შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი (დასასრული)


17-10-2018, 08:06
ავტორი Soow
ნანახია 1 227

-მაქს მალე ჯორდანი მოვა ადექი!-ტახტზე ფილმის დასაწყისშივე ჩაძინებულ მაქს მკლავი გაკრა.მაქსს პოპკორნის თასი მუცელზე დაბნეოდა.
-აა?... არა ქენდის არ მძინავს! ძალიან საინტერესო ფილმია... ჯაიკობი ყველას ჯობია... წინ ჯეიკობის გუნდი!-ლუღლუღებდა.
-რა ჯეიკობი? შენ პირველი კაცი ხარ ვისაც „ეშმაკის ადვოკატი“ “ ბინდის საგაში“ აერია.
-რაა? ფილმი ისე აღმიწერე რომ....შენ ხომ...
-მე ხომ?
-ძალიან ბავშვური ხარ!
-იცი რას გეტყვი? ვიცი რასაც გულისხმობ, მაგრამ მე ძალიან განვსხვავდები ყველა იმ გოგოებისგან,ვისაც შენ მადარებ.
-ეს ისედაც ნათელია-თბილად გაუღიმა.
-და კიდევ ხო ! მე ჯეიკობიც მომწონს და ედვარდიც ! ახლა კი ჩემს ძაღლთან წამიყვანე ძალიან გთოვ ლეკვების ნახვა ძალიან მინდა!
-როგორც გენებოთ!
********
-ო ღმერთო მაქს რა საყვარლები არიან!-ბედნიერი დასცეროდა პატარა არსებებს.
-მთელს საღამოს მიხალისებენ! ვფიქრობ გავაჩუქებ მეთქი მაგრამ მე ამას ვერ შევძლებ! ვერ შეველევი .
-სახელები მოუფიქრე?
-კი ეს შეგია,ეს ...
-ანუ არ მოგიფიქრებია?
-ნუ არ ვიცი ამაში ნიჭიერი არ ვარ , ჩემს ძაღლს ქენდისი ქეითმა დაარქვა.
-ქეითი ვინ არის?
-მმმ -მრავალმნიშვნელად გახედა გოგონას.
-შენი ყოფილი?
-ჰო!
-მომიყევი მის შესახებ!
-ქენდის ეს აუცილებელია?
-მომიყრვი თორემ ვიფიქრებ რომ ისევ გიყვარს.
-ისევ მიყვარს ,ოღოდ როგორც მეგობარი.
-ჰმ-გაურკვეველი სახე მიიღო და უხერხული მდუმარება ჩამოვარდა.
-ქენდის ჩვენ ოთხი წლის წინ დავშორდით! ქეითი უკვე გათხოვდა.
-გათხოვდა?-გულზე მოეშვა-და რატომ დაგშორდა რომ გათხოვილიყო?
-შეიძლება ასეც ითქვას, მას უფრო სხვანაირი ცხოვრება უნდოდა ,ჩემთვის მნიშვნელოვანი კი განათლება იყო.არ მინდა მამაჩემის შრომა მომავალში წყალში ჩავყარო.
-მართალია.
-გინდა დღეს ვახშამზე წავიდეთ, იტალიურ რესტორანში?
-ეს პაემანია?
-არ გეწყინოს მაგრამ პაემანი რესტორანში ძალიან მოსაწყენია ჩვენი ასაკისთვის,მე ქეითსა და მის მეუღლეს ჯონს დავპატიჟებ , ქითი ჩემი საუკეთესო მეგობარია და ძალიან მინდა რომ იცნობდე.
-კარგი-უხეიროდ ჩაილაპარაკა გოგონამ-ყოფილი შეყვარებული და საუკეთესო მეგობარი!-ჩუმათ ჩაიჩურჩულა მრავალმნიშვნელოვნად და წარბები აიზიდა.-მაშინ სახლში უნდა გავიარო ასე სპორტულად ხომ ვერ წამოვალ?
-როგორც გინდა! -უპასუხა მაქსმა.
ამ დროს ახალბედა მამა წამოდგა და კიდევ ერთხელ კუდის ქიცინით თავის კანონიერ პატრონთსნ მივიდა, გოგონას ტანზე ეტმასნებოდა ბოლოს ერთი უხეში მოძრაობით კუდი ჟურნალების მაგიდაზე დადგმულ ცხელი ყავის ჭიქას გაჰკრა და ქენდისს ფეხებზე გადაასხა.
-აჰჰჰ! ჯანდაბა! ვიწვი ! ვიწვი -სიმწრით ამოიკვნესა გოგონამ.
-დროზე გაიძრე შარვალი, მოივა ახლავესვე კრემს მოვიტან.-მაქსი წამლების ყუთის მოსატანად წავიდა , ქენდისმა დაუფიქრებლად გაიძრო შარვალი.
-დაჯექი! - ბრძანებლითი ტონით მიმართა ქენდისს და კრემი თითით ამოიღო შუშის კოლოფიდან.
-აჰჰ! აი მანდ ძალიან მეწვის! დავიფუფქები?
-არა! კარგად იქნები . ახლა შედი ჩემს ოთახში და რამე ჩაიცვი კარგი?-უემოციოდ უთხრა და თვალებს არიდებდა.
ქენდისს ძალიან შერცხვა , ათასი ვარიანტი გადაატრიალა თავში. ფეხებს აკვირდებოდა რამე ხომ არ მჭირსო.
-მაქს! რა მოხდა ? რაღაცნაირად უცებ შეიცვალე!
-არაფერი მომხდარა ქენდი-ამჯერად გაუღიმა.
-მაკვირვებს შენი ხასიათის უეცარი ცვლილებება!
-ქენდის! ნახევრად შიშველი ხარ პატივი დამდე და რამე ჩაიცვი!-ახლა უკვე სიცილით ბრძანებლობდა.
ქენდისი ,კი ისე მოიქცა ,როგორც ვერასდროს წარმოიდგენდა რომ მოიქცეოდა.ფეხებით შემოეხვია მიწ წინ ჩამუხლულ კაცს . ლოყები აფარკლოდა ცალი სირცხვილისგან, ცალიც სიცილისგან.
-ეს შემოთავაზებაა?-საფირმო ღიმილით იკითხა მაქსმა და გოგონა მისკენ მიიწია.
-მმმმ !
-მგონი ასეა! - ხელში აიტაცა და თავის საძინებელში „ შემეცნებითი ტური“ მოუწყო.
******
-მმ! ძალიან ლამაზი ყოფილა ეს რესტორანი , მიკვირს მამამ და დედამ ადრე რომ არ მომიყვანეს.
-მხოლოდ ორი წელია რაც გაიხსნა.ქეითის და მისი მეუღლისაა.-მშვიდად უპასუხა მაქსმა.
-ვაუ!
-და აი ისინიც -შესძახა მაქსმა და მეგობრებისკენ ღიმილით წავიდა.ქენდისს ერთი სული ჰქონდა როდის დაინახავდა ქეითს, საშინლად აინტერესებდა,“ მაქსის ყოფილი“.
-გამარჯობა!-მაქსი ქეითს გადაეხვია ქენდის კი მისი მაქსის ზურგზე დაწყობილი ხელების გარდა კი ჯერ ვერაფერი დაენახა.რამდენიმე წამიანი ჩახუტება საუკუნეთ გაუგრძელდა, დრო იხელთა მანაც და მათ გვერდით მდგომ მაღალ კაცს მიესალმა.
-გამარჯობათ! თქევენ ალბათ ჯონი არა?-და ხელი საკოცნელად გაუწია, ასე არასდროს მოქცეულა ადრე.
-ო! დიახ მშვენიერო ქალბატობო!-თქვა ჯონმა და ხელზე ეამბორა.
ამ სიტყვებმა კი გვერდით მდგომი წყვილი ერთმანეთს დააშორა.
-ოჰ!-შეიცხადა ქეითმა-შენ ძალიან ლამაზი ყოფილხარ ქენდის! ო ღმერთო რა საოცარი კაბაა!-ქენდისის ვერცხლისფერ, ბრჭყვიალა კაბაზე ხელი ჩამოასრიალა-აბა დატრიალდი ! -ქენდისი უხერხულად შეიშმუშნა,მაგრამ ქეითმა მისი გაიტანა და გოგონა შემოატრიალა- ოჰ ! შიშველი ზურგით ყოფილა ! ვისია?
-მე შევკერე! დიდი მადლობა.
-მოდით დავსხდეთ ! - შესთავაზა მეგობრებს მაქსმა .
-აბა მოგვიყევი ქენდის დიზაინერი ხარ?
-არა! ენათმეცნიერი.
-ჰაჰა! -ორივე ცოლქმარმა გადაიხარხარა-ჩვენ კიდევ გვეგონა რომ მაქსი აუცილებლად სუსტი ყოფა ქცევის ქალს მოიყვანდა !
ქენდისი იმდენად დაიბნა წყალი გადასცდა , მისთვის ძალიან უცნაური იყო ამ ხალხის ქცევები, ქეითი კი საერთოდ არ გავდა ადამიანს რომელიც მაქსს შეიძლებოდა შეყვარებოდა,იგი დაბალი იყო ,გრძელი ცხვირით და ძალიან თხელი ტუჩებით,საერთოდ არ ჰქნდა შთამბეჭდავი შეხედულება,მაგრამ არც მანერები ჰქონდა კარგი.ყველაზე უცნაური ის იყო რომ მაქსიც უხერხულად,თუმცა მაინც იცინოდა მათ ხუმრობებზე.
ასეთი შოკისმომგვრელი და უმრავლესობისთვის ძალიან სასაცილო ვახშამი ერთ საათს გაგრძელდა.
-ქენდი მამას ვუპასუხებ და მოვალ კარგი?-ლოყაზე აკოცა და სასწრაფოდ გარედ გავიდა მაქსი.
-ჯონ მანქანიდან ჩემი კოსმეტიკის ჩანთა ამომიღე ! ძალიან გთხოვ საყვარელო!-ხელი უბისკენ ჩაასრიალა ქეითმა და კაცს კვერცხებში ჩაებღაუჭა, მერე შთამბეჭდავი ნიჭი გამოავლინეს გრანგული კოცნის და როგორც იქნა , უცნაური ვნებისგან გაბრუებულმა ჯონმა წასვლა ინება.ახლა ქენდისი მარტო იყო იმ საეჭვო ქალთან.
-ქენდი ქენდი!
ქენდიმ პასუხად უხერხულად გაუღიმა, ზრდილობისთვის.
-რომ გიყურებ ძალიან დახვეწილი და შეძლებული გოგო სჩანხარ თუ შენ ეს კაბა და მაკიაჟი მაქსის ფულით გაიკეთე?
-უკაცრავად?-ახლა უკვე ნერვებისგან ჩაეცინა ქენდისს.
-არა? შენც მდიდარი მამიკო გყავს?
-ხომ არ გგონიათ რომ უხეშად იქცევით?
-საყვარელო ეს ჩემი რესტორანია და როგორც მინდა ისე მოვიქცევი. რად გინდა მაქსი? მამამისი გაკოტრების პირასაა! მაქსი კი გამოუსადეგარია როგორც კაცი.
-არც კი იცით რაზე საუბრობთ.
-მისმინე პრინცესა, მაქსთან უკვე იწექი?
-ეგ ინტიმურია!-ქენდისი გაოგნებული იყო, ამ ქალს საუკეთესო მეგობარს რომ უწოდებდა მაქსი.
-არა ამის მიხედვიდ მივხვდები მალე გაიქცევი თუ უბრალოდ ბოლო პენსების წართმევა გინდა მისთვის.
-მე არავისთვის არაფრის წართმევა მინდა.
-უბრალოდ თქვი გოგო, იწექი თუ არა ! გაიგე?
-ახლა შენ მისმინე! სანამ ჩემთან მასეთი ტონით დაიწყებ საუბარს თავი დახარე!-ქენდისი პანტერასავით ჩაუსაფრდა და დომინანტობის გამოსავლენად , წამოდგა და ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო.თავდასხმის პოზა უკვე მზად ჰქონდა.
-გოგო! უბრალოდ მითხარი ი*იმავე მასთან თუ არა?
-არა!
-მაშინ, ახლავესვე გირჩევ მიატოვო მისი მინი მისი!
-ამაზრზენი ხართ!
-ამაზრზენი მე კი არა შენ ხარ! მაქს ვერ წამართმევ! - ახლა ქეითს ცინიკური ღიმილი წაეშალა.
-საქმე ამაშია! ეს ცირკიც იმისთვის? მისმინე , წარმატებებს გისურვებ ყველაფერში! ვერაფერი გამოგივა! -გემრიელად გაუღიმა და სუპერმოდელივით წავიდა გასასვლელისკენ.
-ქენდი! უკვე ვიშლებით? -შეეკითხა მაქსმა.
-რაღაც უჩვეულოდ ვგრძნობ თავს!
-ნუ მეტყვი! ქეითი ისე არაბუნებრივად იქცევა! არ ვიცი რა სჭირს გეფიცები, ძალიან ჭკვიანი და კეთილი ადამიანია.
ქენდისმა მაქსის მონოლოგის დასრულებას არ დაელოდა და მანქანაში ჩაჯდა.გზაში სამარისებული სიჩუმე სუფევდა სანამ...
-მაქს რაღაცას გკითხავ ოღონდ რატომ გკითხე არ მკითხო კარგი?
-რა ნახე მოსაწონი კეიტში?
-ის მხიარული იყო!
-კიდევ?
-ძალიან...
-რა?
-მაგარი იყო საწოლში.
-სჩანს მას შენც მოეწონე, რადგან ახლაც შენი დაბრუნების იმედი აქვს.
-რა? ეგ გამორიცხულია!
-როგორც გინდა ისე იფიქრე კიდევ რაღაცას გკითხავ კარგი?
-მკითხე
-შენ...
-?
-შენ კმაყოფილი ხარ თუ არა
-შენით? ძალიან შენ ოცნება ხარ...
-არა ! არა
-აბა?
-კმაყობილი ხარ თუ არა შენი ზომებით!
მაქსმა მანქანა მოულოდნელობისგან უეცრად დაამუხრუჭა და ქენდის გახედა მერე უხერხული სიცილიდ განაგრძო.
-მგონი, ყველა ზომა ნორმალური მაქვს, ეს რატომ მკითხე?
-ხომ გთხოვე, მაგას არ შემეკითხებითქო?-მაქსისგან ისეთი მზერა მოყვა ვეღარ მოითმინა-ხო კარგი ქეითმა მითხრა მისი მინი მის მალე მიატოვეო და შენ მე მაქს ვერ წამართმევო.
-რა? ეს ქეითმა გითხრა?
-არ მინდოდა შენთვის საუკეთესო მეგობრის გალანძღვა, მგრამ ასე მითხრა!
-დაუჯერებელია!-აღმოხდა მაქსს.
*********
-ქენდის ჩემთან წამოდი კარგი?
-ჯორდანი? მას გააგებინე თორე მამაჩენს დაურეკავს.
-ეგ უკვე მოგვარებულია , პირდაპირ მამაშენს დავურეკე და კარგიო!
-რა?
-ჩშშ! ბევრი არ ილაპარაკო ემოციები და ენერგია დაგჭირდება!
-რა?
ახლა უკვე ბინის კარებთან იდგნენ, მაქსმა ქენდისს თვალები აუხვია, და ბინაში შეიყვანა.
თვალები გაუნთავისუფლა და...
-ოჰ,ღმერთო-ამოიკვნესა ქენდისმა!
ყველგან სანთლები და წითელი ვარდები იყო გაბნეული, მთელს სახლში, ყველა ოთახში სანთლების შუქი ლივლივებდა.ამ სანახაობიდან გაოცებულ ქენდის მაქსი მიუახლოვდა, უკნიდან გოგონას კისერს დაეწაფა და ხელი შიშველ ზურგზე ჩამოუსვა.მკლავებიდან კაბის წვრილი სალტეები ერთი მოძრაობით ცამოიშვა,წამის მეასედში ქენდისის შიშველ ხეულზე სანთლის შუქის ოქროსფერი აურა ციმციმებდა.

******
-დილა მშვიდობისა ქენდი!
- დიილა მშვიდობისა ,საყვარელო!
-სურპრიზი!-ლარნაკი საუზმით საწოლთან დადო!
-ოჰო! შენ უკვე მანებივრებ!
-ქენდი სამსახურში უნდა წავიდე ხომ არ გამიბრაზდები?
-არა! მეც უნდა წავიდე უნივერსიტეტში, ოღონდ საღამოს! დღეს ჩემთან წავალ კარგი?დედა ჩამოდის!
-რათქმაუდნა! რომ იცოდე! დედაშენს რჩევა ვკითხე და ერთობლივად გადავწყვიტეთ რომ ლეკვენი სანამ ასეთი პატარები არიან დედამისთან ერთად შენთან იცხოვრებენ!
-ო ეს შესანიშნავია, მაგრამ დეედას რატომ ეკითხები რჩევას და მე რატომ არა?
-შენი პასუხი ისედაც ცხადია!-ლოყაზე აკოცა-ქემნდი?
-რა იყო?
-ჩემი ზომებით კმაყოფილი დარჩი?
ქენდისმა უხერხულად ფხუკუნი დაიწყო, რამდენიმე წუთში ხმამაღალ სიცილში გადაეზარდათ.
******
ყველაზე ბედნიერი გოგონა მტელს მსოფლიოში მის საწოლზე იწვა ორ ჰასკისთან ერთად ,ყრუდ ესმოდა ოთახის კუთხეში დადგმული,პატარა რბილი სახლიდან ლეკვების ხმა.ძალიან ბედნიერი იყო,პეპლების სინდრომი გუშინდელი ღამიდან გაყოლოდა და თავს ნირვანაში გრძნობდა!
კარზე ზარმა გამოაფხიზლა და იძულებულმა შეწყვიტა წუხანდელზე ფიქრი.
-ოჰჰ! ფოსტაა ! ახლა რომ არ შევეწუხებინე არ იქნებოდა? - გაღიძიანებულმა აილაპარაკა.
-გამარჯობათ მის ქენდის?
-დიახ!
-წერილია თქვენთვის!... აი ხელი აქ მომიწერეთ...გმადლობთ!
ქენდისი სახლში შემოვიდა და კონვერტი უდიერად გახია,ვერც კი შეამჩნია გამომგზავნი ვინ იყო, ეგრევე კითხვა დაიწყო.
„ჩემო საყვარელო მეგობარო!
მაპატიე!მაპატიე რომ შენი ცხოვრების ერთერთი საუკეთესო პერიოდი დავსვარე და შევურაცხყავი,მაპატიე ! ძალიან მაკლდი ქენდი,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.ეს ყველაფერი მამაჩემმა ჩაიდინა! თვითონვე მომიყვანა ჩვენს ბინაში! ეგონა რომ მოვკვდებოდი და შენ დაგბრალდებოდა ,ამიტომ არ მინდოდა პოლიციის გამოძახება! იმ დილით კი როცა ოპერაციიდან გამოვიღვიძე, ჩემთან იყო მოსული,გაეგო რომ საავადმყოფოში ვიღაც მაქსს მოვუყვანივარ,დამემუქრა და მეც ისე გავაკეთე როგორც მას უნდოდა.ყველაფერს მისი მუქარით ვაკეთებდი, გამართლება მაინც არ მაქვს! ბოლოს ამ იდიოტურ წამოწყებას ვერავის რომ ვერ ვუმტკიცებდით კიდევ უფრო გაცოფდა! მაქსს არ ვიცნობდი , მაგრამ იმ დღეს სიცრუის დეტექტორზე მივხვდი ,რომ ერთმანეთი გიყვარდათ,საკუთარ თავს ვერ ვაპატიე რაც გაგიკეთეთ! ორივე უდანაშაულოდ რომ გცნეს მამაჩემი იმდენად შეიშალა ეს მე რომ არ გავაკეთო ახლა, მამაჩემი მაიც გააკეთებს. მშვიდობით მეგობარო , უწინდელი დამიმახსოვრე და ბედნიერი იყავი!
მუდამ შენი მეგობარი ნინა!“
ცისფერმა სიჩუმემ დაისადგურა მის ყურებში და გრძნობდა რომ ეს იყო ბედნიერება, ტკივილ ნარევი ბედნიერება,რომელიც ყოველთვის თან გაყვებოდა მას.



№1  offline წევრი nini :)

ყველა ერთად წავიკითხეეე კარგი იყოოოო მომეწონააა

 


№2  offline წევრი Soow

nini :)
ყველა ერთად წავიკითხეეე კარგი იყოოოო მომეწონააა

მადლობა

 


№3 სტუმარი სტუმარი ანნა

მოიც ახლა წავიკითხე "დასასრულიიიი"კაი რაა ასე მალეე.
კაი არაუსმშავს. მოკლედ ძალიან ძალიან მომეწონააა მაგარი იყო რატომღაც ნინაში ეჭვი არ მეპარებოდა და ამ წერილმა დაადასტურა კიდევაც გამიხარდა სიმართლე მაინც რომ დატოვა.ახლა კი ჩვენი გვრიტებიი:დდ მაგარი თავი იყოო მაგათ ურთიერთობაზე მომეწონააა. წარმატებები და ახალ ისტორიას ველიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent