შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი რეალობა (მე 2 თავი)


21-10-2018, 23:27
ავტორი ანმანო13
ნანახია 1 310

გავშეშდი..ჩემს ოთახში,ჩემს შერჩეულს საწოლზე, ჩემს ნაყიდ თეთრეულში, სანდრო და თავისი თანამშრომელი გოგო დავლანდე..მახსოვს სანდროს უცაბედი წამოხტომა,შეშინებული თვალები.. ის გოგოც მახსოვს.. და ირაკლი მახსოვს სანდროს რომ ლანძღავდა.. სიტყვებს ვერ ვარჩევდი,ვერ ვიგებდი სად ვიყავი და რა მინდოდა იქ.. სანათებს მოვკიდე ხელი და ძირს დავაგდე, გამოსვლისას კარადას ხელი გადავუსვივდა რაც სუვებირებიბელაგა ყველაფერი დავლეწე.. არაფერი მითქვამს. უხმოდ და უცრემლოდ გამოვედი იქდან.. ან რაუნდა მეთქვა? რა მქონდა სათქმელი? კაცმა რომელიც ცხოვრების მეგზურად ავირჩიე ქორწილამდე 1 კვირით ადრე მიღალატა..
- ელე დამელოდე გაგიყვან..
ისეთი თვალებით შევხედე ირაკლის,გაჩუმდა,კარიდან გაიწია და გზა დამითმო.როგორ ჩამოვედი და როგორ აღმოვჩნდი საერთოდ სხვა ქუჩაზე არ ვიცი.. მანქანის დამუხრუჭება და ვიღაცის შეხება მახსოვს..
- კარგად ხარ??
- არა.. გავიხედე და მივხვდი ძირს ვიჯექი,შუა ქუჩაში,ასფალტზე.. - არა ვარ კარგად.
- წყალს მოგიტან არ ადგე.
- არ მინდა!
- კარგი.. მოდი მანქანაში ჩაგსვავ,შეძლებ?
- ვერა,ვერ ვდგები.. ნატკენ მუხლს დავხედე და ჩემი თავი შემეცოდა იმ წამს. რანაირი ვიყავი.. ისტერიკული ტირილი ამივარდა,ვეღარ ვმშვიდდებოდი, როგორც იქნა ცრემლებმა გზა მონახეს და გულზე მომეშვა.. შუა ქუჩაში ვიჯექი?ასფალტზე და სრულიად უცხო ადამიანის მხარზე ვბღაოდი..
- რამენაირად ადექი,შუა ქუჩაში ხარ,მოძრაობას აფერხებ.
- ვიჯდები რაა. ტირილს არ ვწყვეტ.
ხელში ამიყვანა,წინა სავარძელზე მომათავსა, სწრაფი ნაბიჯით შემოუარა მანქანას და საჭესთან დაჯდა..ცოტა მანძილი გაიარა და მანქანა ტრასიდან მოშორებით გააჩერა..შემომხედა და ალბათ ძალიან შევეცოდე ისეთი ხმით მითხრა
- იქნებ ვინმეს დაურეკო? ძალიან ცუდად გამოიყურები
- არავინ არ მყავს
- რას ამბობ? ოჯახი,მეგობრები?
- დღეს არავის თავი არ მაქვს
- გინდა სახლში მიგიყვან,სად ცხოვრობ?
- არ მინდა სახლში
- კარგი.
წყალი მომაწოდა,მანქანის სავარძელი გადაწია და გადაწვა
- დღეს ძალიან დავიღალე. ცოტას დავისვენებ. შენც არ ხარ კარგად დამშვიდდი ცოტა და მერე ვილაპარაკოთ კარგი?
- კარგი..
მინა ავწიე და თავი მივადე,ფიქრებმა გამიტაცა.. ჩემი და სანდროს გაცნობის დღიდან ყველაფერი ამოტივტივდა,უამრავი ბედნიერი დღე.. და როგორ გაანადგურა ღალატმა.. როგორ დაინგრა ყველაფერი და ამ ნანგრევებში მოვყევი მეც..
- როგორ ხარ?
უცებ შევხტი, დამავიწყდა სად ვიყავი,გაოგნებულმა შევხედე
- არამიშავს
- დიდი დრო გასულა ღამის 3 საათია უკვე.
-3 საათი? მე...მე.. სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი..
- გინდა სახლში გაგიყვან?
- არა! არა! ჩემით წავალ
- სად?
- ბათუმში უნდა წავიდე.
- ბათუმში? მარტო? ასეთ მდგომარეობაში?
- ჰოო.დამარეკინე რაა. ჩემი ტელეფონი მგონი დავამტვრიე ან დავკარგე
- აიღე დარეკე
- ხელები მაქვს დაბუჟებული.ნერს გეტყვიბდა აკრიფე
- კარგი..
- ირაკლი..ჰო მე ვარ.. არ ინერვიულოთ ჩემზე.. ვთიშავ და არ გაბედოთ ჩემი მოძებნა. არაფრის ახსნას და ლაპარაკს არ აქვს აზრი..
ტელეფონი გავუთიშე და საზურგეზე მივაჭირე თავი..
- ბათუმში მივდივართ.. ჩემს სახლშიბდარჩი რამდენი ხანიც გინდა. დაკეტილია არავიბარ ცხოვრობს
- არა არა ასე ვერ შეგაწუხებთ.ისედაც ჩემს გამო..
- არ გინდა რაა. მივდივართ და მორჩა..
- კარგი.
ბათუმში ისე ჩავედით ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულიყავი რა მოხდა. რა მინდოდა უცხო ადამიანის მანქანაში,ან მის სახლში ან რატო მივყვებოდი..
- მოვედით,გადმოდი.შეძლებ გადმოსვლას?
- კიი
კარი გამიღო და ხელი შემაშველა.
- მოდი არავინაა აქ ჩვენს მეტი
ეზოს კარი გააღო.. დავინახე როგორ შეახტა უზარმაზარი ბომბორა ძაღლი,სიყვარულით გულში ჩაიკრა და უთხრა არ მომკარებოდა..ისიც მოშორებით დაჯდა მშვიდად და მიყურებდა ენაგადმოგდებული ქასქასით. ეზო წიწვებში იყო ჩაფლული. ულამაზესი ყვავილებით,ბილიკით და აუზით.. პაროლი შეიყვანა და სახლის კარი გაიღო.. კედლები შემინული იყო,შესასვლელ ოთახს კედელი საერთოდ არ ქონდა,იატაკიდან ჭერამდე მინები იყო.. დივანზე დავჯექი და მივხვდი ძალიან ცუდად ვიყავი.
- ცუდად ხომ არ ხარ?
თვითონაც შემატყო.
- ძალიან.
-დღეს რამე ჭამე?
გამახსენდა რომ მე და ირაკლი ვგეგმავდით სანდროსთან სადილს და ისევ ავბღავლდი..
- არ მიჭამია
- დავრეკავ და მოვატანინებ.. რეზო სად ხარ? ბათუმში ვარ. გაიარე მარკეტში და მზა რაღაცეები ამომაწოდე, ტკბილეულიც რამე და წვენები..მიდი ძმაო მალე ქენი,მშივრები არ დაგვხოცო.. კიი კიი მშვიდობაა
შევხედე და მივხვდი აქ არ უნდა ვყოფილიყავი. როგორ ვენდე და გამოვყევი სრულიად უცხო ადამიანს ამხელა გზაზე,აქ ბათუმში. თან ვრჩები ღამით.იქნებ ვინ არი? იქნებ მანიაკია? იქნებ რამე დამიშავოს? უცებ წამოვდექი.
- მე დავწვები,დასვენება მინდა
- არ შეჭამ? გშია
- არა მადლობა
- კარგი. წამოდი ჩემს საძინებელში მოგათავსებ
- მადლობა
- ამდენი მადლობა არაა საჭირო.. ცოტა გონსვმოდი,რაც არუნდა მომხდარიყო შენს ცხოვრებაში გახსოვდეს რომ ყველაფერი ამით არ მთავრდება..
-კარგი.
- მართლა,რა გქვია?
ნახევრად შემოტრიალდა კარებში
- ელენე..ელენე ბაბლუანი
- ელენე მე ლევანი.ვარ.. ლევან ერაძე.
ოდნავ გავუღიმე,გაშეშდა,შემომხედა და ხმაურით გავიდა ოთახიდან...



№1  offline წევრი მია15

ძალიან კარგია მომეწონა.ველი ახალ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent