შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (2 თავი)


11-10-2018, 20:59
ავტორი naattii
ნანახია 2 356

შტაბში მისულებს მეთაურმა 2 საათი მისცა მოსასვენებლად და მოსაწესრიგებლად, თავად კვლევის ოთახს მიაშურა და მათი სამუშაო დაფა გამოიტანა. ცენტრში, ზემოთ სამიზნის ფოტო მიაკრა, საიდანაც ახალგაზრდა, შავგვრემანი, თაფლისფერთვალება, სავსე ტუჩიანი გოგო გადმოჰყურებდა. ყველაინი ინფორმაცია ირგვლივ შემოიწყო და პირველ რიგში მის გამოცდის შედეგებს ჩაუჯდა. თუ ადამიანს ერაყსა და ავღანეთში უნდა გამგზავრება პროგრამის ფარგლებში, აუცილებელია მათთვის სხვადასხვა შემოწმებიდა და გამოცდის გავლა, ახლა კი ანდრია სწორედ ამ შედეგებს ამოწმებდა და ფსიქოლოგის დასკვნა ბოლოსთვის შემოინახა.

ერთ საათში უკვე ყველა მასალაზე ქონდა გადანახედი და ფსიქოლოგის ფაილზე აპირებდა გადასვლას ხმა რომ შემოესმა.
-ლამაზია_კარის ჩარჩოზე მიყრდნობილიყო ყიფშიძე და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი ათვალიერებდა დაფას.
-ჯერ გაქვთ დრო.
-კარგი რა ანდრია, არ გიცნობდეთ მაინც, ვიცით შენი ორი საათი, აი ნახე ხუთ წუთში ყველა შეიკრიბება.

მართალიც აღმოჩნდა ბიჭი, ხუთ წუთში ყველა თავის ადგილზე იჯდა და დავალებებიც განაწილებული ქონდათ, მათი სამუშაო გეგმა ყველასგან განსხვავდებოდა, სამიზნეზე მოპოვებულ მასალებს ინაწილებდნენ და სხვადასხვა სფეროებს ირჩევდნენ, ნათიას პირადი ცხოვრება ეკუთვნოდა, ყიშიძეს განათლება და ასე შემდეგ. ანდრია ვლდებული იყო თავიდან ბოლომდე გაცნობოდა მთელ ინფორმაციას, დანარჩენები კი ერთმანეთს მოკლედ უზიარებდნენ მნიშვნელოვან ნაწილებს.
-პოლკოვნიკო, ეს ექიმი შარშან მაისშია გატაცებული, რა გახსენდებათ ამ თვეში?_დაფასთან მოსიარულე, ფურცლებით სავსე ანდრიას ახედა.
-მაისი? აჰ, მაგ თვე აბდულ სალ აჰიმით მახსოვს, მისივე გამწარებული ქვეშემრდომი რომ მიუვარდა, მაინც ვერ გიჭერენ და ჩემი ქალიშვილის გაუბედურებას არ შეგარჩენო.
-ხოდა ეგ ამბავი ზუსტად გოგოს გატაცებამდე ორი დღით ადრე მოხდა, მაშინ სერიოზული ეჭვიც იყო მოკლაო, მაგრამ ერთ თვეში დავაფიქსირეთ.
-ერთადერთი ნაბი**არია ვინც ვერ გამოვიჭირეთ_ბრაზი გაკრთა ანდრიას ხმაში.
-და შენ ფიქრობ, რომ ეს პატარა, უმცროსი ექთანი, რომელსაც ჯერ საოპერაციოშიც არ უშვებენ მარტოს, მოიტაცეს ამათი კუმირის გადასარჩენად?_ჩაეცინა ჯაბას.
-ვალდებულები ვართ ყველა შესაძლო ფაქტი გადავამოწმოთ_უფროსის სიტყვები მოიშველია ნათიამ და ანდრიას გადახედა დამეხმარეო.
-ნახევარ საათში ყველა თქვენგანიდან მინდა ინფორმაცია ტყვეს შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ._ ბოლო სიტყვა წარმოთქვა ანდრიამ და ექიმის ფსიქოლოგიური პორტრეტით გაემრთა ოთახისკენ.
რამდენიმე წუთი კიდევ ესმოდა ჯარისკაცების კამათი, მაგრამ მალევე მთლიანად ჩაიძირა საქმეში, ნახევარი საათი ისე გავიდა გარესამყაროსთან სრულიად მოწყვეტილი იყო. უმნიშვნელოვანესი იყო ფსიქოლოგიური გაცნობა სამიზნესი, ერთხელ ტყვე იმდენად სათუთი და ნაზი ბუნების, ისეთ პირობებში ყავდათ გამომწყვდეული, ჭკუიდან შეიშალა და გადასარჩენად მისულებს ავტომატის მთელი მჭიდი დააცალა თავზე, უნდა იცოდე ვის როგორ მიუდგე და ამ მხრივ არც ახალგაზრდა ექიმს ედგა კარგი დღე, ყველა მხიარულ დამიანად მოიხსენიებდა, სულ მოცინარი და კარგ ხასიათზე მყოფი, უდარდელა და მიმდობი, ანდრიამ იცოდა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები მალავდნენ დიდ უბედურებას. მაინც გაუკვირდა, რატომ უნდა ნდომოდა ასეთ ადამიანს ავღანეთში ათასობით დასახიჩრებულთან მუშაობა.
ანდრიამ თავი გამოიჭირა, რომ პასუხი აინტერესებდა და სიამოვნებით შეეკითხებოდა თუ მიაგნებდა, რასაკვირველია ცოცხალს. კარზე კაკუნმა გამოიყვანა ფიქრებიდან და კარებში მოცინარ მამალაძეს ახედა:
-გამო რა თორემ დახოცეს ერთმანეთი.
-ისევ?
-ისევ?_მობეზრებული დაეთანხმა უფროსს და სამუშაო ოთახისკენ წავიდნენ.
ოთახში საოცარი სანახაობა დახვდათ, როგორც ყოველთვის ჯაბა და ნათია ერთმანეთს ეომებოდნენ, ამჯერად შუაში ყიფშიძე ჩამდგარიყო გასაშველებლად და სიტუაციის კულმინაცია ყიფიანი იყო, რომელიც ფანჯარასთან მდგომი ჩიტო ჩიტო ნაცარას მღეროდა.
-რა ხდება?_ხმა გაიმკაცრ ანდრიამ.
-ვერ ხვდებო, რომ სულელური იდეა აქვს_ნათიას გადახედა ჯაბამ თვალების ბრიალით.
-შენ კი ვერ ხვდები, რომ ყველაზე რეალურია._არც ნათიამ დატოვა უპასუხოდ.
-იტყვით რა ხდება?
-მოკლედ, ყველაზე რეალური ის ადგილია სადაც თავად აბდულზე თავდასხმა მოხდა, ვიცით, რომ ერთსა და იმავე ადგილს ორჯერ არ იყენებენ, ამიტომ არც ვამოწმებთ ხოლმე, ეს თავადაც იციან, ღირს რომ შევამოწმოდ.
-და თუ შევცდით მივახვედრებთ რომ აქ ვართ და გოგოს მოვაკითხეთ._მაინც ვერ ისვენებდა ჯაბა.
-უკეთესი იდეა აქვს ვინმეს?_ბიჭებს მოავლო თვალი ანდრიამ, -გააქვთ? არა, ესეიგი ნათიას მოწოდებულს მივყვებით. ათ წუთში გავდივართ.

სამოქალაქო ტანსაცმელში გამოხვეული ხუთი ჯარისკაცი ცოცხალი მზერით ზვერავდა ნანგრევებად რომ უნდა დარჩენილიყო იმ შენობას, ახლა სახურავიც ქონდა, კარებიც შეეცვლათ და ფანჯრებიც ბოლომდე ამოეკეტათ, რაც შეჭყიტვასაც შეუძლებელს ხდიდა.
-ყიფიანი, მომახსენე მდგომარეობა_რამდენიმე შენობის მოშორებით, სახურავზე გაწოლილ დავითს მიმართა, რომლიც სნაიპერის იარაღის სამიზნეში იყურებოდა მთელი ყურადღებით.
ის ხუმარა, ბავშვი ბიჭი თითქოს მთლიანად გამქრალიყო და ადგილი თავისი საქმის პროფესიონალისთვის დაეთმო.
-სიწყნარეა უფროსო, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ სამნი არიან, მეტის ლანდი არ ჩანს.
-ახლა შესვლას აზრი არ აქვს, ბევრი უდანაშაულოა, ვიშლებით და დაღამებისას გამოვდივართ_ წასვლის ბრძანება გასცა ანდრიამ და ყველა სხვადასხვა მხარეს გაიფანტა უკვალოდ.

რამდენიმე საათში იგივე ადგილს უტრიალებდნენ და ანდრიას დაგეგმის გეგმას იმეორებდნენ. კართან მისული ნათია რამდენიმე წამი მთელი ძალით ქოშინებდა, დაძინძილ ტანსაცმელს უფრო იჩეჩდა და თვალებს ისრესდა. შემდეგ მთელი ძალით დააბრახუნა და სლუკუნი დაიწყო.
-დამეხმარეთ, მომზდევენ, დამეხმარეთ_ხმადაბლა შესძახა უცხო ენაზე და მაშინვე გაისმა კარის ხმა. ორი შეიარაღებული ერთად იდგა კარებში და ნათიას ბედნიერად გაეღიმა გამართლებაზე. ორივე იოლად გათიშა ანდრიასთან ერთად და იარაღ მომარჯვებულ უფროს აედევნა უჩუმრად უკან.
სარდაფის კართან კიდევ ერთი კაცი დახვდათ და ისიც იოლად გათიშეს, სნაიპერს თავისი ადგილი დაეკავებინა, ყიფშიძე და კერესელიძე კი გარედან აზღვევდნენ. სულ ტყუილად არც არავინ აღმოჩნდა იქ და იმედგაცრუებისგან ნათიას ამოხვნეშაც გაისმა.
-რა ხდება?_ყურში ისმოდა ყიფშიძის ხმა.
-აქ არავინაა._ამოიხვნეშა ქალმა.
-ვგიჟდები როცა ამის თქმა მიწევს, ხომ გეუბნებოდიი?_ირონიულად ჩაიქირქილა ჯაბამ.
-აქ იყვნენ_ხუთივე გააჩუმა უცებ ანდრიას ხმა, -სისხლი დიდი ხნის არაა, დიდი დიდი რამდენიმე დღის გადაყვანილი ყავდეთ, ნუ თუ მისი სისხლია, ავიღოთ ანალიზისთვის და..... _უცებ გაუწყდა ანდრიას ხმა და სწრაფად დაიხარა იატაკზე დაყრილ თოკებთან, ხელის ჩქარი მოძრაობით უწყობდა ერთმანეთს გვერდით და სიგრძეებს ადარებდა.
-რა ხდება? ხო მშვიდობაა?
-შემოვიდეთ?
-წესით ჩემგან სიმშვიდეა_უფროსის გაჩუმებისგან აღელვებული ბიჭები ერთმანეთს არ აცდიდნენ.
-კარგად ვართ მოიცათ._უცებ გააჩუმა ნათიამ.
-ორნი არიან_ფეხზე წამოიმართა ანდრია -ეს სისხლი თუ ჩვენი ექიმისაა, მასთან ერთად კიდევ ვიღაც ყავთ გატაცებული.



№1 სტუმარი ნათია 41

რა მალე დამთავრდააა ა4ადა მთელი მუღამი ახლა იწყებოდააა

 


№2  offline წევრი nini :)

უკვე ძალიან დამაინტერესააა..... და როგორც ყოველთვის ინტრიგააააა..... ვნახოთ რა მოხდება და ვინააა ნეტავ მეორე გატაცებულიიიიი როგორ მაინტერესებს

 


№3 სტუმარი Moon

შენი ყველა ისტორიაა ძალიან მომწონს გააგრძელე არ შეწყვიტო წერაა. ეს ისტორია კი მგონი ჩემ ფავორიტებში იწერება უკვე გელოდებიი

 


№4 სტუმარი სტუმარი დეფნე

მართლა კარგია. როგორ გელოდები რომ იცოდე. არ მყოფნის პატარა თავებია და რა ვქნა? ისეთი კარგი ხარ შენ

 


№5  offline წევრი ნორმი

როგორც ყოველთვის "პერფექტ"
--------------------
მორფეოსი

 


№6  offline მოდერი naattii

მადლობა დიდი ❤️მაპატიეთ ცალ-ცალკე ვერ გწერთ პასუხს ❤️

 


№7 სტუმარი ეთო

მაგსრია მომეწონა მალე დადეთ რა

 


№8  offline მოდერი naattii

ეთო
მაგსრია მომეწონა მალე დადეთ რა

უკვე გაგზავნილი მაქვს

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩვენს მეთაურს ეჭვი მაქვს რომ ექიმი შეუყვარდება... აი ჩვენი ვაჟა და ნათია კი მალე დახოცავენ სიყვარულისგან ერთმანეთს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent