შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება თავი 15


25-10-2018, 21:32
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 389

ვაჩეზე ყოველთვის ისე ლაპარაკობდნენ მეგონა, სასტავში, ყველაზე სუმპატიური იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. საკმაოდ მაღალი იყო,დაკუნთული, უხეში ნაკვთები და მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, ირგვლივ ყველაფერს ყინავდა. სიმართლე გითხრათ ცოტა შემშინდა მისი, ამ გადმოსახედიდან ნიკო ღუნღულაც კი იყო მის ფონზე.
სწრაფად გადმოჭრა ეზო და მეგობრებს მთე გულით ჩაეხუტა. უკან მისი ძმაც მოყვა. დიდი თავხედი ვინმე ჩანდა.
-ესენი ვინ არიან?? მისი ხმა მომესმა.
-ჩვენი გოგოები. უცნაურად უპასუხა აბელმა.
-გასაგებია. ჩაიღიმა და ისევ ჩვენსკენ გამოიხედა. ამჯერად პარმაღზე მხოლოდ მე და ნინო ვიდექით. -დაა...
-ჩემი ცოლია.
-მეორე კი ჩემი. გამოეპასუხა ნიკო.
-ბიჭები მშვიდად. გაეცინა მეორე ტუპს..-შენ პირდაპირ ზეციდან გამოიწერე?? აბელს მიმართა. შენთვის ცოტა დაბალი ხომ არაა.
- დააყენე.
-ხომ იცი მეგობრებისთვის ყოველთვის საუკეთესო მინდა.
-გიორგი დააყენე, თორემ აქვე დაგახურავ თავზე ყველაფერს.
-კაი რა გჭირთ ტო.
-ნახავ რაც მჭირს. ისევ შეუღრინა ძმას.
-ან მოდით რა. ლიკას დავუძახე და მაგიდისკენ წავედით.
-ეს ანაბელია. ჩემი ცოლი. აბელმა ისეთი სიყვარულით გადმომხედა კინაღამ დავდნი. კაცმა თბილად გამიღიმა და თავისი უზარმაზარი ტორი გამომიწონა. მეც სწრაფად ჩამოვართვი ხელი.
-სასიამოვნია. მე ვაჩე ვარ. ისევ გამიღიმა. მიხარია რომ ჩემ ბიჭს როგირც იქნა ისარი მოხვდა.
-ახლა უკვე ჩემია. ორივეს გაეცინა. ისეთი თბილი ტემბრი ჰქონდა. ფაქტობრივად ამან შემაცვლევინა პირველი შთაბეჭდილება. ნიკომ ნინა გააცნო. ლიკა კი თავად გაიცნო. ლიკა ჩემზე დაბალი იყო და მის გვერდით თოჯინასავით ჩანდა. მთელი საღამო მის ამბებს ვისმენდით, ძალიან საყვარელი აღმოჩნდა, პირველად მიღალატა ინტუიციამ. აღმოჩნდა რომ ჩემთვის საჩუქარიც ჰქონდა. პატარა ხავერდის ყუთი გამომიწოდა. ძალიან გამიკვირდა მისი ასეთი თბილი დამოკიდებულება, პირველივე შეხვედრაზე. მისი ძმა მალევე წავიდა. გიგიც მას გაყვა. ნიკოლა და ნინაც მალე წავიდნენ. ნინა მთელი დღე ბუზღუნებდა.ნიკოს ტვინი შეუჭმა. საბოლოოდმხოლოდ ჩვენ დავრჩით. მაგიდა ავალაგეთ. ლიკა დედამისს ელაპარაკებიდა, მე ჩაის ვაკეთებდი. ვაჩე შემოვიდა სამზარეულოში და ბართან დადგა.ცოტა ხანს ჩუმად იდგა.
-გინდოდა რამე?? თავის აუწევად ვკითხე.
-არაფერი, გამიკვირდა. ასეთი რაღაცეები ხომ იშვიათად ხდება.
-როგორი??
-შენ ხომ ის გოგო ხარ მაისთან რომ დადიოდი.მე თავი დავუქნიე.ესეიგი სწორად მახსოვხარ. ჰოდა არ მეგონა კიდე თუ მოგძებნიდა. გიჟდებოდა შენზე.
-ისევ მაისთან შევხვდით ერთმანეთს.
-აუუუ ღადაობ. აი ამას ჰქვია ბედი. მართლა ერთმანეთისთვის ხართ. გამიხარდა თქვენი ამბავი. ცოტა ხანს შეიცადა და ისევ განაგრძო საუბარი. ისე ჩემ დას გავხარ რაღაცნაირად.
-ჰოო?? გამეცინა მე. ვიზუალურად.
-არა, ვიზუალურად დიდად არა. ხმით, სიცილით. რომ დაილაპარაკე ის მეგონე. ზუსტად არ ვიცი, როგორ აგიხსნა.
-და შენი და სადაა??
-გარდაიცვალა, ავარიაში.
-მაპატიე, არ ვიცოდი.
-არა, არ იდარდო. ჩაის ლამაბაქები ლანგარზე დაალაგა და გარეთ გავიდა.
-აუ გოგო რა საყვარელია.
-ჰო ძალიან. რომ შემოვიდა ისე შემეშინდა, არ მეგონა თუ ასეთი საყვარელი იქნებოდა.
-აუუუ.
-რა იყო. რატო ცქმუტავ??
-ძაან მომწონა. მაგრამ, არ მგონია რომ თვითონაც იგივე...
-ნუ უძახი ეგეთ რამეებს და კიდევ, ზედმეტად არ გადაეშვა .
-მაგაზე კი ვისწავლე ჭკუა. მაგრამ რაა ცუდი ამაში. აი შენ და აბელი, როგორები ხართ.
-ლიკ მე მესმის მაგრამ კაცების უმეტესობას ეს არ ესმის. ნამცხვრებიანი თეფში მივაწოდე, მე ხილის ვაზას მოვკიდე ხელი და გარეთ გავედი.ყველაფერი მაგიდაზე დავწყვე და ჩამოვჯექი. აბელიც გვერძე მომისკუპდა და შუბლზე რამდენჯერმე მაკოცა.
-დიდი ხანია ერთად ხართ??
-ახალ წელს ერთი წელს გახდება. ეს ყველაზე უცნაური წელი იყო ჩემ ცხოვრებაში. აბელს გაეცინა. და ყველაზე ტკბილიც. ცხვირზე ნაზად დამისვა ხელი.
-მაგარია შენ ცოლი გყავს. ლუკას შვილი. მალე ნიკოც მამა გახდება.
-შენ დაბერდი ასე მარტოობაში. ბიჭს გაეცინა. მთლად ასეც არ მგონია იყოს, ასე წყალწაღებულიც არ ვარ.
-არ მეგონა საერთოდ ჩამოსვლას თუ გადაწყვეტდი.
-დიდი ხნით არ ვარ. მამაჩემს დახმარება ჭირდება და ორი ან სამი თვით დავრჩები. ნიკოს რომ ბავშვი ეყოლება მერე ჩამოვალ კიდევ. ისე ვერასოდეს წარნონედგინა, ნიკოლა და მამობა ერთად. ის გოგო კი ხდის სულს. გადაიხარხარა ბიჭმა. რაღაც ძაან შერბიკებულები მეჩვენებით ყველა.
-სიყვარულმა იცის.
-შენ ისედაც ფისო იყავი. გამოაჯავრა აბელს. ლუკაც. მაგრამ ნიკოლა? შეუალი და უჟმური იყო. ყველა მის მოთხივნას ასრულებდა.
-ახლა კიდევ კარმამ უწია და იქით ასრულებს მოთხოვნებს. დავასრულე მე. ყველას გაგვეცინე.
-ნანა დედიკო და მამმშენი როგორ არიან.
-ოოო აი მანდ კი რთულადაა საქმე.
-რატო რა მოხდა??
-დაშორდნენ. ერთი თვიეა უკვე??
-ვერ გეტყვი რომ მეწყინა, მაგრამ რატომ .
-გრძელი ამბავია. ნია გახსოვს?? ვაჩეს გაეცინა.
-ის ნია ხო აკვნიდან რო დაგნიშნეს.
-ნუ იძახი ეგრე ტო.
-კაი მერე.
-მაგის ძმა ვცემე.ცოლს მახევდა.
-აუუუ ეგ ისეიგი ისევ ისეთ სირად დარჩა როგორიც იყო. დააა რეზი??
-რატო მეკითხები მაგისი შეცვლის იმედი გქონდა?? აბელს გაეცინა.
-არა ტო. მისმა ტელეფონმა დაიწკრიალა. მაგიდიდან ადგა და რამოდენიმე წუთში დაბრუნდა. -,ბავშვებო მეც უნდა წავიდე. მამაჩემმა დამირეკა. იტოკში მერე შევხმიანდეთ და სადმე მაგრად დავიმხოთ. მერე მე გადმომხედა და გაეცინა. -აუუუ ძააან ტიპი ხარ. რამ შეგაშინა . შენ ქმარა რაც არ უნდა ექნა. შენ სახელს ბოდავდა მთელი ექვსი წელი და ახლა გაგექცევა?? მე გაკვირვებულმა შევხედე აბელს. თქვენ არ წამოხვალთ სახლში??
-ლიკა წამოგყვება. მე მეხმარებიდა და ნიკოს ვეღარ გაყვა.
-ბაზარი არაა. გარეთ გავაცილეთ. ლიკამ თვალები დამიბრიალა და თითქოს ძალით ჩაჯდა მანქანაში. ორივეს გამოვემშვიდობეთ და უკან შევბრუნდით.
-ესეიგი ამდენინხანი გრძელდებოდა შენი ტანჯვა. გამეცინა მე.
-ვაჩეს დრამები ევასება, ამიტომ მთლად ასეც არ ყოფილა. მაგრამ ფაწტი ისაა რომ სულ შენ მინდოდი. ისე ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ მგონი სუფთა ჰაერზე ჯერ არ გვქონია სექსი ჰო.
-ეხლა ისიც არ მითხრა რომ პირდაპირ ეზოში გინდა.
-არა მაგრამ სხვა დანარჩენ არცერთ ადგილზე არ ვიტყოდი უარს. მთელი სახლი ჩვენია და მთელი ღამეც წინაა.
-მაგრამ არაფერი გამოვა.
-რატო.
-ქალური ბედნიერების დღეები და გავუწყდა??
-აუუუ ღადაობ ეგ სულ არ გამხსენებია. არადა როგორ... კაი მალე მაინც დავიძინოთ....

ორშაბათს გოგოებს კახეთში მოგვიწია წასვლა. აბელიც ქალაქ გარეთ იყო. ვაჩეს გაყვა საქმეებზე. გარეთ არაჩვეულებრივი ამინდი იყო. ობიექყი მალე მოვიარეთ და ისევ ნაცნობ რესტორანს მივაშურეთ, სადაც ნინამ თითქმის ყველაფერი გადაძოვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თუ ასე გააგრძელებდა, მართლა ვეშაპს დაემსგავსებოდა, მაგრამ ამაზე სიტყვის გაგონებაც კი არ უნდოდა.
გზაში ლუკამ დამირეკა და ბავშვის დატოვება მთხოვა. საღამოს უკვე სადარბაზოსთან ვიყავი ჩემ წერტილთან ერთად, სახლში ძირითადად მარტო იყო, მეცოდებოდა და ამირომ ყველგან მიმყავდა. ზარს ვრეკავდი, როცა უკნიდან ვიღაცამ დამიძახა. სწრაფად შევტრიალდი და ის დავინახე ვის დანახვასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. ჩემს წინ ნანა იდგა.
-შეიძლება რომ დავილაპარაკოთ. მშვიდი ხმით მითხრა ქალმა. რომ არ მცოდნოდა რა ალქაჯიც იყო ალბათ შემეცოდებოდა კიდეც. -გიორგის ვურეკავ არ მპასუხობს. ამიყომ შენთან დალაპარაკება მინდოდა, როგორც ქალი ქალს.გუირგი ძალიან მიყვარს. მინდა ტომ დაელაპარაკო. შენ ყველაზე მეტად მოგისმენს, ძალიან უყვარხარ.
-ნანა, მე თქვენს საქმეში ჩარევას არ ვაპირებ. მე შენი დაქალი არ ვარ და საერთოდ იმ ასაკში ხართ რომ მესამე პირი არ უნდა გიგვარებდეთ ურთიერთობას. მითუმეტეს მე. რაღაც არ მგონია იგივე სიტუაციაში დამხმარებოდი, პირიქით ადგებოდი და მაშინვე ნიას მიათხოვებდი ჩემ ქმარს. მოდი თავს ნუ გაისულელებ.
-კარგი რა, ასე რატომ აიკვიატეთ ეს ნია. შეცდომა ვის არ მოსვლია და ანალოგიურ სიტუაციაში შენც მოგინდებოდა რომ ასე ყოფილიყო. ასეც იქნებოდა...
-რომ არა მე ჰო. შენ რა გგონია.... მოკლედ არ ვაპირებ შენთან დავას. როგორც გინდა ისე მოიქეცი და მეორედ არ მინდა რომ გნახო საერთოდ. ეს ვუთხარი და სადარბაზოში შევედი. აშკარად არ ელოდა ჩემგან უარს,ჯერ კიდევ გახევებული იდგა შესასვლელთან. კიბეები სწრაფად ავირბინე და კარზე დავაკაკუნე.
-მოხვედი აან. ლუკამ თავზე მაკოცა . აუუ როგორი მადლობელი ვარ შენი ხომ ვერ წარმოიდგენ. ძაან მნიშვნელოვანი საწმე მქონდა.
-კაი რა. არ გრცხვენია როცა დაგჭირდეს სულ მოგეხმარები.
-კლინიკის საქმეზე მაწვს შეხვედრა და ვერაფრით გადავდებდი.
-კარგი რასიხსნი არ გრცხვენია??? მისაღებში შევედი და დივანზე მიგორებულ პატარას გვერდით მივუჯექი. -გოგო როგორ გაზრდილხარ, ჩემი პატარა, ჩემი ტკბილო. ბავშვმა გამიღიმა.
-შენ ხმას ცნობს.
-ლუკა, ტესტი გააკეთე.
-ჰოო და პასუხი იქნება ამ დღეებში ისე ვნერვიულობ ვერც კი წარმოიდგენ. რომ არ ვიყო გავგიჟდები. ისე შემიყვარდა. მაგრამ ტყუილად არავინ დამიტოვებდა აქ. იცი როგორი საყვარელია გამაგიჟა.
-ჰოო. ისეთი საყვარლია, ისეთი ტკვილია. მისმინე, მთელი დღე ვისთან გყავს ხოლმე??
-ამ ბოლო დროს ძირითადად სახლში ვარ ხოლმე. ვერავინ ვერ შევარჩიე რომ ბავშვი ვანდო, სამსახურშიც მიმყავს ხოლმე.
-გაუმართლა ბავშვს ასეთი კარგი მამა ტომ ყავს. პატარა ხელში ავიყვანე და სამზერეულოში წავედი.
-აბელიც კარგი მამა იქნება. ნუ შენზე აღარაფერს ვამბობ. გაეცინა. სავარძელზე მიდგდებული პიჯაკი აიღო და წასავლელად მოემზადა. ან ბაშვის საჭმელი ყველაფერი გამზადებულია. საღამოს ხილ ფაფა უნდა აჭამო მერე მანი.
-ლუკა ვიცი.. პამპერსსაც გამოვუცვლი..
-აუუდა დაბანაში დამეხმარე რა საღამოს, მე რაღაც მგონი ვერ ვაბანევ ხოლმე კარგად. მე თავი დავუქნიე. უი და კიდევ პასტა გავაკეთე...
-აუუუ რანაირი ხარ. ძაან უცნაური მაზლი ხარ... მივხედავდი ჩემ თავს.
-რძალშიც გამიმართლა. გამიცინა და სახლი დატოვა. მე და ბავშვი მარტოები დავრჩით. მას მისი ფაფა ვაჭამე. ისეთი დამჯერი იყო და უპრეტენზიო მაგიჟებდა. მე ყავა მოვილუღე და სამივენი, მე ბავშვი და ფისო, დივანზე მოვკალათდით და ახლახან ჩართულ ცისფერ ეკრანს მივაშტერდი. კატო გულზე მყავდა მიხუტებული და ნაზად ვეფერებოდი, ფისომაც მალევე მოიკალათა. ცოტა ხანში კი სამივეს ტკბილად მიგვეძინა.

-ნახე როგორი საყვარლები არიან სამივე. ძილბურანში მესმოდა ვიღაცის ხმა. ვიღაცა გვერდით მომიწვა და თავზე მაკოცა. მეც ნელ-ნელა გამოვფხიზლდი და ბავშვი უფრო ჩავბღუჯე.
-არ გართმევ ან დამშვიდდი. თბილად მითხრა აბელმა. ფრთხილად წამოვდექი და ბავშვი დივანზე მივაწვინე.
-დიდი ხანია აქ ხართ??
-არც ისე. მაგრამ ვერ გაგაღვიძე ისე საყვარლად გეძინათ.
-ლუკას ბავშვის დაბანაში უნდა მივხმარებოდი და როგორ ჩაგვეძინა. სასწრაფოდ სამზარეულოში გავედი და მანის მზადება დავიწყე. კატო ცოტას ჭუჭყუნებდა.
-აბელმა ხელში აიყვანა და ოთახში მიმოდიოდა. ბიძიას სიყვარული ვინ არის, ჩემი ლამაზი და ტკბილი ქალი ვინააა. კისერში მოუღუტუნა. მან კი საყვარლად გაიცინა. აბელი კიდევ უფრო გახალისდა და კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა იგივე. ამასობაში მე ფაფაც გავაცივე. მომე მე ვაჭმევ. ბოთლი მივაწოდე, მაგრამ კატომ არ ინება მისი ხელიდან ჭამა. სამაგიეროდ ჩემ მკლავებში გაიტრუნა და ბოთლიც მალევე დაცალა.ისე გულზე მივიწვინე, ხელ ფეხს იქნევდა და საყვარლად ღუღუნებდა. ჩემი წერტილიც ზემოდან დაყურებდა. -ფისოს მაგრად დაევასა ბავშვი. გაეცინა ჩემ ქმარს. რამდენჯერმე ნაზად დაუსვა ხელი , აბურძგნულ ბეწვზე. იმდენად გადართულები ვიყავით ბავშვზე, რომ ლუკას კოსვლაც კი ვერ შევნიშნეთ.
-აბა როგორ ხართ. კატომ ხო არ გაგაწვალა ან.
-არა პირიქიით. აი უსაყვარლესია. შენ რა ქენი?
-არ ვიცი ჯერ, მგონი კარგადაა ყველაფერი. ეს საქმე თუ გამომივიდა... ისე თქვენ ხო არ დარჩებოდით გვიანია უკვე.
-არაა. ისე მამა როდის ჩამოდის??
-არ ვიცი. ამ დღეებში ალბათ.
-ბავშვზე უთხარი??
-არა ჯერ.და ნანასგან ისმის რამე.
-რავი, არ ნანა.
-მე ვნახე დღეს. თავი არ ამიწევია ისე ვუთხარი.
-რააა?? ხო იცი არგიბრაზდები ხოლმე, მაგრამ თუ შეხვედრაზე დათანხმდი...
-აბელ დამშვიდდი..
-აქ შემხვდა სადარბაზოსთან, არ ვიცოდი მე არაფერი. მითხრა გიორგის დაელაპარაკეო, მაპატიოსო. მე უარი ვუთხარი... საერთოდ რომ დამელაპარაკა თუარ შერცხვა??
-მერე რა უთხარი?
-შენი აზრით??
-კაი აღარ გვინდა ამაზე. ავლაგდეთ ნელ ნელა და წავიდეთ.

რამდენიმე წუთში უკვე მანქანაში ვისხედით.
-სად იყავით შენ და ვაჩე??
-ბეთანიში ნაკვეთები ვნახეთ. ვაჩეს აგარაკის აშენება უნდა და თქვენთან მოვა ალბათ, დასაპროექტებლად.
-მართლა? ისე ეგეც ფინანსისტია??
-არა, ვაჩე იურისტია, ნიკოსავით. ან. მანქანა ჭიშკართან გააჩერა და ჩემსკენ გადმოიწია.
-რა ხდება? სახეზე ნაზად მომეფერა.
-იცი რა საყვარელი იყავიბავშვთან ერთად რომ გეძინა...
-აბელ...
-მინდა ბავშვი 34 წლის ვხვდები. შენც არ ხარ პატარა.
-ამაზე არაა, უბრალოდ ახლა ვერ დავფეხმძიმდები და საერთოდ სახლში ვილაპარაკოთ.
-და რატო ვერ დაფეხმძიმდები ეხლა??
-ორი დიდი პროექტი მაქვს და ძალიან ბევრი სამუშაო და საერთოდ მეგონა რომ არ გვინდოდა ჯერ.
-ეგ არგუნტი არაა.
-არის. არ მინდა ეხლა ბავშვზე და ფეხმძიმობაზე ვერ ვიფიქრებ.
-და რა გარანტიაა იმის რომ მომავალ წელს არ გექნება დიდი პროექტები.
-უკვე გაწერილია ყველაფერი, თან ეხლა რაც უნდა დავაპროექტოთ ყველაზე დიდია და მერე რესტავრაცია უნდა გავუკეთოთ მეორე სასტუმროს. იქ კედლებია მოსახატი და როგორ წარმოგიდგენია, ფეხმძიმემ ვიარო ხარაჩოებზე...
-ანუ წლის ბოლომდე შეიძლება თვალითაც ვერ გნახო?
-აბელ კარგი რა. ქართველი ვაჟკაცივით რატოიქცევი??
-კარგი მაშინ სექსი არ გვექნება, მანამ, სანამ დაორსულებას არ დააპირებ.
-კარგი. შევთანხმდით. უბრალოდ ვერ ვიგებ ასე უცებ რამ წამოგიარა?? აქამდე იმაზე ეჭვიანობდი ყურადღებას აღარ მომაქცევო, თან ამხელა პასუხისმგებლობაა, სათამოშო ხომ არაა. ერთი თვის წინ იძახდი ჯერ ადრეაოო და ეხლა უცებ ბავშვთან დამინახე და მოგინდა?? არ ხარ მართალი. ორივე გაბრაზებულები შევედით სახლში. ფეხსაცმელები შესასვლელში დავყარე და ოთახისკენ წავედი.
-რატო გაბრაზდი??
-არ გავბრაზდი უბრალოდ... აღარ გვინდა რა.
-კარგი. ნოემბრის ბოლოსთვის საფრანგეთში მომიწევს წასვლა, მეგონა წამოხვიდოდი, მაგრამ ამდენი საქმე გქონია.
-ბავშვის გაჩენას და სადმე წასვლას ნუ ადარებ ერთმანეთს.ასეთი სახით თუ აპირებ ყოფნას მაშინ არსად წამოსვლა არ ღირს. ან რატო აჩქარდი ასე?? შეყვარებულებიც კი არ ვყოფილვართ წესიერად. სულ რამდენიმე თვეა დალაგდა რაღაცეები და.... ხმა გამებზარა არ მინდოდა ტირილი დამეწყო ამიტომ სააბაზანაში შევედი. წყალი მოვუშვი და ცხელ ჭავლს შევუშვირე სხეული.ძალიან გავნერვიულდი. სწრაფად გავიმშრალე თმა და სხეული ოთახში დავბრუნდი. პირველად ვიკამათეთ ისე რომ აბელი გამებუტა. საწოლის კუთხეშინიწვა და წიგნს ჩაშტერებიდა, ყურადღებაც კი არ მოუქცევია.მეც ჩუმად შევწექი საწოლში.
ეს გაბუტვა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ის პრინციპულად არ მცემდა ხმას მე კი იგივე პრინციპულობით არ ვიჩენდი ინიციატივას. ორივე მხოლოდ კატას ველაპარაკებოდით, სამსახურში დავდიოდით და ჩუმად ვვახშმობდით საღამოოობით. უკვე ერთმანეთ მობეზრებულ ცოლ-ქმარს ვგავდით.
მხოლოდ იმ საღამოს გამცა ხმადა მითხრა რომ ის და ვაჩე ლუკასთან მიდიოდნენ. მეც ავდექი და გოგოებთან წავედი..


-რაღაც ჩვენი პატარა ბიჭი მოწყენილი ჩანს. სიცილით გადმომხედა ვაჩემ და კატო უფრო კომფორტულად მოიკალათა ხელში.
-მე ვიცი. ალბათ ანა გაებუტა. სხვა რამეებზე არ იწყენს ხოლმე. ახლა ლუკამ გააგრძელა.
-გაგიკვირდებათ და მე თვითონ გავებუტე. ორივემ გადაიხარხარა.
-ყოჩაღ, აი ვამაყობ შენით. ვაჩემ თავში წამომარტყა.-და შენი გაბუსვის მიზეზს მოგვახსენებ??
-მე ბავშვი მინდა იმას არა ჯერ.
-მე რძლისკენ ვარ.
-მეც. ძმამაც მიღალატა.
-და რატომ??
-იცი რატომაც. აზრზე მოსვლა აცალე ბავშვს. ისედაც ბევრი რამე გამოტოვეთ და სანამ დროა ჯობია ეს რაღაცეები შეავსოთ, თორემ დამიჯერე ძაან გაგიჭირდებათ. ბავშვი მაგარია, მაგრამ თავისი მინუსები მასაც აქვს
-მოიცა რა გამოტოვეს. ვაჩემ არაფერი იცოდა, ამიიტომ ვცადე მარტივად გამომვძვრალიყავი, მაგრამ ლუკამ დამასწრო.
-ჩამოვიდა თუ არა სტაცა ხელი და ცოლად მოიყვანა და გამოტოვებაა აბა რა ჰქვია ამას.
-მართალია. ცოტა ხანს დააცაედე და დამიჯერე მერე თავისით მოუნდება პატარა. -კაი ეხლა შენ ის მითხარი. სახლს თუ ამიშენებს.
-ამას თავისი თავიბადარდებს. სამივეს გაგვეცინა.
-კაი ტო რა გჭირს შენ კიდე. გეგონება ან ანი გარბოდეს სადმე ან ბავშვი. -ოფისი სადაა მაგათი??
-იცი ვინაა მაგათი უფროსი??
-ვინ??
-ანდრო გახსოვს ბოლქვაძე??
-აუუ ხო არ ღადაობ?? რა გაუხარდება ჩემი დანახვა წარმომიდგენია.
-ჰო რო გაიგო რო რო ანის ქმარი ვიყავი, იმის მერე მაგარი მომჯდარია. გახსოვს რა როჯა იყო. იმენა ხუთოსანი. საკონტროლიებზე რო კანკალებდა. კეკელიამ რო მედალი მისცა ჩაშვებაში და გაბღენძილი რო დადიოდა..
-კაი მაგათი ოფისი გავარკვიეთ. იცი კიდე რა მაინტერესებდა?? ნიკოს და იმ გოგოს როგორ აქვთ საქმე?? რაღაც ვერაა ხო კარგად..
-რატო ყოფთ ყველას საქმეში ცხვირს?? ისინი ასე არ არიან, ესენი ისე... შეეშვი რა. რაც ჩამოხვედი სულ ასეთ კითხვებს სვავ. ლუკა თითქოს გაბრაზდა. -უბრალოდ ასეა. ნიკოლა არც არასოდეს ყოფილა თბილი და რა გაგიკვირდა?? ის ნინა ორსულადაა და რასაც მოითხოვს ასრულებს ყველაფერს მეტი რა გააკეთოს.
-კარგი დამშვიდდი რა გჭირს. უბრალოდ..
-არ გვინდა ეს ჭორაობა.
-ამას რა სჭირს?? მე მეგობარზე ვდარდობ... რაც მამა გახდა უფრო დარდობს თუ.
-კაი შეეშვი.
-როდის მიდიხართ საფრანგეთში.
-ნოემბრის ბოლოსკენ. სასტუმრო გარემონტებულია, ყველაფერი მზადაა. ახლა ანდერძის გახსნა დარჩა და მაშინვე ავამუშავებთ.
-მაგარია თუ ყველაფერი ისე გამოვოდა როგორც გინდოდა.
-ჰოო. იმედია.
-იქ უნდა გადახვიდეთ??
-არამგონია. პერიოდულად ჩავალ ხოლმე. ვინმე.სანდო მინდა ვისაც მმართველად დავნიშნავ. შენ ძმაზე ვიფიქრე მაგრამ ძაან ბავშვია და ჯერ ისევ ცანცარებს.
-მაგას მე არ ვენდობი ტო.
-კარგი ეხლა ხო იცი რა ერთგულია.
-მარტო ერთგულებით საქმე არ გამოდის ხოლმე. ნიშნის მიგებით გადმომხედა ვაჩემ.
-არ ვიცი მაგარი არეული ვარ ამის გამო. შეუძლება მე წავიდე ცოტა ხნით.
-რა ჭკვიანი ხარ. თვითონ წავა და ანიმ ბავშვი უნდა დაახვედროს. ვაჩემ გადაიხარხარა.
-კაი ხო. რატო შემეცით მთელი საღამოა. უბრალოდ ისეთი საყვარელი იყოო. კაი აღარ გვინდა .
-ისე მართლა რანაირია ,მეც მომინდა ბავშვი. აზზე ხარ რეებზე ვბაზრობთ. მამობა გვინდა არადა ადრე სულ იმაზე ვგიქრობდი ვინ რომელ კუთხეში მეხმარა.
ისე რა გინდა მაგ მხრივ ყველაფერი გავისწორეთ. საათს დავხედე თორმერი ხდეებოდა.
-წავედი გბიანია უკვე.
-მოიცა რა .
-არა არა, ბელს ეშინია სახლში მარტო ყოფნა. ბიჭებს გამოვრმშვიდობე და სახლისჯენ ავიღე გეზი.
ანი არ დამხვდა. მთელი სახლი მოვიარე, მის სახელოსნიშიც ჩავედი. არც იქ იყო. ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. ძალიან ავნერვიულდი. გოგოებთან ვაპირებდი დარეკვას როცა კარი გაიღო.
-სად იყავი?
-აააა დაინტერესდი??
-ანი არ გინდა,ეს ირონია.
-არ მოგწონს. გაეცნა.
-ნასვამი ხარ??
- ჰო ცოტათი. ეს მითხრა გვერდი ამიარა და კიბეზე ააბიჯა. მეც უკან მივყევი.
-ან, აღარ გვინდა რა ბუტიაობა. კაბა სწრაფად გაიხსნა და გვერძე მოისროლა და თითქმის შიშველი შეწვა საწოლში. მისმინე.
-შეთანხმება დავარღვიოთ??
-არ ვარ წინააღმდეგი. რაც გინდა ის დავარღვიოთ.
-და ასე აპირებდი... თქმაც კი არ ვაცალე. ისე მოვიქციე მკლავებში... -არა არა, ასე არ გამოვა.
-რა?
-აბა ბავშვიო? ააა გადაიდო? ახლა აღარ გინდა? სიცილი აუტყდა. ისეთი საყვარელი იყო. ნაზად ვაკოცე შუბლზე. -მეძინება. ბავშვივით დაიწუწუნა. გადმოვტრიალდი და მუცელზე დავიწვინე.
-რამე მაინც ჩაგეცვაზემოთ.
-არა, სპეციალურად გავიხადე. სიცილი აუტყდა.
-უნამუსო ქალო. უგულო. ზემოთ ამოჩოჩდა და ცხვირი ჩემ კიდერში ჩამალა. ან..
-რა ხდება?
-მიყვარხარ ძალიან.
-მეც მიყვარხარ.



ბავშვებო ვიცი რო ძაან დამაგვიანდა მაგრამ ვერ დავწერე მართლა ვერაფერი. კომენტარებს რაც შეეხება, ვერ ვამატებ არ ვიცი რატომ. შემდეგი თავი იქნება შაბათ საღამოს.და ალბათ მალე სრულ ვერსიასაც დავდებ



№1 სტუმარი ლიკ ლიკ

სად ხარ დამწყდა თვალები ლოდინით და ინტერესით, და დაპირებულ "მაფიოზსაც" ველოდები (შევამოკლე)

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

უჰ როგირც იქნა გვეღირსაა. ლოდინის ლიმიტი ამოიწურა ???? ტკბილები და თბილები დაბრუნდნენ. ერთი ლიკუ❤ნა არ დააბერო შინაბერად და სხვას აღარ დავეძებ ????მოვკვდი მაგ გოგოს საცოდაობით

 


№3  offline წევრი nini :)

იმედი მაქვს ასე აღარ დააგვიანებ ხოლმეეე..... მიყვარსს ეს ისტორია მაგრამ მერე მავიწყდება ხოლმე წინათავს ვკითხულობ და ვიხსენებ სად გავჩერდიიი.... კარგი იყო ეს თავიიი..... და იმედი მაქვს მალე იქნება ფეხმძიმედ და გაახერბს ანაბელი აბელს.... ❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მიყვარს ეს ისტორია ^^ მესმის შენი და არ გაკრიტიკებ <3 ზოგჯერ თავში საერთოს არაფერია ხოლმე :დდდ არაუშავს მთავარია დადო :დდ <33

 


№5 სტუმარი Gvanca

Rogor shevuyvardi mapiozs egec dade ra kargi istoriaa orive

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინა

გუშინ ველოდებოდი ახალ თავს((( ძაან მომწონს დადე რაა

 


№7  offline წევრი anns

rodis dadeb shemdegs?

 


№8 სტუმარი კაწი

აუუუ, რატომ გვაწვალეებ

 


№9  offline წევრი Tekkla

აუუ ან დადე ან ვაბშე აღარ დადო რაარის

 


№10  offline წევრი ingilo

რატო აღარ დებ ? დაასრულე მაინც

 


№11 სტუმარი სტუმარი ნუცა

დადებას აპირებ თუ არა ეგ მაინც გვითხარი

 


№12  offline წევრი anns

აღარ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent