შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

25


26-04-2016, 12:46
ავტორი stichi-19
ნანახია 1 330

„თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!“
-ანთიძე!ქირია! ტალახაძე! ბეგლარაშვილი!
ყვიროდა, პოლკოვნიკი ჩხეიძე.
-გიორგი!
მეძახდა, ჩვენი რაზმელი. 26 მაისიდან სამი წელი გავიდა და დილით გამაღვიძეს. წითელი არმია შემოსულა, 20 თებერვალია, ვირაზმებით და გავდივართ.
-ჩვენები 600-მდე არიან. ამბობს რეზო
-გიორგი, ამბობენ ჩვენზე ოთხჯერ მეტი არიანო, იქნებ ორჯერ? ვინ იცის?
გიორგი რა სახე მოგღუშია? ხოარ გეშინია? სიცილით მეუბენბა რეზო
-გაიწი რეზო!არაფრის არ მეშინია დედაჩემი მენანება, ჩემი ვაჟ-ქალი, ვაი, რომ ტყვიამ გამიხვრიტოს შუბლი, ობლად დამრჩებიან, დედაჩემის ობოლი ცრემლი მენანება. უმამოდ გამზარდა და როცა ამაგის დაფასების საშუალება მომეცა ზუსტად მაშინ მიხმობს სამშობლო. ვუთხარი და გავეცალე რეზოს.
ჩამალულები ვსხედვართ, გამაყრუვლებლად ისმის ზარზაბნების ხმა, აქა-იქ პოლკოვნიკის ხმა გამოერევა გამოერევა, დავალებებს გასცემს, ვიღაცას უკან დახევას უბრძანებს, ვიღაცას წინ გადასვლას, ბოლოს კი მაინც ყვირის:
-ექიმი!ექიმი! ზურა დაუძახე ექიმს! გვეღუპებიან ბიჭები!
სინათლე თითქმის აღარაა, მე კიდევ შაზე ვიყოფი, ჩემში ორი ადამიანი მძვინვარებს, შიგნიდან მჭამს, მანგრევს, მაჯანჯღარებს, თითქოს გარეთ გამოსვლას მთხოვს. თვალწინ ჩემი ვაჟს ცრემლიანი თვალები მიდგება და მტკივა. დედაჩემის გულამოფსკვნილი ღრიალი მესმის. მე? მე კი არსად არ ვჩანვარ, ვერ ვხედავ ვერც ჩემს გვამს ვერც დასახიჩრებულ სხეულს,ვერც დაინვალიდებულ სხეულს. ჩემი ვაჟის კივილი მესმის:
-მამი! მამი!
ნახშირს ვიღებ და წერას ვიწყებ, უკანასკნელ წერილს ვწერ.
ჩემო პატარებო, მე მივდივარ, ქვეყანა მიხმობს, მეძახის, ხელებს მიშველს და დახმარებას მთხოვს, მე თქვენ მხდალ მამიკოს იმის საშუალება არ მაქვს, რომ არ დაგტოვოთ, რა ვქნა რთულია, სამშობლოს ტკივილიან თვალებს, რომ ვუყურებ, მიჭირს. მიშკო მამი, ვიცი, ახლა ვერ გამიგებ, ცოტა, რომ წამოიზრდები ბრაზი მოგემატება, კითხვები გაგიჩნდება, ვერავინ, ვერავინ, გიპასუხებს შენი თავის გარდა. როდესაც სასახელო კაცი იქნები, მიხვდენი რაოდენ რთულია როდესაც საკუთარი მიწა გიხმობს, სამშობლოს გულში მოხვედრილი ტყვია, როდესაც შენს გულში გადის. მიხედე ელენიკოს, ჩემს მაგივრად დაიცავი, არ ატირო, მოარე ბებოს და დედას მიმიხედე მათზე მეტად ვერავინ შეგიყვარებს გახსოვდეთ როგორ უყვარხართ თქვენ მამას, არ დამივიწყოთ.
გავტყდი, დავპატარავდი, გამოვიდა, გამოგლიჯა კარი და გამოვიდა, ის ვერაგი.
-გიორგი! ყვირის პოლკოვნიკი ჩხეიძე.
ვხვდები რომ ჩემი ჯერია გავდივართ დარჩენილი ბიჭები ნახევარი საათიც არა გასული პოლკოვნიკმა ბრძანება გასცა უკან დაიხიეთო.
ვხედავ, როგორ ერთმანეტის მიყოლებით იხოცებიან, ქართველები, ფაქტია დავმარცხდით. ოთხი ზარბაზანს და ექვსი ტვიათმფრქვევს ფლობენ.
ვფიქრობ: რა იქნება? მერე რა ეშველება ? ალბათ დიდ წითელ ლაქად დაემჩნევა ჩემს სამშობლოს. სისხლის წვიმა მოდის, თითოეული ტყვია მტკივა. რა იქნება მერე? რა იქნება მერე? როგორი რთული ყოფილა სამშობლოს სიყვარული.
მივყავართ რბოს ვარღვევ და ბრძოლის ველზე მე ერთ ავტომატ მომარჯვებული ვისვრი უმისამართოდ და ვღრალებ:
ესეც თქვენ! ესეც თქვენ! ძვირი დაგიჯდებათ! ძვირი!
მუხლები მეკეცება ავტომატი აღარ მიჭირავს, დავემხე და ჩემთვის ჩუმად, ჩურჩულით, ვიმეორებ, მიშიკო მამი, მაპატიე, მაპატიე....
წითლად შეღბილი, გაუბედურებული, გაღატაკებული საქართველო, ხმა ექოსავით ისმის, ბრძოლის ველიდან, რაიქნება შემდეგ? შემდეგ რაიქნება? თითქოს დაცემული ბიჭების სული ყვირის ერთანი ძლიერი სული.
... და მართლაც რომ რა იყო შემდეგ ?

„მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent