ცისფერი 5
-ქენდის! შენ ხომ არ გადაირიე შვილო? მამაშენი ნამდვილად გაგიჟდება ამას რომ ვეტყვი. -დედა! მაგრამ მე ის ძალიან მიყვარს . -შვილო როდის მოასწარი მისი შეყვარება ამ ორი თვის მანძილზე სულ სამჯერ გყავს ნანახი. -მეც ეგ ვკითხე და მიპასუხა-„ მიყვარხარ!შორიდან მაგრამ მაინც“ მეც იგივეს თქმა შემიძლია. -ვაიი!-ჯეინს სახე გაებადრა თითქოს რაიმე ძალიან საყვარელი არსება დაენახოს,მერე დასერიოზულდა თავი გააქნია და ისევ მკაცრად დაიწყო-ნინა მე ამას მამაშენს ვერ ვეტყვი! -მე ვეტყვი შენ უბრალოდ მხარში დამიდექი. -შვილო გადაირიე მამაშენი ორივეს სახლიდან გაგვყრის,ძალიან არ ეხატება გულზე მაქსის ოჯახი,ამბობს რომ ამპარტავანი მდიდარი ხალხია. -დედა მაქს მამამისის და მდედრი ჰაქსკის გარდა არავინ ყავს.რა ოჯახი? მე ის მიყვარს ,იძულებული ვარ რომ მამას მოვუყვე,მას ვერ მოვატყუებ რადგან,მამაჩემიც ძვირფასია ჩემთვის. -ჰმ!-ღია კარებში ჯეიმსი გამოჩნდა,შემთხვევით შეესწრო მათ საუბარს,სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა.გაქვავებული მკაცრი მზერით უყურებდა ცოლშვილს.-ჯეინ ამ საბუთებს გადახედე საყვარელო,შენ კი პატარა ქალბატონო შენი დიალოგი ჩემთან განაგრძე! -მამა!..... მოკლედ..... მაქსი...და მამამისი დღეს ჩვენთან.... მოვლენ ,ჩვენ გვინდა რომ ოჯახებმა უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი. -ეს კარგია ,ჭკვიანურია. -ჰოო? -ჰო ! მიხარია რომ შენს გადაწყვეტილებებში ჩვენც გვრევ, მაგრამ ერთ რამეს გირჩევ ქენდის .ძალიან ვულგარული,უპასუხისმგებლო და ბურჟუაზიური საქციელი იქნება საცხოვრებლად მასთან ახლა თუ გადახვალ. -არა მამა! რას ამბობ! ჩვენ არ ვჩქარობთ! მე უნივერსიტეტი უნდა დავამთავრო და სტაბილური სამსახური უნდა ვიშოვო.თვითონაც არ ეცლება ჩემთვის ზეგ უკვე საავადმყოფოში იწყებს მუშაობას სტაჟიორად. -შვილო! მე დაქორწინებას ვგულისხმობ და ერთ სახლში ცხოვრებას დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია,ერთმანეთისთვის მოიცლით თუ არა. -გასაგებია-დარცხვენილად უპასუხა ქენდისმა და მამას გადაეხვია.მართალია ჯეიმსი ცხელი ან გრილი ჩახუტებების ფანატი არ იყო ,მაგრამ შვილს ზურგზე ცალი ხელი მოუთათუნა და უსიტყვოდ თავის საქაღალდეებში ცქერით შვილის ოთახი დატოვა. „ვგიჟდები მამაჩემზე“ ჩაილაპარაკა ქენდისმა და მაქსს დაურეკა. -მამაჩემმა ყველაფერი მშვიდად მიიღო შენმა რა ქნა? -მამაჩემს პირველივე დღიდან ვუბურღავ შენზე ტვინს.ასე რომ! ორივე ვემზადებით თქვენთან მოსასვლელად.მამა ეს პიჯაკი ზედმეტად გამომწვევია ნაცრისფერი ჩაიცვი. -ო ღმერთო თქვენ რა მაღაზიაში ხართ? -ჰო! აბა ისე როგორ გინდა? -მე არც კი მიფიქრია რომ დღეს რაიმე განსაკუთრებული უნდა ჩამეცვა. -ქენდი შენ სულ კარგად და განსაკუთრებულად გაცვია ხოლმე,რომ არ გეთქვა რომ დიზაინერი არ იყავი ვერ დავიჯერებდი. -ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა.უნდა წავიდეთ მე და დედა ვახშამის სამზადისში ვართ! -მმ.შენ მომზადებ? - სურპრიზი! მე კონდიტერიც ვარ 17 წლის რომ ვიყავი კურსზე ჩავეწერე, მაქს ძალიან ,ბევრი საქმე მაქვს. -კარგი კარგი,სიამოვნებით დავაგემოვნებ!-გაეღიმა და ყურმილი გაუთიშა. -მოვიდნენ !- დაზაფრულმა ჯეინმა ტანსაცმლის შესწორება დაიწყო და დამხმარე ქალბატონიც აიყოლა ნერვიულობაში,ხან ერთმანეთს უსწორებდნენ თმას და წინსაფარს ,ხან სუფრას მიადგებოდნენ გასალამაზებლად. -კარი გააღეთ-აუთრთოლებელი ,მტკიცე ხმით თქვა სასადილოში ახლად შემოსულმა ჯეიმსმა. -მამა, ტრადიციის მიხედვით მე უნდა გავაღო? -ჰო! ოჰ, შეხედე ჯეინ ჩვენი გოგო ჩვენ დაგვემსგავსა ეს საოცარი კაბა სად იშოვე? -ო ,ღმერთო ქენდი,დედიკო ეს ვალენსიაგაა? -არა! ეს...ეს ჩემი შეკერილია-გზად წააძახა მშობლებს და კარის გასაღებად წავიდა.ტანს ბზინვარე, ცისფერი, ტანზე მომდგარი კაბა უმშვენებდა . კართან მაქსი იდგა ცისფერი ორქედეებით ხელში ,უკან კი მამამისი ბრუნო რომელსაც ყველაზე ძვირადღირებული ვისკი ეჭირა და მთელი გულით უნდოდა ქენდისის მამა ალკოჰოლის თაყვანის მცემელი ყოფილიყო ასეთ სიტუაციებში. -ქენდის ძალიან ლამაზი ხარ!-დაბნეულმა უჩვეულოდ ამოილუღლუღა მაქსმა და ყვავილები მოუხდენლად შეაჩეჩა ხელში. -მადლობა! არც კი ვიცოდი რომ ცისფერი ორქიდეები არსებობდა.მობრძანდით თორემ დედა მეოთხედ მოინდომებს ფარდების გამოცვლას. გულიანად გაეღიმათ და უზარმაზარი ჰოლიდან თეთრ ვინტაჟურ სასადილოში შევიდნენ. -გამარჯობათ, ძალიან ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ!-თქვა ბრუნომ და ცისფერ კრისტალის უზარმაზარ ჭაღს გაოგნებული უყურებდა. -მობრძანდით! დაბრძანდით- ლილია პირველი კერძი ხუთ წუთში შემოიტანე-დამხმარეს ანიშნა -მანამ რამეს ხომ არ დალევთ? -არა გმადლობთ!-მამა შვილმა ერთდროულად უპასუხეს. -მისტერ რიჩი!-ჯეიმსმა მისთვის დამახასიათებელი ტონით მიესალმა მაქსის მამას ბრუნოს და ხელი ჩამოართვა. -მისტერ მიქელსონ! ნამდვილად არ მეგონა ჩემი ბიჭი ასეთ ტრადიციულ ხერხს თუ მიმართავდა ჩემთვის მისი რჩეულის გასაცნობად,ახლანდელი თაობა ამას ძველმოდურ ტრადიციად მიიჩნევს!თუმცა რაღა დაგიმალოთ,ჩემ დროს ჩემმა მშობლებმა იგივეს გაკეთება მაიძულეს,რადგან მეც ასე მივიმჩნევდი. -მისტერ რიჩი ვფიქრობ ეს ძალიან კარგი ტრადიციაა! ჩვენი შვილები პატივს გვცემენ!დაბრძანდით ! ყველა თეთრ მარმარილოს მაგიდას მიუსხდა . -მისტერ მიქელსონ! ჩემი ცნობადობის მიუხედავად,მე უბრალო ექიმი კაცი ვარ და მსგავს საქციელებს ზედმეტ ფორმალობად მივიჩნევ ხოლმე,სჯობს ერთმანეთთან გულახდილები ვიყოთ!ყველაფერი რაც ჩვენს შვილებს გადახდა თავს,რათქმაუნდა ჩვენც გადაგვხდა ,ყოველი მათი ნაბიჯი ჩვენი ნაბიჯია,ასე რომ, ჩვენ პრაქტიკულად ერთი და იგივე გამოვიარედ ამ რამდენიმე თვეში.ეს ვისკი,ამ ყველაფრის დასასრულის და ჩვენი შვილების ურთიერთობის დასაწყისის აღსანიშნად მოვიტანე,მამჩემი ყოველთვის ასე იქცეოდა თუ კი მეგობართან მიდიოდა.რადგან უბრალო ექიმი ვარ , არ ვიცი მოდის სექტორში როგორ არის მისაღები,იმედია ერთ ჭიქაზე დამთანხმდებით. -ოჰ! დიდი სიამოვნებით ეს ჩემი საყვარელი ვისკია!სიმართლე რომ გითხრათ ყველაფერი ეს ჩემმა ქალიშვილმა და დედამისმა დაგეგმეს,მე ჩემი მეუღლის მშობლები ქორწილის დღეს გავიცანი , ახლანდელი გადმოსახედიდან,როგორც ქალიშვილის მამა ვხვდები როგორ განიცდიდნენ ისინი! ახლა მშვიდად ვიქნები რადგან მეცოდინება ვისთან იქნება ჩემი შვილი.რაც შეეხება მოდის სექტორს-ჩაეცინა-ყველა იმაზე მეტს სვამს ვიდრე მისაღებია! თქვენ როგორ გგონიათ ვერსაჩემ ისეთი პლასტიკური ოპერეცია და ახალი კოლექცია სადაც კაცები ბარხატის კაბებში და მაღალქუსლებზე გამოდიან ფხიზელ ტვინზე დაგეგმა? და ეს ჭაღი -მაღლა აიხედა -ეს მე და ჩემმა მეუღლემ 21 წლის წინ საკუთარი ხელით ცხრა თვეში ,უალკოჰოლოთ გავაკეთეთ?პარალელურად პროექტ „ქენდისსზე“ „ვმუშაობდით“ ეს ჭაღი და ქენდისი ერთი ხნის არიან.ღმერთს მადლობა რომ ქენდისი ჯანმრთელ დაიბადა თორემ დასაწყისში სულ მთვრალები ვიყავით. ყველამ გულიანად გადაიხარხარა.ჯეინმა მეუღლეს ფეხზე ქუსლი დააჭირა. -ძალიან გთხოვ გაწიე შენი ჯიმი ჩუს ქუსლები. ამაზე კიდევ უფრო გაეცინათ,მოკლედ ნახევარ საათში სამივე მთვრალები იყვნენ მოდასა და მედიცინას საერთო თვისებებს უძებნიდნენ.მაქსმა და ქენდისმა დრო იხელთეს და უკანა ბაღში გასეირნება გადაწყვიტეს. -მიხარია რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა! მამაჩემი წამოსვლაზე უარს ამბობდა ზედმეტად ამპარტავანი და კეკლუცი ხალხი ეგონეთ! -არ დაიჯერებ და მამაჩემიც იგივეს ამბობდა თქვენზე. -მოდი ეს ხუთი წუთი გამოვიყენოთ!-ჩაეცინა და გოგონასკენ საკოცნელად გაიწია ,ქენდისმაც ღიმილითვე უპასუხა კოცნით. ახალი დღე ახალი შესაძლებლობები! ქენდისი უნივერსიტეტში ადრიანად წავიდა.აღარ ახსოვდა და არც უნდოდა გახსენებოდა ახლახანს თავს გადამხდარი ცუდი მოვლენები,იცოდა რომ უნივერსიტეტში ყველა ამაზე საუბრობდა ,მაგრამ ახლა იმდენად თავისუფალი იყო ,არაფერი ადარდებდა. ინივერსიტეტში ღიმილით შეაბიჯა ,ხუთ წუთში კი სახიდან ღიმილი გაუქრა რადგან,ყველა განცვიფრებული,შეშინებული,ამრეზილი,ზიზღით სავსე მზერად ადევნებდა, ხალხმა ცოცხალი კორიდორი გაუკეთა და ყველა მას უყურებდა. გოგონა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს ,ეგონა უდანაშაულოდ ცნობის შემდეგ მაინც შეეშვებოდნენ მას,ხასიათი გაუფუჭდა და ლექტორის კაბინეტში შევიდა. -ქენდის! მიხარია რომ მოხვედი ორი ჩათვლა გაგიცდა ამ ამბების გამო-გაღიმებული შეხვდა მისი მასწავლებელი.-როგორ ხარ? ნინას ამბავი შეგიძლია უფრო ვრცლად რომ მითხრა რა სჭირდა?ასე რატომ მოიქცა?-სახეზე მწუხარება გადაეკრა. -არ ვიცი ! მეც მაგის გარკვევის სურვილი მკლავს ამდენი თვეა. -ხო მართლა გილოცავთ მაქსთან ნიშნობას. -რა? რა ნიშნობას? ჩვენ უბრალოდ ვივახშმეთ ყველაფრის დასასრული ავღნიშნედ,ამიერიდან ნინას საქმეში არც ერთი ჩვენგანი არ ჩაერევა,ოფიციალურად გვცნეს უდანაშაულოდ. -ყველაფრის დასასრული ნინას სიკვდილია?-დაეჭვებით და გაოგნებულმა შეეკითხა ლექტორმა. -... ვერ გავიგე რას გულისხმობთ ,არა ვთვლი რომ ნინა მალე მიხვდება იმას რაც გააკეთა და ცხოვრების ნორმალურად გაგრძელებას შეძლებს,ამ საზარელი ცირკის გარეშე. -ქენდის! შენ რა არ იცი? -რა? -ნინა გარდაიცვალა , მან თავი მოიკლა გუშინ წინ. ფეხები მოეკვეთა და ძირს მუხლებზე დაეცა,თავში ამოუტივტივდა მის მეგობართან გატარებული ყველა ბედნიერი წამი.გაახსენდა როგორ აღნიშნეს სრულწლოვნება სანაპიროზე,გაახსენდა ხმა რომელიც ყოველ დილას,ისედაც გაღვიძებულს აღვიძებდა,გაახსენდა მისი ყველა მომღიმარე ნაკვთი.ცრემლებს ღაპაღუპით უშვებდა ყველაფერი ცუდი დავიწყებოდა იმ წამს და ცხარე ცრემლით ტიროდა, ყელიდან კი საზარელი ხმები ამოსდიოდა. -პატარავ! გაიღვიძე,ქენდი?- საავადმყოფოს პალატაში თმაზე მოფერებით აღვიძებდა მაქსი გოგონას. -აქ როგორ მოვხვდი?-ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა. -გონება დაკარგე და აქ მოგიყვანე,ისედაც აქ მოვდიოდი. -მამაშენის კლინიკაა? -არა სახელმწიფო საავადმყოფოა სადაც მე ვმუშაობ.თავს როგორ გრძნობ თავი გტკივა? -არა, უღონოდ ვარ. -ქენდი იცოდი რომ ანევრიზმა გაქვს? -რა? ეგ რა არის? -ძალიან საშიში არარის თუკი იმკურნალებ,მერე ოპერაციას გაგიკეთებენ და განიკურნები,ეს სტრესმა და უძილობამ გამოიწვია.აწი სანერვიულო აღარაფერი გაქვს ყველაფერი უკვე მოხდა-მაქსმა სევდიანად ჩაქინდრა თავი. -ნინას ეს როგორ დაემართა მაქს? -ნუ ტირი ძალიან გთხოვ, მე გუშინ ღამით გავიგე დილას მოგაკითხე , წასული დამხვდი.არაფერი ვიცი ,გარდა იმისა რომ სუიციდი იყო. -მაქს ეს ჩვენ გამო მოხდა! -ნუ სულელობ! არა! ამაში ჩვენი ბრალი არაფერია.ნინამ უბრალოდ მიხვდა რომ ვერაფერს დაამტკიცებდა,მიხვდა რაც გააკეთა და ასეთი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა!უნდა გაძლიერდე და ხვალ დაკრძალვაზე უნდა წახვიდე. -ჰო, მაგრამ მეშინია -რისი ? -ყველაფრის. ნინას დაკრძალვის დღეს, ცაც როდი იყო ცისფერი, ნაცრისფერი ღრუბლები გადაკვროდა.ქენდისი მამამისის მანქანაში იჯდა ჯორდანთან ერთად და გადასვლა ეშინოდა.ბოლოს გაბედა და ჯორდანთან ერთად მის საფლავთან შორი ახლოს დადგა სადაც მხოლოდ მესაფლავეები ,ნინას დედმამა , მისი ნათლია და მღვდელი იყო. უყურებდა როგორ აგდებდნენ მისი ცხოვრების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს მიწაში და ის თბილი,მზიანი მოგონებებიც თან მიჰყვებოდა.თავში მხოლოდ ის ზიანი უტრიალებდა ,რაც ბოლო დროს მიაყენა მეგობარმა.მაინც ენანებოდა,ისეთი არაადეკვატურიც და მატყუარაც,ისეთი ავადმყოფიც ენანებოდა მიწისთვის.ნანობდა სინდისის ქენჯნას გრძნობდა,ტიროდა მაგრამ ამით გულსაც ვერ იოხებდა,სული გაუნახევრდა არაფრის კეთების ძალა აღარ ჰქონდა,ვერც კი ამჩნევდა რომ ნინას დედას დაუნახავს და ზიზღით უყურებდა.ცერემონია დამთავრდა და ისიც დაეშვა ქენდისისკენ ჩქარი ნაბიჯებით. -ჩემი გოგო მოკალი და შენ ქორწინდები არა? ვისზე? ვისზე ? ვინც ჩემი გოგო დაასახიჩრა? ვინც გააუპატიურა?თქვენ ორივემ ერთად მოკალით ჩემი გოგო!ნუ ღელავ! მალე თვითონ პირადად მოგთხოვს სამაგიეროს ! -გაცხარებული არამქვეყნიური ხმით კიოდა შვილმკვდარი დედა. დღეები მიიზლაზნებოდა ორი დასვენების დღე იმდენად ნელა გავიდა,იმდენად მტკივნეულად.ქენდისმა მაქსის ნახვაც არ მოინდომა რომელიც მასთან სამჯერ იყო სტუმრად მოსული,წამლებს უტოვებდა და მიდიოდა.ქენდისი არავის ელაპარაკებოდა მისი ძაღლიც კი მომსახურე პერსონალის სახლში ატარებდა მთელ დროს,რადგან ძაღლისთვისაც მტკივნეული იყო“ ზომბირებულ“ პატრონთან ყოფნა. დღეს უნივერსიტეტში უნდა წავიდეს,მაგრამ არც მაგის თავი ჰქონდა,ჯორდანს რომ არ წამოეგდო და ძალით არ წაეყვანა. უნივერსიტეტში კი ყველაფერი უფრო რთულად იყო,ახლა აღარც ერიდებოდა არავის სპეციალურად მის გასაგონად საუბრობდნენ: „საწყალიმა ნინამ იმიტომ მოიკლა თავი“, „როგორ შეიძლება საკუთარ მეგობარს რომ უღალატო იმ ცხოველ მაქს რიჩისთან სატ*ნაუროდ?“, “ბო*ი ! არც კი შერცხვა,მეგობარი თვითმკვლელობამდე მიიყვანა მეორე დღეს კი დაინიშნა!“ „აქედან გადაჯექი შენზე გული მერევა!“ ამდენს ვერ გაუძლო სკოლაშითაც არ ჰქონია გამოცდენილი ასეთი სიძულვილი .უნივერსიტეტიდან,პრაქტიკულად გამოიქცა, ისევ ტიროდა.რომ იფიქრებდა ცრემლები დაშრაო,ცოტა ხანში ცისფერი ნაკადულები ეღვრებოდა თვალებიდან. -ქენდის სად მიდიხარ?-უკნიდან მაქსი დაედევნა.-ჯორდან ერთი წუთით გააჩერე რა! ქენდისი ისევ აგრძელებდა ტირილით, აუჩქარებლად მოძრაობას.ვერც კი გაიგონა რომ მაქსი ეძახდა. -ქენდი! ჰეი?-გოგონა მკლავით შემოაბრუნა მისკენ.-რა დაგემართა? -მისი ჩახუტება უნდოდა. -არა შემეშვი! -რა მოხდა? უკვე მაშინებ. -მე და შენ არაფერი გამოგვდის ! ჩვენ ვცადეთ სამწუხაროდ... -რეებს ამბობ? -მაქს შენი დანახვა მეორედ აღარ მინდა!ძალიან გთხოვ თავი დამანებე!გშორდები! იმ ღამეს დაშორებული წყვილიც კი ერთნაირად გრძნობდნენ თავს,მარტო,გაურკვევლად,დაუცველად და დაბნეულად.ქენდისი შუადღიდან გაუნძრევლად იჯდა მის საწოლზე და ლარნაკში ჩამჭკნარ ცისფერ ორქიდეებს დასცქეროდა. მაქსის ძაღლს, ქენდისს რომლის სახელსაც ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული სიყვარულით წარმოთქვამდა, ახლახანს ლეკვები შეეძინა ერთი მოკვდა და მაქსიც ცხარე ცრემლით ტიროდა,არ ვიცი ლეკვს არ ვიცი უიღბლობას. ამ დროს კი ქალაქის მეორე კუთხეში გამომძიებელი , სიამაყით ბრუნდებოდა განყოფილებაში,იმაში დარწმუნებული, რომ ნინას საქმე თავიდან ბოლომდე გაეხსნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.