შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი რეალობა (მე 3 თავი)


22-10-2018, 15:19
ავტორი ანმანო13
ნანახია 1 408

მოწესრიგების თავი არ მქონდა,საწოლშე მივწექი და თავი ბალიშში ჩავრგე..
- ელენე ჩამოდი გელოდებით
კარზე ფრთხილად დააკაკუნა.ძლივს ავდექი,თავბრუ მეხვეოდა.ძლივს ჩავედი კიბეზე. მისალმებისვთავიც არ მქონდა,ოდნავ თავი დავუქნიე სტუმარს და სკამზე ჩამოვჯექი..
-რეზო ეს ელენეა,ჩემი სტუმარი.აქ იქნება რამდენი ხანიც უნდა.. ელენე,რეზო ჩემი მარჯვენა ხელია,კიდევ გიორგი გვყვავს,მე თუ არ ვიქნები ესენი იქნებიან,თუ რამე დაგჭირდება მოგხედავენ.არაფერი მოგერიდოს.
-ძალიან დიდი მადლობა.
- მადლობებს არ იშურებს. რეზოს შეხედა და გაიცინა.- მოდი ვჭამოთ..რეზო ჭამე და დარჩი ძმაო,აღარ დაბრუნდე. ხვალ ერთად წავიდეთ..ორშაბათს ისევ ჩამოვალ.ელენეს თუ რამე ენდომება დარეკავს. ხვალ გადი ტელეფონი უყიდე ძმურად რაა.
რეზო კითხვისნიშნიანი თვალებით აკვირდებოდა ლევანის, მე რეზოს,ლევანი ლაქლაქებდა. შეამჩნია ჩემი მზერა,რეზოს ღიმილიან სახეს შეხედა
- არაა ?!! თან იცინოდა
-ლევან..
- მართლა სტუმარია შენს ძმობას ვფიცავარ.
- მაგიტო არ შემომიხედავს.
რეზო ხარხარებდა
- აბა რაგინდა ?
- რამე მოხდა ისეთი რამაც ერთ დღეში შეგცვალა?
- კი,ელენე ვიპოვე,შუა ქუჩაში,ასფალტზე.
-მეე?? გაოცებულმა შევხედე.
- ჰოო არ გახსოვს??
ძალიან შემრცხვა,სახე მოვარიდე,თავი დავხარე და ჩანლის წვალება დავიწყე.
- ელენე მაგიტო არ მითქვამს.
- არაუშავს
- ძალიან გთხოვ არ გეწყინოს
- მე დავწვები
-ელენეეე
- დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
ცრემლიანი თვალებით ავდექიბდა კიბეს ავუყევი.ოთახში შესვლისას სარკეში დავლანდე ჩემი თავი.. ჩემი თვალები შევნიშნე - რას ვგავარ! ჩემი თავი შემეზიზღა.რანაირი ვიყავი... ჩაშავებული თვალებით,განადგურებული.. არავინ მყავდა ვინც გულში ჩამიკრავდა და მეტყოდა,იტორე იტირე და მოგეშვება,ყველაფერი გაივლისო. ან მეტყოდა იტირე იტირე არაფერი არ გაივლის და არც არაფერი იქნება კარგადო.
მანქანის ხმამ გამომაფხიზლა.რეზო წავიდა. ლევანიმ კარი ჩაკეტა ოთახში შევიდა. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს შესიებულ სახეს და ვერანდაზე გავედი.. ჰამაკი შევნიშნე.. პლედი მოვისხი და ჩავჯექი. ტელეფონი მოვძებნე,გამახსენდა რომ არ მქონდა.. - ჯანდაბა! ჩავილაპარაკე,წარმოვიდგინე ჩემთვის ტელეფონის გარეშე ყოფნა იყო სამყაროს დასასრული.. ბებია,მშობლები,სამსახუროდან ვეღარ დამირეკავდა ვერავინ.. ფეხის დახმარებით ჰამაკი შევატოკე და მოვკალათდი. საათს დავხედე 3 საათი ხდებოდა. მეორე უაზრო დღე თენდებოდა ჩემს ცხოვრებაში.
- ძალიან მოგწონს შენი საათი?
- ჩემი ოცნების საათია. გამეღიმა
ლევანისაც გაეღიმა
- ბევრი იოცნებე?
- კიი საკმაოდ სანამ სეილი შეეხებოდა იქამდე.
- აქ იყიდე?
- დედამ გამომიგზავნა იტალიიდან.. ეხლა სხვა მომწონს,სეილს ველოდები
- რომელი?
- როგორ აგიხსნა? როგორ მიხვდები
-მაინც?
- მიდი ტელეფონში დაგუგლე.
- აჰა შენ დაგუგლე
წამში ვიპოვე დავსახე გამინათდა
-ოჰო გემოვნება გაქვს
- არ ვუჩივი.
- თუ აღარ იტირებ ხვალ ჩამოვატანინებ რეზოს
- არააა
- მართლა გეუბნები.
- ამ საათს?
- კიი
- საიდან?
- ჩემი მაღაზიიდან.. ბრენდული საათების გენერალური დირექტორი ვარ ამერიკის ერთ ერთ ფილიალში. მამაჩემმა დაარსა ან საათების კომპანია
- არ მჯერა
- დაიჯერე. შენც გქონია ბედი რაღაცაში. კარგია რომ მე გიპოვე. გაიცინა.. მართლა აღარ იტირო და ჩამოვატანინებ..
- კაი რა
- მომიყვები რა მოხდა გუშინ საღამოს??
- სხვა დროს რაა..



№1  offline წევრი ნორმი

ეზლა წავიკითხე ორივე თვი ეღტიანად და აძალიან მომეწონა ასე გააგრძლლე.კარგია პუნქტულაური რომ ხარ და თვებს არ აგვიანებ.
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი tamuna.s

ძალიან მომწონს დასაწყისი, იმედი მაქვს არ დააგვიანებ და ამით ისტორიას ხიბლს არ დაუკარგავ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent