შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადელაიდა { 1 }


20-10-2018, 01:05
ავტორი _scorpion_
ნანახია 929

პირველი თავის ატვირთვა გადავწყვიტე. სანამ ისტორიას არ დავასრულებ მანამდე არ დავდებ თქო ვიფიქრე, მაგრამ ხელებმა წინ გამისწრო. გამიხარდება თქვენს აზრს თუ დამიფიქსირებთ, თავებად შემოგთავაზოთ თუ დავასრულო ბარემ და მთლიანი ავტვირთო. შეცდომებზეც თუ გამიმახვილებთ ყურადღებას კარგს იზავთ.

შავი ღამისგან გამოკვეთილ მთვარის სხივებს ოთახში არსებული სილუეტისთვის თვალი, რომლესაც იგი სანახევროდ დაუსაკუთრებია.
გოგონა ოთახის ცენტრში იდგა მის სხეულზე დაცემული სარტყელისთვის მიეშურებინა თვალი.
ხელებ გადაჯვარედინებული, მთვარეში არსებული ლანდების გამორკვევას ცდილობდა.
ხიბლავდა მთვარის ეს იდუმალება.
სანამ გაიზრდებოდა და ასტროლოგიაზე შეიტყობდა რაიმეს, მას მთვარე სარკე ეგონა, რომელშიც ქალი იყურებოდა და მთვარე მის სახეს არეკლავდა.
მხოლოდ ქალი, იმიტომ რომ ის მთვარეში ყოველთვის ქალის არეკლილ სხეულებს ხედავდა. მასში ნაცრისფრად არეკლილ ნაწილებს ღრუბელივით რაღაც ფორმას აძლევდა და ეს ფორმა ყოველთვის ქალს გავდა, რომელიც პატარა სარკეში იყურებოდა.
ახლაც კი როდესაც ის ამხელაა, ისევ იმავეს ხედავს.
ნაღვლიანად გაიღიმა და თვალი მოაცილა.
ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, რამდენიმე დღეა ხმაურიან ქალაქში ჩამოვიდა მამამისის თხოვნით რომ განტვირთულიყო, მაგრამ აქაურობა რამდენად არის განსატვირთი საშუალება ეს საკამათო საკითხია.
ხვალ ისევ დაბრუნდება თავის სამფლობელოში თავს ისევ ბავშვივით იგრძნობს.
საწოლისკენ დაიძრა და ოთხფეხა სამოთხეს შეაფარა სხეული. ტანში სასიამოვნოდ გასცრა გრილი საბნის შეხებისას. შიშველი ფეხები ერთმანეთს გაუხახუნა და საბანი ყელამდე აიწია.
აივნიდან ფხაკუნის ხმა მოესმა და მინაბული თვალები წარბებშეჭმუხნულმა გაახილა. ეს ხმა წუთის წინათაც მოესმა მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.
ფხაკუნის ხმა ისევ განმეორდა, კეფა წინ წამოწია და თვალები აივნისკენ გააპარა. შუშის იქეთ ლანდი დაინახა რომელიც ბოძებზე ამობობღებას ცდილობდა.
- ეს რა არის?- ამოიდუდღუნა, წამოიწია და საწოლს მაჯებით დაეყრდნო. შავი სილუეტი მოაჯირიდან გადმომძვრალიყო და ახლა აივნის კარებს ებობღინებოდა.
გოგონა საწოლზე წამოჯდა და საბანი მთელი ძალით მიიკრა ტანზე.
სილუეტმა ოთახში შეაბიჯა და გოგონასკენ დაიწყო სვლა.
- რა? ვი... ვინ ხარ?
- ჩშშ!- ამოიშიშინა ბიჭმა და ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიიდო.
საფრთხისგაანალიზებისას, გოგონამ ბაგეებიდან ყვირილის ხმები გამოსცა მაგრამ ეს მხოლოდ სანახევროდ მოახერხა, რადგა ბიჭმა ხელები საჩქაროდ პირზე ააფარა. მისი პირიდან გამოსროლილი რამდენიმე ბგერა კი დიდი-დიდი საწოლთან არსებულ უსიცოცხლო ლარნაკს გაეგო.
- ჩუმად ამის დედა*ვეცი, უბრალოდ ჩუმად- ქალი მის რეპლიკაზე უფრო დაფრთხა, ნაპირზე გადმოგდებული თევზივით ფართხალი დაიწყო.
-ჯანდაბა!-გაიგონა ბიჭის ხმა და მაისურის ქვეშ ცივი სხეულის შეხება იგრძნო, რამაც გაფუჭებული საათივით გააშეშა.
- რატომ არის რომ ამით უფრო მარტივი ხდება ხალხის გაჩუმება ვიდრე წყნარი ლაპარაკით-აღელვებით წარმოთქვა, თვალები მგზნებარედ უელავდა. გოგონას სუნთქვა გახშირებოდა, რაც ბიჭის აფარებული ხელიდან ხავილივით გამოსცემდა.
გარედან სირენების ხმა, ყრუდ აღწევდა კედლებში.
ბიჭი ცოტა ხნითყურთა სმენად იქცა, კარს შუბლშეკრული მიშტერებოდა და აღელვებულს მკერდი ღმად აუდ-ჩაუდიოდა.

2
მთელი ჩემი გონება, ჩემს სხეულზე მოდებ იარღზე იყო კონცენტრირებული და ვერ ვხვდებოდი კარს უკან რას უყურებდა დაეჭვებული.
იარაღი სწრაფად მომაცილა, ბალიშის ქვეშ შეაცურა და ჩემს ზემოდან უმალ მოექცა.
- ჩუმად იყავი, არაფერი შეიმჩნიო. იმის გაკეთება არ მაიძულო რაც არ მინდა- მითხრა გამაფრთხილებელი ხმით და პირიდან ხელი მომაცილა.
გულის პულსის დარეგულირება ვერ მოვასწარი, რომ კარის შეჯახუნების ხმა გავიგე. ორივემ უკან გავიხედეთ საიდანაც ორი შეიარაღებული პოლიციელი მოგვშეტერებოდა.
თვალებ გაფართოებული მივჩერებოდი ორ სილუეტს, რომლებსაც მზერით ვანიშმებდი დამხმარებოდნენ, მაგრამ დებილებივით ხესავით დაყუდებულიყვნენ და თვალებს მოროდებით გვისწორებდნენ.
"ნეტა რატომ?" - გამომექომაგა ეგო.
- ქალბატონო ადელაიდა! - მომმართა მორიდებით ერთ-ერთმა. დაბალი იყო, კეხიანი ცხვირით და განსაკუთრებული ყურადღებით მისი ყურები მიგიპყრობდათ რომლებიც განზე ქონდა გაწეული. კანი მწვანე რომ ჰქონოდა, შრეკისგან ვერაფრით განასხვავებდით.
თვალებს კი მორიდებით დაბლა ხრიდა.
- გვაპატიეთ! ჩვენ... - სანამ ის სიტყვებს პოულობდა თავის გასამართლებლად, ჩემს ზემოთ მყოფი მამაკაცი ჩუმათ, მლიქვნელურად მიჩურჩულებდა
- ბუნებრივად მოიქეცი- შუბლი დამენამა. ყელში ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და შევეცადე ბიჭისგან მალულად, ისე რომ არ შეემჩნია პოლიციისთვის ჩემი მიმიკით რაიმე მენიშნებინა.
- რა... რა ხდება? - ვუთხრი ნერვიული ტონით
- ქალბატონო ჩვენ...- ისევ განაგრძობდა ბლუყუნს პირველი, მაგრამ მეორემ შეაწყვეტინა
- დაბლა ჩხუბი მოხდა! ერთი დაშავებულია, დამნაშავე კი გაიქცა. გარეთ მყოფთაგანმა ხალხმა შეამჩნიეს თითქოს თქვენს აივანზე ამოძვრა, ქალბატონო! - სხაპასხუპით ჩამოაყალიბა და ბოლო სიტყვა შეუმჩნეველი ოხვრით წარმოსთქვა. ეტყობოდა რომ სამუშაო დღემ დაღალა და პირველი პოლიციელისგან განსხვავებით მორიდება არ ეტყობოდა.
გამხმარი ტუჩები ერთმანეთს დავაცილე, რომ ჰაერი მიმეწოდებინა ფილტვებისთვის. ბიჭმა ხელით შეუმჩნევლად მიჯიკა, როგორც ჩანს პაუზა დიდხანს გაგრძელდა.
- კი მაგრამ... -გული შიშისგან ამოვარდნას მქონდა და საუბრის სწორი ტონალობის დაჭერა მოჭირდა- მეხუთე სართულზე როგორ უნდა ამომძვრალიყო? - ვუპასუხე არამტკიცე სიმკაცრით
-მართალია! გვაპატიეთ, შეცდომაში შევედით- მითხრა მეორემ და პირველს გახედა. თავის ქნევით ანიშნა გავედითო და კარისკენ დაიძრნენ. პირიდან შეუმჩნეველი გმინვა აღმომხდა, წამით მინდოდა დამეძახა და შველა მეთხოვა, მაგრამ მერე წამში მოვკუმი პირი. კარის მიხურვამდე ბოლო წუთამდე ვიმედოვნებდი რომ რაღაცას მიხვდებოდნენ, მობუნდებოდნენ, მომაცილებდნენ ამ კაცს და ხელბორკილებით გაათრევდნენ ოთახიდან. მაგრამ კარის მიკეტვის ხმამ იმედები ჩამიფუშა.
"იდიოტთა ხროვა".
კაცმა ოხვრით ამოისუნთქა, ბალიშის ქვეშ ხელი შეაცურა და წუთის წინ დამალული იარაღი ამოიღი. სწრაფად მომშორდა და ფანჯრიდან ფრთხილად გაიხედა. იმ ყვავს გავდა რომელიც მსხვერპლის თავდასხმისთვის შესაფერის მომენტს ელოდებოდა.
საწოლზე წამომჯდარი ვგრძნობდი სხეულის სიმძიმეს, მაკანკალებდა, მიუხედავად იმისა რომ არ ციოდა.
რამდენიმე წამი ისე ადგა, შესაფერის მომენტს ელოდებოდა, შემდეგ კი მე მომიბრუნდა
-იცოდე ამის შესახებ არავისთან კრინტი არ დაძრა-ცოტა ხნიტ დამაკვირდა-გასაგებია?
თავი საჩქაროდ თანხმობის ნიშნად დავუკარი, ახლა ყველაფერზე დავთანხმდებოდი ოღონდ კი აქაურობას სასწრაფოდ გაცლოდა.
თითქოს ღმერთმა ჩემი ვედრება შეისმინა.ზურგით შეტრიალდა და აივანზე ისევ მალულად გაიპარა.
შვება ვერ ვიგრძენი. ადგომა მინდოდა მაგრამ ვერ ვახერხებდი, ადგილიდან საერთოდ ვერ ვიძროდი. თითქოს ორგანიზმის კუნთები დამეჭიმა და ტკივილისგან მტკიოდა.
ხვალ აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდე, მაგრამ გზად საპატრულო პოლიციასთან მომიწევს ცოტაცნით შერბენა.



№1  offline წევრი Barbare ❤

oho jer ar wamikitxavs magram vgrdznob chamitrevs ❤️

mshvenieri dasawyisia.. ufro did tavebs tu dadeb dzalian gamaxareb. ❤️

 


№2  offline წევრი _scorpion_

Barbare ❤
oho jer ar wamikitxavs magram vgrdznob chamitrevs ❤️

mshvenieri dasawyisia.. ufro did tavebs tu dadeb dzalian gamaxareb. ❤️


თავლი რომ გადავავლე, ძალიან ბევრი გრამატიკული თუ სასვენი ნიშნები მაქვს გასასწორებელი.
აუცილებლად გამოვასწორებ შეცდომას.
მადლობა რომ წაიკითხე, ვფიქრობ რომ ჩამთრევი ისტორია გამოვიდეს ვნახოთ რა იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent