ის (4)
*** ისე ვიღებდი გადაწყვეტილებებს ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომ ვხვდებოდი მხოლოდ მეორე პირის სურვილზე იყო დამოკიდებული. ისე უცებ განვითარდა მოვლენები ჩემსა და სანდროს შორის, რომ გამიჭირდა ათვლა დამეწყო ჩვენი ურთიერთობის, რათა ერთად ყოფნის 1 წელი აღგვეღნიშნა ან 2 ან კიდევ 3. 3 წელი ხდებოდა, რაც მე და სანდრო ერთად ვიყავით. ისე უცებ გავიდა 3 წელი ვერც მივხვდი. არც ერთი დღე არ ყოფილა ერეკლეზე არ მეფიქრა. არ იფიქროთ სანდროსთან ერთად რომ ვიყავი მაშინაც ვფიქრობდი. რა სისულელეა! არც ეგეთი უნამუსო ვიყავი. მაგრამ ის გაურკვეველი სიტუაციები მაგიჟებდა, გაურკვეველი მდგომარეობები, რაც ერეკლეს პერიოდში იყო. ვხვდებოდი, რომ ძალიან დებილი გოგო ვიყავი ან უბრალოდ, თავს ვიდებილებდი. ყველა ის ქცევა, მიმიკა, გამოხედვა და მოქმედება ხაზს უსვამდა, რომ როგორც „დას“ და მეგობარს არ მიყურებდა. მერე მეორე მე წამოიყვირებდა „ელენე! შენ გამოუცდელი იყავი და მაგიტომ ვერ ხვდებოდი ვერაფერს!“ მაგრამ ეს ხომ გამამართლებელი არ არის? -ელუნუშკა, ელენუშკა..-მონოტონურად, ნელა და მშვიდად წარმოთქვა ჩემი სახელი ერეკლემ. რაღაცნაირად ამბობდა, გულს რომ ხვდებოდა საშინლად კარგად! -რა იყო? -არაფერი, უბრალოდ სითბო მეღვრება შენ სახელს რომ წარმოვთქვამ,-მითხრა ერეკლემ და გამიღიმა. საგურამოში ვიყავით ბავშვებთან ერთად. ანის ჩამოსვლას აღვნიშნავდით ანის სახლში. -რებუსა ხარ ჩვეულებრივი,-გამეცინა და შევეცადე არ შემემჩნია ჩემი უხერხულობა. -რამდენი წლის ხარ გამახსენე? -რა იყო არ იცი?-შევიცხადე და წარბაწეულმა შევხედე. -თქვი, რა.. -20 წლის ვარ!-გაბრაზებულმა ვუპასუხე. -20 წელი არ არის ის ასაკი, რომ რაღაცებს ვერ ხვდებოდე, არა?-ცალყბად გაიღიმა. -რას უნდა ვხვდებოდე?-მართლა ვერ მივხვდი დედას გეფიცებით! -20-ის ხარ თუ 2-ის?-გაეცინა ერეკლეს,-მელოდრამებს ხომ უყურებ? რომანტიულ წიგნებს ხომ კითხულობ? -გამოცანები შენი სტიქიაა?!-გაბრაზებულმა ვუთხარი. -არა,-გაეცინა ერეკლეს,-არსებობს რაღაცები, რაც არ უნდა დაიმალოს და არსებობს რაღაცები, რაც ფიზიკურად ვერ შეიცვლება. ბედნიერებას როგორ აღიქვამ? -ბედნიერება ჩემი მეგობრებისა და ოჯახის კარგად ყოფნაა,-დაბეჯითებით ვუთხარი. -დედა უფრო გიყვარს თუ მამა?-მკითხა ერეკლემ და ჩემი გაოცებული სახის დანახვისას აუტყდა სიცილი,-აი, ზუსტად ამ შეკითხვის მსგავსი პასუსი გამეცი. ბედნიერება იცი რა არის? როცა თავს კარგად გრძნობ, როცა ხარ ლაღი და თავისუფალი კონკრეტულ ადამიანთან ერთად, რომელიც ამის საშუალებას გაძლევს და ყველა პირობას გიქმნის. არ არსებობს ბარიერები და არც უღრანი ტყე, რომელშიც შეიძლება შეხვიდე და უკან ვეღარ გამოხვიდე. ძლიერი გრძნობით არის ბოლომდე ავსებული ბედნიერება და მის გარეშე ფიზიკურად არ შეიძლება,-ინტერესით ვუყურებდი და მეშინოდა იმის გაგების, რისიც ძალიან მინდოდა,-შენ ხომ მე გიყვარვარ?-მკითხა ერეკლემ. -კი, შენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ! ბედნიერება ზუსტად ეგაა. მივხვდი, რის თქმასაც ცდილობ,-გახარებულმა ვუპასუხე,-ბედნიერი ვარ, რომ შენ არსებობ ჩემ ცხოვრებაში. ადამიანი, რომლის იმედიც მაქვს ყოველთვის და ვიცი ცხოვრებაში დაკარგვის უფლებას არ მომცემს! სულ მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა..-გახარებულმა ვუთხარი ერეკლეს. სახე ერთი წამითაც არ შეცვლია, რაღაცნაირად მიყურებდა. თავი გააქნია და წამოდგა: -დავასრულე შენთან ლაპარაკი.-ცივად მითხრა და გავიდა. იმ დღეს იმდენი დალია, რომ ვერავის ვერ ცნობდა. მერე ვიღაც ნატას თუ ვიღაც კაწიას დაურეკა და წავიდა. რას ვიფიქრებდი დღეს, რომ ეს ადამიანი,რომელიც მე ყველაზე მეტად მეიმედებოდა ცდილობდა ეთქვა როგორმე და რამენაირად, „ის“... ეს რომ გამახსენდა მანდ მივხვდი ზუსტად, რომ ცხოვრებაში დავიკარგე. ამ ფიქრებში ვიყავი და შემოსასვლელს თვალს არ ვაშორებდი. აი, რომ ელოდები რომ წუთი-წუთზე უნდა გამოჩნდეს, მაგრამ არ მოდის. აფორიაქებული და აკანკალებული ვიყავი. გავხედავდი ანის, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობდა, მაგრამ არ მესმოდა რას. ყურადღება მოვადუნე შემოსასვლელისკენ და ზუსტად მაშინ გამოჩნდა, ლევისის ჯინსები, შავი მაისური და ამ ტანსაცმელში გამოწყობილი მიშკა. სანამ სახემდე ავიდოდი უკვე სულიერად განადგურებული ვიყავი. ანი წამოხტა და მიესალმა მიშკას, მე თავს ძალა დავატანე, გადავკოცნე მიშკა და დავუბრუნდი ჩემს ადგილს, რომელიც ყველაზე დაცული მეჩვენებოდა. -როგორ ხართ, აბა?-იკითხა მიშკამ და ღიმილით გამომხედა. -კარგად, შენ როგორ ხარ? -გხედავ, რომ კარგად ხარ..-მითხრა მიშკა და ჩემს თითზე დაკოფსილ ნიშნობის ბეჭედს შეხედა. არ ვიცი, რატომ მაგრამ ხელი ქვემოთ ჩავწიე და ანერვიულებულმა მეორე ხელით თმის წვალება დავიწყე. -მიშკა, ჩამოხვედი და აღარ მიდიხარ?-ვკითხე მიშკას საუბრის აწყობის მოლოდინში. -კი, ჩამოვედი და აღარ წავალ,-თქვა ღიმილით და ანის გახედა. ეს ჩემი დაქალიც თევზივით იჯდა და დაკრეჭილი უყურებდა მიშკას. მივხვდი, რაღაც ხდებოდა, მაგრამ ეგოიზმი არ მაძლევდა ამის საშუალებას გამეჟღერებინა ჩემი აზრები. ბევრი ვილაპარაკეთ, ერთმანეთი მოვიკითხეთ, მაგრამ არც ერთი სიტყვა მასზე. -კარგი ბიჭია შენი საქმრო?-უცებ მკითხა მიშკამ. -კი, რატომ უნდა იყოს ცუდი?-დაბნეულმა ვიკითხე და ჩემზე უფრო მეტად დაბნეულ ანის შევხედე. -არა, შენ ცუდ ბიჭებს არასდროს ირჩევდი,-ჩაიცინა მიშკამ. „სად ნახა ერთი ჩემი არჩეული ბიჭები!“ -ანუ?-ჩავრთე სწერვობა. -ელენე, მგონი აღარ ხარ 20 წლის ხო? -ეს გამოცანობანა საყვარელი ძმაკაცისგან აითვისე?-ცინიკურად ვუთხარი მიშკას. -ზუსტად..-არც უარყო და უფრო მეტად დამაბნია,-ეჭვი არ მეპარება, რომ სანდრო კარგი ბიჭი იქნება, მაგრამ მგონი ერეკლეს ვერავინ აჯობებს შენს ცხოვრებაში ხო? -რა შუაშია აქ ე..ეე..ერეკლე?!-ძლივს ვთქვი მისი სახელი. -შუაში კი არა თავშია. მოდი, ჯერ შენ თავს ესაუბრე, შედი კომფორტში, მერე ჩამოყალიბდი საწყალი სანდროსგან რა გინდა დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ,-თვალი ჩამიკრა მიშკამ და ლუდი მოსვა,-ოღონდ, არა მე და შენ არა-და დააყოლა. გამაცია.. გამაცხელა.. ყველაფერი ერთად დამემართა.. არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა, რა მელაპარაკა. საბედნიეროდ ჩემი ტელეფონი ახმაურდა. სანდრო რეკავდა. ცოტა შემძულდა ჩემი თავი. -შენი ტელეფონის მუსიკას უნდა მოვუსმინოთ თუ უპასუხებ?-მითხრა მიშკამ. -რატო კარგი მუსიკაა,-თქვა ანიმ და მიშკას თვალები დაუბრიალა. რა თქმა უნდა, ავდექი და გავედი. სული მეხუთებოდა მიშკასთან ახლოს ყოფნით, სული მეხუთებოდა რაღაცის მოლოდინში, სული მეხუთებოდა საერთოდ ჩემ ცხოვრებაზე! ცოტახანს ველაპარაკე სანდროს. მისი ხმა რომ გავიგე ძალიან დავმშვიდდი. არა, საოცარი ადამიანი იყო სანდრო! თბილი და ძალიან გამგებიანი. ადამიანი, რომელსაც ჩემ წარსულზე არაფერი უკითხავს და მისთვის ჩემი ბედნიერება იყო მთავარი. (მარტო სანდროსთვის იყო?!) უკან დაბრუნებულს მიშკა ფეხზე იდგა და ანის სიცილით ელაპარაკებოდა. -ხოდა, რომ გამოვიოდით მაღაზიიდან უცებ ყვირილი რო დაიწყო იმ აპარატმა და დაგვადგა პოლიცია დედა-შვილს არ აიყვანდა ხელში ისეთი ამბავი ხდებოდა. -კაი, აბა რა იქნებოდა?!-იცინოდა ანი,-აუ, ელენე ისეთი ღადაობა მომიყვა მიშკამ. მაღაზიაში შესულან მიშკა და.. -წავედი მე გოგოებო, რა. შოთიკო მელოდება ნაგაზივითაა იმენა. რაც ჩამოვედი კაი საყვარელივით ჩემთან ერთადაა ღამე და ცოტა დღისითაც ვნახო,-გაიცინა მიშკა. გადაგვკოცნა და გავიდა. ჩაფიქრებული ვიჯექი და ხმას ვერ ვიღებდი. ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემ გარდა. მეც ვიცოდი უბრალოდ, არ მინდოდა ამის გაჟღერება. -ანი..-ძლივს ამოვიღე ხმა. -მე და შენ არასდროს არ გვისაუბრია ამ თემაზე და არც არავის როგორც ვიცი..-არც შემომხედა ანიმ ისე დაიწყო ლაპარაკი,-შენი ცხოვრება შენ თვითონვე გაირთულე! გყავდა მშვენიერი მეგობრები, რომლებიც სულ შენთან იყვნენ. გოგო გინდა, თუ-ბიჭი. არაფერი არ გაწუხებდა და არ გიჭირდა ცხოვრებაში.ჩააბარე უნივერსიტეტში და შეგხვდა ძალიან მაგარი ჯგუფი, რომლებთან ერთადაც საოცარ დროს ატარებდი. ზოგჯერ მე და თიკას გვშურდა შენი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იცი რა არის? ერეკლესნაირად არავინ იყო შენდამი განწყობილი. ბიჭი, რომელსაც ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდა, ოღონდ შენ რამე მოგდომებოდა ყველაფერს ივიწყდებდა და აკეთებდა. გიყურებდა და თვალები უციმციმებდა, გულის ფეთქვას ვხედავდი. როგორ ვერ ამჩნევდი როგორ აგიჟებდი და ყველანაირ იმედს უკლავდი? მთელი ცხოვრებაა მე და თიკას ჭკუას გვარიგებ და ყოველთვის მართალი ხარ. მთელი ცხოვრებაა სწორ გზაზე გვაყენებ და შენც სწორი გზით მიდიოდი, სანამ „შენ ჩემი მეგობარი ხარ“ და „ჩემი ძმა ხარ“-ის ძახილს არ დაიწყებდი. როგორ ვერ ხვდებოდი, რომ ერთადერთი ადამიანი იყო ერეკლე, რომელთანაც იმაზე მეტად ახლოს იყავი ვიდრე დღეს თიკა და გიორგია, ან მე და მიშკა ვართ!-მითხრა ანიმ და ამოისუნთქა,-მომეშვა. ხმას არ ვიღებდი. ვიცოდი, რომ სწორი იყო ანი. ან რა უნდა მეთქვა? -იცი, რაში შევცდით მე და თიკა? თავის დროზე რო არ დალეპარაკეთ და თავის დროზე არ გამოგახედეთ თვალებიდან. თავის დროზე რომ გველაპარაკა დღეს ალბათ სანდროს საცოლე არ იქნებოდი! -ნუ, ლაპარაკობ სანდროზე ეგრე!-გავუბრაზდი ანის. -მე შენ რაზე გელაპარაკები და მაინც და მაინც სანდრო გაიგე? ყოჩაღ, ელენე!-ტაში შემოკრა ანიმ,- მე არ უნდა მიწევდეს შენთან ამდენი წლის მერე ლაპარაკი. აიშენე დიდი კედელი და მხოლოდ სანდრო მოუშვი შენამდე. როდის გვილაპარაკია მე და შენ შენს პირად ცხოვრებაზე? ვინ მოგწონდა, ვინ გიყვარდა, ვის ეპრანჭებოდი. რას ვილაპარაკებდით ამ ყველაფერს ერეკლესთან აკეთებდი და გრძნობდი! -ანი, გეყოფა რა... -არ გსიამოვნებს, ხო?-ჩაიცინა ჩემმა დაქალმა,-როგორიც არ უნდა იყო მაინც ჩემი დაქალი ხარ და ძალიან მიყვარხარ. უბრალოდ, არ შემეძლო არ მელაპარაკა. მიშკა რომ არ მოსულიყო და არ დაეწყო ამაზე ლაპარაკი ალბათ კიდევ დიდხანს გავჩუმდებოდი და არვიცი, მთელი ცხოვრება ვინანებდი, რომ ჩემი აზრი შენ არ გითხარი. -წავედით.-ვუთხარი ანის და წამოვდექი. -გაქცევა საუკეთესო გამოსავალი არ არის და ეს კარგად იცი შენ. ერეკლეც გაიქცა, მაგრამ არც შენთვის ყოფილა ეს კარგი და არც მისთვის..-თქვა ანიმ და უკან გამომყვა. მანქანაში ჩუმად ვისხედით. ვგრძნობდი ანის კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ აგრძელებდა. ასეთი იყო ანი. უჭირდა სერიოზული ლაპარაკის დაწყება განსაკუთრებით იმ ადამინთან, რომელიც ძალიან უყვარდა. ფიქრობდა, არ ვატკინო და არ ვაწყენინოო და ყოველთვის გაჩუმებას ამჯობინებდა. რადგანაც დღეს ანიმ ლაპარაკი დაიწყო მივხვდი, რომ უკვე პიკზე იყო. ვეღარ გაჩერდებოდა და მეშინოდა ანისი. არა იმისი, რომ რამე მეწყინებოდა მისგან. ბავშვები ხომ აღარ ვართ?! უბრალოდ, მეშინოდა სიმართლეს, რომელსაც მეტყოდა არ დავეცი ბოლომდე მიწზაზე. უხმოდ მივდიოდით. არც მძღოლებს ლანძღავდა და არც შუმახერობას ცდილობდა. -პირველ კორპუსთან ჩამოვალ..-მშვიდად ვუთხარი ანის. -სახლში არ მიდიხარ? -კი, მაგრამ ფეხით გავივლი ცოტას.. -გაიარე. იქნებ განიავდე!-წამკბინა ჩემმა დაქალმა. -კიდევ რამის თქმა გინდა, ანი?-აღელვებულმა ვკითხე და შევხედე. -პასუხგაუცემელი შეკითხვები გაქვს ვიცი, მაგრამ იმას ვხედავ რომ ეს პასუხები შენს ცხვირწინ დევს. მე ვერ დაგელაპარაკები იმაზე, რაზეც შეიძლება ერეკლე დაგლაპარაკებოდა, მე ვერ მიგახვედრებ იმას, რასაც აქამდე უნდა მიმხვდარიყავი და ყოველი ერთი ნაბიჯის გადმოდგმაზე შენი ქცევით და სიტყვებით უკან აგდებდი. დაფიქრდი, ძალიან კარგად დაფიქრდი იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით არ დამთავრებულა შენი ამბავი. ფაქტობრივად, გადამწყვეტ ფაზაშია და დაფიქრდი, რომ მომავალი არ ინანო.-მითხრა ანიმ აკანკალებული ხმით და გადმომხედა,- გაიხსენე ერეკლესთან ბოლო შეხვედრა. ზუსტად ის დღე გაიხსენე, რომლის მერეც აღარ გამოჩენილა.-მითხრა ანიმ. უხმოდ და დამჯერი ბავშვივით დავუქნიე თავი. პირველ კორპუსთან დამტოვა და წავიდა თავის გზაზე. ფეხები არ მემორჩილებოდა. სრულიად აკანკალებული ვიყავი. ვიცოდი, ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, როცა ყველას ყელში ამოუვიდოდა ჩემი საშინელი ქცევები და აუცილებლად, ვილაპარაკებდით. დამაფიქრა ანის სიტყვებმა და გამახსენდა, რამდენჯერ სცადა თიკამ დალაპარაკება. რამდენჯერ დამიჭერია გიორგის იმედგაცრუებული სახე, შოთიკოს თავის არიდებები და ბოლოს მიშკა.. ერეკლე ბოლოს 5 წლის წინ ვნახე. 1825 დღის წინ. ან მეტი ან ნაკლები.. ზამთრის სუსხიანი საღამო იყო. მობეზრებული გქვონდა კინო, თეატრი, ერთმანეთთან სახლში ყოფნა და უბრალოდ, მანქანით გადავწყვიტეთ გასეირნება. ქალაქი ახალი მორთული იყო საახალწლო განათებებით. -ჯადოსნურ ქალაქს ემსგავსება თბილისი ამ პერიოდში,-ვუთხარი აღფრთოვანებით ერეკლეს. -მართალია..-ხმადაბლა მიპასუხა. არ მომეწონა მისი უხასიათობა. -რა გჭირს? -დავიღალე, ელენე..-მშვიდად მითხრა ერეკლემ. -რითი დაიღალე? ხო, მართლა! ანის უნდა გავუაროთ არ დაგავიწყდეს, რა..-ვუთხარი უცებ. ერეკლეს გაეცინა, მაგრამ უცებ დასერიოზულდა. -ამ ყველაფერმა დამღალა.. -მე დაგღალე?-მიამიტურად ვკითხე ერეკლეს. გამიღიმა ერეკლემ და ჩემკენ გამოიწია. ნაზად მაკოცა ლოყაზე. მან კი ნაზად მაკოცა, მაგრამ მე დენმა დამარტყა! -არა, შენ არ დამღლი არასდროს. უბრალოდ, ჩემში შეიცვალა ბოლო დროს რაღაცები და მინდა დავალაგო დიდიხანია, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ. საშუალება არ მეძლევა. -მოდი, მოგეხმარები.-მხიარულად ვუთხარი, მაგრამ არ გამხიარულებულა. -შენ რომ მომეხმარო ამ ყველაფერში ჯერ შენ თვითონ უნდა გაძლიერდე! -ანუ? -გყვარებია ვინმე? -ა.აარა..-წავილუღლუღე და ფანჯარაში გავიხედე. არადა, ჩემმა გულმა გასცა ამ ყველაფერს პასუხი. ტვინი კი პირიქით ებრძოდა გულს. -შემიყვარდა. ძალიან შემიყვარდა და ვერ ვხვდები ღირს თუ არა ეს სიყვარულად. შემიყვარდა მისი ბავშვურობა, მისი შეცვლილი ემოცები სახეზე. არასდროს რომ არ მალავს თავის ემოციებს. ბავშვივით სუფთა აზრები და გული შემიყვარდა. მინდა, შევეხო და მინდა, ძალიან მაგრად ჩავეხუტო, მაგრამ ვერ ვბედავ. მეშინია ამით რაიმე არ გავაფუჭო. იცი, როგორი ლამაზია? აი, შენნაირი თმები აქვს და შენნაირი თვალები. სრულიად შემცვალა ამ ადამიანმა. ზოგჯერ ისეთი ავია, შენ გგავს,-ლაპარაკობდა ერეკლე და თვალს ვერ ვაშორებდი. გულში ვფიქრობდი რა ბედნიერია ის ადამიანი, ერეკლეს რომ უყვარს-მეთქი...-იცი, თან რა არის? არ ვიცი რამდენად ღირს გრძნობებში გამოტყდომა. მეშინია სულ არ დავკარგო, მაგრამ ისიც არ შემიძლია მისგან შორს ვიყო. ოდნავადაც რომ ვიცოდე, რომ რაღაც სიმპათია გააჩნია ჩემს მიმართ ხელს ჩავკიდებდი და აღარსდროს გავუშვებდი. ახლა უბრალოდ, მასთან დაახლოებას ვცდილობ. თან ახლოს ვარ და თან შორს. მაგიჟებს ელენე ეს ფაქტი! ცუდად მხდის...-თქვა ერეკლემ და გამომხედა. მის თვალებში იმხელა დარდი და სევდა იყო. მინდოდა, იქვე მიწა გამსკდომოდა. მანქანა წითელზე გაჩერდა. ჩემკენ გამოიწია და თმაზე მომკიდა ხელი: -აი, ზუსტად ასეთი თმები აქვს. ამ სიგრძე და ესეთი რბილი. ზუსტად ასეთი სუნი აქვს თმაზე,-ჩემი თმა ცხვირთან მიიტანა,-ყოველ ღამე ცხვირს რომ მიწვავს და მინდა რომ შევეხო. ასეთი, ლამაზი თვალები აქვს და პატარა ტუჩები,-თითები თვალებსა და ტუჩებზე მოატარა. დენი მარტყამდა და მარტყამდა. მსიამოვნებდა მისი შეხება. -მე.. მე.. რა შემიძლია გირჩიო..-ხმადაბლა ვთქვი..-როგორც მეგობარს შემიძლია გირჩიო, რომ დარწმუნდე მის გრძნობებში, რომ შენთვის მომავალში უფრო იოლი იყოს.-ხელი გაუშეშდა ერეკლეს ჩემ სახეზე, მშვიდად ჩასწია და გასწორდა. მანქანების სიგნალების ხმამ გამომაფხიზლა და მძღოლების ყვირილმა. ერეკლემ მშვიდად გააგრძელა მგზავრობა. ანის გავუარეთ და მერე მიშკას. გავისეირნეთ და ცხელი ჩაიც დავლიეთ. ერეკლეს ხმა არ ამოუღია. მშვიდად იყო და მოვალეობის მოხდის მიზნით იღიმოდა. სახლში რომ დამტოვა მანქანიდან ვერ გადავდიოდი. არვიცი ვგრძნობდი, რომ ეს ბოლო ნახვა იყო თუ რა ხდებოდა, მაგრამ გადასვლა არ მინდოდა. ერეკლე ჩემკენ გამოიწია და სახე ხელებში დაიჭირა. მიყურებდა თვალებში და აკვირდებოდა ჩემ თითოეულ ნაკვთს. არვიცი რამდენხანს ვიყავით ასე, დედაჩემმა დარეკა და თავი შემახსენა, რომ ოჯახი მყავს და მელოდებიან. -ელენე,-მითხრა ერეკლემ და ლოყაზე ისევ ნაზად და ჰაეროვნად მაკოცა,-ელენე, შენ არავინ გგავს..-გავუღიმე და მანქანიდან გადმოვედი. გადმოვედი და მაგ დღეს დამთავრდა ჩემი ცხოვრება და დაიწყო უფრო რთული პერიოდი. დილას არც ზარი, არც მესიჯი, არც არაფერი. გაჩუმებული მეგობრები. ამოუხსნელი სიტყვები. და ჩემში გადატრიალება. ეს არის ეგოისტის ცხოვრება, რომელიც საკუთარ თავს არაფერში არასდროს დაადანაშაულებს. ცამდე მართალი მეგონა თავი! ვეკითხებოდი ჩემ თავს რა ვაწყენინემეთქი და ერეკლეს უცნაურობას ვაბრალებდი. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ისევ იმ კედელთან აღმოვჩნდი. „აუ, დამცინი ცხოვრებავ?!“-გულში გავიფიქრე. დიდხანს ვიდექი და ვუყურებდი წარწერას, რომელსაც დღეს მეორედ შევხვდი უკვე. არა! რომელთანაც მეორედ აღმოვჩნდი უკვე და მეშინოდა „გასამება“ რაიმე გრანდიოზული არ ყოფილიყო. არც ვფიქრობდი არაფერზე. სანდრო მირეკავდა, მაგრამ არ მიპასუხია. ვგრძნობდი მასთან როგორ ვაშავებდი და როგორი არასწორიც ვიყავი, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვმოძრაობდი. ფეხები მიკანკალებდა, ხელები მიკანკალებდა, სული მიკანკალებდა. ერთი დღისთვის ეს ძალიან ბევრი იყო.. თავს ძალა დავატანე და შემოვბრუნდი, რომ სახლისკენ გზა გამეგრძელებინა. ქუჩაზე უნდა გადავსულიყავი, რომ თავბრუ დამეხვა, გონება გამეფანტა და გავშეშდი. -შენ არავინ გგავს.. საყვარელი ხავერდოვანი ბარიტონი. ყველა წამი და წუთი თვალწინ დამიდგა. ყველაფერმა აზრი დაკარგა. მინდოდა შუა ჭავჭავაძეზე გადამერბინა და მანქანას შევვარდნოდი. აღარც მაკანკალებდა. უბრალოდ, გაშეშებული ვიდექი. თავს ძალა დავატანე და შევბრუნდი. მონატრებული ლევისის ჯინსები იდგა ჩემგან ზურგით. ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და კედელს მიშტერებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.