შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (3 თავი)


13-10-2018, 11:57
ავტორი naattii
ნანახია 2 383

-ანალიზის პასუხი დადებითია, სისხლი ნანოს ეკუთვნის_ოთახში შემოვიდა კერესელიძე.
-მეორე?
-მეორეს კვალი არ ჩანს._თავი მოიქექა ბიჭმა.
-მარტო მე მგონია, რომ აქ სულ სხვა ამბავია?_სერიოზული სახით გადახედა ყიფიანმა ოთახში მსხდომებს.
-არ გგონია, აქ სულ სხვა ამბავია_ფანჯრიდან მობრუნდა ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი ანდრია და ჯგუფს თვალი მოავლო -აბა ვნახოთ, გენერალი რას გვეტყვის_ოთახისკენ გაემართა კაცთან დასარეკად და თან გაიყოლა ხუთი წყვილი თვალი.

-გისმენთ_ნამძინარევი ხმა გაისმა ტელეფონში
-ბატონო გენერალო_ომახიანი ხმით შესძახა პოლკოვნიკმა.
-ანდრია?_გაკვირვება ვერ დამალა კაცმა. -ხომ მშვიდობაა?
-სასწრაფოა, ხვალამდე ვერ დაიცდიდა.
-გისმენ_ხმაური გაისმა ტელეფონში, ალბათ ლოგინიდან წამოდგაო გაიფიქრა კაცმა.
-ვიპოვეთ სადაც ყავდათ, რამდენიმე დღით დავაგვიანეთ, დარწმუნებულები ვართ იქ ყავდათ, მისი სისხლიც ამოღებულია.
-იპოვეთ? რას ამბობ ანდრია, თან დარწმუნებით, ზუსტად იცი სისხლი ახალია? ეს ხომ ...ეს შეუძლებელია_ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა თითქოს, მაგრამ იმდენად დიდი იყო შეჯახებული ახალი ამბავი ზედმეტი ინფორმაცია გასცა.
-რატომ არის ეს შეუძლებელი გენერალო?_მშვიდი ხმით კითხა ანდრიამ
-რაა? ა არა არა, ეს უბრალოდ ასე უცებ გამიკვირდა თქვენი წინსვლა, მეტი არაფერი, ყოჩაღ, სწრაფად მოქმედებთ._მაშინვე გონს მოეგო გენერალი და წამში გაუმკაცრდა ხმა.
-ჩვენ ხომ დავალებაზე ვართ_მშვიდ ტონს არ კარგავდა პოლკოვნიკის ხმა.
-რასაკვირველია, არ მიყვარს, მაგრამ რადგან დავალება ახსენე მეც შეგახსენებ, წინა დავალება ჩააფლავეთ, ამიტომ აბდულის საქმე ჯერ კიდევ დაუსრულებელია.
-შეხსენება საჭირო არ იყო გენერალო, ორივე საქმეს ერთად მივხედავთ.
-იცოდეთ რომ აფეთქების უფლება გაქვთ, როგორც კი ადგილმდებარეობაში იქნებით დარწმუნებული._გათიშა გენერალმა და ჩაფიქრებული ანდრია მარტო დატოვა.
ეს ბრძანება იშვიათად გაიცემოდა და სამიზნე ამ შემთხვევაში გამოცდილი და დიდი ისტორიის მქონე ტერორისტი იყო, რომელიც მხოლოდ ბომბებს არ ჯერდებოდა, ასეთების კისერზე კიდევ სხვა მრავალი დანაშაული ირიცხებოდა, აბდულს კი ბრალად მხოლოდ ორი პატარა აფეთქება ედებოდა, მესამეს თავიდან აცილება ანდრიას რაზმმა მოახერხა. რასაკვირველია, არც ეს იყო ცოტა, მაგრამ ასეთისთვის აფეთქების ბრძანებას არ გასცემდნენ ხოლმე.
-უფროსო_ყიფიანის ხმამ გამოაფხიზლა კაცი, ოთახში ისე შემოსულა, ყურადღებაც არ მიუქცევია, თანამებრძოლებს გადახედა და ბოლოჯერ დაფიქრდა, შეენახა ჯერჯერობით თავისი ფიქრები საითაც მიდიოდნენ, თუ გულახდილად ეთქვა ყველაფერი?
-რაო გენერალმა?_კერესელიძე როგორც ყოველთვის მოუთმენლობას ამჟღავნებდა.
-აბდულზე შორიდან აფეთქების ნებართვა გვაქვს_სწრაფად ამოთქვა ბრძანება და რეაქციებს დააკვირდა, ხუთივეზე მსგავსი ამოიკითხა და მიხვდა მისი ეჭვები არც ისე აზრს მოკლებული იყო.
-კი, მაგრამ ბოს, რატომ? ეს ხომ... ეს ბრძანება მხოლოდ ორჯერ მივიღეთ და ისიც ყველაზე გაიძვერა ტერორისტებზე._მხოლოდ ნათიამ შეძლო ხმის ამოღება.
-სხვა რაღაც ხდება უკვე აქ არა?_საკუთარი ფრჩხილების თვალიერება არ შეუწყვეტია ყიფიანს ისე დასვა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად პასუხ გასაცემი კითხვა.
-აბდული მოვძებნოთ_ამ სიტყვებით დაეთანხმა უფროსი და ისევ ფანჯრისკენ მიბრუნდა. -დარწმუნებული ვარ ნანოსაც მასთან ვიპოვით.
ყველა წამოიშალა, მხოლოდ ნათია დარჩა და უკნიდან მიუახლოვდა უფროს, უკვე წლები იყო რაც აღიარეს, რომ მათი პირადი ურთიერთობა შორს ვერ წავიდოდა, მაგრამ ერთად ყოფნის იმ ერთი წლის გამო, მეგობრობა არასდროს დაუკარგავთ.
-რას ეჭვობ ანდრია? ეს ხომ....
-არ გინდა, არ მინდა ჩვენი უფროსები ასეთები აღმოჩნდნენ და მთელი წარმოდგენა დამემსხვრეს. სანამ არ დავამტკიცებთ, არ გინდა_თავი გადააქნია პოლკოვნიკმა და ისე დატოვა ოთახი არც შეუხედავს გოგოსთვის.

5 დღე დასჭირდათ, ამ დღეების მანძილზე გენერლიდან ნანოს სახელიც არ გაუგონიათ, დაკავშირებისას კაცი უკვე მხოლოდ აბდულზე კითხულობდა ინფორმაციას და გათიშვის წინ კითხავდა სხვათაშორის ნანოზე ხომ არ არის რამე სიახლეო, ეს ყველაფერი კი ანდრიას ეჭვებს აორმაგებდა.
-ვიპოვე_აქოშინებული შემოვარდა კერესელიძე ოთახში და ყველას ყურადღება მიიქცია.
-რომელი?
-აბდული, ნათიას სიტყვები დამეხმარა ძველ თავშესაფარებზე რომ ამბობდა, ყველა ისევ თავიდან დავიარე და ერთ-ერთმა დამაეჭვა, შემდეგ დავრწმუნდი რომ იქ არის.
-უკვე ორი დღეა ვიპოვე_კომპიუტერის ეკრანი შემოუტრიალა ანდრიამ დანარჩენებს და ჯაბას ის სახლი დაანახა რომელზეც ამბობდა.
-რატომ არ თქვი?_წარბები შეკრა ყიფშიძემ.
-იმიტომ, რომ სიახლე არაფერი იყო, ეს ობიექტი მე ავიღე, თქვენ კი სხვას ეძებდით, მოძრაობა რომ შემენიშნა იქ ვიქნებოდით. კამერა დავაყენე და ვუთვალთვალებ, მხოლოდ ერთხელ დავინახე გამოსული, რადგან უკან არ დაბრუნებულა აზრი არ ქონდა იქ ყურყუტს, ასე სხვა ადგილებშიც ეძებდით და უფრო ხელსაყრელი ეს იყო, მე ჯერ კიდევ გასწავლით, დაგავიწყდა?_ხმადაბალი ტონით უპასუხა. -მამალაძე, შეტყობინება გაუგზავნე, შეხვედრა თხოვე, თავისივე ტერიტორიაზე.
-უფროსო...._შეშინებული თვალებით ამოხედა ვაჩემ.
-ასე უთხარი, ეს შეხვედრა ვატყობ ჩემს სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იქნება, რაც შეიძლება სწრაფად.

ორი დღე ელოდნენ პასუხს, აბდული კი არ ჩქარობდა, თითქოს მათ მოთმინებას ცდიდა, უკვე ეკლებზე მჯდომებივით იყო ექვსივე, მაგრამ ვერაფერს აკეთებდნენ. საბოლოოდ კი ნანატრი პასუხიც მიიღეს, ერთ დღეს, როდესაც სადილობის დრო იყო, კარებზე დაუკაკუნეს, ყველამ სწრაფად გადახედა ერთმანეთს, ეს სახლი არავინ იცოდა, არავის ქონდა წვდომა ამ ინფორმაციამდე, ანდრიამ ფრთხილად გამოაღო კარი და პატარა ბავშვის დანახვისას ფურცლით ხელში, მიხვდა რაშიც იყო საქმე.
-თქვენია_თავისივე ენაზე უთხრა პატარა ბიჭმა და კიბეებზე ჩაირბინა, ისე სწრაფად გაიქცა თვალი ძლივს მიაწვდინა შესახვევის ბოლომდე.

წერილს სანამ გადაშლიდა ანდრია, მაშინვე დაიძახა და ყველა უცებ გამოვარდა.
-კარგი იქნებოდა შევმცდარიყავი_ღრმად ამოიხვნეშა ანდრიამ წერილის წაკითხვის შემდეგ და ფურცელი ნათიას გადააწოდა.
-აბა? ბოლობოლო რა ხდება?_დიდი მოთმინებით არც ამჯერად გამოირჩეოდა მამალაძე.
-აბდული შეხვედრაზე თანახმა არ არის, აქ წერია მეორედ იგივე შეცდომას არ დავუშვებო და ჩემი აფეთქების უფლებას არ მოგცემთო, გოგოს კი მე დავიცავო._გაფართოებული თვალებით გადახედა ნათიამ და სახეზე ხელებ აფარებულ უფროს გახედა.
-ეს რას ნიშნავს? რაც მე მგონია იმას?_ყიფიანის ჩამწყდარი ხმა გაისმა ოთახში.
-ეს იმას ნიშნავს, რომ ქალბატონი ნანო უბრალო ექიმი არ არის, არც აქ გამოუგზავნიათ გაცვლითი პროგრამით და აფეთქების ბრძანება სწორედ მისი ლიკვიდაციისთვის სჭირდებათ, აბდული ამჯერად მათთვის მეორე ხარისხოვანია._სახიდან ხელები მოიშორა ანდრიამ.
-ჯანდაბა, შეგზავნილია, ჩვენიანია, სპეციალურად მოაწყვეს გატაცება, ახლა კი რაღაც მოხდა და გაქრობის ბრძანება გასცეს. ჯანდაბა_ანერვიულებულმა დაიწყო ოთახში მიმოსვლა კერესელიძემ.
-ჩვენიანის რა მოგახსენო, მაგრამ აი სპეცდანაყოფის ერთ-ერთი წევრი ნამდვილადაა, ახლა კი 15 წუთი გაქვთ ასაბარგებლად, ეს ბინა ჩვენთვის უსაფრთხო აღარ არის_წელში გაიმართა ანდრია და მეგობრებთან ერთად დაიძრა ოთახისკენ ჩასალაგებლად, ახლა ისეთი ბინა სჭირდებოდათ, რომლის ადგილმდებარეობა გენერალსაც არ ეცოდინებოდა, ვეღარავის ენდობოდნენ.



№1  offline წევრი Other side

Velodebi shemdeg tavs sulmoutqmelad
--------------------
Other side

 


№2  offline მოდერი naattii

Other side
Velodebi shemdeg tavs sulmoutqmelad

ვეცდები მალევე იყოს ❤️

 


№3 სტუმარი ნათია 41

ნანოს მოშორება რატომ უნდათ რა იცის ესეთი იმედია გაარკვევენ და გოგოს არ გასწირავენ. უჰჰ როგორ მაინტერესებს ვეღარ ვითმენ❤

 


№4  offline წევრი Nano Goduadze

heart_eyesჩემი ანდროო kissing_heart ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელადდ relaxed heart_eyes

ეს გენერალი რაღაცას ხლართავს (?) neutral_face neutral_face

 


№5  offline მოდერი naattii

ნათია 41
ნანოს მოშორება რატომ უნდათ რა იცის ესეთი იმედია გაარკვევენ და გოგოს არ გასწირავენ. უჰჰ როგორ მაინტერესებს ვეღარ ვითმენ❤

ვნახოთ ვნახოოთ ❤️

Nano Goduadze
heart_eyesჩემი ანდროო kissing_heart ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელადდ relaxed heart_eyes

ეს გენერალი რაღაცას ხლართავს (?) neutral_face neutral_face

პირადად შენი ანდრუშა :D ❤️

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

რა მოცუცქნული თავიაა :(

 


№7  offline წევრი nini :)

ნათიიიი.... მართლა სასწაული ხარ..... ????
არ ვიცი რა ვთქვა.... ძალიან საინტერესოაააა..... არ მომწონს ეს გენერალიიიი..... იმედი მაქვს აბდული დაუკავშირდება და დაეხმარებაააა.....

უკვე შემიყვარდა ეს ისტორიააა.... ❤❤❤
და შენ ხომ საერთოდ მიყვარხარ ❤❤❤❤❤ სასწაული გოგო ხარ ????????????❤❤❤

 


№8  offline მოდერი naattii

Anuki96
რა მოცუცქნული თავიაა :(

ბევრჯერ ავხსენი ჩემი დროის სიმცირის მიზეზები და მეტს ვერ ვახერხებ, სამსახური, მოსწავლეები უნივერსიტეტი, პლიუს შვილი და ქმარი, ამასაც ძლივს ვახერხებ :D

nini :)
ნათიიიი.... მართლა სასწაული ხარ..... ????
არ ვიცი რა ვთქვა.... ძალიან საინტერესოაააა..... არ მომწონს ეს გენერალიიიი..... იმედი მაქვს აბდული დაუკავშირდება და დაეხმარებაააა.....

უკვე შემიყვარდა ეს ისტორიააა.... ❤❤❤
და შენ ხომ საერთოდ მიყვარხარ ❤❤❤❤❤ სასწაული გოგო ხარ ????????????❤❤❤

დიდი მადლობაა, როგორ მოუთმენლად გელი ხოლმე ნეტა იცოდეე ❤️

 


№9  offline წევრი Nano Goduadze

naattii
ნათია 41
ნანოს მოშორება რატომ უნდათ რა იცის ესეთი იმედია გაარკვევენ და გოგოს არ გასწირავენ. უჰჰ როგორ მაინტერესებს ვეღარ ვითმენ❤

ვნახოთ ვნახოოთ ❤️

Nano Goduadze
heart_eyesჩემი ანდროო kissing_heart ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელადდ relaxed heart_eyes

ეს გენერალი რაღაცას ხლართავს (?) neutral_face neutral_face

პირადად შენი ანდრუშა :D ❤️

ზუსტადაც stuck_out_tongue_closed_eyes აბა შემეცილოს ვინმემ გაბედოს joy მიყვარს ეგ ბიჭი უკვე innocent ჩემს გემოვნებაში ზის ზუსტად
innocent

 


№10 სტუმარი სტუმარი მაკუნა

იცი რა აშკარად შეგიძლია ამბავი საინტერესოდ გადმოსცე....ყველა შენი მოთხრობა საინტერესოა...მაგრამ იცი რა ზოგჯერ ისე არის ხოლმე დიალოგები გაწელილი ნერვები მოგეშლება და აქ რა მოგივიდაა? არადა სიუჟეტი ძაან მაგარია მაგრამ რაღაც სცენარივით მოკლე და მშრალია...გეგონება ფილმს უყურებ არადა შეგიძლია ცოტა განავრცო....ცოტა გაგუგებრად გადადის ერთმანეთზე.....

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

არ ველოდებოდი თუ ნინო შეგზავნილი იქნებოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent