მკვდარი ავტორის მომაკვდავი ამბავი (თავი1)
საიმონ მე მჯერა, მჯერა სამოთხის. მე მჯერა , იმიტომ , რომ არ მინდა დავიჯერო უკვალოდ გაქრი.არ მინდა დავიჯერო , რომ შენთან გატარებული ყოველი წამი, შენი ნათქვამი ყველა სიტყვა უსასრულო მონატრების მორევში იძირება, არ მინდა მჯეროდეს რომ ვეღარასოდეს ჩაგხედავ თვალბში , თვალებში რომლებიც ზაფხულის ცას ჰგავს, შავს... ბედნიერების ვარკვლავებით სავსეს, იმდენად ღრმას, რომ მასში მთელი სამყაროს ჩატევა შეიძლება. ვერ გავუძლებ... ვერგავუძლებ გესმის სკოლის კიბეზე ყოველ დილით იმედით სავსე თვალებით თუ არ დაველოდები შენს გამოჩენას და კვირაში ერთხელ მაინც არ გამიმართლდება ეს იმედი. ვერ გავუძლებ... მინდა ვიცოდე, რომ კიდევ დამცინებ, კიდევ დამიძახებ უტვინო ბავშვს და გაბრაზებულს სიცილით კიდევ დამიძახებ პატარას და ჩამეხუტები... ჩამეხუტები იმიტომ რომ იცი ამით ყველაფერს გამოისყიდი. სემი.. მინდა მჯეროდეს... მჯეროდეს, რომ ჩემი მუქარა „ჯოჯოხეთშიც ვერ მომიშორებ“ მართლა ახდება. სამოთხის თუ არა ჯოჯოხეთის არსებობა მაინც მინდა მჯეროდეს რადგან უშენობით და სიცოცხლით დაღლილი როცა ცხოვდერაბ სუიციდით დავამთვრებ მინდა ისევ შეგხვდე და შენი გაბრაზებული მზზერის მიღმა ჩემი დანახვით გამოწვეული სიხარული დავინახო, ვიცი გაბრაზდები „იდიოტო ბავშვო რატომ არ იცი შენი თავის ფასი“ მეტყოდი როცა ჯოჯოხეთის და სამოთხის გასაყარზე ჩემი იქ მისვლის მიმზეზს გაიგებდი. საი შენი ღიმილის დანახვა მინდა... საიმონ ... შენი სითბო მინდა... არა კი არ მინდა მჭირდება, თითქოს კისერში ვიღაც ხელებს მიმჭერს, ჯერ ნელა შემდეგ უფრო ძლიერად, ყოველ წამს უფრო და უფრო ძლიერად ეს ყველაფერი უსასრულოდ კლებად პროგრესიას ჰგავს პირდაპირ ისწრაფვის დასასრულისკენ მაგრამ არასოდეს სრულდება. ასეა ეს ტკივილიც სულ უფრო და უფრო გგონია რომ ბოლოს მოგიღებს და რომ ეს ბოლო წვთია მაგრამ უეეცრად აღმოჩნდება რომ კიდევ არსებობს მეათედი მეასედი ან მემილიონედი ნაწილი შენი ამტანობის და ხვდები რომ თუ შენ თვითონ არ მოუღებ ბოლოს ამ ტკივილს ის შენს ცხოვრებას მოურებს ბოლოს, ჰო შენს ცხოვრებას შენ კი არა... შენ გააგრძეებ არსებობას მაგრამ ვეღარ იცხოვრებ. როგორც შენს სიცოცხლეში ვიჯერებდი რომ შენთვისაც ისე ძვირფას ვიყავი როგორც ჩემთვის შენ ისე დავიჯერებ რომ ოდესმე ისევ შევხვდებით. შეიძლება დღეს არა ხვალ არა მაგრამ ოდესმე... ოდესმე ისევ შევხვდებით და ისევ ისე ჩაგეხუტები როგორ აქამდე მთელი კვირის უნახავს. შენ კი საი ისევ ისე ჩამეხუტები სიცილით და მეტყვი „მომშორდი გეყოფა“ მაგრამ როცა გაგიშვებ შენსვალებში კიდე ერთხელ დავინახავ ბედნიერების ვარსკვლავებს ჩემთან ყოფნით განათებულს. თავი1 - ვინ ვარ მე ?! „სიკვდილი- ადამიანის ყველაზე დიდი ილუზიაა, სანამ ცოცხალი ხარ ის ჯერ არ არსებობს. როცა კდები ის აღარ არსებობს.“ -სოკრატე ო ხშირად ვწერდი ასეთ წერილებს. იმის იმედით რომ ოდესმე მართლა მეყოფოდა გამბედაობა და სიცოცხლის უსასრულობას საბოლოო წერტილს დავუსვამდი. აქამდე ბევრჯერ მიცდია ამ ამის გაკეთება თუმცა ეს მცდელობები იმდენი აღმოჩნდა მრავალ წერტილად გადაიქცა და ცხოვრებამაც ისევ ისე უაზროდ და არაფრისმომცემად განაგრძოო დინება, მე ცხოვრებისგან არაფრის მოცემას აღარ ვითხოვდი მხოლოდ ერთადერთი სადხოარიღა მქონდა დარჩენილი .... ყველაფერს ნუ მართმევდა.... მაგრამ ის არ მინდობდა და საიმონიც კი წამართვა. ჰო ალბათ უნდა აგიხსნათ ვინ არის საიმონი . საიმონის თქვენთის წარდგენა ბევრნაირად შემიძლია მაგალითად ის არის ჩემი უახლოესი მეგობარი , ჩემი მეორე მე, ჩემი პიროვნების ნაწილი თუმცა კი ჩემი სიცოცხლის ბოლო პერიოდში ის მხოლოდ ხმა იყო ჩემს შეშლილ თავში რომელიც სასოწარკვეთილი მემუდარებოდა გონს მოვსულიყავი. ალბათ ისიც გაინტერესებთ რა დამემართა და როგორ მოვკვდი, ოო საყვარელო ამაზეც აუციებლად მივალთ , მაგრამ მოდი ჯერ იქედან დავიწყოთ რატომ მოვკვდი, დარწმუნებულივარ ისეთი პატარა ცნობისმოყვარესთვის როგორიც შენ ხარ იმის გაგება უფრო საინტერესო იქნება ვინ ვიყავი და რატომ მოვკდი ვიდრე იმის მანქანა დამეჯახა ვენები გადავიჭერი თუ მდინარეში გადავხტი. სიკვდილი ხომ უბრალოდ წერტილია. ვის აინტერესებს ცარიელ ფურცელზე დასმული წერტილი თუ ის წინადადების ბოლოს არაა და არაფერს ასრულებს. ჰოდა მეც მოდი ჩემი წინადადებით დვიწყებ და მოგიყვები ვინ ვიყავი როგორ ვცხოვრობდი და რატომ ვარ ახლა მკვდარი თუმცა ამის გამო არ მოიწყინო, შენც მიხვდები რომ ჩემი ცხოვრების შემდეგ ახლა ბედნიერი ვარ იქ სადაც ვარ და როგორც ვარ. ყველაფერი ოცდა მეერთე საუკუნის პირველ წელს გაზაფხულის პირელი თვის პირველი კვირის ბოლო დრეს დაიწყო. ზედმეტად ხელოვნურად ჟღერს არა?! თითქოს რემარკის უნიჭო ვერსია ხელოვნურად ცდილობს ფაქტის დრამატიზებას. მარტივარ რომ გითხრათ 2001 წლის 7 მარტს გამთენიას დავიბადე და მთელი ცხოვრების სანანებლად გავუხადე ჩემი გაჩენა საცოდავ დედჩემს. სანამ პატარა ვიყავი უბრალოდ ცელქი მერქვა თუმცა გავიზარდე და უბრალოდ დაუმორჩილებელი პატარა ძუკნა გავხდი რომელიც საკუთარი „მინდას“ ასასრულებლად დაუფიქრებლად გამოჭრიდა ადამიანს ყელს. ჰო ასე ხდება როცა დედისერთა ბავშვს ათამამებ და მითუმეტეს თუ ამ ერთადერთ ბავშვს ოჯახი წლების მანძილზე ელოდა. მოკლედ ჩემი ეს როგორც დედაჩემი იტყოდა „არაადამიანუ“ ქცევები ალბათ პირველად 13 წლის ასაკში დამეწყო. მანამდე უბრალოდ პატარა ქაჯი ბავშვი ვვივყავი რომელიც ბიჭებთან მეგობრობდა ხშირ შემთხვევაში მათ სცემდა და ფეხბურთის თამაშისგამო მუხლებ გადატყავებულიც ხშირად დადიოდა. ახლა შეხედეთ 13წლის გოგოებს... ღრმა დეკოლტე მოკლე კაბა ადიდასის ორიგინალი კედები სახეზე “BIOს“ (ერთ-ერთი ყველაზე იაფი ტონალური კარგი დაფარვით) ტონალური კრემი თანაც იმდენი რომ დაბანო ალბათ ცნობა გაგიჭირდება. მოკლედ ჩემი ბავშვოობის სრული ანტი ვერსიები. ჰოდა რას ვამბობდი, მოკლედ საკმაოდ ნორმლაური ბავშვი ვიყავი იმ დროის პირობაზე, ვერავინ მამჩნევდა ჩემი მეგობრების გარდა ისინი კი იმდენად ცოტა იყნენ ნამდვილად არ ჩამეთვლება ტყუილად თუ ვიტყვი რომ შეუმჩნეველი და წყნარი ცხოვრება მქონდა და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა რომ არა ადამიანი რომელმაც ყველაფერი შეცვალა. „იცი ?! შენი ამ ქცევის მიღმა გოგოა და მე ის გოგო ძალიანაც მომწონს“ ჰო თქვენც მიხდებით ზედმეტად ბანალური ხერხია გოგოს დაკერვის მაგრამ რას ვიზამთ თუ თქვენ არ ყოფილხართ 13 წლის გოგო რომელსაც ბიჭად აღიქვამენ და ცხორებაში არავის შეუხედავს მისთვის როგორც გოგოს გთხოვთ ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ იმის გამო რომ ამ სიტყვებმა გული მომილბო. ალბათ ფიქრობთ ვინ იყო ის იდიოტი უფრო იდიოტ ბავშს რომ ამ სიტყებთ გონება აურია, ვინ იყო საიმონი ?! მის გამოა ეს გოგო მკვდარი ?! და ალბათ კიდევ ბევრი კითხვაა რომელზეც ნელ-ნელა ყველანი მიიღებთ პასუხს. არა ის საიმონი არ არის. მისი სახეხელია დენი. სიკვდილის მიზეზი კი არიცი რამდენადაა, თუმცა კი ალბათ მისი დამსახურებაც იქნება.ის რომ არა მე ხომ არასოდეს შევიცვლებოდი, არასოდეს გახდებოდი ის ვინც გავხდი და არც ამდენი რამ გადამხდებოდა. თუმცა კი საბოლოოდ მისი მადლობელი ვარ. ბევრი ცუდის მიუხედავად მან საბოლოოდ ყველაზე გამოსადეგი რამ მასწავლა. მასწავლა რომ ცხოვრებაში არავინ არ უნდა შევიყარო ისე რომ მისმა დაკარგვამ ისე მატკინოს გული 3 დღეზე დიდხანს ვიდარდო. როგორ მასწავლა ? ერთხელაც უბრალოდ ადგა და მიმატოვა. ჰო.... ასეც ხდება ... მაგრამ მანამდე იყო დიდი ისტორია ბევრი წინააღმდეგობებით სავსე. და სწორედ ამ ისტორიიდან იწყება ჩემი ცხოვრების უგრძესი დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.