შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ედელვაისი 2


25-10-2018, 20:48
ავტორი Soow
ნანახია 831

-ნატა გაიღვიძე ! დაგაგვიანდება.-თვალგაუხელად ამოილუღლუღა ევამ და საწოლზე ხელი მოაფათურა. საწოლი ცივი და ცარიელი იყო-ო, ეს ნატას კი არა მე დამაგვიანდა!-აბუზღუნდა და საწოლიდან წამოდგა.-ბებო!- ბოლო ხმაზე იყვირა.
-რა იყო ბებია?-ციალას ხმა ევას სახელოსნო ოთახიდან გამოდიოდა, ეს კი ავის მომასწავებელი იყო.
-ო არა!-შეიცხადა ევამ და კარი შეაღო-ბებიააა!
-რა? გაგიხარდა?
-ბებია რა გააკეთე? შენ ყველაფერი, ყველაფერი გააფუჭე, ხომ გითხარი რომ ამ ოთახში შენთვის საინტერესო არაფერი იყო?!-სადაცაა იმედგაცრუებისგან და უიღბლობისგან იტირებდა.
-რა ვქენი გოგო ასეთი ? ჭანჭკებით და რკინებით ავსებული მაგიდა მიგილაგე-უკმაყოფილოდ თქვა ბებიამ.
-არა! არა! ეგ ჩემი წყობა იყო, ყველაფერი ნომრების მიხედვით მქონდა დაწყობილი, მთელი ერთი თვის შრომა! არ მითხრა რომ ის ჭანჭიკები გადაყარე!
-რათ გინდოდა იმდენი?
-ო არა! თითქმის 2 მილიონი დოლარი გადაყარე ბებია! ძალიან გთხოვ გადი აქედან და მეორედ არასდროს აღარ შემოხვიდე- გაცხარებულმა უხეშად უყვირა .
ციალა ბებო ატირებული გავიდა ოთახიდან მის გულს ცეცხლი ეკიდებოდა. რა იცოდა მან რა იყო რობოტი? რა იცოდა რამდენი იყო 2 მილიონი დოლარი? შვილიშვილმა უკან კი მიაძახა მაპატიეო, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ის ძალიან ნაწყენი იყო.
******
ევა ოფისში მუშაობდა , კედლები მთლიანად უზარმაზარ მონიტორებს დაეფარად , ქვემოთ კი მრავალ კლავიშიანი დახლები იყო განთავსებული.მონიტორების ცისფერი შუქი ევას სათვალეებზე ირეკლებოდა.
-მის ევა!
-შემოდი ჯეინ-უპასუხა მის ასისტენტს.
-ეს ყვავილები თქვენ გამოგიგზავნეს!- მაგიდაზე უზარმაზარი, უცხო ყვავილებისგან შექმნილი თაიგული დადგა, ბოსს გაუღიმა და გარედ გასვლა დააპირა.
-ოჰოო! ესენი მე? რა ყვავილია ნეტა? ან ვისგან არის?
-არ ვიცი .
-კარგი ჯეინ შეგიძლია გახვიდე.-თბილი ღიმილით გააცილა და თაიგულში წერილის ძებნას შეუდა.
„ ეს იაპონური ედელვაისია . ვიღაც ოცნებობს, რომ კიდევ ერთხელ გნახოს!“
-ეს კრეტინი ვინ არის? ედელვაისი ენძელაა , ეს კი არაფრით არ გავს ენძელას.- თავისთვის ჩაიფხუკუნა, მაგრამ მაინც „დაგუგლა“ .
-„იაპონური ენძელა“ ჯანდაბა ! კრეტინი ის კი არა მე ვყოფილვარ ! ო ღმერთო რა სხვანაირია, ნეტა ამ ენძელასა და ჩვეულებრივ ენძელას შორის გენეტიკური ანალიზი ჩააბარეს?-საუბრობდა მისთვის, მაგრამ აზრადაც არ მოდიოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყველაფრის ავტორი.
კიდევ ერთი სამუშაო დღე დასრულდა უკვე შვიდი იყო, გადაწყვიტა ნატა დღესაც ენახა და საავადმყოფოსკენ წავიდა თავისი ფერარით. ფერარი რომელიც ერთ დროს ოცნებად ჰქონდა გადაქცეული, ახლა მისთვის ჩვეულებრივ მანქანას წარმოადგენდა და არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან. მის ცხოვრებაში ,მისთვის სასწაული აღარ დარჩენილიყო, არ იყო შთაგონება,არ იყო გრძნობები ამას თვითონაც კარგად ხვდებოდა ,მაგრამ რა განეწყობოდა! თვითონ არაფრის გამოსწორება შეეძლო.
-ნატა! როგორ ხარ , ბოდიში რომ დღეს ჩამეძინა და შეპირებული საუზმე ვერ შევასრულე.
-ევა მე და ციალა ბებომ ვისაუზმეთ, და ძალიანაც კარგი იყო. შენი გაღვიძება ვცადე ,ალბათ ბომბიც რომ ამეფეთქებინა მაინც ვერაფერს გავხდებოდი.გუშინ ღამით ისევ რობოტს აწყობდი ხო?
-ჰო! და დღეს ყველა ნაწილი გადამიყარა ბებიამ!
-რა?
-შემთხვევით, არ იცოდა თუმცა ყველაფერი გააფუჭა მე კიდევ უფრო...
-იჩხუბეთ?
-ასე გამოდის-თქვა მოღუშულმა-არ ვიცი რა ვქნა ,რითი მოვიგო მისი გული.
-ო! ევა ის აუცილებლად გაპატიებს , მაგრამ ეგ მერამდენედ მოხდა ჩაკეტე შენი სახელოსნოს კარები და მორჩა!
-მართალი ხარ!დღეს ვიღაცამ იაპონური ენძელები გამომიგზავნა, და წერილში ჩაწერა, რომ ჩემთან შეხვედრაზე ოცნებობდა, ალბათ ვიღაც ჩემი შემოქმედების მდიდარი თაყვანისმცემელია.
-მე კი ვფიქრობ რომ შენი თაყვანისმცემელია-მრავალ მნიშვნელად გადახარა თავი.
-რა?-სიცილით თქვა ევამ.
-ეგ ნიკა იყო! დღეს წავიდნენ შუადღისას გაეწერეს, მეორეც მოკრივეა რატი ჰქვია და რეაბილიტაციას გადიან, სპეციალურ დაწესებულებაში.
-ეს რატომ გააკეთა ნეტა?-მოიღუშა.
-ევა რა გჭირს , მას მოეწონე და ეგ არის და ეს.
- ნატა ხომ იცი ჩემი დამოკიდებულებაც ...
-მოკეტე ევა ,მოკეტე! შანსი უნდა მისცე ძალიან კარგი ბიჭია.
თქვა თუ არა ეს ლაბორატორიის კარი ნიკამ შემოაღო.ხელში კახური შავი ღვინო ეჭირა და წითელი ვარდები.
-გოგონებო?
-ნიკა! -გახარებულმა წამოიყვირა ნატამ.
-იცით აქ სრულიად მარტო ვართ, ვიფიქრეთ იქნებ სადმე წავსულიყავით და ცოტა გვექეიფა?-ნიკას ზურგიდან თავი დაბინტულმა რატიმ გამოყო და ბავშვური ღიმილი გადაეფარა სახეზე.
-მოვიფიქრე!-შეიცხადა ევამ და სახე გაებადრა.
-რა? -ერთხმად შეეკითხეს დანარჩენებმა.
-ბიჭებო, ნატა ჩემთან გეპატიჟებით, ხვალ ისედაც დასვენების დღე გვაქვს, ხომ ხვდები ორი ქართველი ბიჭი და ბებიას გულიც გალღვება!
-ვერაფერი გავიგეთ ევა!-თქვა ნიკამ და უცნაური გამოხედვა მიანათა.
-რა ვერ გაიგეთ! ბებიაჩემს ძალიან ენატრება საქართველო!-ევამ ტელეფონით მის მზარეულს დაურეკა და სთხოვა ქართული კერძები მოემზადებინა-მორჩა გადაწყდა! ბიჭებო მანქანით ხართ?
-ხო!-თქვა ნიკამ და გასაღები ააჩხარუნა.
*******
-ბებო!-სახლის კარების გაღებისთანავე იყვირა ევამ.
მის ეველინას უკვე სუფრა გაეწყო, ნატამ სტუმარები მისაღებში შეიპატიჟა .ევა კი ბებოს ჩამოსაყვანად ავიდა მეორე სართულზე.
-ბებო სტუმრები გვყავს საქართველოდან!-აქოშინებულმა ახარა.
-რა? -ბებოს თვალები გაუბრწყინდა და თითქოს დილანდელი სამარცხვინო ინციდენტი, არც კი მომხდარა, გახარებული მისაღებისკენ დაეშვა.
საღამო დიდხანს გაგრძელდა ნიუ-იორკის ცათამჯენის ოცდამერვე სართულზე.
, დაილია კახური ღვინოც, შეიჭამა ხინკლებიც,დარიგდა წითელი ვარდებიც და მოიყოლა ამბებიც .
-ევა შეიძლება შენი ნრობოტი რომ მაჩვენო?-ჩურჩულით შეეკითხა ნიკა.
-რათქმაიუნდა!
სუფრიდან ჩუმად გაიპარნენ და ევამ თავის ყველასზე საყვარელ ადგილას შეიპატიჟა იგი.
-ოჰო! როგორი სახელოსნო გაქვს!-გაკვირვებულს აღმოხდა და ეკრანებითა და ლითონებით დატვირთულ ულტრათანამედროვე სახელოსნოს პირდაღებული ათვალიერებდა.
-აი რობოტიც-თქვა ევამ, ღილაკს დააჭირა ხელი და იატაკიდან შუშის უზარმაზარი ამპულა ამოვიდა , მასში კი მამრობითი სქესის იმდენად მზგავსი იმიტაცია იყო,რომ , გეგონებოდა ევამ მსახიობი მოისყიდა რობოტის როლის შესასრულებლად,თორემ ეს უეჭველი ადამიანიაო.
-ო ღმერთო!-აღმოხდა ნიკას.
-გინდა ნახო რა შეუძლია?
-რა მხრივ-მრავალმნიშვნელად გახედა გოგონას.
-ჰმმ. ანუ მის ხელოვნურ ინტელექტზე ვსაუბრობ!
-ჰოო?-უცნაური გამომეტყველება მიიღო.
-ჰო!-ისეთივე გამომეტყველებით უპასუხა ევამ და რობოტის გააქტიურება დაიწყო, შუშის ამპულა ჭერში შეიკეცა, რობოტი კი მშვიდად, გაუნძრევლად იდგა შავ მრგვალ პლათფორმაზე.
-ევა...ანუ ეს რობოტი... სახელი აქვს?-დაბნეულად იკითხა ნიკამ.
-არა! მას პირველი ქვია! და შემეცნებითი კოდი სულ სხვანაირი აქვს.
-ანუ იცი...
-გამარჯობათ -ქართულად ჩაება საუბარში „პირველი“
-ვაიმე!-შეკრთა ნიკა-მაპატიე ევა უბრალოდ არ მოველოდი.
-მაპატიეთ ახალგაზრდა ბატონო, რომ შეგაშინეთ, ჩემი უეცარი მისალმებით.
ნიკამ ევას გახედა , დაზაფრულმა და თან ღიმილით.
-ეს დაუჯერებელია ევა! ის იმდენად ბუნებრივია!-თქვა გაოგნებულმა ნიკამ.
ევამ თავმომწონედ გაუღიმა და ბეჭები აათამაშა.რობოტი კი აგრძელებდა ორივე მათგანზე დაკვირვებას და კონტექსტიდან საერთოდ არ ვარდებოდა.
-ევა არ შემიძლია რომ არ გკითხო! იქნებ ეს ძალიან ინტიმურია.მასთან რაიმე ურთიერთობა გაქვს?
-რას გულისხმობ?-მრავალმნიშვნელად გახედა ევამ.
-ევა ,რას უნდა გულისხმობდე! მე მას სექსრობოტი ვგონივარ! მინდა გითხრათ ნიკა , რომ მე სასქესო ორგანოები არ მაქვს. მე ახალი თაობის. მომავლის ანდროიდი ვარ . ჩემი მოვალეობა მომავალში იქნება ვიყო ჯარისკაცი ან შევასრულო სამუშაო, ადამიანისთვის სახიფათო ადგილებში. მაგალითად რადიაციულ ზონაში.ჩემი არსებობით უამრავ ადამიანს შეუნარჩუნდება სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
-ევა ის ისე საუბრობს როგორც ნამდვილი!-თვალები გაუფართოვდა ნიკას.-მაპატიეთ რომ სექსრობოტი მეგონედ, თქვენ უბრალოდ ისეთივე სიმპათიური რეზინისგან ხართ შექმნილი.
-ო! ეს რეზინა სულაც არ არის, ეს ევას გამოგონილი მატერიაა, იგი ძალიან გავს კანს, თუმცა ცეცხლგამძლეა და ტოქსიკურ ნივთიერებებს არ შეიცავს.და რაც შეეხება სექსრობოტებს, ევა სექსრობოტებსაც უკეთებს ხელოვნურ ტვინს. გინდათ გითხრათ საინტერესო ფაქტი? სტატისტიკამ დაამტკიცა, რომ ქალების 89% რომლებმაც შეიძინეს სექსრობოტი, მას ხელოვნური ინტელექტით ირჩევენ, ხოლო კაცების მხოლოდ 21% შეიძინა ინტელექტუალური სექსრობოტები. ჩემებური დასკვნა: კაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ.
-ძალიან ბევრს ლაპარაკობს-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ევამ და რობოტი გამორთო.
-ევა ეს შესანიშნავია. ის სრულყოფილია!
-მადლობა! მასაც ვეუბნები ხოლმე, მე მისით ვამაყობ.ახლა უნდა დავბრუნდეთ,თორემ ბებიას უკვე საქორწინო სია და შვილიშვილების სახელებიც ექნება ჩამოწერილი.-ჩაიცინა და კარიდან გასვლა დააპირა.
-შენი რობოტი მართალი იყო ევა-მაჯაში ხელი ჩაავლო -კაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ.მაგრამ არა მე!-ევასთვის აქამდე უცნობი მზერით შეხედა გოგონას და ხელი გაუშვა.
********
-ბიჭებს ჯერ კიდევ სძინავთ?-იკითხა ახალგაღვიძებულმა ნატამ და პიჟამებით სამზარეულოში შევიდა.-ევა შენ საცვლებით ხარ? ესეიგი ბიჭები წავიდნენ?
-არა ჯერ ისევ სძინავთ!აქ არავინ შემოვა, პირველ სართულზე არიან და რათქმაუნდა პირველ სართულზევე შევლენ სამზარეულოში თუ რამე მოუნდებათ.
-ციალასაც სძინავს ხო?
-გუშინ ორი ჭიქა შავიღვინო დალია !-მრავალმნიშვნელად შეახსენა ევამ და ჩაეცინა.
-კარგები არიან არა!
-ბიჭები?
-ხო!
-კი!-ამოიხვნეშა ევამ.
-ეს როგორი „კი“ იყო?
-ჩვეულებრივი.
-შენ ნიკა მოგწონს არა?
-საიდან მოგაქვს ხოლმე?
-ევა სიმართლე თქვი ისედაც სახეზე გაწერია.
-ხო კარგი!-სახეზე ხელები აიფარა და თითებს შორის გამოიჭყიტა.
-როგორც იქნა! დაგადგა საშველი.-ირონიულად თქვა ნატამ და მეგობარს გადაეხვია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent