შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება (ნაწილი 1)


18-10-2018, 13:08
ავტორი MMLMM
ნანახია 8 542

-დღეს მივდივარ ექიმთან, ვნახოთ რას მეტყვის
- გინდა გამოგყვე?
- არა აკო არაა საჭირო, ტუილად ხომ არ გაგაცდენინებ სამსახურს, უცებ მივალ და წამოვალ.
გავუღიმე აკოს რომელიც ჩემზე ძალიან ზრუნავს და ჩავფიქრდი, ნეტავ რა მჭირს, ისედაც ყველაფერი მე მემართება და მე მტკივა, შევიკალი ჩემები, იმედი მაქვს არაფერი სერიოზული არ იქნება...
- რაზე ჩაფიქრდი მარიამ?
- რავიცი, ისეთზე არაფერზე, შენ რას შვრები სალისთან? როგორ მიგდით რომანი?
დავცინე ჩემ ძმას, რომელსაც ერთი გოგო უყვარს, ის გოგო კი თავს იფასებს თურმე და აშკარად აწვალებს აკოს, მე კი ამ ყველაფრით ვხალისობ, იმიტომ რომ შეყვარებული აკო სულ სხვანაირია.
- აუუუ დაიწყე ისევ? ერთხელაც იქნება შენ და სალოს გადაგაბავთ ერთმანეთზე და მერე მეღადავეთ ორივე.
- კაი რაიყო ვხუმრობ, უბრალოდ ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ვიღაც ღირსეული გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, რომელმაც დაგანახა რომ სამყარო მხოლოდ შენს გარშემო არ ბრუნავს,
- სულ ცოტასღა ვუყურებ და თუ მასე გააგრძელებს, გავუშვებ მაგასაც თავის გზით და მერე ვნახოთ ვის გარშემო ბრუნავს სამყარო
სერიოზული სახით მითხრა, წამოდგა ჩემო ლოგინიდან თავზე მაკოცა და მითხრა
- გავიქეცი ეხლა სამსახურში და აბა შენ იცი, რას გეტყვის ექიმი დამირეკე და გამაგებინე უეჭველი
- კაი მიყვარხარ და წარმატებულ დღეს გისურვებ.
აკო დავიდა თუ არა ოთახიდან, გემრიელად გავიზმორე ჩემ საყვარელ ლოგინში და ტელეფინს მივწვდი. მესიჯებში შევედი და გავგზავნე: ,,დედიკოოოო შენმა სიამაყემ გაიღვიძა და სანამ აბაზანას მოივლის ყავა გაუკეთე რააა, ტკბილი ოღონდდდდ“. მეც ავდექი მშვიდად რადგან ვიცოდი, რომ დედა აუცილებლად გამიკეთებდა ძალიან გემრიელ ყავას, შევედი აბაზანაში და სანამ მოვწესრიგდი ვფიქრობდი რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი რაც მჭირდა, სულ სისუსტე, ცხვირიდან სისხლის წამოსვლა, დაღლა და რავიცი კიდე რა... აბაზანიდან ხალათით გამოვედი და სამზარეულოში შევედი სადაც დედას ყავა უკვე მზად ჰქონდა, უკნიდან ჩავეხუტე და ვაკოცე
- მსოფლიოში ყველაზე ტკბილი და განუმეორებელი დედიკო მყავს. ნეტა იცოდე როგორ ვამაყობ შენით
- მე შენით ვამაყობ ჩემო გოგო
შემობრინდა გულში ჩამიხუტა და მერე ყავაზე მანიშნა დალიეო
- დღეს რა გეგმები გაქვს ანუ?
- ჯერ ოფისში წავალ, ახალი ზედნადებები მოუტანიათ და წამოვიღებ, მერე ექიმთან გავალ, მერე ჩემ გოგოებს დავაცხრები თავზე და მოვალ, რამე ხომ არ გინდოდა?
- ეგ მაინტერესებდა ექიმთან თუ მიდიოდი, გინდა გამოგყვე?
- არაა დედიკო არ მინდა, აკომაც მითხრა მაგრამ მარტო წასვლა მირჩევნია, ხომ იცი რა გადარეული გრაფიკი მაქვს
- კარგი მაგრამ აუცილებლად გამაგებინე რას გეტყვიან
- კარგი დე წავალ გავემზადები
გამეღიმა იგივე სიტყვებზე რაც აკომ მითხრა და ოთახიდან სანამ გავიდოდი დედიკოს ვაკოცე ლოყაზე, მადლობა გადავუხადე ყავისთვის, ყავის ჭიქას ხელი დავავლე და ჩემს ოთახში წავიყოლე.
- რა ჩავიცვა? ვკითხე ჩემ თავს და გარდერობის კარი გამოვაღე, ზოგადად ჩემი სტილი კლასიკურია, რადგან სამსახური მოითხოვს ამას, თუმცა თავისუფალი სტილიც მომწონს, რადგან ჯერ სამსახურში უნდა მივსულიყავი კლასიკურობა გადავწყვიტე, უკვე ოქტომბერია, მაგრამ რადგან ჯერ კიდევ კარგი ამინდებია გადავწყვიტე ღია ფერებში ჩაცმა, უცებ გამახსენდა ღამით როგორ წვიმდა და გარეთ გავიხედე, თითქმის აეშრო მზეს სისველე და ოდნავ ნიავიც ეტობოდა ამინდს, გავიღიმე ისევ ჩემთვის და გარდერობს მოვუბრუნდი, სალათისფერი კლასიკური შარვალი ჩავიცვი, რომელსაც თავისი კოსტუმი ჰქონდა, შიგნიდან კრემისფერი ზედა შევურჩიე და კრემისფერი მაღლები ჩავიცვი. საქმე მაკიაჟზე მიდგა, ისე ვიყავი დაზაგრული ტონალური არ წამისვია, უბრალოდ დამატენიანებელი გადავისვი თხლად და ღია ჩრდილები გავიკეთე, ლაინერი ერთი ხელის მოძრაობით წავისვი და თვალიც გამოიკვეთა, თმა გავიშალე დიდი არაფერი უნდოდა. თითქმის მხრებამდე მქონდა სიგრძე და ბუნებრივი ხვეულები ჩამოვყარე. მოკლედ მზად ვიყავი, ყავა მოვსვი, ოთახიდან გავედი და დედას დავემშვიდობე. კიბეები ჩავირბინე და მარშუტკისკენ წავედი. რადგან გარეუბანში ვცხოვრობ და სამსახური შუა ქალაქში მაქვს დიდი დრო მინდოდა, ყურსასმენი გავიკეთე და სიმღერები ჩავრთე. სამსახურთან გავაჩერე მარშუტკა და ჩამოვედი, წინ იმხელა წყლის გუბე დამხვდა რამის ჩავვარდი, შემოვუარე და ოფისში შევედი, მივესალმე ნაცნობ სახეებს და კაბინეტისკენ წავედი, ჩეკები და რამოდენიმე საქაღალდე ავიღე და გარეთ გამოვედი
- მარიამ როგორ ხარ?
- მადლობა გიგი თავად?
- შესანიშნავად, როგორც ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურები
- ოხ, ნუ აჭარბებ ეხლა, მაგრამ მადლობა მაინც
- გეკადრება? გარბიხარ უკვე?
- კი მეჩქარება, მერე შემოვივლი ისევ
- ყველაზე კარგი სამსახური შენ გაქვს რააა, შემოირბენ აიღებ საბუთებს და ჰოპ გარბიხარ, გულით რომ მინდოდეს ვერ გხედავ წესივრად
- ყოფილიყავი ჩემსავით ბუღალტერი და შენც იქ იმუშავებდი სადაც გაგიხარდებოდა
- რავიცი რას ავიტეხე ეს მენეჯერობა (სიცილით მითხრა)
- კარგი უნდა გავიქცე გიგი, წარმატებულ დღეს გისურვებ
- კარგი დროებით და შენც ასევე
გამოვედი თუ არა ისევ იმ გუბესთან აღმოვჩნდი, უცებ დამუხრუჭების ხმა გავიგე და წამებში დავსველდი, ჯერ ვერ მივხვდი რა მოხდა მაგრამ უცბად მოვედი გონებაზე და ყვირილი დავიწყე
- იდიოტი ხარ? სულ გააფრინა ამ ხალხმა
საბუთებიც დამისველდა, მე სულ გუბის წყლით ამოვიწუწე და მანქანას გავხედე გამწარებული თვალებით, საიდანაც ვიღაც იდიოტი გადმოდიოდა
- აუუ ბოდიში რა. სხვა გზა არ მქონდა, ძაან ჩქარა მოვდიოდი, მეჩქარება უზომოდ და გუბეზე რომ ამეცილებინა მანქანას ვარტყავდი.
ამიხსნა იდიოტმა თავის ჭკუით, მაგრამ ამ ახსნამ სულ გამაგიჟა
- ავადმყოფი ხარ ბიჭო? ნიშანს ვერ ხედავ რა სიჩქარით უნდა იარო? რას მოფრინავდი მერე? ან საერთოდ რომ დამჯახებოდი რა უნდა გექნა?
- ბოდიში ხო მოგიხადე რა გაყვირებს? ხო ხედავ არ დაგარტყი!
გამიმკაცრა იმანაც ტონი რაზეც თვალები გამიფართოვდა. ,,ეგრე არაა? მასე არ გინდა მაცადე“ გავიფიქრე და თავისი გამარიაჟებული BMW სკენ წავედი, უკანა კარი გამოვაღე და ჩავჯექი, ის კი დადებილებული მიყურებდა
- რას აკეთებ? (შემოყო მანქანაში თავი ისე რომ არ ჩამჯდარა)
- შენი აზრით? (მეც გავიკვირვე, რა არის აქ მიუხვედრელი მეთქი)
- ლამაზო, ძაან დიდი ბოდიში მაგრამ შენი დრო არ მაქვს, გითხარი მაგრად მეჩქარებათქო
- 1. ლამაზო არა მარიამი მქვია და 2. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებ მანდ დგომას და საუბარს უფრო მეტად დაგაგვიანდება სადღაც (ირონიულად ვუთხარი და უფრო კარგად მოვკალათდი, რომ გავხედე იდგა და მიყურებდა)
- დიდი ხნით აპირებ მანდ დგომას? მეც მეჩქარება, ასეთი გაწუწული კიდე ფეხით არსად არ წავალ.
- Taxs გაგაყოლებ, ნაღდად არ მაქვს შენი დრო
- აქედან ფეხს არ მოვიცვლი, ჭკუას ისწავლი სხვა დროისთვის და ნორმალურად ივლი, ვარკეთილისკენ წადი დანარჩენს მერე გეტყვი
- რაა? სულ გააფრინე გოგო? რა ვარკეთილი? როდის გავალ ვაჟადან იქ?
- 1. გოგო არა მარიამი და 2. აქამდე რომ წასულიყავი დარწმუნებული ვარ უკვე ბარათაშვილზე ვიქნებოდით ისე ატარებ (ისევ ირონუილად ვუთხარი და საბუთებს დავხედე, რომელიც სულ სველი იყო, ტირილი მომინდა რომ წარმოვიდგინე მე მომიწევდა ამ საბუთების აღდგება მაგრამ ტირილი ვინ მაცალა მანქანა ისე მოსწყდა ადგილს)


*****
- კაი ბიჭო ნუ უბერავ მოვალ და გავარკვევ
გაზის პედალს მივაწექი ფეხი და სიჩქარე ავკრიფე, წინ იმხელა გუბე იყო ვიფიქრე რომ ჩავარტყა რამეს დავუზიანებ მანქანასთქო, მაგრამ გვერდით მანქანები იყვნენ და სხვა გზა არ მქონდა გუბეში გავიარე, უცბად გავიაზრე რა ვქენი და მანქანა გავაჩერე
- ფუ ამის დედაც ეს მინდოდა ეხლა?
მანქანიდან გადმოვედი და ვიღაც ძალიან ლამაზი გოგო მლანძღავდა ,,იფ რა ვიდზეა და მე კიდე გუბის ბაყაყს დავამგვანე“ გავიფიქრე მაგრამ თან მაგრად გამიტყდა ჩემი საქციელის, ბოდიში მოვუხადე, მაგრამ გალანძღვას მოუმატა, თავში ავარდნილი ქონდა აშკარად ცხოვრება გოგოს, მერე მანქანისსკენ წამოვიდა, რაზეც სულ გამაშტერა და ბოლოს მაიძულა სადღაც მიყრუებულში წამეყვანა. ,,ეგრე არაა? ხარაშოოოოო“ გავიფიქრე სანამ ის საქაღალდეს უყურებდა და ადგილს მოვწყდი ვიფიქრე ისეთი გოგო ჩანს, წიკვინს დაიწყებს და მანქანიდან გადახტებამეთქი, მაგრამ ისე მშვიდად იჯდა და გარეთ იყურებოდა სულ გავგიჟდი, უფრო მოვუმატე სიჩქარეს რაზეც წითელზე გავლა მომიწია და სიჩუმეც დაარღვია
- დღეს შენი დღე აშკარად არ არია, ამ ყველაფერს ახლა ჯარიმაც დაემატება
- რაა?
- არაფერი!
- ხო აშკარად არაა ჩემი დღე დღეს
- თურმე კარგად გაგიგია (გულში გამეღიმა ენა მოსწრებულ მარიამზე და რატომღაც ლაპარაკი გადავწყვიტე)
- გულწრფელად გიხდი ბოდიშს, ძალიან ცუდად გამომივიდა წეღანდელი ინციდენტი
- სახლში რომ მიმიყვან და მერე იქ წამიყვან, სადაც მეჩქარებოდა გამოისყიდი.
რაოოოო? მომესმაა? რას იზავოო? უცბად დავატორმუზე და მივუბრუნდი
- რას ვიზავ? ვარკეთილში მიგიყვან, მერე ჩემი გზით წავალ და ვაფშე დავივიწყებ დღეს მომხდარს გაიგე?
- არა ეს შენ ვერ გაიგე რას გეუბნევი მგონი, ისე ცნობისთვის ორივეს გვეჩქარება და გაზის პედალი გამოიყენე რაა
ეს გოგო სულ გადამრევს, სად მაქვს ამისი დრო? ფუ ჩემი ბედის დედაც რააა... ისევ დავძარი უთქმელად მანქანა და სარკეში გავხედე მარიამს, ისე საყვარლად ჩაეღუნა თავი და იღიმოდა, თვალის მოწყვეტა არ მინდოდა, მაგრამ მომიწია... რადგან გაბრაზებული ვიყავი ამ გატუტუცებულ და თავის თავზე შეყვარებულ გოგოზე, ხმა აღარ ამომიღია, ვარკეთილს რომ მივუახლოვდი სადღაც გადამახვევინა და კიდე 10 წუთი მატარა.
- აქ გააჩერე, 15 წუთში აქ ვარ
- არ მაქ მაგდენი დრო მარიამ, მართლა მეჩქარება
- მე გითხარი და რას გადაწყვეტ, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული
ეს თქვა და გადავიდა. თავისი ჭკუით სინდისზე ამაგდო? ვაი შე ცოდოოოო. დავძარი მანქანა და მოვატრალე, გაზს ფეხი დავაჭირე ხმა რო გაეგო და მომხვდარიყო წავიდაო, თან სარკეში გავხედე, არცკი მოუხედავს ისე ავიდა სადარბაზოში, თავხედი...

*****

გავიგე მანქანა როგორ დაძრა და წავიდა, ვიცოდი რომ სინდისი არ ექნებოდა, სახლში ავედი, კიდევ კარგი დედაც წასული დამხვდა, აბაზანაში შევვარდი უცბათ წყალი გადავივლე და გამოვვარდი, თმა ავიკოსე და რადგან სამსახურში საქმე აღარ მქონდა თეთრი ჯინსი, ღია ლურჯი მაიკა და თეთრი კეტები ჩავიცვი. სხვა ჩანთას ხელი დავავლე უცებ ჩავიყარე ნივთები და უმაკიაჟოდ გამოვვარდი სახლიდან, თან ვფიქრობდი Taxs- ით წავალ არ დამაგვიანდესთქო, ჩამოვედი და ჰოიი საოცრება, რას ვხედავ ,,მობრუნდა?“ ვკითხე ჩემ თავს და ისე წავედი მანქანისკენ გაკვირვება არ გამოვამჟღავნე, ისევ უკანა კარი გავაღე და ჩავჯექი.
- 15 წუთზე ადრე ჩამოვედი ხო?
- სად მივდივართ?
- ყაზბეგზე
- იქიდან არ წამოგიყვანე გოგოო? მეღადავები?
- მეხსიერებასთან პრობლემები გაქვს?
- რაა?
- მარიამი მქვიათქო მა რი ამიიი
- მა რი ამ დარტყმული ხარ?
- ზრდილობას მოუხმე და წადი გვეჩქარება

*****

წავედი, მაგრამ გამიტყდა გოგო რა დღეში ჩავაგდე და მივატოვო? კი არ იმსახურებს მაგრამ, საკუთარი თავის პატივისცემა მაქვს, ტელეფონი ავიღე და სოსოს დავურეკე
- მაგარ შარში ვარ ვერ მოვალ ჯერ, არ ვიცი როდის მოვალ არ დამელოდოთ
- რა ხდება? გამოვიდე?
- არა მერე მოგიყვები, ვიღაც თავქარიან გოგოს უკავშირდება
- დავინტერესდიიი
- კაი წავედი
- მიდი და მალე მოდი. ეცადე მაინც
- ვნახოთ
ისევ სადარბაზოსთან გავაჩერე და დრო დავინიშნე, ვიფიქრე როგორც გოგოებს სჩვევიათ ეგეც დააგვიანებს და მე გავაკრიტიკებმეთქი, მაგრამ რაც მანქანა გავაჩერე იქიდან ზუსტად 9 წუთში გამოჩნდა, გამიკვირდა ,,მაინც რა ლამაზია“ შევაფასე ის და რახან ვერაფერზე შევედავებოდი პირდაპირ საქმეზე გადავედი. გამაგიჟა ამ გოგომ მგონი ამ პლანეტის არაა, თუმცა ისეთ ადგილზე ცხოვრობს რაარი გასაკვირი.
- მქვია ზურა, 28 წლის ვარ და ჩემი ცეხი მაქვს მანქანების
- უკაცრავად? მე მელაპარაკები?
- აბა აქ სხვას ხედავ კიდე ?
- რავიცი მე არაფერი მიკითხია და იქნებ შენ ხედავ...
- არც მე მიკითხია შენი სახელი მაგრამ დღეს უკვე 3 ჯერ გამიმეორე უკითხავად
- ეგ იმიტო რომ ცუდად მომმართავდი
- ლამაზოთი მომართვა შენთის ცუდია?
- სრულიად უცხო მამაკაცისგან ცუდად ჟღერს
- და ის არ ჟღერს ცუდად, სრულიად უხცო მამაკაცს მანქანაში რომ უჯდები და ქალაქი შემოატარე?
- ვინც რასაც თესავს იმას იმკის
- რამდენი წლის ხარ?
- ეგ თემა შენთვის დახურულია
- რატო?
- ფლეშკა თუ არა რადიო მაინც ჩართე და ცოტახანს გაჩუმდი რაა
- კაი აბა თუ გამოვიცნობ? 24 ან 25 წლის იქნები
- ფრიადს გიწერ (გამეღიმა)
- ანუ?
- 25
- მაგარი ვარ რაა აღიარე
ამის თქმაზე გაეცინა მაგრამ ჩემი სახე რომ დაიჭირა დასერიოზულდა, ისეთი სახე მქონდა ზედ მეწერა ,,ვაი შენს პატრონს“
- საერთოს იცინი?
- სიტუაციიდან გამომდინარე (და ძალით გავუღიმე)
- სად მუშაობ? სადაც შეგხვდი?
- სულ ამდენს ლაპარაკობ?
- ნუ პრინციპში მაგასაც გამოვიცნობ გინდა? (ხმა არ გამიცია) რადგან რაღაც საქაღალდებით იდექი რაღაც ოფისთან ანუ იქ მუშაობ, მაგრამ რას აკეთებ?
- ტვინი არ აიტკიო ცოტა ფრთხილად (და გამეცინა)
- აი სიტუაციაც დავიჭირე და შენი სიცილიც (სახე ისევ დავასერიოზულე)
- მალე მივალთ?
- სიტუაციას გააჩნია როგორ წარიმართება ჩვენი საუბარი
- მართლა მეჩქარება ვერ მივუსწრებ
- და რატო გგონია რომ მაინტერესებს?
- იმიტომ რომ სადარბაზოსთან მობრუნდი (ირონიულად გავუღიმე და გავაგრძელე) მალე მივალთ?
- კი!
ხმა აღარ ამოუღია. მეც ამოვისუნთქე, სიმღერები ჩართო და ისე გავაგრძელეთ გზა, ყაზბეგზე რომ მივედით მკითხა
- რა ნომერია? (ისე ვიყავი ჩაფიქრებული ექიმთან ვიზიტზე, რომ ვერ მივხვდი რა მკითხა. ტვინმა უცბათ გადახარშა და მეგინა მობილურის ნომერს მთხოვდა მე კი ისევ საჩხუბრად მოვემზადე )
- რაააააა?
- რა რაა? ყაზბეგის რა ნომერიათქო მობილური კიარ გკითხე. (შემრცხვა და წყნარი ტონით ვუთხარი)
- 16
- მანდ რა გინდა? სამუშაოს საქმეა?
- არა ეგ ჩემი საქმეა, აი 14 ნომერი აქაა აქ გააჩერე და აქედან ჩემით წავალ
- არაა იმდენი დრო დაგაკარგინე კარებამდე უნდა მიგიყვანო
- მორჩი დებილურ ირონიას და გააჩერე
- მადლობა ღმერთს, მოვრჩი შენთან ურთიერთობას.
- ნამდვილად იმედია ამის მერე ისწავლი ქალაქში სიარულს...
გადმოვედი და წავედი როგორცკი შევუხვიე საავადმყოფოსკენ გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო, ექიმის კაბინეტთან მივედი და დავაკაკუნე.
- მობრძანდით
- გამარჯობათ მე მარიამი ვარ, ჩაწერილი ვიყავი თქვენთან დღეს, მაგრამ დამაგვიანდა ცოტა.
- არაუშავრს შემოდი. რამ შეგაწუხა?
ყველაფერი ავუხსენი, ექიმის რეაქცია არ მომეწონა, იმდენი რამე დამინიშნა გამოსაკვლევად პირი დავაღე,
- რამე სერიოზულია?
- ფაქტი ისაა მარიამ რომ ეს ყველაფერი სისხლიდანაა, ამიტომ მინდა ამდენი გამოკვლევა. დღეს გვიანია უკვე. შაბათ-კვირას არ მუშაობენ ამიტომ, ორშაბათსვე გაიკეთე ანალიზები რომ მალე გავიგოთ რაშია საქმე
- კარგით ქალბატონო ნელი, ზუსტად ეგრე ვიზავ კარგად.
კაბინეტიდან გამოვედი და დედიკოს დავურეკე. დედამ დამამშვიდა, არაფერი არ იქნება სერიოზული დამშვიდდი მივხედავთო და ცოტა დავწყნარდი, მერე აკოს დავურეკე და ჩემი და დედას დიალოგიც გავაცანი. აკომაც იგივე მითხრა. ამასობაში გარეთ გამოვედი და მარშუტკა უნდა გამეჩერებინა ზურას მანქანა ისევ რომ დავინახე. ვაღიარებ გამიკვირდა
მარიამი როგორც კი გადავიდა, გავჩერდი და ვუყურებდი სად წავიდოდა, დავინახე საავადმყოფოსკენ რომ შეუხვია და უფრო დავინტერესდი, ნახევარი საათი თვალი არ მომიშორებია გამოსასვლელისთვის, რომ დავინახე მივხვდი, თვითონაც დამინახა და მისკენ წავედი.
- აბა ქალბატონო მარიამ ეხლა საით? (მარიამმა თვალები მოჭუტა და წარბები ზევით აწია)
- მგონი წეღან გავარკვიეთ, რომ შენი გზით უნდა წასულიყავი.
- ხო მაგრამ, მერე გადავიფიქრე, მე ხომ დღის გმირი ვარ და ბოლომდე უნდა მოგემსახურო.
- და ვინ გითხრა, რომ ან გმირი ხარ და ან უნდა მომემსახურო?
- შენ არ მაიძულე მოგმსახურებოდი? (რატომღაც მომწონდა მასთან ასეთი ლაპარაკი, ისეთი საყვარელი რეაქციები ჰქონდა, მინდოდა დიდხანს მეყურებინა, ისე მტკიცედ და მკაცრად მიპასუხა ხმა ვეღარ ამოვიღე)
- ღირსი იყავი, მაგრამ ეხლა ნახვამდის!!!
ასე მომიჭრა ლაპარაკი და მარშუტკაში ავიდა. ,,ამას არ ველოდი“ თავისით თქვა ზურამ და მანქანა დაქოქა. თან სოსოს დაურეკა და კითხა სად ხარ, სად მოვიდეო და მისკენ გაემართა.

- ჰე ბიჭო აბა მოყევი რა გოგოვოო?
- აუუ იმენა შარში გავეხვიე დღეს რაა, მარა რა ანგელოზი გავიცანი იციი?
- ვაააა ეს უკვე მომწონს, აბა დაწვრილმანდი
ყველაფერი მოუყვა ზუსტად რაც იყო, სოსო კი გაშტერებული უსმენდა, ხან დასცინებდა, ხან კითხვებს სვავდა, რომ ზუსტად გაეგო ყველა დეტალი
- აუუ, უკვე ფანი ვარ მაგ გოგოსი, ბიჭოს რა ჩაუტარებია? (სიცილით დივანზე გადაწვა და როხროხებდა)
- ხოო, ჩატარებით აშკარად ჩამიტარა (გულდაწყვეტილმა ვუპასუხე)
- და რას აპირებ?
- არც არაფერს, რა უნდა დავაპირო?
- და ეგეთი გოგო ხელიდან გინდა გაუშვა?
- კაი რა სოსო ნუ მაცინებ, მაგარი ლამაზი გოგო იყო, ბაზარი არაა მაგრამ, საკუთარ თავზე იმხელა წარმოდგენა აქვს, გეგონება მაგის მეტი არავინ არსებობსო.
- და რაც მომიყევი მასე არ გამოდის? სადმე შეხვედრილხარ მისნაირს? (მივხვდი რომ კუთხეში მიმიმწყვდია)
- ოო შემეშვი. სად მაქ თავი, მაგას ვდიო როცა ყველა ჩემსკენ გამორბის?
- და თუ ეგეთს არ სდიე, აბა მთელი ცხოვრება არასერიოზულად უნდა იცხოვრო? ოჯახზე რატო არ ფიქრობ? გავიზარ...
- ოეეეეეეეეეე, ნუ გაუტიე რა ოჯახი? დაიხურა ეგ თემა.

*****

საავადმყოფოდან გოგოებს გაუარე: სულ 5 ნი იყვნენ სოფი, ანი, მაგდა, თაკო და თავად მარიამი. ერთმანეთი ისე უყვარდათ იფიქრებდით ნამდვილი დები არიანო, მაგრამ სოფისთან ყველაზე ახლოს იყო, ბევრ სირთულეს გაუძლო მათ ურთიერთობამ, იყო წყენა, ტკივილი, გაბუტვაც კი, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ, ყველაზე დიდი მარიამი იყო, მაგრამ დაოჯახებაზე არცკი უფიქრია, ანის და თაკოს მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდათ ანის 1 წლის ტიტინა გოგო ყავდა ნუციკო, ისეთი მეტიჩარა და საყვარელი იყო ყველა გიჟდებოდა მასზე. თაკოს 2 წლის ბიჭი ყავდა მათე ერქვა. რადგან გოგოებს ოჯახები ჰქონდათ არ შეაწუხა მარიამმა და სოფის და მაგდას შეხვდა. ილაპარაკეს ექიმთან ვიზიტზე, ქმრებზე, შვილებზე და რაზე აღარ. მერე მაგდა წავიდა თავის გულის სწორთან ანუ გიოსთან შესახვედრად.
- დავრჩით მარტო მე და შენ ჩემო გოგო
- ისე მარიამ, კია დრო ჩვენც ვიფიქროთ ვინმეზე, განსაკუთრებით შენ, სადაცაა დაბერდები.
- მერე რა ბებერი აღარ გეყვარებით? წინდებს მოვუქსოვ თქვენ ბაჭიებს.
- აუ რა გეშველებააა? (მითხრა შეწუხებული სახით და ყავა მოსვა)
- რაღაც მინდა მოგიყვე, ოღონდ გოგოებთან არ თქვა, არ მინდა ამაზე ამბავი ატყდეს
- რა ხდება? ხო მშვიდობაა?
- თუ დამაცდი მოგიყვები სულსწრაფო. მოკლედ დღეს ........ (მოვუყევი ყველა დეტალი და ემოცია რაც გადამხდა)
- მერეეე? (გაოცებულმა მითხრა)
- რა მერე? (ვერ მივხვდი რა აინტერესებდა)
- რატო არ გაიცანი უკეთ?
- არ მისმენდი? იდიოტი და საქონელი ხასიათების ბიჭი იყო, მერე რა რო ღმერთმა სიმპატიურობით დაასაჩუქრა? იქნებ მანიაკია? არც გამიკვირდება ისეთი დამშეული თვალებით შემომხედა ბოლოს.
- და სიმპათიურ მანიაკს, რომელსაც დამშეული თვალებიც ჰქონია, მთელი დღე აქეთ-იქით დაატარებდი?
- მაგაზე მაშინ არ ვფიქრობდი, კაი მანიაკზე ვაზვიადებ მაგრამ, იცი რა რეგვენი ხასიათი აქვს? ხო მოგიყევი კიდეც. ისეთი თავდაჯერებული იყო... ხო მაინც მოვტეხეე ბოლოს.
- გაგიგიჟებია ბიჭი (დამაყარა ისევ სიცილი)
- კაი ნუღა იცინიხარ ყველა ჩვენ გვიყურებს
- რა სულელი მყევხარ რაა, რა შანსი გაუშვი ხელიდან იქნებ?
- ოოო შანსი არა კვახი. ბიჭები რომ დაილიოს, იმ იდიოტს მაინც არ შევხედავდი სხვა პონტში
- ოპ, აი მანდ მოიცაააააა, შენ ის უკვე საკმაოდ მოგწონს
- აუუუ წავედი რა, სულ არ უნდა მეთქვა არაფერი
- აუ რას ვიღადავებ სახლთან რომ დალანდო ერთხელაც. მანიაკმა სახლი იცისსსს (თან სიცილით კვდებოდა)
- სოფიიიი გეყოს ეხლა
- კაი ხო მარა იცოდე, სადმე თუ გამოჩნდება მართლა ქაჯივით აღარ მოიქცე, ცოტა სინაზე და ქალური ხიბლიც დაანახე
- კაი მორჩი ზღაპრებს, ღმერთს მადლობას უხდიდა აღარ გნახავო
- მაგრამ მაინც გელოდა სანამ გამოხვიდოდი (ისევ ეს სიცილი)
- კაი წავედი. მერე მოგწერ და ხმა არ ამოიღო არავისთან
- სამარე ვარრრრ, მარა მანიაკთან ჭკუთ იყავი არ გადაეყარო სადმე.
- ...
- მეც მიყვარხარრრ

უკვე საღამო იყო სახლში რომ მივედი. ცოტა ჩემებთან ვილაპარაკე და მერე საქაღალდეს მივუჯექი. გონებამ მოგონებები ამომიტივტივა და ზურასთან დაკავშირებული მოვლენები დამიყენა თვალწინ. დებილივით ხან გავიღიმებოდი, ხან გავიცინებდი კიდეც, მერე გონება მოვიკრიბე და საქმეს მივუჯექი. რომ დავიღალე დაძინება გადავწყვიტე. რადგან ხვალ სახლში ვიყავი ტელეფონი გავთიშე და დავიძინე.


*****

სოსოსგან რომ წამოვედი, უკვე გვიანი იყო და სახლში წავედი. მანქანაში ჩავჯექი და სარკიდან უკან გავიხედე, ჩამეღიმა მარიამი რომ გამახსენდა, უკანა სკამზე დავიხედე და ვიფიქრე ხვალვე გავრეცხავ სიდენიას, სუნი არ დადგესმეთქი, მერე მარიამზე გავიფიქრე და ჩემთვის დავიწყე ლაპარაკი
- ნეტა ეხლა რას აკეთებს? ან საავადმყოფოში რა უნდოდა? ნეტა ტანსაცმელი გაუფუჭდა? ფუ რა დებილი ვარ რაა როგორ გავწუწე? მარა სხვანაირად ხო ვერ გავიცნობდი იმ დარტყმულს? ეჰ ღმერთო ვის რას ვგიმზადებ არასოდეს არ ვიცით, გამეცინა და მანქანა დავძარი, უცბათ დავატორმუზე და ვიყვირე
- მოვიფიქრეეეე (ტუჩებზე ხელი ავიფარე რა მაყვირებსთქო და გამეცინა ჩემს თავზე)
- ვსო მოვიფიქრე, როგორ უნდა გავიცნო ის ქაჯი უკეთ. ცოტა ენას დავუტკბობ და მზადაა. გამეღიმა ჩემს აზრებზე და იმაზე რომ გიჟივით ვიქცეოდი. სახლში მივედი თუარა მალევე დავიძინე, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა საათს დავხედე და 2 საათი იყო,
- აუუ ოღონდ ეს არა რააა (ვთქვი და გავუთიშე, მაგრამ 1 წუთში ისევ დაიწყო რეკვა)
- რა გინდა ნინა საათი არ გაქ? (თავადაცკი გამიკვირდა ასე უხეშად რატომ ვუპასუხე)
- რაიყო ცხოვრება ცუდ ხასიათზე ხარ?
- ხო იმიტო რომ გამაღვიძე, რა გინდა თქვი მალე
- მომენატრეე
- მოდი ესე ვქნათ, ეხლა მე დავიძინებ, და ხვალ გნახავ და ვილაპარაკოთ
- აუუ ეხლა გამოდი რა ჩემთან, მართლა მომენატრე
- ვერ გაიგე რა გითხარი?
- მაშინ მე გამოვალ
- გოგო შ....? გითხარი მეძინებათქო. დავაი ეხლა და ისე ნუ იზავ ნახვის გარეშე გაგიშვა შენი გზით...
გავუთიშე და გონებაში გავბრაზდი ჩემ თავზე რა დამემართა? ნინასთან თავს ხომ კარგად ვგრძნობდი? ცოტა რომ დავმშვიდდი, ვიფიქრე დავურეკავ ბოდიშს მოვუხდითქო, მაგრამ ამ აზრზე მარიამი გამახსენდა. რატომღაც მარიამი წარმოვიდგინე რას იზავდა ასეთ სიტუაციაში, დამირეკავდა და მეტყოდა იგივეს? ჩემდა გასაკვირად, ჯერ მარიამი ვერ წარმოვიდგინე მაგ სიტუაციაში და მერე რომ დავუშვი ჩემ თავში ეგ აზრი, რაღაცნაირად მესიამოვნა. ხმამაღლა ვთქვი ,,არა რაა უეჭველი ეგრე უნდა ვქნა“... და ძილი გავაგრძელე.

დილა რომ გათენდა მოვწესრიგდი და ეგრევე გავვარდი ქალაქში. ისე რომ საათისთვის არ შემიხედია. ჯერ 9 არ იყო, მე კი მინდოდა მაღაზიებში მეარა, რომ ჩემი ჩანაფიქრი სისრულეში მომეყვანა და ზუსტად თუარა, მსგავსი ტანსაცმელი მაინც მეყიდა მარიამისთვის. ისინი ხომ გავუფუჭე? მანქანაში ჩავჯექი და დაველოდე 10 საათს, რომ გაეღოთ მაღაზიები. თან ერთი სული მქონდა რამე მეყიდა. იგივე ფლეშკა ჩავრთე რაც გუშინ და ფიქრებში ჩავიძირე, ვერც მივხვდი როგორ ჩამძინებია, მანქანების სიგნალზე გამეღვიძა, უკვე 11ის ნახევარი იყო და პეკინი მანქანებმა აავსო. გადმოვედი და მაღაზიებში სიარული დავიწყე. ვუხსნიდი რა მჭირდებოდა თითოეულ მაღაზიაში, მაგრამ ვერსად ვპოულობდი ისეთს როგორიც მარიამს ეცვა. იცით რა კარგად მახსოვდა? სალათისფერი კლასიკური შარვალი ეცვა, თავისი კოსტუმით, შიგნიდან კრემისფერი სადა ზედა და კრემისფერი მაღლები. გადავწყვიტე, ესენი უნდა მეყიდა მაგრამ ვერ ვშოულობდი, პეკინიდან პირდაპირ პასაჟში წავედი და ვერც იქ ვნახე ისეთი. გავგიჟდი სად უნდა ეყიდა? მერე კიდობანში შევედი და მსგავსი თანსაცმელი ვიპოვე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა ფასი არც მიკითხია, მთავარი ფერი იყო რადგან საოცრად უხდებოდა სალათისფერები. პირდავირ სალაროში წავედი და ,,შარვალ-კოსტუმი“ ვიყიდე. მერე სიარული გავაგრძელე, ზედაც ავარჩიე კრემისფერი რათქმაუნდა. მაგრამ ფეხსაცმელო ვერ ვიშოვე. ისევ პასაჟში დავბრუნდი და იქ ავარჩიე კრემისფერი მაღლები. სულ 460 ლარი გადავიხადე, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია თანხაზე. წარმოვიდგინე როგორ გავახარებდი მარიამს. რატომღაც ვიფიქრე, რომ შაბათს მარიამი სახლში იქნებოდა. ამიტომ პირდაპირ მისკენ წავედი. უკვე 3 იყო დაწყებული და საშინლად მშიოდა. შაურმა ვიყიდე, კოკა-კოლაც და მანქანით მის სადარბაზოსთან გავჩერდი. წასული რომც ყოფილიყო მაინც დაველოდებოდი, ხომ მოვიდოდა არაა? ტელეფონმა დარეკა და სოსო იყო
- ძმას ვახლავარ, რავახარ საით ხარ?
- რავი საქმეზე ვარ, გინდოდა რამე?
- რა საქმეზე?
- არის რაღაც
- ჰააა მარიამი?
- ოო მარიამი არა ის, საქმეზე ვართქო, რა არი?
- კაი ხოო არაფერი, ისე გკითხე. თუ სამუშაოზე არ ხარ, ლუდი დაგველია ბიჭებს
- ნაღდად არ მცალია, არც ვიცი როდის მეცლება, თქვენ დალით
- კაი ხოო მიდი მიხედე საქმეეეეს (სიტყვა საქმე გაწელა, თითქოს მიმახვედრა მივხვდიო და გაიცინა, მე კიდევ გავუთიშე და ისევ მარიამს დაველოდე)

*****

დილით არავის გავუღვიძებივარ ამიტომ 1 საათამდე გავწელე ძილი, მერე გამოვედი, მოვწესრიგდი და ერთად ვისაუზმეთ, მე მელოდებოდნენ თურმე დედა და აკო, ცოტა ვილაპარაკეთ.
- წამო მარი სასტავი ავყაროთ და ვიქეიფოთ დღეს
- მერე სალი?
- მოიცდის, შენ გითმობ მთელ დღეს
- ხოო? არ მჯერა რაღაც (სიცილით ვუთხარი და ტელეფონზე ვანიშნე რომელიც ხელში ეჭირა და მესიჯობდა)
- მიდი ჩაიცვი უფრო მაგარი იდეა მომივიდა
- რააა?
- არ გინდა სალი გაიცნო? (გავოცდი, აკო არავის მაცნობს ხოლმე, ამბობს რომ თუ სერიოზულად არ შეუყვარდება ვინმე არ გააცნობს ოჯახს, მხოლოდ იმიტომ რომ, იმ გოგომ უკვე ცოლად არ ჩათვალოს თავი)
- მართლა ამბობ? თუ შენ საჭიროდ თვლი, რომ დროა გამაცნოოოოო
- ხო, მგონია რომ დროა, სალისაც გაუხარდება
- შესანიშნავი იდეაა, ნახევარ საათში მზად ვარ
- დაიცა ეგრე მალე არაა, სალოს როდის ეცლება გავიგებ ჯერ.
- უყურე ამას, უკვე მაგის ჭკუაზე დავდივართ? (ჯერ დოინჯით ვუთხარი და მერე გამეცინა) კაი ხო მიდი..
-
5 წუთში აკო მომვარდა და მითხრა 6 ზე გავიდეთო, მეც გამზადება დავიწყე, ლამაზი მინდოდა ვყოფილიყავი, მგონი სარძლო უნდა გამეცნო. აივანზე გავედი ჩემი შარვალი მაინტერესებდა რას შვრებოდა მაგრამ დალაქული ისე იყო მგონი გადაგდება ან შეღებვა მომიწევდა. თან ამინდი შევაფასე, აკოს ვკითხე რა სტილის იყო სალი, რომ მე განსხვავებული არ ვყოფილიყავი. თავისუფალი ფორმით მომიწევდა წასვლა, თან ბოულინგის სათამაშოდ მივდიოდით თურმე. ჩვეულებრივი ფორმით გამოვეცხადე აკოს ჯინსი, კეტი, მაიკა, და თმა ისევ კოსად.
- ჰაა აკო წავედით გახდა 6ის ნახევარი
- როგორი ბიჭი ვარ? (წარბები აათამაშა)
- შესანიშნავი, შენი მსგავსი არ დაიარება არავინ. და კიდე, სალოს უზომოდ გაუმართლა და იმედი მაქვსსს სარძლო მომეწონება (თვალი ჩავუკარი და კარისკენ წავედით, დედას დავემშვიდობე და გავედით)

*****

17:17 იყო მობილურს რომ დავხედე, მერე სადარბაზოდან დავინახე ვიღაცეები გამოდიოდნენ და დავაკვირდი, მარიამი იყო ვიღაც ბიჭზე აკრული და გავცოფდი. მერე გონება დავალაგე, ქმარი არ იქნებოდა, მაშინ მეარ ჩამიჯდებოდა მანქანაში, მითუმეტეს სახლთან არ მომიყვანდა და არ დამაყუდებდა აქ. იქნებ ძმაა? ან ნათესავი?? მანქანისკენ წავიდნენ და ჩაჯდნენ, მეც უკან გავყევი, სად წავიდოდნენ დავინტერესდი. აეროპოტრისკენ აიღეს გეზი, მერე ბევრი იარეს და გასართობ ცენტრში მივიდნენ, იქ ვიღაც გოგო დახვდათ, ბიჭმა გადაკოცნა და მერე გოგოსკენ გაიშვირა ხელი, აშკარად გააცნო ერთმანეთი, რომ დავინახე ბოულინგის დარბაზში შევიდნენ, იდეა დამებადა და სოსოს დავურეკე.
- რას შვრები აბა ლუდი დალიე?
- ბიჭებს ველოდები, შენ მოიცალე?
- აუ რაღაც უნდა გთხოვო ძმურად და არ იღადაო რაა
მერე თავისი გეგმა გააცნო სოსოს და პასუხს დაელოდა
- რაღაც საყვარელ ტიპს ემსგავსები ხოიცი? (ხმა გაინაზა და მაინც კაიფი დამიწყო, ჩემი გეგმა რომ მოისმინა)
- ოო ხო გაგაფრთხილე რა გჭირს?
- კაი რაზეა ბაზარი მოვდივართ, ამათ ვუთხრა?
- პროსტა გოგო მოწონსთქო, ეხლა გაჩითათქო და ვჭირდებითთქო უთხარი მარტო
- ხარაშო ძმა მოვდივართ. ჩათვალე უკვე მანდ ვართ.
-
20 წუთში ბიჭებიც მოვიდნენ გაბრიელი ანუ გაბო, მიშა, ლევანა და სოსო
- აბა რა ხდება? სად არის? (გაბო)
- არაფერს იმჩნევთ იცოდეთ და ზედმეტობებისგან შორს იყავით (ზურა)
- კაი შ...... მასე გვიცნობ? გაგვაცანი სარძლო (ლევანა)
- სარძლო არა სასიძო. მიშა აგე იქ ორი გოგო და ერთი ბიჭი რო არიან ხო ხედავ? მაგათ გვერდძე დაკავებული მაქ, მიდით შენ და ლეო ჩვენც მოვალთ ლუდს წამოვიღებთ, დაიწყეთ და არ შეიმჩნიოთ არაფერი
- მოიცა და მარიამი რომელია? (სოსომ მოუთმენლად დაიწყო თვალების ცეცება)
- ნახავ, დავაი ბიჭებო დავიწყოთ.
- არის ძმა
- აუ შენ ნაღდად შეგიყვარდა ტოო, რეებს ჩალიჩობ? (სოსო)
- მაგაზე მერე, ეხლა უკეთ უნდა გავიცნო ქალბატონი სიამაყე. ვნახოთ რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე.
ბიჭებმა ისე გააკეთეს როგორც ზურამ სთხოვა დაახლოებით 5 წუთში ესენიც წავიდნენ.
ბიჭები ისე თამაშობდნენ, ვითომ არაფერი. ზურა როგორცკი მივიდა ბურთი გააგორა. რა ეჩქარებოდა? ზისტად მაგ დროს მარიამი ცდილობდა ბურთის გაგორებას. ზურამაც გააგორა და ყველა წააქცია
- საღოლლ ზურიიიი (სოსომ იმხელა ხმაზე დაიძახა, მთელ დარბაზში ექოსავით გაისმა ხმა. მივხვდი რატომაც, სამეულის ყურადღების მიქცევა უნდოდა,)



**********
ყველაფერი კარგად მიდიოდა, სალი ძალიან მომეწონა, ძალიან შინაურული და კონტაქტური გოგო ჩანს, აკო ხან მე მასწავლიდა ბურთის სროლას, ხან სალოს. ჩემი სროლის ჯერი რომ მოვიდა, ვისროლე და მოვარტყი მართალია ყველა არ წამიქცევია მაგრამ 3 დარჩა. ზუსტად ამ დროს, ბურთი სანამ მიგორავდა ხმა გავიგე ,,საღოლლ ზურიიიი“, უცბათ დამხცა, არ ვიცი რატომ, თავი უცბათ მივატრიალე იქით საიდანაც ხმა გაისმა და ზურა დავინახე, მიყურებდა თან ირონიული თან რაღაც გამომწვევი თვალებით, უცბათ მოვტრიალდი არ შევიმჩნევთქო ვიფიქრე მაგრამ ჩემსკენ წამოვიდა და მომესალმა
- რა პატარაა ეს თბილისი არაა, როგორ ხარ?
- შენ აქ რა ჯანდაბა გინდა? (თვალები დავუქაჩე, ჩურჩულით ვკითხე და უკან გავიწიე, გადასაკოცნელად როცა წამოვიდა. არ მინდოდა აკოს ეს ყველაფერი შეემჩნია, მაგრამ ის უცბად გაჩნდა ჩემს გვერდით და ამ უტიფარმა აკოს მიმართა)
- გამარჯობა ძმაო მე ზურა მქვია (ხელი გაუწოდა აკოს )
- ალეკო (აკომ ხელი ჩამოართვა და გადმომხედა, თვალებით აშკარად მეკითხებოდა ვინ არის, აქამდე რატო არ მინახიაო)
- სასიამოვნოა, მე მარიამის მეგობარი ვარ (რაოოოო? ვინ ვაროოოო? მომესმა? მეგობარიოოო? როდიდან გახდა ეს იდიოტი ჩემი მეგობარი ნეტა)
- სასიამოვნოა, მე მისი ძმა ვარ, ეს კი ჩემი საცოლეა სალომე
- მოხარული ვარ, რომ გაგიცანით და უფრო მოხარული ვარ, აქ რომ შეგხვდით (სიტყვა დაამთავრა და რაღაცნაირად გადმომხედა, ვიტყოდი თბილად გადმომხედათქო, მაგრამ მისგან შეუძლებელია სითბო)
- კაი გავაგრძელებთ ჩვენ. აბა კარგად (მე)
- ალეკო ხოო ძმა? (მიუბრუნდა ისევ აკოს)
- კი აკოს მეძახის ყველა
- ესენი ჩემი იგივე ძმები არიან: სოსო, ლევანა, გაბო და მიშა, (ყველას ჩამოართვა ხელი და გაიცნო აკომ)
- გაიხარეთ ბიჭებო (აკო)
- ერთად რომ ვითამაშოთ წინააღმდები ხომ არ იქნები ძმა? (ზურა) (რაოოოოო? მეკაიფება? საიდან მოსდის ეს იდიოტური აზრები? ან ეს ყოველ სიტყვაძე ძმა რას ნიშნავს? მართლა ავადმყოფია ეს ბიჭი)
- რავი თუ გოგოებს არ აქვთ პრობლემააა? (აკო) (გადმომხედა აკომ, მე კი უცბად ვთქვი)
- არაა საჭირო, მარტოც კარგად ვერთობით (მარიამი)
- ხო მაგრამ ამ თამაშს ბევრში აქვს მუღამი, რავი თუ გადაწყვეტთ გამიხარდება (ზურა)
- დღეს გოგოების დღეა ამიტომ გოგოები წყვეტენ რა ურჩევნიათ მე უძლური ვარ (სიცილით თქვა აკომ, რაზეც ამოვისუნთქე)
- სხვა დროს იყოს, აკო წამო რა გავიდეთ ჩვენ? სადმე ვჭამოთ, დღეს მარტო ჩვენი დღეა (ვუთხარი თან გავუღიმე და ბოლო რამოდენიმე სიტყვა გარკვევით წარმოვთქვი, რომ არ შემოგვტენოდა ვაჟბატონი)
- რახან გოგოები წასვლას ითხოვენ უნდა დავემორჩილო, სხვა დროს იყოს (იცის რა ჩემმა ძმამ, სად როგორ უნდა მოიქცეს, გამიხარდა მხარი რომ ამიბა და სიამაყით გადავხედე ზურას, რომელიც ირონიულად იღიმოდა)
- რა გაეწყობა მაშინ, კარგი დროის გატარებას გისურვებთ (ზურა)
- თქვენც ბრატ
- მომავალ შეხვედრამდე მარიამმმ (ზურა)
აღარაფერი მიპასუხია ისე გამოვბრუნდი, გაბრაზებული ვიყავი რაღა აქ შემხვდათქო, თან მის სითავხედეზე ვმწარდებოდი მაგრამ აღარაფერი შევიმჩნიე და სალოსთან გავაბი ლაპარაკი. გადავწყვიტეთ კაფეში წავსულიყავით.


*****

- ბიჭო, რა მაგარი გოგოაა მარა, მაგის მორჯულებას ეხუმრები? (გაბო)
- ამან არ იცის თავი რაში გაყო, ჯერ დამაცადოს (ზურა) (თვალი არ მომიცილებია მარიამისთვის, რომელმაც გეგმები ჩამიშალა, ახლა კი მშვიდად მიაბიჯებდა გასასვლელისკენ)
- იმისი რა გითხრა, მაგრამ შენ რო გაყავი თავი მაგას ვატყობ (სოსომ თქვა და ზურას გარდა ყველას გაეცინა)
- ოო, ნუ როხროხებთ რაა, წავედი საქმე მაქ დასამთავრებელი.

გამახსენდა ტანსაცმელი და ისევ მისი კორპუსისკენ ავიღე გეზი, როცა მოვიდოდა დავუძახებდი და მივცემდი. ბიჭები ისევ იცინოდნენ და შევეშვი. მანქანაში ჩავჯექი და ჩემს თავთან დიალოგი გავმართე:
- არა, მაინც რა ჯიუტია? მოკვდებოდა ერთი ხელი რომ ეთამაშა?
- არა კიარ მოკვდებოდა, სიამაყე გაგუდავდა (ისევ მე გავეცი ჩემს თავს პასუხი და ისევ გავაგრძელე)
- ისე ერთი და იგივე ბოლო ექნებოდა ანუ. გავიფიქრე და ღიმილი ავიკარი სახეზე.
- არა რაა რას გადავეკიდე ამ გოგოს? მეც მაგრა მაკლია, დაილია გოგოები? ამ უტიფარ თხას რომ არ ვდიო?
- მარა ჯერ ასეთი არავინ რომ არ შემხვედრია და მართლა მინდა უკეთ გაცნობა?
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, ისევ მარიამის კორპუსს რომ მივადექი, ვფიქრობდი ისეთი ამაყია თავზე არ დამამხოს ეს პარკებითქო, მაგრამ სხვაგან ვერც დავტოვებდი, მისამართი ზუსტად არ ვიცოდი, არც გვარი ვიცოდი რომ გამეკითხა, ამიტომ გავრისკე და დაველოდე. დიდი ხანი ვფიქრობდი, ისე როგორ მიმეცა, რომ ცუდად არ მიეღო და გამოერთმია. ძალიან ბევრი ვარიანტი განვიხილე გონებით, მაგრამ ყველა ცუდად დამთავრდა, ამ ფიქრებში ვიყავი, ნაცნობი მანქანა რომ გამოჩნდა. საათს შევხედე და 22:27 იყო. ჩემს თავზე გამეცინა მთელი დღე მას რომ შევალიე, ასეთი არ ვარ, გოგო რომელიც უარს მეტყვის და აღარც ვუბრუნდები მას, მაგრამ მარიამმა რაღაცით დამიჭირა. ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, აკოსგან როგორ გამომეყვანა ისე რომ არ გაეგო. მანქანა გაჩერდა და ჩემდა საბედნიეროდ მარტო მარიამმი გადმოვიდა. როგორც ჩანს ჯერ მარიამი დააბინავა აკომ და სალი მერე უნდა გაეყვანა. ამან გამახარა და სანამ მანქანა არ გავიდა უბნიდან, არც მე გადავედი. ვხედავდი მარიამი მეორე სართულს რომ აცდა, და გადავწყვიტე დამედგინდა მისი სახლი. ჩუმად ავყევი და 5 სართულზე ერთ კართან მივიდა. ,,აჰააა ანუ აქ ცხოვრობ პატარა ქალბატონო?“ გავიფიქრე და დავუძახე
- მარიამ (ამაზე შეხტა, არ მელოდებოდა, უფრო სწორად აშკარად ვერ მიხვდა, უკან თუ ვინმე მიყვებოდა)
- გადაირიე? გული გამიხეთქე
- ბოდიში... (ნერვები მომეშალა ჩემ თავზე, ბოდიში უკვე მერამდენედ მოვუხადე ამ 2 დღეში და სიამაყემ წინ გამისწრო შემდეგი სიტყვებით) მეგონა მიხვდი რომ მოგდევდი
- ფუ რა იდიოტი ხარ? რო მცოდნოდა მომდევდი, მოვბრუნდებოდი და კიბეებზე დაგაგორებდი. რა ჯანდაბას აკეთებ აქ?
- საქმე მაქვს შენთან და ასე უხეშად არ გინდა ლაპარაკი
- ლატარიაში მერგე ადამიანო? წადი რა შემეშვი! რას გადამეკიდე? მართლა მანიაკი ხარ?
- ცოტახნით ჩამოდი რა დაბლა, აქ როგორ დაგელაპარაკო (რახან მივხვდი რომ ბრაზდებოდა, გადავწყვიტე დამეთმო და მშვიდად დავლაპარაკებოდი)
- მე რას გეუბნევი არ მისმენ?
- გთხოვ... გპირდები 15 წუთზე მეტს არ გაგაჩერებ (მისი სახე რომ დავინახე, ისევ ჩხუბს აპირებდა აშკარად და უცებ მივაყარე) კაი 5 წუთი იყოს, ოღონდ წამო. რაღაცას განახებ და ვსო
- არცერთი წუთი აღარ მინდა გხედავდე. შე მე შვი. ( კარისკენ მივბრუნდი ხელი რომ დამიჭირა, რაზეც უარესად გავბრაზდი და ხელზე დავიხედე, მერე წარბ აწეულმა შევხედე სახეზე, ამოვისუნთქე და მივახვედრე ხელი გაწიეთქო)
- კაი რა გთხოვე ეგეთი? მართლა საქმე მაქ. იცოდე აქედან არ წავალ, სანამ დაბლა არ ჩამოხვალ. (ჩუმად იდგა და გაბრაზებული მიყურებდა, კიდევ ერთხევ მომეძალა ენაზე ეს სიტყვა თავისით) გთხოვვვვ
- ღმერთო მომეცი ძალა ( თქვა და კიბეებისკენ წავიდა)
- და ძალას რისთვის ითხოვ? ჩემი ძალა არ წავა? იცი რა ძლიერი ვარ? (ვცადე სიტუაცია განმემუხტა, მაგრამ აშკარად ცუდი იდეა იყო, ისე შემომხედა გავქვავდი)
- ვინმეს უთქვია შენთვის რომ ძალიან ცუდი მზერა გაქვს? რაღაცნაირი მწარე და ...
- თუ არ მოკეტავ, ავბრუნდები
ხმა აღარ ამომიღია, უბრალოდ გავიღიმე ჩემთვის. მანქანისკენ მივანიშნე დავჯდეთთქო რაზეც იგივე მზერა და შემდეგი სიტყვები მივიღე
- დროზე მანახე. დრო 5 წუთზე ნაკლები დაგრჩა
- მანქანაში მაქვს, ოღონდ მართლა, გთხოვ ისე როგორც არასოდეს არავისთვის არ მითხოვია. ცუდად არ მიიღო. დანაშაული მინდა გამოვისყიდო, რასაც მთელი დღეა ვცდილობ და აქამდე არ გამომივიდა. გამომართვი და წადი მერე. მაგრამ გამომართვი იცოდე.
- არ მიყვარს გაურკვევლობები, პირდაპირ თქვი რა გინდა
მანქანისკენ წავედი და უკნიდან პარკები გადმოვიღე. თან გულში ღმერთს ვთხოვდი, მართლა არ დაემხო ეს პარკები თავზე და დაეფასებინა ჩემი დღევანდელი ტანჯვა ამ საკითხზე. პარკები ნელა გავუწოდე
- ეგ რა არის?
- გამომართვი და მერე წადი. შეგპირდი 5 წუთი გაგაჩერებთქო და შევასრულებ კიდეც
- რა დევს? (ხმა უფრო გაიმკაცრა, თითქოს მიხვდა რა იყო)
- ნახე (გამომართვა და ცივად ჩაიხედა)
- ამას არ ავიღებ! არც ისტერიკებს მოვაწყობ, ვინ გგონივარ მეთქი, უბრალოდ გაქრი ჩემი ცხოვრებინდან და მორჩა, მე იმისთვის არ გატარებინე თავი, რომ ამ აზრამდე მისულიყავი. უბრალოდ ისეთი აქოთებული ვერსად ვერ ვივლიდი. მერე იმიტომ გაგაყვანიონე თავი რომ ერთი გითხარი გასამწარებლად და შენც კორპუსთან მობრუნდი. მეც სიამაყეს აღარ გადავაბიჯე. გასაგებია ეხლა? ესენი წაიღე და აღარასოდეს გნახო
- მე მოგეცი და თუ გინდა აგე სანაგვე და გადააგდე. კარგად (ყველაფერს მოველოდებოდი, ამის გარდა, ისე მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა გამიკვირდა)
- მართლა გადავაგდებ იცოდე
- ხოდა გადააგდე!!! (უზომოდ გავმწარდი, იმიტომ რომ ყველა გზა მომიჭრა, მაგრამ უკან არ გამოვართმევდი, მართლა რომც გადაეგდო)
- რატომღაც მგონია რომ იოლად ვერ იპოვიდი ამას და თან ძვირი გქონია გადახდილი, ამიტომ გადასაგდებად ცოდოა, მაგრამ თუარ გამომართმევ მართლა გადავაგდებ
- ჩემი გითხარი. ძილინებისა
ვუთხარი და აღარ დაველოდე პასუხს ისე დავძარი მანქანა. უკანა სარკეში ვუყურებდი რას იზავდა. გონებამ უცბად განგაში ატეხა, თუმცა არ შევიმჩნიე დატორმუზებით... გონება გაყვიროდა ,, რაააააააა? მართლა გადააგდოოოოოოო? ფუ ჩემი მართლა სანაგვეში ჩააგდოოოო! ამდენი მაგისთვის ვიწვალე დღესსს????“ სიმწრის ბუშტი გამეჩხირა ყელში, გაზს მივაწექი და სოსოს დავურეკე
- ბარში გამო
- რა მოხდა?
- მალე გამოდითქო
ჩავყვირე ტელეფონს და გავუთიშე. რაღაც ბურთი გამეჩხირა ყელში და ვეღარ ვსუნთქავდი. შიგნიდან რაღაც მეწვოდა, მიჭერდა, მჭამდა. ბარში მივედი თუარა ვისკი შევუკვეთე ბოთლით და 2 ჭიქა. დალევა დავიწყე სანამ სოსო მოვიდოდა. მინდოდა ეს ბურთი გადამეგორებინა. თვალებიდან არ გადამდიოდა მთელი დღე და მერე მისი სიამაყის გამო სანაგვე.
- რა ხდება შ...
- ცუდად ვარ. ჭკუიდან მწევს ის გოგო, მაგიჟებს, ნამდვილად მაგიჟებს
- დაასხი დავლიოთ ყველაფრის დედაც...(სოსო მიხვდა რომ ეხლა კაიფი არ გავიდოდა ჩემთან და ძმურად დამიდგა გვერდში)
მოვუყევი ყველაფერი და გაშტერებული მისმენდა. ხმას საერთოდ არ იღებდა, თითქოს ეგონა ხმას თუ ამოვიღებ აზრი გაუწყდება და ხელს შევუშლიო. ასეც იყო, კარგად მიცნობდა სოსო. ისეთი სიმწრით ვლაპარაკობდი, ვერ ვიგრძენი თვალები როგორ ამემღვრა, მხარზე ხელი რომ ვიგრძენი სოსოს შევხედე
- ვერ გცნობ ძმა. ასე უცბად ვერ შეგიყვარდებოდა
- არა ბიჭო რა შემიყვარდა. პროსტა გადამიარა, იმენა გადამთელა და ეგ მამწარებს
- კაი დროთა განმავლობაში მოლბება
- არა! არავითარი დროთა განმავლობა არ იქნება! დავიკიდებ მაგასაც. არ უნდა და იმის იქით წასულა
- შენ ხოარ უბერავ?
- არ შევეხვეწები მეტს სოსო. მორჩა. ეყოს რაც ვდიე მთელი დღე. თავი მაგარი გონია და ეგონოს მე ვსო (4 ჭიქაც გადავკარი )
- არ ხარ მართალი, ძმურად გეუბნევი. გოგო ისე მოგეწონა, მე კიარა შენც კი ვერ ცნობ თავს, ისეთები აკეთებ, არასოდეს რომ არ იზავდი არავის გულისთვის
- ხოდა მაგაში შევცდი. გოგოების მეტი რაარი?
- ბაზარი არაა ძმაო, მაგრამ თუ მარიამის ნაირ გოგოს არ სდიე, ვიღას უნდა სდიო? ერთ დაძახებაზე ლოგინში რო ჩაგიხტება? მერე რა ამაყი როა? იცის თავისი თავის ფასი. მაგარი გოგო ჩანს, წესიერი, პატიოსანი, და რაც მთავარია სერიოზული. მის თვალებს არ შეხედე? რა ღრმა თვალები აქვს. იქნებ რატო გკრავს ასე ხელს? იქნებ ატკინა ვინმემ გული და შენზე იყრის ჯავრებს? დაფიქრდი ძმა
- აუ აღარ ვიცი აღარაფერი. წადი რა ძმურად კიდე მოიტანე ვისკი
- არა გვეყოფა ეხლა. სხვა დროს გავაგრძელოთ. ეხლა წამო სახლში გავიდეთ, ბევრი გაქ საფიქრალი.
ჩემდა გასაკვირად, იოლად დავთანხმდი სოსოს და სახლში Taxs-ით წამოვედით, მანქანას ხვალ გავაკითხავდი. კიდე კარგი მარტო ვცხოვრობდი. ახლა არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი. დავწექი და ვფიქრობდი ყველაფერზე. ადრე მიყვარდა ერთი გოგო რომელიც მეგონა რომ შეუცვლელი იყო, მაგრამ მასზეც კიარ გამიჭედია ამ დონეზე. მერე მარიამის რეაქცია გადავხარშე ისევ, აღვიდგინე ყველა სიტყვა რაც მითხრა: ,, ამას არ ავიღებ! არც ისტერიკებს მოვაწყობ, ვინ გგონივარ მეთქი, უბრალოდ გაქრი ჩემი ცხოვრებინდან და მორჩა, მე იმისთვის არ გატარებინე თავი რომ ამ აზრამდე მისულიყავი. უბრალოდ ისეთი აქოთებული ვერსად ვერ ვივლიდი. მერე იმიტომ გაგაყვანიონე თავი რომ ერთი გითხარი სიამაყით, შენც მობრუნდი და სიამაყეს აღარ გადავაბიჯე. გასაგებია ეხლა? ესენი წაიღე და აღარასოდეს გნახო.“ მერე სოსოს სიტყვები გავიხსენე ,, მარიამის ნაირ გოგოს თუ არ სდიე ვიღას უნდა სდიო? ერთ დაძახებაზე ლოგინში რო ჩაგიხტება? მერე რა ამაყი როა? იცის თავისი თავის ფასი. მაგარი გოგო ჩანს, წესიერი, პატიოსანი, და რაც მთავარია სერიოზული. მის თვალებს არ შეხედე? რა ღრმა თვალები აქვს. იქნებ რატო გკრავს ასე ხელს? იქნებ ატკინა ვინმემ გული და შენზე იყრის ჯავრებს? დაფიქრდი“ თვალები დავხუჭე და მარიამის გაცნობის წამიდან მოყოლებული ყველა მოგონება აღვიდგინე, ასე უცებ არ უყვარდებათ, მაგრამ მართლა დამაინტერესა ამ გოგომ და უზომოდ მომეწონა, ამიტომ ბევრი ფიქრის მერე გამეღიმა, გულში რაღაც სითბო ჩამეღვარა და ხმამაღლა ვთქვი: ქალბატონო მარიამ, ჩემი ცოლი გახდები... ღიმილით დავხუჭე თვალები და დავიძინე.

*****

გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ, როცა პარკში ჩავიხედე და იგივე ფერის ტანსაცმელი დავინახე, მივხვდი, რომ იფიქრა რითი გამოესწორებინა საქმე, იმასაც მივხვდი, რომ ასე უბრალოდ ვერ იყიდიდა და სულ ცოტას მაინც ივლიდა მის შესარჩევად, მაგრამ ვერ ავიღებდი. რომ ამეღო იფიქრებდა რომ ხელში ჩამიგდო, მაგრამ ასეთ რამეს ვერავის ვაფიქრებინებდი. წავიდა თუარა სანაგვეში ჩავაგდე პარკები და გამოვბრუნდი. მანქანამ სიჩქარეს რომ მოუმატა, მივხვდი დამინახა. ვიფიქრე აღარასოდეს გამოჩნდება და სულელი ვარმეთქი, იმიტომ რომ მომეწონა პირველი დანახვიდანვე, მაგრამ მეშინია, რომ ესეც გამომიყენებს და ყველაფერი განმეორდება, თუმცა უნდა ვაღიარო, ნდობა ჩემმა გულმა პირველი წამიდან გამოუცხადა, როცა მანქანაში ჩავუჯექი. უკან მივბრუნდი და პარკები ამოვიღე. პარკებიდან ტანსაცმელები ამოვალაგე და პარკები ისევ გადავყარე. გამეცინა რომ დავინახე რეებიც იყო,მერე ისევ ფასს რომ დავხედე და შევაჯამე რამის გულმა დამარტყა. აქამდე მხოლოდ ,,შარვალ-კოსტუმის“ ფასი ვიცოდი. სახლში ავედი და დედას ყველაფერი მოვუყევი.
- დედიკო, მე ვფიქრობ რომ დროა ვინმეს მისცე შანსი
- ხო მაგრამ, მე ისე ცუდად მოვექეცი, ყველა შანსი გადავჭერი
- ოდესმე ისევ გამოჩნდება დე, მაგრამ მაშინ ცოტა სხვნაირად მოიქეცი. იცოდე რომ მე ვამაყობ შენით
- რაარი იმაში საამაყო რაც 2 დღე ვაკეთე?
- ის რომ თავს არავის დააჩაგვრინებ და კიდევ, ის რომ ეგ ტანსაცმელი მართლა არ გადაყარე
- როგორ მიყვარხარ დე, ყოველთვის იცი, რა დროს რა უნდა მითხრა
- მე კი ვიცი მაგრამ ეხლა წარმოგიდგენია ის ბიჭი რა დღეშია? (მითხრა და სიცილი დავიწყეთ) ესეიგი მაგასაც ზურა ქვია?
- კი დე ამასაც. ყველაზე მეტად ეგ არ მომეწონა და მაგან გამხადა აგრესიული
- არაუშავს შვილო, როცა ცხოვრება რაღაც ზიანს და ტკივილს გაყენებს, იმას აუცილებლად გინაზღაურებს სიხარულად მომავალში, უბრალოდ მოთმინებაა საჭირო, რომ დაელოდო სიხარულს.
- აქ რა ხდება? ქალები სალოს განიხილავთ? (აკო შემოვიდა და შემრცხვა, სალოზე დედას არაფერი რომ არ მოვუყევი, თუმცა დედამ ისევ მიხსნა და თქვა)
- დიახ ვაჟბატონო, შემაშურა რა კარგი გოგო გავიცანიო და სურვილი გამიჩნდა მეც გავიცნო
- ხოდა მაგ სურვილს, მალე რეალობად გიქცევს შენი ვაჟბატონი, რადგან პატარა დედამთილს მოეწონა. სხვათა შორის, სარძლოსაც ძალიან მოეწონა მული და იმდენი მელაპარაკა შენზე რამის ვიეჭვიანე (ისევ სიცილი დავიწყეთ. და წამით გავიფიქრე ნეტა მამაც ჩვენთან იყოს ეხლათქო)
- კარგით, მე წავალ საბუთებს მივხედავ, ორშაბათს მზად უნდა მქონდეს
- მოიცა, ანალიზებზე ორშაბათს მიდიხარ ხო? (აკო)
- კი ძამიკო (ვაკოცე და გავედი).
საბუთების მოწესრიგების თავი არ მქონდა, ფიქრებში გადავეშვი და ვნატრობდი ისევ გამოჩენილიყო ზურა. მერე პირველი სიყვარული გავიხსენე, ბავშობიდან რომ გვიყვარდა ერთმანეთი და უზომოდ დიდი ტკივილი და დამცირება რომ მომაყენა. მასაც ზურა ერქვა და უზომოდ არ მინდოდა ამ ორ ზურას შორიას, სახელის გარდა რამე ყოფილიყო საერთო. დაძინება გადავწყვიტე, საბუთებს ხვალ მოვაწესრიგებთქო ვიფიქრე.
კვირას სახლიდან ცხვირი არ გამიყვია საბუთებში ვიჯექი და დეკლარაციებისთვის ვამზადებდი რამოდენიმე ფირმის მონაცემებს. ორშაბათს დილით 9ზე გავედი სახლიდან და ანალიზებზე წავედი პირდაპირ. გამახსენდა თუარა ზურა გუშინ? კი თან ბევრჯელ. მინიმუმ 7ჯელ გადავიხედე ფანჯრიდან, მინდოდა დამენახა რომ იქ იყო და მზად ვიყავი მაღაზიაში ჩასვლა მიზეზად მომედო, რომ მას დავენახე, იქნებ მოსულიყო სალაპარაკოდ, მაგრამ არ ჩანდა. გულში ღმერთს ვთხოვდი თუ ზურა ის ადამიანია ვინც გამაბედნიერებს გამოჩნდესთქო. წავედი ანალიზებზე მითხრეს 5 დღეში იქნება პასუხებიო და სამსახურში წავედი, მაგრამ სხვა სამსახურში. 3 ოფისის ბუღალტერი ვიყავი. სახლში ვმუშაობდი უმეტესად, ჩეკები, ზეტები და ზედნადებები მომქონდა სახლში და იქიდან ვგზავნიდი ინფორმაციას. ორშაბათმა დღემაც მშვიდად ჩაიარა. ანუ ზურა არ გამოჩენილა. გოგოები ვნახე პატარებთან ერთად. მერე სოფი გამომყვა სახლში დღეს შენთან დავრჩებიო და სახლში წამოვედით. მოვუყევი ის ემოციები რაც მქონდა ზურას მიმართ. ის ტანსაცმელი ვანახე და დამცინოდა, ღმერთს გაახსენდიო. სულ ეს იყო ორშაბათი დღეც დავაღამე მოწყენილმა. ზედმეტად ფიქრი ავუკრძალე ჩემს თავს რომ უიმედო სიყვარულამდე ან აკვიატებამდე არ მივსულიყავი, რადგან 2 დღე არ გამოჩნდა

*****

კვირა გათენდა. ძალიან მაგარ ხასიეთზე გავიღვიძე, თუმცა ვისკისგან ისევ ვიყავი გაბრუებული. სოსოს დავურეკე.
- სახლში ხარ?
- ხო აბა ამ დილაუთენია სახლიდან არავინ გამაგდებდა, თან კვირაა. რას შვრები?
- რავი გაბრუებილი ვარ წუხანდელის მერე
- გამო მერე ლუდი მაქ
- 10 წუთში მანდ ვარ, სახლში ვინები ხართ?
- მე და მარიკა
- აუუ რა მაგარიაა. მარიკას უთხარი უპატრონო შვილი მოგდის და შიათქო
- მოდი ბიჭო, რა თქმა უნდა მაგას, თან რაღაც გემრიელობების სუნი მცემს უკვე
- მაგარი დედა გყავს რაა მოვდივარ
წასასვლელად მზად ვიყავი, მაგრამ ფიქრები მარიამთან იყო. ვიფიქრე დღეს არ დავენახები, გაბრაზებამ გადაუაროს და მერე რამე საჩუქარს გავუკეთებთქო. სოსოსთან რო გავედი მარიკას გამზადებულ სუფრას მივუჯექით
- გემრიელად მიირთვით ბიჭებო, მე ინგასთან გავალ ყავას დავლევთ
- მადლობა რა მარიკა დედა ამ გემრიელობებისთვის
- ნეტა როდის უნდა გაიზარდოთ? შეგერგოთ (გაიცინა და გავიდა. სოსო მარიამს არ შეხებია ალბათ ელოდებოდა მე დამეწყო ლაპარაკი, არადა ვიცოდი მაგრა აინტერესებდა ჩემი გადაწყვეტილება)
- იცი სოსოო? მარიამი პირველად რომ დავინახე, რიგითი გოგო მეგონა, მერე ისე მოიქცა მდგომარეობიდან გამომიყვანა და ვიფიქრე ისე უცებ ჩამიხტა მანქანაში, მიიღებს რაც უნდათქო, მაგრამ მერე მისი საქციელიდან რაღაც სხვა დავინახე, ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის, სულ გარეთ იყურებოდა, წესივრად არც მელაპარაკებოდა და მივხვდი რომ მასში შევცდი. გუშინ ბევრი ვიფიქრე, და მივხვდი რომ მარიამი მართლა სხვანაირია, ლამაზი, ჭკვიანი, თავდაჭერილი, მაგრამ ჯიუტი, ამაყი, და თხაცაა
- მოიცა თხა რაღატო?
- აბა რა გამოხტომა იყო სანაგვე?
- კიდე ვერ შეეგუე ამაგი წყალში რომ ჩაგიყარა? (სიცილით კვდებოდა)
- სიცოცხლის ბოლომდე გავახსენებ მაგას (მეც სიცილით ვუპასუხე)
- ანუ?
- ანუ ის რომ მაგრად მომეწონა ეგ გოგო და ძალიან დამაინტერესა. ყველა დეტალი მინდა ვიცოდე მასზე. არა იმას არ ვამბობ წარსული მაინტერესებსთქო, უბრალოდ მინდა ვიცოდე, როგორ გაიზარდა, რა გამოიარა, ვინაა, რა სულის პატრონი, მოკლედ მისი თითოეული ამოსუნთქვა მინდა გავიგო რას ნიშნავს
- ოჰოოოო
- მოკეტე! მოკლედ გადავწყვიტე ეგ გოგო მარტო ჩემი ცოლი გახდება, რა წარსულიც არ უნდა ჰქონდეს, მის სუფთა და ღრმა თვალებში მარტო მე უნდა ვჩანდე (ხველა აუტყდა სოსოს)
- რააო? ცოლიო? გოგოს მესამე დღეა რაც იცნობ და თან აშკარაა ვერ გიტანს. რა ცოლი?
- მაგრამ წინ საკმაო დრო მაქვს და კაცურ სიტყვას ვდებ, მარიამი ჩემი ცოლი გახდება დაიმახსოვრე! მართალი იყავი, მისნაირს თუ არ გავეკიდები აბა ვის გავეკიდო?
- საღოლ ძმაო, ანუ ქორწილს შევჭამთ. მე შენ გვერდზე ვარ. დღეს უნდა ნახო?
- არა რამოდენიმე დღე დავაცდი, ემოციები დაიმშვიდოს რომ არ მცემოს, როცა დამინახავს. ზეგ სიურპრიზს გავუკეთებ (თან გამეცინა როცა წარმოვიდგინე როგორ მირტყავდა გამწარებილი)
- მაინც?
- რავი რამეს, რა უხარიათ ხოლმე გოგოებს?
- ნინას დაურეკე და კითხე (სიცილი დაიწყო რაზეც თავში წამორტყმა მიიღო)
- და ეგრე აპირებ ჩემს გვერდში დგომას?
- დაიცა ისე სადაა რაღაც ძაან ჩუმათაა
- გუშინ უნდა მენახა, მირეკავდა მაგრამ არ მეცალა მაგისთვის. დღეს ვნახავ და გავუშვებ
- ძაან პირდაპირაც ნუ ეტყვი, ტეხავს ამდენი ხანია შენი გოგოა
- იყო. ჩემი გოგო იყო. ეხლა
- კაი ისევ სურპრიზზე ვიფიქროთ.......
- მოვიფიქრე
- რა?
- ნახავ. წავალ ცეხში უნდა გავიარო ეხლა
- რა უჟმური ხარ რაა
წამოვედი და გონებაში უფრო დავალაგე აზრები როგორ უნდა გამეხარებინა, მაგრამ ამისთვის მინიმუმ აკოს თანხმობა მინდოდა. არ მინდოდა პრობლემებით დამეწყო მარიამთან ურთიერთობა. ცეხში გავიარე, სიტუაციას გადავხედე და ნინას დავურეკე. ეგრევე დამთანხმდა შეხვედრაზე როგორც ყოველთვის. კაფეში მივედი და უკვე იქ დამხვდა
- როგორ ხარ ცხოვრება? რა ხდება ეს დღეები ვერ გცნობ
- მოკლედ გეტყვი და პანიკებში არ ჩავარდე
- რა ხდება?
- მორჩა ყველაფერი. საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით ერთად ისედაც, დადგა ის დრო რაზეც სულ ვლაპარაკობდით
- რაა? ხოარ გაუბერე ბიჭო?
- ტონს დაუწიე და გითხარი პანიკას შეეშვითქო, შენთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა
- რა ტონს დავუწიო? მეუბნევი მორჩაო და ტონს დავუწიო? (უფრო უმატა ხმას და სკამზე წამოიწია. ამაზე ავფეთქდი და სკამიდან წამოვხტი ყვირილით)
- ამის დედ........... რა გაწიკვინებს გოგო? ოდესმე შეგპირებულვარ რამეს? ერთ დაძახებაზე ჩემთან იყავი და ეგ იყო. მაგრამ არასოდეს შეგპირებივარ არაფერს. ორივემ ვიცოდით რომ მალე მორჩებოდა ყველაფერი
- არა გთხოვ ზურა, გემუდარები. ხოიცი როგორ შემიყვარდი? დაწყნარდი გთხოვ და წყნარად ამიხსენი რა ხდება? სხვა გყავს? სხვა გოგო ააგდე?
- ეგ არაა შენი საქმე და წესიერად ილაპარაკე
- არ გაგახარებთ, იმ გოგოს გავანადგურებ როგორც შენ მანადგურებ (ორივე ხელით დავეყრდენი მაგიდას და ძალიან ახლოს მივიწიე ნინასთან, ძალიან მშვიდად მაგრამ მკაფიოდ ვუთხარი)
- მე რომ შენი გამოხტომების გამო, სულ უმნიშვნელო პრობლემა მაინც შემექმნას იმ გოგოსთან იცოდე გაგა ნა დგუ რებ !!! შენ იცი რომ ამის გამკეთებელი ვარ და შემიძლია კიდეც, ამიტომ შეირგე ის გულაობა რაც მოგეცი და მუქარას შეეშვი, ეგ შენი საქმე არაა, გაიგე გოგოო?!
- ....
- გაიგე მეთქი? (ხმას ავუწიე და პასუხს დაველოდე)
- ჯანდაბამდე გზა გქონიათ ორივეს
- არც ეგაა შენი საქმე.
წამოვედი და დავფიქრდი ასე რატომ გამოვედი წყობიდან. იმიტომ რომ მარიამს შეეხო ცუდად? სხვა გოგო ააგდეო რომ მითხრა ავილეწე, მარიამი არც ასაგდები არაა და არც ნინასნაირებთან მოსატანი. გულში მწარედ გამეცინა ,,იმედია არ ვცდები მარიამში“ ეხლა აკო უნდა მომეძებნა, მაგრამ როგორ? არ მინდოდა უბანში გამოჩენა. ამიტომ დათოს გადავურეკე
- ვაა ზური, სად დამეკარგე ბიჭო რავახარ?
- დავითს ვახლავარ, რას შვრები როგორ ხარ?
- რა მიჭირს, ოჯახს ცალკე ვუძღვები, სამსახურს ცალკე და ვარ ასე, შენ?
- რავი მე მარტო ჩემ თავს ვუძღვები ჯერ-ჯერობით. პატარა საქმე მაქ დავით შენთან და დამეხმარები?
- რაზეა ლაპარაკი გისმენ
- მოკლედ მანქანის მარკა და სერია რომ გითხრა, შეძლებ პატრონის ნომრის დადგენას?
- აბა ამხელა სამინისტროში ეგ თუ გამიჭირდა რაღა მინდა აქ. გამოუშვი აბა? ხო მშვიდობაა?
- კი კი ძმა, უბრალოდ საქმე მაქ ამ კაცთან და ნომერი არ ვიცი
- ბაზარი არაა მითხარი აბაა
- SUBARU Legacy სერია AA-200-OO
- მაქსიმუმ 15 წუთში დაგირეკავ
- ჯიგარი ხარ რააა
10 წუთში ტელეფიმა დარეკა
- ხო დავით გისმენ
- იოლი საქმე იყო, მთავარია მაგისი იყოს ნომერი. მესიჯით გამოგიგზავნი
- ძმა ხარ რაა
გავუთიშე თუარა მესიჯიც მოვიდა. ნომერზე გადავრეკე და დაველოდე ეპასუხა
- გისმენთ?
- ალეკო ხარ?
- კი, რომელი ხარ?
- მე ზურა ვარ, გუშინ გაგიცანი ბოულინგის სათამაშოდ რომ იყავი
- აა ხო გამახსენდა
- შენთან პატარა საქმე მაქ და შეგიძლია მნახო?
- რა ხდება? ხო მშვიდობაა?
- კი კი მშვიდობაა უბრალოდ კაცურად მინდა შენთან ლაპარაკი, ოღონდ ისე რომ სანამ არ მნახავ მარიამმა არ გაიგოს ამ ზარის შესახებ
- ამხელა კაცები ვართ ბოლო ბოლო, გაფრთხილება არაა საჭირო, ეხლავე შემიძლია გნახო
- ხოდა უკეთესი.
მისამართზე შევთანხმდით ერთ ბარში უნდა მოსულიყო. ნახევარ საათში გამოჩნდა
- აბა რა ხდება ხოა მშვიდობა ჩემს გარშემო? ნომერმა დამაფიქრა საიდან გაიგე. მარიამმა მოგცა?
- აგიხსნი ყველაფერს, დალევ რამეს?
- არა მანქანით ვარ, სამსახურში უნდა დავბრუნდე
- მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავალ. მოკლედ რომ გითხრა მარიამზე მაქ სალაპარაკო
- ხო მაგას მივხვდი, სალოზე როარ გექნება სალაპარაკო მაგასაც მივხვდი (გაეცინა და მხარზე ხელი დამარტყა) მგონი მივხვდი, რისი თქმაც გინდა და პირდაპირ გეტყვი. მარიამს გული რომ ატკინო, შენივე გულს დაგაჭერინებ ხელში. (ცოტა გავბრაზდი ამ რეპლიკაზე მაგრამ მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი. რადგან მშვიდი ურთიერთობა მინდოდა გავჩუმდი)
- მარიამს გულს არასოდეს ვატკენ, მთავარია ცოტათი მაინც მიმიშვას ახლოს
- აშკარად ჩემ დაზე ვლაპარაკობთ, რაო გაგიფინა უკვე? (ისე მითხრა, თითქოს მიმანიშნა ყველას მასე ექვეცაო და გაიცინა)
- თითქმის. მოკლედ არ დავიწყებ იმის ახსნას, რას ვგრძნობ მარიამის მიმართ, უბრალოდ გეტყვი რომ ახლოს მინდა გავიცნო, ოღონდ თავისთავად არა ისე როგორც მეგობარმა, სერიოზული ფიქრები და გეგმები მაქვს მარიამზე, მაგრამ ახლოს არ მიშვებს, არ მაძლევს საშუალებას დაველაპარაკო და გამიცნოს, მაგრამ არ გავჩერდები, ამიტომ მიწევს ისეთ გზას მივმართო რაც შენ აუცილებლად უნდა იცოდე
- რას გულისხმობ?
- ცუდს არაფერს. სურპრიზებს, საჩუქრებს და ასე შ.
- ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ მოდი მე ესე გეტყვი ეხლა, თავიდანვე რომ გარკვეული იყო საქმეში. წეღანდელი სიყტყვები ჰაერში არ გამისვრია, მარიამი ჩემი გულის ნაწილია, მისი შემწუხებელი ჯერ არ გამიხარებია და არც გავახარებ. მხოლოდ იმიტომ რომ თავის დროზე რაღაცეებს ბავშურად მიმალავდა, ვერ დავიცავი სათანადოდ და მწარედ აწყენინეს. კი მიიღო ყველამ მისაღები, მაგრამ მარი ისეთი არაა როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, ის იმდენად ნაზია შინაგანად რომ უმნიშვნელოდაც რომ შეუბერო გაქრება. მაგრამ სუსტი არაა უზომოდ ძლიერია და თავს არავის დააჩაგვრინებს. ამიტომ ვარ მშვიდად. ხოდა რატო მოვაყოლე ეს ყველაფერი. გაიცანი მარიამი წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუ მარიამს არ ენდომება შენთან ურთიერთობა და შეწუხდება, მერე სხვანაირად წავა საქმე
- ვერც წარმოიდგენ რამდენად ღრმად ვიბეჭდავ შენს სიტყვებს გულში. ყველაფერს გავაკეთებ მარიამთან დასაახლოებლად, მაგრამ თავს არ მოვაბეზრებ. საკმაოდ დიდი ვარ მივხვდე როდის უნდა გავჩერდე
- ანუ შევთანხმდით.
- შევთანხმდით
- მაშინ უნდა დავბრუნდე სამსახურში (წამოდგა და მხარზე ხელი დამარტყა)ხო და კიდე ერთი რამ. სწორად მოიქეცი რომ შემხვდი და მითხარი. ვაფასებ ამას. აბა შენ იცი წარმატებები...
- გაიხარე ძმა
ემოციები ისე მაქვს მოზღვავებული ვერ გამოვხატავ. აკოსთან ლაპარაკისას მივხვდი, რომ ვიღაც იყო მის ცხოვრებაში ვინც აწყენინა, ასევე იმაში დავრწმუნდი რომ არ შევცდი მარიამში და შინაგანად სხვა ადამიანია. ამის გადახარშვა იმდენად სასიამოვნო იყო ვერ გამოვხატავ. კვირაც ასე მივამთავრე. ორშაბათს მთელი დღე სამსახურში მომიწია ყოფნა, ამიტომ გეგმის შესასრულებლად სოსო მჭირდებოდა



№1  offline წევრი fluctus Oceani

ჰაჰ კარგია მე ველოდები ახალ თავს და მაინტერესებს თითქმის ჩემს მოსახელეს რატომ და ვინ აწყენინააააა


მოსახელე იმიტომ ვთქვი რომ ანამარია მქვია და ამიტომ ორივე სახელს მეძახიაააააან

 


№2  offline წევრი მია15

ძალიან კარგია მომეწონა.ველი შემდეგ თავს.

 


№3  offline წევრი იზუკა

აუუ რა კარგიააა! მომეწონაა ძალიაან და ველიი სუულმოუთქმელა შემდეგ თაავს..როგორ მომწონს ზურა და მარიამის წყვილი ❤ იმედია არ დააგვიანებ ხოლმე რაა და სულ ასეთ მოზრდილ თავებს შემოგვთავაზებ ხოლმეე..მიხარია რო აღმოგაჩინე,შენი ისტორიის კითხვაც დავასრულე მენდე გულს არასდროს გატკენ ქვია თუ არ ვცდები ????

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

1) მარშუტკა არა-სამარშუტო ტაქსი.
2) tax-არა, მარტივად, ქართულად შეგიძლია ისევ სამარშუტო ტასი უწოდო, ან ტაქსი.
3)მითქვია არა-მითქვამს.-ესეთი კიდევ ბევრია და, დაუკვირდი.
დავჯექით-დავსხედით.
დამინახია-დამინახავს.
4)მანქანების ცეხი რა უბედურებაა?-ცეხი ვიცი ავეჯის,
საავტომობილო ავტოფარეხი ან რამე მსგავსით შეცვალე,ან რაც ქვია:ვულკანიზაცია.
5)ფრჩხილებში ჩასმული სახელები კატასტროფაა-დიალოგის შემდეგ სიტუაცია გამოყავი ტირით და არა ფრჩხილებით.
ასევე,ვინც ამას ამბობს,სახელი ფრჩხილებში კიარ ჩასვა,ტირით გამოყავი და ისე დაწერე -მითხრა სოსომ- და ასე შემდეგ.
6) როცა ორი მთხრობელი ყავსისტორიას, ეს გამაღიზიანებლად არ უნდა ხლეჩდესისტორიას.
ისე უნდა გადახვიდე ბიჭიდან გოგოზე,რომ დინამიკა არ დაირღვეს.
ბიჭის განცდები ისედაც ცალსახაა და,
საერთოდ არ სჭირდება მეორე მთხრობელი,
ამას იმიტომ გეუბნები,რომპოტენცია გაქ და,ეგიძლია.
7) მარიამის ძმასთან მიმართვები არის მორიგი კატასტროფა!-ზურა ისე გყავს დახატული
-ჩემი ძმა,
-ბრატ,
-ძმაო.
არ უხდება, მისიმზრიდან გამაღიზიანებელია ძალიან.
8)რა სტატუაითაც არუნდა იყოს ქალი შენ ცხოვრებაში,
ის რაც ზურამ გააკეთა, კატასტროფა იყო!
ჩვეულებრივი გარეწარივით მოიქცა!
ასე არც ქალს და არც "ნაშას" არ ექცევიან.
მითუმეტეს, არც ცხოველს.
შენს ადგილზე ცივილური საუბრით დავშორდებოდი, ისე, რომ გული არ ტკენოდა.

ეს და კიდევ სხვა მრავალი შენიშვნა მაქვს და თუ გაითვალისწინებ და გაოასწორებ,
შენთვითონაც კმაყოფილი დარჩები.
თვალშისაცელი შეცდომები ძალიან ბევრია ამიტომ საწერილი მეორედ წაიკითხე და უნქტუაციაზე გაამახვილე ყურადღება.
სიუჟეტი საინტერესოა, მაგრამ, უკვე ცალსახაა,მარიამს ლეიკემია აქვს და , ისტორიასაც ტრაგიკული დასასეულიაქ,
თუ ამას საინტერესოთ წარმართავ,
ან ისე შწფუთავ,
რომ ადვილადმისახვედრი არ იყოს,
მეტი მკითხველი გეყოლება.
პ.ს საერთოდ არ ვწერ ასეთ კომენტარებს, მითუმეტეს, შენიშვნებით სავსეს,
მაგრამ,
შენში დავინახე შესაძლებლობა, რომ უკეთესი გახდე!
და თუ ამაში დაგეხმარება ჩემი შენიშვნები, მოხარული ვიქნები

 


№5  offline წევრი MMLMM

მართლა ძალიან ვწუხვარ ზოგისთვის ამდენად გამაღიზიანებელი და კატასტროფა თუა ეს ისტორია, მინდა გითხრა რომ ამ ისტორიას არ აქვს ცალსახა მხარე, და რაც მთავარია ეს ისტორია მართლა რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი და არა უბრალოდ ჩემს აზრებზე, ამას რამოდენიმე წლის უკანაც ვამბობდი როდესაც ეს ისტორია იწერებოდა, ყველანაირად ვეცადე შენი რჩევები გამომეყენებინა რა,დენად გამომივიდა არ ვიცი შემდეგ თავში...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent