შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (5 თავი)


18-10-2018, 11:46
ავტორი naattii
ნანახია 2 175

წუთებს ითვლიდა მგზავრობისას ანდრია, თუ ამას მგზავრობა ერქვა და ზუსტად იცოდა, რომ აბდულის ყოფილი სახლიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე იყვნენ. თვალებ და პირ აკრული დიდად ვერც ვერაფერს ხედავდა და ვერც კითხულობდა, მაგრამ არაუშავდა, ახლა მთავარი იყო იგივე ადგილას მიეყვანათ სადაც ნანო ყავდათ. იქნებ უკვე მკვდარი იყო და ეს სისხლის წვეთები ამას ნიშნავდა? არა, ამდენი ხანი ასეთ წამებაში იყო და უფალი არ მისცემდა უფლებას გათავისუფლებამდე ასე წუთებით ადრე მომკვდარიყო. ალბათ სადმე სარდაფში ყავთ ჩაგდებული და იშვიათად აკითხავენ, ახლა მთავარია ისეთ მდგომარეობაში იპოვოს დახმარება რომ შეძლოს. სწორედ ამ ფიქრებით შეჩერდა ავტომობილი და ხელი უხეშად წაავლეს გადასაყვანად პოლკოვნიკს.

-ფუ შენი, დაიკარგა_ტელეფონზე ჩაჩერებულმა ამოძახა მეგობრებს მამალაძემ.
-როგორ თუ დაიკარგა_საჭეს თავი მიანება და უკან მობრუნდაყიფშიძე.
-წინ იყურე ბიჭო, ჩვენც ვნახავთ_ხელით მიაბრუნა ყიფშიძემ და ნათიასთან ერთად მოუბრუნდა მობილურს, ბევრი იწვალეს, მაგრამ მოციმციმე წერტილი უკან ვეღარ დააბრუნეს.
-ყველამ ვიცით ეს რასაც ნიშნავს_ხმადაბალი ტონით ნათქვამი კერესელიძის სიტყვები გაისმა -ისეთ ადგილას ჩაიყვანეს, სადაც მოწყობილობა აღარ იჭერს.
-მართალია, უნდა გავიყოთ, ორი სახლში წადით და ინტერნეტში აქ ყველაზე ღრმა ადგილები მოიძიეთ და სამნი ბოლო ადგილმდებარეობას შევამოწმებთ.
-გასაგებია, ყიფშიძე კომპიუტერი ყველაზე მეტად შენ გეხერხება_ყიფიანმა გამოსძახა საჭეს ჩაფრენილმა.
-კარგი, მე უკან დავბრუნდები, რომელი გამომყვებით?
გაყოლა არავის უნდოდა, ყველას ანდრიას პოვნა ეკერა პირზე, მაგრამ ყიფშიძეს საბოლოოდ კერესელიძე გააყოლეს. ამ უკანასკნელმა კი საკმაოდ მკაცრად მოთხოვა გაღიმებულ ნათიას იცოდე ფრთხილად იყავიო.

ორი წუთი დასჭირდა ანდრიას თოკისა და ნაჭრისგან გასათავისუფლებლად, რამდენიმე წამში თვალიც შეეჩვია სიბნელეს და დაინახა კიდეც იქვე იატაკზე მწოლიარე სუსტი სხეული.
-ნანო, ნანო გაიღვიძე, გამოფხიზლდი _ენერგიულად ანჯღრევდა გოგოს, თუმცა უშედეგოდ.
-არამგონია ასე იოლად მოვიდეს გონს_სარდაფის ყველაზე მივარდნილი კუთხიდან გაისმა ხმადაბალი, თუმცა მაინც საკმაოდ მკაცრი ხმა და მაშინვე ფეხზე წამოვარდა ანდრია.
-ოჰ, როგორი სწრაფი რეაქცია გქონია, უყურე შენ, ნეტა მერამდენე რიგითი მკვლელი ხარ?_ირონიულად ჩაილაპარაკა და ბოლო სიტყვებზე წარბიც აწია.
ვერ ხედავდა ანდრია სახეზე, მაგრამ ხმით ხვდებოდა ახალგაზრდა მამაკაცი რომ იყო, ალბათ ნანოზე ცოტა უფროსი.
-მკვლელი აქ არავინაა.
-ოო, აი მაგაში ნამდვილად ცდები_სიტყვა დასრულებული არ ქონდა უნებურად კვნესა რომ დასცდა ტუჩებს და გვერდზე ხელი აიფარა.
-დაჭრილი ხარ?_ფრთხილად მიუახლოვდა ბიჭი.
-გაგიხარდა არა? საქმეს გიიოლებ.
-ვერ მივხვდი?_ჭრილობის თვალიერებაში იყო გართული ანდრია.
-სიარულზე და საუბრის მანერაზეც კი გეტყობა სამხედრო რომ ხარ, ქვეითი ბრიგადა?
-განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ანდრია არსენიძე, ახლა კი მაცადე შენს ჭრილობას მივხედო.
-ოჰოოჰ, ყოჩაღ გენერალს, რიგითებმა ვერაფერი ქნეს და პოლკოვნიკი გამოაგზავნა? ძალიან ნდომია ჩვენი მოშორება._სიმწრით ჩაიცინა ბიჭმა და ჭრილობაზე შეხებისას ტკივილისგან წამოიყვირა. მის ყვირილზე ნანო შინძრა და გვერდი იბრუნა.
-დიდი ხანია აქ ხართ?
-მე 7 თვეა, ნანო 2 დღის წინ შემოაგდეს და საჭმელი აღარ მოუწოდებიათ, ამიტოა სუსტად.
-მაგრამ ორი დღე კვების გარეშე არ ასუსტებს.
-ალბათ მანამდეც არ აჭმევდნენ, მე გაქცევისას დავიჭერი და ასევე მიმაგდეს. ცუდათაა ჩემი საქმე არა პოლკოვნიკო?
-არ დაგიმალავ და ნამდვილად, თუ აქედან არ გავაღწიეთ.....
-მაგისი იმედი არ გქონდეს, არ დაგავიწყდეს 7 თვეა აქ ვარ და საკმაოდ რთული წვრთნები მაქვს გავლილი, ახლა კი ვგრძნობ სიცივე როგორ მეპარება და ....
-ნუ ლაპარაკობ ძალები დაზოგე, გადაგარჩენ.
-ვერ გადამარჩენ, შენც ხომ იცი, მას კი არ ენდო, მისი ნდობა არ შეიძლება_უკვე ლუღლუღზე გადავიდა ბიჭი.
-არც ვაპირებდი აბდულის ნდობას, რომელი ტერორისტია სანდო.
-მომისმინე, არა, ეგ.... არ ენდო.... უბრალოდ არ ....._და სახეზე მიეყინა ჯერ კიდევ თბილ სხეულს უკანასკნელი გამომეტყველება, სისხლიანი ხელები უკან დაწია ანდრიამ და სინანულით გადააქნია თავი, აი თურმე მეორე ვინ ყოფილა, მაგრამ თუ აქ იყო ამდენი თვე, მისი სისხლი ნანოსთან ერთად როგორ აღმოჩნდა? სისხლიანი ხელები გულდასმით შეიწმინდა საკუთარ შარვალზე და ისევ ნანოსკენ დაიძრა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა გოგო გონზე უნდა მოეყვანა.

-არის რამე ახალი?_ყურზე მიმაგრებულ ნაუშნიკში საუბრობდა ყიფიანი, როცა თავად ერთ-ერთი ბინის სახურავზე იყო გაწოლილი იარაღ მომარჯვებული.
-ჯერ არა_მაშინვე უპასუხა ყიფშიძემ, -რამდენიმე ადგილი ვიპოვე, მაგრამ ქალაქიდან მოშორებითაა და იქ ვერ იქნება, ისევ ჯობია თქვენ უთვალთვალოდ მაგ სახლს.
-ჯერ აქაც სიწყნარეა_სიბნელეში ჩამალული ჩიხიდან უპასუხა ნათიამ.
-მანქანას ვხედავ_ჩურჩულით გაისმა მამალაძის ხმა და წამში მიიქცია ყურადღება.
-ჯანდაბა, აბდულია_დარწმუნებით ჩაილაპარაკა ყიფიანმა და ისევ იარაღის სამიზნეს ჩახედა.
-მოვდივართ_მაშინვე გაისმა კერესელიძის ხმა და წამში აყვა ნათიაც
-ვაჩე, ჩემსკენ მოდი, იმათ ვერ დავუცდით, თუ აბდული იქ 5 წუთზე მეტხანს გაჩერდა ეს ანდრიას სიკვდილს ნიშნავს.
-ვიცი, რამდენიმე წუთში შევდივართ_მტკიცედ ჩაილაპარაკა ვაჩემ და არაფრად ჩააგდო ყურში კერესელიძის ბღავილი მხოლოდ ორი ხართ დაგვიცადეთო.

სანამ წასაყვანად მოაკითხავდნენ, მოასწრო ანდრიამ გოგოს თოკებისგან გათავისუფლება, ნაჭერიც მოაშორა პირიდან და იფიქრა ასე იოლად დამეხმარებაო, თუ საერთოდ შერჩენილი ქონდა ძალა.
-ამოდი_რამდენიმე წუთში კარიც გაიღო და თავიდან შეაკვრევინეს ხელები იარაღის მუქარით.
-როგორც ჩანს საინტერესო აუდიენცია მელის_წყნარად ჩაილაპარაკა ანდრიამ და უკან გაყვა ორ შეფუთულ კაცს.
ოთახში შესულს ნაცნობი სახე დახვდა, საკმაოდ მოზრდილი წვერით პირდაპირ თვალებში უყურებდა კაცი პოლკოვნიკს და თვალს არც კი ახამხამებდა.
-აბდულ_თავი დაუკრა ანდრიამ და წინ ჩამოუჯდა, აქ მოსალაპარაკებლად იყო, ზრდილობა არ აწყენდა.
-ანდრია_მანაც იგივე გაიმეორა და წამით არ გაკვირვებია ანდრიას მისი სახელი რომ იცოდა ტერორისტმა. აი შემდეგ რაც მოხდა იმან, კი ნამდვილად დააღებინა პირი კაცს.
-როგორც ჩანს გენერალი ახალ ხალხს არ მაკლებს_სუფთა ქართულით მიმართა კაცმა ყოველგვარი აქცენტის გარეშე და ანდრიას გაოცებულ სახეზე ჩაეცინა
-სანამ დავალებაზე გამოგიშვა არ გაგანათლა ვისთან გიშვებდა?
-შენ ჩემი დავალება არ ხარ, ჩემი დავალება სარდაფში რომ წევს გათიშული, ის გოგოა, აქ მოსალაპარაკებლად მოვედი. მითხარი რას ითხოვ მასში.
-არაფერს_მხრები აიჩეჩა კაცმა, -ჩემთან ცოცხალი მაინც იყო, თუ გავითვალისწინებთ იმ მკვლელების რიცხვს რაც გამოგვიგზავნეს, წესით დალაპარაკებამდე უნდა მომეკალი, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია და არც შევმცდარვარ_თეთრი კბილები გამოუჩნდა სიცილის დროს, ინტერესით ათვალიერებდა ანდრიას და უფრო გააოცა პოლკოვნიკი ამ მზერით, რატომღაც ტერორისტს საერთოდ არ გავდა.
საუბარი ოთახში შემოსულმა იარაღიანმა შეაწყვეტინათ, რომელიც აბდულად წოდებულისკენ დაიხარა და ყურში რაღაც ჩუმად ჩაჩურჩულა.
-დრო ამოგვეწურა, როგორც ჩანს შენი მეგობრები შემოტევას აპირებენ და დავხვდეთ შესაბამისად_ ირონიულად გაუღიმა კაცმა.
-არ გინდა, მათ მკვდარი ვგონივარ, გთხოვ ისედაც მოვრიგდებით.
-დიდი პოლკოვნიკი სიტყვა გთხოვს ტყუილად არ იტყვის, რა ხდება ბატონო ანდრია?
-მე აქ სიმართლის გასაგებად მოვედი, მინდა ვიცო......_ვეღარ დააბოლოვა ანდრიამ, რადგან გარედან საკმაოდ დიდმა აფეთქებამ ყველა ფანჯარა ჩამოამსხვრია და წამოსულმა ტალღამ ძირს დასცა ყველა, ყურების წუილი რამდენიმე წამს გაუგრძელდა ანდრიას, თუმცა ტყვიების ზუზუნი მაინც ჩაესმოდა, სმენის დაბრუნების შემდეგ კი შემოსასვლელიდანვე გაიგონა კერესელიძის ბღავილი, რომელიც გამწარებული ყვიროდა ნათიას სახელს.



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვერ გავიგე ვის არ უნდა ენდოს? ნანოს? ეგ გოგო რამეშია გარეული ?? ვაიმე ძალიან დამაინტერესა ბოლოში კიდე რო ჩავედი მგონი ცუდათვარ იმედია ნათიას გადამირჩენ ... ანუ უნდა გადარჩეს უეჭველი რა !! ცოდოა სიკვდილისთვის !!
ძალიან მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდება და ერთი სული მაქვს შემდეგ თავამდე ♥️ წარმატებები და არ დააგვიანო ♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი nini :)

აუ ნათია მართლა ლაბირინთია ეს ისტორიააა.... როგორ მაინტერესებს ვინ იყო გარდაცვლილიიიიიი..... და ვინ არის რეალურად აბდულიიიი..... რა ხდება საერთოდ.... სრული დომხალი მაქვს უკვე ტვინში და ვერ ვალაგებ ვერაფერს...... აუ ნათიას რა მოუვიდა საინტერესოააა.... იმედი მაქვს რამე არ მოუვა..... ყოველ ისტორიაზე ყოველ თავში მაოცებს ხოლმეეეე......

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

არ თქვა რომ დაჭრეს ან მოკვდა, მე მაგათი ქორწილი მინდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent