მოგიტაცებდი, როგორც პატარას III
ადგილს მივეყინე და მზერა იატაკს გავუსწორე.. აღარ გავნძრეულვარ სანამ ჩემს წინ სილუეტი არ ჩაიმუხლა,საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამომდო და თავი მაღლა ამაწევინა. -ადექი მივდივართ..-მის სახეს თვალი შევავლე,პატარა ნაკაწრიდან სისხლი სდიოდა..შემდეგ მარიამს მიუბრუნდა შეთე.-თქვენც წადით,ანაბელს მე მივიყვან სახლში.-ხელი ჩამჭიდა და კლუბიდან სწრაფი ნაბიჯით გამიყვანა.. მანქანას გიჟივით ატარებდა,შემეშინდა მაგრამ არაფერი მითქვამს.ბოლოს ერთ-ერთ განათებულ ქუჩაზე გააჩერა. ერთხანს ჩუმად იჯდა,თითქოს თალებით მტუქსავდა.. -ანაბელ კარგად ხარ?-მკითხა ბოლოს.-თავით ვაჩვენე რომ კითქო.-მოდი შევთანხმდეთ რა.. ეს კლუბები და სისულელეები დაასრულე. ან ეს მოკლე კაბა რა არის ? პირდაპირ იწვევ დამიანს! -უკაცრავად?-გაკვირვება ვერ დავმალე მის ტონზე -რაც გაიგე ანაბელ.. ძალიან გთხოვ ნუ გამამეორებინებ..-მის ტონზე გავბრაზდი და მანქანიდან გადავედი.. -რას აკეთებ ანაბელ.. დაბრუნდი!-მომესმა ზურგს უკნიდან,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე..არ მიყვარს როცა რაღაცას მიბრძანებენ,თანაც ვინ? ფეხთ გავუყევი გზას,ის კი მანქანით მომყვებოდა უკან,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.. რამოდენიმე მანქანამ რომ სიგნალი მომცა ამაზე კიდევ უფრო გაგიჟდა შეთე.. ერთმა მანქანამ გამიჩერა კიდეც.. -ლამაზო გაგიყვანო ?-ჭკუაზე გადასულმა შეთემ ჯერ ხმოვანი სიგნალებით დაგვაყრუა,შემდეგ მანქანა გააჩერა და სწრაფი ნაბიჯით მიიჭრა მათთან. -თუ არ გინდათ ტრავმატოლოგიურში მოხვდეთ აქედან დამეკარგეთ.-მუშტი დაარტყა მანქანას.ისინი კი უკანმოუხედავად გაიქცნენ..შემდეგ მე მომიბრუნდა და მანიშნა დავმჯდარიყავი მანქანაში. -შეთე თავი დამანებე.. არ გაქვს უფლება რაღაც მოითხოვო ჩემგან მით უფრო ამიკრძალო!რატომ იქცევი ასე,შენი შეყვარებული ვარ?საცოლე? იქნებ ცოლი? მე არავინ არ ვარ შენთვის.. უბრალო გოგო ვარ,რომელიც რამოდენიმეჯერ გადაარჩინე მანიაკებისაგან..-სახე მოებრინა,სახეზე შეეყინა ჩემი სიტყვები,მაგრამ არ ნებდებოდა. -კი აგიკრძალავ და ამას შეეგუე.გითხარი მესამედაც თუ განგების ნებით შევხვდებით აღარასოდეს გაგიშვებთქო! ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.. ანუ სტატუსების მინიჭება გიყვარს არა? მაშინ ჩემი შეყვარებულის სტატუსი გაქვს უკვე და შეეგუე.. -მოიცა რადგან შევხვდით მხოლოდ ამის გამო ? -თუ გსურს დავიწყოთ პაემნებზე სიარული,საჩუქრების ჩუქება,სერენადები,რაღაც სიურპრიზები.. გავაგრძელოთ ეს ბანალური ურთიერთობა წლების მანძილზე მერე ან შენ მოგბეზრდები ან მე... ან კიდევ ტყუილად ნუ გავფლანგავთ ისედაც ხანმოკლე სიცოცხლეს. -ანუ?.. -ანუ პატარა ანაბელ ლი დღეიდან შენზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ.. -ანუ?.. -ანუ რადგანაც სტატუსები შენთვის მნიშვნელოვანია ანაბელ ლი.. დღეიდან შეყვარებული გყავს!-თავის თავში ღრმად იყო დარწმუნებული შეთე.. -ნუთუ.. -დიახ!-გამოსცრა კბილებში და დაამატა.-ჰოდა ახლა დაჯექი მანქანაში და დღეისთვის გვეყოს მხოლოდ ერთი კაცის ცემა დანარჩენი სხვა დროს იყოს..-გაეღიმა და გონება ამირია.. თუმცა მალევე გამოვფხიზლდი.. -რას ნიშნავს შეყვარებული მყავს? შენ გადაწყვიტე ასე? -კი გადავწყვიტე! რამეზე მეწინააღმდეგები? -კი გეწინააღმდეგები! მე არ ვარ შენი შეყვარებული.. -ანაბელ ლი!-ისე საოცრად ამბობდა ჩემს სახელს რომ ჟრუანტელმა დამიარა..-შენი საუბარი მხოლოდ უაზრო წყლის ნაყვას ჰგავს ჩემთვის. ახლა კი თუ ნებას დამრთავ ჩაჯექი მანქანაში რომ სახლში მიგიყვანო! ჩემი ზღაპრის პრინცი ცოტა უცნაური მეჩვენა დღეს.. ნუთუ ეს ყოველივე ჩემს თავს ხდებოდა? ნუთუ მასაც ვუყვარდი? მაგრამ ასე მცირე დროში? განა რამდენია საჭირო რომ მიხვდე ის,ის არის და მე,მე ვარ? იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.. ბევრი გადათანებელი და უძილო ღამეები მეგობრების გარემოცვაში.. ბევრი სიყვარული და ხალისი შემოიტანა შეთემ ჩემს უბრალო და უფერულ ცხოვრებაში.. თითქოს თავიდან ჩაჰბერეს ჩემს სული.. დამიბრუნდა სიცოცხლის დურვილი.. შეთეს გვერდით უდაბნოში დაკარგულ ადამიანს ვგავდი,რომელიც დიდი სიფაქიზით უფრთხილდება წყლის თითოეულ წვეთს რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იცის დაიღუპება.. უწყლოობას შეეწირაბა.. შეთე?ის მჩქეფარე წყარო იყო,რომლითაც ვერასოდეს დავნაყრდებოდი.. ერთ საღამოს,მეგობრების გარემოცვაში რომ ვიყავით,სიყვარულით სავსე თვალები შემომანათა და შუბზე ფრთხილად მაკოცა,მეკი მხარზე დავადე თავი და მივხვდი რომ მასზე ახლობელი არავინ მყავდა.. მიყვარდა.. სულის სიგიჟემდე.. ვბედნიერდებოდი მისი თითოეული სიტყვით და საპასუხოდაც იგივეს ვგრძნობდი.. -ანაბელ,უკვე დიდიხანია გრძელდება ეს სიტუაცია და არ მომწონს..-აღნიშნა მამამ როდესაც ნაშუადღევს ძლივს გავიღვიძე.. -რა ხდება მამა? -საყვარელო,ვიცი რომ შეყვარებული გყავს და მასზე ჭკუა გეკეტება.. მეც ვიყავი ახალგაზრდა და ვიცი ეგ გრძნობა რა თავბრუდამხვევია,სწორედ ამიტომ მინდა შენი რჩეული გავიცნო.. -მამა ხომ არ ვჩქარობთ ამ გაცნობებს? თანაც ეს მშობელზე შეყვარებულის გაცნობა ვფიქრობ ძალიან ბანალურია.. -ნუთუ? არ ვიცი როგორც გინდა ისე უწოდე მაგრამ დღეს საღამოს მინდა გავიცნო შენი შეყვარებული,თანაც ბებიაც აქ იქნება და გაუხარდება.. -ნუ კარგი დაველაპარაკებიი.-მხრები ავიჩეჩე და სააბაზანოში შევედი.. ტელეფონს დავხედე ოცდაათი გამოტოვებული ზარი იყო შეთესაგან.. -მშვიდობა გაქვს?-ვკითხე სიცილით.. -რატომ არ პასუხობდი? -ოოჰ შეთე ნუ გაპათოლოგდები ხოლმე,ესეიგი არ მეცალა ხომ?.. რა გინდოდა?.. -რას ნიშნავს რა მინდოდა.. მომენატრე.. დღეს წყნეთში წვეულებას მართავს მათე(მისი ძმაკაცი) და ხომ წამოხვალ? -ვფიქრობ არ გამოვა.. -რატომ? -მამაჩემს უნდა შენი გაცნობა. -ოჰოო.-ვიგრძენი როგორ გაებადრა სახე შეთეს.-კარგი საღამოს გამოვივლი,ახლა გაკოცე რაღაც საქმეები მაქვს და მოგვიანებით დაგირეკავ. შუადღეს ბებო მოვიდა და უამრავი პროდუქტი მოამზადა.. თან ღელავდა,მთელ მის სადაქალოს გააგებინა დღეს სიძე გვესტუმრებაო,მე კი ვუბღვერდი და არაფერში ვეხმარებოდი.. ბოლოს ბებომ საძინებელში გამაგდო წადი მოემზადე საქმროს სათანადოდ დახვდიო.. ნერვებს მიშლიდა ეს საუბარი მაგრამ რა მექნა? მათ ნებას დავემორჩილე.. საღამოს რვა საათი იქნებოდა როცა კარებზე ზარის ხმა გაისმა.. სასწრაფოდ გავაღე კარები და მთეი ძალით მოვეხვიე შეთეს.. -ასე ხომ დამახრჩობ..-ფრთხილად მომიშორა და ყვავილები ბებოს გაუწოდა.. მაშინვე მოიგო მისი გული და ალბათ მთელი ცხოვრება შემჭამდა ბებო.. -რა მშვენიერი ყმაწვილი ხარ ბებო..-სანამ მამა სახლში მოვიდოდა ბებო ცდილობდა „სასიძოსაგან“ რაც შეიძლება მეტი ინფირმაცის გაგებას თუ რა გეგმები ჰქონდა კონკრეტულად ჩემთან დაკავშირებით.-ბებო რას საქმიანობ? -ოჯახური ბიზნესი.. -მხრები აიჩეჩა შეთემ,ბებოს კი თვალები გაუბრწყინდა იფიქრა გოგოდ გაუმართლა მდიდარზე თხოვდებაო.ამასობაში კარზე ზარის ხმაც გაისმა და მაშინვე გასაღებად გავიქცი.. -საყვარელო ხომ არ დავაგვიანე?-მკითხა მამამ და შუბლზე მაკოცა. -არაუშავს ახლახანს მოვიდა..-მხრები ავიჩეჩე და მამას სასტუმრო ოთახში შევუძეხი.. -ცოტა შემაგვიანდა.-გაღიმებული სახით შემოვიდა სასტუმრო ოთახში მამა. სტუმრის დანახვაზე მამა კარებში გაიყინა,შეთეს კი ღიმილი წაეშალა სახიდან.. უდიდესი ზიზღი მოსჩანდა მის შავ თვალებში..ვერ გავერკვიე ვერაფერში.. მამა შებარბაცდა და მაშინვე მისკენ გავიწიე თუმცა ხელით მანიშნა კარგად ვარო..ბოლოს შეთემ თავს ძალა დაატანა და გაიღიმა. -გამარჯობა მამა.-მიესალმა მთელი ირონიულობითა და ცინიზმით სუფრას უსიტყვოდ მივუსხედით.. ჰაერში დაძაბული ატმოსფერო ტრიალებდა.. ერთმანეთს თვალს არ აშორებდა ლევანი და შეთე.. სიტუაციის განსამუხტად ბებომ ღვინით სავსე ჭიქა ასწია და გაიღიმა.. -გაცნობის სადღეგრძელო დავლიოთ ბავშვებო..-შეთემაც მაშინვე წაავლო ხელი სასმისს და თავი დაუქნია. -ანაბელმა მითხრა რუსეთში ცხოვრობდაო, დიდიხანია დაბრუნდი?-ჰკითხა ბებომ. -არც ისე დიდი ხანია.. ძმის მკვლელობას ვიძიებ..-ტანში გამცრა რადგან ეს ამბავი ჩემთის სიახლე იყო.. -რა დამთხვევაა,ლევანიც გამომძიებელია.-აღნიშნა აღტაცებული ბებომ -დამთხვევების არ მჯერა ქალბატონო ნანა. -დამთხვევების თანაც ასეთის.. არც მე მჯერა.-მოჭრილად უპასუხა ლევანმა.. თითქოს ამ სიტყვებში ორი აზრი იკითხებოდა.. დაძაბულობა თანდათან ემატებოდათ ორივეს,ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,რატომ უძნელდებოდათ ერთ სუფრასთან სხდომა.. თითქმის არაფერი უჭამია შეთეს და ლევანს,მხოლოდ ერთმანეთს შესცქეროდნენ. უკვე ჭკუიდან ვიშლებოდი.. გამბედაობა მოვიკრიბე ორი მამაკაცის წინაშე და მაგიდას ორივე ხელი დავარტყი და ფეხზე წამოვდექი.. ეს ამ საღომოს ერთადერთი შემთხვევა იყო როცა ლევანმა და შეთემ ერთმანეთს მზერა ააცილეს.ახლა ორივე მე მიყურებდა. -აქ რა ხდება! -საყვარელო აქ ერთი ქალის გულის განაწილების ამბავია ასე ვფიქრობ.. მამა ეჭვიანობს რადგან მისი გოგოს გული ახლა მეც მეკუთნის.-გამიღიმა შეთემ.-ძვირფასო ასე მოვიქცეთ.. მეორე ბიჭი რომ შეგვეძინება ლევანი დავარქვათ,პირველს კი უთოდ ჩემი გარდაცვლილი ძმის სახელი გიორგი უნდა დავარქვა.. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?-კითხვით გადაინაცვლა მამასკენ.ამ უკანასკნელმა მზერა ამარიდა.-რაღაც უცნაურად დაემთხვა ყველაფერი არა ბატონო ლევან?ყველაფერს მოველოდი თქვენგან მაგრამ შვილით მანიპულირების უფლებას კი ნამდვილად არა.. -შეთე რას ამბობ? -შენი ფეხი აღარ დავინახო ამ სახლში და ანაბელსაც შეეშვი!-კბილებში გამოსცრა ლევანმა და შეთეს მსგავსათ ფეხზე წამოდგა. -ეგ უკვე ჩვენ ორის გადასაწყვეტია.-მშვიდი ხმით მიუგო შეთემ. -ვინმე ამიხსნის?-უკვე ყვირილზე გადავედი -მამაშენმა ჩემი ძმა მოკლა,მე კი მის მოკვლას ვცდილობდი მაგრამ როგორც ხედავ არ გამომივიდა.-მხრები აიჩეჩა მან.ყურებს ვერ დავუჯერე,სახე წამეშალა.. ანუ ეს იყო ის საშინელი ადამიანი ვინც ჩემს ოჯახს დასდევდა და ახლა რა?.. მე ის სიგიჟემდე მიყვარდა?.. სახეზე უამრავი ემოცია ერთბაშად აღმებეჭდა.-ახლა კი ოჯახს ერთად დაგტოვებთ.-ისე რომ უკან არც მოუხედავს შეთე წავიდა.. პ.ს მეგობრებო ისტორია გავაგრძელო მოგწონთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.