შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კვამლში გახვეულნი (სრულად)


14-10-2018, 03:15
ავტორი K. I.
ნანახია 6 240

კვამლში გახვეულნი
კიდევ ერთი უხალისოდ ჩამოწნული დღე ნოვასთვის...
სწრაფად მოისხა თბილი მოსაცმელი და სახლიდან გავიდა.
-უჰ!- გარეთ გასულს მაშინვე აღმოხდა და მარწუხებისგან გათავისუფლებულივით ამოაყოლა ფილტვებში დარჩენილი მძიმე ჰაერი.
ზეცას ახედა. ის ერთადერთი იყო, რომელიც მასში დაბადებულ ფერთა გამებით და უსასრულობით შვებას გვრიდა, ტკივილებს უყუჩებდა.
-მოიცა, აქ რა ხდება?- გაოგნებული მიაშტერდა ცას, -რატომ ვეღარ ვხედავ საყვარელ ფერებს? კვამლი რატომ ფარავს?- აფორიაქდა და აქეთ-იქით თვალების ცეცება დაიწყო.
ხალხი ირეოდა. ლოდების ტარებისგან ჩაღუნული ჰქონდათ ზურგები.
გამაყრუებელი სიგნალების, ზუზუნის, გუგუნისა და ეკლესიის ზარების რეკვის ხმა სწვდებოდა ნოვას ყურთასმენას. სურდა, ყველა ბგერა დახშულიყო და მხოლოდ ზარების დარჩენილიყო.
შავი კვამლი მოედო ყველაფერს - ტრანსპორტს, შენობებს, ხეებს, ცოცხალ არსებებს...
ჰაერიც მოიწამლა. კვამლის უცნაური სუნი ჟანგბადში შეზავდა და ყველას ხველება აუტყდა. ბევრი დაწყნარდა, შეეგუა და გზა გააგრძელა. ნოვას კი აუტანელი ოხშივარი ჰკლავდა და ყელს უწვავდა. გონებამ მღვრიე წყალივით დაუწყო დაბინდვა.
-რას ემსგავსებით ადამიანებო?!- წყრომით წამოიძახა და ყელს მოწოლილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
პასუხი აგვიანებდა.
ცოტა ხანში შორიდან ვიღაცის სასოწარკვეთილი ხმა მოესმა, შველას ითხოვდა:
-მომისმინეთ, გადამარჩინეთ...
ელვის სისწრაფით მისწვდნენ მისი სიტყვები ნოვას და ძებნა დაუწყო. გამვლელებს ეკითხებოდა, შემთხვევით სადმე ვინმე ხომ არ შეგინიშნავთ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებაო?
-არავინ და არაფერი დაგვინახავს!- ცივად პასუხობდნენ და ეცლებოდნენ.
ნოვა არ ეპუებოდა, ისევ აჩერებდა გამვლელებს:
- ვიღაცის ხმა ხომ არ მოგესმათ, ვინც ჩვენგან შველას ელის?
-არა, არაფერი გაგვიგონია! - კვლავ გაურბოდნენ.
თავგზააბნეული ჩამოწოლილ კვამლში იკვალავდა გზას, რომ ის ვიღაც ენახა.
ხალხი უფრო მეტად შავდებოდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა.
-რას ჰგავხართ ადამიანებო?! რამ დაგაბრმავათ?! რამ დაგაყრუათ?! რამ დაგამუნჯათ?! -ნოვა სიმწრისგან აყვირდა.
მისთვის არავის ეცალა.
ნოვა შეშლილივით იყურებოდა და შუბლი ნაოჭებით ევსებოდა.
იგრძნო, შავმა კვამლმა მასაც დაუწყო დაბრმავება, მაგრამ ხელების ქნევით შეუპოვრად მიიწევდა წინ, რომ ის ვიღაც გადაერჩინა. სამწუხაროდ, მისი ხმა იკარგებოდა და ნოვაც ნელ-ნელა ყრუვდებოდა.
კვამლი საზარლად შემოეხვია. პირი მოკუმა, რომ არ მოეგუდა. მუნჯდებოდა.
ვეღარ აიტანა კვამლში გახვეული ქალაქი და გაქცევა დააპირა. მოულოდნელად ვიღაცამ ხელი მაჯაში წაავლო და მთელი ძალით მისკენ შეაბრუნა:
-სად გარბიხარ, ნოვა?
ნაცნობი სხეულის დანახვასა და ხმის გაგონებაზე ძარღვებში სისხლი გაეყინა:
-აქ რას აკეთებ?
-სად მიდიოდი? მიპასუხე! -შეუვალი იყო.
-გამიშვი, უნდა წავიდე, აქ აღარ შემიძლია, -ძლივს შებედა.
-ვერ გაგიშვებ.
-რატომ? ამ ქალაქში ვიხუთები, ჰაერი აღარ მყოფნის.
-არა-მეთქი, ვერ გაგიშვებ! სულ გვერდით მეყოლები. გპირდები, ამ უჰაერობას ერთად გადავლახავთ.
-კვამლში ვერ ვიცხოვრებ.
-ისწავლი, შეეჩვევი. შეხედე, როგორ ჩვეულებრივად დააბიჯებენ სხვები ქუჩებში და თავადაც გაკვამლულები კვლავინდებურად აგრძელებენ ცხოვრებას. მათ მიბაძე!
-კარგად მიცნობ. მე სხვები არ ვარ, ვერავის მივბაძავ!
- როცა დრო მოვა, ამ ქალაქიდან მხოლოდ ჩემთან ერთად წახვალ!
-სად გაქრა ცა, რომელიც მუდამ თავისუფლებას და მარადიულობას მჩუქნიდა? ვეღარ ვხედავ. ნუთუ ეს წასასვლელად საკმარისი მიზეზი არ არის?
-თუ საჭიროა, თავად მოხატე!
-გამიშვი, გთხოვ. არ მომწონს ეს ქალაქი. ნუღარ მაწამებ!
-ჩემზე არ ფიქრობ?
-შენ იქაც გიპოვი, მაინც ყველგან ხარ...
-იქ წასვლით სიმშვიდეს ვერ ნახავ! ვერც მე მიპოვი!
-გამიშვი!- გაიბრძოლა, მისგან დახსნას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-გაგიშვებ, თუ მომკლავ!
-რა? ხომ იცი, რომ არ შემიძლია?
-ადამიანები მათი საქციელებით ბევრჯერ მკლავენ. შეგუებული ვარ.- თვალებში სევდისფერი ჩაუდგა და გააგრძელა: -მე შენით ვამაყობდი.
-შემომხედე, ირგვლივ დატრიალებულმა კვამლმა რას დამამგვანა. მეც გაშავებას ვიწყებ. ჩემით ახლაც უნდა ამაყობდე, რადგან წარსულს უცვლელად ვტოვებ. მხოლოდ აწმყოს და მომავალს ვცვლი.
- ყველას მოვუყვები, რომ სუსტი ხარ და სხვაგან გაიქეცი. ხვალიდან ყველა ერთ საცოდავ, უნებისყოფო და უსუსურ არსებად გაგიცნობს.
-ნუ მემუქრები! შესანიშნავად ვიცი, რომ ამას არ გააკეთებ.
-უნდა მაპატიო,- წარბი აწია და მზერას არ აშორებდა.
შეუძლოდ მყოფი ნოვა კედელს მიეყრდნო. ნაცნობი ირგვლივ მოახლოებულ კვამლს ხელით დევნიდა, რომ მისთვის სუნთქვის საშუალება მიეცა.
-ჰაერი არ მყოფნის,-მხოლოდ ამ სიტყვის თქმა მოასწრო, თვალები მილულა და ჩაიკეცა.
-ისუნთქე, გესმის? უნდა ისუნთქო! შენ უნდა იცოცხლო! -მისჩერებოდა ნაცნობი.
ნოვას ოდნავ ჩაესმოდა მისი ხმა. არ უნდოდა, დამორჩილებოდა. სხვა ქალაქი აინტერესებდა, იქით ილტვოდა.
- გააკეთე ეს ჩემთვის! ძალა მოიკრიბე და ისუნთქე! შენ ძლიერი ხარ, შეძლებ!
სულის გუმბათებში გამოჭრილი სარკმლებიდან მზის სხივებმა გაჭირვებით შეაღწიეს. ნაპრალებმა თანდათან იწყეს გამრთელება. ნოვამ თვალები გაახილა და ნაცნობის განრისხებული მზერა შენიშნა. მის მიღმა სანდოობა და სიყვარული იკვეთებოდა.
სუნთქვა დაიწყო.
ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი გონებამდე აღწევდა და ისევ თავის ქალაქში აბრუნებდა. განვლილი ცხოვრების ფრაგმენტებმა კადრებივით გაიელვეს. სხეულს დაუბრუნდა. თითქოს სიშავეც გამქრალიყო, ცის ფერებს ამჩნევდა. სუსტად წაილუღლუღა:
-კიდევ ერთხელ, ისევ შენთვის...

***
ქალაქის სიბინძურე გონების მდინარეებმა ბელტებად გლიჯეს და ზვირთებში ატრიალეს. მერე სადღაც ჩასარეცხად გაიტაცეს, მაგრამ მკვეთრად გაჩენილი ლაქები ვერაფრით წაშალეს.



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

მე კი შენი განსხვავებული და ამავდროულად ჩემებურ-შენებური აღქმები მიყვარს, რასაც გრძნობ და გამოხატავ ხოლმე. მადლობა შენ, საოცრება გოგო რომ ხარ ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2 სტუმარი მეუცნაურე

როგორ საოცრად აღწერე ეს რეალობა <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი K. I.

ელპინი
როგორ ედება ეს შავი კვამლი ყველაფერს.
ახლა, მით უმეტეს.
თითქოს, ყველაფერს ჭამს, ხო?!
ეშველება, კი?!

ქეთი, როგორ მარტივად, მაგრამ გასაგებად და ძალიან კარგად გადმოსცემ ყველაფერს.
ლამაზად გიწერია რა, მართლა.
ძალიან მომეწონა!

ისევ გელოდები.
მადლობა, საოცარო!


საოცრება გოგო ხარ შენ, ელპინ.
ჰო, ყველას გვედება ეს შავი კვამლი და გვიწევს ამ საშინელ, დაბინძურებულ სამყაროში ცხოვრება.
სამწუხარო რეალობაა...

მეუცნაურე
როგორ საოცრად აღწერე ეს რეალობა <3


მადლობა, ჩემო კარგო. ძალიან მიხარია თქვენნაირი მკითხველი ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№4 სტუმარი სტუმარი სოფიო

არა რაა როცა ვიფიქრებ ეგაა და ვისიამოვნებთქო ისევ თავიდან მირევ გრძნობებს და მოგონებებს :( ????

 


№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი სოფიო
არა რაა როცა ვიფიქრებ ეგაა და ვისიამოვნებთქო ისევ თავიდან მირევ გრძნობებს და მოგონებებს :( ????


ვაი, რატომ გირევ? :))) თუმცა ჰო, ვიცი რატომაც :))) ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6  offline წევრი -ლილუ

პირველად გკითხულობ...
კვამლში გახვეულნი...
ყველაზე ნაცნობი...
გაზომბებული...
ურეაქციო...
უემოციო...
უსახური...
ერთფეროვანი...
ადამიანობადაკარგული...
საზოგადოება...
გაივსო ქალაქი(ქვეყანაც)...
აი ისეთი ადამიანებით,რომლებიც...
არაკომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ თავთანც კი...
შეგუება,შეჩვევა ყველაზე ცუდი რამ არის...
თუ შეამჩნევ, რომ უმრავლესობის მხარეს ხარ - ეს კარგი მაგალითია იმისათვის, რომ შეიცვალო...
თავისუფლება...
ყველაზე ღირებულია...
და მე მომწონს შენი ''კვამლში გახვეული''თავისუფლება...
იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, საკუთარ სამოთხეში უნდა ცხოვრობდე....
ჩემთან მეტი თავისუფლრბა მოიტანე....

 


№7 სტუმარი სტუმარი LIBERTE

ზედმეტად ნაცნობი და მტკივნეულია, თუმცა კი შესანიშნავი <3

 


№8 სტუმარი სტუმარი სოფიო

ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი სოფიო
არა რაა როცა ვიფიქრებ ეგაა და ვისიამოვნებთქო ისევ თავიდან მირევ გრძნობებს და მოგონებებს :( ????


ვაი, რატომ გირევ? :))) თუმცა ჰო, ვიცი რატომაც :))) ❤️

დავლაგდები და გეტყვით ❤

 


№9  offline ახალბედა მწერალი K. I.

-ლილუ
პირველად გკითხულობ...
კვამლში გახვეულნი...
ყველაზე ნაცნობი...
გაზომბებული...
ურეაქციო...
უემოციო...
უსახური...
ერთფეროვანი...
ადამიანობადაკარგული...
საზოგადოება...
გაივსო ქალაქი(ქვეყანაც)...
აი ისეთი ადამიანებით,რომლებიც...
არაკომფორტულად გრძნობს თავს საკუთარ თავთანც კი...
შეგუება,შეჩვევა ყველაზე ცუდი რამ არის...
თუ შეამჩნევ, რომ უმრავლესობის მხარეს ხარ - ეს კარგი მაგალითია იმისათვის, რომ შეიცვალო...
თავისუფლება...
ყველაზე ღირებულია...
და მე მომწონს შენი ''კვამლში გახვეული''თავისუფლება...
იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, საკუთარ სამოთხეში უნდა ცხოვრობდე....
ჩემთან მეტი თავისუფლრბა მოიტანე....


რა უნდა გიპასუხო? გარდა იმისა, რომ მადლობელი ვარ შენი სიტყვებისთვის.
ერთი ერთში გაიგე, რის თქმაც მსურდა.
ლილუ, ძალიან ვაფასებ ასეთ მკითხველს ❤️❤️❤️.

სტუმარი LIBERTE
ზედმეტად ნაცნობი და მტკივნეულია, თუმცა კი შესანიშნავი <3


უღრმესი მადლობა შეფასებისთვის.
ვიცი, მტკუვნეულია და ყოველთვის ვცდილობ, ამ თემაა არ შევეხო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის.

სტუმარი სოფიო
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი სოფიო
არა რაა როცა ვიფიქრებ ეგაა და ვისიამოვნებთქო ისევ თავიდან მირევ გრძნობებს და მოგონებებს :( ????


ვაი, რატომ გირევ? :))) თუმცა ჰო, ვიცი რატომაც :))) ❤️

დავლაგდები და გეტყვით ❤


კარგი, ასე იყოს :)) ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№10  offline წევრი ნეფერტარი

ერთი კითხვა:

ვინ იყო ის, ვინც მაჯაში წაავლო ხელი ელენს და არ გაუშვა?

 


№11  offline ახალბედა მწერალი K. I.

ნეფერტარი
ერთი კითხვა:

ვინ იყო ის, ვინც მაჯაში წაავლო ხელი ელენს და არ გაუშვა?


მისი წარმოსახვის ნაყოფი, რომელიც რეალობაში აბრუნებს ელენას. ზოგმა შეიძლება მამაკაცად წარმოიდგინოს, ზოგმა ღმერთად, ზოგმაც მეორე მედ. სინამდვილეში კი ელენა თავად იკრებს ძალას, რომ რეალობაში დაბრუნდეს, ცხოვრებისეულ სირთულეებს თვალი გაუსწოროს და სიცოცხლე გააგრძელოს.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№12 სტუმარი სტუმარი ნათია

სამწუხარო რეალობა. ყოჩაღ ქეთ ყველაფერს ისე აღწერ როგორც სინამდვილეშია. წარმატებებს გისურვებ ქეთუ.

 


№13  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ნათია
სამწუხარო რეალობა. ყოჩაღ ქეთ ყველაფერს ისე აღწერ როგორც სინამდვილეშია. წარმატებებს გისურვებ ქეთუ.


მადლობა, ნათ. ძალიან გამახარე, რომ დრო დამითმე და წაიკითხე, ჩემო გოგო ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№14 სტუმარი სტუმარი თამო

სწორედ რომ ასეა...კვამლში ვეხვევით...თვალებში გვიბნელდება,სუნთქვა გვიჭირს და უმეტესობა ამ მდგომარეობას ეგუება.ძალიან მიხარია ელენას მსგავსი ძლიერი ადამიანები რომ არსებობენ და ეწინააღმდეგებიან უფსკრულში ჩათრევას.ვისურვებდი რომ ცა გადაიწმინდოს და რეალური ფერების აღქმა შეგვეძლოს ყველას.

 


№15  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი თამო
სწორედ რომ ასეა...კვამლში ვეხვევით...თვალებში გვიბნელდება,სუნთქვა გვიჭირს და უმეტესობა ამ მდგომარეობას ეგუება.ძალიან მიხარია ელენას მსგავსი ძლიერი ადამიანები რომ არსებობენ და ეწინააღმდეგებიან უფსკრულში ჩათრევას.ვისურვებდი რომ ცა გადაიწმინდოს და რეალური ფერების აღქმა შეგვეძლოს ყველას.


ელენას მსგავსი ძლიერი ადამიანები მუდამ იარსებებენ, თამო. ვისურვებდი, რომ რიცხობრივად უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე დღეს არიან, მაშინ ბევრ რამეს შეცვლიდნენ უკეთესობისკენ. დიდი მადლობა, რომ შენი აზრი დააფიქსირე ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


ამას არ მოველოდი ყოჩაღ შენ

 


№17  offline ახალბედა მწერალი K. I.

სიყვარული გულს გვტკენს
ამას არ მოველოდი ყოჩაღ შენ

მადლობა ❤️
მიხარია, რომ მოგეწონა და შენი სახით მკითხველი შევიძინე ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№18  offline მოდერი Catherine Di Perso

"კიდევ ერთხელ, ისევ შენთვის დავრჩები..."
ელენა საკუთარი თავისთვის დარჩა.
კვამლი მასაც აშავებდა, რაც მისმა "მემ" არ დაუშვა.
იმანიპულირა, მაგრამ მერე რა, ჰომ? მან ელენა საკუთარ თავს დაუბრუნა. მისმა "მემ" იეგოისტა და ელენა თავისთვის დაიტოვა, ისევ.
იცი? "ქარს გატანებული წერილები"; "Per Te"; "გეტა"; "ყვავილობა შენში"... და მაინცდამაინც "კვამლში გახვეულებს" გამოვეხმაურე.
გიცნობ, ქეთ. შემოქმედებით გიცნობ, მაგრამ ეს ? მატკინე. ძალიან მატკინე ამ ნაწარმოებით. იცი რატომ? ელენა ვარ და იმიტომ.
ხალხს წარმოდგენაც არ აქვს, ისე ეხვევა შავ კვამლში და უნებურად გითრევს. გიწილადებს "სიხარულით" თავის ნაცრისფერობას და შენც ფერებს შემოგაცლის.
მაგრამ ელენას ჰყავს "მე".
ელენა "მესთვის" ისევ დაბრუნდა.
ისევ.
ისევ წაგიკითხავ.
იმედია, არ მატკენ... მაგრამ - არა. მინდა, რომ მატკინო.
მეჩემებურები.
გიჩემებ, რა.

 


№19  offline ახალბედა მწერალი K. I.

Catherine Di Perso
"კიდევ ერთხელ, ისევ შენთვის დავრჩები..."
ელენა საკუთარი თავისთვის დარჩა.
კვამლი მასაც აშავებდა, რაც მისმა "მემ" არ დაუშვა.
იმანიპულირა, მაგრამ მერე რა, ჰომ? მან ელენა საკუთარ თავს დაუბრუნა. მისმა "მემ" იეგოისტა და ელენა თავისთვის დაიტოვა, ისევ.
იცი? "ქარს გატანებული წერილები"; "Per Te"; "გეტა"; "ყვავილობა შენში"... და მაინცდამაინც "კვამლში გახვეულებს" გამოვეხმაურე.
გიცნობ, ქეთ. შემოქმედებით გიცნობ, მაგრამ ეს ? მატკინე. ძალიან მატკინე ამ ნაწარმოებით. იცი რატომ? ელენა ვარ და იმიტომ.
ხალხს წარმოდგენაც არ აქვს, ისე ეხვევა შავ კვამლში და უნებურად გითრევს. გიწილადებს "სიხარულით" თავის ნაცრისფერობას და შენც ფერებს შემოგაცლის.
მაგრამ ელენას ჰყავს "მე".
ელენა "მესთვის" ისევ დაბრუნდა.
ისევ.
ისევ წაგიკითხავ.
იმედია, არ მატკენ... მაგრამ - არა. მინდა, რომ მატკინო.
მეჩემებურები.
გიჩემებ, რა.

ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა, რამე ვთქვა ...
ამ ნაწარმოებს დიდი ხანია, მინდა რედაქტირება გავუკეთო და რაღაცებისგან კიდევ უფრო გავასუფთავო, მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ...
რატომღაც მირჩევნია, დროებით გაორებულის როლი მოვარგო.
მადლობა, რომ წაიკითხე ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent