შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგიტაცებდი, როგორც პატარას V


25-10-2018, 12:00
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 423

დიდად არ მეხალისებოდა სტუმრების გარემოცვაში ჯდომა,ის იყო ოთახში უნდა დავბრუნებულიყავი რომ კარები გაიღო და შეთე შემოვიდა.. გარემოებამ დააბნია,მის სახეზე გაკვრვება შეიმჩნეოდა.. ნაბიჯს შეუნელა და ეჭვისთვალი დედამისისკენ გააპარა,ბოლოს მე შემომხედა თითქოს შენც აქ ხარო,მეკითხებოდა..
-დედა აქ რა ხდება?-იკითხა შეთემ და ყველამ მას გახედა.. ტასო ფეხზე წამოიჭრა და გველივით მოეხვია მის კისერს,კოცნასაც აპირებდა მაგრამ შეთემ განზე გასწია.. ტასოს მშობლებს მიესალმა და დივანზე მოკალათდა.
-საყვარელო ძალიან მომენატრე.-სიყვარულით სავსე სახით უყურებდა ტასო.
-რატომ მოგენატრე,ჩვენ ხომ..
-შეთე.. იქნებ საუბარი სუფრასთან გაგვეგრძელებინა?-სიტყვა გააწყვეტინა დედამისმა.
-როგორც იტყვი დედა..-ყველა ადგა და სუფრისაკენ გაემართნენ,მე კი კვლავ კიბის საფეხურებისაკენ გავბრუნდი.
-ანაბელ საყვარელო შენც შემოგვიერთდი..-ამჯერად ტასო მიხამხაბედგა წამწამებს.. მეც მათკენ გავემართე,თუმცა ფეხები უკან მრჩებოდა..
რაც შეძლებოდა შორს დამსვეს შეთესგან,გვერდით კი ტასო დაუსვეს..
ყელში ბურთი მომებჯინა..
ვახშამი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა,მაგრამ ტაასოს დედაში ინტერესს ვიწვევდი..
-თქვენ რატომ არაფერს მიირთმევთ გენაცვალე?-ისე გაპრანჭულად საუბრობდა,თანაც ცდილობდა საუბრისას კბილები არ გამოეჩინა.. ეს ხომ „ელიტის“ საუბრის მანერა იყო? გულში გამეცინა.
-ანაბელი ასეთია,არ უყვარს ხალხთან საუბარი და ვახშმობა.-მანანამ გასცა პასუხი თითქოს კარგად მიცნობდა და იცოდა რა მიყვარდა და რა არა..
-რა მითხარი როგორი ნათესავია?-ამჯერად კითხავ დაუსვა მანანას.
-დედას არ უთქვამს რომ ანაბელი ჩვენი ნათესავია.-ამდენი უაზრო კითხვა ყელში ამოუვიდა შეთეს.მიყურებდა და თითქოს მითანაგრძნობდა რადგან მათ წინაშე ვიჯექი.-ახლა კი თქვენი სტუმრობის თემას დავუბრუნდეთ..
-ძალიან გამიხარდა მანანიკომ რომ დამირეკა და ახალი ამბავი გვაცნობა.-შეთემ მტრულად გახედა დედამისს,თუმცა მოსაუბრეს კვლავ თავაზიანად გაუღიმა.-შენი დანაბარები გადმოგვცა,რომ გსურს ტასოსთან ერთად ქორწილის დღე დათქვათ.-ყურებს ვერ დავუჯერე..
სული ამეწვა სხეულში,მზად ვიყავი ხორცი საკუთარი ფრჩხილებით შემომეხია სხეულიდან ოღონდ ეს არ გამეგონა, მინდოდა მიწა გამხეთქოდაგულმა განმგმირავად დაიწყო ძგერა.. მტკიოდა.. სული მტკიოდა და თვალებზე ვეება ცრემლი ჩამომიცურდა.. სწრაფად შევიმშრალე,რომ არავის დაენახა.. შეთემ თვალი გამისწორა.. დაინახა რაოდენ ძლიერად მტკიოდა სული,მზად ვიყავი სიკვდილისთვის,მაგრამ არა შეთეს სამუდამოდ დაკარგვისათვის
ღმერთს ბრალს ვდებდი რომ ამ დღეს მომასწრო.. ჩემი საყვარელი კაცი სხვაზე უნდა დაქორწინებულიყო..
თავს ვერაფერს ვუხერხებდი, თვალები ტკივილით მევსებოდა.. შეთეს თვალს არ ვაშორებდი,რომელმაც დედამის გახედა,შემდეგ მის დას, ბოლოს ტასოს.. ამოიხვნეშა,მასაც არ ედო სახეზე კარგი ფერი,მაგრამ მე რა?.. მინდოდა შემოეხედა,მინდოდა ეგრძნო რასაც ვრძნობდი..
ნუთუ ამდენი ხანი აქ მხოლოდ ამის გამო დამაყოვნა, რომ ამ ამბის მომსწრე ვყოფილიყავი?..
თავი ვეღარ გავაკონტროლე და ავდექი..შევბრუნდი რომ ჩემი ცრემლები არავის დაენახა და ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი..
თვალს რომ მოვეფარე და ქვედა საფეხურებიდან ნაბიჯების ხმა გავიგონე უფრო სწრაფად გავიქეცი და საძინებელში შევვარდი.. ის იყო კარები უნდა დამეკეტა, რომ შეთემ დაიჭირა,ტორნადოს მსგავსად შემოიჭრა საძინებელში..
უკან არც მიმიხედავს ისე მივედი ფანჯარასთან და ეზოში რაღაც წერტილს მივაშტერდი.
-ანაბელ..-გაუსაძლისად მტკიოდა მისი დაძახილი ჩემი სახელი.. რომ არ მივიხედე განაგრძო.-არ ვიცოდი აქ რა ხდებოდა..
-შეთე არ მაინტერესებს შენი უაზრო თავის მართლება!-დავუღრიალე მთელს ხმაზე და შეშლილი სახით ვუყურებდი..-არც ამდენად ძლიერი ვარ,რომ ვიდგე და ვისმინო როგორ ნიშნავ ქორწილის თარიღს.. მტკივა,გული მტკივა შეთე..-ვღრიალებდი და ცრემლები შადრევანივით ასხამდა თვალებიდან..ის კი გაუნძრევლად იდგა და მიყურებდა.-სული მეწვის შეთე.. ხომ იძიე შური.. მეც ისე მტკივა,როგორც შენ გტკივა ძმის დაკარგვა,რადგან ცხოვრებაში მეც დავკარგე ყველაზე ახლო და ძვირფასი ადამიანი შენი სახით.. ხომ მიაღწიე შენსას,ახვლედიანებს სიმწრის ცრელები ხომ დააღვრევინე ახლა გამიშვი,მაცადე მეც მოვიშუშო იარა..-სისუსტეს ვგრძნობდი და იატაკზე ფეხმორთხმით ჩავჯექი,მოკუნტული ვიჯექი და ვტიროდი,მოვთქვამდი.. შეთემ ჩემს ცრემლებს ვეღარ გაუძლო და მთელი ძალით მომეხვია,ისიც ჩემსავეთ,ჩემთან ერთად იჯდა იატაკზე.. მეხუტებოდა და მისი თვალებიც ივსებოდა ცრემლებით.- აქ ყოფნით ვხვდები,რომ იმდენადვე ვიწყებ შენს შეძულებას,რამდენადაც მიყვარხარ.. ამ ყველაფრის შემდეგ ვეღარ გიტან,გეფიცები შეთე შენ შეხედვაც კი მეზიზღება..-უკვე ვცდილობდი ჩემი სიყვარული მასში ჩამეკლა,თუკი ის მართლა არსებობდა მის ბოროტ გულში.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია და დიდხანს მიყურა ჩაწითლებულ თვალებში.. თითქოს მის თითოეულ მილიმეტრს იმახსოვრებსო,შემდეგ შუბლზე მაკოცა და ისევ მიმიკრა გულში..
დიდხანს ვიჯექით იატაკზე ჩვენ ორნი,თვალცრემლიანი და სულით დამწვარი..
არ ვიცი ასე რამდენი ხანი გაგრძელდა,მაგრამ მე ჩამეძინა თვალები კი დილით გავახილე..
საწოლზე ვიწექი და პლედი მეხურა,თვალი კვლავ იატაკისკენ გავაპარა,სადაც ჩვენი აჩრდილები კვლავ ერთად იყვნენ ჩახუტებულნი,მაგრამ რეალურად შეთე აღარ იყო ახლოს.
ჩეულებისამებ ავდექი,მოვწესრიგდი და გარეთ გავედი..
მისაღებ ოთახსი ნინო დამხვდა,მომღიმარი სახით მიყურებდა..
-ხომ გითხარი,რომ ყველაფერი მხოლოდ შენთვის კეთდებოდა?-მკითხა და ხელები სიხარულით გაშალა..-აი ის სანატრელი დღეც.. შეთემ შენი გაშვება მთხოვა.. წადი და აღარასოდეს დაბრუნდე,მოგვწყდი თავიდან.-სიძულვილით ანთებული თვალებით მიყურებდა და გამარჯვებულის ტონით მელაპარაკებოდა..
-შეთე სად არის?-ძლივს ამოვთქვი
-ტასოს ახლავს,ქორწინების ორგანიზატორთან..-შემდეგ კარებისაკენ მიმითითა და ხელი დამშვიდობების მსგავსად დამიქნია.. უკან კი მომაძახა.-ჯანდაბაში გზა გქონია წყეულოო.
ზღურბლზე ვიდექი და ნინოს საუბარს ყურადღებას არ ვაქცევდი.. მიმძიმდა წასვლა,რადგან ვიცოდი მას ვეღარასოდეს ვნახავდი,აი თურმე რატომ დარჩა მთელი ღამით ჩემთან ერთად,რატომ არ დგებოდა იატაკიდა და რატომ არ მიდიოდა.. ის მემშვიდობებოდა,მე სულელმა კი ვერც მივხვდი..
ჭიშკართან დაცვამ შემაჩერა და მანქანისკენ მიმითითა.
-ქალბატონო სახლამდე მიგიყვანთ.
-საჭირო არ არის გიორგი,თავად წავალ..-ნაძალადევად გავუღიმე და კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი..
-ბატონმა გიბძანა,გთხოვთ დაბრძანდით..-თითქოს სახეზე მეწერა რასაც ვგრძნობდი,რადგან გიორგიც ფრთხილად შერჩეული სიტყვებით მომმართავდა.
-კარგი გიორგი ჩავჯდები,შენც რომ ისე არ მოგიშორონ როგორც მე..-მანქანაში გიორგი და კიდევ ერთი დაცვა მგონი საბა ჩაჯდა.წავედი თუ არა გრძნობები გაასმაგებულად გამიმძაფრდა..
თვალებიდან ცრემლები მცვიოდა.. ჯერ ჩქარ- ჩქარა ვიწმენდდი რომ არ შეემჩნია გიორგის,შემდეგ ხმით დავიწყე ტირილი.. აღარავისი აღარ ვუმალავდი ჩემს ტკივილს.. დამალვასაც ძალა უნდა,მე კი სიძლიერით როდის გამოვიჩეოდი?..
ტირილ-ტირილით ჩამოვედი თბილისში.. ისევ ამწითლებოდა და დამსიებოდა თვალები.. საბამ კარები რომ გამიღო,გაბრუებულმა ძლივს მოვახერხე გადასვლა..
ახლა ჩემი ბინის წინ ვიდექი და იმ აივანს,სახლს ვუყურებდი სადაც მთელი ბავშვობა მქონდა გატარებული,თუმცა მასში შესვლა არ მინდოდა..
ბიჭები იცდიდნენ,როდის შევიდოდი სახლში,მაგრამ მე არ ვჩქარობდი..
კარები ბებომ გამიღო და გულში მთელი ძალით ჩამიკრა..
-მოდი ბებო.. მოდი..-გახარებული შემიძღვა სახლში და დივანზე დამსვა..
ისეთი უღიმღამო დღე იყო,ისეთი უსახური და უფერილი ჩანდა ყველაფერი რომ თვალები დავხუჭე და სანამ ბებო სამზარეულოდან ყავას მოიტანდა ჩამეძინა..
ყველაფერი დასამარდა და რატომ? იმის გამო რომ მამაჩემს სპეცოპერაციაზე დამნაშავე შემოაკვდა? ნუთუ ასე უსამართლოდ უნდა მომქცეოდა ცხოვრება?
ასეთი მწარე სასიყვარულო გამოცდილება რით დავიმსახურე?
სულიერად მოვკვდი,დავსამარდი..
ის ანაბელი სადღაც წყნეთში დარჩა,მე? მე მხოლოდ მისი აჩრდილი ვარ,მხოლოდ ვიზუალი..
დღეები ისე მისდევდა ერთმანეთს,რომ თანაგრძნობასაც კი არ მიცხადებდნენ ისინი.. წამით შეჩერებულიყვნენ,მაგრამ არა.. ტირილში რამდენი დღე და რამდენი ღამე გადავათენე არ ვიცი.
შეთე მაჩაბელს არ სურდა ანაბელ ახვლედიანის სიკვდილი,თუმცა სურილის საწინააღმდეგოდ გამოუვიდა.. მე მოვკვდი.. გარდავიცვალე..
სახლიდან აღარ გავდიოდი,ამიტომ გოგონები მაკითხავდნენ ხშირად..
-ანაბელ საყვარელო,მოგვიყევი იქ რა მოხდა,ასე რამ შეგცვალა?-მკითხა მარიამმა
-სიყვარულმა.. -ჩამეცინა..-ზღაპრებში ბოროტი ურჩხული,მომხიბლავ პრინცად გარდაიქმნება ხოლმე.. ჩემს ზღაპარში კი მომხიბლავი პრინცი აღმოჩნდა საზარელი ურჩხული.-ისევ გამეცინა,მაგრამ სიმწრისაგან
-რამე დაგიშავა?-მკითხა ქეთამ
-არა გოგონებო,ზედაც არ მიყურებდა.. ფიზიკურად არა,მან ფსიქოლოგიურად და ემოციურად გამასწორა მიწასთან.
-როგორ ფიქრობ ანაბელ,ეს ყველაფერი მისი გეგმის ნაწილი იყო?-მკითხა მარიამმა
-არამგონია.. ის მე მტანჯავდა,მაგრამ თავადაც არ ადგა კარგი დღე.. მისი შავი კუპრივით თვალები, უსასრულობის შავი ხვრელივით ღრმა და უძრიოში, მხოლოდ ტკივილი იყო.
-ახლა რას აპირებ?
-ცხოვრების გაგრძელებას,როგორც კი შვებას ვიგრძნობ მაშინვე ვაიძულებ თავს ცხოვრებას დავუბრუნდე.
-ასეთი გრძნობიდან გათავისუფლება გაგიჭირდება,თანაც თუ..-სიტყვა გაწყვიტა მარიამმა
-რა თუ?..-ჩაეძია ქეთა
-თუ მასთან იწვა..-გამეცინა..
-არ ვწოლილვარ,ჩახუტებითაც კი ერთხელ ჩამეხუტა,წინა ღამით სანამ გამომიშვებდა.. თითქოს ჩემს სურნელს იმახსოვრებდა,მაგრამ ღმერო.. როგორი ეგოისტია,არც კი მითხრა რომ საბოლოოდ ვხედავდი..
-ნუ აზვიადებ ანაბელ,ერთ ქალაქში ცხოვრობთ,საერთო ნაცნობები გყავთ და ყველაფერს თავი რომ დაანებო ისე პატარაა ეს თბილისი..
-ვეღარასოდეს ვნახავთქო არ გესმის?-გავღზიანდი მის სიტყვებზე.-შენ მას არ იცობ,თუკი გამომიშვა ეს იმას ნიშნავს რომ დასრულდა,ჩვენი ურთიერთობა მოკვდა.არ ვიცი ის რას იზამს აქ დარჩება თუ კვლავ რუსეთში დაბრუნდება.. იქორწინებს თუ ეს მართლა დედამისის შეთქმულება იყო.. დაასრულა მისი შურისზიება თუ კიდევ დარჩა რამე..

რაღაც პერიოდის შემდეგ ტირილს შევეშვი და მთელი ჩემი იმედგაცრუება და ტკივილი მივმართე სწავლისაკენ.. არ ვაძლევდი თავს უფლეას რომ წამით წარსულის მოგოებებში წავსულიყავი..
თავდაუზოგავად ვშრომობდი და ნაყოფიც მოისხა ჩემმა ძალისხმევამ.. იმ ზაფხულს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე.თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვეწყვე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა..
ყველაფერი თავის ადგილსუბრუნდებოდა,ან უბრალოდ ასე ჩანდა.. არც ისე მარტივია დაივიწყო სულის მეორე ნაწილი.. თქვა:“ მე მას დავივიწყებ“ და მართლა დაივიწყო.. ეს ილუზიაა.
თვეები გავიდა. მე შევძელი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით თავაწეული მევლო ყველგან, ყველასგან დამოუკიდებლად გამართულად და არა მუხლებმოხრილმა. მე შევიცვალე ჩემი საცხოვრებელი, შემეცვალა აზროვნება, უფრო ჩამომიყალიბდა გემოვნება, ვისწავლე ლოგიკურად მიდგომა ყველა სიტუაციასთან..
მაგრამ გული, ჩემი გული ისევ ისე ძგერს არაფერი შეცვლილა ჩემი გული ვერ შევცვალე ვერ დავავიწყე მისი თავი, როგორც კი ვფიქრობ რომ დღეიდან ხვალიდან თუ ზეგიდან მასზე აღარ ვიფიქრებ ჩემი გული იმ წამსვე ჩქარდება და შენ თავს მახსენებს. იმ პირველ და ბოლო ჩახუტებას მახსენებს რომელიც ყოველ ჯერზე თბილ ღიმილს მგვრის და შემდეგ საშინელ სევდას, მაგრამ ყველაფერ გავაკეთებ რომ მალე ესეც შევცვალო. დრო ხომ ყველაფრის მკურნალია, დრომ ხომ გაგუებს ყველაფერს რაც უკან დაგჩა და ვეღა გაამეორება..
-ანაბელ ლექციაზე გვაგვიანდება დაუჩქარე.-მითხრა მარიამმა როცა უზარმაზარი საცობიდან თავს ვერაფრით ვაღწევდით..
-ჰო მაგრამ რა ვქნა?-ვკითხე სიცილით..
უნივერსიტეტამდე ძლივს მივაღწიეთ,შემდეგ დასაპარკინგებლად ადგილი ვიპოვნე და ლექციაზეც შევედი.. ლექტორი არ იყო,ამიტომ თანაკურსელებთან ერთად დიალოგში ჩავერთეთ..
-დღეს საღამოს კლუბში წავიდეთ რაა.. კი მართალია მომავალი მკურნალები ვართ,თუმცა გართობა ჩვენც გვინდა.-თქვა გივიმ თავმომწონედ.
-აუ დღეს არ გამოვა.-თქვა ნათიამ.
-რატომ?-დაინტერესდა ჩემი ცნობისმოყვარე დაქალი ქეთა.
-ააუ „ძააააან“ მაგარ ბიჭს ვხვდები დღეს.-თავმომწოედ თქვა ნათიამ
-შენ „ძააააანში“ თუ იმდენი „ა“ არის მაშინ ღვთაება უნდა იყოს.-გადაუკისკისა ნათიას თავისმა დაქალმა.
-წამოდით ორივე,ჩვენც გავიგებთ ვინაა ეგ „ქულ“ კაცი ასე რომ აღფრთოვანდი.
-კარგი.. შევთავაზებ.-გაიღიმა
-ჩვენც წავიდეთ რაა.-თქვა მარიამმა.
-თქვენ წადით,მე ხომ იცით არ მიყვარს კლუბები.-ვთქვი მე
-ჰო ეგ იმიტომ რომ,მან გითხრა..
-მარიამ!-სიტყვა გააწყვეტინა ქეთამ,რომელმაც ისე დააბრიალა თვალები რომ მეც კი შემეშინდა..
-კარგი,მოვდივარ..- შეთე ჩემს ცხოვრებაშ აღარ იყო,ამიტომ მისი აკრძალვებიც უმნიშვნელო იყო.გავიცინე და სწორედ ამ დროს შემოვიდა ლექტორიც..
დღემ დამღლელად ჩაიარა.. მთელი დღე ლაბორატორიაში ვიყავით და დეენემზე დაკვირვებას გვაიძლებდნენ,რომელიც სხვადასხვა ვირუსით ყო ინფიცირებული და გამოვლინებები უნდა აგვესახა.
საღამოსთვის გამოვეწყვე და როგორც ყველა,თავი არც მე დავიზოგე და მაკიაჟითა და სხვა დამხმარე ატრიბუტების დახარებით შევიკაზმე..
კლუბში კარგად ვერთობოდით,ვცეკვავდით დაუღალავად.. კოქტეილებს კი ერთი-მეორეს მიყოლებით ვცლიდთ..
ზედმეტი თვალისაგან კი ჩვენი ბიჭები ახერხებდნენ ჩვენს დაცვას..
ნათია ვიღაც სიმპათიურ მამაკაცთან ერთად გამოცხადდა,ეტყობოდა დახვეწილი მამაკაცი იყო,მეცნო.. მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან.ნათიას კი ეგონა,რომ ყველა მისი კაცის შებმას დავიწყებდით,ამიტომ ის და მისი დაქალი გაასმაგებულ ყურადღებას იჩენდნენ მამაკაცისადმი.
-ანაბელ რაღაც მოწყენილი ხარ..-აღნიშნა ნათიამ გარკვეული პერიოდის შემდეგ და ყველას ყურადღება ჩემკენ გახდა მომართული.
-მხიარული და აღლაბუცებული როდის მნახე ძვირფასო?-ვკითხე ირონიულად.
-ჰო რავიცი..
-ნათ.. ჩემი ძმაკაცები შევნიშნე,ახლავე მოვალ..-დაემშვიდობა ნათიას მისი სატრფო,ამ უკანასკნელმა კი კვლამ მე შემიკლა კითხვებით.
-რა იყო,საბას ასე რომ გააყოლე თვალი?მოგეწონა არა?
-კი.. სიმპათურია,მაგრამ მე არ მხიბლავს..
-თითქმის ორი წელია ერთად ვსწავლობთ და ვერ გავიგეთ ვინ მოგწონს და ვინ არა.. თანაც შენს გვერდით არავინ გვინახავს.-დაემოწმა ერთ-ერთი კურსელი.
-ნათია..-დაიწყო მარმმა,რადგან ვეღარ გაუძლო მათ მატრაკვეცობას.
-მარიამ საჭირო არ არის..-გავაჩერე მე.-ბართან გავალ,მოგვიანებით შემოგიერთდებით..-გავიღიმე და წავედი..
ბარმენს ბურბონი შევუკვეთე და ადგილზე „დავესვენე“ უაზროდ წამიღო ფიქრებმა მოგონებებშიი.. თითქოს ნათიამ შეხორცებული იარები შემხსნა და ზედ მარილი დააყარაო..
ერთ წერტილს დავშტერებოდი ბარზე და სახე ტკივილისაგან მომეღრიცა..
სულმა კვნესა დაიწყო.. როგორ არ უნდა მტკენოდა კვლავ მისი სახელი? თითქმის ორი წელი გავიდა და მე ისევ სულელივით მივტიროდი მის სახელს,თავად კი ღმერთმა უწყის სად იყო,რას აკეთებდა და ვისთან ერთად.. ალბათ მის გონებაში სახელი „ანაბელ ლი“ მხოლოდ ედგარ ალან პოს ლექსზე მიუთითებდა და არა ჩემს პიროვნებაზე..
ერთ ჭიქას მეორე მიჰყვა,მეორეს მესამე.. ძალიან ცუდი დასალევი იყო გადამეტებული სპირტის გამო,მაგრამ ჩემს ტკივილზე უფრო მწარე არა.. ამიტომ ყოველ ჭიქაზე უფრო მიმარტივდებოდა..
ძალიან დავიღალე,ამიტომ გარეთ გავედი სუფთა ჰაერისათვის,შემდეგ კი სახლში წავიდოდი.. არაფერი მითქვამს კურსელებისათვის,რადგან დარჩენას მაიძულებდნენ.
სუფთა ჰაერმა კიდევ უფრო მომიჭირა ალკოჰოლი ვენებში,არ მაფხიზლებდა,ან როგორ უნდა გამოვფხიზლებულიყავი როცა სხეულში სისხლზე მეტი ალკოჰოლი ტრიალებდა?.. უზარმაზარი რიგი იყო იმ ხალხის მსურველების ვისაც კლუბში უნდოდა მოხვედრა,მაგრამ რის გამო?-კაცმა არ იცის..
მაღალი ქუსლები და ალკოჰოლი ცუდი შეთავსებაა,ამიტომ იქვე კედელს ავეკარი და ღრმად ჩავუშვი ფილტვებში ჰაერი..
-ლამაზო აქ რატომ დგახარ,ასე მარტო?-ვიღაც იდიოტი რიგს გამოჰყობია და ჩემთან მოიჭრა..-სიგარეტი გინდა?-ირონიულად ჩამეცინა და მალბოროს კოლოფიდან ერთი ღერი ამოვაძვრე..-აბა რას იტყვი ავიდეთ ჩემთან?-შემოთავაზებამაც არ დააყოვნა..
-ერთ ღერ სიგარეტზე გგონია გავიცვლები?-ვკითხე ხალისიანად და დავტრიალდი რომ უკეთ შევეფასებინე.არ ვიცი რას ვაკეთებდი,ალბათ ტკივილმა და ალკოჰოლმა სულ გამაგიჟა და ყველაფრის „დაკიდება“ გადამაწყვეტინა.
-როგორ არ ღირხარ.. შენ უზომო სიამოვნების ღირსი ხარ,წავიდეთ და ისე გასიამოვნებ რომ..-წელზე შემომხვია ახალგაზრდა მამაკაცმა ხელი.. სიმართლე გითხრათ მის სახეს ვეღარ ვიხსენებ იმდენად ნასვამი ვიყავი.. ალბათ ამ მაკაცასის ადგილზე შეთეს სახეს ვუყურებდი და ამიტომ გავთამამდი ასე,მაგრამ მალევე მოვფხიზლდი და ხელი გავაშვებინე..
-ახლა რა მოხდა თავის დაფასება გადაწყვიტე?-გული მერეოდა,ამ მამაკაცზე და ყველა სხვა დანარჩენზეც.. შევბრუნდი და გაურკვეველი მიმართულებით წავედი.-შენ გელაპარაკები..-მხარში მწვდა და თავისკენ შემაბრუნდა.
-უნდა წავიდე,ნასვამი ვარ და სისულელეებს ვაკეთებ,მაპატიე..-კვლავ წასვლა ვცადე მაგრამ არ მეშვებოდა.
-ნასვამი რომ ხარ უფრო კარგია წამო წავიდეთ!-თავისკენ მექაჩებოდა,მე კი როგორც შემეძლო ძინააღმდეგობა გავუწიე.
ის გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა,თუმცა ჩვენს შორის მამაკაცი აისვეტა.. ხელი გააშვებინა და მისი მუშტი ისე მოიქცია თავის მძლავრ ხელებში, რომ მეგონა საცაა ძვლების მსხვრევის ხმას გავიგებთქო.. სახეში მუშტი უთავაზა და ისიც ძირს გაიშალა.. სწრაფად ადგა და უკანმოუხედავად წავიდა,მე კი ჩემი გადამრჩენელის სახესაც კი ვერ ვხედავდი,ამიტომ მადლობა გადავუხადე და შევბრუნდი ჩემი გზააბნეული გზის გასაგრძელებლად.
-ანაბელ..-მომესმა ხავერდოვანი ხმა,რომელიც ჩემს სახელს ისე სათუთად წარმოთქვამდა რომ გამაჟრჟოლა.. ვიფიქრე კვლავ მეჩვენებათქო და ფეხს შევუნელე..-ანაბელ..-ხმა ისევ მეძახდა,ამიტომ მეც მის მიმართულებით შევბრუნდი გული გამიჩერდა.. სუნთქვა შემეკრა და სახე დამეღრიცა..
ერთხანს გაყინული მზერით ვუყურებდი ჩემს გადამჩენელს და ვფიქრობდი ისევ მეჩვენებათქო,უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმაზე რომ ჰალუცინაციები დამეწყო..
მან ტკივილისფერი თვალები შემომანათა და ძლივს შესამჩნევად გამიღიმა.კვლავ შავი სამოსი ეცვა,ძალიან შეცვლილი იყო.. ახლა წვერს ატარებდა,უფრო მკაცრი სახე ჰქონდა ვიდრე ორი წლის წინათ..


პ.ს აბა მზად ხართ გრძნობების ქარცეცხლში გავხვიოთ ანაბელი და შეთე?



№1  offline წევრი Magu

Moutmenlad velodebi shemdeg nawils????????????

 


№2 სტუმარი ნატაააა

სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი ......m....

საოცარი გოგო ხარ. ასეთი ემოციები მომწონს და ახლა ქარცეცხლს ველოდები

 


№4 სტუმარი ლია

სასწრაფოდ დადე ახალი თავი,რა დროს შეწყვიტეეეეეეე

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმეეე რაიყპ ეხლა ესსს აქ გაწყვეტა იქნებოდაააააა სასწრაფოდ მალე დადე რააა თუარა ცუდად ვარ უკვეე

 


№6  offline წევრი fluctus Oceani

მზად ვარ დაე გავახვიოთ გრძნობების ქარცეცხლში ანაბელი და შეთე ჩვენი მტანჯველი და ლამაზი წყვილი.
ხო მე ძალიან მომეწონა შეთე მიყვარს და რა ვქნა არ ვიცი ამიტომ მოგყვები მე შენ და გისურვებ წარმატებებს

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

კი ,აბა რა მზად. არ,მალე დადეთ რა ,ძალიან საინტერესოაა,

კი მზად ვარ აბა რააა,მალე დადე ახალი თავიი.

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუროდისდადებბბ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent