შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგიტაცებდი, როგორც პატარას IV


24-10-2018, 11:06
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 860

-მამაშენმა ჩემი ძმა მოკლა,მე კი მის მოკვლას ვცდილობდი მაგრამ როგორც ხედავ არ გამომივიდა.-მხრები აიჩეჩა მან.ყურებს ვერ დავუჯერე,სახე წამეშალა.. ანუ ეს იყო ის საშინელი ადამიანი ვინც ჩემს ოჯახს დასდევდა და ახლა რა?.. მე ის სიგიჟემდე მიყვარდა?.. სახეზე უამრავი ემოცია ერთბაშად აღმებეჭდა.-ახლა კი ოჯახს ერთად დაგტოვებთ.-ისე რომ უკან არც მოუხედავს შეთე წავიდა..
ადგილიდანაც ვერ დავიძარი.. მეშინოდა და თანაც მრცხვენოდა მისი.. ნუთუ ჩემი ზღაპრის პრინცი ის დამნაშავე და სასტიკი კაცი იყო ვისზეც მიყვებოდნენ? ვერაფრით ვიჯერებდი მოსმენილს.. სკამზე უსულოდ დავეშვი,მაგიდაზე ორივე ხელები ჩამოვდე ხოლო ხელებში ჩემი წაშლილი სახე ჩავრგე.. მინდოდა მეკივლა და სამყარო ჩამოქცეულიყო..
-შენ მას აღარ შეხვდები!-მკაცრად გამოსცრა მამამ..
-იქნებ..
-შენ მას აღარ შეხვდებითქო!-მწველი მზერა მომაპყრო ლევანმა.
-კარგი.. აბა.. გემრიელად მიირთვით.-ავდექი
-ანაბელ არ დამისრულებია..-ზურგს უკან მომესმა მამას ღრიალი.ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი გახდა.. საძინებელში ჩავიკეტე და გონებამ თავის წიაღში მომაქცია..
გულს დარდი მიჭამდა დღეებისა და კვირეების განმავლობაში.. მენატრებოდა შეთე,საარსებოდ მჭირდებოდა მისი ნახვა და საუბარი,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.. ტელეფონზეც კი ვერ ვიკრეფდი გამბედაობას რომ დამერეკა.. მასაც არ ჰქონდა სურვილი..
იქნებ ეს ყველაფერი განძრახ გააკეთა?იქნებ ის ბიჭებიც მოგზანილიც იყვნენ ჩვენი პირველი შეხვედრისას რომ თავად გმირივით თავზე დაგვდგომოდა.. იქნებ სულაც არ ვუყვარდი და ეს მხოლოდ შურისძიების გეგმა იყო?.. იმდენმა „იქნებამ“ მოიყარა ჩემს გონებაში თავი რომ ლამის მომკლა..
გოგონები მოდიოდნენ და მიდიოდნენ,არავის მოსმენა არ მინდოდა.. სრული დეპრესია მქონდა..
უჭმელობისაგან და უძილობისაგან მთლიანად გამოვიფიტე,სუნთქვაც კი მიჭირდა ბოლოს ისე ვიყავი..
ბებო აღარ წასულა,ჩემთან დარჩა,არ ვიცი დარაჯად თუ მომვლელად თავად გადაწყვიტეთ,მაგრამ ეს ლევანის ბრძანება იყო..
გაუნძრევლად ვიწექი და მხოლოდ ერთ წერტილს მივშტერებოდი.. არაფერი მესმოდა და არაფერს ვამბობდი.. ერთ ასეთ დეპრესიულ დღეს ვიგრძენი როგორ მიმძიმდებოდა ქუთუთოები.. მთელი სხეული დამიმძიმდა და დამიბუშდა.. შემდეგ ნერწყვის მოზღვავება ვიგრძენი.. გავიყინე მაგრამ დაძახების თავიც კი არ მქონდა.. უბრალოდ თვალები დავხუჭე..

გონს რომ მოვედი საავადმყოფოს პალატაში ვიწექი,გადასხმის სისტემა მედგა,გვერდიდან კი ნანა არ მშორდებოდა.
ანუ ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო..
მან მე დამტოვა... და როცა ამას ვიხსენებ სული მეტანჯება, გული მეყინება. როგორ წაშალა ჩემი სახიდან ბედნიერების მომტანი ღიმილი. ეჰ ნეტავ იცოდეს როგორ მენატრები, ნეტავ იცოდეს როგორ ჯოჯოხეთურად მტკივა მისი დაკარგვა. მისი თითოეული ქმედება მენატრება. მისი სუნთქვა, მისი ჩახუტება.სიკვდილამდე მიჭირს მისი დაკარგვა.. ნუთუ ეს დასასრული არის ჯერ არ გაღვივებული სიყვარულის ცეცხლისა,რომელიც შიგნიდან მწვავდა..
თვალები მძიმედ დავხუჭე,მინდოდა გავმქრალიყავი..
რა სწორი ყოფილა ანდაზა.. „ბაბუას ნაჭამმა ტყემალმა,შვილიშვილს მოჰკვეთა კბილებიო“.. მამას რომ არ მოეკლა,ახლა სიყვარულის ალმური დამწვავდა და არა განშორების..
ბებომ ჩემი დაკითხვა ითავა და როდესაც სახლში გამწერეს საქმეს შეუდგა..
-საყვარელო,რამდენი ხანი იყავით ერთად?-ეჭვისთვალით შევათვალიერე.კითხვაზე პასუხს ავარიდე თავი.-ბებიკო გენაცვალა,მელაპარაკე ცოტა..
-ნანა შეეშვი ამ მიკიბ-მოკიბვას და პირდაპირ მკითხე რისი გაგება გსურს?-ბებომ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-მასთან იწექი?-ამ კითხვაზე ირონიულად გამეცინა..
-მხოლოდ ეგ გაინტერესებს?.. საშიშ დამნაშავეს ვხვდებოდი და მხოლოდ ის კითხვა გაწუხებთ ვიწექი თუ არა მასთან?-სიმწრისაგან მეცინებოდა,რადგან ცრემლი აღარ დამრჩა რომ არ ამომეყოლებინა..
-ბებო გამიგე..-დაიწყო ნანამ თავის გამოყვანა,მაგრამ მისი საუბარი სულ ცალ ფეხზე მეკიდა.
-დამშვიდდი და მამაც დაამშვიდე.. საშიში დამნაშავედ თქვენ შერაცხეთ შეთე,მაგრამ ის ყველაზე სათნო და ფაქიზია ჩემთან მიმართებაში..
-ანუ?-ჩამეკითხა ნანა.. მას კონკრეტული სიტყვების მოსმენა ჰქონდა მითითებული და არა ასე გადატანითი..
-ნანა .. შეთე არ მომკარებია..-ხელი ავიქნიე და გარეთ გავედი..
ძალები ნელ-ნელა აღვიდგინე.. ვცდილობდი მამას დასანახავად მაინც მომეჩვენებინა თავი რომ უკეთ ვიყავი.. სოციალურ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი.. მაგრამ ყველგან ნაცნობ თვალებს ვეძებდი.. ყველა ადამიანში მის ანარეკლს ვხედავდი,მაგრამ ის არსად იყო..
შემთხვევითაც კი ვეღრა ვხვდებოდი..
არის მომენტები,როცა იცი რომ კარგა ხანი უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება,მაგრამ მაინც გინდა გითხრან,რომ ეს მოხდება,თუნდაც იმიტომ,რომ იმედის ლიმიტი გაიხანგრძლივო..
-ანაბელ ძალიან გთხოვ გახალისდი..-მომმართა მარიამმა როცა გოგონების საუბარში არ ვერეოდი.
-რაზე გავხალისდე მარიამ,გული მიკვდება ვერ ხედავ? სუნთქვაც კი აღარ შემიძლია..-სიბრაზისაგან ავენთე.
-კარგი რა,ცოტა მოეშვი.. შეთე ისეთი მზერით გიყურებდა,რომ მეეჭვება დაგთმოს.. მის თვალებში ვხედავდით როგორ უყვარდი.. ვერაფრით წარმოვიდგენდი შეთეს ნამდვილ ვინაობას,მაგრამ დრო სჭირდება მომხდარი გაანალიზოს და როცა ეს მოხდება დაბრუნდება..-ბოლო სიტყვაზე ტუჩზე იკბინა ქეთამ..
-მოიცა.. რას ნიშნავს დაბრუნდება? სად არის შეთე?..-წამოვიწიე სკამიდან და ხასიათი მომეშხამა.ქეთამ და მარიმ ერთმანეთს გადახედეს.
-არა.. არ ვიცი..-ძლივს თქვა ქეთამ
-ქეთა.. მოყევი რაც იცი..-დავუბრიალე თვალები
-როცა ვხედავდი რა დღეში იყავი ჩემს ბავშვობის მეგობარს ვკითხე მისი ამბავი..
-მერე?-მოუთმენლობა მკლავდა
-მერე ის რომ ქალაქგარეთ გადავიდა..
-ქეთა სად არის შეთე?
-არც ისე შორს.. წყნეთში..
-ღმერთო ჩემო!-დავიღრიალე და სკამიდან ავდექი.. გარეთ ისეთი სისწრაფით გავედი რომ ჩემი თავად გამიკვირდა..
ალბათ შეთე ახლოს რომ ყოფილიყო დავახრჩობდი,ასეთი რაღაც როგორ გამიკეთა..
აი თურმე რატომ ვერ ვხედავდი,რა უმოწყალო და საშინელი ყოფილა.. გავბრაზდი,მინდოდა ჩემი მრისხანება მასთან გამომევლინა.
ბევრი არ მიფიქრია,უბრალოდ ტაქსი „დავიჭირე“ და არც თუ ისე გრძელი მგზავრობისთვის მოვემზადე.. ვფიქრობდი იქ მისულს რა უნდა გამეკეთებინა,რა მეთქვა.. ან ის როგორ შეხვდებოდა ამ მოვლენას..
მიმძმდა,ყოველი წამი,ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა,მაგრამ უკან არ დავიხევდი რადგან ეს ჩემი ცხოვრება იყო და რაღაც აფსურდულად მეჩვენებოდა ჩემი სულის ნაწილი დამეთმო,ან მას ეთქვა უარი ჩემზე..
ტაქსი გაჩერდა მაჩაბლების რეზიდენციასთან.. არ ვიცოდი თუკი შეთე ასეთი მდიდარი ადამიანი იყო.. ჭიშკართამ დაცვამ შემაყოვნა და სანამ მჩხრეკდნენ „ბატონს“ შეატყობინეს სტუმრის შესახებ.
ულამაზესი ბაღი გადავკვეთე,თუმცა ამ მომენტში მიჭირდა აღქმა სად მივდიოდი და რას ვაკეთებდი..
სანამ კარზე ზარს მივცემდი ის თავად გაიღო..
შეთეს უფერული სახეს კიდევ უფრო დაჰკარგოდა ფერი,შავ თვალებში მოლიცლიცე ვარსკვლავები კი მუქ ღრუბელს დაეფარა,წვერი წამოზრდოდა და თმაც უხეიროდ ჰქონდა დაწყობილი.. შავი სამოსი კიდევ უფრო გრუბს ხდიდა მის შეხედულებას..
ჩემს დანახვას არ მოელოდა,გაკვირვებული სახე ჰქონდა,მაგრამ არაფერს ამბობდა..
ერთხანს ვიდექით გაუნძრევლად..
ის ორ საფეხურიანი კიბის ზემოდან დამცქეროდა,მე კი დატუქსული ბავშვივით ქვემოდან ვაპარებდი მზერას..
-რისთვის მოხვედი?-დუმილ ვეღარ აიტანა შეთე მაჩაბელმა.
-ასეთი უგულო როგორ ხარ?-თვალზე ცრემლი მომერია,მაგრამ ეს სიბრაზის ცრემლები იყო.სიბრაზის,რომელიც ყელში ბურთივით მქონდა გაჩრილი და სიტყვების თქმა კიდევ უფრო მიძნელებდა.-ასე როგორ მომექეცი?რა დავაშავე იმის გარდა რომ შემიყვარდი?-ბოლო სიტყვაზე სწრაფად შევიმშრალე ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლი და როგორც შემეძლო ცივად შევხედე..
-როგორ უნდა მოვქცეულიყავი ანაბელ?
-ანუ სიტყვის ღირსიც არ ვიყავი შენგან?-შეთემ მძიმედ გადმოდგა ორი ნაბიჯი და უკვე ერთ საფეხურზე ვიდექით,თუმცა ის მაინც ზემოდან დამყურებდა.
-რას მოითხოვ,ან აქ რატომ მოხვედი?-ვხედავდი მის თვალებს,მის სახეს და ვერ ვიჯერებდი რომ ეს ჩემი შეთე იყო..
ვხედავდი რომ უკვე თავს ვიმცირებდი ამ ადამიანის წინაშე,ამიტომ ზურგი ვაქციე და სწრაფი ნაბიჯით წავედი გასასვლელისაკენ,ისე რომ უკან არც კი გამიხედავს.. ჭიშკართან მკლავში მწვდა შეთე და თავისკენ შემაბრუნა დაცვას კი ანიშნა გასულიყო.
მიყურებდა მისი შავი თვალები,მაგრამ ახლა მათში ისეთი ცეცხლი გიზგიზებდა რომ შეიძლებოდა დავეწვი კიდეც..
-ანაბელ რატომ მოხვედითქო!
-იმის გამო რომ მიყვარხარ,იმის გამო რომ არ შემიძლია უშენობა.. ვკვდები გესმის?სული მიკვდება..-ვყვიროდი და თან ცრემლებს ვიწმენდდი.-ახლა ამ ყველაფერს მნისვნელობა აღარ აქვს შეთე.. უკვე ვხვდები რომ ლევანი მართალი იყო..
-რაში იყო ლევანი მართალი?
-იმაში რომ მეც შენი შურისძიების ნაწილი ვიყავი..
-როგორ ბედავ მსგავს რამეზე ფიქრს?
-და რა გააკეთე იმისათვის,რომ საწინააღმდეგოში დაგერწმუნებინე?.. უბრალოდ გაქრი თითქოს არც არასოდეს გიარსებია ჩემს ცხოვრებაში..
-ანაბელ..-თავი ვეღარ შევიკავე და მუშტი ჩავარტყი მკერდში.
-რა ანაბელ?.. შეცდომა დავუშვი რომ გენდე,შევცდი რომ მოვედი..
ჭიშკრისაკენ გავიწიე,თმცა მისმა ხელმა კვლავ არ მომცა ნება ნაბიჯი გადამედგა..
-ბატონო შეთე,ყველაფერი მზად არის გასასვლელად..-საუბარში ჩაეჭრა ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი..
-კარგი გიორგი,ახლავე მოვალ..-უთხრა და მხარზე ისე გადამიკიდა თითქოს დიდი ხურჯინი ვყოფილიყავი..
-რას აკეთებ იდიოტო.. ახლავე დამსვი..-ვყვიროდი და ზურგზე მუშტებს ვურტყამდი..-არ გესმის?
-შვილო რა ხდება?-ყვირილისა და ჩხუბის ხმაზე ვიღაც ქალის ხმა მომესმა,ვერ შევხედე რადგან სახეზე მთლიანად ჩამომშლოდა თმა..-ეს ვინ არის?..-უკან აგვედევნა ქალი,მაგრამ შეთე ხმას არ იღებდა.
თავბრუ დამეხვა და თავიც მეტკინა.. რამოდენიმე სართული აირბინა, ბოლოს ერთ-ერთი ოთახის კარები შეხსნა და ფრთხილად დამსვა საწოლზე..
-ამ დღეებში ისედაც მომიწევდა მსგავსი რამის ჩადენა,მაგრამ შენმა მოსვლამ პროცესი ოდნავ დააჩქარა..
-რას ამბობ.. ან აქ რა მინდა.. გამიშვი..
-ვერ გაგიშვებ.. რადგან მოხვედი აქ დარჩები!-გასცა განკარგულება და კარებს მეორე მხრიდან მოექცა..
თავზე კონტროლი დავკარგე.. ვყვიროდი,ვტროდი,მთელი ოთახი გადავაბრუნე.. რაც დასამსხვრები იყო დავამსხვრიე,რაც არა და აქეთ-იქეთ მივყარე..
დაჭრილ ლომს მაგონებდა ჩემი თავი.. განრისხება რომ ჩაცხრა საწოლის კიდეზე მოვიბუზე და ამდენი ემოციებისაგან გადაღლილს ჩმეძინა.
რამდენი ხანი მეძინა არ ვიცი.. გამეღვიძა,მაგრამ თვალების გახელა არ მინდოდა.. ბოლოდ შეხება ვიგრძენი სახეზე.. ხელმა ფრთხილად გადამიწია სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან..
ნელ-ნელა დავაშორე ერთმანეთზე მიწებებული წამწამები და მისი ფერმიხდილი სახე დავინახე,უხალისოდ გამიღიმა..
-ძალიან ლამაზი ხარ ანაბელ..-დაიჩურჩულა მისმა ხრინწიანმა ხმამ.-ორი დღე გეძინა.. ვფიქრობ დამშიდდებოდი და მოგშივდებოდა კიდეც.. წამოდი ვისაუზმოთ.-საწოლზე სწრაგად წამოვჯექი და ხელი ვკარი.. შემდეგ თავი ხელებში ჩავრგე და კვლავ ავტირდი..-ანაბელ..
-არ მომეკარო!-კვლავ ვუთავაზე.
-იცი ანაბელ.. შენში ღრმად ჩაბუდებული ველური ქალიც კი მიყვარს,ვფიქრობ არ მოვიწყენთ სანამ შემეჩვევი..
-მამაჩემს უნდა დაველაპარაკო..
-ნუ ბავშვობ!
-ანუ შენი ტყვე ვარ?-ემოციები უფრო და უფრო მიძლიერდებოდა
-ტყვე?არა..
-აქ რატომ ვარ?-ვკითხე,მან კი უემოციოდ შემათვალიერა,ერთ მომენტში მის მზერაში ზიზღიც კი ვიგრძენი
-მეც ეგ მაინტერესებს.. რატომ მოხვედი?
-ხომ გითხარი.. ძალიან შევცდი აქ მოსვლით.. გამიშვი და გპირდები აღარასოდეს შევხვდებით..
-თვით ანაბელ ლი.. ცნობილი გამომძიებლის,ლევან ახვლედიანის ქალიშვილი.. მე.. სასტიკ დამნაშავეს,დაუნდობელ ტირანს,მკვლელს რამეს მთხოვს?გავოცდი.. იცი ანაბელ იმდენად მოვიხიბლე შენი პიროვნებით,რომ აზრადაც არ მქონია შენი ვინაობა შემემოწმებინა.. ვფიქრობ ბედმა დამცინა..-თავი გადააქნია ღიმილით.- ვაპირებდი ლევანისათვის ყველაზე ძვირფასი წამერთმია.. გამენადგურებინა,რადგან ისე სტკენოდა როგორც მე მტკივა,თუმცა მისთვის ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა ჩემი ანაბელ ლი.. ჩემი სუნთქვა.. შენს გაცნობამდე თუკი ყოველი დილა შურისძიების გამო ვიღვიძებდი,შენი გაცნობის შემდეგ მხოლოდ შენი ნახვა მსურდა.. ბევრი ვიფიქრე,რადგან ლევანს ქალიშვილს ვერ მოვუკლავდი,ეს ხომ თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა?..
-გაჩუმდი შეთე.. გთხოვ..-ყურებზე ავიფარე ხელი,რათა მისი არცერთი სიტყვის მოსმენა აღარ მსურდა.. თვალებიდან ცრემლების კორიანტელი დაეშვა,თუმცა შეთე არ ცხრებოდაა.. მის მკლავებში მომიქცია და იძულებით გამაშვებინა ყურებიდან ხელი..
-მოგიწევს მომისმინო,ახლაც და დარჩენილი ცხოვრებაც..-ცალი ხელით ჩემი ორივე ხელი ზურგს უკან მომიქცია,მეორეთი კი თმა გადამიწია და ცრემლები შემიმშრალა..-ვერ მოგკლავ,რადგან უშენოდ არცერთი დღე არ მჭირდება ისედაც ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში.. შენ ხარ ჩემი მზის სხივი და სიცოცხლის სწრაფვის სურვილიც,მაგრამ ლევანი,მას დავსჯი იმით რომ ჩემს გვერდით მეყოლები,არსად გაგიშვებ..
-ძალიან გთხოვ შეთე..
-ნუ მთხოვ.. ვიცი დროა საჭირო,რომ ყველაფერს შეეგუო.. მხოლოდ იმას გეტყვი,რომ ერთადერთი ხარ ვისაც არ უნდა ეშინოდეს ჩემი.
-შეთე..
-მოწესრიგი,ქვემოთ ჩავიდეთ საუზმეზე გველოდებიან..-საუბარი დაასრულა თუ არა საწოლზე ჩამოჯდა და არხეინი სახით შემომხედა..
სააბაზანო ვიპოვნე,წყალი გადავივლე და მოვწესრიგდი..
თითოეული კიბის საფეხურზე ფეხის დადებისას მესმოდა ხმები სამზარეულოდან,რომელიც მე განმიხილავდნენ..
„-როგორ გაბედა ამ უსინდისო გოგომ აქ მოსვლა,თითქოს არ ეყოთ შვილი რომ მომიკლეს.“-გულზე ლახვარივით მომხვდა სიტყვები,მაგრამ შეთემ ჩემი ხელი თავის ხელეში მოიქცია,ნაზად მაკოცა და გზის გაგრძელებისაკენ მიბძგა..
„დედა დამშვიდდი,ამას ასე არ დავტოვებთ..თანაც ეს ამბავი რომ ტასომ გაიგოს არ ვიცი რა მოხდება.“-მხარს უბამდა ახალგაზრდა გოგოს ხმაც..
„-შენი ძმის მიკვირს,რა ნახა ამ კახპაში,ამის გამო ტასოსთან ურთიერთობა როგორ დაასრულა“.-უკვე სამზარეულოში ვიდექით და შეთემ ჩაახველა.
სამზარეულოში იდგა რამოდენიმე ქალი.. როგორც საუბრიდან და ვიზუალიდან შევატყვე ერთ-ერთი შეთეს დედა იყო,ხანში შესული,თუმცა იმდენად მომხიბლავი და მოვლილი რომ ასაკი არც ემჩნეოდა.. მეორე ახალგაზრდა,თითქმის ჩემი ასაკის გოგონა,რომელიც სავარაუდოდ შეთეს და იყო.. იმდენად გვანდნენ ერთმანეთს რომ შეუძლებელია სხვაგვარად ყოფილიყო.. მათ გარდა კიდევ ორი ქალი ფუსფუსებდნენ წინსაფრებით..
შეთემ ღრმად ჩაისუნთქა და დედამის გახედა..
-ეს ანაბელია.. ჩემი ანაბელი,ჩემი სიცოცხლე
-შენ ხომ არ..
-დედა არ დამისრულებია!-მკაცრად გამოსცრა შეთემ და ქალიც მაშინვე დადუმდა.-ანაბელს კეთილი ინებეთ პატივი ეცით.-ბოლო სიტყვებზე მის დას გახედა..-მისი შეურაცხყოფა,ჩემი შეურაცხყოფაა მე კი კარგად მიცნობთ და იცით რისი გამკეთებელი ვარ!
-გინდა ჩემი შვილის,გიორგის მკვლელი სახლში მივიღო?-გაცხარებული ქალი ზიზღით მათვალიერებდა.-ამას არასოდეს დავუშვებ,არ შევეგუები!
-შეთე არც მე მინდა აქ ყოფნა,ძალიან გთხოვ გამიშვი.-შიშს მგვრიდა ყველაფერი.. მიუხედავად იმისა რომ შეთე მიყვარდა,არ მინდოდა მის გვერდით ასეთი გზით ვყოფილიყავი.
-ჯერ ერთი!-მკაცრად გახედა დედამისს.-ანაბელს არავინ მოუკლავს..და მერე მეორეც!-ამჯერად მე გამომხედა.-აქ დარჩები გინდა ეს თუ არა!-შემდეგ ნაძალადევად გაიღიმა.-საუბარი დასრულებულია..
შეთეს დედა სუფრასთან იჯდა,მაგრამ ხმას არ იღებდა,ისეთი სახით მიყურებდა თითქოს სადაც იყო ყელში მწვდებოდა და დამახრჩობდა.. თვალი ავარიდე და ყავისკენ გავწიე აკანკალებული ხელი.. ჩემი მღელვარება არ გამოჰპარვია შეთეს და მეორე ხელი თავის ხელებში მოიქცია.. ნაზად მაკოცა და ისეთი მზერით შემომხედა,თითქოს მე შენს გვერდით ვარო მითხრა..
შინაგანაც ვკანკალებდი,მეშინოდა არა შეთესი,არამედ გარემოების.. ვიცოდი ირგვლივ მყოფები შემომეცლებოდდნენ,განსაკუთრებით კი მამას მოუწევდა უარი ეთქვა საკუთარ შვილზე..
ყველაზე მეტად ვნანობდი იმ დღეს,როცა შეთეს შევხვდი.. ის დაწყევლილი დღე რომ არა ახლა აქ არ ვიქნებოდი..
დღეები ერთმანეთს მიეწყო.. ტყვეობიდან თავს ვერ ვიხსნიდი თუმცა უნდა გამოვტყდე რომ დიდად არ მიცდია, რადგან ორ ცეცხლს შუა ვიდექი.. არჩევანი საკუთარ მამასა და საყვარელ კაცს შორის უნდა გამეკეთებინა,რთულ მდგომარეობაში ვიყავი.. ეს „ორი ცეცხლი“ მწვავდა და მანადგურებდა..
ჩემსა და შეთეს შორის არსებული ურტიერთობა გაყინავად ცივი იყო.. ის არასოდეს იყო სახლში,როცა მოვიდოდა კაბინეტში იკეტებოდა ბიჭებთან ერთად,შემდეგ იძინებდა,ან თუ არ იძინებდა ისევ საქმეე გადიოდა..
ძირითადად ჩემს ოთახში ვიყავი და ვკითხულობდი სხვადასხვა წიგნებს,რომ ყურადღება გადამეტანა.. ვერ ვხვდებოდი ჩემი აქ ყოფნის მიზეზს,ლევანის გამწარება სურდა თუ ჩემი? იქნებ ორივესი.. არ ვიცი რას ნიშნავდა შეთეს ამგვარი დამოკიდებულება ჩემს მიმართ.. იქნებ დრო სჭირდებოდა რომ თავად შეგუებოდა იმ აზრს რომ ვისი მკვლელობაც დიდიხნის წინ დაგეგმა უბრალოდ შეუყვარდა?ან იქნებ ამ აზრით მე თავად ვიმშვიდებდი თავს?..
ერთ-ერთ დილას შეთეს დამ ტრადიციულად შემომიტანა სინით საუზმე და თავაზიანად გამიღიმა..
-თუ გსურს ბაღში გაისეირნე,ცოდო ხარ მთელი დღეები სახლში..
-შეთე სად არის?..-უხალისოდ დავსვი კითხვა,ნინო კი გვერდით მომიჯდა
-შეთეს დატვირთული დღე აქვს,ამიტომ გთავაზობ გაისეირნო.. მას არ ეცლება შენთვის და მით უფრო იმისთვის რომ კიდევ უფრო დაგტანჯოს..
-მაშინ გამიშვი,გპირდები არავისთან არ ვიტყვი,რომ შენ დამეხმარე..-მუდარით გავხედე,მას კი ჩაეცინა..
-იცი ანაბელ.. არ მსიამოვნებს რომ აქ ხარ,მაგრამ ძმას ნებართვის გარეშე ვერ გაგიშვებ,თავი კი არ მომბეზრებია.-თავი გადააქნია და ფეხზე წამოდგა.-თუ გინდა წამოდი გარეთ..
სინი მაგიდაზე დავტოვე და ნინოს გავყევი.. სამზარეულოს გავლით ბაღში უნდ გავსულიყავი.. იქ კი უამრავი ხალხი ირეოდა.. რაღაცისთვის ემზადებოდნენ,მაგრამ რისთვის?შესაძლოა ვინმეს დაბადების დღე იყო და სწორედ ამიტომ არ ეცალა შეთესაც..
საღამომდე ბაღში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი.. დრო როგორ გამეპარა ვერც კი მივხვდი..
კარებზე ზარის ხმა გაისმა,ვიფიქრე შეთე მოვიდათქო და პრობლრმს რომ არ შემქმნოდა სწრაფი ნაბიჯით შევედ სამზარეულოში,იქედან მისაღები ოთახი უნდა გამევლო და კიბეზე ავსულიყავი..
მისაღებში ნაბიჯი შევდგი თუ არა ყველამ მე შემომხედა,მაგრამ მე არ გავჩერებულვარ და კიბეებისაკენ გავემართე.. სიტუაცია რომ განემუხტათ მანანამ(შეთეს დედა) დამიძახა..
-ანაბელ შვილო,წიგნს მოგვიანებით დადებ.. მოდი.. შემოგვიერთდი.-მის ხმაზე კიბეს მივეყინე.. რობოტივით შემოვბრუნდი და მანანას მივაშტერდი.. ისე იღიმებოდა,გეგონებოდათ ჩემზე ძვირფასი ამ ქვეყნად არავინ გააჩნდა.. არც ისე მიამიტი ვიყავი რომ მისი თვალთმაქცობა დამეჯერებნა..-ეს ჩვენი სტუმარია,შვილო ტასო..-მიმართა მოდელის აღნაგობის გოგოს..-სახელი მეცნო..
ამ სახელს ახსენებდნენ,როცა ამ ოჯახში პირველად მოვხვდი.. ანუ ეს იყო შეთეს ყოფილი? და მაშინ ამ სახლში რას აკეთებდა? ნუთუ შერიგდნენ,მაგრამ თუ ასეა მე აქ რაღა მესაქმებოდა?.. გაოცებული ვიყავი..
ქალი მედიდური შეხედულების იყო.. ისე იხედებოდა გეგონებოდათ ცა და დედამიწა მხოლოდ მისი იყო.. ძალიან ლამაზი იყო,მიკვრდა ჩემს გამო მასზე უარი როგორ თქვა,მაგრამ თქვა კი უარი? და თუ მართლა მიატოვა,მაშინ რატომ არის ამ სახლში?
უკან,ყურთან ნინოს ხმა ჩამესმა..
-მალე გაგათავისუფლებს ჩემი ძმა და დასრულდება შენი ტანჯვაც და ტყვეობაც..მალე იქორწინებს ტასო და შეთე,შენ კი წახვალ და აღარასოდეს გამოჩნდები მათ ცხოვრებაში..-უკან მივიხედე რომ ნინოს თვალებში ჩამეხედა,ის არ ტყუოდა.. თვალებში სევდა ჩამიდგა.. ხასიათი წამიხდა.. გული საგულედან მოხტომას ლამობდა ისე ძლიერად ფეთქავდა..
დიდად არ მეხალისებოდა სტუმრების გარემოცვაში ჯდომა,ის იყო ოთახში უნდა დავბრუნებულიყავი რომ კარები გაიღო და შეთე შემოვიდა.. გარემოებამ დააბნია,მის სახეზე გაკვრვება შეიმჩნეოდა.. ნაბიჯს შეუნელა და ეჭვისთვალი დედამისისკენ გააპარა,ბოლოს მე შემომხედა თითქოს შენც აქ ხარო,მეკითხებოდა..
-დედა აქ რა ხდება?-იკითხა შეთემ და ყველამ მას გახედა.. ტასო ფეხზე წამოიჭრა და გველივით მოეხვია მის კისერს,შემდეგ კი საკოცნელად ტუჩებისაკენ გაიწია...



პ.ს მაპატიეთ რედაქტირების გარეშე რომ ვაქვეყნებ ხოლმე..



№1 სტუმარი ლია

ძალიან მომწონს შენი ისტორიები.ველოდები ახალ თავს.❤❤❤

 


№2 სტუმარი ნია

ძალიან საინტერესო ისტორიაა, დღეს წავიკითხე ყველა თავი და უკვე შემიყვარდნენ შეთე და ანაბელი. საშინლად არ მინდა გარემოების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ და ერთმანეთი დაკარგონ :( ეს ტასო უკვე ნერვებს მიშლის და დიდ იმედს ვამყარებ შეთეზე, ვისურვებდი ანაბელის თანდასწრებით მიუჩინოს ახლა ყველას თავისი ადგილი და ხაზი გაუსვას მისთვის ანაბელის მნიშვნელობას <3
მაინც შიში მიპყრობს, ვაიდა ამ საქორწილო სამზადისში შეთეც გარკვეულია :(

 


№3 სტუმარი ......m....

არაჩვეულებრივი და საუკეთესო იყო.
გელოდები. წარმატებები.

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან საინტერესოაა,კარგადაც წერთ,გააგრძელეთ და მალე დადეთ რააა,

 


№5 სტუმარი ლიკუსა

ძალიან საინტერესო ისტორია არის მმომწონს გთხოვ გაგრძელე

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან საინტერესოა დღეს წავიკითხე ყველა და აღრფრთოვანებულივარ.მალე დადე რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent