შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 16


10-10-2018, 22:09
ავტორი katiusha
ნანახია 3 197

კვირა გავიდა იმ ამბიდან და კოჯორში გატარებული დღიდან.ამ დროს უკვალოდ არ ჩაუვლია,ყველას დაუტოვა გონებაში სასიამოვნო მოგონებები და სულის ფორიაქი,ერთმანეთი ხომ უხაროდათ და ერთმანეთი ჰყავდათ,შესანიშნავ დროს ატარებდნენ ერთად,მაგრამ აქ გატარებული მაინც სხვა იყო,განსაკუთრებული..ეს იყო სიმშვიდის,სიმყუდროვის და ბედნიერების წამები..
საერთოდ არ უნახავთ ერთმანეთი ნინიას და ლევანს,ბიჭი აღარც სწერდა და აღარც ურეკავდა,კარგად გაიგო მისი ჯიუტი ხასიათი,სანამ ის არ მოისურვებდა,აზრი არაფერს არ ჰქონდა,თუმცა ყოველთვის უკან დაჰყვებოდა ქისტაური,მის აჩრდილად იქცა. გოგოს უკვირდა მისი გაუჩინარება,იგრძნო როგორ მძიმე იყო უიმისობა,ყოველ საღამოს ცრემლი გახდა მისი განუყრელი მეგობარი...
სამაგიეროდ ხშირად უწევდათ ერთმანეთის ნახვა თამარს და დუდას,კარგად გაუგეს ერთმანეთს,ერთნაირი გემოვნება,აზრები,შეხედულებები,წარმოიდგინეთ საკვებშიც კი ერთნაირი აზიატები იყვნენ..სამსახურის შემდეგ რამდენჯერმე ერთად ვახშმობა და გასეირნებაც კი მოახერხეს.ერთხელ ლევანი და თორნიკეც ახლდნენ და გოგომ ისე იმხიარულა და იმდენი იცინა მათი ამბების გახსენებით,რომ მუცელი ასტკივდა..
-ამდენი ხანია გისმენ ლევან,ათას რამეს ყვები,მეკითხები და ყველაზე მთავარი არ გიკითხავს.-თვალები ეშმაკურად ააციმციმა თამარმა.
-ვერ გავიგე...
-რა ვერ გაიგე...დარწმუნებული ვარ ნინიას ამბები გაინტერესებს...
-მაინტერესებს,თან ძალიან.მაგრამ შენ მისი მეგობარი ხარ,ჩვენს პირადში არ ჩაგრევ...
-ჩემზე უკეთესს ვის ჩარევ ერთი ვიცოდე.იცი რაა, ყველაფრის მიუხედავად, წარსულის გათვალისწინებით,იმ გაურკვევლობის გამო მაინც მომწონხარ,ვიცი კარგი ადამიანი ხარ და სწორედ შენ ხარ მისი შესაფერისი.ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები.ვერავინ მოარჯულებს და დაიმორჩილებს ნინია არაბულს შენს გარდა.
-ხო მაგრამ მას ვერ დავაჯერე რომ გულწრფელად მიყვარს..
-ცოტა ჯიუტია მაგრამ გადაუვლის.აუცილებლად.
-შენ რატომ გჯერა ჩემი?
-არსებობენ ადამიანები ვისაც ეტყობა როგორი სულისაა ის,მის თვალებში იკითხება.აი შენ მაგალითად გეტყობა რომ ვიღაცაზე ან რაღაცაზე ძალიან ხარ ნაწყენი და ეს მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ გაძლევს.-მიუბრუნდა მეტრეველს.
-მეე?არაა,ვერ დავიჯერებ რომ გამოიცანი,ნამდვილი გულთმისანი ხარ..-გაეცინა თორნიკეს.
-გულთმისანი არა,უბრალოდ კარგად ვკითხულობ ადამიანის თვალებში არსებულ სევდას,ტკივილს,ბრაზს,სიხარულს,ბედნიერებას,ასეთი პროფესია მაქვს..
-შენ ძალიან კარგი გოგო ხარ თამარ,ყველასგან განსხვავებული,კარგი მეგობარი,ასეთები იშვიათია...
-თქვენაირებიც ბიჭებო..იცით,მდიდრების და საზოგადოების მაღალი ფენის პრობლემა რაშია?იმაში რომ ფული მათ ამპარტავნებად აქცევს,არ კადრულობენ და საერთოდ არ უყადრებენ თავს მათზე ქვემოთ მყოფ ხალხს,სინამდვილეში კი პირიქითაა,რაც უფრო თავმდაბალი ხარ და უშუალო,მით უფრო კარგი ხარ,სინამდვილეში ეს ხალხია მდიდარი,იმიტომ რომ მათ ერთმანეთი ჰყავთ,ადამიანური ურთიერთობები ნამდვილია და არ ეპირფერებიან ერთმანეთს..
-არც კი ვიცი რა ვთქვა,ახლა რომ დავფიქრდი,მივხვდი რომ ასეა.ნამდვილად ასეა,ალბათ ჩვენც ამიტომ ვართ მდიდრები,რომ ერთმანეთი გვყავს..
-და გყავს კიდევ ნინია..-გაეცინა ბექაურს.
-შენ არ გყავს შეყვარებული?-ჰკითხა დუდამ.სულ უნდოდა ამის კითხვა და აი დადგა შესაფერისი დრო.
-მეე?არა ჩემო კარგო,არ გამოჩენილა ჯერ ისეთი მამაკაცი,ვინც ჩემნაირ აუატანელ და ძლიერ ქალს გაუძლებდა.
და სოფო?-უცებ წამოსცდა თორნიკეს,მაგრამ გვიანი იყო.
-სოფო?სოფო ცალკე სასაუბრო თემაა,ის ყველაზე უფროსია ჩვენში,მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი,ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ შევისწავლეთ იმდენად სხვაა,თითქოს არაამქვეყნური,თითქოს ღმერთმა იმიტომ შექმნა რომ დედამიწაზე გამოეგზავნა და ჩვენს ოჯახებს მისი სახით მფარველი ჰყოლოდა. მამა ამბობს ადრე დედაშენი იყო ასეთი და ახლა ძმისშვილმა აჯობაო..
-ძალიან უყვართ ერთმანეთი შენს მშობლებს..
-მსგავსი არ მინახავს,როგორც ვიცი ბებიაჩემს,მამაჩემის დედას არ სდომებია რძლად,მაგრამ მამას ბოლომდე დაუცავს თავის სიყვარული.მამა რომ კომაში იყო დედა გვერდიდან არ მოშორებია,თან მაშინ დემეტრეზე ყოფილა ორსულად,მისი დამსახურებაა რომ დღეს ის ცოცხალია და ასეთი ოჯახი გვაქვს.
უცნაური გრძნიბა დაეუფლა მეტრეველს,არ შეიძლებოდა რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითი და ტყუილი ყოფილიყო,ვერ იქნებოდა.ამდენი წელი ასე ვერ ითაშებდი სიყვარულს,გოგო კი საპირისპიროს კი არა ლეგენდას ყვებოდა მშობლების სიყვარულის შესახებ..მაშ რა შუაში იყო ის თუ მამამისს უყვარდა შორიდან?რა აკავშირებდათ და რატომ ადანაშაულებდა დედა ასე ძალიან მას ყველაფერში.უნდა გაერკვია,ისე არ გამოვიდოდა,ასე ვერ იცხოვრებდა,ამ საშინელი გრძნობით,მითუმეტეს ახლა როცა იმ ფაქტის წინაშე იდგა რომ ოცდაცხრა წლის ასაკში შეიძლება პირველად შეჰყვარებოდა....
-ჩვენ წავალთ კარგი.ისედაც გვიანია,-წამოდგა ფეხზე.
-მეც წავალ დავისვენებ,-უკან მიჰყვა ქისტაური.-დამღლელი ყოფილა ეს ყველაფერი..
-აბა რა გეგონა?ადვილი უსაქმურობაა.-გაეცინა დუდას.
ბიჭები დაემშვიდობნენ და მარტო დატოვეს,შენგელიამ სახლში გაცილება საკუთარ თავზე აიღლ და თამარი სახლამდე მიაცილა.გზაში კიდევ ილაპარაკეს ცოტა,მერე დაემშვიდობა და უკან გამობრუნდა...
***********
სახლში იყო სოფო,კონსპექტებში ჩაერგო თავი და იმეორებდა,მაგრამ თავში არაფერი შედიოდა.არადა ხვალ გამოცდა ჰქონდა.ხვალ სრულდებოდა მისი ამდენწლიანი ტანჯვა და ახალი კარი იხსნებოდა,სრულიად სხვა,ახლა შეცდომის უფლებაც არ ჰქონდა..
ყველაფერი გვერდით გადადო და საწოლზე წამოწვა.ჭერს მიაპყრო თვალები.ცოტა ხანს იფიქრა,კონცენტრირება უჭირდა,ამიტომ ტელეფონი აიღლლო და დარეკვა სცადა,მაგრამ მერე გადაიფიქრა.ჯიუტი იყო,ძალიან ჯიუტი,გუგასთან დათმობას არ აპირებდა..
მერე ჩაეღიმა.კოჯორში გატარებული ერთი დღე გაახსენდა,როგორი განსაკუთრებული იყო...და პატარაც...იქ ბავშვიც იყო და ჩამოყალიბებული ქალიც.როგორი სხვანაირი იყო ყველაფერი,უბრალო,მაგრამ დასამახსოვრებელი..
მერე მეტრეველი გაახსენდა,მისი ჩახუტება,წამიერი მაგრამ მაინც საუკუნო.თითქოს კანი აეწვა იმ ადგილებზე სადაც ის შეეხო.მისი სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში, „-სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვო ადამიანი,რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის.მხოლოდ მასში დაინახავ შენს თავს.იგრძნობ რომ ისაა შენთვის შექმნილი...“
-ნუთუ?ნუთუ შენ ხარ ეს ადამიანი?-ჩაილაპარაკა თავისთვის,უეცრად ძალიან მოუნდა მისი ნახვა და მასთან საუბარი...
ოთახის კარზე დააკაკუნეს,მაიკო იყო,ლამაზად შეფუთული სასაჩუქრე პარკი ეჭირა ხელში.
-შენთვის მოიტანა კურიერმა.
-ვისგანაა დედა?
-არვიცი,შენს გარეშე როგორ გავხსნიდი.
-კარგი ახლავე ვნახავ..მარტო დამტოვე..
-რამეს მიმალავ?
-რას უნდა გიმალავდე დედა?სავარაუდოდ რომელიმე მადლიერი პაციენტისგანაა..
-კარგი წავედი,შენ ადრე დაიძინე,გვიანობამდე არ დარჩე ფეხზე,ხვალ დასვენებული უნდა იყო.მითუმეტეს საღამოს მამაშენი რაღაცას გეგმავს.
-რა ხდება დედა?რამე ისეთია და მე არ ვიცი?-ეჭვით ჰკითხა გოგომ
-არა შვილო არაფერი,მხოლოდ წვეულება იქნება,შენი წარმატების აღსანიშნავი.თან ზეზვაც გამოდის საავადმყოფოდან.
-როგორ ასე უცებ გამოჯანმრთელდა?-გაუკვირდა გოგოს
-შვილო შენ საავადმყოფოში არ დადიხარ?არ იცი რომ გამოჯანრთელდა?უბრალოდ ცოტა ხანს სავარძელში გაატარებს,ფეხზე ვერ დგება,
-ხო გამახსენდა,ეს ვიგულისხმე მეც,რეაბილიტაციის მერე ყველაფერი უკან დარჩება.-მოიფიქრა უცებ,რომ დედას ზედმეტი კითხვები აღარ დაესვა და ეჭვი არ შეჰპარვოდა რამეში.
-კარგი წავედი,ძილინებისა შვილო,-დედამ შუბლზე აკოცა,ჩაეხუტა და ოთახი დატოვა.სოფო ყუთს მიუბრუნდა,საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და გახსნა.თვალები გაუფართოვდა,როცა იქიდან ულამაზესი კრემისფერი კაბა ამოიღო.არაფრით განსაკუთრებული,გრძელი,წელში გამოყვანილი კაბა იყო,ზემოთ თვლებით გაწყობილი,ქვემოთ სრულიად სადა.ამოიღო და ტანზე მიიზომა,სარკის წინ დატრიალდა.ნუთუ გუგასგანაა?-გაიფიქრა მაშინვე და რაღაცნაირად არ მოეწონა.ყელზე ჩამოკიდებული ყელსაბამი შეათვალიერა სარკეში,რომელიც ბიჭმა აჩუქა,არასოდეს მოუხსნია,ახლა თითქოს ახრჩობდა.კაბა საწოლზე გადაფინა და ყუთში ჩაიხედა,წერილი იყო.გახსნა და კითხვა დაიწყო.

- "ვიცი ახლა გაკვირვებული ხარ,შესაძლოა გაბრაზდე კიდეც,როცა გაიგებ რომ მე გამოგიგზავნე ეს საჩუქარი.მაგრამ როცა დავინახე,მაშინვე მივხვდი რომ ის შენი იყო...
მე მგონია, რომ ცხოვრების აზრი ის არის, ეცადო და დაინახო რაც გაინტერესებს, იგრძნო ყველაფერი, რაც ბედნიერად გაგრძნობინებს თავს და ასეთ დროს ჩარჩოებზე არ იფიქრო, არ გაიქცე, არ დაიმალო.
არასოდეს იცი როდის, როგორ და რა ფორმით იპოვი შენს ბედნიერ წამებს, შენს ერთ შანსს, ამისთვის კი მზად უნდა იყო, უნდა ელოდო და ერთ ვარდისფერ დღეს, ყველაფერი მართლაც ახდება".
ამ კაბას გიგზავნი,იმ კაბის სანაცვლოდ,ჩემთვის რომ დაჭერი,დრო მივა და თვითონ მიხვდები როდის იქნება ამის ჩაცმის დრო...
შენი ურჩი პაციენთი თ.მეტრეველი.“-ეწერა წერილის ბოლოს..
კაბას გადახედა,ჩაეღიმა.წერილი ხელში შეათამაშა.მერე კაბასთან ერთად უკან დააბრუნა და კარადაში შეინახა.სარკესთან მივიდა.დიდხანს უყურა გუგას ნაჩუქარ ყელსაბამს,მოიხსნა და უჯრაში ჩადო,კმაყოფილმა გაიღიმა და დასაძინებლად დაწვა...თორნიკეზე ფიქრი აეკვიატა და ასე ფიქრებში ჩაეძინა, იმ ღამიდან მისი სიზმრების სტუმარი გახდა მეტრეველი...
******************

კაბინეტში იჯდა უფროსი სოფო გიგაური და პაციენტების ანკეტებს ათვალიერებდა. ზოგი უნდა გაეწერა უკვე და ამზადებდა საბუთებს.ზოგსაც ოპერაციის შემგომი მკურნალობა ჰქონდა დანიშნული და მას ადგენდა.
შვილი და ნიკუშა ბურდული რომ დაადგა თავზე,ძალიან გაუკვირდა,საბუთები გვერდით გადადო და ინტერესით მიაჩერდა ორივეს.
-რამ შეგაწუხათ ბიჭებო?ავად ხომ არ ხართ?
-დედა რა კითხვაა ეხლა ეს?თავს მშვენივრად ვგრძნობთ,უბრალოდ მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს,
-და დაწყება ცოტა გვიჭირს,-დაამატა ნიკუშამ.
-როდის აქეთ გახდით ასეთი მორიდებულები?-გაიცინა ქალმა.
-დედა,ისედაც გვიჭირს და უარესად ნუ გვძაბავ.
-დავიღალე უკვე,დაიწყეთ...მკაცრად თქვა სოფომ.
-მოკლედ,საღამოს ხომ ბიძია წვეულებას მართავს სოფოსთვის,ხოდა ჩვენც ამ საღამოს მნიშვნელივანი გეგმები გვაქვს,შენი იმედი გვაქვს..
-ნუ მაშინებთ ბიჭებო.კიდევ რამე ჩაიდინეთ?
-ცუდი არაფერი,კარგი ამბებია.ნუ შეშინდი.-გაიცინა ბურდულმა.-ამ საღამოს მარტო არ მოვალთ,არც მე და არც დემეტრე.
-ეგ ხომ ისედაც ასე იქნება.მარტო როდის დადიხართ..-გაეცინა ქალს.
-ვახ ჩემი რაა,ასეთი რთული თუ იქნებოდა ამის თქმა რას წარმოვიდგენდი.მოკლედ დედა ჩვენ დღეს საღამოს შეყვარებულები უნდა გაგაცნოთ.და შენი იმედი გვაქვს.
-რაა?-სოფომ გაიცინა.-როგორც იქნაა ვეღირსეთ..
-ხოდა მამაჩვენები უნდა დააწყნარო და კიდევ დედაჩემი,რომ არ მომკლას აქამდე რომ არ ვთქვი...
-კარგით,დაწყნარდით და ის მითხარით ვიცნობთ მაინც?
-სიუპრიზია დედაა,-წამოდგა დემეტრე,-საღამომდე,
-ესეგი დედამთილი ვხდები?აჰ ვერ ვიჯერებ,
-დაიჯერე,დაიჯერე,-გაიცინა ნიკუშამ და კაბინეტიდან გაუჩინარდნენ.
************
ფრთაშესხმული გამოვიდა გამოცდიდან.კომისიის მიერ საბუთზე დარტყმული ბეჭედი მისი ოცნების ასრულებას ნიშნავდა.მორჩა,ახლა უკვე შეეძლო დამოუკიდებლად ემუშავა და გადაწყვეტილებებიც დამოუკიდებლად მიეღო..
ყველანი იქ იყვნენ.გარეთ ელოდნენ.ხელში რომ მოწმობა ააფრიალა, ახალგაზრდებმა ერთდოულად იხუვლეს,კიბეზე წესივრად ჩასვლაც არ დააცადეს,მაშინვე შემოეხვივნენ და ყველა ერთად ჩაეხუტა.ისმოდა ბედნიერი შეძახილები და მილოცვები.
-წავედით სახლებში,დავიშალეთ და ჩემთან გელოდებით საღამოს.მომეშვით ახლა.-გაიცინა სოფომ
-ესეგი დღეს ვგუგუნებთ?ყოჩაღ ბიძაჩემს.
-დემეტრე,გამიშვი ხელი.გავიჭყლიტე,-აბუზღუნდა გოგო.
-წამოდი,რას დამიდექი აქ,ხომ არ გავიწყდება რომ საქმე გვაქვს?-უჩურჩულა ნიკუშამ.
-რა თქმა უნდა.ახლავე,აბა დროებით გოგოებო.-ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
-სად გავარდნენ?რა საეჭვოდ წავიდნენ.ნეტავ რა ხდება?
-ცხვირს ნუ ყოფ ნინია სხვის საქმეში.წავიდეთ ჩვენც.-ხელი გამოსდო ბერდიამ და მანქანისკენ წაიყვანა.
-მეც გამიყოლეთ და სახლში დამტოვეთ.-აედევნა თამარი.
-მეც წავალ.-თქვა ანამ,მიხვდა რომ ახლა სოფო და გუგა მარტო უნდა დაეტოვებინა.
დარჩნენ მხოლოდ ორნი.ერთმანეთის პირისპირ.უყურებდნენ და საუბარი ვერც ერთს ვერ დაეწყო.ორივე ხვდებოდა,რომ მათ შორის დამაკავშირებელი რაღაც რგოლი გაწყვეტილიყო და მისი შეკეთება შეუძლებელი თუ არა,ძნელი მაინც იყო.
-გილოცავ,როგორც იქნა აისრულე ოცნება..
-მადლობა,კარგი იქნებოდა რომ ეს ოცნება შენც ისევე გაგეზიარებინა და გაგხარებოდა,როგორც მე მიხარია.
-ასე ნუ ამბობ.მე გულწრფელად მიხარია მართლა.
-მე უკვე აღარ ვიცი შენ რა გიხარია და რა არა.
-მოდი სადმე წავიდეთ და ვისაუბროთ.-შესთავაზა გუგამ.
-მეჩქარება გუგა.გპირდები აუცილებლად ვისაუბრებთ,ოღონდ ახლა არა.
უეცრად გუგას თვალი სოფოს ყელზე გაუჩერდა და თვალებში სევდა ჩაუდგა.
-შენ მითხარი არასოდეს მოვიხსნიო.
-შენც მითხარი სულ ერთად ვიქნებით,გაგიგებ და გვერდით დაგიდგებიო,მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.
-ერთ შეცდომას არ მპატიობ?იდეალურები არავინ არ ვართ.რატომ არ გინდა ეს დაიჯერო?
-ვიცი,რომ იდეალური და უშეცდომო არც მე ვარ,მაგრამ იქნებ ჯობია ამ ეტაპზე შევჩერდეთ,რომ უარესად არ ვატკინოთ ერთმანეთს გული?
-რა ეტაპზე სოფო?საერთოდ რამე ეტაპზე ვიყავით მისულები?ახლა იმაშიც არ ვარ დარწმუნებული გიყვარდი თუ არა,ან იყო თუ არა ეს გრძნობა ნამდვილი.ვფიქრობ რომ საკუთარ თავში არ იყავი გარკვეული,ვერ გაიგე ეს სიყვარული იყო თუ არა,იქნებ არ იყო და ასე ადვილად ამიტომ მთმობ?
-ნუ მაბრალებ კარგი?და ნუ ამბობ იმას რაც არ იცი?მე თუ არ მიყვარდი ისე როგორც შენ ამბობ ამას,მაშინ შენ გიყვარდი?შენ როგორ ვერ გაუგე საყვარელ ადამიანს და როგორ გამიშვი ასე?
-სისულელეა ეს ყველაფერი,მხოლო ვლაპარაკობთ,ვლაპარაკობთ,ერთმანეთს ვსაყვედურობთ და რეალურად არ გვინდა გაგება.აღარ გვესმის ერთმანეთის.
-იქნებ ის ძაფი გაწყდა,რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა.
-იქნებ...-დანანებით ჩაილაპარაკა გუგამ.-ახლა უკვე შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერი დასრულდა.
-არც მე მჯეროდა რომ დასრულდებიდა,მაგრამ ასე მოხდა.იცი,არსებობს თურმე დიდი და დამანგრეველი გრძნობა, ისეთი სიყვარული, რომელიც მოდის და ბოლომდე გხარჯავს,რომლის შეგრძნების შემთხვევაშიც აღარაფერი აღარ გრჩება საშენოდ,რომლის განცდის შემთხვევაშიც, აღარაფერი აღარ გრჩება გასაცემი,მჯერა, რომ თუკი ერთხელ მაინც შეიცნეს შენი სული,
მერე ვეღარასოდეს დაგივიწყებენ. მჯერა, ისიც რომ მოვა ისეთი სიყვარულიც,რომელიც ძველს დაგავიწყებს და სამყაროს სხვა თვალით დაგანახებს.მე მჯერა ამის,რადგან, არ შეიძლება ამ ცხოვრებაში ყველაფერი კვდებოდეს.მჯერა ისიც რომ სანამ ამ სიყვარულით ერთმანეთს გავანადგურებთ,მანამდე უნდა დავშორდეთ.რადგან როცა ერთმანეთს შევხვდებით, მეგობრულად დალაპარაკება მაინც შევძლოთ.მშვიდობით.
-მეც გეტყვი ერთ რამეს.ამდენი ხანი ვცდილობდი რომ ჩვენს შორის არსებული დისტანცია დამერღვია.შენად მიგეღე.მაგრამ შენ სულ გამირბოდი.თურმე როცა ადამიანი შენად არა გთვლის არ უნდა გაეკიდო, ის თავისნაირის ძებნაშია, დაე მიეცი საშუალება რომ წავიდეს, არ დაგწყდეს გული ის ისეთია შენ კი შენ ხარ.. ყველა ფასდება თავისი ადამინობით, გულწრფელობით,რახან თავის სამყაროში არ მიგიშვა თავს ნუ დაიმცირებ, რადგან ის სამყარო შენთვის არაა განკუთვნილი. ადამიანები ერთმანეთს ბოლომდე გაყვებიან როცა სიყვარული, ერთგულება და ერთმანეთის გატანაა.სადაც არა და უნდა წახვიდე...მშვიდობით სოფო...გუგას სიტყვებში იმხელა ტკივილი იგრძნო სოფომ,რომ თავი შეეზიზღა,ერთ წამს იფიქრა ხომ არ ვცდები და ყველაფერი ჩემი ბრალი ხომ არააო,მაგრამ მერე გადაიფიქრა მისი შეჩერება.
გუგა წავიდა,მხოლოდ თვალიგააყოლა,გულში ტკივილი იგრძნო.უყვარდა,როგორ არ უყვარდა.მეგობრულადაც უყვარდა და უფრო მეტადაც.ისე როგორც ქალს უნდა უყვარდეს კაცი.მაგრამ როგორც ჩანს ხანდახან ეს საკმარისი არაა ერთად ყოფნისთვის.თვალს მომდგარ ცრემლებს გასაქანი მისცა და მანქანაში ჩაჯდა.

***************

საზეიმოდ მორთულიყო გიგაურების სახლი,უფროსი ქალიშვილის იყო ეს წვეულება,ამ საღამოს ის უნდა ყოფილიყო მთავარი გმირი და მამამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. უჩვეულოდ იყო გაზრდილი დაცვის რაოდენობა.რატომღაც ცუდს უგრძნობდა გიორგი გიგაურს გული.
ბაღში გაშლილ მრგვალ მაგიდებს და სკამებს თეთრი გადასაფარებლები ეფარა,შუაგულში მინდვრის ყვავილების თაიგულებით.სტუმრებმა რომ მოსვლა დაიწყეს,მაშინ დაიწყეს მიმტანებმაც საჭმელების შემოტანა.გიგაურების წყვილი შესასვლელში ხვდებოდა სტუმრებს.თბილი ღიმილით აჯილდოვებდდა მაიკო ყველას.მათთვის საყვარელი ხალხი და უახლოესი ნაცნობები იყვნენ მოწვეულები.
აი გამოჩნდნენ უფროსი სოფო გიგაური და თამუნა ქმრებთან ერთად. კაცებმა ზეზვა გადმოიყვანეს მანქანიდან ეტლში ჩასვეს და შესასვლელისკენ გააგორეს.
-მოხვედი ჩემო ლომო?მიხარია რომ კარგად ხარ.-მოეხვია გიორგი და მხარზე დაარტყა ხელი.
-მე ცხრა სიცოცხლე მაქვს ხომ იცი არა?რომ დავეცე,ყოველთვის წამოვდგები ფეხზე.-იმედიანად შესძახა არაბულმა და კესოს ჩაჰკიდა ხელი.ქალმა თითები მოუჭირა და აგრძნობინა მეც შენს გვერდით ვიქნებიო.
შიგნით შევიდნენ,უკან ბერდია და გოგოების სამეული მიჰყვებოდა.დემეტრე და ნიკუშა ჯერ კიდევ არ ჩანდნენ.
-ახლა რომ არ მოვიდეს შენი შვილი ვერ გადამირჩება იცოდე.-უჩურჩულა სოფოს.
-მოვა აი ნახავ,აბა სად წავა?-გაუღიმა ქმარს და რძალთან მივიდა.
-სოფო სადაა?
-მალე ჩამოვა.დიდი ხანია ემზადება..
-ალბათ ძალიან ნერვიულობს ენაცვალოს მამიდა,ჩემი ნიჭიერი და მიზანდასახული გოგო.
სოფო ამ დროს ოთახში იჯდა და ვერ მოეფიქრებინა რა ჩაეცვა,ჯერ იფიქრა მეტრეველის ნაჩუქარ კაბას ჩავიცმევო,მაგრამ მერე გადაიფიქრა.ეს არ იყო ის დღე,ეს კაბა რომ შეეფერებოდა.უკან შეინახა და ლურჯი კაბა გამოიღო...
-ჩემი დედოფალი,ჩემი ლამაზი გოგო.-ხელი გაუწოდა მამამ შვილს და გვერდით დაუდგა.-გილოცავ ჩემო საყვარელო,ეს დღე ყოფილიყოს შენი ახალი ცხოვრების
და წარმატებების დასაწყისი.ამ დღის სამახსოვროდ მე გჩუქნი ამ ყელსაბამს,რომელიც შენთვის დავამზადებინე სპეციალურად იუველირს.-მამამ ყუთი გახსნა და ოქროს კულონი ამოიღო,რომელსაც ადამიანის გულის ფორმა ჰქონდა.შუაში კი რამდენიმე ბრილიანტის თვალი.
-მადლობა მამა,ძალიან ლამაზია.-მოეხვია სოფო.-გამიკეთე ძალიან გთხოვ.
რამდენიმე წამში მისი მისი ყელი ამ ყელსაბამმა დაამშვენა.მართლაც ძალიან მოუხდა. მერე წვეულება გაგრძელდა.ბექაური ცოფებს ყრიდა და ვერაფრით ისვენებდა რომ დემეტრე იქ არ იყო.მნიშვნელოვანი პიროვნებები იყვნენ მოწვეულები.მომავალში ის უნდა ყოფილიყო კომპანიის მფლობელი და მათ თუ გაიცნობდა უკეთესი იქნებოდა.მაგრამ გეგმები წყალში ეყრებოდა მისი არ მოსვლით. ცალკე ის აგიჟებდა სოფო რომ ასე მშვიდად იყო და არ ნერვიულობდა ამის გამო.მშვიდად იდგა მეგობრებთან ერთად და აუღელვებლად საუბრობდა.
-რა გჭირს რეზო?მოუსვენრად ხარ.
-დათა ბიჭები არ მოსულან..
-მოვლენ,სად წავლენ,რა განერვიულებს შენ კიდევ.
-იცი რაც...
-რეზო მართალია რომ ნერვიულობს.იქნებ საფრთხეში არიან ან იმ არაკაცმა რამე დაუშავა?აბა ჩემი ამბავი გაიხსნეთ?ხედავთ რა დღეში ვარ და სად ვარ?ნორმალურად არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია...
-როგორ არ შეგიძლია?დაგსვავ კაბინეტში და იქაურ საქმეებს მიხედავ.-გაიხუმრა გიორგიმ.
-და შენი აზრით ეს მინდა?ან ეს შვებაა ჩემთვის?-ვეღარ მოთოკა თავი ზეზვამ.
-კარგად ვიცი რა არის შენთვის შვება.ან რა იქნება.მაგრამ ახლა ასეა საჭირო...ის გამომძიებელიც არ ისვენებს.საქმე არ დახურა,ეჭვი ეპარება რომ არავისზე არ გვაქვს ეჭვი.დიდი კერკეტი კაკალი გამოდგა.
-და რეზო ბექაურს ამის მოგვარება გაუჭირდა?
-არ გამივა ამ საქმის ფულით მოგვარება დათა.იქნებ უკეთესიცაა რომ გამოიძიოს და გავიდეს მის კვალზე..ეს ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წაგვწევს და უპირატესობას მიგვანიჭებს
-ნუ იქნები გულუბრყვილო რეზო და ნუ დაიჯერებ რომ მისნაირი გამომძიებლები არ იკრთამებიან,ან წესების სრული დაცვით მოქმედებენ.
-ხოდა მეც მაგას ვიძახი გიო.იქნებ ეს უკეთესიცაა.თავისივე ბინძური წესებით თუ დავუპირისპირდებით.-უცებ ბექაურს სიტყვა გაუწყდა და თვალები შუბლზე აუვიდა. შემოსასვლელ კარში მისი შვილი იდგა კლასიკურ ფორმაში და გვერდით გვანცა ედგა ულამაზეს იიისფერ კაბაში..შვილს უკან ნიკუშა ბურდული და უცნობი გოგონა. მაშინვე მიიპყრეს ყველას ყურადრება,ხალხში ჯერ სიჩუმე ჩამოვარდა,მერე კი ჩურჩული ატყდა..მუსიკაც კი შეწყდა.
-უკაცრავად რომ დავაგვიანეთ მაგრამ საპატიო მიზეზი გვქონდა.ხომ იცით ქალების ამბავი სარკესთან ტრიალს რამდენ ხანს ანდომებენ...
-რა ხდება დემეტრე?ახლა რა სისულელე მოიფიქრეე?
-მოითმინე მამაჩემო და გაიგებ.ორი წუთით მაცადე.-დემეტრემ გვერდით ჩაუარა და სცენისკენ წავიდა უკან ნიკუშა მიჰყვა.
-შენ სადღა მიდიხარ?-ხელი მოჰკიდა მკლავში დათამ შვილს და შეაჩერა.
-გვაცადე მამა და გაიგებ ყველაფრს.-თვალი ჩაუკრა შვილმა და დემეტრეს ამოუდგა გვერდით..
-ოო,არაა.მგონი მივხვდი რასაც აპირებენ.-შუბლზე ხელი შემოირტყა თამარმა.
-მოვემზადო მულობისთვის?-გაიცინა ანამ.
-სხვა რა გზა გვაქვს...-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა სოფომ.მანაც იცოდა ეს ამბავი.
-მოგესალმებით აქ დამსწრე საზოგადოებავ,ჩემო ოჯახის წევრებო, მეგობრებო,უბრალოდ ნაცნობებო და კეთილისმსურველი ხალხო,ნუ კარგი ერთი ორი ჟურნალისტიც ურევია ზუსტად ვიცი.
-აბა დაგვენახეთ სად ხართ?-აუბა მხარი ბურდულმა
-რად აკეთებთ?-ჩამოდით ქვემოთ..ნუ ჩაშლით ამ წვეულებას...-დაუბრიალა თვალები რეზომ.
-გვაცადე მამა და გაიგებ ყველაფერს....აჰა.ესეგი თქვენ ხართ?,ძალიან კარგი.ახლა წლის ამბავს გაიგებთ და სენსაციად აღიარებთ..
-ნუ რა თქმა უნდა ექსკლუზივი გექნებათ და დარწმუნებულები ვართ რომ შესაფერის სტატიას მიუძღვნით.-გააგრძელა ნიკუშამ.
-მოკლედ ქალაქის ორი სასურველი სასიძო მალე მარტო აღარ იქნება. მინდა განვაცხადო რომ დემეტრე ბექაური,ბექაურების იმპერიის მემკვიდრე ქორწინდება.წლებია შეყვარებული ვარ ქალზე,რომელმაც შემცვალა და მასწავლა რომ ცხოვრება მშვენიერია და ამაზე უკეთესს ვერაფერს განიცდი ვიდრე საყვარელი ადამიაბის გვერდით ყოფნაა.-ჯიბეში ჩაიყო ხელი და იქიდან კოლოფი ამოიღო.ხალხის ტალღა გაარღვია და გვანცას წინ გაჩერდა.
-ცოლად გამომყევი.
გოგოს თვალები გაუბრწყინდა.ამას ალბათ ყველაზე ლამაზ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა.
-თანახმა ვარ,-იყვირა მერე,ყელზე შემოხვია ხელები და ჩაეხუტა.
-მგონი ეს ერთხელ უკვე ვნახე იცდახუთი წლის უკან.-სიცილით ჩაერთო დათა და მხარზე ხელი დაჰკრა ბექაურს.ის კი გაოგნებული იდგა და ვერაფრის თქმა ვერ მოეხერხებინა.
-საყვარელო,ჩვენს შვილს ცოლი მოჰყავს.-გვერდით ამოუდგა ცოლი და მკლავზე გამოსდო ხელი.
-მოიცადეთ ერთი წუთით.ეს მართლა მოხდა?არ მაიმუნობ და მორიგი ხუმრობა არ არის?
-არა მამა,ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს,-ბეჭედი მოარგო თითზე გვანცას და ხელი მოხვია.გოგომ დაიმორცხვა და თავი დახარა.
სანამ პირველი ეფექტი გადაივლიდა,ახლა ნიკუშას ხმა მოისმა და ხალხმა მისკენ გაიხედა.უცნობ გოგონასთან ერთად იდგა ხელჩაკიდებული.
-სოფო ახლა თუ ესეც იმავეს აპირებს გავგიჟდები,გული წამივა.-მკერდზე ხელი მიიდო თამუნამ.
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება,
-შენ ეს იცოდი ხო?
-კი დღეს სამსახურში დამადგნენ და მითხრეს.
-ვინაა ეს გოგო?იცნობ?მგონი ჩვენი წრიდან არ უნდა იყოს.
-გაჩუმდი და შენს შვილს მოუსმინე.კარგი გოგოა დამიჯერე.
-მოკლედ მეგობრებო არა მხოლოდ დემეტრე ბექაური,არამედ ნიკუშა ბურდულის გულიც დაკავებულია,შეყვარებულია ამქვეყნად ყველაზე ნაზ,სათუთ და ჭკვიან გოგოზე.კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს ჩვენც დავინიშნეთ...-ხელი ასწია და ორივემ დაანახა ყველას თითზე მორგებული საქორწინო ბეჭდები.
-რას ამბობ შვილო?ასეთი სერიოზული ამბის ასე გადაწყვეტა როგორ შეიძლება?
-მაგაზე სახლში ვილაპარაკოთ მამა,ახლა კი უბრალოდ ავღნიშნოთ ეს ამბავი..-უპასუხა მამას შვილმა.
სტუმრებში ჩურჩული ატყდა,უფროსებში გაურკვევლობა,ხოლო ახალგაზრდები მთავარ მოქმედ პირებს შემოეხვივნენ,ულოცავდნენ და ეხუტებოდნენ. განსაკუთრებით თამარი აქტიურობდა,ვერ მალავდა ამ სიხარულს.
-ამათმა ნამდვილად იცოდნენ, ასე ძალიან ამიტომ გაუხარდათ.
-კარგი რაა რეზო.დაივიწყე ყველაფერი და უბრალოდ ის დაიჯერე რომ მალე მამამთილი გახდები.-მიეხუტა ცოლი,თვალს მომდგარი ბედნიერების ცრემლი მოიწმინდა და მეგობრებს გადახედა.თამუნაც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო,გაკვირვებული მაგრამ ბედნიერი.
-დაგვაბერეს ხო?-
-არა,არ დავბერებულვართ,წლები ვერაფერს დაგვაკლებს,სამაგიეროდ ახალგაზრდა ბებია-ბაბუები ვიქნებით.-უპასუხა სოფომ მეგობარს.
-ვუყურებ და მაინც ვერ ვიჯერებ,აი ხომ ვიცოდი რომ ამის დრო ნამდვილად დადგებოდა,თითქოს ვცდილობდი შეგუებას,მაგრამ ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდი ცოტა დავიბენი,-ჩაერთო დათა
-მომკლავს ირაკლი ამას რომ გაიგებს..-დაიჩივლა რეზომ
-ყოვლისშემძლე ბექაურს ჩემი ეშინია?ეს რა ესმის ჩემს ყურებს.-მოესმა უკან მისი ხმა,კაცს მკაცრი ტონი ჰქონდა.
-რომ გაიგო რაც ხდება....-ხელები გაშალა ბექაურმა
-რა ხდება?ჩვენი შვილები ქორწინდებიან.განა რა უნდა იყოს ამაზე კარგი?
-შენ ეს იცოდი?
-შენი აზრით არ მეცოდინებოდა?ჩემმა შვილმა მიატოვა საზღვარგარეთ სწავლა,პრესტიჟულ კლინიკაში მუშაობაზე თქვა უარი,აქ დაბრუნდა და ამის მიზეზი არ მეცოდინებოდა?-გაეცინა ირაკლის.
-როგორ მრცხვებია რომ ეს მომენტი გამომრჩა ჩემი შვილის ცხოვრებაში... მაგრამ ასე უცებ როგორ გადაწყვიტეს ეს მნიშვნელოვანი საკითხი.
-ეს შენს შვილს ჰკითხე.
-ახლა ამის დრო არაა,ხალხი თქვენგან ელის პასუხს.რამე უნდა თქვათ.-ჩაერთო სოფო.
რეზომ,დათამ და ირაკლიმ ერთმანეთს გადახედეს და სცენისკენ დაიძრნენ...
ძნელი მისახვედრი არაა როგორ აღნიშნავდნენ იმ ღამით ამ ამბავს შინაურულ წრეში...რა სიგიჟეებს მოაწყობდნენ უმცროსი თაობა და არანაკლებად გაიგიჟებდნენ თავებს უფროსები...
ხალხი წავიდა.ჟურნალისტებიც.ყველა დარწმუნებული იყო,რომ დილით ეს ამბავი მთელ ქვეყანას თუ არა,მთელ თბილისს მაინც ეცოდინებოდა..
ბექაურმა დაიჟინა ეს ამბავი ჩემთან ავღნიშნოთო.მერე დათა გამოხტა მარტო შენთან რატო.აქედან ჩემთან მივდივართ ჩემი შვილიც ბედნიერდებაო. საბოლოოდ გიორგიმ აჯობა ყველას.მაინც ყველა აქ ხართ,აგერ სუფრაც გაშლილია,ქალები ცოტა განაახლებენ და ეგაა აქ ავღნიშნოთო და ასეც მოიქცნენ...
ცალკე აღსანიშნავი იყო უფროსმა დემეტრემ რომ გაიგო ეს ამბავი. ბერდია და ანა წავიდნენ მის მოსაყვანად.თავიდან კაცს შეეშინდა.
- ამ შუაღამისას რა ამბავია აქ რას აკეთებთ დანარჩენები სად არიან?
-კარგი ამბავი გვაქვს ბაბუა,დამშვიდდი არ ინერვიულო.-მისი დამშვიდება სცადა ანამ
-ქორწილი გვაქვს ოჯახში ბაბუ,ქორწილიი. დემეტრეს და ნიკუშას ცოლი მოჰყავთ
-რა თქვიი?ვაიმე არ ვარ კარგად..მომესმა თუ ეს სიმართლეა?
-ხომ გითხარი შევაპაროთ-თქო?ასე უცებ რომ უთხარი.-გაუბრაზდა ანა ბერდიას.
-რა არის გოგო შესაპარებელი?განა ასე ცუდი ამბავია?ბაბუ ხომ კარგად ხარ!
-კარგად ვარ შვილო.კარგად.სად არიან?წამიყვანთ მათთან?
-ამიტომ მივედით რომ წაგიყვანოთ ბაბუა.
სიხარულისგან დედამიწას ფეხს არ ადგამდა უფროსი ბექაური.დემეტრეს დაბადებისას დადებულ პირობას აუცილებლად აასრულებდა.შვილთაშვილსაც კი მოესწრებდა.ამის გაფიქრებაზე ენით აუღწერელმა გრძნობამ მოიცვა.
იმ ღამით გიგაურების სახლი იყო მოვლენების ეპიცენტრში.იქ მოხდა ამ შესანიშნავი ამბის აღნიშვნა.სამეგობროში პირველი ქორწილიც იმ ღამეს დაიგეგმა....
*******
მაისურაძემ ბარში მჯდომი ხალხი შეათვალიერა.მერე ნაცნობი სახეები დაინახა,მათკენ აიღო გეზი.თხელი საქაღალდე მაგიდაზე დადო და წინ ჩამოუჯდა.
-ბიჭებს გაუმარჯოს..
-გამარჯობა ნათლია.როგორ ხარ?
-არც ისე კარგად.ეს საქმე გადამიყოლებს და მომინელებს,-დაიწუწუნა კაცმა.
-ასეთია შენი არჩეული პროფესია ბიძია,-დაამატა ლევანმა.-დალევ რამეს?
-არა,სამუშაო საათებში არ ვსვავ.
-მაშინ საქმეზე გადავიდეთ..
-გადავიდეთ,გადავიდეთ..-ამოიოხრა კაცმა.-ალბათ მომხვდება რომ გამიგონ საქმის მასალებზე სხვებთან ვსაუბრობ და ვარკვევ.-თემურმა წყალი მოსვა და დაიწყო.:-მოკლედ ხომ გახსოვთ ზეზვა არაბულის ავარია ჩვეულებრივი ავარია რომ არ იყო და მოუწყეს?ის თქვენი წყალობით,უფრო სწორად შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.მისი მანქანის მუხრუჭები ვიღაცამ სპეციალურად გადაჭრა.მის ახლობლებს წარმოდგენაც არ აქვთ ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა.უფრო სწორად იციან, მაგრამ არ ამბობენ.
-მართალი ხარ ნათლია,ლევან გახსოვს იმ საღამოს გოგოებმა ახსენეს რომ ვიღაც კაცია,ვინც მათ ოჯახებს ემტერება და ისე რომ უფროსებს მისი ძალიან ეშინია?
-ხო,მართლაც ასე იყო...
-ხოდა მოკლედ ასეთი ადამიანი მართლა არსებობს,ბექაურის სატელეფონო ჩანაწერები ამოვიღეთ,მართალია ეს უკანონო იყო,მაგრამ ჯერ არ ვახმაურებ,ასეთ საქმეში სიჩუმე და იდუმალებაა საჭირო.რამდენიმე ნომერია,საიდანაც ბექაურს და გიორგი გიგაურს მუქარის წერილები მოუვიდათ,ერთი და იგივე პიროვნებაა,მაგრამ ჯერ ვერ დავადგინეთ ...
-ეს კაცი რა შუაშია იმ გატაცებასთან?-იკითხა ქისტაურმა.-დარწმუნებული ვარ ეგ გუგას ნამოქმედარი იყო..
-არა,ამჯერად ეგ არაფერ შუაშია,ამას ვერ დაგეგმავდა.
-იქნებ შეკრულია იმ კაცთან?
-მაგას არკვევს ჩემი თანაშემწე.უთვალთალებს მაგ ნაბიჭ...რს და აუცილებლად ავიყვანთ ფაქტზე.
-მოიცადე,ახლა ეგ არ მაინტერესებს.ახლა ის მაინტერესებს ჩემი მშობლების მკვლელობის საქმე როგორ მიდის?ნინია არაბული ამტკიცებს რომ მისი ძმა არაფერ შუაშია,არც მისი ოჯახი და მისი რომელიმე მეგობარი არ იქნება ისეთი უნამუსოები,რომ უდანაშაული ადამიანების მკვლელობა შეეკვეთათ...
-იქნებ და მართალია ის გოგო?
-არ ვიცი ბიძია,ახლა ყველაფერი ამერია თავში.ფაქტია რომ ვიღაც არსებობს,ვისაც უნდა რომ დავიჯეროთ ბექაურების და არაბულების ამ საქმეში თანამონაწილეობა.
-არსებობს ვიღაც,ვინც ამ მკვლელობით ორივე მხარეს დააპირისპირებდა ერთმანეთს და სასიკვდილოდ გადაამტერებდა.მგონი დროა ის ბიჭი მოვინახულოთ ციხეში,ვინც ჩემი მშობლების მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.
-შენ არსად არ წახვალ..დაჯექი.-უკან დააბრუნა ადგილზე მაისურაძემ გაბრაზებული ქისტაური.-მოკლედ ყველაფერი ისევ არეულია,თქვენ კი უარესად ცდილობთ არევას.
-არ ვცდილობთ ნათლია,მე ჩემი ანგარიშები მაქვს იმ გოგოსთან და ეს ამ საქმესთან სულაც არაა კავშირში..
-მეტრეველო ფრთხილად იყავი იცოდე.არ დაგავიწყდეს ვინაა ის გოგო და რა შეუძლიათ დაგმართონ მისმა ნათესავებმა.ყველაზე მეტად კი დემეტრე ბექაურია საშიში ამ მხრივ.
-ვერ შემაშინებს ეგ შენი ბექაური..
-რაო ბექაურიო?დემეტრე ბექაურძლზე ლაპარაკობთ?-თავზე წამოდგათ დუდა გაზეთით ხელში და წინ დაუდო სამივეს.-ჩვენი ბიჭი ქორწინდება,გუშინ მან და ნიკუშა ბურდულმა საქვეყნოდ გამოაცხადეს ნიშნობის ამბავი...
-ეს რაღაც ახალია,-სკამზე გადაწვა კმაყოფილი ქისტაური.
-ცოტა ხანს ისინი ყურადღებას მოადუნებენ,ასე რომ ახლა შესაფერისი დროა ყველაფრისთვის..
-რა ყველაფრისთვის?-დაიძაბა დუდა.
-შენ ბარის ამბებს მიხედე შენგელ და იმ თამარს,დანარჩენი ჩვენი საქმეა.არ
ჩაერიო..
-თემურ ბიძია ამ არანორმალურს ახლა ცხვირ-პირს დავუნაყავ.რატომ ცდილობთ ყოველთვის შავ საქმეს გამარიდოთ.-გაბრაზდა დუდა.
-იმიტომ რომ ციხეში პერედაჩები არ მოგვაკლო,-გაიკრიჭა ქისტაური და მეტრეველიც აიყოლია..
-სულელები ხართ ამხელა კაცები.-გაუჯავრდა შენგელია.
-მოკლედ დავსერიოზულდეთ ახლა და გატაცების საქმეს დავუბრუნდეთ.ჩვენი საქმე როგორ იქნება ნათლია?ჩვენ ადამიანებს ვესროლეთ?ეს საქმე ძიებაში ხომ გადავა?
-არ გადავა.მე ჯერ კიდევ შემიძლია და მაქვს გავლენა რომ რაღაცეები ისე მოვაგვარო რომ ზედმეტი კითხვები არ დამისვან.არ არიან თვითმხილველები.არ არის მომჩივანი.არ არის საქმე.მაგრამ ჩუმად მაინც გამოვიძიებ ამ ამბავს.ისე არ დავტოვებ.
-აი ეს მესმის.შენზე კარგი მეკავშირე არ მყოლია ჯერ არავინ..,ხელი ხელს შემოჰკრა ქისტაურმა.
მაისურაძეს რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ მობილურმა შეაწყვეტინა.განყოფილებაში იბარებდნენ.სწრაფად დაემშვიდობა ბიჭებს და იქაურობა დატოვა.
******
გუგამ მანქანა ქალაქგარეთ ვილაში გააჩერა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა შესასვლელისკენ. მოშხამული სახით დახვდა ბიძა,წინ საქაღალდე და ფოტოები ეწყო და მათ დაჰყურებდა.თან ნერვულად იზელდა ხელებს.სახეზე ოფლი ასხავდა.
-გამარჯობა ბიძია,როგორ ხარ?
-კარგად არა ყოველშემთხვევაში.იმ ნაბიჭ...მა ბიზნესი გადაარჩინეს.ამაო აღმოჩნდა ჩემი დარტყმა.არც გოგოების გატაცებამ გაჭრა.ზეზვა არაბულიც ცოცხალია..
-აქ სწორედ მაგ ამბავზე ვარ..,,,-წინ ჩამოუჯდა ბიჭი.კაცმა ყველაფერი გვერდით გადადო და მოსასმენად მოემზადა.
-მოკლედ გოგოების გატაცებაში იმ ღამით ხელი ამათმა შეგვიშალეს,-ორი ფოტო ამოიღო და მის წინ დადო.
-წარმოუდგენელია.არ მჯერა...
-ახლა კიდევ იტყვი რომ იმ ქალს ვენდობიო?თავიდანვე არ მომეწონა.იქნებ წამოსცდა რამე შვილთან ან სპეციალურად გააფრთხილა და ორმაგ თამაშს თამაშობს.ახლა ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ..
-იცი გუგა ერთ ვინმეს მაგონებ-გაეღიმაკმაყოფილ კაცს.
-ვის?
-ჩემს თავს ახალგაზრდობაში.მეც ასეთი მიზანდასახული ვიყავი.აკი მივაღწიე კიდეც წარმატებას.ხედავ რამხელა ძალაუფლება მაქვს?
-ვხედავ ბიძია,მაგრამ ერთი რამე ვერ გავიგე.რატომ ხარ იმ ხალხის მიმართ ასე მტრულად განწყობილი.რა დაგიშავეს?
-დრო მოვა და გაიგებ ყველაფერს.ახლა კი შენს მორიგ დავალებას მიხედე.ის გოგო უნდა შეირიგო,რადაც არ უნდა დაგიჯდეს.ჯერ არ მოსულა დაშორების დრო.თან ასე დაშორება როგორ შეიძლება?ისე უნდა დაშორდე,რომ გაანადგურო.სიკვდილამდე მივიდეს შენს გამო..
-მაშინებ ბიძია,შენს თვალებში ისეთ რამეს ვხედავ რაც არასოდეს არ დამინახავს.მაგრამ არაუშავს,შევურიგდები იმ გოგოს,მართალია მოსაწყენი და საშინლად დამღლელი ადამიანია,მაგრამ არა უშავს,ცოტა ხანს როგორმე ავიტან კიდევ.-ბოროტულად გადაიხარხარა გუგამ და მაგიდაზე დადგმულ ბოთლს დასწვდა,ცარიელ ჭიქაში ჩამოასხა და ბოლომდე გამოცალა ერთი მოყუდებით..
როგორც კი ის წავიდა კაცმა მობილური ამოიღო და დარეკა.ქალმა მალევე უპასუხა .
-ერთ საათში ჩემთან იყავი თუ არ გინდა რომ შენი შვილის გვამი მოგიტანონ სახლში...არ ვხუმრობ ..გელოდები...მობილური ჯიბეში ჩაიდო და სავარძელში გადაწვა.ფოტოებს დახედა.
-ახლა გავიგებთ სიმართლეს ამბობ თუ მღალატობ ქალბატონო სესილი...
********



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

მაგარია და რამდენხანს ველოდე ახალ თავს , ვერც დავიჯერე რომ დავინახე.

 


№2  offline წევრი დარინა

ლევანი და ნინია მინდააა.

 


№3  offline წევრი katiusha

დარინა
ლევანი და ნინია მინდააა.

ამ თავშიი იქნებააააა:)

სტუმარი ნათია
მაგარია და რამდენხანს ველოდე ახალ თავს , ვერც დავიჯერე რომ დავინახე.

მრც მინდა ხშირად დავდო ხოლმე,მაგრამ პატარა თავის დადებას ჯობს დიდები დავდო და ამიტომ მაგვიანდება ხოლმე

 


№4 სტუმარი nanacho

მეგონა დაგავიწყდით,გელოდით ამდენი ხანი,საინტერესოა და მომწონს ,კარგად წერთ,.გელოდებით,

 


№5  offline წევრი katiusha

[quote=nanacho]მეგონა დაგავიწყდით,გელოდით ამდენი ხანი,საინტერესოა და მომწონს ,კარგად წერთ,.გელოდებით,[/quote
მადლობა საყვარელო.შემდეგი თავიც მალე იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent