შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ'ს'შვიდი ( თავი 3)


26-10-2018, 09:07
ავტორი judi N
ნანახია 847

არ მჯერა ასეთი ადამიანების წარსულში ჩატოვების. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან , გონებაში დასახლებულნი და მაშინ გვახსენებენ თავს , როვა სრულიად დავიწყებას არიან მიცემულნი.
- რამდენი ხანი იყავით ერთად შენ და გუგა? სად გაიცანი ან რა მოხდა?
სათითაოდ მაყრიდნენ კითხვებს, კიდევ ერთხელ უნდა დავბრუნებოდი წარსულს , გადამეშალა მოგონებათა ალბომი და ჩემი ისტორია მომეყოლა იმ ექვსი გოგოსთვის, რომლებიც თავად ხდებოდნენ ჩემი ისტორიის ნაწილნი.
- გუგა სამი წლის წინ გავიცანი. მამიდაშვილის დაბადების დღეზე. მთელი საღამო ორი სკამის იქით იჯდა და მე მხოლოდ წამოსვლამდე ერთი საათით ადრე შევამჩნიე. ფოტოების გადაღება ხომ ჩემი სისუსტეა? ჰოდა დავქროდი ადამიანებში და ფოტოებს ვიღებდი, როცა ზურგს უკან ხმა მომესმა
- მოდი სურათი გადავიღოთ
მეც მაშინვე მოვტრიალდი
- მიდი დადექით და მე გადაგიღებთ
- არა , მე და შენ გადავიღოთ
- მე და შენ?
- ხო, ჩვენ.
- კარგი.
ცოტა გამიკვირდა, უცხო ადამიანთან ფოტოს გადაღება მეუცხოვა, მაგრამ დავთანხმდი და უამრავ ფოტოში ჩვენი ფოტოც გაჩნდა, რომელშიც ალბათ ყველაზე ცუდად გამოვედი, რაც კი გადაუღიათ ჩემთვის.
წყნარი სიმღერა დაიწყო,შუქმა იკლო, რომანტიზმში ჩაიძირა ყველა და ყველაფერი. ვიღაცას ვიღაც გაახსენდა, ზოგს გვერდზე ჰყავდა ის ვისთან ერთადაც ახალ გასახსსენებელს შეაგროვებდა.
- ვიცეკვოთ?
ხმა მეცნო, ცეკვა არ მიყვარს, არც გამომდის დიდად, თუმცა ისევ არ დავაცადე უარის თქმა ენას და წამოვდექი.
მისი ხელები ჩემს სხეულს შემოეკრა, ჩემი მის ყელს, თავი უნებურად მხარზე დავადე და უბრალოდ წყნარ მუსიკას წყნარი მოძრაობებით გამოვეცეკვეთ.
- ზურას საიდან იცნობ?
- ჩემი მამიდაშვილია, შენ?
- ჩემი კლასელი იყო, კარგად ცეკვავ.
ძნელი მისახვედრი არ იყო მისი ტყუილი, სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა ფეხი , რომ დავაბიჯე.
სიმღერა მორჩა, ხალხში გავერიეთ, მალევე სახლში წამოვედი და თითქოს გამორჩეული არაფერი მომხდარა, აღარც ფიქრები დამსევიან უცნობ ბიჭზე, არც გოგოშკური ილუზიებით ამვსებია გული და გონება, სახლში დავბრუნდი და დაღლილი საწოლს მივეწებე. იმდენად მეძინებოდა , რომ ვერ ვიძინებდი. ფბ-ში შევედი და გულგრილად გავხსენი მეგობრობის თხოვნა, გუგა ჩარკვიანი, ფოტოთი ვერ ვიცანი, არც სახელმა და გვარმა მითხრა ბევრი , თუმცა ამომხტარმა მესიჯმა გამახსენა, ვითომდა ფოტოების გამო დაწყებულმა ჩატმა დიდხანს გასტანა, მერე?! იყოს საუბრები, არაერთხელ დაგვთენებია თავზე ტელეფონზე ჩამოკიდებულებს. გიჟი იყო და მეც მაგიჟებდა, ლექსებს მიკითხავდა და მეც უსასრულოდ ვუსმენდი მის ხმას..იმდენად შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის ყოველდღიურობად ვიქეცით. შეყვარებულობაზე ისე დავთანხხმდი მეც ვერ მოვედი გონს, მელაპარაკებოდა გაუჩერებლად და ჩემდაუნებურად წამომცდა -კარგი თქო. არცერთი წამით არ მინანია მასთან ასეთი რომ ვხდებოდი, ლაღი, სულელი შეყვარებული გოგო.
თავიდან ყველაფერი ლამაზი, ფერადი იყო, თუმცა მერე ჩვენშიც შემოძვრა არეულობა და ნელ-ნელა ერთმანეთს ჩამოგვაშორა. მე მისი არ მესმოდა , მას ჩემი. ის სხვა გზაზე მიდიოდა მე სულ სხვაზე, უკვე გულს ვტკენდით მიმოფანტული სიტყვებით ერთმანეთს. ვუყვარდი და მიყვარდა, მაგრამ ალბათ იმდენად არ , რომ ამ ყველაფერს გავფრთხილებოდით.
ამ ყველაფრის მოყოლით თითქოს კიდევ ერთხელ ამოვისუნთქე და დამძიმებული სხეული მოვადუნე. ახლა მხოლოდ ჩემში აღარ იყო გამომწყვდეული მოგონებები, ახლა უკვე შვიდში გადანაწილდა და გონებაში დაილექა.
ლილიანა ფანჯარაში იყურებოდა,მისი მზერა ერთ ადგილას იყო გაშეშებული, ფანჯარას მივცვივდით , მინის იქით , ეზოში ორი ბიჭი იდგა და ლაპარაკობდა , თუმცა ვგრძნობდით როგორ იჭრებოდა ეს კადრები ლილიანას თვალებში და მათში იკინძებოდა.
- ლილიანა, რა ხდება?
- მარცხენა, საშუალო სიმაღლის, ოდნავ სრული, სანდრო ჯანელიძეა , 23 წლის , საავტომობილო მაღაზიაში მუშაობს, ერთი და ჰყავს, ჩვენზე ერთი წლით პატარა ლიზა, მასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს ჩემს წინ. დილის 9 ის 15 წუთზე გადის სახლიდან და საღამოს 7-ზე ბრუნდება. ისვენებს და გარეთ გადის მეგობრებთან. კიდევ ბევრი სისულელეა , რაც მის შესახებ გავიგე , თუმცა ისინი თქვენთვის ნაკლებად საინტეესო იქნება.
როგორია ლილიანა?! შემოდგომისფეერი. ერთი შეხედვით ძლიერი, უკარება და ამაყი, მაგრამ სინამდვილეში იმაზე მეტს გრძნობს ვიდრე თვითონ ჰგონია, ფაიფურზე ფაქიზია, ადვილად მსხვრევადი, სიყვარულით იმუხტება , აა ჰო და კიდევ შოპენით, ჭიქა ყავით და აივანზე გაყვანილი წუთებით, რომლებიც სავსეა ფიქრებით.
დრამები, დრამები და ისევ დრამები, მოდით დავლიოთ, ბევრი დავლიოთ !
ყველას მოგვეწონა მაშოს იდეა და ლილიანას დედის კონიაკი ბოლომდე გამოვცალეთ. თითქოს ხომ კარგი დასალევი იყო არა? მაგრამ დატრიალდა და მერე როგორ?! ყველაფერი ბრუნავდა, ჭიქა ძლივს მოვაქციე თითებში და დავიწყე
- ახლა ტირეს სადღეგრძელო უნდა დავლიოთ!
- რას ბოდავ თებეა გურიელო თუ იცი ?
- აჰ ქალბატონო კატო, რადგან რას ბოდავხარ არ მითხარი , ვსიო ვეღარაფერი მომკლავს.
ლილიანამ იცოდა ტირეს სადღეგრძელო და ფხუკუნებდა.
- მოკლედ , საფლავის ქვას ორი წელი აწერია, დაბადების და გარდაცვალების, მათ შორის კი ტირეა , რომელიც ამ წლებს შორის განვლილ ცხოვრებას აღნიშნავს, ჰოდა მოდი ამ ტირეს გაუმარჯოს.
- შეხედე ამას რა სადღეგრძელოები სცოდნია, არ გადამიჯოკრა ამ ქუთაისელ ქალს?!
ეჰ ქალებო, ესაა ცხოვრება? ასეთი ანგელოზივით გოგო ასე ეულად უნდა დავბოდიალობდე ამ ქვეყანაზე? არა რა ამ ოთხ წელში უნდა დავფუძნდე აქ, ვინმე თბილისელი ბიჭი მოვაგდო, თორე ჩემი ჩერჩეტი თავის ამბავი რომ ვიცი, დავამთავრებ უნივერსიტეტს და ვერ ვიზამ ვერაფერს, გამაფშუტურებენ ისევ ქუთაისში.
- ჰოდაა მაშოს თბილისში დაფუძნებაზე ვმუშაობთ სადაქალო.
- უიმეე, რა ნახეთ, სულაც არ მჭირდება ბიჭი და სიყვარული, მშვენივრად ვარ უსიყვარულოდ, სად შემიძლია?! ვინმე რომ მეტყვის მიყვარხარო მბურძგლავს გეფიცებით.
- ჰოდა დარჩი ქალბატონო ნია შენ ასე ეული. არ ჩერდებოდა მაშო.
- აბა მე ბიჭებთან მარტო ვძმაკაცობ, არ შემიძლია სხვანაირი ურთიერთობა, ეგრევე ვუძმაკაცდები ყველას. აი იმ დღეს 11 ბიჭთან ერთად ვიყავი სახინკლეში, დავლიეთ და მაგარი გავერთეთ.
- რა იყო კატო ფიფქიას შვიდი ჯუჯა ეყო და შენ 11 არ გყოფნის?
- შენ 11 ჯუჯას გადამხტარო..
როგორც სჩვევია აკისკისდა ლილე.
- რა გაცინებს შენ ლილე , ქალბატონო. ისე შეგაბავს ყველა აზრზე ვერ მოხვალ.
- ვერავინ შემაბავს ესე მარტივად. ძალიან კარგად ვიცი ვისთან როგორ უნდა დავიჭირო თავი. ამ ეტაპზე საერთოდ არავისთან არ მინდა ურთიერთობა.
- მე რამ მომაწონა ეს ლადო არ ვიცი რა. ვსიო აღარ მაინტერესებს დღედან. არადა მარკერი მაჩუქა , ისეთი სიმპატიურია.. იქნებ მიმეწერა?
- სალი დღეს არა! ახლა ყველა სიმთვრალეზე მთვრალები ვართ.
- ყველა ჩემთან დარჩით რა დღეს.. ყველას დაგიტევთ.
ან ვინ ვიყავით ლილიანასგან წამსვლელები?!
ლილიანა და მაშო ერთად დაწვნენ, მე და სალი ერთად , კატო, ნია და ლიკე მისაღებში დივანზე მოთავსდნენ. მთელი ღამე ისმოდა ლილიანას და მაშოს ჩხუბი
- მიწიე გოგო ეს ,რო გოგიბზეკია.
- შენ მიიწიე ცოტა მაშო გადავარდნას ვარ.
მე და სალი სრულ ჰარმონიაში ვიყავით, ჩახუტებულებს გაგვეღვიძა, მშვიდად, სახლსალამათად. ოთახიდან გამოვბოდიალდი წყლისთვის, ნია კედელს აკვროდა, ლილე გადმოვარდნას იყო, კატო კი მთლიან დივანზე გაწოლილიყო და ბედნიერს ეძინა.
თენდებოდა, მოღუშულ, გახუნებულ ამინდს ეპარება, მერე ფანჯრის სქელ შუშას, ნახევრად დარაჯად გაფარებულ ფარდაას და ძლივს აღწევს სინათლე ოთახში, ვუყურებდი გოგოებს და ბედნიერებით ვიბერებოდი, ჰო ეძინათ? ჩუმად იყვნენ, თუმცა ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ გვერდით მყავდნენ, ვხედავდი და მათ სიახლოვეს ვგრძნობდი. ჩემს თვალებში იჭრებოდნენ და გულზე გადიოდნენ.
მათზე ფიქრებში გავეხვიე, გავთბი და ისევ ჩამთვლიმა.
- ბლინები და ყავა მზადაა, წამოხტით ჩემო ჟურუებო !!!!
ოთახებში იფანტებოდა ლილიანას ხმა, ჯერ შორისან ისმოდა, მერე მოახლოვდა და ნელ-ნელა გადაგვყლაპა. ცოტა თავის ტკივილით და ბევრი ყავის წყურვილით წამოვიზლაზნეთ,სამზარეულოში შევლაგდით და მაგიდას მივუსხედით.
- დღეს ტკბილ ყავას ვსვამთ, ხომ იცით ,რომ ორ შემთხვევაში ვსვამ ტკბილ ყავას: 1. როცა დეპრესიაში ვარ და 2. როცა თებეაა ჩემთან.
მესენჯერის ხმა გაისმა, შვიდივემ ტელეფონებს დავხედეთ, ჩემი იყო
- გუგა ჩარკვიანს სურს თქვენთან დაკავშირება.
ავნეევიულდი, ჟრუანტელმა დამიარა და მეც არ ვიცი რატომ დავთანხმდი სმს-ის მიღებას.
- თებეა, გცალია?
- არადა სიზმარშიც კოშმარს ვხედავდი.


----------
ბოდიშით, რომ გარკვეული მოზეზების გამო დამაგვიანდა დადება, აღარ განმეორდება. იმედია კითხულობთ, მინდა გამიზიაროთ თქვენი აზრები და შეხედულებები <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent