შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტირანის მახეში #16


13-10-2018, 20:01
ავტორი Queenofmoon
ნანახია 6 122

ეკრანზე გამოსახული წითელი ნიშანი,რომელიც რობაქიძის ადგილმდებარეობას დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში ერთ ადგილას გაჩერებულს უყურებდა,მამაკაცს თვალები ელვასავით გაუნათდა,როცა ჯიპიესმა ადგილმდებაორების ცვლილება დაიწყო.
- მოიცადე!!! ეს რა ჯანდაბაა?!!!
- რა ხდება ბატონო ალექსანდრე?!
საჭესთან მჯდომმა მათემ გვერდით უფროსს გახედა ანერვიულებული მზერით და ეკრანს აპარებდა თვალებს.
- სწრაფად,სწრაფად მცხეთისკენ ვუხვევთ,მიმართულებას ვიცვლით,უნდა დავეწიოთ!!!
- ახლავე.
რამოდენიმე წამში ალექსანდრეს ტელეფონი აწკრიალდა,მამაკაცმა სენსორი გადასწია და შეტყობინების ფანჯარა გახსნა,რომელიც დაფარული ნომრისგან გამოგზავნილიყო..ფაილს თითი დააჭირა რამოდენიმეჯერ და ვიდეო მასალამ ატვირთვა დაიწყო.
ვიდეო ირთვება,გადამღები წინა კამერას თვალს უტეხად უსწორებს,რომელსაც ნიღბიდან მხოლოდ შავი სფეროები მოუჩანს და ხელს აქნევს მისალემების ნიშნად.. - უფროს კანდელაკს მივესალმებით..მამაკაცი კამერას გისოსებს მიღმა ატრიალებს სადაც ორ ქალს არჩევს ერთმანეთისგან,ლილიანს და ყიფიანის ცოლს..მასზე მოქცეულ მამაკაცს აკვირდება,რომელიც გამეტებით უტყამს ხელკეტს რობაქიძეს და ქალიც ნელნელა გონებას კარგავს..- ეს ჯერ დასაწყისია..შეწყვიტე ჩვენი ძებნა,თორემ გამომძიებლის ცხედრისგან,მხოლოდ დარჩენილ ძვლებს თუ იპოვით..იცინის ამაზრზენად,მამაკაცი ხელკეტს ძირს აგდებს და კამერას ართმევს მის თანამზრახველს. - იმედია ეს ფილმის თრეილერი მოგეწონა,კანდელაკო.. იცოდე,შენს ძუკნას ისე გავ*იმავ..ისე,რომ საკუთარი სახელიც დაავიწყდება.. ცხირს ჭმუხნის და ხელებს იფერთხავს..- მმ..ისედაც ერთი სული მაქვს,გემო გავუსინჯო ამ მარწყვივით ქალს.. მოკლედ,სანამ საქმე ძალიან ცუდად წასულა,უკან დაიხიეთ..აბა,მომავალ შეხვედრამდე!
- ამის დედაც!!! ჯანდაბააა!!!
ხელს ძლიერად არტყავს მანქანას,საქარე მინას ბოლომდე სწევს და ჰაერს ძლიერად ისუნთქავს.
- ბატონო ალექსანდრე,ჯიპიესს ლილიანის საათის მეშვეობით მივყავართ,მაგრამ ვიდეო-მასალა სულ სხვა რამეს გვეუბნება..ვფიქრობ საათი ლილიანს აღარ უნდა ეკუთვნოდეს..ჩვენ ახლა სავარაუდო დამნაშავეს მივსდევთ,ლილიანი კი ისევ იმ გისოსების მიღმაა.
- ვინც არ უნდა იყოოთ...ჩემი ხელით ამოგხდით სულს...ვინც არ უნდა იყოოოთ!!!! ამის დედააც!!!!
ღრიალებს მამაკაცი,თვალებს ნიღბიანებს უსწორებს ეკრანზე,თითს არტყავს ტელეფონს და ყბები საშინლად ეჭიმება.. - უნდა გავარკვიოთ ვინ გამოაგზავნა ეს ვიდეო მასალა...უნდა გავარკვიოთ სასწრაფოდ!!!
- დიახ ბატონო ალექსანდრე...აი,მანქანას თითქმის ვუახლოვდებით..ერთი წუთი..ამის დედაც,ეს რა..ღადაობაა?!
ჯიპიესმა ადგილი კვლავ შეიცვალა,უკვე თბილისს მოშორებულმა,საბურთალოს მიმართულებით შეუხვია..
- ბატონო ალექსანრე..ჯიპიესი,ზუსტად ვაკე-საბურთალოს ტერიტორიას უახლოვდება...
- რა თქვიი?!!!
ტელეფონი მანქანაზე მიმაგრებული ბუდიდან ამოგლიჯა,დანიშნულების ადგილი მიიახლოვა და წითელ ნიშანი ზუსტად განყოფილებასთან შენიშნა.- ამის დედაც..მომისმინე..ახლავე ბიჭებს დაუკავშირდი..ყველანი იქ დარჩნენ,სადაც მთელი ამ დროის მანძილზე ვხედავდით სად მდებარეობდა გადამცემი..ჩვენ კი გავყვეთ იმ დედამოტ*ნულ მანქანას!!!
- გასაგებია..
ამაშუკელმა რაცია ხელში მოიმარჯვა და უფროსის ბრძანება გაავრცელა.. მანქანები ადგილზე გაიშალნენ,იარაღით მომარჯვებულები,ფრთხილი ნაბიჯებით გაიფანტნენ წრეზე,რომლებიც ხელით ანიშნებდნენ ერთმანეთს რა მიმართულებით ემოძრავათ.
ამაშუკელმა კი გაზს ფეხს მიაჭირა ბოლომდე და სიჩქარეს მოუმატა,რომელიც მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს ისე,რომ მანქანის ბორბლებს ჰაერში ბუღი დაეყენებინათ.
- ლილეე..გთხოვ გაუძელი ჩემო ლამაზო...მათემ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და აცრემლებული თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა,მოღალატე ცრემლებს რომ არ ეძლია..მისმა ჩურჩულმა კი ალექსანდრეს ყურთასმენამდე მიაღწია,რომელსაც თითქოს სხეულზე ცეცხლი წაეკიდა.. თავი გააქნია,ერთიანად დაჭიმული საზურგეს მიეყრდნო და თავზე ხელი გადაისვა ნერვიულად..- ამის დედაც... ამოიოხრა გამწარებულმა და უკვე ამრეზით მიჩერებულ და ეჭვიანობის პიკს მიღწეულმა,მკვლელი მზერით გახედა გვერდით მჯდომ ამაშუკელს.

შავი ჰამერის ჯიპები მცხეთის გზატკეცილზე მდებარე ორსართულიან სახლს მიუახლოვდნენ და წრე დაარტყეს ისე,რომ ყოველი შესაძლო გასასვლელი გადაეკეტათ..მანქანაში მსხდომმა მამაკაცებმა,ტყავის ჩანთის ელვა სწრაფად გადასწიეს და AK47 და M16 ამოაძრეს,რომლებიც ყველამ სათითაოდ გადაინაწილა,ნიღბები სახეზე ჩამოიცვა და მანქანიდან სხარტად გადმოხტნენ,საჭესთან მჯდომი მამაკაცი,პირველი გადმოვიდა მანქანიდან,მრისხანე მწვანე თვალები შეავლო სახლს და პირველი ის გაიჭრა შესასვლელისკენ,რომელსაც უკან ოცდახუთამდე შეიარაღებული უმაგრებდა ზურგს.
იარაღის ყრუ გასროლით კარი ჩაცხრილეს,ფეხით შეამტვრიეს და სახლში გაიფანტნენ,ზოგი პირველ სართულზე შეიჭრა,ზოგიც მეორეზე..ყველაფერს ტყვიებით უსწორდებოდნენ და სახლისგან მხოლოდ ფიტული დაეტოვებინათ..ძვირფასეულობები ერთ დიდ ჩანთაში მოათავსეს და მეორე სართულიდან მოისროლეს ისე,რომ პირდაპირ მამაკაცის მკლავებში აღმოჩენილიყო.
ყიფიანმა გახარიას კაბინეტი შეამტვრია,მაგიდაზე არსებული ნივთები ხელის ერთი მოსმით გადაყარა,თუმცა საინტერესო რომ ვერაფერი ეპოვა,გამწარებული ისევ უკან გამობრუნდა,სწრაფი ნაბიჯებით ჩაირბინა კიბეები და გარეთ გამოსულმა ჰაერი ხმაურიანად შეისუნთქა..
- ბატონო იოანე,აქ არავინ არ არის..როგორც ჩანს სახლი დიდი ხნის წინ დატოვა იმ ნაბიჭვარმა...
- მიწიდან ამოთხარეთ...სადაც არ უნდა იყოს..ცოცხალი მოათრიეთ რომ წამებით ამოვხადო სული.. გესმის?!
- გასაგებია.
მამაკაცმა თავი დაუკრა,შეიარაღებულებს შესძახა "ოპერაცია დასრულებულიაო" და სახლიც ნიღბიანებით ნელნელა დაიცალა..მხოლოდ ერთი კაცი დარჩენილიყო,რომელმაც სახლის ცენტრში C4- ის ბლოკი დადო,კოდი სწრაფად აკრიფა,მოწყობილობამ ნელნელა დაიწყო წრიპინი,რომელიც ტემპს ყოველი ხუთ წამში უმატებდა და ისიც სწრაფი ნაბიჯით გაეცალა ტერიტორიას.
- მზადაა?!
სიგარეტი ამოაძრო ყიფიანმა და ნაპასი ძლიერად მოქაჩა.
- ყველაფერი მზად არის,ბატონო იოანე.
- მანქანებში ჩასხედით,მივდივართ.
- როგორც ინებებთ.
მამაკაცები მანქანებში ჩასხდნენ,სახლის ტერიტორიას სულ რაღაც რამოდენიმე კილომეტრით მოშორდნენ,ოცდაათ წამში კი ლუკა გახარიას სახლი ჰაერში აიწია..მანქანაში მჯომი ყიფიანი კი მშვიდი და კმაყოფილი სახით მიიწევდა წინ და მის უკან ყურადღებას არც კი აქცევდა ვულკანივით გადმოფრქვეულ ცეცხლის ალს,რომელიც თითქოს ცაში იჭრებოდა და ღრუბლებში იფანტებოდა შავ კვამლთან ერთად..ფერფლად იქცა გახარიას თვალუწვდენელი სახლი,რომელიც სასახლესავით აღმართულიყო უშველებელ ტერიტორიაზე,მის შიგნით საუცხოო ავეჯით და მრავალი ძვირფასეულობით ..რამოდენიმე ქვეყნიდან ჩამოტანილი მილიონად შეფასებული ნახატებით კედლებზე..იოანეს თქმით,ძვირი იყო მასთან დაპირისპირება და ასეც მოხდა..გახარიასთან მტრობას კი,ამით არ დაამთავრებდა,მხოლოდ ეს არ იყო.. სამაგიეროს გადახდა,მხოლოდ ახლაღა იწყებოდა..
ვერავინ ხვდებოდა,ერთ დროს ყველაზე გავლენიანი მაფიოზის,კონსტანტინე ყიფიანის შვილიც რომ ასეთი ძლევამოსილი იქნებოდა.. ამიტომ ბედავდა ჯერ კიდევ ნიკოლოზ ყიფიანის ხალხი მასთან შუღლს და განხეთქილებას..ჯერაც ვერ დარწმუნებულიყვნენ მის დიდებულებაში,ამიტომ ცდილობდნენ იოანესთვის რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ,ჯერ ახლობლების დახოცვით,შემდეგ კი მისი ადგილის დაკავებით.

განყოფილების შენობასთან მანქანამ მთელი სისწრაფით შეუხვია,გვერდით მდგომ ვარდისფერ მერსედესს გახედა,შემდეგ კვლავ ამაშუკელს გაუსწორა თვალები უტეხად და დუმილით ანიშნა ის,რისი თქმაც ხმამაღლა არ უნდოდა.
- საქმეს მიხედეთ!
- კარგით ბატონო ალექსანდრე,ფრთხილად იყავით..თუ რამეა,დამიკავშირდით.
ალექსანდრე მანქანიდან გადმოვიდა,განყოფილების დერეფანი სწრაფი ნაბიჯებით გაიარა და კაბინეტს ხმაურიანად მოარგო გასაღები.
- ბატონო ალექსანდრე..გამარჯობა.
მამაკაცმა თვალები ძლიერად დახუჭა,ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელის მიმართულებით და ლარივით დაჭიმული სხეულით მიტრიალდა მეგისკენ,რომელსაც ღიმილი ყურებამდე ასდიოდა მისი დანახვისას.
- შემოდი,მეგი.
კარი გააღო და ქალს ხელით ანიშნა,კაბინეტში შესულიყო,რომელიც ქუსლების კაკუნით ორ წამში სავარძელში მოთავსდა,დემონსტრაციულად გადაიდო ფეხი-ფეხზე და მამაკაცს ახედა გაცისკროვნებული თვალებით.
- ლილიანს ვეძებდით,თუმცა უშედეგოდ..მასთან დასაკავშირებლად ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს.
- დიახ..მითხრა ამაშუკელმა..ძალიან ვწუხვარ. ვიპოვით ბატონო ალექსანდრე,აუცილებლად დავიხსნით მას და ქალბატონ ევასაც.
ხელები ერთმანეთში ახლართა ნერვიულად და ფეხის აქეთ იქით ქნევას მოუყვა.
- დავიხსნით..დავიხსნით..თან ხომ იცი,როგორი დასჯის ხერხები მაქვს დამნაშავეებისთვის?
ქალს თვალებში ჭინკები აუთამაშდა,ქვევიდან ახედა მამაკაცის მუქ ლურჯ სფეროებს,რომელიც თვალსაც არ ახამხამებდა. - ვიცი,ალექს..ვიცი. ეშმაკურად გაეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეებში,ფეხზე ზანტად ზამოდგა და მამაკაცს უკნიდან შემოხვია ხელები რომლებიც ზურგიდან მკერდის მიმართულებით გააცურა და ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა: - მომენატრე,ალექს..შენ არა? იცი..სულ შენზე ვფიქრობ..გამუდმებით..ყოველ ღამე..
- რაოო მეგიიი?!..ნუთუ ჩემს მერე ვერავინ შეძლო შენი დაკმაყოფილებაა?
- ხომ იცი..შენნაირი არავინაა ალექს..აი რაც შემეხება მე...ჩემსავით არამგონია გამოუცდელმა ლილიანმა გასიამოვნოს..ასე არ აროს?!
მამაკაცმა ალმაცერად აათვალიერა ქალი თავით ფეხებამდე და ირონია ნარევი ხმით არ დააყოვნა პასუხი. - მე არც შენამდე და არც შენს შემდეგ არ მქონია დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება,მეგი... თუმცაა,ვაღიარებ...შენი ტ*აკის გა*იმვა ნამდვილად სასიამოვნო იქნებოდა,მაგრამ აქ არა..უკანალზე ხელი ისე ძლიერად დაარტყა და მთელი ძალით მოუჭირა თითები,ქალმა საშინელი ტკივილსგან წამოიკივლა და პირზე ხელები აიფარა,ერთიანად ვნება მოწოლილმა,რომელიც ლამის ხელში ჩადნობოდა კაცს.
სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია ყურზე,ბიბილოზე ტუჩები თითქმის შეხებოდა და ჩასჩურჩულა
- საქმეს მიხედე,წინ გრძელი ღამე გველის!

* * *

- ამდენ ხანს სად არიან..ვჩურჩულებ და ევას ვუყურებ,რომელიც თვალებაწყლიანებული მიშტერებია ერთ წერტილს. ევაა..
- ჰო,ლილიან..არ ვიცი..ალბათ ფიქრობენ რა გვიქნან.
- გთხოვ,დაივიწყე რაც მეგიმ გითხრა..იოანეს შენ ძალიან უყვარხარ..
- იცი,ლილიან.. ძალიან პატარა ასაკში თითქოს მთელი ცხოვრება გამოვიარე..სიკვდილსაც თვალებში ჩავხედე..ის ჩემთან ყოველდღე,ძალიან ახლოს იყო.. იცი,რამდენჯერ დაუდიათ ჩემთვის იარაღი შუბლზე? რამდენჯერ დაურტყამთ და იქამდე ვუცემივარ,სანამ სილურჯეები სიშავეში არ გადამსვლია.. ეს ყველაფერი იოანეს გამო გამოვიარე..
როცა მისმა ძმაკაცმა ჩემზე ძალა იხმარა,ყოველ დღე ს ვცდილობდი.. იმ დღიდან შემზიზღდა ყველა..ერთ ხანს მეგონა იოანეც მეზიზღებოდა,თუმცა ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტი იყო,რადგან მის დანახვაზე მისი მეგობარი მახსენდებოდა..ყოველ დღე,მინდოდა ფანჯრიდან გადავმხტარიყავი..ხან მინდოდა ვენები გადამეჭრა ან ჩემი იარაღით გამომედო სასხლეტზე თითი..მაგრამ ვერ შევძელი,რადგან ჩემს მუცელში ორი პატარა არსება სუნთქავდა..იზრდებოდა..ყოველ დღე ვკვდებოდი სულიერად და ნაბიჯს ვერ ვდგამდი რეალური სიკვდილისკენ.. კანში ვერ ვეტეოდი..ამოძრომა მინდოდა იმ ფიტულისგან,რომელიც ჩემგან იყო დარჩენილი..იოანემ,რა თქმა უნდა.ეს ყველაფერი არ იცოდა..აღარ მინდოდა უარესად დამემძიმებინა,რადგან არც მან გამოიარა ნაკლები..დრომ ყველაფერი დაალაგა..ხო..ასეა,პატარები როცა გაჩნდნენ,ორივემ თითო სიცოცხლე მაჩუქა,მერე ანასტასია შეემატა..ჩემი პატარა ზურმუხტის თვალება გოგო..მაგრამ..ახლა ვფიქრობ,იგივე რომ განმეორდეს ლილიან,თავს არ ვიცოცხლებ..ამას მეორედ ვეღარ გავუძლებ,გესმის? არ ვარ ძლიერი..სუსტი ვარ,ძალიან სუსტი..ამას ვერც იოანეს სიყვარულის გამო ვეღარ გადავიტან..ვერც ჩემი შვილების გამო..რადგან ჩემი თავის სიძულვილი ერთხელ ძლივს დავძლიე..ეხლა კი,ძალა აღარ მეყოფა ამისთვის..
- ევა,გეფიცები...ხელს ვერავინ დაგაკარებს,გესმის?!
- ბარბარე მართლა ძალიან ლამაზი იყო?
- ჰო.
- რა დაემართა.
- გარდაიცვალა.
- რატომ.
- იოანეს გამო გაწირა თავი.
- დიდ ხანს იყვნენ ერთად?
- ეგ ნამდვილად აღარ ვიცი.
- ის ვიდეოები..ისევ იოანეს აქვს?
- ჰო,ევა..
- გასაგებია.
- ევა.. ევა..მგონი მოდის ვიღაც,გესმის ხმა?!
- მესმის..ცრემლებს სწრაფად იწმდენს და კედელს ეყრდნობა. - მზად ვარ.
ხელებს ზურგს უკან ილაგებს და განწირული ხმით იწყებს კივილს. - დამეხმარეთ,გთხოოვთ..გთხოოვთ ვინმე დაგვეხმარეთ..
შავგვრემანი მამაკაცი წარბშეკრული მოდის გისოსებთან,ხელკეტით წინ წამოწულ ევას უკან აგდებს და მისი საზიზღარი,მკაცრი ბარიტონი ჩემს სმენამდე აღწევს.
- რა გინდა?!!! რა გაყვირებს ჰა?!!!
- გთხოვ..დაეხმარე..გათიშულია ორი საათია..ძალიან გთხოვ..მგონი არც კი სუნთქავს..გესმის?!
- ამ ჩემს *ლეს!!! ამისთვის წიკვინებ?!!!
- ძალიან გთხოოვ!! გთხოოვ უბრალოდ გამოაფხიზლეე..ხედაავ?მგონი არ სუნთქავს!!
ევა ფეხს მადებს და ცდილობს "შემანჯღრიოს" მამაკაცი კი ხან მე მიყურებს,ხან კი მას.
- აი,ხედავ?! მგონი მკვდარია!!! ჯანდაბაა..მკვდარია..მკვდარიაა!!
- გიგაააა!!!
ყვირის მამაკაცი დერეფნისკენ,თუმცა ხმას არავინ აგონებს,რამოდენიმჯერ იკურთხება გვარიანად და გასაღებს იღებს ჯიბიდან,რომელსაც საკეტს არგებს.
ჩემს წინ იხრება,ზურგზე მატრიალებს და სახეში ხელს მარტყავს რამოდენიმეჯერ.. თვალებს ვახელ და მთელი ძალით სახეში ვარტყავ შუბლს,ევა ხელკეტს წვდება და ჯერ კიდევ დარეტიანებული აზრზე მოსვლას ვერ ასწრებს,ისე არტყავს კეფაში რკინის ჯოხს და მხოლოდ ოხვრას ასწრებს, გონებას იქვე კარგავს..
- ღმერთო...გამოვიდა...გამოვიდა...
ჯოხი ხელიდან უვარდება,ფეხზე ძლივს ვდგები და მამაკაცის შარვლის ჯიბიდან იარაღს ვიღებ,სწრაფად ვტენი და მის სხეულს ვაბიჯებ,ევას მაჯაში ვწვდები და ფრთხილი ნაბიჯით გავდივართ დერეფნისკენ,კედელს მივუყვები და ევაც უკან მომყვება ხელზე ჩაბღაუჭებული..რკინის კარს ვუახლოვდები,რომლის სახელურსაც ვწევ,თუმცა არ იღება..ვცდილობ ხელით მივაწვე,სახელურს ვეჯაჯგურები,ფეხით ვაწვები გაიღოს,თუმცა ამაოდ..
- ნუთუ სხვა გასასვლელი არ არსებობს?!
ჩურჩულებს თვალებდაქაჩული ქალი და აქეთ იქით იყურება.- ლილიან,აქეთ!
ხელით მანიშნებს,მევ მივყვები და ყუთებით გატენილ ოთახში შევდივართ,სადაც ერთ დიდ ფანჯარას ვხედავ..გარეთ ვიხედები,თუმცა ადგილს ვერ ვცნობ..ფანჯარას სწრაფად ვწევ ევას ვუთითებ,პირველი ის გადახტეს.
- მიდი,მიდი გადახტი...სწრაფად!
რაფას ხელებით ეყრდნობა,ფეხებს გარეთ ყოფს და ერთი მოძრაობით ქვევით ვარდება,მეც მის გზას გავუყვები და წყვდიადში მოცულ ადგილას,ორივეს გვიჭირს ორიენტაციის გაკვლევა.
- ჯანდაბა..რა სიბნელეა..
- იარე ევაა,იარე..
სწრაფი ნაბიჯებით მივიწევთ წინ,თუმცა მესერივით შემორტყმულ წვრილი რკინის გისოსებს ვეჯახებით,რომელიც თითქოს დენივით გვარტყამს და უკან გვაგდებს..
- უნდა ავძვრეთ..გესმის?!
- შენ შეძლებ?!
- სხვა გზა მაქვს?!
გისოსებში ვცდილობ ფეხი მოვაქციო და თითებით მთელი ძალით ვებღაუჭები,ზემოთ ავიდე..ევა ყოველ ცდაზე უკან ვარდება და საშინლად დაღლილი,კვლავ ცდილობს იგივე გაიმეოროს.
- ხელი მომეცი ევა! ხელი მომეციი!
ხელს ვკიდებ და ჩემკენ ვქაჩავ,თუმცა ნეკნების ძლიერი ტკივილისგან ისე მისუსტდება ხელი,მაშინვე მისხლტება მისი ხელისგან.
- საით გაგიწევიაათ?!!!
ხმაზე ორივე ერთიანად ვხტებით,გალავანს მოშორებულები,მიწაზე ვსწორდებით და იარაღს პირდაპირ მამაკაცს ვუმიზნებ.
- არ მომიახლოვდე,თორემ გესვრი!!!
- იარაღი დააგდე პატარა ძუ*ნა..თორემ განანებ..
- ლილე..ესროლე...ესროლე გესმის?!!
ევა ბოლო ხმაზე გაკივის,მე კი ღრმად ვისუნთქავ ჟანგბადს და სახეზე ოფლი ერთიანად მასხამს.
- ესროლეეეე!!! რაღას უცდიი?!!!
- ჯანდაბაა...ჯანდაბაა...მუხლები მეკვეთება და ცრემლები ნიაღვარივით ჩამომდის სახიდან...
შენობიდან კი რამოდენიმე მამაკაცი გამოდის ხელკეტებითა და პისტოლეტებით ხელში,რომლებიც ორივეს გვიმიზნებენ,ერთი ჰაერში ისვრის ტყვიას,შიშისა და დაბნეულობისგან რევოლვერი მივარდება და შავგვრემანი მაშინვე ორივეს თავს გვესხმის,კისერში კი ძლიერ ტკივილს ვგრძნობ და გონება მეთიშება.



____

აქვე ვუპასუხებ მათ,ვინც პირადში მომწერა ამ ისტორიის დასრულებასთან დაკავშირებით. მოკლედ მაქსიმუმ 3 თავი დარჩა..მეტი არა..
მოკლედ იმედია მოგეწონებათ



№1  offline მოდერი lemongiirl

ველოდები მომდევნო თავს, ისტორია მომწონს თვითონ, დახვეწილად ვითარდება♥

 


№2 სტუმარი სტუმარი

დავიძაბეე. სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline მოდერი abezara98

ვაიმე, ლილე, შენ რა გითხარიი! scream აი, აქ გაწყვეტა იქნებოდა? მიშველეთ ვინმემ! sweat_smile აღარც კი ვიცი, რა უნდა დაგიწერო! ემოციებიც კი აღარ მაქვს, ან ის იმის ბრალია, რომ 9 საათი გადაბმულად ვიჯექი ლექციაზე და ტვინი მაქვს გათიშული და ჯერ ვერ ვიაზრებ რა მოხდა sweat_smile sweat_smile ჰმ... ალექსაანდრესა და მეგის შორის რა ხდება? რაო, წინ გრძელი ღამე გველისო? მომესმა ალექსანდრე? რას აპირებ? ვითომ მიხვდი, მეგი რომაა დამნაშავე და მის გამოაშკარავებას აპირებ? open_mouth ჰაჰააა, როგორ მომეწონაა ალექსანდრეს ეჭვიაობა, მათემ რომ ჩაიბურტყუნა ლილეზეე sweat_smile ჯერ სად ხართ, ბატონო ალექსანდრე, ჯერ სად ხართ sweat_smile
ვაიიი, ჩემი საწყალი ევაა, ეს რა გადაუტანია sob sob მაგას არაფერი მოუვიდოდეს და მეტი კი არაფერი მინდაა pensive ოხ, ლილე, ლილეეე, ერთ სროლას რა უნდოდა? ახლა რა დაემართებათ ორივეს? scream scream
მოკლედ, სულმოუთქმელად საყვარელოო heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი nini :)

ოოოო..... საინტერესო და ინტრიგნული დასასრული თავის.....
საინტერესო განვითარებაააა.... და იმედია ვინმე ნახავს ჯიპიესს როცა ალექსანდრე მეგისთან ერთად წავა და მიხვდებიან რამეს თორემ დავიტანჯე უკვე ლილეს და ევას უბედურებით......
მიყვარს იოანე და ალექსანდრეეეე.....
და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის..... ნეტავ ანასტასია სად ყავთ..... პატაარაააა და რა ძნელი იქნება მისთვის დედის გარეშე.....
ველოდები ახალ თავს ინტერესით და მოუთმენლად..... ❤❤❤

 


№5 სტუმარი ნათია 41

აუ ლილეეე არა რა ეხლა გახდი ჰუმანური? ნუთუ არასდროს უსვრია დამნაშავისთვის?! კაი მესმის ბოდიში სხვებიც იყვნენ და ევას საფრთხეს ვერ შეუქმნიდა არადა იმედი გამიჩნდა რომ იოლად გამოძვრებოდნენ. გახარია მიწაში ჩაძვრა გველივით? მაინც ამოგთხრით????????????. აუ ჭკუაზე აღარ ვარ ???? მეგი რომ აზრზე არაა სად დაე..ა????
მაგარიხაააააარ❤❤❤

 


№6  offline წევრი Nano Goduadze

დავიწყებ იქედან რომ შენი წერის სტილი სასწაულად მომწონს heart_eyes მერე იმას გეტყვი რო უძალიანმაგრესი პერსონაჟები გყავს kissing_heart და ბოლოს innocent მალე მოაშორე ეს ტირანი მეგი და მისი ბანდა cry ნერვები ამეთხარა ამ ადამიანზე , თავიდანვე არ მომწონდა ეს მეგიტო joy ოქრო ხარ და მალე ველოდები ახალ თავს heart_eyes

 


№7  offline ადმინი შამანი

აჰა აი როგორ არ გაგიბრაზდე :დდდ ასეთ მოცუცქნულ თავს რომ დებ :დდ თან მეგონა მეთქი ამ თავში მოგვარდება თქო და ამათმა უარეს შარში გაყვეს თავი :დდდ
იმედი მაქვს მალე დადებ ახალ თავს,ისე მალე რომ კითხვებით არ აგავსებ პირადში,როდის დადებ ახალ თავს თქო:დდ
მაინც კარგი გოგო ხარ,მომეწონა კაი თავი იყო ♥
სავარაუდოთ მგონია რომ ალექსანდრეს ლილიანის საათი შეამჩნია მეგის ხელზე და მაგიტომაც აყვა თამაშში. ასე უფრო მეტ და საჭირო ინფორმაციას გამოტყუებს.
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№8 სტუმარი მეუცნაურე

შენ მომკლავ !!
როგორი დაზაფრული ვარ არც კი იციი
თითქოს მე დამარტყა დენმა...
გელოდები <3
მეგი რაცაა არ მინდა დავწერო :D დავიცავ ცენზურას

 


№9  offline მოდერი Queenofmoon

მეუცნაურე
შენ მომკლავ !!
როგორი დაზაფრული ვარ არც კი იციი
თითქოს მე დამარტყა დენმა...
გელოდები <3
მეგი რაცაა არ მინდა დავწერო :D დავიცავ ცენზურას

ხო,გეთანხმები მეც მაგას ვფიქრობ მეგიზე!:დდდდ
შამანი
აჰა აი როგორ არ გაგიბრაზდე :დდდ ასეთ მოცუცქნულ თავს რომ დებ :დდ თან მეგონა მეთქი ამ თავში მოგვარდება თქო და ამათმა უარეს შარში გაყვეს თავი :დდდ
იმედი მაქვს მალე დადებ ახალ თავს,ისე მალე რომ კითხვებით არ აგავსებ პირადში,როდის დადებ ახალ თავს თქო :დდ
მაინც კარგი გოგო ხარ,მომეწონა კაი თავი იყო ♥
სავარაუდოთ მგონია რომ ალექსანდრეს ლილიანის საათი შეამჩნია მეგის ხელზე და მაგიტომაც აყვა თამაშში. ასე უფრო მეტ და საჭირო ინფორმაციას გამოტყუებს.

მადლობა ჩემო ტკბილო გოგო kissing_heart კი კი,შემთეგ თავში აღარ გაგიჩნდება ზედმეტი კითხვებიი..გპირდები heart_eyes
Nano Goduadze
დავიწყებ იქედან რომ შენი წერის სტილი სასწაულად მომწონს heart_eyes მერე იმას გეტყვი რო უძალიანმაგრესი პერსონაჟები გყავს kissing_heart და ბოლოს innocent მალე მოაშორე ეს ტირანი მეგი და მისი ბანდა cry ნერვები ამეთხარა ამ ადამიანზე , თავიდანვე არ მომწონდა ეს მეგიტო joy ოქრო ხარ და მალე ველოდები ახალ თავს heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი შეფასებისთვის! უკარგესი ხარ kissing_heart kissing_heart
ნათია 41
აუ ლილეეე არა რა ეხლა გახდი ჰუმანური? ნუთუ არასდროს უსვრია დამნაშავისთვის?! კაი მესმის ბოდიში სხვებიც იყვნენ და ევას საფრთხეს ვერ შეუქმნიდა არადა იმედი გამიჩნდა რომ იოლად გამოძვრებოდნენ. გახარია მიწაში ჩაძვრა გველივით? მაინც ამოგთხრით????????????. აუ ჭკუაზე აღარ ვარ ???? მეგი რომ აზრზე არაა სად დაე..ა????
მაგარიხაააააარ❤❤❤

მადლობა ნათიიი heart_eyes მეგისაც მალე მოუწევს მიწაში ჩაძრომაა,თუ დააცადეს გათხრა ოღონდ laughing
nini :)
ოოოო..... საინტერესო და ინტრიგნული დასასრული თავის.....
საინტერესო განვითარებაააა.... და იმედია ვინმე ნახავს ჯიპიესს როცა ალექსანდრე მეგისთან ერთად წავა და მიხვდებიან რამეს თორემ დავიტანჯე უკვე ლილეს და ევას უბედურებით......
მიყვარს იოანე და ალექსანდრეეეე.....
და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის..... ნეტავ ანასტასია სად ყავთ..... პატაარაააა და რა ძნელი იქნება მისთვის დედის გარეშე.....
ველოდები ახალ თავს ინტერესით და მოუთმენლად..... ❤❤❤

დიდი მადლობა ნინიი heart_eyes ახალ თავსაც ასევე მალე დავდებ ჩემო კარგო
abezara98
ვაიმე, ლილე, შენ რა გითხარიი! scream აი, აქ გაწყვეტა იქნებოდა? მიშველეთ ვინმემ! sweat_smile აღარც კი ვიცი, რა უნდა დაგიწერო! ემოციებიც კი აღარ მაქვს, ან ის იმის ბრალია, რომ 9 საათი გადაბმულად ვიჯექი ლექციაზე და ტვინი მაქვს გათიშული და ჯერ ვერ ვიაზრებ რა მოხდა sweat_smile sweat_smile ჰმ... ალექსაანდრესა და მეგის შორის რა ხდება? რაო, წინ გრძელი ღამე გველისო? მომესმა ალექსანდრე? რას აპირებ? ვითომ მიხვდი, მეგი რომაა დამნაშავე და მის გამოაშკარავებას აპირებ? open_mouth ჰაჰააა, როგორ მომეწონაა ალექსანდრეს ეჭვიაობა, მათემ რომ ჩაიბურტყუნა ლილეზეე sweat_smile ჯერ სად ხართ, ბატონო ალექსანდრე, ჯერ სად ხართ sweat_smile
ვაიიი, ჩემი საწყალი ევაა, ეს რა გადაუტანია sob sob მაგას არაფერი მოუვიდოდეს და მეტი კი არაფერი მინდაა pensive ოხ, ლილე, ლილეეე, ერთ სროლას რა უნდოდა? ახლა რა დაემართებათ ორივეს? scream scream
მოკლედ, სულმოუთქმელად საყვარელოო heart_eyes heart_eyes

ჩემო შოკოლადოოო,მადლობაა...მალე იქნება ახალი თავიი.. smile ხოო,ბატონი ალექსანდრე ისეთ შარშია თავადაც არ იციის smile
სტუმარი
დავიძაბეე. სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს

მალე იქნება შემდეგიიი kissing_heart
Anano Magradze
ველოდები მომდევნო თავს, ისტორია მომწონს თვითონ, დახვეწილად ვითარდება♥

ძალიან მიხარია რომ მოგწონს..მადლობა heart_eyes kissing_heart

 


№10 სტუმარი მეუცნაურე

აუ როგორ მიყვარს ეს ისტორია არც კი იციი,ისე მენანება 3 თავში დასამთავრებლად.
არა მეგიზე ენა მაინც მექავება :D
აუ, ძალიან მაგარი ხარ რა!!!
იცი რა იყო, ევას მონათხრობზე კიდევ მეტი სიბრალული ვიგრძენი და ვიგრძენი რომ იოანეს თუ არ შეხედავს მალე,გამტყდარია უკვე სულიერად.კი ამბობს,ვერც იოანეს სიყვარულის გამო გავუძლებ იგივესო, მაგრამ არ მჯერა მე ეგ. საყვარელი ადამიანი,ის ვინც შენს მეორე ნახევრად მიიღე,სულით ხორცამდე შენად გეგულება,მისით ძალა ვერ იგრძნო?! წარმოუდგენელია!
ვაიმე,რამდენს ვლაპარაკობ,მეორე კომენტარს ვწერ :D

 


№11  offline წევრი Other side

Arvici ra gitxra, garda imisa rom saswauli xar
--------------------
Other side

 


№12  offline მოდერი Queenofmoon

მეუცნაურე
აუ როგორ მიყვარს ეს ისტორია არც კი იციი,ისე მენანება 3 თავში დასამთავრებლად.
არა მეგიზე ენა მაინც მექავება :D
აუ, ძალიან მაგარი ხარ რა!!!
იცი რა იყო, ევას მონათხრობზე კიდევ მეტი სიბრალული ვიგრძენი და ვიგრძენი რომ იოანეს თუ არ შეხედავს მალე,გამტყდარია უკვე სულიერად.კი ამბობს,ვერც იოანეს სიყვარულის გამო გავუძლებ იგივესო, მაგრამ არ მჯერა მე ეგ. საყვარელი ადამიანი,ის ვინც შენს მეორე ნახევრად მიიღე,სულით ხორცამდე შენად გეგულება,მისით ძალა ვერ იგრძნო?! წარმოუდგენელია!
ვაიმე,რამდენს ვლაპარაკობ,მეორე კომენტარს ვწერ :D

კი,იოანეს გარეშე ნამდვილად გამტყდარია.. არ ვიცი რა გითხრა,ალბათ არსებობს ზღვარი,რომლის იქითაც ადამიანი ვეღარ გაქაჩავს..გააჩნია,ეს მკითხველის გადასაწყვეტია ევამ ეს ნამდვილად პირდაპირ იგულისხმა თუ სასოწარკვეთისგან.. ჰო და მადლობა შენ კიდევ ერთხელ<3 ძალიან მახარებ kissing_heart
Other side
Arvici ra gitxra, garda imisa rom saswauli xar

სასწაულები თვქენ ხართ,ასე რომ მაბედნიერებთ და ჩემს დღეს ქმნით kissing_heart kissing_heart მადლობა ჩემო თბილო

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიკო

Vaimee sul gavqvavdi exla cremlis dro iyo?

 


№14 სტუმარი მეუცნაურე

კიი, ზოგადად, ვფიქრობ,რომ ზღვარი არსებობს,რომელზე მეტსაც ვერ გაუძლებ,ვერ აიტან,მაგრამ მაინც მჯერა,რომ საყვარელი ადამიანი ყველაზე შეუძლებელ რაღაცებსაც შეგაძლებინებს და დაგანახებს რომ კიდევ მეტი რამ შეგიძლია.

მადლობა იმ უზარმაზარი დოზის სიამოვნებისთვის,რასაც შენი ნაწერები მანიჭებს.

სერიოზულად ვფიქრობ,რომ ლომკა დამემართება ამის მერე,ვიდრე ახალ რამეს დაიწყებ.

 


№15 სტუმარი nino

chemi saocreba gogo dzalian dzalian magari iko ❤imedia shemdeg tavs male dadeb ❤

 


№16 სტუმარი გცხფ

დებილი გოგო... შტერი იმენა. უნდა ესროლა... ახლა უარესს არ უზამენ?! უიმეეე უფ.

 


№17  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი მარიკო
Vaimee sul gavqvavdi exla cremlis dro iyo?

smile laughing heart_eyes არ იტიროთ
მეუცნაურე
კიი, ზოგადად, ვფიქრობ,რომ ზღვარი არსებობს,რომელზე მეტსაც ვერ გაუძლებ,ვერ აიტან,მაგრამ მაინც მჯერა,რომ საყვარელი ადამიანი ყველაზე შეუძლებელ რაღაცებსაც შეგაძლებინებს და დაგანახებს რომ კიდევ მეტი რამ შეგიძლია.

მადლობა იმ უზარმაზარი დოზის სიამოვნებისთვის,რასაც შენი ნაწერები მანიჭებს.

სერიოზულად ვფიქრობ,რომ ლომკა დამემართება ამის მერე,ვიდრე ახალ რამეს დაიწყებ.

მადლობელიც ვარ და მადლიერიც,თუ ასეთ სიამოვნებას განიჭებს ჩემი ისტორია..ძალიან მიხარია მართლა.. kissing_heart kissing_heart
nino
chemi saocreba gogo dzalian dzalian magari iko ❤imedia shemdeg tavs male dadeb ❤

მადლობა ჩემო შოკოლადო,მალე დავდებ შემდეგსაც აუცილებლად kissing_heart
გცხფ
დებილი გოგო... შტერი იმენა. უნდა ესროლა... ახლა უარესს არ უზამენ?! უიმეეე უფ.

:)))) ვნახოთ რა ინება grinning kissing_heart

 


№18 სტუმარი cota boroti

Cudad vaar es ra tavi iyoo
Cota borotis siborote ukve piks agweevs
Ramdeni wamebis scena warmovidgine ukve ro icodeee
Yvela im degradirebuli satanebis mimaaart.
Sacodavi evaa ramdeni rame gamouvllia axla ufro cxadad warmovidginee
Magram gaudzeli evaa
Ise eseni rom mirbodnen bavhvs sad jandabashi tovebdnen
Me damitoves da ar vici?
Megis axla ufro metad gavputav eg..................................
axali tavis lomka maaqvs ddd

 


№19 სტუმარი მკითხველი

აღარ ვიცი რა გითხრა და ემოცია როგორ გამოვხატო, ძალიან მეტკინა ევას სიტყვები და ცრემლიც კი მომადგა, არადა არ ვარ ასეთი.
ჩემი ლილე კი მოსაკლავი მყავს რა (თათბირზე ვერ გადამირჩება :D), სად გაქრა მისი შემართება? ალბათ აქვს მიზეზი და ამასაც შესანიშნავად აკეთებ, პატარ-პატარა მინიშნებებით კვანძებს ქმნი და მერე ხსნი. მაგარი გოგო ხარ და კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ მიყვარხარ!!!!

 


№20  offline წევრი Kalina

1) ევას, როგორც ქალის სახე უგზოუკვლოდ დაეცა ჩემ თვალში. უთავმოყვარეობის პიკი იყო აი ეს ამბავი. მეგობრის ძმაკაცმა გაგაუპატიუროს, მისგან შვილებს ელოდებოდე და შენ კიდე იმ ქმართან რჩებოდე?! გულისამრევია ჩემთვის.
2)ვერ მივხვდი ლილე რანაირი გამომძიებელია იარაღის წესიერად ხმარება თუ არ იცის. ტიპები გცემდნენ, გაუპატიურებით გემუქრებოდნენ, იცი, რომ წარბი არ შეერხევათ ისე მოგკლავენ და ერთი გასროლა არ შეგიძლია? მაგას რო თავი დავანებოთ, ალბათ ზედმეტად ახალბედა გამომძიებლის საქციელია ასეთ მომენტში შიშზე და დაბნეულობაზე კონცენტრირება.

რავიცი, რავიცი...
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№21 სტუმარი სტუმარი Mziko

Ai ramdeni xania ar damiweria komentarii???chemi mkvdari telefoni mokvda da momiwia bolo sami tavis ertad wakitxvaaa...raa ambebi dagitrialebia shen tu ici gogo??!!:) mokled veli axal tavs rac sheidzleba male. Miyvarxar sheni ertguli mkitxveli mziko

მარიკუნაა♥️
1) ევას, როგორც ქალის სახე უგზოუკვლოდ დაეცა ჩემ თვალში. უთავმოყვარეობის პიკი იყო აი ეს ამბავი. მეგობრის ძმაკაცმა გაგაუპატიუროს, მისგან შვილებს ელოდებოდე და შენ კიდე იმ ქმართან რჩებოდე?! გულისამრევია ჩემთვის.
2)ვერ მივხვდი ლილე რანაირი გამომძიებელია იარაღის წესიერად ხმარება თუ არ იცის. ტიპები გცემდნენ, გაუპატიურებით გემუქრებოდნენ, იცი, რომ წარბი არ შეერხევათ ისე მოგკლავენ და ერთი გასროლა არ შეგიძლია? მაგას რო თავი დავანებოთ, ალბათ ზედმეტად ახალბედა გამომძიებლის საქციელია ასეთ მომენტში შიშზე და დაბნეულობაზე კონცენტრირება.

რავიცი, რავიცი...

Ioanesgan iyo eva orsulad roca gaaupatiures da ara modzaladisgan. Amitom darcha tavis qmartan

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინა

აუ როგორ მომწონს და არ მინდა რომ დამთავრდეს:* დღეს შეძლებ ახალი თავის დადებას?

 


№23  offline მოდერი Queenofmoon

cota boroti
Cudad vaar es ra tavi iyoo
Cota borotis siborote ukve piks agweevs
Ramdeni wamebis scena warmovidgine ukve ro icodeee
Yvela im degradirebuli satanebis mimaaart.
Sacodavi evaa ramdeni rame gamouvllia axla ufro cxadad warmovidginee
Magram gaudzeli evaa
Ise eseni rom mirbodnen bavhvs sad jandabashi tovebdnen
Me damitoves da ar vici?
Megis axla ufro metad gavputav eg..................................
axali tavis lomka maaqvs ddd

ხოო შენ დაგიტოვეს აღიარე ეხლა laughing laughing
მალე იქნება ახალი თავი გენაცვალე მოითმინე laughing kissing_heart

მკითხველი
აღარ ვიცი რა გითხრა და ემოცია როგორ გამოვხატო, ძალიან მეტკინა ევას სიტყვები და ცრემლიც კი მომადგა, არადა არ ვარ ასეთი.
ჩემი ლილე კი მოსაკლავი მყავს რა (თათბირზე ვერ გადამირჩება :D), სად გაქრა მისი შემართება? ალბათ აქვს მიზეზი და ამასაც შესანიშნავად აკეთებ, პატარ-პატარა მინიშნებებით კვანძებს ქმნი და მერე ხსნი. მაგარი გოგო ხარ და კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ მიყვარხარ!!!!

მეც კიდევ ერთხელ გეტყვი,რომ მეც მიყვარხარ ტკბილო kissing_heart kissing_heart ღმერთო ჩემო,ასეთი საყვარელი როგორ ხარ ამიხსენი?!!
smile smile
მარიკუნაა♥️
1) ევას, როგორც ქალის სახე უგზოუკვლოდ დაეცა ჩემ თვალში. უთავმოყვარეობის პიკი იყო აი ეს ამბავი. მეგობრის ძმაკაცმა გაგაუპატიუროს, მისგან შვილებს ელოდებოდე და შენ კიდე იმ ქმართან რჩებოდე?! გულისამრევია ჩემთვის.
2)ვერ მივხვდი ლილე რანაირი გამომძიებელია იარაღის წესიერად ხმარება თუ არ იცის. ტიპები გცემდნენ, გაუპატიურებით გემუქრებოდნენ, იცი, რომ წარბი არ შეერხევათ ისე მოგკლავენ და ერთი გასროლა არ შეგიძლია? მაგას რო თავი დავანებოთ, ალბათ ზედმეტად ახალბედა გამომძიებლის საქციელია ასეთ მომენტში შიშზე და დაბნეულობაზე კონცენტრირება.

რავიცი, რავიცი...

მარიკუნა kissing_heart ევა როცა გაიტაცეს,მაშინ უკვე ფეხმძიმედ იყო.. შვილები რა თქმა უნდა იოანესგან ჰყავს,მასთან რომ არ ჰყავდეს ლოგიკურია,რატომ იქნებოდა..ალბათ მოძალადისგან დაორსულებული რომ ყოფილიყო,თავს არც იცოცხლებდა. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას,ნახავ შემდეგ თავში,რატომ გადაწყვიტა ეს.
kissing_heart kissing_heart
სტუმარი Mziko
Ai ramdeni xania ar damiweria komentarii???chemi mkvdari telefoni mokvda da momiwia bolo sami tavis ertad wakitxvaaa...raa ambebi dagitrialebia shen tu ici gogo??!!:) mokled veli axal tavs rac sheidzleba male. Miyvarxar sheni ertguli mkitxveli mziko

მარიკუნაა♥️
1) ევას, როგორც ქალის სახე უგზოუკვლოდ დაეცა ჩემ თვალში. უთავმოყვარეობის პიკი იყო აი ეს ამბავი. მეგობრის ძმაკაცმა გაგაუპატიუროს, მისგან შვილებს ელოდებოდე და შენ კიდე იმ ქმართან რჩებოდე?! გულისამრევია ჩემთვის.
2)ვერ მივხვდი ლილე რანაირი გამომძიებელია იარაღის წესიერად ხმარება თუ არ იცის. ტიპები გცემდნენ, გაუპატიურებით გემუქრებოდნენ, იცი, რომ წარბი არ შეერხევათ ისე მოგკლავენ და ერთი გასროლა არ შეგიძლია? მაგას რო თავი დავანებოთ, ალბათ ზედმეტად ახალბედა გამომძიებლის საქციელია ასეთ მომენტში შიშზე და დაბნეულობაზე კონცენტრირება.

რავიცი, რავიცი...

Ioanesgan iyo eva orsulad roca gaaupatiures da ara modzaladisgan. Amitom darcha tavis qmartan

მეც მიყვარხარ და მომენატრე ძალიან kissing_heart kissing_heart
სტუმარი ნინა
აუ როგორ მომწონს და არ მინდა რომ დამთავრდეს:* დღეს შეძლებ ახალი თავის დადებას?

ვეცდები ჩემო კარგო heart_eyes kissing_heart

 


№24 სტუმარი სტუმარი Mariamo

dges dade raaa

 


№25 სტუმარი გცგვ

დადებ დღეს??????

 


№26  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი Mariamo
dges dade raaa

გცგვ
დადებ დღეს??????

დღეს დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent