ძმაკაცებმა ლამის ცემით მომკლეს,-საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა მამის სახელის გაგონების გამო მეგონა ცრემლები გამომცვივდებოდა. დედას სახე გაყინული ჰქონდა გეგონებოდათ ჰიპნოზის ქვეშ იყო და ახლა იმ მენტს დაბრუნებოდა მთელი არსებით, არც კი მიყურებდა.
-რატომ გააკეთე ეს საშა?-სული შემეხუთა სვეტას სახეს კიდევ ერთხელ რომ შევავლე თალი
-სვეტა მე არაფერი არ დამიშავებია სერგეიმ წესიერად არც იცის სად ვცხოვრობ,-თავი ვიმართლე და ატირებულ სვეტას ყინული დავადე. ჩემს კალთაში გადაწვა და მწარედ ატირდა. შემძულდა ის კაცი ქალს ასე რომ მოექცა სისხლი გამეყინა ძარღვებში და მწყინდა რომ ეს ჩემი ბრალიც იყო.
სამი დღის მერე ცოტა მოიხედა და საავადმყოფოშიც შევძელი მოროგეობაზე წასვლა. უცნაური ღამე იყო, რაც შებინდდა პოლიციის მანქანები დარბოდნენ. მინდოდა სერგეის სვეტაზე დავლაპარაკებოდი მაგრამ არ დამცალდა როგორცკი მოვოდა ორ სიტყვას გეტყვი და შემოგხედავო მაშინვე გამოიძახეს.
-გოგებო პეტია მოვიდა,-გაისმა მედდის ხმა და თმა შეისწორა.
-ერთ-ერთი მჭირდებით,-კარი შემოაღო მაღალმა ფიგურამ და ჩემკენ წამოვიდა,-შენ წამოხვალ,-არ ვიცოდი რატომ გამცრა ტანში ამ უცხოს შეხებისგან, არც ის ვიცოდი რატომ მიმათრევდა ჩემი ნების წინააღმდეგ სადღაც და არც ისე რატომ მიყურებდნენ მედდები შურით.
-ხმა არ ამოიღო და წყნარად იჯექი,-გამაფრთხილა პეტიამ და აფთიაქში ჩავიდა. მორფი, კიდევ რამდენიმე შედარებით მსუბუქი გამაყუჩებელი დიდი ოდენობით ბინტები და კიდევ უამრავი რამ მოიტანა. მერე თავზე ტომარა ჩამომამხეს და სადღაც წამიყვანეს. არ ვიცოდი საუკუნედ მეჩვენებოდა ის დრო მანქანით, რომ მივდიოდი და ვლოცულიბდი რომ ცუდი არაფერი მომხდარიყო.
-სად ხარ აქამდე პეტია დავლიე სული,-სიცილნარევი ხმა მომესმა, როცა ოთახში შემიყვანეს. ტომარა მომხსნეს და სანთლის შუქზე კარგად დავინახე ძველი სახლი, იქვე კერია მოეწყოთ მის მოპირდაპირე მხარეს კი საწოლზე კაცი იწვა და სიკვდილის ფერი დაკრავდა.
-ან გადაარჩენ, ან შენც მის გზას გაგაყოლებ,-ნერწყვი გამეჩხირა, როცა ეს მითხრა პეტიამ და მიბიძგა.
-ნუ აშინებ,-დამიყვავა დაჭრილმა. მის საწოლთან ჩამოვჯექი. მისი ორი მოციმციმე სფერი თვალებში მიყურებდა და თითქოს ვედრებას ვკითხულობდი.
-ცხელი წყალი, მაკრატელი, სპირტი და ნაჭერი მჭირდება,-ვთქვი ისე ჭრილობისთვის თვალი არ მომიშორებია. წამშიყველაფერი გაჩნდა. წყალი ისევ ბუხარზე დაბრუნე მაგრამ ამჯერად პატარა სათავსოთი და შიგ საავადმყოფოდან წამოღებული პინცეტი, სამედიცინო მაკრატელი და ნემსი ჩავყარე. თხუთმეტი წუთი ვუცდიდი როდის გამოიხარშებოდა ნივთები, მერე წყალი გადავასხი და სპირტში ჩავყარე ყველაფერი.
-ტყვია სხეულშია დარჩენილი უნდა ამოვიღოთ. ამას კბილები დააჭირე რომ ენა არ მოიკვნიტო თქვენ კი გააკავეთ,-გავეცი ბრძანება და ნაჭერი პირში ჩავჩერი უცნობს.
-მორფი ხომ გვაქვს?-დაბნეული თვალები მომანათა პეტიამ
-ეგ მერე დასჭორდება ღრმა ჭრილობაა ასე ადვილად არ მორჩება,-ვუთხარი პეტიას და ტყვიის ამოღებას შევუდექი მენჯის მაღლა ასე ათი სანტიმეტრით ტყვია იმხელაზე ჰქონდა ორგანიზმში პინცეტით რომ ვერ მივწვდი თითებით ამოვუღე ტკივილისაგან გონება დაკრგა,თუმცა ბოლომდე ითმენდა.
-აქ იქნები სანამ არ წამოდგება,-დამიბარა პეტიამ და წავიდა. არც მიფიქრია მისი დატოვება. ვიცოდი გარეთ დამიტოვეს ვიღაც მეთვალყირედ, და ესც არ ყოფილიყო მინდოდა რომ მალე გაეხილა თვალები. ეს კაცი რომელიც სავარაუდოდ ორმხრივ სროლაში დაიჭრა პატარა ბავშვივით მეკვროდა და ხელს არ მიშვებდა. არვიცი ვნება ამეშალა თუ მართლა იმ წამსვე შემიყვარდა თუმცა ფაქტია მაშინვე ვიგრძენი მიზიდულობა.
-კარგი ნადია უკვე გვიანაა დაიძინე,-დედამ საათს დახედა,-უკვე სამი დაწყებულა მიდი დე დაიძინა სხვა დროს გავაგრძელოთ.
-დედა მაინტერესებს,-ისევ ისე გაუნძრევლად ვიჯექი იმ იმედით, რომ განაგრძობდა.
დილამდე ვცდილობდი დამეძინა თუმცა ძილი თავად არ მეკარებოდა. თავში დომხალი მქონდა. ვიცოდი რასაც გავიგებდი მთლიანად შეცვლიდა ჩემს წარმოდგენას მამაჩემზე მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მის მიმართ ისევ უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი. ერთადერთი რამ მაფიქრებდა, მაფიქრებდა ის რომ ამ ისტორიის მოსმენით სანდროს უფრო ვშორდებოდი ისე, რომ ვთქვათ მე და სანდრო არც ვიყავით ახლოს უბრალოდ რამდენჯერმე გადამრჩინა ესაა და ეს.
ორი დღე დავდევდი დედას მოყოლა გააგრძელემეთქი მაგრამ ამაოდ მესამე დღეს გამომიცხადა მოემზადე საქართველოში ვბრუნდებითო. საქართველო ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. თქვისი კულტურითა და ღირსშესანიშნაობებით კარგად ვფლობდი ენას, ისტორიას და ა.შ. მაგრამ აქაური ცხოვრებაც არ მემეტება დასათმობად. მაინც მან გაიმარჯვა მალე ავბარგდოთ.
-არ მჯერა რო უკანასკნელ საღამოს ვატარებთ ერთად,-ჰელენი საშინლად მოწყენილი იჯდა და სასმელს წრუპავდა.
-რატომ ამობ ასე? ჩამოხვალ ჩვენთან, მეც ჩამოვალ ხოლმე,-გამამხნევებლად გავუღიმე თუმცა სიტუაცია მაინც უიმედო იყო.
საქართველოში ჩაფრენის, დაბინავების და საფუძვლიანი დასვენების მერე გადავწყვიტე ქვეყანა, ქვეყანა რა დედაქალაქი დამეთვალიერებინა. არ აღვწერ ახლა სად და რა დრო დავყავი უბრალოდ ის რამდენიმე დღე რაც თბილისის დათვალიერებას შევალიე თავბუდამხვევი ემოციებით იყო სავსე.
-დედა დროა,-ძალღონე მოვიკრიბე ამბის შეწყვეტიდან ორ კვირაში, დაახლოებით და დედას მივაკითხე. დიდზე ამოიხვნეშა და განაგრძო.
-დაახლოებით ხუ თი დღე ველოდი როდის მომჯობინდებოდა იმ ყაჩაღების მეთაური და როდის მეღირსებოდა სახლში წასვლა. თვალები მართლაც მალე გაახილა და ტუჩები ააწლაპუნა წყალი მივაწოდე. რამდენიმე საათი კიდევ დავყავი მასთან ერთად არ ვლაპარაკობდი არც ის ამბობდა რამეს უბრალიდ მიყურებდა მე კი ფანჯარას ვაშტერდებოდი. მინდოდა, ძალიან მინდოდა თავადაც შემეხედა მაგრამ ვერ ბედავდი. ბოლოს მომიახლოვდა ტუჩები ძალიან ახლოს მომიტანა და მერე საკუთარ ბეგეზე ვიგრძენი მათი შეხება. მკოცნიდა ვნებამორეული და არც მე ვეწინააღმდეგებოდი. მერე პეტია შემოვიდა და სახლში წამიყვანა.
თავი ჩავხარე მანქანში და ტუჩებზე ორივე ხელი მივიკარი არა იმიტომ არა რომ დანაშაულის ან რამე სხვა შეგრძნება მქონდა. მინოდა ის გრძნობა დიდხანს გამყოლოდა. ამის მერე უკვე ძველებურად აღარაფერი იყო.. იმ შუადღეს ბანდიტმა, სავარაუდოდ მკვლელმა და იმ ბანდიტების მეთაურმა, ახლა რომ მაბრუნებდნენ მოსკოვში პოლიციის ვიცე უფროსს პირველი ამბორი მოსტაცა. პირველი ამბორი ქალისა, რომელიც მისი აღარასდროს იქნებოდა, იმ ქალმა მაშინ უხმოდ შეჰფიცა სიყვარული სრულიად უცხო კაცს.არ ვიცი ეს ვნებათა მორევის დამსახურება იყო თუ რეალურად ვგრძნობდი რამეს უცხო კაცის მიმართ მაგრამ როგორც ამბობენ ფაქტი ჯიუტია. გადიოდა დღეები, თვეები... ზამთარმა ფიფქებით სავსე დღეებით გაიარა, გაზაფხულზე ფერადი კაბა ჩავიცვი, ზაფხულში კი წითელ-ყვითელი სარაფნებით და ქუსლიანი ფეხსაცმელებით დავაბიჯებდი სერგეისთან ერთად მოსკოვის ქუჩებში. არ შეცვლილა მხოლოდ ერთი მე ისევ ვგრძნობდი რაღაცას უცხოს მიმართ. ეს გრძნობაც ისეთივე უცხო იყო ჩემთვის როგორც ის კაცი. ზაფხულში სერგეიმ გადაწყვიტა მოდი საქართველოში წავიდეთ მშობლები ვნახოთ და ყველაფერს მოვუყვეთო. დავთანხმდი იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა არა იმიტომ არა რომ სერგეი რამეს მაძალებდა. ის სხვანაირი იყო ის კარგი იყო მე კი ბანალურად „ცუდი ბიჭი“ მიყვარდა.
მამა ბედნიერი იყო ამბობდა ხომ ვამბობდი ეს ბიჭი შენი საბედოა აქ უარი მითხარი მაგრამ მოსკოვში მაინც მას შეხვდიო. ისინი ბედნიერები იყვნენ და მათგამო მეც მიხაროდა მამას იმედი ჰქონდა მე და სერგეი ნოემბრის დასაწყისში დავინიშნებოდით კოდევ უნდოდა, რომ სწავლა წარმატებით დამესრულებინა. ამ შემთხვევაში პოლიციის უფროსის სერგეი დაშკოვის ექიმი მეუღლე ვიქნებოდი,-გამაჟრჟოლა ეს რომ თქვა ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ ნანობდა...
-იცი ნადი როდის გრძნობ რომ სრულიად მარტო და უიმედო ხარ? როცა საყვარელ ადამიანებთან გატარებული საღამოს შემდეგ დგახარ ღია ფანჯარასთან და ბალახებს დაშტერებიხარ, როცა ძილი არ გეკარება. აი რას ვგრძნობდი მაშინ მე მარტო ვიყავი სრულიად უიმედო. ამაზე უარესი კი ისაა რომ იმედის აღარ მჯეროდა.. ..
სვეტას სახლში შესულს მისი ოთახიდან ხმების გაგება მატყობინებს რომ სვეტას საყვარელი აქაა. პირდაპირ ოთახში წავედი ნამგზავრს მალევე ჩამძეინა. გაღვიძებული კი მივხვდი რომ სვეტას ჩემი მოსვლა არ გაუგია ან უბრალოდ არ მეონდა, რაგან ერთხელ როცა კურსელებთან ერთად წავედი და გვიან დავბრუნდი დილას წერილი დამახვედრა „კეთილი იყოს დაბრუნებაო“. ეს საბოლოოდ „ჩემმა“უცნობმა დაამტკიცა, რომელიც სამზარწულოში ღია მაცივართან დგას და ნაყინის კოვზს პატარა ბიჭივით ლოღნის.-დედას სიტყბების გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის.
-სხეულში უსიამოვნოდ გამცრა, მუცელში საშინელი სიმძიმე ვიგრძენი, გულმა რამდნიმე სანტიმეტრით დაიწია და აი ისიც შემობრუნდა.
-ჩამოხვედი?-მკითხა გაკვირვებით
-დიახ,-მეგონა არ ვახსოვდი,-ჯერ არ გელოდით სვეტამ თქვა საქმროსთან ერთად წავიდაო
-დიახ
-როგორი ზრდილობიანი ხარ, მაგრამ ესეც კარგია. მაშინ, როცა მივლიდი ამასაც არ ამბობდი,-გაიღიმა მაგრამ მძიმედ.
-საშა,-ხელი გავუწოდე მანაც ხელი შემახვედრა
-დიმიტრი ლაზარევი,-მითხრა თავდაჯერებით,-ნაყინი გინდა ალექსანდრა?-არც კო ვიცოდი ჩემი სახელი ასე ლამაზად თუ ჟღერდა მანამდე,-და აი როგორც იქნა დედას სახეზე ისევ გაუკრთა ლამაზი ღიმილი,-ამის მერე რაღაც გარდაქმნა დაიწყო. მე სვეტას თავს ვარიდებდი ის კი ისე კარგად მექცეოდა. ეჰ სვეტა რა იცოდი, რომ სწორედ ამიტომ გარიდებდი თვალს, სვეტას დიმიტრი ნამსვილად უყვარდა. ნეტავ გენახა შვილო ბევრი დედა ვერ დაანახებს შვილს სიყვარულის ასეთ მაგალითს როგორიც მე მიჩვენა სვეტამ. სახლში პატარა ხატების კუთხე გვქონდა, ყოველთვის როცა დიმიტრი საქმეზე მიდიოდა სვეტა იქ დამხობილი საათობით ლოცულობდა. ახლა ალბათ ფიქრობ რომ ქუჩის ქალის ლოცვას არ შეისმენდა ღმერთი მაგრამ ცდები,-ასე არ ვფიქრობდი საერთოდ არ ვფიქრობდი რომ სვეტა მამაჩემის საყვარლობის გამო, ან თავისი სიძვის გამო ცუდი იყო. პიროქით მომწონდა კიდევაც
-ღმერთი ყველა მოსიყვარულე გულს უსმენს შვილო,-დედას არ შევაწყვეტინე ბევრი კითხვა მქონდა მაგრამ ვგრძნობდი რომ პასუხები თავისით მოვიდოდა,-ბოლოს ყველაფერი აირია.
-დედა,-როგორც იქნა პირში ენა მოვიბრუნე და შევაჩერე,-წავალ წყალს დავლევ.
არ მწუროდა, წყალი ოთახშიც მქონდა მაგრამ უნდა გავსულიყავი დედას მონაყოლს უნდა მივყოლოდი. სამზარეულოში დაცვა მეგულებოდა ამიტომ არც ისე გრძელი ტუნიკის ქვეშ რომელსაც საღამურად ვიცვამდი, ნაჭრის თავისებურების გამო, შორტი ამოვიცვი და დაბლა ჩავედი. დაცვა საბედნიეროდ პოსტზე აღმოჩნდა. მაცივრიდან წყალი დავისხი და სახე იქიდან გამოსულ გრილ ჰაერს მივუშვირე. ცოტა გამოვფხიზლდი ახლა მოვლენები უნდა გამეანალიზებინა. სამზარეულოს მაგიდასთან მოვკალათდი ხელები ერთმანეთზე დავაწყვე და თითების მაგიდაზე დატკაცუნება დავიწყე. მაშ ასე; დედაჩემი შეიფარა ქალმა რომელიც მამაჩემის საყვარელი იყო. მჯერა დედა მას არ ეტყოდა რომ მამა უყვარდა აბა როგორ აღმოჩნდა დედა მამას ცოლი ბოლოს მითხრა, რომ ყველაფერი აირიაო ნეტავ რა იგულისხმა? არა დღეს მეტ ისტორიას ვერ მოვუსმენ ამისთვის მზად არ ვარ, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს დავობდი, თითქოს დიდიხანია არც წყალი დამილევია და არც სისხლს უმოძრავია ჩემს ძარღვებში, მეგონა გამომშრალი ვიყავი.
-დედა იქნებ ხვალ..-აქამდე რატო არ შემობრუნდი ნადია ჩასძინებია,-შუბლზე ვაკოცე და თხელი ზეწარი გადავაფარე. მე კი მის ოთახში წავედი რადგან მას ჩემსაში ეძინა. იქნებ დედას არ მოეწონოს დაუკითხავად თუ შევალ იქ? ვკითხე გზაში საკუთარ თავს მერე მისი კაბინეტის წინ გავჩერდი და შევედი. დედას დიდი კაბინეტი ჰქონდა წიგნებით სავსე წიგნების სათავსოს ქვეშ სეიფები ჰქონდა დიახ მრავლობითში. ჩვენ ბევრი ძვირფასეულობა, ცნობილი ტილოები და ღმერთმა უწყის დასამალი კიდევ რამდენი რამ გვქონდა. რა უცნაურია არა ერთ დროს ვამაყობდი იმ ყველაფრის პატრონი რომ ვიყავი რასაც ახლა ვხედავ, ან ვერ ვხედავ მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მამძიმებს. დედას მაგიდაზე დადებულ სურათს ვაკვირდებოდი პირვემზე მე და მამა ვერთ. მაშინ პატარა ვიყავი, ეგვიპტეში ვმოგზაურობდით და მეღიმება ფოტოზე მე და მამას უცნაური ქუდები გვახურავს, ის წელზე მეჭიდება და ჰაერში მაფრიალებს, მეორე ფოტოზე მარტო დედაა ვუყურებ მის დანაოჭებულ ნაადრევად დაბერებულ სახეს და ხელს სახის ნაკვთებზე ვუსვამ. მახსენდება როგორ ჩაეძინა ჩემს საწოლზე.მესამე ფოტოზე კი ნამსვილად ყველა ვართ დედას საიმიჯო ფოტოს გადაღება უნდოდა გაზეთისთვის, მაგრამ მე და მამა ვიჭყანებოდით და არ ვჩერდებოდით ფოტოგრაფმა ძლივს დაიჭორა ერთი კადრი სადაც უბრალოდ ვიცინით და ენა არ გვაქ გამოყოფილი.მიყვარს ეს ფოტო, აქამდე მახსენებდა ვინ იყო ჩვენს ოჯახში ცანცარა და ვინ საქმოსანი, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. არ ვიცი რა მინდა რას ველი მისგან მაგრამ დედაჩემის რბილ სავარძელში გადაწოლი სანდროს facebook გვერდზე შევედი. თვალი შევავლე მის ლურჯ თვალებს უკან შეკრულ მოზრდილ თმას აი ერთ ფოტოზე იღიმის აქ კი... თუმცა რა აზრი აქვს ჰა ნადია?მიპასუხე!... გადავწყვიტე შესვენება მომეწყო რადგან ძალიან ბევეი ემოცია მივიღე ამ დღეებში.
..
-სუიციდი
-რაო დედა რა თქვი?
-მაპატიე ნადია ამ სიტყვით ამ დილით რომ გამძიმებ მაგრამ ამაზე ახლა ხშირად ვფიქრობ,-დედას სიტყვების გამო ჟრუანტელი მივლის. როგორ შეუძლია ეს მითხრას?
-ამ სიტყვის რეალურ მნიშვნელობას მაშინ კი არ იგებ როცა ლექსიკონში ნახავ ამ ვინმე გიხანის არამედ მაშინ, როცა მისი გაფიქრება შვებას გგვრის და არა სევდას, იმ სევდას რასაც შენი გოგონას დატოვება ნიშნავს. დიმიტრის და მე არასოდეს არ გვიამაყია მისი წარსულით მაგრამ ჩვენ ორი დიდი შავი ლაქა ვართ შენს წარშულში. ვერასოდეს შეძლებ დაივიწყო რამდენი სიცოცხლე იმსხვერპლია მამშენის პისტოლეტს, ან რამდენი სული, რამდენი ბოლო ამოსუნთქვა შერჩენია მის დანის პირს.-ცერემლები წამომცვივდა უკვე ნიკაპამდე ჩამოსული მარილიანი სითხის ზოლი ნიკაპიდან თვალის ბუდეებამდე მიწვავს, თვალები სივრცეს გავუშტერე მე იმ წამს მთელი არსებით შევიგრძენი ჩემი ოჯახის ყოველი ცოდვა. წარმოვიდგინე როგორ დაჰყურებდა მამაჩემი უსიცოცხლო მიცვალებულ სხეულებს და მეტკინა. მკერდის ძვალთან მფეთქავი საგანი ძალიან მეტკინა. ეს ყველაფერი რაც ბოლო თვეში ხდებოდა ძალიან გავდა ბედნირი სიზმრიდან გამოღვიძებას... სიზმრები კი არ მეორდება
-ოდესმე დაფიქრებულხარ?-მკითხა ფანჯარაში ყურებით გართულმა. ისე რომ მიწისთვის თვალი არ მოუშორებია
-რაზე?
-რომ ღია ფანჯრიდან უსასრულობამდე ერთი ნაბიჯია.
-ვიცი გეტკინება ვიცი,-სასწაული სურვილი მიჩნდება წამოვდგე და დედას დავუყვირო რომ გაჩუმდეს, დავუყვირო რომ მე არაფერ შუაში არ ვარ, რომ არ ვიმსახურებ ასე მოქცევას ის არ უნდა მიყვებოდეს მე თავისი სუიციდის სურვილის შესახებ, ის არ უნდა მეუბნებოდეს ასე აშკარად რომ ორივე მშობელი ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა მეგულებოდეს. მე ეს არ დამიმსახურებია თუ ვანდალი და აუტანელი ვიყავი სტუდენტობის თუ სკოლის მოსწავლეობის დროს ღმერთია მომსწრე ნადია ლაზარევს ადამიანებისთვის არაფერი გააზრებულად არ უწყენიმებია. პირიქით ყოველთვის თვითონ სტკიოდა, რატომ არავის ახსოვს რომ ერთი თვის სამი დღისა და ექვსი საათის წინ საქმრო საწოლში ძალით მიმათრევდა და მისგან დატოვებულ ჩალურჯებას ასე ოსტატურად ვმალავდი მაკოაჟის ქვეშ. დიახ! მე ეს არ დამიმსახურებია.
-შვილო მისმენ?-შეშფოთებული სახე ჰქონდა დედას
-ისევ სუიციდზე თუ უნდა მითხრა რამე მირჩევნია გავიდე და დამიძახე როცა ამ სისულელეს თავიდან ამოიგდებ.-რაც შემეძლო მკაცრად ვთქვი და სრულიად შემთხვევით ხელში გაშეშებულ დანაზე დავინახე ჩემი ანარეკლი. საშინელი გაყინული თვალები მქონდა. ჩემს სხეულს ოსკარი ეკუთვნის. ყოველთვის კარგად ვმალავდი შინაგან ღელვას და აი ახლაც ოსტატურად ყოველი უჯრედით ვფარავ იმ ოკეანეს რომელიც ჩემში ღელავს და ვლოცულობ რომ მალე გავეცალო საუზმის სუფრას, რათა ეს ყველაფერი აქ არ ამოვაფრქვიო.
-მაპატიე ნადია,-თავს ხრის დედა,-არ ვიცი როგორ მაგრამ სკამი გავაჩოჩე ფეხსაცმლის წვერები ერთმანეთს ნერვიულად ავუსვი, თმა შუბლიდან გადავიყარე და ბაღში გავედი.
-დაგეხმაროთ ქალბატონო?-სასწრაფოდ მოვიწმინდე ცრემლები და დაცვის წევრს გავუღიმე.
-შენ თბილისს კარგად იცნობ?
-რეგიონოდან ვარ მაგრამ ყველა ქუჩა კარგად ვიცი ქალბატონო.-მპასუხობს მხნედ.
-ნადია მქვია მე,-ვუღიმი ოდნავ.-თბილისის ზღვაზე წამიყვან?
-მართალია ამბობენ ზღვა შემოდგომას უკეთესიაო მაგრამ იქნებ არ გვინდა ცივა უკვე.
-რა გქვია?-ვაიგნორებ მის გულისხმიერებას.
-დაჩი
-დაჩი გემუდარები წამიყვანე, უნდა ვიგრძნო რომ ცოცხალი ვარ,-არ ვმალავ ემოციებს და ოდნავ ვბრიცავ ტუჩებს.
-მე კი წაგიყვანთ მაგრამ მაშინ დაცვის უფროსს უნდა ვუთხრა,-ეს აზრი არ მომწონს არ მინდა პრეზიდენტივით ირგვლივ უამრავი კოსტიუმიანი და სათვალიანი კაცი მეხვიოს.
-არა ასე არ მაწყობს
-მაშინ,-ჩაფიქრდა დაჩი,-მე ნახევ საათში ცვლას ვამთავრებ, ჩემი მანქანა სადგომზეა ძველი, წითელი „მუსტანგი“ ადვილად იცნობთ გასაღებს დაგიტოვებთ და იქ დამიცადეთ მთავარია ჭიშკარს გავცდეთ.
-დაჩი
-დიახ
-შენობით მომმართე, მანქანაში დაგიცდი,-გავუღიმე და გასაღები გამოვართვი.
..
-შეიძლება გკითხოთ რატომ ტიროდით ბაღში? -ხომ გითხარი შენობით მომმართე მეთქი მე ხომ დაჩის გეძახი და არა ბატონო დაჩის,-გავებუტე ბიჭს.
-შენ ჩემი დამქირავებელი ხარ,-განმიმარტა უცებ.
-მე არა დედაჩემია შენი დამქირავებელი.
-სწორი შენიშვნაა ნადია.-გამიღიმა, ღმერთო როგორ მაკლდა ეს, მეგობრული თბილი ღიმილი.
-მითხარი დაჩი რა იცი დიმიტრი ლაზარევის შესახებ?
-მამაშენზე?
-ჰო
-ამბობენ რომ რუსული მაფიის უფროსი იყო რაღაც ნათიის პონტში ხომ ხვდები, მაგრამ ეს ჭორის დონეზე ვიცი. სხვა ცნობებით ცნობილი ამერიკაში მოღვაწე რუსი ბიზნესმენია.
-იცი ვიღაცამ თქვა მაგრამამდე ნათქვამ ყველა სიტყვას აზრი არააქვსო მას შემდეგ რაც ეს გავიგე მაგრამის ხსენებაზე ყოველთვის გული მწყდება.
-ანუ გული გწყდება მამაშენი ბიზნესმენი რომ არის და არა რუსი ალკაპონე?
-ეგ ისე ვთქვი გაგიზიარე,-გულრწფელად გამეღიმა მის კომენტარზე,-ისე კი კარგია ამ შემთხვევაში მაგრამის მერე ნათქვამი იყოს მართალი
-ხომ იცი რომ ორივე მართალია,-მხრები აიჩეჩა,- დიმიტრი რაც რუსეთიდან წავიდა ბინძურ საქმეს შეეშვა
-რატომ ხარ ასეთი დარწმუმებული?
-რა არა?-დაბნეული მიყურებს ბიჭი.
-არ ვარ დარწმუნებული. პეტია იარათის შენახვა,გასაღებაზე დააკავეს.
-ჯანდაბა ასე არ შემიძლია,-წამოიყვირა დაჩიმ
-რას ამბობ,-დაჩის ვუყურებ რომელიც ჰალსტუხს იწვალებს
-შენ ისეთი გულრწფელი ხარ მე კი გატყუებ,-ჰალსტუხს საერთოდ იხსნის და ჯიბეში იტენის მერე იქედან ბეჯი ამოაქვს. ვკითხულობ, დაჩი ონიანი ჟურნალი „თავისუფალი მედია“
-ჟურნალისტი ხარ?-წარბები უნებურად მეკვრება თავს მოტყუებულად და გამოყენებულად ვგრძნობ. ჰო არაა ახალი გრძნობა.
-არაფერს დავწერ,-ამბობს დარწმუნებით, უსადენო ხმის ჩამწერს იღებს და პატარა ჩიპს წყალში აგდებს. სხვაგვარად ისევ ისაა მთელს სანაპიროზე ორნი ვართ მე ფეხმორთხმით ვზივარ დაჩის ქურთუკზე თვითონ ჩემს პირისპირ ზის ყოველი შემთხვევისთვის მისი დაძალებით ტყვია გაუმტარი ჟილეტი მაცვია. ვითომ ქილერი თავში ვერ მესვრის და სულს ვერ გამაფრთხობინებს.
-შენ გულწფელი ხარ, გინდა ჩემი მეგობარი იყო და ამას ვაფასებ. შემოვიპარე და თავს დაცვად ვასაღებდი მაგრამ ჩათვალე რომ ეს თამაში მორჩა.
-და ახლა უნდა დაგიჯერო,-თვალები მის ფარისებრი ჯირკვლის ხრტილზე მიშეშდება ნელა ყლაპავს ნეტწყვს და გამობზუკული ხრტილი ისევ ადგილს უბრუნდება. -დაწერე რაც გინდა ჩემთვის სულ ერთია,-კენჭს წყალში ვისვრი და მერე მიწაზე ვიწყებ თითებით აბსტრაქციის ხატვას. მსიამოვნებს მიწას რომ ვეხები ასე ვგრძნობ რომ ცოცხლი ვარ.
-მოდი ნადია მელაპარაკე, გთხოვ,-ვედრება ჟღერს მის ხმაში, მე ჯიუტად ვდუმვარ.-კარგი როგორც გინდა,-მობილურს მიწვდის
-ეს რად მინდა
-პოლიციაში დარეკე,-მისი ტონი ისეთი დამაჯერებელია მართლა მჯერა რომ ჩივილს მთავაზობს.
-მაფიოზის შვილი ვარ, პოლიციასთან არ ვთანამშრომლობ,-წარბს ვწევ და სახატავს ვუბრუნდები.
-თუ ასეა,-ქამრიდან პისტოლეტს იძრობს მაყუჩს უკეთებს და მიწვდის,-მოიქეცი ისე როგორც სისხლში გაქვს,-თვალებში ვუყურებ წამით ზიზღი მიბყრობს ამ კაცისადმი მაგრამ მახსენდება რომ ამის თქმის საბაბი მე კივეცი და გამოწვდილს ვართმევ. ჯანდაბა იმაზე მძიმეა ვიდრე მეგონა. ხელს გაუბედავად ვატარებ იარღზე და ისე ვუყურებ თითქოს მინდა მისი ყოველი დეტალი დავიმახაოვრო.
-საიდან გაქვს?-თვალს არ ვაშორებ ახალ ნივთს
-სამსახურიდან წამოვიღე არ მინდოდა საფრთხე შეგქმნოდა
-ასეთი ყველა კაცს აქვს ჩემს სახლში?
-არა მებაღე დემურს ნიჩაბი აქვს,-მეც მეღიმება მის ხუმრობის მცდელობაზე.
-ეს ალბათ მამაჩემის საამაყო ბიზნესნარჩენია
-შევამოწმე გაუფორმებელი იარაღია. წესით ასეც უნდა იყოს ეგენი დედაშენმა დაგვირიგა და არავის საკუთრებას არ წარმოადგენს მაგრამ..
-მაგრამ მყიდველზე უნდა იყოს გაფორმებული არა?
-მაგრამამდე ნათქვამი სიყვები,-მახსენებ საკუთარ სიტყვებს.-არც ის კომპანია არსებობს რეალურად რომელმაც დაამზადა ბაჰამის კუნძულებზეა რეგისტრირებული და აბა თუ გამოიცნობ?
-ოფშორულია?
-ზუსტად,-მიდასტურებ
-გული მერევა ამ ყველაფრზე,-მუცელში ისეთი სიძლიერის სპაზმი მივლის მიკვირს გულის რევა როგორ შევიკავე.
-წამოდი სახლში დაგაბრუნებ.
-ეს ჩემი ბარათია,-სავიზიტო ბარათს ვუწვდი და მანქანში ვხტები
-ისევ გინდა ჩემთან შეხვედრა?-გაოცებულია დაჩი
-შენ პირველი ხარ?
-ანუ?
-პირველი ვისთანაც ნიღაბი არ დამჭირდა იმ სიახლეების გაგების შემდეგ რაც ბოლოს გავიგე. -აი მე კი ვერაფერი გავიგე მაგრამ, შენც აიღე ჩემი. იმ დღეს პირველად დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე. რატიმ ვიყავი ასეთი მარტოსული ჰო ასეა, რამდენი ადამიანიც არ უნდა ყიფილიტო ჩემ ირგვლივ მე თავს ყოველთვის მარტოდ ვგრძნობდი არასოდეს მყოლია გულითადი მეგობარი. ამის გაფიქრებაზე უკვე ცრემლი მომადგა. კი იყო ჰელენი მაგრამ მე არასოდეს ვყოფილვარ ჰელენთან ნატურა ყოველთვის ვცდილობდი დავხმარებოდი და არასოდეს დამეტოვებინა მარტო მაგრამ რეალურად მე არ ვყოფილვარ მასთან გახსნილი მე ამან გამანადგურა, გამანადგურა ამ აღმოჩენამ. გული მეტკინა ყელში ისეთი წვა ვიგრძენი წამიერად პირი გავაღე რომ სული მომეთქვა. წარბთან რაღაც მფეთქავი ვიგრძენი და საშინლად ამტკივდა.
-გააგრძელე მოყოლა,-დედაჩემს კაბიმეტში მივაკითხე აღარ მინდოდა საკუთარი უსუსურება მეგრძნო.

...
დაგვიანება მაპატიეთ საყვარლებო, შეცდომებიც.
მაინტერესებს როგორც ყოველთვის რას ფიქრობთ და მინდა რომ გამიზიაროთ შთაბეჭდილებები.
მიყვარხართ



№1  offline წევრი ki si

ლექტორს თუ გადავურჩი კი :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent