შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 19


20-10-2018, 22:22
ავტორი katiusha
ნანახია 3 148

ნინიამ წაკითხვა დაამთავრა,ყველაფერი ისევ საქაღალდეში დააბრუნა და ლევანს მიაჩერდა.
-ეს არაა სიმართლე რაც აქ წერია.
-რას ამბობ ნინია?ეს ყველაფერი პოლიციამ გამოიძია.მესმის შენი.ახლა არ ელოდი ამ ყველაფერს,გული გტკივა და მაინც მათ გამართლებას ცდილობ.
-არა ლევან,ასე არაა,რადგან ვამბობ ვიცი რომ ასეა.ეს დანა მე და ბერდიამ ერთად ვიყიდეთ,ამბობდა მეგობრისთვის მინდა საჩუქრადო.ზუსტად ვიცი ასეთი სხვა არ არსებობს,სპეცშეკვეთით დავამზადებინეთ და გარედან ტარი ოქრომჭედელს მოვაჭედინეთ. ასე რომ გეუბნები უნდა გავარკვიოთ ვის აჩუქა ჩემმა ძმამ ეს დანა და მერე რაღაც კვალზე დავდგებით.
-მეხუმრები ნინია?იცი ახლა რა გააკეთე?
-რა?-მხრები აიჩეჩა გოგომ.
-ის რომ გამოძიებას სრულიად სხვა მიმართულება ეძლევა.აზრადაც არავის მოსვლია რომ ბერდია არაბული დაეკითხათ მაშინ.ის აქედან წასული იყო,რატომღაც ყველას გვეგონა რომ ის გაიქცა და დაიმალა იმ თავის გუ...ნუ რა მნიშვნელობა აქვს,აქ არ იყო და პოლიციამაც საქმე მიჩქმალა.ჩვენ ვფიქრობდით რომ მამაშენმა ფული გადაიხადა.
-მამაჩემი ასეთ სულმდაბალ საქციელს არასოდეს ჩაიდენს და არც ბერდია გაექცევა პასუხისმგებლობას,დამიჯერე ის რომ დამნაშავე ყოფილიყო,მამა თავის ხელით მიათრევდა პოლიციაში.
-ხო აბა რაა,და მე რომ გამიშვა ციხეში?-გაბრაზებით თქვა ბიჭმა.
-თქვენი ამბავი როგორ იყო?
-დანის მფლობელის ამბავი რომ გავიგე,ჩემი მშობლების დაღუპვიდან ერთი თვე იყო გასული,შენს ძმას ჩავუსაფრდი,ნუ როგორც ხდება ვიკამათეთ,მერე მუშტების ქნევაზეც გადავედით და ერთმანეთს საჩუქრები დავუტოვეთ..მე ციხეში მოვხვდი,ის კი საავადმყოფოში.რა გააკეთა მამაშენმა?ადგა და მიჩივლა,ისე რომ არ გაურკვევია მიზეზი.
-ყველა მამა ასე მოიქცეოდა შვილის დასაცავად..
-ახლა უკვე მათ გამართლებას იწყებ.ყველა მამა ასე არ მოიქცეოდა.მამაჩემი ჯერ სიმართლეს გაარკვევდა,ჩხუბის მიზეზს და მერე იმოქმედებდა...
-არავინ იცის ვინ როგორ მოიქცევა,როცა გადარჩენის ინსტიქტი იწყებს ტვინში მოქმედებას..
-მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს?ისინი ალბათ არასოდეს შეეგუებიან ჩვენს ურთიერთობას.
-შენ მე არ მიცნობ საყვარელო,როცა რაღაცას დავისახავ მიზნად,აუცილებლად ვაღწევ.რაო რა თქვი,როდის მოხდა მკვლელობა?ნინიამ საბუთებს ჩახედა და უნებურად სახე გაუნათდა.
-რამდენადაც ვიცი,ამ დროს ბერდია დემეტრესთან და ნიკუშასთან ერთად თბილისიდან იყონწასული.მართალია მაშინ არ გვითხრეს სად იყვნენ,მაგრამ აქ რომ არ იყვნენ,ზუსტად ვიცი.
-აჰ,შესანიშნავი სამეული.მაგას როგორ იტყოდნენ სად იყვნენ?როგორ ვერ ხვდები რას აკეთებდნენ მაგ დროს?ჩემს ბინაში იყვნენ საქმის შესასრულებლად...
-ერთხელ კიდევ იტყვი მაგას და გეფიცები წავალ.დავივიწყებ ყველაფერს და არასოდეს დავბრუნდები შენთან.-დაემუქრა გოგო.
-უკვე მაშანტაჟებ!როგორც ჩანს შენთვის ეს ყველაფერი არ უნდა მეჩვენებინა,აზროვნების უნარი დაკარგული გაქვს.
-არაფერი არ მაქვს დაკარგული,ეს შენ გაქვს გონება დაბინდული, საღად ვერ აზროვნებ.დაფიქრდი რაში სჭირდებოდათ ასეთ ცნობილ და პოტენციურ მილიონერ ხალხს,უბრალო ოჯახში საყაჩაღოდ შესვლა და მითუმეტეს მკვლელობა.
-ნინია მანქანაც ბერდიასია ხედავ?
-მერე რაა,ეგ არ ამტკიცებს რომ საჭესთან ის იჯდა.მანქანას დაბურული მინები აქვს.
-მოკლედ ყველა გზა მომიჭერი,
-ვაზროვნებ და იმიტიმ.აღიარე რომ ყველაზე მაგარი და ნიჭიერი შეყვარებული გყავს.
-კარგი ვაღიარებ,ყველაზე ჭკვიანიც და ყველაზე საყვარელიც,-ქისტაურმა ხელი მოხვია და მკერდზე მიიხუტა.
-აუცილებლად გავარკვევ სად იყვნენ ბიჭები იმ ღამეს,ვის აჩუქა ბერდიამ დანა და მეტიც იმ დღის კამერების ჩანაწერს მოვიძიებ,რომ დაგარწმუნო მანქანასთან სხვა იჯდა.
-ნინია ეს საშიში არაა?
-ეს ჩემი ოჯახია და როგორც ამბობენ ციხე შიგნიდან ტყდებაო.თუ დამნაშავეები არიან ყველა დაისჯება.
-რა სასტიკი ხარ ნინია.
-არც ისე,შენ უფრო სასტიკი ხარ,ამდენი ხანია შენი კოცნა მწყურია და შენ არ იმეტებ...
-მაგას როგორ დაგზარდები,-გაეცინა ბიჭს და მეორე კოცნა აჩუქა ნინია არაბულს...
კარზე ზარის ხმა გაისმა.ბუზღუნით მოშორდა გოგოს და გასაღებად წავიდა. მეტრეველი რომ აესვეტა,თავი უხერხულად იგრძნო და კარში გაიჩხირა.
-რა გჭირს შეჩ..ა?შემომიშვი.
-აქ ნინიაა და ისეთი არაფერი თქვა,რომ ეწყინოს..
-რა უნდა ეწყინოს?მადლობა მითხარით რომ ერთად ხართ.-გაიცინა ბიჭმა,ხელით გვერდზე გასწია და ოთახში შევიდა.ლევანი უკან მიჰყვა.
-არაბულს გაუმარჯოს.როგორ ხართ გვრიტებო?
-შენი წყალობით კარგად.
-მიხარია,-სავარძელში ჩაეშვა მათ პირდაპირ თორნიკე.ქისტაური კი გოგოს მიუჯდა გვერდით
-აბა გვრიტებო,მოყევით ახლა გაარკვიეთ ყველაფერი და ერთად ხართ თუ ისევ ჩავერიო?
-ერთად ვართ,-თავი მიადო ნინიამ მკერდზე.
-შენ სხვა დროს მოგთხოვ პასუხს იცოდე.
-რა დავაშავე?
-გრძელი ენა რომ გაქვს.-საქაღალდე დაანახა ბიჭმა
-ოდესღაც ხომ უნდა გაირკვეს სიმართლე და კარგი იქნება თუ ნინია დაგვეხმარება ამაში.ჩვენით ვერაფერს ვაკეთებთ,ჩიხში ვართ.
-კარგია რომ მითხარი თორნიკე ეს ყველაფერი.ისეთი რაღაცეები გავიხსენე,რაც თქვენ აზრადაც არ მიგივიდოდათ.
ყბა ჩამოუვარდა მეტრეველს,როცა ნინიამ ყველაფრის მოყოლა დაასრულა. რამდენიმე წამს ჩუმად იყო,მერე კი ხელი ხელს შემოჰკრა.
-აი ძმაო ქალი,შენთვის შეუქმნია ღმერთს.
-ეს კი და შენ რომელ ქალს ებრძოდი ერთი ვიცოდე?
-რას გულისხმობ?
-შენს ტუჩს,თვალი ჩაუკრა ნინიამ
-ერთი განსაკუთრებული ქალია,არ იცნობთ,მართალია პანტერასავითაა,მაგრამ მალე მოვათვინიერებ.-ჩაეღიმა მეტრეველს სოფოს გახსენებაზე.
-რადგან ასეა,უკვე საღამოა და სამუშაო დღეც სრულდება ხომ არ ავღნიშნოთ ჩვენი ამბავი?
-კარგი აზრია..დუდას დავურეკავ..
-მე თამარს დავურეკავ...
-აზრი არ აქვს,ერთად იქნებიან.-ჩაერთო თორნიკე..
-მართალი იყავი,ერთად არიან,-გაეცინა ლევანს.
-ესენი ცუდად ეპრანჭებიან ერთმანეთს,დარჩი მეტრეველო მარტო?
-რატომ ამბობ მაგას?იქნებ მე დაგასწროთ?
-პრინციპში ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ..
-ეს როდის აქეთ აღადავდა ასე?
-მას მერე რაც მე გამიცნო,ხომ ასეა პატარა?
-პატარა?-სიცილი ატეხა თორნიკემ.
-ნუ დამცინიხართ..
-კარგი ხო ვჩუმდებით,ერთმანეთს გადახედეს ნინიამ და თორნიკემ,მაგრამ ჩუმად მაინც ფხუკუნებდნენ.
-ადექით ახლა სამზარეულოში გავიდეთ და რამე მოვამზადოთ მათ მოსვლამდე.
-მე მაგ საკითხში არ გამოვდგები,მხოლოდ კვერცხის შეწვა ვიცი,-თქვა ნინიამ.
-მე მუშტების ქნევა და ჩხუბი მეხერხება.რა ვქნათ?
-მე ვიცი,-ეშმაკურად ჩაეღიმა არაბულს და ნომერი აკრიფა.დიდხანს გადიოდა ზარი,მაგრამ მაინც უპასუხეს.
-სოფ როგორ ხარ?რა გაძინებს გოგო?ჯერ საღამოს ექვსი საათია...მოკლედ გოგოები გასართობად ვართ და გამოდი შენც რაა,მისამართს მოგწერ..რას ქვია არ გიშვებენ?-წამოდი მერე დაცვით და უთხარი ქვემოთ დაგელოდონ..აქ?.. მე,ლევანი,თამარი დუდა და...თორნიკე...ოო ნუ იბუტები რაა..მოხვალ...ვიცი ვვრ გაძლებ სახლში...გუგას?დაიკიდე რააა ეგ გუგა,ისედაც არ მეხატება გულზე,მერე რა რომ ჩემი ძმის ძმაკაცია..მაინც მოგწერ..დროებით..
-არ მოვა,-მაშინვე თქვა მეტრეველმა,როგორც კი ტელეფონი გათიშა.
-მე თუ სოფო გიგაურს კარგად ვიცნობ მოვა,თან ისე რომ გუგას არც კი ეტყვის სადაა და არც დაცვას წამოიყვანს,გამოიპარება..
-დაველოდოთ.-კმაყოფილი გადაწვა სავარძელში და ჩაიღიმა ეშმაკურად.
**********


მაშინვე გამოფხიზლდა,როგორც კი ნინიამ დაურეკა.რაღა დააძინებდა.საწოლზე წამოჯდა და სულ მომხდარზე ფიქრობდა.ჭკუიდან გადადიოდა ისე იზიდავდა ეს ბიჭი,მაგრამ მასთან სიახლოვე აშინებდა,რაღაცნაირი თვალები ჰქონდა, მიმზიდველი და ამავე დროს თითქოს დამღუპველი...
დიდი დრო არ იყო გასული,რაც მას იცნობდა,მაგრამ ამ დროის განმავლობაში იმდენი რამე და ისეთები მოხდა რომ ვერაფრით ივიწყებდა.ის კოცნა დაუვიწყარი იყო.მსგავსი რამ ცხოვრებაში არ განუცდია.გრძნობდა როგორ იჭრებოდა მის გულში და გონებაში მეტრეველი და სავარაუდოდ იქ დიდხანს დარჩებოდა.სამუდამოდ თუ არა..
არა,სხვა გზა არ იყო,ერთხელ მაინც უნდა გაეკეთებინა ის რაც გულს უნდოდა.ტელეფონზე შეტყობინება გაგზავნა,კმაყოფილს ჩაეცინა,მერე კარადა გამოაღო,ტანსაცმელი გამოიცვალა,კომფორტულად და მოხერხებულად ჩაიცვა,რომ ღობეზე გადაძრომის დროს ხელი არ შეშლოდა...
გარეთ უკვე ელოდა ტაქსი. მისამართი უკარნახა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.

ხმაურით შემოიჭრნენ დუდა და თამარი ქისტაურის ბინაში და იქაურობა აახმაურეს.დიდი ხანია ამ სახლს სტუმრები არ ღირსებია,არადა მისი მშობლების სიცოცხლეში მუდმივად სუფრა იყო გაშლილი...
-სუფრას სად ვშლით?-იკითხა თამარმა.
-იცი აჯობებს აქ მისაღებში გადავინაცვლოთ,სამზარეულოში ვერ დავეტევით..
-ყოჩაღ ნინია,უკვე გაშინაურებულხარ,რძლობასაც ხომ არ გვიპირებ?-გაეხუმრა დუდა.
-რატომაც არა,თუ შენი მეგობარი თანახმა იქნება-ენა გამოუყო არაბულმა.
-ესენი ასე შორს როდის წავიდნენ?-რამე გამოვტოვე?-გადაუჩურჩულა შეგელიამ მეტრეველს.
-გრძელი ამბავია,ახლა ვერ მოგიყვები,,
-ნუ ჭორაობთ,-გამოსძახა ქისტაურმა სამზარეულოდან.
-ხო რაა,ჩვენ აქ ვწვალობთ და ესენი სულ არ გვეხმარებიან..
-გითხარი თამარ პიცა გამოვიძახოთ-თქო. თქვენ არაო,ახლა თქვენი წუწუნის ხმა არ გავიგო.
-თორნიკე გააჩუმე ეგ,თორემ მაგას შევწვავ ამ ქათმის მაგივრად..
-გაჩუმდიო შენმა მბრძანებელმა,-პატარა ბავშვივით გადასცა დანაბარები მეტრეველმა დუდას.
-მაინც ვერ მივხვდი ეს ქათამი როდის იყიდე,მე ხომ უკან ამოვიღე?-გაბრაზდა ნინია.
-როცა შენ შოკოლადებს არჩევდი.-ლოყაზე აკოცა ლევანმა.
-გვრიტებო მე მაინც მიმერიდეთ..-გაიხუმრა თამარმა და ისევ ქათამს მიუბრუნდა.-ჯანდაბა ვერაფერი გავუგე სად არის.გაბრაზებულმა დააგდო დანა.
-მოვა სოფო და მუხედავს.სასწაული საჭმელების გაკეთება იცის,
-რაღაც არ ჩანს ეგ თქვენი სოფო და გადაგაგდოთ მემგონი.-თორნიკეს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული,რომ ზარის ხმა სახლში
-აი თუ არ მოვა,-ერთდროულად გამოსძახეს გოგოებმა.ქისტაური კარის გასაღებად წავიდა.თორნიკე დაიძაბა და ისე გადაჯდა,რომ გოგოს პირდაპირ დაენახა.
პარკებით დატვირთული შემოიჭრა.
-არა,მაინც ვერ მივხვდი აქ რას აკეთებენ ეს მასხარები,მაგრამ კარგი საღამო რომ გამოვიდეს,ამისთვის რაღაცეები გამოვიყოლე-მაშინვე აქაქანდა სოფო და ქისტაური გადაკოცნა.თორნიკე რომ შეამჩნია დაიბნა და თვალი აარიდა
-აი ხომ ვთქვი საუკეთესო მზარეული მოვიდა..
-მოიცა თამარ,ამისთვის დამიძახეთ?
-არა,იმიტომ გითხრეს,რომ გუგასთან არ წასულიყავი,-უპასუხა თორნიკემ.
-შენ ნუ ერევი იმ საქმეში რაც არ გეხება.ლევან მაჩვენე სამზარეულო.
ბიჭმა სამზარეულოში გაიყვანა და პარკები მაგიდაზე დააწყო.
-ისედაც ყველაფერი გვქონდა რატომ შეწუხდი?
-დარწმუნებული ვარ ეს არ გქონდათ,-გაიცინა გოგომ და პარკიდან ბოთლით შავი ღვინო ამოაცურა
-ოოო,ეს კი მართლაც არ გვქონდა.
-სოოფ,აი ამას მიხედე,მე ვერაფერი გავუგე,-ქათამი დაუდო წინ თამარმა.
-ყველაფერს მივხედავ,უბრალოდ თქვენ სუფრა გაშალეთ და მარტო დამტოვეთ..
-მოიცა ასე როგორ შეიძლება?მარტო როგორ შეძლებ,
-ჩვეულებრივად ლევან.მე მიჩვეული ვარ ასეთ რაღაცეებს,დამიჯერეთ თქვენ უფრო შემიშლით ხელს.მიდით ახლა ჰეე..წაიღეთ თეფშები და მაგიდაზე დააწყვეთ..
როგორც კი მარტო დარჩა წყალი მოუშვა და ქათამი გარეცხა, დაამუშავა,სანელებლები წაუსვა და შესაწვავად შედო გაზქურაში. სანამ ის შეიწვებოდა საცხობიდან ამოტანილი ცომი გუნდებად შეკრა,ყველი გახეხა და შიგთავსი გუნდებში გამოკრა..მალე გემრიელი სუნი დატრიალდა მთელ სახლში.. გოგოები წინ და უკან დარბოდნენ და სოფოს დავალებას ასრულებდნენ. ნაუცბათევი ვახშამი შესანიშნავი გამოვიდა. ისმოდა კომენტარებიც და ხუმრობაც.
-მალე მორჩები სოფო?
-ნახევარი საათიც მოითმინეთ და მზად იქნება ლევაან.-გასძახა სამზარეულოდან. ორ თეფშზე გაანაწილა ხაჭაპური და ისე გამოვიდა იქიდან. მეტრეველს შეეჩეხა ეგრევე მისი თვალები და გაწითლდა,თუმცა ბიჭის გარდა ეს არავის შეუმჩნევია. ნინია ლევანით იყო დაკავებული და თამარი დუდას ესაუბრებოდა.
მაგიდაზე დადგა და უკან გაბრუნდა,უკან გაჰყვა თორნიკეც,სამზარეულოს კარს მიეყრდნო და უყურებდა როგორ საქმიანობდა გოგო.როგორ ოსტატურად ჭრიდა შემწვარ ქათამს,ლამაზად დააწყო მერე დიდ თეფშზე და რომ უნდა გაეტანა მაშინ შეამჩნია კარში გაჩხერილი ბიჭი.
-დიდი ხანია აქ ხარ?
-არც ისე,,,
-აქ რატომ ხარ?
-შენ რატომ ხარ?-დაუბრუნა ბიჭმა კითხვა.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-ალბათ აქვს...
-არ ვიცი,ეგ მეც არ ვიცი,მეგონა შენ არ იქნებოდი.
-მე კიდევ მგონია რომ იცოდი რომ ვიქნებოდი და ამიტომ ხარ აქ.-ეშმაკურად ჩაიცინა მეტრეველმა.
-საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს..
-არც ისე,ისეთი წარმოდგენა მაქვს როგორიც უნდა მქონდეს,შენი გუგასგან განსხვავებით
-რატომ ახსენებ ყოველთვის მას და რატომ აფუჭებ ასეთ სიტუაციებს ამით?
-ვერაფერი გამიგია შენი,თუ ადამიანის ხსნება არ გინდა და ასე გაღიზიანებს,რატომ ხარ მასთან?რატომ შეურიგდი?
-შენ ვერ გაიგებ და ვერც აგიხსნი,ამის მიზეზი მაქვს ალბათ...
-აჰ,მიგიხვდი მიზეზს,ვერ თმობ შენს პირველ მამაკაცს...-ცინიკური გახდა მისი ხმა.გოგომ თავის დასაცავად ვერაფერი თქვა,თუმცა მეტრეველმა დაინახა როგორ აივსო მისი თვალები ცრემლით.მაგრამ იმდენად ამაყი იყო გიგაური არ მისცა თავს ტირილის უფლება და მითუმეტეს მას ენახა.უხმოდ აუარა გვერდი და დანარჩენებთან გავიდა.
-ნინია,სამზარეულოს მაგიდაზე საჭმელებია და ისინიც გამოიტანე,თამარ მიეხმარე,ბიჭებო სუფრასთან გელოდებით.-მაინც მხიარულობდა და ცდილობდა არ შეემჩნია მეტრეველისგან მიღებული წყენა და შეურაწყოფა.
რამდენი არ ეცადა,მაგრამ მაინც მის გვერდით მოუწია ჯდომა.შებოჭილი იჯდა,თითქოს მარწუხებისგან იყო დატყვევებული.
-უგემრიელესია ყველაფერი სოფო.მინდა ყველაფერი ვჭამო.
-მიირთვი დუდა,შეგერგოს. -გაიღიმა ნაძალადევად.
-ასეთი გემრიელად დიდი ხანია არაფერი გამისინჯავს,საკუთარი თვალით რომ არ მენახა,ვერ დავიჯერებდი რომ ეს შენ მოამზადე და ასეთ მოკლე დროში.
-ლევან სოფომ ეს ყველაფერი დიდი ხნის უკან ისწავლა.ჩვენსავით უნიჭო არ გამოდგა.
-უნიჭოები არც თქვენ ხართ,უბრალლდ ნაკლები ინტერესი გამოიჩინეთ მარო ბებო რომ გვასწავლიდა.
-ვინ?-დაინტერესდა თორნიკე.
-ერთი ბებო გვყავდა ყაზბეგში,ჩვენი ღვიძლი ბებო არ იყო,დედამ გაიცნო და მასთან ცხოვრობდა რამდენიმე წელი,ისე გვიყვარდა და ისე ვუყვარდით,ალბათ საკუთარი შვილიშვილებისგან არ განგვასხვავებდა.ის გვასწავლიდა ხოლმე მზარეულობას როცა მასთან ჩავდიოდით,ჩვენ სულ გართობაზე გვეჭირა თვალი,ეს კი რადგან ჩვენზე ცოტა უფროსო იყო და უკვე ქალობდა,მაროს ეხმარებოდა. იქიდან იცის ყველაფერი,
-წარმოგიდგენია იქ რომ ჩავდიოდით,ნამდვილი სოფლელი გოგო ხდებოდა.ეს რა არის,ნამდვილ ქათამს კლავდა და ისე ამზადებდა,ცხელ წყალში ჩააგდებდა და პუტავდა.ფუუფ,რა საზიზღრობა იყო..-დაიჯრანა ნინია,
-და ძროხასაც კი წველიდა,-დაამატა თამარმა.
-კარგით ახლა,ნუ შეაზიზღებთ ამ ხალხს ჩემს თავს.
-სულაც არა,რატომ?თუ ადამიანს შეუძლია,სათაკილო არაფერია.შრომა მითუმეტეს.-ჩაერთო ლევანი.
-ხო აბა რაა,ჩვენში ასეთი თორნიკე იყო,ის აკეთებდა მსგავს რაღაცეებს,უფრო სწორად საშინელებებს,მას ჰქონდა ცხოველებთან,ქვეწარმავლებთან და ფრინველებთან რაღაცნაირი დამოკიდებულება.აწამებდა მათაც და მასწავლებლებსაც..
-სადისტი ყოფილა ეგ თქვენი თორნიკე,-გადახედა სოფომ.
-სულაც არა,ის ისეთი გულჩვილი და თბილია.
-ნინია არაბულო ამ ხისთავიანს იცავ?-გაუბრაზდა სოფო.
-კი ვიცავ
-ვითომ რატიმ?ასეთი რა დამსახურება აქვს რომ?
-რა და....
-არ გინდა ნინია,გაჩუმდი,-ჩაერთო ჩუმად მყოფი მეტრეველი.
-იქნებ სიმშვიდე შევინარჩუნოთ?არ ვიჩხუბოთ..
-დუდა როგორც ყოველთვის ფორმაშია და სამშვიდობო მისიას ასრულებს.-გაიცინა მეტრეველმა.
-გაჩუმდი შენ,აიღე ეს გიტარა და რამე დაგვიკარი..-ხელში მიაჩეჩა შენგელიამ ინსტრუმენტი.
-შენ უკრავ?-გაოცებულმა შეხედა სოფომ
-დიახ ქალბატონო ექიმო.
-მაშინ იმღერე,-უცებ შეიცვალა სოფო.
როგორც კი მეტრეველმა გიტარის სიმებს თითები ჩამოჰკრა და ნაზი მელოდია ააჟღერა,მაშინვე დადნა გიგაური.მის სულში შეაღწია მუსიკამ და ისე ააფორიაქა დაწყნარება ძლივს შეძლო.ბიჭი კი მღეროდა და მღეროდა..ბოლო აკორდსაც ჩამოჰკრა და სიმღერა დაასრულა.შექებაც დაიმსახურა და კომპლიმენტებიც.
-აი ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებდი,-აღფრთოვანებულმა თქვა სოფომ.
-ვითომ რატომ ქალბატონო ექიმო?!
-შენ ისეთი ხარ...ისეთი რაღაცნაირი..-სიტყვები ვერ მოძებნა გოგომ.
-კარგი პირდაპირ მითხარი უზრდელი,ამპარტავანი და ავარდნილი ქუჩის ბიჭი..
-მე ეს არ მითქვამს...
-მაგრამ გინდოდა გეთქვა...
კიდევ გააგრძელებდნენ კამათს სოფოს ტელეფონს რომ არ დაერეკა.ნომერი იცნო და გოგოებს გადახედა.
-დემეტრე რეკავს...
-უპასუხე,იმედია ჩემს ძმას გადავურჩებით...
-გისმენ დემე..
-სოფ სად ხარ?გოგოები შენთან არიან?
-კი ერთად ვართ დემე,
-სად ხართ მოგაკითხავთ მე და გვანცა,სიუპრიზი გვაქვს..
-მეტი რაღა სიუპრიზი უნდა გქონდეთ?მოულოდნელად გამოგვიცხადეთ რომ ქორწინდებით და დაგვტოვეთ ასე გაღიმებულები,-გაიცინა სოფომ.
-თქვენ რაა ჩვენი ნახვა არ გინდათ?
-არა,როგორ არა,საიდან მოიტანე ეხლა ეგ?
-მოკლედ სახლში მოდით რაა,თქვენ მაინც მოდით.ბერდია და ანა წავიდნენ,არ დარჩნენ ჩვენთან,გუგაც წავიდა,საერთოდაც თქვენ ასე ცალ-ცალკე რატომ დადიხართ?
-ვერ ვემთხვევით ერთმანეთს,დაკავებულები ვართ,
-თუ ისევ იჩხუბეთ,,
-დემეტრე ძალიან გთხოვ ნუ ერევი ჩემი და გუგას ურთიერთობაში..
სოფომ დაინახა როგორ დაიძაბა თორნიკე მის ხსენებაზე და სახე ეცვალა.
-ხვალ გნახავ დემე,ახლა გვიანია,არ მცალია,,ძალიან დავიღალე,სახლში მივდივარ..გოგოებს შენ დაურეკე,იქნებ წამოვიდნენ.ნახვამდის დემე..
-რა იყო ეხლა ეს აბდაუბდა ლაპარაკი?
-კარგად ლაპარაკი შენ გეხერხება,მიდი დაურეკე და უთხარი უცხო ბიჭებთან ერთად ვართ ერთ-ერთის ბინაში და ვვახსმობთო,ნახავდი შენ დემეტრე ბექაურის გაგიჟებას და ჭკუიდან გადასვლას .
-მოიცა ეხლა,ესენი უცხო ბიჭები არ არიან,ლევანი ჩემი შეყვარებულია...
-მათთვის უცხოები არიან ნინია.-უპასუხა სოფომ და ისევ ტელეფონს დახედა,
,რომელიც არ ჩერდებოდა. უცხო ნომერი რომ დაინახა,უარესად დაიბნა და დანარჩენებს გადახედა.არც კი უპასუხა ისე წამოდგა.
-ახლა მართლა უნდა წავიდე.მეტს ვეღარ დავრჩები,სასიამოვნო იყო თქვენთან დროის გატარება,მაგრამ მეც საქმეები მაქვს.
-ვინ იყო?რატომ არ უპასუხე?-დაინტერესდა თორნიკე.
-ალბათ გუგა იყო,ახლა გავრდება მასთან,რატომ არ შეგიძლია ყოველ დარეკვაზე არ წავიდე და უარი უთხრა?
-იმავე მიზეზის გამო,რის გამოც ახლა შენ ლევანთან ხარ..-უპასუხა ნინიას და გასასვლელისკენ წავიდა.
-მარტო წახვალ?თორნიკე გაგაცილებდა.
-არა,ლევან,არ მინდა,მადლობა,ტაქსს გამოვიძახებ.დროებით...
როგორც კი გარეთ გავიდა,მაშინ უპასუხა ტელეფონს.
-მოვდივარ,ნახევარ საათში ვიქნები ჩვენს ბინაში.-მოუჭრა მოკლედ და ტაქსს გაუქნია ხელი

********
მეტრეველს ჯერ კიდევ ეძინა,დედის კივილმა რომ შეძრა სახლი და არ გაჩერდა.ეძინებოდა,მაგრამ მაინც გაახილა თვალი და საწოლში წამოჯდა.ნეტავ ამჯერად რა მოხდაო გაიფიქრა და სანამ გარეთ გავიდოდა,მანამდე შემოგლიჯა ქალმა კარი
-ეს რა არის?ეს რას ნიშნავს?ამიხსენი თორემ გავგიჟდები.-აუფრიალა სოფოს სურათი წინ.
-რა არის და სურათი,-უპასუხა მშვიდად,სპორტული შარვალი ამოიცვა და ოთახიდან გავიდა,დედაც უკან მიჰყვა.
-რა უნდა ამ გოგოს სურათს შენი შარვლის ჯიბეში?
-შენ ჩემს ჯიბეებში იქექები დედა?-მკაცრად შეხედა ქალს.
-უნდა გამერცხა და გადმოვარდა,მითხარი რომ ის არ არის რასაც ვფიქრობ..
-მე რა ვიცი შენ რას ფიქრობ?
-იცი ეს გოგო ვინ არის?
-კი ვიცი
-მერე მასთან რა გინდა?
-მე არაფერი,მაგრამ მაინტერესებს შენ რა პრობლემა გაქვს მასთან?
-ეს შენ არ გეხება.-მოლბა ქალი.
-მეხება,დიახ,ზუსტადაც რომ მე მეხება.მაინტერესებს რა პრობლემა გაქვს მასთან და მის ოჯახთან,ბოლოსდაბოლოს სიმართლე მაინტერესებს.
-მე არ მსურს ამაზე ლაპარაკი
-მოგიწევს დედა,იმიტომ რომ უკვე ძალიან დავიღალე თქვენი პრობლემებით,წარსულის კვალდაკვალ სიარულით და ცხოვრებით,დღემდე მოქმედებს და გავლენას ახდენს ეს ჩემს ცხოვრებაზე.
-რა გაინტერესებს რაა?ის რომ მამაშენს მთელი ცხოვრება ის ქალი უყვარდა და მისი სიყვარულის აჩრდილი არ მასვენებდა ამდენი წელი.
-თუ იცოდი რომ მას სხვა უყვარდა,რატომ გაჰყევი ცოლად?
-მიზეზი მქონდა,თან მეც მიყვარდა.
-ხომ დაინახე რომ მას არ უყვარდი?მერე გაგეშვა მასთან?იქნებ ასე ორივე უფრო ბედნიერები ყოფილიყავით და ასე არც მე დავტანჯულიყავი?
-არ შემეძლი,მიყვარდა,გესმის ეს რას ნიშნავს?მიყვარდა,-ჩაილაპარაკა ქალმა და სკამზე ჩამოჯდა.რაღაცნაირი საცოდავი ეჩვენა დედა ამ მომენტში თორნიკეს.
-გიყვარდა?მე ვფიქრობ ეგოისტობა უფრო იყო ეგ.არც შენი ყოფილიყო და არც იმისი.ასე რომ მორჩი იმის მტკიცებას რომ მსხვერპლი ხარ.მსხვერპლი კი არა ეგოისტი ხარ,ეგოისტი.,-დაუმარცვლა ბიჭმა
-დედას როგორ ელაპარაკები?აი ამასაც მიაღწია იმ ძუკნამ და ჩემი შვილი ამიმხედრა,არ გაეკარო,გესმის?არ გაეკარო მის მოდგმას და მის ნაშიერებს. თორემ მერე ნახავ როგორია გამწარებული სესილი.არაფერზე დავიხევ უკან,არც მის მოკვლაზე,-ქალის თვალებში სიძულვილი აირეკლა და თორნიკემ კარგად დაინახა დედის ნამდვილი სახე
-თუ რამე მსგავსს ჩაიდენ,გეფიცები სამუდამოდ დამკარგავ.არასოდეს არ გაპატიებ.გესმის?არასოდეს..უარს ვიტყვი შენზე.
-ამას ვერ გააკეტებ.
-გავაკეთებ და უარესსაც ჩავიდენ.შენ ვერც კი წარმოიდგენ მე რისი გაკეთება შემიძლია,როგორც ჩანს შენ გგავარ სიგიჟეებში.-მიაძახა შვილმა და სახლიდან გავარდა.
-მოვკლაავვ,ნამდვილად მოვკლავ ყველას...-იკივლა ქალმა და ნივთების სროლა დაიწყო აქეთ-იქით.

ზაზამ რომ შვილი დაუნახა ოფისსი და მითუმეტეს განერვულებული,ძალიან გაუკვირდა,კაბინეტში შეიყვანა და გამოკითხვა დაუწყო
-რა ხდება შვილო?
-სალაპარაკოდ მოვედი.
-დაჯექი ვილაპარაკოთ.
-სიმართლე უნდა ვიცოდე.
-რა სიმართლე?ვერ ვხვდები
უნდა მომიყვე შენი წარსული.და აქედან მანამდე არ წავალ,სანამ არ მეტყვი.
ზაზა დაიბნა და ეცადა საუბარი აერიდებინა,მაგრამ თორნიკე ისეთი მკაცრი იყო სხვა გზა არ დაუტოვა.
-რა გაინტერესებს?
-შენი ურთიერთობა იმ ქალთან.დეტალები.
-ეგ შენ არ გეხება
-მეხება და თან როგორ.მგონი შეყვარებული ვარ მამა,გესმის?შეყვარებული მის ძმიშვილზე.გესმის ეს რას ნიშნავს?-სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა თორნიკემ.
-არც კი ვიცი რა ვთქვა,როგორც ჩანს წარსულმა თავის ნაკვალევი დატოვა.მაგრამ რატომ შეხვდით მაინცდამაინც თქვენ?რატომ...
-არ ვიცი,მამა,არ ვიცი.თავს ვებრძვი,ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო,მაგრამ არაფერი გამომდის.
-პირველად სოფო საავადმყოფოში ვნახე,-დაიწყო ზაზამ მოყოლა.-დამწყები ექიმი იყო,ისეთი საყვარელი,ისეთი ენერგიული,მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო,მაშინვე დამაინტერესა.მე სასწრაფოს მანქანაზე ვმუშაობდი მძღოლად. როგორღაც მოვახერხე და გავიცანი.მეგონა ახლოსაც არ გამიკარებდა,მაგრამ ასე არ მოხდა.ერთმანეთი გავიცანით კიდეც და დავუახლოვდით.მალევე გავხდით შეყვარებულები.მის მეგობრებს არ მოვწონდი,განსაკუთრებით მის ახლო მეგობარს თამუნას,მაგრამ გოგო ისე ძლერად მიცავდა და ისე იყო შეყვარებული ყველას დაუპირისპირდა.ყველამ გაიგო რომ შეყვარებულები ვიყავით,მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ამაზე შორს წავიდა...იმ დროს ქალის და კაცის ქორწინებამდე ურთიერთობას,ცოტა სხვანაირად უყურებდნენ.მაგრამ ამასაც არ შეუშინდა. მეც ბედნიერი ვიყავი რომ ასეთ ქალს ვუყვარდი ასეთ ძლიერს და მამაცს.
-შენ თუ გიყვარდა?-დაისვა შვილმა ჩამჭრელი კითხვა.
-მე სულელი ვიყავი,ისეთი სულელი რომ მეგონა ყველაფერი მეპატიებოდა და მისი სიყვარული საკმარისი იქნებოდა. როგორც კი შესაფერის დროს ვპულობდი,ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვღალატობდი..ასე გამოჩნდა დედაშენი,გასაქანი არ მიმცა.მეგონა მისი ფულებით ბედნიერი ვიქნებოდი და დავმალავდი ჩვენს ურთიერთობას.მერე გამომიცხადა ორსულად ვარო.ავირიე,სოფოსთანც აირია ურტიერთობა,აქეთ სესილი მემუქრებოდა ცოლად თუ არ მომიყვან ჩემებს ვეტყვი და საქმე სხვანაირად წავაო.მეც შემეშინდა,თან მეგონა მიყვარდა და არჩევანი დედაშენის სასარგებლოდ გავაკეთე.სოფო მეხვეწებოდა არ წახვიდე არ მიმატოვოო,ცრემლიანი თვალებით მთხოვდა დარჩენას,მაგრამ უნამუსოდ წამოვედო.არც კი მიფიქრია რა მდგომარეობაში იქნებოდა ის. განადგურებული იყო.როგორც გავიგე ყველამ ზურგი აქცია მერე,ოჯახმა სახლიდან გამოაგდო და ყველაფერი დაკარგა,მერე ქალაქიდან გაქრა,სადრაც წავიდა,მასზე არაფერი გამიგია.მე და დედაშენი დავქორწინინდით.რამდენი არ ვეცადე,მაგრამ მისი შეყვარება ვერ შევძელი.ვერ შევეგუეთ,ის მუდმივად ეჭვიანობდა,როგორც მერე გავიგე სოფოს შესახებ იცოდა და თავს მაჩვენებდა რომ არაფერი იცოდა.
ერთ დღეს ტელევიზიაში რეპორტაჟი გავიდა და მაშინ გავიგე რომ სოფო ყაზბეგში გადასახლებულა,ექიმობაზე უარი თქვა და საკუთარი ბიზნესი შექმნა სოფლის მეურნეობაში.წარმატებულ ბიზნესმენად იქცა.მისი ისევ შემშურდა იცი რატომ? ყველაფრის მიუხედავად,ამდენი ტკვილის მიუხედავად მაინც შეძლო ფეხზე დადგომა და წარმატებული ქალი გახდა.მერე მეგონა რომ ეს ყველაფერი რეზო ბექაურის საყვარლობით ჰქონდა,ვერ ვიჯერებდი რომ ისევ შეძლო მან შეყვარება და ახალი ცზოვრების დაწყება.რომ ბედნიერი იყო.რომ ნამდვილად უყვარდა რეზო ბექაური მანამდე სანამ მათი ქორწილი არ ვნახე და მათი შვილები. ლეგენდები დადიოდა მათ სიყვარულზე და დღემდე დადის.-ზაზამ მოყოლა დაამთავრა და გაჩუმდა.
-მეცოდები მამაჩემო.იცი რატომ?ლაჩარი და სუსტი ყოფილხარ.რომ შენი სიყვარული ვერ დაიცავი,და კიდევ ანგარებიანი კაცი,რომელიც ფულს გაეკიდა და სიყვარული დათმო.-სევდანარევი ხმით თქვა თორნიკემ,წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა.
-მართალი ხარ შვილო,მართალი,მადლობა ღმერთს შენ ასეთი არ ხარ.-ჩაილაპარაკა თავისთვის და კიდევ ერთხელ ინანა საკუთარი საქციელი..
მამისგან წამოსულმა თორნიკემ ნათლიას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა,თემურ მაისურაძემ თავისთან დაიბარა განყოფილებაში,აქედან ვერ გავდივარ საქმეები მაქვს და ცოტა ხანს გამოგიყოფო. მალე მოვალო,უთხრა და მანქანაში ჩაჯდა.
ერთმანეთს გადაეხვივნენ და მოიკითხეს.მაისურაძემ მაშინვე შეატყო რომ რაღაც მომხდარიყო.
-დაჯექი და მომიყევი რა გჭირს.
-არ ვიცი როგორ გითხრა..
-ჩვეულებრივად.მიდი გისმენ დაიწყე..
-შეყვარებული ვარ ნათლია
-მერე რატომ ხარ მოწყენილი შე მაიმუნო.?-გაეცინა მას.-მას არ უყვარხარ?
-ეგ არაა მნიშვნელოვანი,მნიშვნელოვანი ისაა ვინ არის ის გოგო და რატომ არ შეიძლება ჩვენი ერტად ყოფნა.
-ნამდვილ სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება.თუ გიყვარს და მას არ უყვარხარ,იმდენი უნდა ქნა რომ თავი შეაყვარო.
-ეგეც რომ ვქნა ჩვენი ოჯახები ამას არ დაუშვებენ.
-ვინაა ასეთი ბიჭო?
-სოფო გიგაური.-თქვა და კარგად დაინახა როგორ დაიძაბა მაისურაძე.
-ხოო,ეს ნამდვილად პრობლემაა.მაგრამ არა მოუგვარებელი.
-მამაჩემმა თავის სიყვარულის ამბავი მომიყვა მისი და უფროსი სოფოს შესახებ.
-მერე რაა,თუ მათ არ გამოუვიდათ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ არ გამოგივათ.მან შეცდომა დაუშვა,შენ ჭკვიანი ხარ,ასე არაკაცურად არ მოიქცევი.სულ ვეჩხუბებოდი მამაშენს მაგრამ არ დამიჯერა,შენ თუ ჭკვიანად იქნები ყველაფერი კარგად იქნება,გჯეროდეს.
-არც კი ვიცი რა ვთქვა,ან როგორ მოვიქცე.
-მაგას იმ გოგოს საქციელი გიკარნახებს,შეიძლება ერთ დღეს მან სასიამოვნოდ გაგაოცოს თავისი მამაცობით და სიძლიერით..
ნათლიასთან საუბარმა ცოტა დაამშვიდა ბიჭი და იმედი მიეცა,მაგრამ მანამდე გუგასთვის უნდა ესწავლებინა ჭკუა.

********'


************
სანამ სამსახურში წავიდოდა,დილიდანვე დააცხრა თავის ძმას ნინია საწოლში და გააღვიძა.
-გაიღვიძე რაა ძმაო,.
-რა გჭირს ნინია ამ დილაუთენია რამ გაგაღვიძა?
-საქმე მაქვს ძმაო.
-მერე ვერ მოითმენდი?
-ვერა,კარგი ნუ ბუზღუნებ რაა,რაღაც მაინტერესებს,გკითხავ და წავალ.
-მკითხე კარგი ხოო.მოსასმენად მოემზადა ბიჭი.
-გახსოვს სამი წლის უკან,შენ,დემეტრე და ნიკუშა რომ გაემგზავრეთ გაზაფხულზე, რომ გაგიკვირდა თქვენი მოულოდნელი წასვლა?
-კი,მახსოვს,ახლა ეს რამ გაგახსენა?
-სად იყავით?
-რაში გაინტერესებს?
-ისე უბრალოდ
-გერმანიაში ვიყავით,დემეტრემ გაიგო რომ გვანცა იქ იყო მეგობართან ჩასული დასასვენებლად,და მისი შერიგება უნდოდა.ჩვენც გაგვიყოლა დასახმარებლად,სიუპრიზის გაკეთება არ გამობიდა.,მაგრამ მან არ ისურვა დემეტრესთან შეხვედრა და ლაპარაკი,წარმოგიდგენია ბექაურმა სერენადები უმღერა შუა ბერლინში და ჩვენც გაგავაგიჟა.-გაიცინა ბერდიამ.
ნინიას რაღაცნაირად გულზე მოეშვა და გული სიხარულით აევსო.
-შენი მანქანა ვის დაუტოვე მაშინ?
-ნინია რა დაკითხვებს მიწყობ?
-მითხარი რაა.
-გუგამ მთხოვა,თავისი გაფუჭებული იყო,როგორც მახსოვს.მე კი მაინც არ მჭირდებოდა და მას ვათხოვე..
-კიდევ ერთს გკითხავ და წავალ.ლევან ქისტაურთან რა მტრობა გაკავშირებს?
-შენ საიდან იცი ეგ?-გაკვირვებულმა შეხედა ბიჭმა და უსიამოვნოდ დაიმანჭა.
-რომ გეკითხები მიპასუხე.
-მე პირადად არაფერი.გახსოვს ლაშა ნიკურაძე ჩემი კლასელი რომ იყო და ჩვენი მეგობარი?ეგ დაჭრეს და როგორც გუგამ მითხრა ქისტაურმა და მისმა სამეგობრომ ჩაიდინა ეს,სანამ ჩვენ წასულები ვიყავით.რომ ჩამოვედით ქისტაურს დავადექით და პასუხი მოვთხოვეთ.დიდი შეხლა-შემოხლა მოგვივიდა და მე ის დავჭერი.მერე ის დამხვდა მარტოს და მან იძია შური..
-მერე?
-მერე ის ციხეში დაიჭირეს,მამამ უჩივლა,.
-ლაშა?
-ლაშაც ციხეშია ნარკოტიკების შენახვა გასაღებისთვის.მაგრამ შენ ამით რატომ დაინტერესდი?ქისტაური ხომ არ ნახე სადმე?
-არა, ძმაო,საიდან მოიტანე ეხლა ეგ?უბრალოდ ბარში რომ ვიყავით იქ საუბრობდნენ ამაზე და დავინტერესდი.მიხარია,რომ შენ არაფერ შუაში რ ხარ.
-რა თქმა უნდა არ ვარ.მართალია ანგელოზი არ ვარ,მაგრამ არც ისეთი არაკაცი რომ ვინმეს რამე დავუშავო და ტყუილუბრალოდ ვეცე და ვცემო.
ნინიას გული სიხარულს ძლივს იტევდა ისეთი ბედნიერი იყო.უნდოდა ეყვირა რომ მისი საყვარელი ადამიანები უდანაშულოები იყვნენ და ისინი უბრალოდ გუგას ბოროტების მსხვერპლნი გახდნენ...
******''

ნინია არაბული საოცრად ჯიუტი და გამბედავი გოგო იყო.მარტო ის რად ღირდა რომ გაბედა და ის ადამიანი შეუყვარდა,ახლა კი მისი მშობლების მკვლელობაში გამოძიებას ეხმარებოდა.იმავე დღეს ძმის პასპორტი მოძებნა და დარწმუნდა რომ აღნიშნულ რიცხვებში ის ნამდვილად საზღვარგარეთ იმყოფებოდა.ამას კონსულის მიერ ჩარტყმული ვიზა და აეროპორტის ბეჭედი მოწმობდა.ფოტოები გადაუღო ყველაფერს დასაჯერებლად.მერე დაცვის ოთახში შეიპარა და ჩანაწერები მოიძია იმ დროის.ყველაფერი იქ იყო.როგორც ჩუმადაც შევიდა,ასევე ჩუმად გაუჩინარდა იქიდან და თან გაიყოლა ყველაფერი..
შორიდანვე შენიშნა ლევანი,რომელიც მომავალ თანამშრომლებს ესაუბრებოდა,არ მორიდებია მათ,შორიდანვე გაექანა და პირდაპირ სხეულზე შეაფრინდა,ისე ჩაეხუტა.
-ვიცოდი,ვიცოდი რომ მართალი ვიყავი,-იკივლა სიხარულისგან.
-ნინია აქ ხალხია,-ხელები გააშვებინა ლევანმა.
-არ მაინტერესებს ახლა არავინ და არაფერი,წამოდი,-ხელი ჩაჰკიდა და კაბინეტისკენ წაიყვანა.ლევანმა ბოდიში მოიხადა და ცოტა ხანში დავბრუნდებიო დაიბარა.
-არ არიან ესენი ნორმალურები,-ჩაიფხუკუნა თამარმა.
-ქისტაური თუ მეორე თავისნაირს იპოვიდა,რას წარმოვიდგენდი.-თქვა დუდამ და ხელოსანს მიუბრუნდა.-ეგ ფერი არა,მეორე უფრო მოუხდება.
-შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერი მზადაა თითქმის და შეგიძლია გახსნაზე და წვეულებაზე იფიქრო.ყველაფერი კარგი გამოდის.
-კი მართლა ძალიან მომწონს,და მინდა გითხრა რომ საპატიო სტუმრებს შორის პირველ ადგილზე ხარ
-არ ვიცი რამდენად მოვახერხებ,რადგან ჩემი ძმის ქორწილიც მაგ დღეებს ემთხვება,მე კი თითქმის არ ვარ მზად..
-მაშინ გადავდებ.ძალიან მინდა შენც იქ იყო...
-არა დუდა,იცოდე მეწყინება თუ შენს გეგმებზე ჩემს გამო უარს იტყვი.
-შენ ხარ ჩემი გეგმების მთავარი ადამიანი,-გაუღიმა ბიჭმა დაბნეულ გოგოს.
******%
ქისტაურმა ყურადღებით უყურა ჩანაწერებს და იმ საბუთება,რაც ნინიამ მიუტანა, თავი ძლივს მოთოკა. გაბრაზებულმა მაგიდას დაარტყა მუშტი და კბილებში გამოსცრა.
-მოვკლავ ამ ნაბიჭ....ს,გეფიცები მოვკლავ..რამდენი რამე უნდა ჩაიდიმოს კიდევ?დაისჯება როდისმე?
-დამშვიდდი ლევან.გუგას დასჯით ახლა არაფერი შეიცვლება.ეგ მებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს,მთავარი იცი რა არის?მ ვფიქრობ რომ გუგა მარიონეტია და ვიღაცის დავალებებს ასრულებს.აი ეს უნდა გავიგოთ ჯერ,დანარჩენი შემდეგისთვის გადავდოთ.
-ღმერთო რა ჭკვიანია ეს გოგო.-ჩაიღიმა ბიჭმა და გოგოს ხელი მოხვია,მერე ხელით კი ტელეფონი ამოიღო და მეტრეველის ნომერი აკრიფა.
-მაისურაძეს დაურეკე და დუდას ბარში მოდით,ნინიამ სამხილები მოიტანა...
ისრვე სწრფად გაუთიშა,როგორც დაურეკა,მერე ნინიას ორივე ხელი მოხვია და მის თმაში ჩარგო ცხვირი....
იმაზე სწრაფად მივიდნენ მეტრეველი და ნათლიამისი,ვიდრე ელოდნენ.გაოცებული თამარი და დუდაც უკან მიჰყვნენ და კაბინეტში შეიკრიბნენ.
მაისურაძე ყურადღებით გაეცნო ყველაფერს და დასკვნაც გააკეთა.
-მართალია ნინია,ეჭვი არ მეპარება რომ გუგას დიდი მფარველი ჰყავს და თუ მასზე გავალთ დიდ თევზს დავიჭერთ.
-ეს როგორ უნდა გავაკეთოთ?
-ლევან შენ ჭკვიანად იყავი გთხოვ ამდენი მოითმინე და ახლა ნუ ამირევ გეგმებს.მითუმეტეს რომ გუგასთან ჯაშუში შევგზავნეთ და მალე მისგან გავიგებთ ყველაფერს.
-ჯაშუში ნათლია?მეხუმრები?-გაეცინა თორნიკეს.
-სასაცილოა,ხო სასაცილო,რომ ამხელა კაცი და ასეთი ცნობილი გამომძიებელი თქვენთან ვზივარ და საქმის მასალებს განვიხილავ,განყოფილებაში ჯდომის ნაცვლად.
-დაგიფასდება ნათლია,
-ნუ იცინიხარ თორნიკე,დააცადე ადამიანს.
-დაუჯერე დუდას,ის ყოველთვის კარგ რჩევებს გაძლევდა.
-თემურ ბიძია იმ დაკავებულს არ დაკითხავტ ისევ?იქნებ ამჯერად რამე თქვას?
-ლევან ახლა იმას იმ ქვეყნად თუ დავკითხავ,თორემ სააქაოს აღარაა.მოკლეს რამდენიმე დღის უკან.
- ის არაკაცი ყველაფერს ანადგურებს.არ წყვეტს დაცინვას.
-დამშვიდდი-თქო გითხარი.რადგან საქმეშე მე ჩავერთე ასე არ დასრულდება ეს ყველაფერი.ბოლომდე მივიყვან.ვიცი რომ გუგამ შეუკვეთა ესეც,მაგრამ სამხილები არ მაქვს,ცოტაც და ყველაფერი მექნება.ის იმ ნარკოტოკით მოკლეს,რომლითაც რამდენიმე დრის უკან ბარში დაიღუპნენ ახალგაზრდები,საჭმელში ჩაუყარეს,მოწამლული იყო
-ისევ გამოჩნდა ეგ ნარკოტიკი?ხომ დააკავეთ მასინ გამსაღებლები?
-თორნიკე ასეტი შეიძლება მილიონი გამოჩნდეს,რა გამოლევს ხალხს,რომელიც ფულის გამო ყველაფერზე წავა.მავრამ იცი რა არის ყველაზე კარგი და სად უშვებს შეცდომას გუგა?მას რომ ჰგონია ჩვენ არაფერი არ ვიცით.ახლა კი წავედი,საქმეები მაქვს,ამას მე წავიღებ,დამჭირდება,კარგად ბავშვებო.
გამომძიებელი ბარიდან რომ გამოვიდა ტელეფონზე დარეკა,შეხვედრის ადგილი დაუნიშნა ვიღაცას და მანქანაში ჩაჯდა,ერთ-ერთი კონსპირაციული ბინისკენ წავიდა. გოგო უკვე იქ დახვდა.
-დიდი დრო არ მაქვა,შესვენებაზე გამოვედი და უნდა დავბრუნდე მალევე.
-ახალი დავალება მაქვს,მის ბინაში უნდა მოხვდე როგორმე და სეიფი მოძებნო ან საიდუმლო უჯრა,მოკლედ რამე ისეთი იქ აუცილებლად იქნება,რაც ჩვენ გვჭირდება.
-უახლოეს მომავალში შეგეხმიანებით,ყველაფერი კარგად იქნება.-მოკლედ მოუჭრა გოგომ და ბინა დატოვა.
-ჩემი ოჯახისთვის,ჩემი მეგობრებისთვის,-ჩაილაპარაკა მან,ალბათ უფრო საკუთარი თავის გასამხნევებლად და მანქანა დაქოქა.....



№1 სტუმარი kati

Zalian kargia.moutmenlad velodebi axal tavs.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

და ეს ჯაშუში ჩვენი სოფო გიგაურის ხომ? საუკეთესო ხარ.ძალიან მაგარი თავი იყო
--------------------
ლანა

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

ერთი კითხვა მაქვს.
ამ ისტორიის დაწერა, საიტზე რომელიმე ისტორიის (არ დავკონკრეტდები რომელო ) წაკითხვის მერე გაგიჩნდა?

 


№4  offline წევრი katiusha

grafo
ერთი კითხვა მაქვს.
ამ ისტორიის დაწერა, საიტზე რომელიმე ისტორიის (არ დავკონკრეტდები რომელო ) წაკითხვის მერე გაგიჩნდა?

არა,უბრალოდ ერთმა მკიტხველმა მომაწოდა იდეა,რომ ზაზას ცხოვრება როგორ წავიდა აინტერესებდა,მე კი დავიწყე დაწერა.რამე პრობლემაა?

grafo
ერთი კითხვა მაქვს.
ამ ისტორიის დაწერა, საიტზე რომელიმე ისტორიის (არ დავკონკრეტდები რომელო ) წაკითხვის მერე გაგიჩნდა?

ვფიქრობ რომ სულაც არ ჰგავს რომელიმე სხვა ისტორიას და ჩემებურია

grafo
ერთი კითხვა მაქვს.
ამ ისტორიის დაწერა, საიტზე რომელიმე ისტორიის (არ დავკონკრეტდები რომელო ) წაკითხვის მერე გაგიჩნდა?

იქ ვერ გწერ და აქ მოგწერ პასუხს კარგი?
პირველ რიგში გეტყვი იმას რომ კატერინა წაკითხული არაქვს,არადა ყველა ამბობს რომ ძალიან მაგარია,მე კი ვერ მოვიცალე წასაკითხად,:)
მეორე ის რომ მგონი ბევრი ისტორი დევს საიტზე ოჯახება შორის დაპირისპირებაზე და არ მხოლოდ ეს:) და კიდევ მიხარია შენი აზრის დაფიქსირება,ეს ნიშნავს იმას რომ კითხულობ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent