შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი თავი 11.


23-10-2018, 15:30
ავტორი melanqoliki
ნანახია 2 096

_ ლიზა? _ კაცს გაეგო, როგორ მიმართა გოგონამ ბავშვს და სახეზე ფერი გადაუვიდა. დიდხანს უყურებდა ჯერ პატარას, მერე მას და თავში ათასგვარი ფიქრი უტრიალებდა.
_ არ დამიბრუნებთ ჩემ ბურთს? _ გაბრაზებული სახით უყურებდა ბავში და სათამაშოსკენ ხელი გაეშვირა.
_ ნენე, სწრაფად მოდი ჩემთან _ შეშინებულმა და დამფრთხალმა ლიზამ, ბავშვთან მიირბინა და სწრაფად ჩაკიდა ხელი.
_ დედიკო, უთხარი დამიბრუნოს ბურთი _ ახლა უკვე დედას ეჩხუბებოდა ბატარა და ბუზღუნს არ წყვეტდა.
_ ლიზა, მოიცადე _ ალექსანდრე მათ წინ აისვეტა და პატარას ბურთი დაუბრუნა. მერე კი კიდევ ერთხელ, გულისყურით შეათვალიერა ბავშვი და თვალები გაუფართოვდა. მის წინ მდგარი, პაწაწინა არსება ლიზას მინიატურული ასლი იყო. ლამაზი სახე, დიდი ვარდისფერი ტუჩები, წყლიანი მწვანე თვალები და ოქროსფერი კულულები. უყურებდა და ცდილობდა, მის გარეგნობაში ისეთი დეტალები აღმოეჩინა, რაც გულში შემოპარულ ეჭვებს გაამართლებდა და ცოტათი მაინც დამშვიდდებოდა. მაგრამ, რაც უფრო მეტად აკვირდებოდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ პატარა, ლიზას ორეული იყო.
_ ალექსანდრე, გთხოვ ბავშვს თავი დაანებე _ აკანკალებული ხმით აიყვანა ბავშვი ხელში და სადარბაზოსკენ წავიდა.
_ დე, დე დამსვი თამაში მინდა _ ატიტინდა ბავშვი, კაცს ბავშვის მიმართვაზე სახე შეეცვალა და გადაწყვიტა უკან ადევნებოდა.
_ ლიზა, ლიზა. _ სწრაფად წამოეწია და მკლავში სწვდა.
_ იცოდე, თავი დაანებე ჩემ დედიკოს, თორე ნიკუშა ჩამოვა და ყველაფერს ვეტყვი. _ ბავშვმა დედის თვალზე ცრემლები შენიშნა და უცნობს ბურთიანი ხელი მოუღერა.
_ საოცრად გგავს _ ალექსანდრეს ბავშვის რეაქციაზე გაეღიმა, მაგრამ სახე მალევე დაუსერიოზულდა და ლიზას მიუბრუნდა _ ბავშვის მამა ვინაა? _ პირდაპირ, ყოველგვარი მორიდებისა და შესავლების გარეშე დაუსვა შეკითხვა.
_ ჩამოდი დე ცოტა ხანს ითამაშე _ გოგონამ გაღიზიანება არ შეიმჩნია და ბავშვი ნაზად ჩამოსვა.
_ როგორ ბედავ და ნენეს თანდასწრებით ასეთ შეკითხვებს, როგორ მისვამ ? _ როგორც კი პატარა ცოტათი გასცდა და თამაში განაგრძო, ლიზამ ხმას აუწია და სახე მრისხანებით აევსო.
_ აუცილებლად უნდა ვიცოდე ამ შეკითხვაზე პასუხი _ აღელვება და დაძაბულობა შეეტყო.
_ რა მნიშვნელობა აქვს ამას შენთვის? _ ყველაფრის მიუხედავად, ცდილობდა მკაცრად დალაპარაკებოდა და არ ეტირა, როგორც ყოველთვის.
_ გთხოვ ლიზა, ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სიმართლეს ნუ დამიმალავ _ ახლა უკვე ხვეწნაზე გადავიდა და ტონიც შეარბილა, მოუთმენლობა ტანჯავდა და გაურკვევლობაში ყოფნა აღიზიანებდა.
_ საშინელი შეგრძნებაა ხო? რას იტყვი? _ ცინიზმით სავსე მზერა მიაპყრო, საშინელი მონატრების გრძნობას აევსო მისი სხეული, კაცის ყოველი სიტყვა მოგონებებს უღვიძებდა, მაგრამ ცდილობდა ემოციები დროებით შეენახა და ის გულქვა, გაციებული ლიზა ეთამაშა, რომელიც მშვენივრად ახერხებდა ალექსანდრეს გარეშე ცხოვრებას .
_ თუ გინდა მშვიდ გარემოში დავილაპარაკოთ, სადაც მეტყვი იქ წავიდეთ, ძალიან გთხოვ უარს ნუ მეტყვი _ მასთან სულ ახლოს მივიდა, თვალებში ჩახედა და ხელი ლოყაზე შეახო.
_ ალექსანდრე _ მხოლოდ მისი სახელი თქვა და თავი ვეღარ შეიკავა, თვალები დახუჭა და საყვარელი მამაკაცის სითბო იგრძო. სად არ გაყვებოდა, მზად იყო ყველაფერზე დათანხმებოდა და ბავშვთან ერთად ხელახლა დაეწყოთ ცხოვრება, მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო. სიამოვნების წამი ტკივილმა შეუწყვიტა, სახე სიმწრისგან და დარდისგან მოეღუშა და სწრაფად გაახილა თვალები.
_ შეხების გარეშე, თავი შეიკავე _ მშვიდად მიმართა და უკან დაიხია.
_ წამომყვები? მშვიდად ვისაუბრებთ და გპირდები არ შეგეხები, არ შეგაწუხებ. _ თვალი ეზოს კუთხეში მდგარი შავი ჯიპისკენ გააპარა .
_ უამრავი შეკითხვა მაწუხებს და პასუხები მჭირდება ალექსანდრე, მაგრამ ახლა არა, გთხოვ წახვიდე, სანამ ნიკუშა ჩამოვიდა.
_ ნიკა? _ გაუკვირდა კაცს
_ ჰო, ნიკუშა, ის ზრუნავდა ჩვენზე სანამ შენ, აჰ, არც კი ვიცი სად იყავი _ სევდიანად ჩაილაპარაკა და კაცს ზურგი აქცია.
_ ბავშვის მამა ნიკაა? _ გაცოფებული ეცა ლიზას და შემოატრიალა.
_ რას ბოდავ? ნიკუშაზეა საუბარი, კოტეს და ნანას შვილზე, ჩემს ძმაზე _ ყვირილით უპასუხა ლიზამ და გაყინული მზერით შეხედა გაგიჟებულ ალექსანდრეს.
_ შენ რა ... _ სიტყვა გაუწყდა და ჰალსტუხი შეიხსნა, ჰაერი მძიმედ ჩაისუნთქა და ლიზას მიაჩერდა.
_ რა? აქ ამისთვის მოხვედი? თუ ხვდები საერთოდ რას მეუბნები ალექსანდრე? _ ცოტაც და გული გაუსკდებოდა, ემოციებს ვეღარ მალავდა და გაკვირვებას ვერ იშორებდა.
_ გთხოვ დამშვიდდი _ გოგონასკენ გაიწია, უნდოდა შეხებოდა, მაგრამ დაფრთა და უკან დაიხია.
_ როგორ მთხოვ დამშვიდებას, როცა შენთვითონ მაგდებ ამ დღეში, კიდევ რას მეტყვი ალექსანდრე? რატომ ცდილობ სულ მავნო, მატკინო და რამე დამიშავო? ჰაჰ, რა სულელი და უტვინო ვარ, რომელ შეკითხვებზეა საუბარი და საერთოდ რა მინდა შენგან, რა მინდა იმ ადამიანისგან, რომელიც ასე მექცევა, ჯერ დამტოვე , არც კი ვიცი რატომ, რისთვის და ახლა. ახლა ქუჩაში, ეზოში მიწყობ სცენებს და ათას სისულელეს მეუბნები._ ბოლო სიტყვის მერე ცრემლები ვეღარ შეიკავა და ჩუმად ატირდა.
_ ლიზა, _ სადარბაზოდან ნიკა გამოვიდა და ატირებული გოგონასკენ დაიძრა.
_ ნიკუშა_ კაცის დანახვაზე ბავშვმა თამაში შეწყვიტა.
_ აქ რა ხდება? _ ალექსანდრეს დანახვაზე ნიკას სახე სიძულვილით აევსო.
_ ოხ, ნიკა _ ალექსანდრემ ზიზღით ახედა კაცს.
_ ლიზა, ბავშვი აიყვანე და ორივე სახლში ადით, სწრაფად _ ნიკამ სიგარეტი ჩააქრო, გოგონას სახლის გასაღები გაუწოდა და ალექსანდრეს მიუტრიალდა.
_ უფროსობ კიდეც? _ ცინიზმით ჩაილაპარაკა და ძვირადღირებული პიჯაკის სახელოები აიკეცა.
_ ნიკუშ, ძალიან გთხოვ თავი დაანებე და სახლში წამოდი _ ლიზამ ბავშვი ხელში აიყვანა და ნიკას გასაღები გამოართვა.
_ დაჟე, ერთადაც ცხოვრობთ თუ რა ხდება აქ? _ სიმწრით ჩაიცინა და ორივე აათვალიერა.
_ ლიზა, გამიგონე და სახლში ადით, სწრაფად _ კაცმა ხელით უბიძგა გოგონას.
_ შენ ვის ცოლს ებლატავები ტო _ ამრეზით შეხედა ნიკას და სახლისკენ წასულ ლიზას თვალი დაადევნა.
_ რა იყო, ქურდულს აწვები ალექს? _ გადაიხარხარა ნიკამ .
_ შენი დედაც შე მასხარა, კლოუნო _ სიმწრიგან სახეზე სისხლი მოადგა და მთელი ძალით მოუღერა მუშტი.
_ კაი ბიჭებმა ჩხუბი არ გასწავლეს შე თე*ლო? _ დაცინვა და სიცილი გააგრძელა კაცმა და დარტყმა მოიგერია.
_ დაითრიე ჩემი ცოლი არა? _ ამჯერად აღარ ააცდინა და ყბაში გაარტყა.
_ სულ ეს არის, რაც შეგიძლია? _ გაიღიმა და სისხლი გადაანერწყვა.
_ მოდი აქ, შე _ პერანგში სწვდა და თავისკენ მოითრია. ნიკამ ძალა მოიკრიბა და მუცელში ჩაარტყა, ძირს დაგდებულ კაცს ფეხით ურტყა და სახეში შეაფურთხა.
_ რამეზე გაქვს პრეტენზიები შე გამო**ევებულო? სად ეგდე შე ნაგავო, შენი დედა, ნაბი*ვარო არაკაცო _ გამწარებული ურტყამდა და ილანძღებოდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა. ზიზღსა და შურისძიების წყურვილს შეეპყრო და გამეტებით ურტყამდა, რამდენჯერ წარმოედგინა ამგვარი სცენა, მაგრამ ვერასდროს იფიქრებდა, ყველაფერი ასე, სწორედ ამ დროსა და ვითარებაში თუ მოხდებოდა.
_ მაგრად დაგერხა შე კლოუნო შენი დედა _ შეიკურთხა ნაცემმა და წამოდგომა სცადა, მაგრამ უშედეგოდ .
_ სულს ამოგხდი შე ს*რო, არაფრის ღირსი არ ხარ, რა პრეტენზიები გაქვს? სად ეგდე აქამდე? გულაობდი ალბათ ხო? მე ვერ დამაბოლებ, ლიზასთან ახლოსაც არ მიგასუნინებ იცოდე გაა* ვი სიცოცხლე თუ არ მოგბეზრებია, დაბრუნდი ისევ იმ ტრაკში გაიგე? _ შეშლილივით ყვიროდა ნიკა და ირგვლივ ვეღარაფერს ხედავდა.
_ არ დავთმობ _ როგორც იქნა წამოიწია და ადგომა მოახერხა
_ ამაზრზენი ჭიაყელა ხარ, გულის ამრევი ნაგავი, დაახვიე სანამ ღორივით არ გამოგჭერი ყელი_ დაიღრიალა და ამოისუნთქა, დაღლა იგრძნო, მაგრამ სიძულვის აევსო და ვერ წყნარდებოდა.
_ სანამ ჩემ ცოლს არ დაველაპარაკები, არსადაც არ წავალ _ დრო იხელთა და ცხვირში გაარტყა, მერე კი ადგილზე შებარბაცდა და უკან დაიხია.
_ ცოლს? ცოლს? მემგონი შენ მაგარი გარეკილი გაქვს ხო იცი _ გაიცინა ნიკამ
_ ვის დასცინი შენ ბიჭო, დრო იხელთე ხო? გგონია წამართვი? ბავშვიც შენია? _ სისხლი მოიწმინდა და ქამრის უკანა მხარეს დამაგრებული იარაღი შეიხსნა, მერე კი გათამამებულმა არაადამიანურად ჩაიცინა და მწვანე თვალები ბოროტებით აევსო.
_ ვააა, კაი ბიჭობ კიდეც? _ ირონიულად მიაძახა ნიკამ და იარაღის დანახვაზე ჩაეღიმა.
_ ნიკუშ _ ლიზას კივილის ხმამ ყველაფერი გადაფარა, გოგონა სწრაფად არმოჩნდა ეზოში და მათ შორის ჩადგა.
_ ლიზა, დაბრუნდი სახლში _ გაღიზიანდა კაცი და გოგონა ხელის ერთი მოძრაობით, გვერდით გაწია.
_ ალექსანდრე გთხოვ, საიდან გაქვს იარაღი/? _ მოსთქვამდა და აკანკალებული ხმით ცდილობდა მის დაშოშმინებას. ხმაურზე შეშინებული მეზობლები, უკან გარბოდნენ და სახლებში ბრუნდებოდნენ.
_ არაკაცია, ნამდვილი ნაგავი, წესიერად ჩხუბიც კი არ შეუძლია, _ ღიმილიანი, დამცინავი სახით განაგრძობდა ნიკა.
_ გთხოვთ გაჩერდით, ნიკუშ, გამომყევი რა სახლში გემუდარები, _ მიუტრიალდა ნიკას და შეეცადა სიტუაცია მოეგვარებინა.
_ სახლში? არსადაც არ წავა _ დაიყვირა ალექსანდრემ და იარაღი დაუმიზნა.
_ ალექსანდრე, რას აკეთებ? _ უფრო ძლიერად ატირდა და ნიკა გადაეფარა.
_ ლიზა, სახლში ადი, დამიჯერე დროზე წადი და ბავშვს მიხედე _ კიდევ ერთხელ გაწია ხელით გოგონა.
_ შენ ვის ებლატავები ბიჭი/? ვის ცოლს კარნახობ რა და როგორ ქნას? _ გაღიზიანდა ალექსანდრე და იარაღი კიდევ უფრო ახლოს მიუტანა.
_ არაა საჭირო, დაუშვი, დავილაპარაკოთ, სადმე წყნარ ადგილას წავიდეთ და ვისაუბროთ, მშვიდად, იარაღების გარეშე, გთხოვ ალექსანდრე მაშინებ. _ მკლავზე შეეხო გოგონა და ბოროტებით სავსე თვალებში ჩახედა.
_ არსადაც არ წახვალ, სახლში ადი ლიზა _ სწრაფი მოძრაობით მოაშორა კაცს და სადარბაზოსკენ წაიყვანა.
_ არ გაინძრე, ხელი გაუშვი ჩემ ცოლს შე ნაბი*ვარო _ კოჭლობით აედევნა კაცი.
_ ნიკუშ, ნიკუშ, ახლა გული გამისკდება, გამიშვი ხელი დაველაპარაკები _ თავბრუ დაეხვა ლიზას და ისევ მათ შორის ჩადგა.
_ ლიზა, სახლში ადი_ მეთქი _ დაუყვირა ნიკამ და მისი ყვირილი საშინელმა გასროლის ხმამ გადაფარა.



№1  offline წევრი naniko mindia

Veli shemdegs tavs zvirfaso, ardagvianoo
❤️❤️❤️♥️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№2  offline წევრი melanqoliki

naniko mindia
Veli shemdegs tavs zvirfaso, ardagvianoo
❤️❤️❤️♥️❤️❤️❤️

დიდი მადლობა <3 ახალ თავს არ დააგვიანდება <3

 


№3  offline წევრი Liziko27

ვაიჰჰჰჰჰ❣❣❣რადროს გაწყდა. მაგარიაა ველი მომდევნოს..

 


№4  offline წევრი ნორმი

აუუუ,მე არ მინდა ალექსანდრე მკვლელი იყოს.
--------------------
მორფეოსი

 


№5  offline წევრი LI_BE

პოლიციელი ხარ, ბიჭოოო?! smile smile

ეხ, ალექსანდრე, ალექსანდრე. ერთხელ უკვე გითხარი, არაფრის ტრა'კი არ გაქ მეთქი და აგერ, ფაქტიც. ქალი გეუბნება, ჩემი ძმააო და შენ, მაინც შენსას უბერავ. თუ, არ იცოდი ამდენ ხანს, ძმა რომ ყავდა. ქალის დაბრუნება გინდა, იარაღს უტრიალებ ცხვირწინ და ისვრი კიდეც. რა უნდა გელაპარაკო. ასეთი შტერი როგორ ხარ! დავაი რაა, აახვიე ლიზას ცხოვრებიდან! angry ზოგადად, შერიგების მომხრე ვარ ყოველთვის, მაგრამ, კაცი ღირსეული უნდა იყოს, შეცდომის დაშვების შემდეგ, ბოდიშიც ვაჟკაცურად უნდა მოიხადოს და უკან დასაბრუნებელი გზაც ღირსეული და კაცური მონახოს.

ლიზა, შენ კიდე, ასეთი მიამიტი როგორ ხარ. რა დროს გულის აფანცქვალებები და ჟრუანტელებია, შემოუძახე რა თავს! smile

ნიკას რომ რამე დაემართოს, ჩემი ხელით დავახრჩობ ალექსანდრეს! rage

ლევანა, ბიჭო, შენ კიდე სად დაიკარგე, ვახ!!!

 


№6  offline წევრი melanqoliki

LI_BE
პოლიციელი ხარ, ბიჭოოო?! smile smile

ეხ, ალექსანდრე, ალექსანდრე. ერთხელ უკვე გითხარი, არაფრის ტრა'კი არ გაქ მეთქი და აგერ, ფაქტიც. ქალი გეუბნება, ჩემი ძმააო და შენ, მაინც შენსას უბერავ. თუ, არ იცოდი ამდენ ხანს, ძმა რომ ყავდა. ქალის დაბრუნება გინდა, იარაღს უტრიალებ ცხვირწინ და ისვრი კიდეც. რა უნდა გელაპარაკო. ასეთი შტერი როგორ ხარ! დავაი რაა, აახვიე ლიზას ცხოვრებიდან! angry ზოგადად, შერიგების მომხრე ვარ ყოველთვის, მაგრამ, კაცი ღირსეული უნდა იყოს, შეცდომის დაშვების შემდეგ, ბოდიშიც ვაჟკაცურად უნდა მოიხადოს და უკან დასაბრუნებელი გზაც ღირსეული და კაცური მონახოს.

ლიზა, შენ კიდე, ასეთი მიამიტი როგორ ხარ. რა დროს გულის აფანცქვალებები და ჟრუანტელებია, შემოუძახე რა თავს! smile

ნიკას რომ რამე დაემართოს, ჩემი ხელით დავახრჩობ ალექსანდრეს! rage

ლევანა, ბიჭო, შენ კიდე სად დაიკარგე, ვახ!!!

როგორ ველოდები ხოლმე შენს კომენტარს და მერე ძალიან ნელა ვკითხულობ <3 დიდი მადლობა რომ დროს მითმობ და ასე დაწვრილებით წერ შენს აზრს <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ღმერთო, რა საზიზღარი არსება ყოფილა ალექსანდრე. იმედი მაქვს ნიკა ასე უაზროდ არ შეეწირება ამ ამბავს. ლიზა მართლა მეცოდება, მას ხომ ცხოვრებაში ერთელ მართლა უყვარდა ალექსანდრე.
როგორც ჩანს დიდი გარეწარი ვიღაცაა ეს ალექსანდრე, თანაც თავისას რომ გაიძახოდა, ბავშვი ნიკასიაო. სრულიად დავკარგე ყველანაირი წარმოდგენა მასზე. ეს იარაღის ასე უთავბოლოდ ფრიალი უკვე მიანიშნებს მის არაკაცობას. ვინ არის ასეთი და რა ძალაუფლება გააჩნია, რომ არაფერს უშინდება.
ის მახარებს რომ ხშირ-ხშირად დებ ახალ თავებს. როგორ მოუთმენლად გელიი რომ იცოდე

 


№8  offline წევრი melanqoliki

Chikochiko
ღმერთო, რა საზიზღარი არსება ყოფილა ალექსანდრე. იმედი მაქვს ნიკა ასე უაზროდ არ შეეწირება ამ ამბავს. ლიზა მართლა მეცოდება, მას ხომ ცხოვრებაში ერთელ მართლა უყვარდა ალექსანდრე.
როგორც ჩანს დიდი გარეწარი ვიღაცაა ეს ალექსანდრე, თანაც თავისას რომ გაიძახოდა, ბავშვი ნიკასიაო. სრულიად დავკარგე ყველანაირი წარმოდგენა მასზე. ეს იარაღის ასე უთავბოლოდ ფრიალი უკვე მიანიშნებს მის არაკაცობას. ვინ არის ასეთი და რა ძალაუფლება გააჩნია, რომ არაფერს უშინდება.
ის მახარებს რომ ხშირ-ხშირად დებ ახალ თავებს. როგორ მოუთმენლად გელიი რომ იცოდე

მიხარია რომ შემიძლია შენი გახარება <3 დავბრუნდი და ყოველ დღე დავდებ ახალ თავებს იმედი მაქვს ბოლომდე მომყვები და შენს აზრს ყოველთვის დაველოდები <3

 


№9  offline წევრი Barbare ❤

gushin daviwye kitxva da chavikitxe uceb... dzalian kargad wer. chamitria da iset momentze gaqyda, rom ar vicii... velodebi shemdeg tavs sulmoutqmeli. ❤️ warmatebebi ❤️

 


№10  offline წევრი melanqoliki

Barbare ❤
gushin daviwye kitxva da chavikitxe uceb... dzalian kargad wer. chamitria da iset momentze gaqyda, rom ar vicii... velodebi shemdeg tavs sulmoutqmeli. ❤️ warmatebebi ❤️

დიდი მადლობა <3 ახალ თავს უკვე ვწერ <3 მიხარია რომ დაგაინტერესა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent