შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაშ სხვა ვიღა?!


5-02-2018, 21:17
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 491

აეკვიატა თითებს ბგერები
ჩამოუქროლა მუზამ აკორდებს,
აი რას ნიშნავს როცა ბერდები
და სიყვარულზე როცა გაბოდებს

ხეთა ტოტები, როგორც თითები,
ქარტეხილებში მისკენ იწევდნენ,
იძვროდა ზეცა ზეცა მითების
როცა მუზები წერას იწყებდნენ.

მთვარეში ლოცვად მოჩანდა სახე,
სახე ნატიფი, სახე სატრფოსი,
ქსოვდა ამური ვარდისფერ მახეს,
მუზად ქცეული გმირის აწმყოსი..

შლიდა ნიავი ჭაღარას ქარში,
ის ბობოქრობდა, ის კიაფობდა,
ჩნდებოდა კერპი ყოველდღე კარში
და სანუგეშოს არას ამბობდა

უკრეფდა ღალას პატარა ხელებს,
ენით უთქმელი, ზღაპრული მარში,
ის კი.. ჭაღარა გმირს განახელებს
შესციცინებდა უმანკო ბავშვი..

ვეღარ გაუძლო გულმა კაეშანს,
ბერმა ხელებმა სივრცე მოხაზა,
მთვარის სურნელი მიწად დაეშვა
და ასე იშვა მთვარის სონატა..

მიუსამძიმრე მოხუც ბეთჰოვენს,
მან რა იცოდა როცა დამძიმდა,
თანაუგრძნობდნენ ბებერ მედროვეს,
ან ცრემლი მის თვალთ როგორ აწვიმდა..

მიასვენებენ ეულ ოცნებებს,
მარშით დიდია აპოგეოსი,
ასე ასალმებს მეოცნებეებს
ამ წუთისოფელს ცელქი ეოსი..

ახლა ღამეა ვგონებ საჰარის,
ვუსმენ.. ეს გული როგორ განიცდის
ჩემს სულს ვერავინ ვერ გაახარებს
და სხვა რა გზა მაქვს, კვლავ შენ დაგიცდი.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
მიყვარს კომპოზიტორების და ზოგადად მუსიკის ხსენება ლექსში...ზოგჯერ მგონია ვერ ვწვდები შენს სიტყვებს ასე რომ უბრალოდ იცი შენი საქმე:)


მოხარული ვარ თუ გასიამოვნეთ, თუ ჩემს ლექსში ყველაფერს გაიგებთ, ცუდად მაშინ იქნება საქმე დ დ.

 


№2 სტუმარი სტუმარი Lea

პირველად გამიჩნდა სურვილი რამე დამეწერა არ ვიცი რატომ მაგრამ უცნაურ შეგრძნებებს იწვევ იშვიათია ლექსი რომელიც სევდიანია მაგრამ მხიარულად იკითხება არ გამძიმებს შენ ეს ძალიან მარტივად და ბუნებრივად გამოგივიდა. კარგი ხარ და ჩემი სახით კიდევ ერთი გულშემატკივარი შეიძინე, წარმატებებს გისურვებ))

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Lea
პირველად გამიჩნდა სურვილი რამე დამეწერა არ ვიცი რატომ მაგრამ უცნაურ შეგრძნებებს იწვევ იშვიათია ლექსი რომელიც სევდიანია მაგრამ მხიარულად იკითხება არ გამძიმებს შენ ეს ძალიან მარტივად და ბუნებრივად გამოგივიდა. კარგი ხარ და ჩემი სახით კიდევ ერთი გულშემატკივარი შეიძინე, წარმატებებს გისურვებ))


უღრმესი მადლობა. მსგავსი კომპლიმენტი ამ სახელით პირველად მივიღე და გავუფრთხილდები )

 


№4  offline წევრი ქეთიtaisia

აი ასე უცებ და ლამაზად შემომეკითხა:))????❤
ძალიან ლამაზად წერ ????
წარმატებები ????❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ვეღარ გაუძლო გულმა კაეშანს,
ბერმა ხელებმა სივრცე მოხაზა,
მთვარის სურნელი მიწად დაეშვა
და ასე იშვა მთვარის სონატა..

 


№6  offline წევრი მარიტაა

მაღალ საფეხურზე დგახარ ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent