შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი 4


13-10-2018, 02:53
ავტორი Soow
ნანახია 1 212

კიდევ ერთი შეუმჩნეველი, მშვენიერი დილა გათენდა,მზე მთელი არსებით ელამუნებოდა დედამიწას! დილა თითქოს და უხილავ ხელებს უქნევდა დიდი სახლის პატრონებს „აქ ვარ შემხედეთო“.ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ამჩნევდა კედლებზე გაჩენილ ბრჭყვიალა სხივებს და მთელი არსებით უნდოდა გარეთ უდარდელად განავარდებულიყო.თასმა პირით ეჭირა და ცკმუტავდა.
-მაქს! გასეირნება გინდა?-გაეღიმა ახლად გაღვიძებულ ქენდისს.-ვნახოთ რამდენად შევძლებთ ამას-ფრთხილად წამოდგა , აუჩქარებლად მივიდა ფანჯარასთან და ატლასის ფარდა ფრთხილად გაწია-შესანიშნავია სანამ ჟურნალისტების არმია არ დაგვადგება თავს მანამ უნდა გავიქცეთ.
****
ის ორი სახლიდან თავქუდ მოგლეჯილნი გარბოდნენ,ყველაზე გადამტყვეტ მომენტში ქენდისის უკან კარი გაიღო და მამამისმა დაუძახა .
-ჰეი სად!?
-მამა უბრალოდ ცოტას გავისეირნებთ სანამ ჟურნალისტები არ მოვლენ ისევ.
-მოიწიე სალაპარაკო მაქვს,გუშინ უნდა მეთქვა , დაძინებული დამხვდი.
-რა მოხდა მამა!
-დღეიდან არანაირი ჟურნალისტები,არანაირი პოლიციის განყოფილებები! შენ და მაქსი ოფიციალურად გცნეს უდანაშაულოდ, ამ ამბის აღნიშვნა ძალიან მინდა , მაგრამ მე და დედაშენი გადაუდებელ საქმეზე უნდა წავიდეთ ხვალ საღამოს დავბრუნდებით.
-როგორც იქნა!იმედი მაქვს ნინა გონს მოეგება, რა საქმეა?
-ფინეთში დიდი პრობლემები აქვს ჩვენს კომპანიას, აუცილებლად უნდა წავიდეთ .რაც შეეხება ნინას,ეჭვი მეპარება... და ხო, შენ პერსონალური დაცვა გყავს! არც კი გაბედო შეწინააღმდეგება.
-კი მაგრამ მამა! ეს მეტისმეტია.
-შენ უკვე შემეწინააღმდეგე-ისეთი მკაცრი გამომეტყველება მიიღო ქენდისმა შეწინააღმდეგება ვერ გაბედა სახლის გვერდიდან ორ მეტრიანი აფროამერიკელი გამოვიდა შავებში.
-მის პიტერსონ! მე ჯორდანი ვარ, ამიერიდან თქვენი პერსონალური დაცვა!-ხმა რომ ამოიღო მთელი სავანა ამღერდა!მისი ხმა რაღაც შუაში იყო ლომსა და ნიანგს შორის.მხოლოდ მისი ხმა იყო საკმარისი ნებისმიერი ბოროტმოქმედის დასაშინებლად.
-ძალიან სასიამოვნოა!-ძლივს გასაგონი წრიპინით თქვა ქენდისმა.მაქსიც კი აღფრთოვანებული იყო ახალი ნაცნობით , ჯერ საგულდაგულოდ შარვლის ტოტები დაუყნოსა, მერე,კი გაურკვეველი მიზეზით მის შარვალზე „ტერიტორია მონიშნა“.
ქენდისმა წამიერად მის ოთხფეხა მეგობარს დაემშვიდობა გულში ,თუმცა მისტერ ჯორდანი გაუნძრევლად და ურეაქციოდ იდგა.
-ძალიან ვწუხვარ მისტერ ჯორდან!-წამოიწრიპინა ქენდისმა.-შეგიძლიათ შესვენება აიღოთ და შარვალი გამოიცვალოთ.
-არის ქალბატონო!
მისტერ ჯორდანი ნელი ნაბიჯით წავიდე მომსახურე პერსონალისთვის აშენებულ სახლამდე მაგრამ ოთხ ნაბიჯში უქვე იქ იყო.
-ოჰო! მამა რა მოხდა ასეთი?ვიმე მანიაკი დამზდევს?
-ტაიმსის სტატია არ წაგიკითხავს არა?
-არა! რა მოხდა?
-ქენდის წაიკითხე და ყველაფერს მიხვდები, ჯორდანს არ მოშორდე და ეცადე ხალხმრავალ ადგილებში არ იარო.მეჩქარება საყვარელო დედაშენი უკვე ოფისშია და მელოდება როდის გავივლი, თავს გაუფრთხილდი.
ჯეიმსი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა ქენდისი კი იმდენად იყო დაინტერესებული სტატიით ჯორდანს არ დაელოდა და ტაიმსის ახალი გამოშვება იპოვა.
„გახმაურებული ნინა მელკოვას საქმის ახალი დეტალები.
იმის შემდეგ რაც დაზარალებული ნინა მელკოვას მამამ- იან მელკოვმა შოკის მომგვრელი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის უთვალთვალებს , ქენდის პიტერსონს და მისი მოკვლით იმუქრება,გაურკვეველ ვითარებაში ,საკუთარ სახლში ცეცხლ სასროლი იარაღით დაჭრეს მაქს რომანო რიჩი.მისი მდგომარეობა სტაბილურია,რადგან იგი მკლავში იქნა დაჭრილი.გასროლა მამამისის ბრუნო რომანო რიჩის სახლში მოხდა.გაცნობებთ რომ ეს უკანასკნელი „უნაი ფოლდინგის“ და მსხვილი კლინიკათა ქსელის „ნიულაინის“ დამაარსებელია...
ნინა მელკოვა უკვე ერთი კვირაა ახალი ძალადობის ნიშნებით დადის,სასამართლომ მაქს რომანო რიჩი და ქენდის პიტერსონი უდანაშაულოდ სცნო,ყველა ეჭვი ნინას მამაზე გადმოვიდა...“
ქენდისმა სწაფად გადაავლო თვალი,გულზე ხელი მოიკიდა ძალიან შეეშინდა. სულ რამდენიმე თვის წინ ჩვეულებრივ სტუდენტურ ცხოვრებას ეწეოდა,ახლა კი ყველა გაზეთში მისი სახელია გამოდებული.
-მის პიტერსონ!-კარზე ჯორდანმა მიუკაკუნა და ისედაც შეშინებული კიდევ უფრო დააფრთხო.
-მობრძანდით მისტერ ჯორდან.-ცრემლები მოიწმინდა და იატაკიდან წამოდგა.
-მინდა რომ მოკლედ ჩვენი თანამშრომლობის წესები მოგითხროთ!
-გისმენთ
-1 . ჩემს დაუკითხავად არსად მიდიხართ.
2. მთელი ამ სახლის პერიმეტრი სნაიპერებით კონტროლდება,შეგიძლიათ უკანა ეზოში გაასეირნოთ ძაღლი.
3.სტუმრებს, კურიერებს და მსგავს ადამიანებს კარს მე ვუღებ და მე ვჩხრეკ!
4.არავითარ შემთხვევაში არ პოსტავთ თვენ ადგილმდებარეობას.
-გასაგებია! მისტერ ჯორდან მერწმუნეთ არც მე მინდა სიკვდილი.მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს მაქსის ნომერი ამომიგდეთ თქვენი წიგნაკიდან.
-ვინ არის მაქსი-დაბნეულმა იკითხა.
-მისტერ ჯორდან, მე იდიოტი არ ვარ , გგონიათ ატ ვიცი რა მოვალეობები აკისრია დაცვას?
-მართალია! მაგრამ მამათქვენმა სასტიკად აკრძალა მისი აქ მოსვლა .
-რათქმაუნდა აქ არ მოვა,დაჭრილია და მისი მდგომარეობა მაინტერესებს.
-მაშ. რა განეწყობა ინებეთ!-პატარა წითელი წიგნაკი მიაწოდა სადაც მაქსის ფოტო იყო ჩაკრული , ფოტოს ზემოდ მსხვილად ეწერა „საეჭვი პირი“ ქვემოთ კი კოორდინატები.
-გმადლობთ მისტერ ჯორდან , მე ჩემს ოთახში ვიქნები.
******
-ალო.
-მაქს. როგორ ხარ?
-ქენდი შენი ხმა 2%-იანი ლიდოკაინივით მომედო გონებაზე.-გაეცინა, მერე რაღაც ასტკივდა -ააჰჰჰ , ვერ ვინძრევი ამის დედაც.შენ როგორ ხარ ქენდი?
-არ ვიცი ახლახანს წავიკითხე სტატია.
-რა სტატია?
-თაიმსის.
-ჰეი , პეტია ძმაო თაიმსის ახალი გამოშვება ამომიტანე რა!
-პეტია ვინ არის?
-ჩემი რუსი დაცვა, ჰო ,ჰო მე დაცვა მყავს,თავი როკვარსკვლავი მგონია.
-რამდენი მეტრია შენი პეტია?
-ჩემს სიმაღლემდეა... ეს რატომ მკითხე?
-იმიტომ რომ ჩემს დაცვას ჯორდანი ჰქვია აფრო ამერიკელია და ორ მეტრაზე უფრო მეტია.
-მოიცა შენ რა ?
-სტატია წაიკითხე დაყველაფერს მიხვდები.
-ქენდი ვიდეოზარით დაგირეკავ კარგი ? პეტიამ გაზეთი ამოიტანა.
-კარგი.
ხუთ წუთში როგორც სჩანს მაქსმა სტატია წაიკითხა და ქენდისს გადმოურეკა.
-ჯორდანთან ერთად სავაჭრო ცენტრში წამოდი !
-არამგონია სავაჭრო ცენტრი კარგი ადგილი იყოს.
-მაშინ მე მოვალ შენთან .
-გაგიჟდი? მთელი სახლის პერიმეტრი სნაიპერებით კონტროლდება.შენ კი ჯორდანის წიგნაკში საეჭვო პირად ხარ შეტანილი.
-რამდენიმე წუთში გადმოგირეკავ.
*******
დაახლოვებით ნახევარი საათი გავიდა ვიდეო ზარის დასრულებიდან,მაქსი აღარ რეკავდა და ქენდისმაც მოიწყინა საცურაო კოსტუმი ჩაიცვა და ბოლო სართულზე ჩავიდა ბასეინში საბანაოდ.რამდენიმე წუთი იყო გასული ვერანდაზე გამავალი მინის კარიდან შავებში ჩაცმული სილუეტი შემოხტა.
-მაქს! ო ღმერთო! აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-იცი ერთ რამეში უნდა გამოგიტყდე , სტატია წანაკითხი მქონდა, იმ შეშლილის ვიდეოსაც ვუყურე , და ჯორდანი მთელი მისი სნაიპერებით ჩემი კაცია.
-ეს როგორ გავიგო?-განცვიფრებული ეკითხებოდა გოგონა წყლიდან.
-მარტივად! ჯორდანი ჩემი მეგობარია , უფულიდ მყავს მოსყიდული.სა საეჭვო პირი ერთგვარი კოდია, ჩვენ ორისთვის.
კარი გაიღო და ბასეინის ოთახში ჯორდანმა შემოიხედა.
-მის თუ გნებავთ რომ გავაგდო ,ამას ახლავე გავაკეთებ მე თქვენზე ვმუშაობ,თქვენი უსაფრთხოება კი ასი პროცენტით დაცულია.
-არა ჯორდან,საჭირო არ არის-დაბნეულმა ჩაილაპარაკა გოგონამ და ჯორდანმა კარი გაიხურა.
-აბა?-მრავალმნიშვნელოვნად თქვა მაქსმა.
-რა?
-არ მოგენატრა ჩემთან საუბარი? ამოდი წყლიდან ცოტა ვისაუბროთ.
ქენდისმა წყლიდან ამოსვლა დაიწყო ,მაგრამ უცებ გაიაზრა რაც ხდებოდა.
„ნახევრად შიშველი უნდა ამოვიდე წყლიდან! მაქსი დამინახავს ! ნეტა ფეხებზე თმები ამომივიდა? ჯანდაბა რა გავაკეთო ? არა!“
მსგავს ფიქრებს ქენდისი კარზე ფხაჭუნმა გადაარჩინა.
-მაქს ეს ძაღლია კარი გაუღე რა!
მაქსიც კარის გასაღებად წავიდა, ქენდისი კი ხვლიკივით სწრაფად ამოძვრა წყლიდან, მხოლოდ ახლა მიხვდა რომ მოსაცმელად გამჭვირვალე თეთრი ხალათი ჰქონია წამოღებული, გინდ ჩაგიცვია სველ ტანზე და გინდ არა.მაინც ჩაიცვა და ვერანდაზე სავარძელში ჩაეფლო, ბალიშები კი ტანზე მიილაგა.
პირველად ვერანდაზე ოთხფეხა მაქსი გამოვარდა, აქოშინებული იყო ,პატრონს კალთაში შეახტა.მერე ადამიანი მაქსიც გამოვიდა ჩაფიქრებული ღიმილით სჩანს მიმხვდარიყო გოგონას ფიქრებს.მაქსიც ქენდის გვერდით დაჯდა და გოგონას კალთაში ენა გადმოგდებულ აქოშინებულ ძაღლს მოფერება დაუწყო,ოღონდ ისე, რომ მისი ხელის ერთი მხარე ძაღლს ეხებოდა მეორე კი ქენდისის სველ მუცელს.
-ჰმ, ხელი როგორ გაქვს? - უხერხულად შეიშმუშნა ქენდისი და მაქსის ხელი ვითომ შემთხვევით მოიცილა.
-გაშეშებული და შეხვეული რათქმაუნდა!-მაქსს საფირმო ღიმილი გადაეკრა ბაგეებზე,
-რატომ მოხვდედი მაქს?
-უბრალოდ შენი დანახვა მინდოდა ეს არ არის საკმარისი?
-მამაჩემი თუ გაიგებს ძალიან ეწყინება,ასეთი რამეები არ მახასიათებს ხოლმე...
-მოიცა , ჩშშ ერთი წუთით.უბრალოდ მომისმინე კარგი?-გოგონას ბეჭებში ხელი მოკიდა და მისკენ შემოატრიალა.მოძრაობისას ძაღლი კალთიდან გადაუხტა და ბალიშებიც ძირს გაიყოლა.
-ქენდის!მესმის რომ არ გსიამოვნებს მამის მოტყუება,ასე რომ ხვალესვე დაველაპარაკები მას,მაგრამ მინდა მოვისმინო შენი დამოკიდებულება ჩვენზე , როგორც წყვილზე, მეგობრებზე, თანამონაწილეებზე.არ ვიცი! მითხარი რასაც ახლა ფიქრობ.
-მე...მე ... ვთვლი, რომ კარგი ადამიანი ხარ ,მაგრამ ჩვენ არც წყვილი ვართ, არც მეგობრები და რისი თანამონაწილეებიც გავხვდით კარგად არ დამთავრებულა, არ ვიცი იქნებ ყველაფერი ეს რომ არა სხვაგვარად ყოფილიყო ყველაფერი.
-რათქმაუნდა ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა მაგრამ უნდა ვცადოთ,ჩვენ არც კი გვიცდია! წინა შეხვედრაზე მზად იყავი გეკოცნა.ახლა მეუბნები რომ შენი მეგობარიც კი არ ვარ! ძალიან გთხოვ შორიდან ნუ მოუვლი ჩემს შეკითხვას უბრალოდ მითხარი, გიყვარვარ?
-...
-ქენდის ეს არც ისე რთულია
ქენდისმა ღონის მოსაკრებად ფეხზე წამოდგა ორ ნაბიჯიანი ბოლთასცემა დაიწყო,აღარ ადარდებდა ის რომ , მთელი პერიმეტრი სნაიპერებით და კამერებით იყო გავსებული, ის რომ, შიფონის გამჭვირვალე სველ ტანზე მიკრული მოსასხამი არაფერს უფარავდა.
-ქენდის! რა ჯანდაბაა? ასე ნერვიულობა ღირს?
-ჯანდაბაშიც წასულა ყველაფერი-წამოიყვირა გოგონამ.
-ოჰო, ძაღლი დააფრთხე ! ჯორდანი შემოვარდება ცოტა ჩუმად!
-ხვალ მოდიხარ საღამოს აქ და ჩემს მშობლებს ერთად ვეუბნებით ყველაფერს!-ისევ ყვირილით საუბრობდა-ყველაფერი მომბეზრდა! ცოტაც დარჩა და შევიშლები! ახლა ადექი ! ადექი მეთქი!
მაქსი დაბნეული და ოდნავ დამცინავი სახით წამოდგა,გაბრაზებული სველი ქენდისი საცურაო კოსტუმში კარგი შესახედი იყო,მაგრამ საერთოდ ვერ გაეგო რა უთხრა და ახლა რა უნდოდა.
-ასე უნდა ვიდგე?
-ასე უნდა იდგე?
-ცოტა ჩუმად ! ჩემს კითხვებს იმეორებ და საერთოდ ვერ გავიგე რა გინდა.
-რა უნდა მინდოდეს? ... მე ახლახანს სიყვარულში გამოგიტყდი.-ბოლო წინადადება ჩურჩულით ჩაილაპარაკა.
-როდის?
-შენ რა დამცინი?
-არა ვერ გავიგონე, რაც არ გამიგონია ის არც უთქვამთ.
-ხვალ ჩემს მშობლებთან მეთქი... ვერ გაიგე თუ მემაწვალებ?
-ქენდის ! უბრალოდ თქვი მე შენ მიყვარხარ.- ბოლთას მცემი, უხერხული მდგომარეობისგან და სტრესისგან გადაღლილი გოგონა გააჩერა და თვალებში ჩახედა.
-ჰო!-ძლივს ამოიჩურჩულა
-რა ჰო? კარგი პირველად მე ვიტყვი მეორედ! -სიტყვა „მეორედ“ ცინიკური ნიშნის მოგებით წარმოთქვა.-ქენდის მეშენ ძალიან მიყვარხარ!მიყვარს ყველაფერი რაც კი ამ მოკლე ხანში აღმოვაჩინე შენში.ყველა შენი ნაკვთი და მიმიკა,შენი უზომოდ კეთილი და უბრალო გული,შენი სიყვარული მიყვარს და ღმერთო...-გოგონას ნახევრად შიშველ ტანზე ჩახედა -რამაგარ ტანზე ხარ! ბოდიში ეს მისით წამომცდა.
ქენდისი რამდენიმე წუთი თვალებ გაფართოვებული უყურებდა მას, მერე თვალებიდან ცრემლი გადმოდინდა და ...
-მაქს მეც, მეც მიყვარხარ!-სლუკუნებდა -მიყვარს შენი თავდაჯერებულობა, მიყვარს ის ფაქტი რომ ადამიანებს უანგაროდ ეხმარები და ძალიან კარგი ექიმი იქნები,მიყვარს შენი თვალები და ო ღმერთო -უცებ ცრემლიანმა მაქსის წინანდელი კოზირი გამოიყენა, მართალია ცრემლების ყრით ,მაგრამ მაინც აათვალიერა ფეხებიდან ბოლომდე -ძალიან მაგარი უკანალი გაქვს!-ისტერიაში გადაუვიდა სიცილი და წირილი.
მაქს გულიანად გაეღიმა გოგონას წელზე ხელი შემოხვია და ცრემლიან ბაგეებზე დაეწაფა.ქენდისი ისევ აგრძელებდა ტირილს,ეს სევდიანი ტირილი როდი იყო . მის ბაგეებს ცისფერი სიყვარულის წვეთები ასველებდა.



№1  offline წევრი fluctus Oceani

Bravooo dzlIiiiiiiiivs rogorc iqna.maqsi miyvars da qendisiiiiiiic

 


№2  offline წევრი Soow

I love you baby
Bravooo dzlIiiiiiiiivs rogorc iqna.maqsi miyvars da qendisiiiiiiic

MADLOBA!

 


№3  offline წევრი nino ninidze

მე მარის დაწერილი ყველაფერი მომწონს წარმატებები მარის დაყველა მიყვარს მარის დაწერილები

 


№4  offline წევრი Soow

nino ninidze
მე მარის დაწერილი ყველაფერი მომწონს წარმატებები მარის დაყველა მიყვარს მარის დაწერილები

Mari vin aris?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent