შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ედელვაისი


24-10-2018, 20:58
ავტორი Soow
ნანახია 1 038

„ ოდესმე გიფიქრიათ თქვენს ქვეცნობიერში გარბენილმა კადრებმა, მონიტორზე ,რომ გადმოინაცვლონ?ალბათ სულელური შეკითხვაა, თუმცა მე უკვე დიდი ხანია ამით ვარ დაკავებული.მე ახალი თაობის კომპიუტერული თამაშების ავტორი, შემქმნელი,რეჟისორი,მხატვარი ,ხმის რეჟისორი და კიდევ ბევრი რამ გახლავართ.კომპიუტერული თამაშების შექმნა ჩემთვის ,რაღაც აუხსნელი ,გადმოუცემელი ბედნიერეებაა. თამასში შემძლია აღმოვჩნდე იქ სადაც მინდა,ვიყო ის ვინც მინდა და ვაკეთო ის რაც მინდა . შემიძლია , სადღაც ჩემში მიკარგული „მე“ გავაღვიძო და მონიტორზე ცხოვრება ვაიძულო.
ამით უკვე ცამეტი წელია რაც დაკავებული ვარ. პირველი, ათ რაუნდიანი თამაში თხუთმეტი წლისას შევქმენი, მარტომ.მართალია სასაცილო ფასად გაიყიდა, თუმცა ჩემთვის ის სასწაული იყო! ვგრძნობდი რომ რაღაცას წარმოვადგენდი კომპიუტერში ჩაფლული ,მოზარდი გოგონას გარდა. ო! რა გითხრათ იმ დროს არაფრით გამოვირჩეოდი, უფროსწორად არც კი ვჩანდი.ჩვეულებრივი გიკი ვიყავი ,რომელსაც არავინ ემეგობრებოდა ძაღლის გარდა,სტრიმში კი ათასობით მეგობარი მყავდა და ყველას ვუყვარდი,არა გატყუებთ მაგის დედაც, ყველას ძალიან მაგრად ვძულდი, მე სამ თვეში ვასრულებდი ყველაზე გრძელ თამაშსაც კი ისინი კი წლობით ცდილობდნენ რამის მიღწევას და თანაც უამრავ ფულს ყრიდნენ თამაშისთვის ვირტუალური რესურსების მისაღებად.
ახლა 28 წლის ვარ , ფიზიკის მაგისტრის წოდებაც კი მაქვს ! თქვენ რა გეგონათ კომპიუტერულ თამაშებში მაგისტრობის გარეშე რამეს გახდები? ვხუმრობ, რათქმაუნდა ყველაფერს შეძლებთ თუ კი ძალიან მოინდომებთ.ახლა მე იდეას ვაწოდებ და გრაფიკის გეგმას ვხაზავ, დანარჩენს ჩემი ასორმოცდაათ კაციანი საუკეთესო, პროფესიონალთა ჯგუფი აკეთებს . ხანდახან ვფიქრობ რომ ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ მთელს მსოფლიოში! მართალია ბებო ასე არ ფიქრობს...“
-ო ღმერთო ბებო შემაშინე! მე ხომ მიმართვას ვწერდი თინეიჯერებისთვის!-შეიცხადა ევამ და ნოუტბუკზე ვიდეოს ჩაწერა შეწყვიტა.
-ოღონდ ეგ არა! რაში სჭირდებათ თინეიჯერებს შენი რჩევები ევა? სხვებსაც მოუსპობ ცხოვრებას, აგყვებიან შენ! ჩაითრევს შენი გაკეთებული ეშმაკისეული თამაშები და დარჩებიან უშვილოდ ,უქმროდ.-ხელში ანთებული საკმევლები ეჭირა და მათ ბოლს ოთახში აფრქვევდა.
-ბებო ! კარგი რა ! ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ თამაშებში არანაირი ეშმაკი არ ზის და ყოველ დღე ამ უცნაური რიტუალების ჩატარება სულაც არ არის საჭირო!-
-შენც შეჩვენებული ხარ შე უპატრონო, მოგიკვდეს ბებია! ამ სიბერეში გოგო! რა მინდოდა ნიუ იორტში თუ რაცხაა?
-ბებო! რა ვქნა აქ არის ჩემი სამსახური! შენ მარტო ხომ არ დაგტოვებდი არა? გპირდები რომ, ამ ზაფხულს თამაშის პრეზენტაციის შემდეგ, აუცილებლად ჩაგიყვან საქართველოში!
-ბებია , მაგ დრომდე ჩემს კუბოს თუ ჩეიტან თუარა... აბა, მე ! - ხელი ჩაიქნია -აბა მე მეცოცხლება მაგდენი? ერთი შენი შვილი მენახა და მერე მომკლა . უფალო გევედრები!
-ბებია რეებს ამბობ! მოდი დღეს ჩემთან წამოდი სამსახურში, რას იტყვი?
-რა მინდა გოგო იმ ეშმაკებთან.-შეიცხადა, შეურაცხყოფილად.
-ბებო რომელია ერთი ეშმაკი?
-ქერო წითელი ქალი გიდგათ შემოსასვლელში, დედიშობილა.
-ბებო ის თამაშის პერსონაჟის ცვილის ფიგურაა! და სხვათაშორის შენს სახელს ატარებს! სიარა... ანუ ციალა.
-ყოჩაღ ევა! აღვირახსნილ ქალებს დაადე ჩემი სახელი ბებია, სხვა უკეთესი ვერაფერი ვერ მოიფიქრო,შვილისთვის დაგერქმია რა იქნებოდა.
-რომ მეყოლება დავარქმევ!
-როდის ბებია როდის? იმ ურჩხულების და ჭინკების გარდა არაფერი გაინტერესებს და ! დავიჯერო ერთი კარგი ოხჯახის შვილი არავინ არ დეიარება შენს ოფისში?
-ბებო ისინი ჩემი ქვეშემდომები არიან! და თან ყველა უცხოელებია. ერთი ქართველიც არ არის!
-არაუშავს ბებია! ქართულს მე ვასწავლი!
-ბებო ძალიან საყვარელი ხარ!-გულიანად გადაიხარხარა ევამ-უნდა წავიდე ბებია! დღეს ნატას გავუვლი ღამის მორიგეობიდან აქ წამოვიყვან, ჯეკთან განშორების მერე ძალიან მარტო გრძნობს თავს.მის იოლანდას უთხარი რაც გინდა ვახშამისთვის და მოამზადებს. საკრედიტო ბარათის კოდი შეგახსენო?
-წადი, წადი ბებია! რად მინდა საკრედიტო ბარათი ?
-ჰმმ! ბებო თავს გაუფრთხილდი.
შვილიშვილმა კარი გაიხურა და ახალი ენთუზიაძმით წავიდა სამსახურში, ბებია კი სავარძელში ჩაეშვა, გაჰყურებდა შვილიშვილს ფანჯრიდან და თვალწინ გარდაცვლილი შვილის საფლავი უდგებოდა. ისე უნდოდა მანამ არ მომკვდარიყო სანამ , ერთხელ მაინც არ დაადგამდა ფეხს თავის მიწაზე . სანამ მისი შვილის, მეუღლის ,რძლის საფლავს არ გადაუსვებდა ცრემლით დანამულ ხელს.სანამ ბოლოჯერ მაინც არ გადაეხვეოდა, მის ბავშვობის მეგობარს,ახლა უკვე ძალზედ მოხუცებულ ტანიას.ეჰ! შვილიშვილსაც ესმოდა ბებოს ტკივილი,მაგრამ რა უნდოდა საქართველოში? იქ უკვე მას აღარავინ და არაფერი აჩერებდა.მისი ცხოვრება რუტინად იქცა!სამსახურის გარდა არაფერი იყო მის ცხოვრებაში . მას შეყვარებულიც არასდროს ჰყოლია .თუ ჰკითხავდი ამის შესახებ გეტყოდა :“ეინშტეინიც უცოლო იყო დავინჩიც, ნიუტონიც „ სახეზე გენიალურ, გენიოსის ნიღაბს აიკრავდა და თავისი უბედურების ასე დამალვას სცდილობდა.“განა ლამაზი არ იყო ?“მკითხავთ-იგი ძალიან ლამაზი იყო, ძალიან, მაგრამ ძალიან ძლიერიც იყო და მისი ეს მხარე არ აძლევდა საშუალებას კაცს, მასში ქალი დაენახა. დრო გადიოდა და თვითონვე ემსგავსებოდა თავის ვირტუალურ პერსონაჟებს, რომლებსაც რამდენიმე გალაქტიკა დაეპყროთ!განა სიმდიდრე როდისღაა ყველაზე დიდი ბედნიერება? ბედნიერება ბედნიერებაა, და მას სხვა ადამიანები გიქმნიან ,შენ კი სხვებს უქმნი მას. საქმეც ის იყო რომ, ადამიანი რომელიც აბედნიერებდა, თვითონ არ იყო ბედნიერი.
*******
ნატა!-ჩასჩურჩულა, ზურგიდან ევამ.
-ევა! გული გამიხეთქე ვერ უყურებ? ანალიზები მიმაქვს ლაბორატორიაში.-შეიშმუშნა ნატა და ბიოლოგიური მასალით ავსებული კოლბები გაასწორა.
-რა ხდება ახალი?
-არაფერი, დღეს ჩვენმა თანამშრომლებმა გაფიცვა მოაწყვეს.-მობეზრებულმა ამოიხვნეშა და თვალები გადაატრიალა.
-რატო? რა მოხდა?
-ოფ! რა გითხრა, ძალიან სულელური მიზეზის გამო, ხვალიდან უკვე ყველა გამოვლენ, მაგრამ დღეს თითქმის ქირურგის სამუშაოც მე გავაკეთე!
-ოოო! ნატა ალბათ ძალიან აზარტული რამ იყო არა პირველად ოპერაციის გაკეთება?
-გიჟი ხარ ევა! სრულიად შეშლილი.
-იეპ! რას მოელი ჩემგან? შენ ახლა ის მითხარი ჯეკი სად არის? რაო იმ ბრაზილიელ ფისოსთან გაიქცა?
-არ მინდა ამაზე საუბარი! მე მასზე უფრო მაღალ საფეხურზე ვარ! მე უფრო მეტს წარმოვადგენ, ვიდრე ის იდიოტი ტაქსისტი ჯეკი დი მისი ძუკნა.-წინადადება კისერ აღერებულმა დაიწყო და მოღუშულმა დაასრულა.
-რათქმაიუნდა, მჯერა შენ უფრო მეტს იმსახურებ! ნატა შენ არაჩვეულებრივი ხარ!
-მადლობა!-უხერხულად გაეღიმა,ცრემლმორეულს და მეგობარს მკლავი გაკრა, მერე გაახსენდა ხელში რაც ეჭირა და სასწრაფოდ ლაბორატორიისგენ წავიდა, ევაც თან გაყვა.
- ო არა ევა! ბახილები, ხალათი და ქუდი! აქ ლაბორატორიაა!
-ღმერთო რამდენი ძახილის ნიშანია ერთ წინადადებაში, დამშვიდდი ! აქ პირველად ხომ არ ვარ არა?
-კარგი! აი ესეც და მერე სახლში წასვლას შევძლებ , დღეს ისე დავიღალე როგორც არასდროს!
-ჩემთან ხომ წამხვალ? ხვალ ერთად ვისაუზმებთ.
-ო რავიცი, ისეთი დაღლილი ვარ.
-ნატა საქეიფოდ არ მიმყავხარ დაიძინებ დაისვენებ და თან იმ იდიოტზე აღარ იფიქრებ, მარტო არ იქნები და ხვალ კარგი დილა გვექნება ყველას, ბებო ძალიან იწყენს ხოლმე.
-ო! ბებო მართლა მომენატრა.რას შვება?
-რას იზამს ფანჯრიდან იყურება სულ და ჩმთვის საქმროს ეძებს.
-ეგ მართალია ევა, კაცი ნამდვილად გჭირდება, შინაბერა დარჩები და შენს მილიონიან იმპერიას ვის დაუტოვებ? გინდ ნამდვილს გინდ ვირტუალურს? აუცილებლად მემკვიდრე გჭირდება, საყვარელო.
-კარგი რა!
-ჩშშშშ! მოიცა! ო არა, ყველა წავიდა და სასწრაფო დახმარების მანქანამ პაციენტი მოიყვანა, ჯანდაბა ნეტა რა სჭირს. ევა გამომყევი მომეხმარები, წადი ნახე გვერდითა კაბინეტში ექიმი ჯორდანი უნდა იყოს.
გოგონები სხვადასხვა მიმართულებით თავქუდ მოგლეჯილები გაიქნენ.სამწუხაროდ ახალგაზრდა ლაბორანტის ნატას გარდა საავადმყოფოში ექიმი არ იყო, ორი დამლაგებელი იყო დარჩენილი , დაცვა და ერთი სტუმარი რომელიც მედიცინის გაგებაში არ იყო.
-რა მდგომარეობაში არიან?-აქოშინებულმა მტკიცედ, ექიმივით იკითხა ნატამ, და ორ გასისხლიანებულ ახალგაზრდა მამაკაცს გახედა.
-მდგომარეობა სტაბილური აქვთ, თუმცა საკაცეზე მწოლმა 15 წუთის წინ გონება დაკარგა, ბოქსიორები არიან და რაღაც ინციდენტი მოხდა რინგზე, თხუთმეტი კაცი სვა საავადმყოფოში არიან-თქვა სასწრაფოს ექიმმა და სასწრაფოდ დატოვა შენობა.
-ნატა იქ არავინაა!-ქართულად უთხრა ევამ და ორივე გასისხლიანებულმა პაციენტმა თავი წამოწია.
-ქართველები ხართ?- იკითხა სავარძელში მჯდომმა ქართულად.
გოგონებმა ყურადღება არ მიაქციეს ნატა ჭრილობებს უთვალიერებდა ორივეს.
- ევა, მოდი აქ ! ეს ბატონი ტომოგრაფიის კაბინეტში გადაიყვანე! მოკლედ იქ ინსტრუქციაც ააქვს აპარატს და შენ არ გაგიჭირდება ისედაც , აპარატთან ურთიერთობა .ამ კაცს ტომოგრაფია გადაუღე!-სავარძელი ევასკენ გააგორა- თქვენ კი ბატონო სისხლისგან იცლებით აუცილებლად უნდა შევაჩერო.
******
-ექიმო, თავი საერთოდ არ მტკივა, ტომოგრაფიის გადაღება აუცილებელია?-იკითხა ტკივილისგან დამანჭულმა ბიჭმა.
-მე ექიმი არ ვარ! საერთოდ არ ვიცი რა არის შენს შემთხვევაში აუცილებელი და რა არა!
-მაშინ აქ რას აკეთებთ?
-მე უბრალოდ მეგობარს შემოვუარე, ძალიან ნაცნობი სახე კი გაქვთ რაღა დაგიმალოთ!
-სხვათაშორის თქვენც!
-იმიტომ ხო არა რომ, საქართველოს წარმოვადგენ მსოფლიო ჩემპიონატზე , ბოქსში?
-ო! დიახ თქვენ ნიკოლოზ ხუციშვილი ხართ! ჩვენი სიამაყე ხართ! არ დაიჯერებთ და ...
-მეც გიცანით! შენ ევა ყიფიანი ხარ „ედელვაისის“ შემქმნელი არა?
-ჰო!
-ეს თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე!
გოგონამ მორცხვად გაუცინა და ნიკას ტომოგრაფიის მაგიდაზე დაწოლაში მიეხმარა.
-ამბობენ რომ თქვენ რობოტებითაც დაინტერესდით-იკითხა ნიკამ.
-კი მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დასრულებული ეგზემპლარი მაქვს.
-ისიც გავიგონე, რომ ახალ თამაშს ქმინთ, ნამდვილი მოკრივეებით!
-დიახ მართალია, თქვენც ხართ მასში!
-აქამდე არავინ მინახავს ქართველი კომპიუტერულ თამასში.
-ო! რას ამბობ ჩემი თამაში არასდროს გითამაშიათ ალბათ! თორემ ამას არ იტყოდით.
-თქვენ ახალი ხართ! მე კიდევ ბოლოს თორმეტი წლისას ვითამაშე GTA და იმის შემდეგ...
-ეგ ჩემი საყვარელი თამაში იყო, ოღონდ შვიდის ვიყავი ყველა სეზონი დახურული მქონდა.
-შვიდის? - გაოცებულმა შეეკითხა ნიკამ.
-ჰო! აი ესეც ასე! ტომოგრაფია გადაღებული გაქვთ! მე როგორაც ვატყობ არაფერი გეტყობათ, თუმცა აუცილებლად უნდა ვანახოთ ექიმს!
-ძალიან სასიამოვნო ხარ ევა! ვერც კი გავიგე როდის გადამიღე! დაუჯერებელია რომ თქვენ შეგხვდით, მეგონა ეს დღე სამუდამოდ შავ ლაქად დარჩებოდა ჩემს კარიერაზე.
-რა მოხდა?
-ისეთი არაფერი! მოვიგე . მოწინააღმდეგის ფანატები ამიმხედრდნენ , რინგზე ამოვარდნენ და მთელი დარბაზი გვცემდა.
-რაღა დაგიმალო და გეტყობათ! - ირონიული სიცილი მალევე დამალა და მისი ჭრილობების დამუშავება გააგრძელა.
-თქვენ მედიცინითაც ხართ დაკავებული?-იკითხა ნიკამ უხერხული სიჩუმის დასარღვევად.
-არა, ფსკსვრბული არ ვარ თუმცა გატაცებული ნამდვილად ვარ, არ გეგონოთ რომ მე ახლა, რაიმე სასწაულს გავაკეთებ, უბრალოდ ჭრილობებს დეზიმფექციას ვუკეთებ, ანტისეპტიკურ კრემს წაგისვამთ , მერე გამაყუჩებელ კრემს და ხვალამდე გაძლებთ. ხვალ გაფიცვიდან მოსული ექიმები მოგხედავენ.
-ექიმები გაიფიცნენ? რატომ?
-არ ვიცი ! ნატამ თქვა რაღაც უაზრობის გამოო.
-ნატა ექიმია?
-ლაბორანტი.
-ღმერთო რა შარში ვართ არა!
-კი, იმედია არ მოკვდებით- ისევ ირონიული ღიმილით უთხრა.
-თქვით რომ სასწაულს არ გააკეთებდით, მაგრამ უკვე გააკეთეთ . თავს ძალიან მაგრად ვგრძნობ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent