შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოთამაშე (პირველი ნაწილი)


21-10-2018, 18:20
ავტორი დამწყები
ნანახია 1 770

ნინო 24 წლის ჩვეულებრივი სასიამოვნ გარეგნობის, საშუალო სიმაღლის გოგო იყო, წარმოშობით თელავიდან, იქ გაიზარდა და სკოლაც იქ დაამთავრა, თბილისში ოთხი წელი ნაქირავებში ცხოვრობდა, მეხუთე წლის თავზე კი მსობლებმა ოცნება აუსრულეს და დიდი ბინა უყიდეს, თავადაც აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად და ნინოსთვის სანატრელი ცხოვრების წლებიც დაიწყო. ყველაფერი ქონდა ცხოვრებაში რისი სურვილიც კი გასჩენია, ბევრი მეგობარი, თბილი მშობლები, თბილი კერა და სამსახური სწორედ ისეთი როგორზეც ოცნებობდა. ახალ ბინაში გადასვლის პირელივე კვირას, ფართი მოაწყო და ყველა მისი მეგობარი მის გვერდით იყო, კარგად გაერთნენ, სამეზობლომ კი უკვე იცოდა რომ მათთან ერთი პატარა გოგო გადავიდა საცხოვრებლად , რომელსაც ბევრი საინტერესო მეგობარი და ალბათ საინტერესო ცხოვრებაც ჰქონდა. დილით ადრე გადიოდა გოგო სახლიდან და გვიან ბრუნდებოდა, ეზოში თითქმის არასდროს ჩადიოდა, სახლში არავინ აცილებდა, ან ტაქსით ბრუნდებოდა, ან საკუთარი მანქანით ან მამას მოყავდა ხოლმე. უბანში უკვე ბევრს აინტერესებდა ახალ გამოჩენილი გოგოს ვინაობა ერთადერთის გარდა, და ისიც 37 წლის ირაკლი იყო, რომელიც ნინოს კარის მეზობელი აღმოჩნდა, ახალ გადმოსულ მეზობელს თითქმის ყოველ დღე ხვდებოდა ლიფტში, დილითაც თითქმის ერთდროულად გადიოდნენ და ღამეც ერთდროულად ბრუნდებოდნენ ხოლმე, ირაკლი უბრალოდ თავაზიანად ესალმებოდა გოგოს , ნინიც ზრდილობის ფარგლებში მოიკითხავდა ხოლმე და თავს არიდებდა. პირველივე შეხვედრისას შეამჩნია გოგომ ბიჭის სასიამოვნო გარეგნობა, თუმცა ისიც არ გამორჩენია მხედველობიდან რომ მამაკაცს მის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოუხატავს, ისიც კი არ დაინტერესებია ახალი მეზობელი იყო თუ უბრალოდ სტუმარი, შესაბამისად მამაკაცის ასეთი ინდიფენდენტური დამოკიდებულების გამო არც გოგოს გამოუჩენია დიდი ყურადღება, და როგორც სჩვეოდა, სრულიად სერიოზული სახით ყოველგვარი ღიმილისა და გაპრანჭვის გარეშე ესალმებოდა ბიჭს. თავიდან ირაკლის არ მიუქცევია გოგოს ამგვარ ქცევაზე ყურადღება თუმცა დროთა განმავლობაში ზედმეტად ეუცხოვა გოგოს ამგვარი დამოკიდებულება, ყოველთვის მიჩვეული იყო ნებისმიერი მდედრობითი სქესის წარმომადგენლისგან ინტერესიან და გამომწვევ მზერას. თაკოსგან კი ამას არასდროს გრძნობდა, თითქოს არც კი არსებობდა მისი მამაკაცური აღნაგობა და სიმპატიური გარეგნობა რომელსაც ვერცერთი გოგო ვერ გაურბოდა.
შაბათი საღამო იყო, თაკო დაქალების დასახვედრად გავიდა მანქანით მეტროსთან, როცა გოგონები ამოიყვანა და ლიპტთან მივიდა ირაკლიც იქ იდგა, ჩვეულებრივ მიესალმა მამაკაცს და გოგონებთან საუბარი განაგრძო, ლიფტში შევიდნენ თუ არა ირაკლიმ მაშინვე სარკეში შენიშნა როგორ ღიმილით და ალმაცერად ათვალიერებდნენ გოგონები მამაკაცს, შემდეგ კი იქვე ნინოს მკაცრ მზერას მოკრა თვალი რომელიც გოგონებს ანიშნებდა გაჩერებულიყვნენ, ირაკლის ჩაეღიმა, ლიფტის კარი გაიღო, გოგონებმა მასინვე დატოვეს ლიფტი , თაკო თავისი კარებისკენ გაემართა , გოგონებს არც კი დაუშვიათ რომ ეს სიმპატიური მამაკაცი ნინოს კარის მეზობელი შეიძლება ყოფილიყო და მითუმეტეს რომ მამაკაცი უკან მოყვებოდათ, მარიამმა მაშინვე სწრაფად მხიარულად მიაძახა, ბეჭედი არ ეკეთა, აშკარად უცოლოა და თან შენს გემოვნებაში ერთი ერთში ჯდება, ასეთ მეზობელს გვიმალავდი, ნინო შეკრთა წამოწითლდა, მარიამს მიუბრუნდა ა მკაცრად გაჩუმება ანიშნა, გოგონებმა ახლაღა შეამჩნიეს უკან მამაკაცის სილუეტი, რომელმაც არაფერი შეიმჩნია და ჩაიღიმა, მარიამი წამოწითლდა, ნინო გაშრა, აღარ იცოდა რა ექნა, კარი გააღო და სახლში შევიდა, ირაკლი არ ჩქარობდა კარის გაღებას, გოგოების დიალოგის გაგრძელება აინტერესებდა
- მარიამ მოგკლავ
- კაი რა დაიკიდე, ამ სისულელეზე ნუ იდარდებ ახლა , მერე რა მოხდა
- ვაიმე მარიამ შენ მოხვალ და წახვალ, მე კიდევ აქ ვცხოვრობ და ყოველ დღე ვხედავ, რას იფიქრებდა ახლა,
- კაი დაიკიდე რა
- სხვა გზა მაქვს ? ხვალიდან შენს გამო გული მიგრძნობს კაკ მინიმუმ ათი წუთით დავაგვიანებ სამსახურსი რომ მას ლიფტში არ შევეჩეხოო, იმედი, მაქვს ხშირად არ ვნახავ თორემ სირცხვილით არ ვიცი რა უნდა ვქნა
- კაი რა შენ ხომ არ გითქვამს მომწონსო ან რამე , რომც მოგწონდეს მერე რა
- რომც მომწონდეს იცი ჩემი აზრი დამეორე როცა არ მომწონს და საერთოდ არ მაინტერესებს რამე სხვანაირად რატომ უნდა იფიქროს, ან იქნებ საერთოდ როგორი ტიპია და რას იტყვის
- რაში გაინტერესებს რას იტყვის გეხვეწები რა
- კაი მოვრჩეთ შემოდით ახლა
გოგონებმა ფეხსაცმელები გაიხადეს და მაშინვე მისაღებ ოთახში შევიდნენ, ირაკლის გოგონების საუბარზე, განსაკუთრებით ნინოზე გაეღიმა და სახლში შევიდა.
ირაკლისა და ნინოს მშობლებს უკვე მოესწროთ ერთმანეთის გაცნობა, ირაკლის ნინოს ტოლი და ყავდა , ანკა, ირაკლიდ მშობლებს ძალიან უნდოდათ ანკა და ნინო დამეგობრებულიყვნენ, თურმე წუხელის ნინოსთანაც ყოფილან, გოგოს თავაზიანობით, თბილი დახვედრით აღფრთოვანებულები იყვნენ, სარძლოდაც კი მოეწონათ თუმცა ირაკლისთან მსგავს თემაზე საუბარს ვერც კი ბედავდნენ. ნინომ ირაკლის მშობლებს სთხოვა შემდეგში ანკაც გამაცანითო. ვიქ ენდზე, ანკა და მშობლები ესტუმრნენ ნინოს, გოგონებმა საოცრად გაუგეს ერთმანეთს, საერთო ინტერესებიც აღმოაჩნდათ, შემდეგი დღისთვის ფილმზე წასვლაც კი დაგეგმეს. მერე ანკას ძმაზე ჩამოვარდა საუბარი რომელიც საკმაოდ ბაბნიკი და კარიერისტი იყო და არცერთ გოგოს სერიოზულად არ უყურებდა, ბევრი სასაცილო ისტორია მოისმინა რა აღარ გაუჩალიცებია გოგონებისთვის ირაკლის, თუმცა ნინო გონზეც არ იყო რომ საუბარი იმ კაცზე იყო რომელიც დილა საღამოს ლიფტში ხვდებოდა.
ნინო ცდილობდა გვიან გასულიყო სახლიდან რომ ირაკლი არ შეხვედროდა, თუმცა დამთხვევას ვერ გაურბოდა და მაინც ყოველ დილით მასთან ერთად უხდებოდა ლიფტით ჩასვლა, ბოლოს გადაწყვიტა რომ მეექვსე სართულიდან ფეხით ჩასულიყო ხოლმე, თუმცა მანქანასთან მაინც უხდებოდა მამაკაცის ნახვა რადგან მანქანას სწორედ რომ ნინოს გვერდით აყენებდა. ბოლოს ცდილობდა კიბეები ძალიან ნელა ჩაევლო რომ მამაკაცი უკვე წასული დახვედროდა, თუმცა ირაკლი მანქანის დაძვრას მანამდე არ ჩქარობდა სანამ ნინო არ დაძრავდა, ბოლოს გოგოს ისიც ახერხებდა რომ მამაკაცისთვის თვალის თვალში გაყრა არ უწევდა და არც გამარჯობის თქმა უხდებოდა. გზა ერთი ჰქონდათ და სადღაც 25- 30 წუთი ერთმანეთს მიუყვებოდნენ ხოლმე, გოგო მუდმივად ცდილობდა მამაკაცი გზიდან ჩამოეშორებინა, თუმცა არ გამოსდიოდა, როცა უსწრებდა , ირაკლი მაინც ეწეოდა, როცა ნელა მიდიოდა ირაკლიც ნელა მიჰყვებოდა, გვერიდ უსწორდებოდა მანქანით და გოგოს ზედაც არ უყურებდა. ნინო ვერ ხვდებოდა შეგნებულად იქცეოდა მამაკაცი ასე თუ შეუგნებლად, როცა პირისპირ ხვდებოდა მამაკაცისგან არანაირ ინტერესს არ გრძნობდა, მანქანის და დილაობით შეხვედრის ამბებს კი უბრალოდ დამთხვევითობას აბრალებდა, ბოლოს ერთი გზა ისწავლა და როცა ირაკლის წინ იგულებდა, უცბად მარცხნივ უხვევდა და იკარგებოდა, ირაკლი გვიანღა ამჩნევდა რომ გოგო თვალთახედვიდან ეკარგებოდა, და იმასაც ხვდებოდა რომ გოგო შეგნებულად არიდებდა თავს.
ანკას დაბადების დღე დადგა, მხლოდ წინა დღეს მოახერხა ანკამ ნინოს გაფრთხილებდა და კლუბში დაპატიჟა, ნინომ ძალიან ეცადა სასურველი საჩუქარი აერჩია ანკასთვის და დიორის ახალი კოლექციიდან ანკასთვის სასურველი ახალი სათვალე შეურჩია.
საღამოსთვის ლამაზი კომბინიზონი შეიძინა, თმები უბრალოდ გაიშალა , და ტუჩზე მხოლოდ წითელი ტუჩსაცხი გადაისვა, ასეც ეფექტურად გამოიყურებოდა, ამჯერად მარლებზე იდგ და ფეხით ვერ ჩავიდოდა კიბეებზე, თან ირაკლისთან შეხვედრას არც ელოდა, ლიფტის კარის გაღებას ელოდა, როცა ნაცნობი ბარიტონის ხმა მოესმა, ირაკლი მეგობართან ერთად, რომელიც ასევე ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა, ნინოს გვერდით ამოუდგა და მიესალმა, უცნობმა მამაკაცმა გოგო აათვალიერა და კმაყოფილი ღიმილი მოეფინა სახეზე, მერე ირაკლის გახედა და რაღაც ანიშნა, გოგო ძალიან თავდაჭერილად იდგა, და მამაკაცებს მინიშნებებისთვის ყურადღება არც მიუქცევია, მის გამოხედვაში, დგომაში, მანერებში ყოველთვის თავდაჭერილობა, თავდაჯერებულობა და მაღალი თვითშეფასება იგრძნობოდა, ყოველთვის იძლეოდა მინიშნებას რომ საკუთარი თავის ფასი იცოდა და უბრალოდ გაცვეთილი მანერებით , მზერით და ქცევით მისი ყურადღების მიქცევა უბრალოდ შეუძლებელი იყო.
გოგო თავდაჭერილი ნელი ნაბიჯებით, გაეშურა მისი მანქანისკენ მოხდენილად ჩაჯდა, და მანქანა დაძრა, უცნობ მამაკაცს თვალი არ მოუშორებია გოგოსთვის
- კისერი არ მოგტყდეს, სიცილით გახედა ირაკლიმ ძმაკაცს
- ეს ვინ იყო? ღიმილით კითხა ლევანმა
- ახალი მეზობელია, ანკას დაბადების დღეზე შევხვდებით : ღიმილითვე უპასუხა ლევანმა
- მოიცა, მერე ცალკე რომ წავიდა, ჩვენ წაგვეყვანა
- როგორც ვხვდები აზრზე არაა რომ ანკას ძმა ვარ ) ეშმაკურად იღიმოდა ირაკლი
- ახალი გასართობი გყავს?
- მგონი იმაზე საინტერესოც კი ვიდრე ოდესმე მყოლია, ღიმილითვე უპასუხა და გოგოს მანქანას გაყვა, ისევ ძველებურად გაუსწორდა, გოგო დაიძაბა, გვერდითა მანქნიდან დაჟინებული მამაკაცის მზერასა და ღიმილს გრძნობდა ძალიან გაბრაზდა, როდემდე შეიძლებოდა ამდენი დამთხვევა
- მაინტერესებს კლუბში რამდენ ხანს შეძლებს ესე ამაყად ეჭიროს თავი
- ლიფტში ისეთი სახით იდექი თითქოს ძაან გეკიდა
- თვითონაც არ დაუკლია
- თვითონ ორივე ვეკიდეთ
- ახლა ხედავ, ძაან კარგად აფიქსირებს რომ ვუყურებთ და მივდევთ და არც იმჩნევს
- ოპაა, ჩაიცინა ლევანმა, აი სიამაყე მესმის, მიდი აბა გაუსწარი რას იზამს )
- მარცხნივ ჩაუხვევს და მოტყდება , ჩაეცინა ირაკლის
- დაჟე ასე?
- სამი ოთხჯერ გამიკეთა , იმის მერე დავუმუღამე, ირაკლიმ წინ გაუსწრო, გოგო როგორც ჩვეოდა მოტყდა გზიდან, ირაკლიმ კი შემდეგ შესახვევში სწრაფად ჩაუხვია და ისევ გოგოს გვერდით აღმოჩნდა, ამჯერად კი ნინოსთვის აშკარა იყო რომ მამაკაცი ეთამაშებოდა
- სხვათაშორის ერთი ერთში ვჯდები თურმე მის გემოვნებაში :) იღიმოდა ირაკლი
- ეგეც იცი უკვე ?
- ძალიან ღადაობა, იყო, ახალგაადმოსული იყო, დაქალებთან ამოდის რა, და ლიფტიდან გვიან გავედი, ეს დაქალი არ ელოდა უკან რომ მივყვებოდი და უჩითავს, ასეთი სიმპატიური მეზობელი რომ გყავდა რატომ არ მოყევი, თან სენს გემოვნებაში ჯდებაო, პირველად ვნახე ეგეთი დაბნეული და აწითლებული იმ მომენტში რომ იყო, ეგეთი ბევრად საყვრელია, ჩაიცინა ირაკლიმ
- და ანკასთან საიდან
- ზურას და მაიკოს ამბავი არ იცი, ეგრევე გაიცნეს მეზობლები, მერე ზურას და მაგის მამას საერთო ნაცნობები და პარტნიორები აღმოაჩნდათ, მოჩალიცე კაცია, მერე ანკას გააცნეს და დამეგობრდნენ, ერთი ჭკუისები არიან რა
- და არავინ ყავს? რამდენისაა
- 24 ის, შეყვარებული არც კი ყოლია რა, არ ეტყობა ზედ
- ლევანმა ეჭვის თვალით გახედა ძმაკაცს
- ანუ რა გამოდის
- რა ვიცი, ოდესმე მეც ხომ უნდა შევქმნა ოჯახი, იქნებ ბედია რა გაიცინა ირაკლიმ
- გეტყოდი შენს ჭკუაზე გამოზრდითქო მაგრამ , არამგონია მაგას გაზრდა სჭირდებოდეს, გაეხუმრა ლევანი ძმაკაცს
- აუ მისი დაქალის ამბის მერე, ჯერ ათი წუთით გვიან გამოდიოდა სახლიდან რომ არ ვენახე, მერე საერთოდ ფეხით ჩადიოდა ლიფტში რომ არ შევხვედროდი, მერე მანქანით რომ ტყდებოდა ხომ გითხარი, ძალიან საყვარელია რა, გაეცცინა ირაკლის.
------------------------------------------------
ჩემი ახალი ისტორიაა, როგორ მოგწონთ, ღირს გაგრძელება თუ ბანალურია ?



№1  offline წევრი მია15

კარგია მე მომეწონა.ველი შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი Maka

რათქმაუნდა ღირს ძალიან საინტერესოა ველოდები მომდევნო თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

კარგია, ცოტა დალაგება სჭირდება... თორე დავიბენი მთავარ პერსონას ნინი ქვია თუ თიკა... ????

 


№4  offline წევრი LI_BE

აქ ყველა ისტორია ბანალურია და ზუსტად მაგ ბანალურობისთვის შემოვდივარ, მე პირადად. ასე, რომ შენ მაგაზე არ იდარდო. smile

უბრალოდ, ეცადე, ისტორია მშრალად მონაყოლი ნუ გამოგივა.

 


№5  offline წევრი დამწყები

სტუმარი ნინა
კარგია, ცოტა დალაგება სჭირდება... თორე დავიბენი მთავარ პერსონას ნინი ქვია თუ თიკა... ????

წინა პერსონაჟებს ერქვა თაკო და ცოტა მიჭირს ახალ პერსონაჟთან შეგუება, არადა ჩემი სახელი დავარქვი ახალ პერსონაჟს, ვეცდები აღარ ავურიო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent