მოგიტაცებდი,როგორც პატარას.. (1)
-ანაბელ ამ ზაფხულში რა გავაკეთოთ?-მკითხა მარიამმა და სავარძელში მოკალათდა. -ხომ იცი რომ წინასწარ არაფერს ვგეგმავ,რადგან ყველაფერს ამირევს მამაჩემი.. -ჰო.. რთული ხასიათი აქვს ბატონ ლევანს,მაგრამ მასაც უნდა გაუგოთ.. -დედას დაკარგვა მისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო ცხოვრებისაგან.. ხანდახან მგონია რომ თავადაც ისწრაფვის სიცოცხლის დასრულებისაკენ. -მაგას რატომ ამბობ ანაბელ? -ისეთ საქმეებს ეჭიდება,რაც სასიკეთოდ არ დასრულდება.. გახსოვს რეიდი რომ ჩატარდა და ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა?-თანხმობის ნიშნად დაამიქნია თავი მარიამმა.-წინა კვირას გარდაიცვალა,მაგრამ გული მიგრძნობს ცუდი ამბები დატრიალდება.. ამბობენ რომ სასტიკი ძმა ჰყოლია გარდაცვლილს,რომელიც გაქცევაში იმყოფება და აუცილებლად იძიებს შურს ძმის მკვლელობისათვის და იცი რა?.. ის მამაჩემმის ნასროლმა ტყვიამ შეიწირა.. -ეს ყველაფერი საიდან იცი?-გაოგნებული და გაფართოებული თვალებით მომშტერებოდა -მამაჩემს კაბინეტი სულ ღია რჩება,მე კი მისი დოკუმენტების კითხვა მიყვარს როცა არ მეძინება. -ეგ რომ გაიგოს ხომ იცი კარგი დღე არ დაგადგება..-სიცილით მითავაზა ბალიში სახეში.. მე და მარიამი მთელი დღე მოვუნდით ოთხოთახიანი ბინის მილაგებასმშემდეგ გადავივლე,მოვემზადეთ და საღამოხანს ბარში წავედით ქეთისთან შესახვედრად.. უჩვეულოდ ცოტა ხალხი იყო დღეს ბარში.. ქეთა აღფრთოვანებული ყვებოდა მისი სიყვარულის ამბებს მე და მარი კი დავცინოდით.. -რა გაცინებს გოგო!-გაჯავრდა ქეთა.-შენ ისეთი ხასითი გაქვს ვერავინ შეძლებს შეგიყვაროს. -არც არავის შეყვარებას ვაპირებ.. -ქეთა ხომ იცი ამას ერთი და მარადიული სიყვარულის სწავმს.-დამცინა მარიამმა. -სწორედაც რომ მგონია თუკი ადამიანი შენი სულის მეორე ნაწილია ის აუცილებლად გიპოვნის,თუნდაც ქვეყნის დასალიერში იმყოფებოდეს და თავს უბედნიერეს ადამიანად გაგრძნობინებს. -იქნებ სულს მეორე ნაწილი შენზე გაცილებით დიდია ან პატარა.. -ღმერთს ყველაფერი წყვილად აქვს შექმნილი,მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება.. -შენ რეინკარნაციისაც გჯერა ხომ?-მკითხა ქეთამ. -„დეჟავუ“ რა არის თუ არა წინა ცხოვრების მცირე ფრაგმენტები? საიდან გახსოვს რაც არ მომხდარა? რატომ გეცნობა ქუჩაში სრულიად უცნობი ხალხი და რატომ გგონია ის იმდენად ახლობელია რომ შეიძლება გაგიღიმოს,სახელით მოგმართოს და თბილად ჩაგეხუტოს?სწორედაც რომ მჯერა,თუმცა უკუღმართმა ცხოვრებამ მათი არსებობა ჩვენს პიროვნებაში უმნიშვნელო გახადა.. სწორედ ამიტომ ვერ ვცნობთ სულის მეორე ნაწილს,მას გული უსმენს და მხოლოდ ამის შემდეგ ვასკვნით რომ ის, ის არის. -ღმერთო ჩემო რამდენს ლაპარაკობს.. ჰოდა მაგ ლოდინში დაბერდები.. -თუმცა ჯერ მხოლოდ და მხოლოდ თვრამეტი წლის ვარ და არსად მეჩქარება. საუბარში იმდენად ვიყავით გართულნი რომ ვერც კი შევნიშნეთ რომელი საათი იყო.. მე ჩემს ფანტაზიებს ფარდას ვხდიდი,ხოლო გოგონებს უყვარდათ ჩემი მოსმენა.. მართალია ყველაფერი აფსურდულად ჟრერდა თუმცა ზოგჯერს ისინიც კი ჩაფიქრდებოდნენ მსგავს თემებზე.. გოგონებს შეყვარებულები გამოუვლიდნენ ამიტომ გარეთ გავედით და იქ ველოდებოდით.. ჯერ მარიამს მოაკითხა თავისმა ნიკოლოზმა და წავიდა.. შემდეგ ქეთას შეყვარებული მობრძანდა მთელი თავისი დიდებითა და თავმომწონეობით.. ვარდების თაიგული მოართვა და მანქანის კარები გაუღო.თავაზიანი ღიმილით დამემშვიდობნენ და წავიდნენ.. დავრჩი მარტო სუსხიან საღამოს.. ერთხანს ვიდექი და ვფიქრობდი შინ წასასვლელად რომელი გზა უფრო მოკლე იქნებოდა,შემდეგ კი გადაწყვეტილება მივიღე და გზას დავადექი.. მინდოდა ფეხით გამესეირნა სანამ სახლში მივიდოდი.. გვერდი ჩავუარე რამოდენიმე ბიჭს რომელიც მანქანას მიჰყუდებოდნენ და საუბრობდნენ.. -ჰეი ლამაზო,ასე გვიან რატომ ხარ მარტო?-დაიძახა ერთმა.. ყურადღება არ მივაქციე და გვერდი ჩემი გზა გავაგრძელე..ვიგრძენი როგორ მომყვებოდნენ უკან -წამოდი ცოტა გავერთოდ შემდეგ კი სახლამდე მიგაცილებ ოთონდ ჩემს სახლამდე.-ნაბიჯს ვუმატე,თუმცა მათ არ გაუჭირდებოდათ დაწევა.. -გოგონა კარგი რა წამოდი ჩვენთან არ ინანებ..-დაიღრიჯა ერთ-ერთი.. “ტროტუარს” მივუყვებოდი იმ იმედით რომ ტაქსი მაინც გამოჩნდებოდა თუმცა ჩემს ბედზე არცერთი არ გამოჩნდა.. ცოტა ავღელდი კიდეც,მაგრამ უეცრად მანქანის მუხრუჭების ხმა გაისმა,შემდეგ მანქანის კარების “ჯახუნის”.. გვერდით გავაპარე თვალი.. ახალგაზრდა შავებში გამოწყობილი, ახოვანი მამაკაცი სწრაფი ნაბიჯით მიახლოვდებოდა,ამან კიდევ უფრო დამძაბა.. -საყვარელო მაპატიე დავაგვიანე.-გამიღიმა და ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია.. გაკვირვებული ვუყურებდი უცნობ მამაკაცს,მან კი ჩემს მდევრებს მრისხანედ დაუბრიალა შავი კუპრივით თვალები.-ბიჭებო რამე პრობლემაა?-მიმართა მათ. -არა ძმაო,უბრალოდ ვიფიქრეთ მარტოა და არ შეეშინდეს მივაცილებთ-თქო.-უაზრო რაღაც წამოაყრანტალა ერთ-ერთმა. -კარგი.. ამიერიდან ნუღარ იფიქრებ!-მკაცრად გამოსცრა უცნობმა და მანქანისაკენ გასწია თან მეც მივყავდი.. შავი „ბე ემ ვე“.. კარგად ვერ ვერკვეოდი მანქანის მოდელებში,მაგრამ ეს მანქანავიცოდი „ეფ 10“ ჩემი საყვ არელი მანქანა იყო.. შავ ბე ემ ვეზე ამხედრებულმა პრინცმა თავაზიანად გამიღო კარები და დაჯდომის თანავე ფრთხილად მომიხურა.. აზრზე ვერ მოვედი ჩემს თავს რა ხდებოდა.. ვინ იყო,რა უნდოდა.. თუმცა მაინც ჩავჯექი მის მანქანაში.. სწრაფად დაუბრუნდა მძღოლის ადგილს და ადგილს მოსწყდა მანქანა.. შეშინებულმა კარების სახელურს მაგრად მოვუჭირე ხელი.. როცა ჩემი დაძაბულობა და საერთოდ ჩემი არსებობა იგრძნო,სიჩქარეს შეუნელა.. -მაპატიეთ,არ მინდოდა შემეშინებინე,უბრალოდ რომ დავინახე როგორ აგედევნენ თავი ვერ შევიკავე.-რა უნდა მეთქვა მისთვის? უბრალოდ დაბნეული ვიჯექი ბოლოს ძლივს ამოვალუღლუღე „მადლობა“ -თუ შეგიძლიათ გააჩერეთ,მე გადავალ.. -ისევ შარში რომ გაება?-გაეცინა პრინცს და სიცილისაგან გამოწვეული ნაჩქმეტები გაუჩნდა ლოყაზე. -სახლში უნდა მივიდე,თორემ.. -თორემ რა?.. -მამა ინერვიულებს.-მხრები ავიჩეჩე მე -კარგი,მიგიყვან მისამართი მიკთხარი.. -საჭირო არ არის.. ტაქსით წავალ. -შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს როგორც შევნიშნე.. -თქვენი მადლობელი ვარ,რომ მიხსენით იმ არაკაცებისაგან. -თქვენობით ნუ მომმართავ.. თითქმის ჩემი ხნის ხარ.. შეთე მქვია.-კვლავ გაიღიმა და ვარსკვლავებ აულიცლიცდნენ შავ თვალებში.სუნთქვა შემკრელი გარეგნობა ჰქონდა შეთეს.. -მადლობა შეთე..-გავუღიმე საპასუხოდ და მანქანიდან გადავედი.ტაქსში რომ ვჯდებოდი მისი სიახლოვე ვიგრძენი და უკან მივიხედე. -თქვენი სახელი არ გითქვამთ.. -ანაბელი.-მამაკაცმა გაიღიმა. -როგორც ედგარ ალან პოს ლექსშია?-მკითხა და მანქანის კარები მომიხურა. -დიახ,თუმცა იმედი მაქვს ტრაგიკულად არ დავასრულებ როგორც ანაბელ ლიმ.-გავუღიმე და მანქანა დაიძრა.. სახლში მისულს მამა არ დამხვდა,ამიტომ ტახტზე მოვკალათდი და ფიქრებმა წამიღეს.. თითქოს გული ამოვარდნაზე მქონდა.. ღმერთს ვეკითხებოდი რა მჭირდა და რატომ მახსენდებოდა ჩემი დღის გმირი შეთე, მისი მომაჯადოვებელი ღიმილი.. სუნთქვა შემეკრა და სული ამიფორიაქდა.. ვეცადე ფიქრები უკუმეგდო და დამეძინებინა. უცნაური სიზმარი ვნახე,თითქოს ჩემს გონებას ახალი სახელის გაშვება არ სურდა,თითქოს უნდაოდა ღრმად შემენახა მისი სახე .. მესიზამრა,საოცრად მომხიბვლელი მამაკაცი.. საოცარი ღიმილითა და შავი კუპრივით თვალებით.. როცა გავიღვიძე სული გული საგულედან ამოხტომას ლამობდა.. რა მჭირდა ვერ ვხვდებოდი,ნუთუ ეს ერთი ნახვით კი არა, ერთი დანახვით სიყვარულინ იყო? არა.. მე ხომ ამის არ მჯერა,შეუძლებელია ადამიანი ნახო და იმ მომენტშივე შეგიყვარდეს.. მე უბრალოდ მისმა რაინდობა მომხიბლა და ეს იყო.. აქამდე ხომ არავის დავუცვივარ არსად,აქამდე ხომ „საყვარელოთი“ არავის მოუმართავს? უბრალოდ მოვიხიბლე და გამოუცდელ გულს ეს სიყვარულში აერია.. დილით მარიამი დამადგა თავზე,მიმიყვა როგორ სასტიკდ იჩხუბეს გასულ ღამეს მან და ნიკოლოზმა,თქვა რომ დაშორდა და მისი ნახვა აღარასოდეს უნდოდა. ერთად ვსაუზმობდით მე მარიამი და მამა.. -ვერ წარმომიდგენია დაივიწყო ადამიანი რომელმაც ბედნიერება მოგანიჭა თუნდაც მცირე ხნით..-ჩემდა უნებურად გამეღიმა და სწორედ ამან მიიპყრო მამაჩემის ყურადღება,მაგრამ გოგონების საუბარში არ ჩაერია. -როცა გულს უმოწყალოდ გატკენენ ის ბედნიერი წამებიც ქრება ანაბელ,ყველაფერი შავი ღრუბლებით იფარება და მხოლოდ ტკივილი გტანჯავს! შენ არ გამოგიცდია რა არის ღალატი და იმედგაცრუება და იმედი ამქვს ამ ორს ვერასოდეს გაიგებ.-მამამ ჩაახველა რადგან თემის შეცვლა უნდოდა. -გოგონებო დღე რა გეგმები გაქვთ? -რავიცი რასაც მოვიფიქრებთ.. -სიცილით ვუპასუხე მე. -კარგი მე წავედი და ჭკვიანად იყავით.-შუბლზე მაკოცა და სამსახურისაკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. დღეები ერთმანეთს მიეწყო.. სრული მოსაწყენი ცხოვრება გვქონდა მე და მარიამს.. უნივერსიტეტი,სახლი,ბარი,სახლი უნივერსიტეტი და ასე დაუსრულებლად.. მხოლოდ ქეთა იყო ჩვენს სამში ბედნიერი და ეს გვახარებდა.. მისი მრავალფეროვანი ცხოვრებით ვიყავით მოხიბლულები,თუმცა არ გვშურდა როგორც ახლანდელ გოგონებს შურთ ერთმანეთის და ცდილობენ უბოროტონ.. ერთ-ერთ დღეს ქეთას მდიდრულ სასახლეში ვსტუმრობდით,თავის საძინებელში ვიჯექით და ვჭორაობდით როცა ქეთას დედა მაიკო შემოვიდა ოთახში.. -ქეთა წვეულებაზე წასვლა დაგავიწყდა?-ჰკითხა მას. -მაგრამ გოგონები მყავს სტუმრად,თანაც იქ რა მინდა..-გაასავსავა ხელები -გოგონებთან ერთად წადი.. ხომ იცი რომ ეს აუცილებელა..-შემდეგ გოგონებს გადმოგვხედა მაიამ და ქეთას კარადა გამოაღო.-სწრაგად გოგონებო მოემზადეთ და წადით წვეულებაზე.. მაიკო მართლაც ქალთა შორის ყველაზე სამაგალითო დედად მიმაჩნდა.. ხანდახან ვფიქრობდი,დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო ნეტა მას თუ ემგვანებოდა სათნო ხასიათით.. მაიკო სითბოს არ იშურებდა ჩვენ სამივესათვის და როგორც საკუთარ შვილებს ისე გვეპყრობოდა,რაც ძალიან მაკვირვებდა... ხომ იცით მდიდარი ქალების ამბავი,მათი ქედმაღალი და ამპარტავნული მზერა გულს რომ მოგიკლავს ადამიანს,მაგრამ მაიკო სიკეთის ეტალონი იყო.. სამზადის მოვრჩით და წვეულებაზე არც თუ ისე შორს.. მეგობელთან გადავედით.. ელიტარული წვეულებები ყველასათვის ცნობილია რადგან ყველა ჟურნალი ხომ მათ განიხლავს? ასევე ის ელიტაც რომელიც იქ იმყოფბა.. დიდად არ მიყვარდა მსგავსი წვეულება,რადგან თავს არარაობად ვთვლიდი ამ გარემოცვაში,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა რომ მე ჩემი ვინაობის მრცხვენოდა.. უბრალოდ ეს ხალხი არ ჰგავდა მაიკოს რომელიც სათნო და სპეტაკი მზერით უყურებდნენ ერთმანეთს.. პირქით გრუბი და დაძაბულები იყვნენ.. -გოგონებო მე ცოტნეს ვნახავ და მოვალ.-თვალებ გაბრწყინებული ქეთა შეყვარებულისაკენ გაემართა.. -ღმერთო ქეთას ძალან გაუმართლა, როგორც მშობლებში ისე შეყვარებულში.-აღტაცებით აღნიშნა მარიამმა და ლამის ძალით მიმათრია ბართან.-მოდი დავლიოთ და ჩვენს უბადრუკ რაობაზე ფიქრი შევწყვიტოთ.. ალბათ პირველად და უკანასკნელად ვიმყოფებით ელიტის წვეულებაზე.. მიდი შევირგოთ..-სიცილით თქვა და ბარმენს სასმელი შეუკვეთა. -მარიამ ხომ იცი არ ვსვამ..-თვალები გადავუბრიალე.. -ბატონ ლევანს მე ვეტყვი.. -რას ეტყვი შენ გოგო! მარიამი გემრიელად მიირთმევდა თავის სასმელს მე კი სტურებს ვაკვირდებოდი.. კარებში პომპეზურად შემოიჭრა ახალგაზრდა მამაკაცი,რომელის იდუმალ ,კუპრივით შავ თვალებს გაურბოდნენ და გვერდს ჩაუვლიდა თუ არა ერთმანეთს რაღაცას უჩურჩულებდნენ.. პ.ს დღეს საღამოს დავდებ მომდევნ თავს,რა საკვირველია თუ მოგეწონათ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.