ნოემბრის 8
ერთ სოფელში 8 წლის ობოლი ბიჭი ცხოვრობდა სახელად გერასმინე. უპატრონოდ, მარტოობაში, ქუჩაში უწევდა ღამეების გათენება, ბევრი სიცივე და ტანჯვა გამოვლილს კარგად ქონდა გაცნობიერებული მისი ამქვეყნიური მიზანი, იცოდა რა უნდოდა და რისი გაკეთება ანიჭებდა მას ბედნიერებას. ხალხისგან მიტოვებულს, თვით ახლო ნათესავებისგანაც, რომლებმაც ქუჩაში გაგდეს მშობლების სიკვდილის შემდგომ, არ ჩაუდია გულში ბოროტება და ყველაფრის მიუხედავად მაინც უვყვარდა ისინი ვინც ლანძღავდა და ცუდად ექცეოდა. იყო მარტო... მაგრამ თავს მარტოდ არსდროს გრძნობდა, თითქოს არც არასდროს ყოფილა... ეს მარტოობა იცოდა მხოლოდ მან... მან და კიდევ ერთმა... რომელსაც გერასიმე იცნობდა. ეცვა გახეუული შარვალი, რომლიდანაც კარგად მოჩანდნენ შრომისგან გადატყავებული მუხლები, ნახევრად შერჩენილი ფეხსაცმელი,რომლიდანაც გალურჯებული თითების ნახვა არ იყო რთული შესამჩნევი, ტანზე ერთადერთი ლურჯი სვიტრი ეგეც დაგლეჯილი. აგერ უკვე მესამე წელი შესრულდება რაც ქუჩაში ცხოვრობს, 5 წლის იყო როდესაც მისი მშობლები ავაზაკებმა მის თვალწინ მოკლეს, იმ დღეს... ნოემბრის 8-ში როდესაც გერასიმე მოევლინა ამ ქვეყანას... მუშაობდა როგორც შეეძლო, ძირითადად ბაზრობებზე ატარებდა დროს, რადგაც იქ ყოველთვის ხალხმრავლობა იყო და მცირედი ფულის სანაცვლოდ ხალხისგან ნაყიდ საქონელს სახლამდე მიატანინებდა. ამ ფულით რამდენიმე პურს და ცოტა კარაქს ყიდულობდა, რომელსაც ერთ გაჩირვებული ოჯახის კართან ტოვებდა და გარბოდა, რომ ვერავის შეემჩნია ვისი დადებული იყო, თვითონ მხოლოდ იმდენს იტოვებდა რომ შიმშილს მის კარზე არ დაეკაკუნებინა, დღევანდელი დღით ცხოვრობდა და არ ქონდა იმის იმდენი რო, ხვალინდელი დღე გაუთენდებოდა.ყოველი დღე ასე იწყებოდა მისთვის, ყოველ დღე ტოვებდა იმ ოჯახის კარებთან პურს და კარაქს და წამში უჩინარდებოდა, ამას ისე მიეჩვია რომ ოჯახის წევრები ვერაფრით ახერხებდნენ გაგებას თუ ვინ იყო ის... გერასიმე არამარტო ამ ოჯახს არამედ ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, ისე რომ ვერავინ გებულობდა ვინ აკეთებდა, რამდენიმე ბავშვს, რომელბსაც სიცივისგან ხელები გალურჯებოდათ და მათ მშობლებს არ შეეძლო მათთვის ხელთათმანის შეძენა, გერასიმე ჩუმად დაუდება კართან, სამჯერ დაუკაკუნებდა... და წამში მიიმალებოდა, ყოველთვის ასე იქცეოდა როცა რამეს დადებდა კარებზე სამჯერ აკაკუნებდა , რატომ ეს თვითონაც არ იცოდა. მას უხაროდა როცა სხვას ეხმარებოდა, ხშირად დადების და მიმალვის შემდეგ, უკან ბრუნდებოდა ისე რომ ვერავის შეემჩნია და ფანჯარაში იხედებოდა, უნდოდა დაენახა მათი სახეები..., ეს მცირედი ნაწილია გერასიმესი, გერასიმესი, რომელმაც უკანასკნელი ქურტუკი მასავით ქუჩაში მყოფ მოხუც ბაბუას მისცა... ძნელია წარმოდგენა იმისა სიცივეში, მარტოდმარტო ამდენი რამის გაკეთება როგორ შეძლო,თუმცა ის ხომ არასდროს ყოფილა მარტო... სოფელს ერთი ავაზაკი შემოეჩვია,დაწანწალებდა როგორც მშიერი მგელი და არაფერს ინდობდა.გამოცდილი ავაზაკი იყო, ასაკით 25-30 წლამდე იქნებოდა მაგრამ ასაკის მიუხედავად ტანად დაბალი და სუსტი იყო. იპარავდა, ძარცვავდა, კლავდა, არავინ იცოდა ვინ იყო. რამდენჯერ სცადეს მისი დაჭერა მაგრამ ვერაფერი მოახერხეს,ყოველთვის უსხლტებოდა ხელიდან. ავაზაკი ძირითადად ღამე ძარცვა და კლავდა,არ ჩრდებოდა ავაზაკი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტ სისასტიკეს ჩადიოდა.ამის გამო ხშირად იყო მოსახლეობას შორის კამათი,რაც საბოლოო ჯამში ერთ საერთო აზრამდე მივიდა, ავაზაკი - უნდა მოკვდეს!! ქარიანი ღმე იყო, ცა ღრუბლიანი, მთვარე ღრუბლებში ჩამალულა და ნათელს არღარ გამოსცემს, ირვლივ მხოლოდ ლამპრის შუქზე თუ შეძლებდა კაცი გადაადგილებას,ამის მიუხედავად მოსახლეობამ მაინც გადაწყვიდა შეიარაღებულნი ჩასაფრებოდა ავაზაკს და პირველივე შესაძლებლობის თანავე მოეკლათ,რადგან მეტი დროის გაჭიანურება აღარ შეიძლებოდა. ნოემბრის 8 იყო, გერასიმეს სულში რაგაც განსაკუთრებული ხდებოდა, ალბათ ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ამ დღეს მისი დაბადების დღე იყო. მოსახელობა იარაღ და ლამპარ მომარჯვებული ჩაუსაფრდა ავაზაკს, მხოლოდ მისი გამოჩენაღა იყო საჭირო. ამ "დიდი გეგმის" გამო დაკეტეილი იყო ბაზრობა, გარეთაც არავინ გამოდიოდა, რადგან მთელმა სოფელმა იცოდე ამ გეგმის შესახებ.არ იყო ბაზრობა და გერასიმემაც ვერ მოახერხა ვერაფრის შოვნა, მაგრამ მას სიხარულის და სიმშვიდის განცდა არ ტოვებდა.... მას უყვარდა ღამე სეირნობა ამიტომ, გადაწყვიტა სოფლის აღმართს აჰყოლოდნენ გერასიმე და ის... ავაზაკი გამოჩდა - მის გამოჩენას სროლა მოჰყვა, ისროდა ყველა ვისაც შეეძლო, მიუხედავად იმისა,რომ კარგად არ ჩანდა ირვგვლივ, იმდენად იყო სურვილი ავაზაკის მოკვლის რო არ უფრთხოდნენ. ავაზაკი ისევ მოხერხებული აღმოჩნდა და დაუსხლტა ხელიდან და სოფლის გარეთ, სოფლის აღმართისკენ აიღო გეზი, რადგან მიხვდა რომ მისი აქ გაჩრება აღარ შეიძლებოდა. გარბის ავაზაკი და უკან ლაპრით და იარაღის სროლით მისდევენ "შემსრულებელნი" გარბის ავაზაკი და სოფლის აღმართს მიუყვება.... სროლის ხმაზე გერასიმე შეჩერდა და იმ მხარეს მიაპყრო ყურადღება საიდანაც სროლის ხმა ისმოდა და ნელი ნაბიჯებით ისერო ვერ აცნობიერებდა დაიწყო სვლა... ხმა უფრო და უფრო უახლოვდებოდა და ამ ხმაში უცებ დალანდა რომ მის გვერდით ვიღაცამ ჩაირბინა, გაიხედა მაგრამ ვერაფერი დაინახა... "შემსრულებლები" მიუახლოვდნენ აღმართს და დაინახეს აღმართზე მდგომი და ერთხმად შესძახეს ისარის, ავაზაკია! ესროლეთ! მოკალით! გაისმა სროლის ხმა, ჯერ ერთმა ისროლა, მერე მეორემ, დაინახეს რომ ძირს დავარდა ავაზაკი, იცოდნენ რა ავაზაკის მოხერხებულობის და ცბიერების ამბავი, დაზღვევის მიზნით მესამე ტყვიაც ესროლეს. გახარებულები და კმაყოფილები მიუახლოვნენ ავაზაკის სხეულს... ავაზაკმა უკვე კარგა ხანია გააღწია იქაურობას ის "ავაზაკი" კი გერასიმე აღმოჩდა... გერასიმე ნოემბრის 8-ში მოკლეს მას სამი ტყვია ქონდა მოხვედრილი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.