შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგიტაცებდი, როგორც პატარას VI


26-10-2018, 10:56
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 622

-ანაბელ..-მომესმა ხავერდოვანი ხმა,რომელიც ჩემს სახელს ისე სათუთად წარმოთქვამდა რომ გამაჟრჟოლა.. ვიფიქრე კვლავ მეჩვენებათქო და ფეხს შევუნელე..-ანაბელ..-ხმა ისევ მეძახდა,ამიტომ მეც მის მიმართულებით შევბრუნდი გული გამიჩერდა.. სუნთქვა შემეკრა და სახე დამეღრიცა..
ერთხანს გაყინული მზერით ვუყურებდი ჩემს გადამჩენელს და ვფიქრობდი ისევ მეჩვენებათქო,უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმაზე რომ ჰალუცინაციები დამეწყო..
მან ტკივილისფერი თვალები შემომანათა და ძლივს შესამჩნევად გამიღიმა.კვლავ შავი სამოსი ეცვა,ძალიან შეცვლილი იყო.. ახლა წვერს ატარებდა,უფრო მკაცრი სახე ჰქონდა ვიდრე ორი წლის წინათ..
თითქოს ბურთი გამეჩხირეა ყელში.. სიტყვებს ვეღარ ვუყრიდი თავს.. ორი წელი გავატარე მისგან შორს,ორი წელი არ გამეგონა მისი ხმა,მაგრამ ახლა ისე გამომეცხადა.. ისე ურცხვად იდგა ჩემს წინაშე..
მე?.. ახლა განვიცადე ჩვენი სიშორე,თითქოს გამოვფხიზლდი და ამ წამს შემეხსნა ყველა მოშუშებული ჭრილობა.. მწარე რეალობა გავიაზრე და ახლა მივხვდი რაოდენ ძლიერად მომნატრებია შეთე.. ასე თუ მტკიოდა ვერ წარმომედგინა.. დავინახე თუ არა მიხვდი ამ დრომდე უმოწყალოდ მენატრებოდა,მაგრამ თავს ვაიძულებდი ეს ფიქრები უკუმეგდო და ამ ყველაფერის წინაშე მარტოდმარტო არ ავღმოჩენილიყავი..
ყველა ის ერთად გატარებული წუთი ამომიტივტივდა გონებაში.. ყველა გაღიმება,ჩახუტება..
მან ერთი ნაბიჯი გადმოდგა თუ არა გამოვერკვიე და გაუაზრებლად გადავდგი უკან ნაბიჯი.. იმედგაცრუებული ვიყავი..
-ანაბელ.. -კიდევ იმეორბდა ჩემს სახელს,თუმცა მე არ მეძახდა,უფრო ცდილობდა თავი დაეჯერებინა რომ მე ვიყავი..
-გთხოვ სასმლის ბრალი იყოს და უბრალოდ მელანდებოდე..-ხელები გადავაჭვარედინე და მაგრად დავხუჭე თვალები,რომლიდანა წყვილი ცრემლი ჩამოცურდა ლოყაზე..
დიდხანს არ ვახელდი თვალებს,ბოლოს კი შეხება გამომარკვია და დამფრთხალი ჩიტივით ამიძგერდა გული.. სხეულის თითოეული უჯრედი კიოდა ტკივილისაგან..
მინელებულის ხელახლა განცდაც კი იმაზე საშინელი ყოფილა ვიდრე პირვანდელი..
აწყლიანებული თვალები ზიზღით შევავლე მის სახეს და რომ მომეშორებინა ხელი ვკარი..
-ახლა რატომ?-ვიკითხე ხმაგაბზარულმა და სახე წაშლილმა.
-რა, ახლა რატომ?
-რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში კვლავ? ისევ ვერ დაიოკე შურისძიების სურვილი?ახლა როცა დაგივიწყე,როცა ცხოვრების გაგრძელების დაუოკებელი წყურვილი მკლავს..-ცრემლები მოვიწმინდე და იმ ხალხს გავხედე,რომლებიც პირღია მოგვჩერებოდნენ.
-სხვა ადგილზე ვისაუბროთ..-თქვა და კვლავ ჩემკენ გამოიწია..
ხალხის ჩოჩქოლზე და ჩემს ხმაზე, უტა(თანაკურსელი) რომელიც სიგარეტის მოსაწევად იყო გამოსული ჩვენკენ წამოვიდა და მალევე ჩემს გვერდით იდგა.. ხელით თავისკენ მიმიზიდა და შეთეს მტრულად უმზერდა.
-ანაბელ კარგად ხარ?-მკითხა ჩუმად.. თანხმობის ნშნად თავი დავიქნიე და ვცადე მისგან შორს დავმდგარიყავი თუმცა უტას ძლიერად ჰქონდა წელზე ხელი მოხვეული,ეს ჟესტი იმის მანიშნებელი იყო,რომ გოგონა მარტო არ იყო.
ვიცოდი შეთეს თუ გადაეკეტებოდა სწორედ იმ ხელს მოსტეხდა უტას,მაგრამ ის გაქვავებული იდგა და ჩემს წელზე უტას ხელს უყურებდა.
-არა შეთე!.. ჩვენ აღარ ვილაპარაკებთ არც ახლა და არც არასოდეს..-ზურგი ვაქციე,რათა მინდოდა თავიდან ამერიდებონა ჩხუბი..
გზაზე მივდიოდით მე და უტა,ერთმანეთე მიკრულნი.. უკვე აღარც მე ვშორდებოდი,მას არა იმიტომ რომ მინდოდა შეთეს სხვაგვარად ეფიქრა.უბრალოდ უტას ვეყრდნობოდი,რომ არ წავქცეულიყავი.. აკანკალებულ ხელებს უტა თავის ხელებში იქცევდა.
აზრზე ვერ მოვედი,რომ რაღაცამ შემაზანზარა.. უტა ძირს ეგდო და ცხირიდან სისხლი სდიოდა,მე კი შეთეს გულზე ვიყავი მიკრული და შავი მანქანისაკენ მიმათრევდა.. ვკოდი,თუმცა დასახარებლად არავინ მოსულა.. ყველამ იცოდა რომ შეთე მაჩაბელის საქმეში ჩარევა სიკვდილს უდრიდა,მხოლოდ საცოდავმა უტამ ვერ შეიკავა თვაი,როცა ჩემი ცრემლიანი თვალები დაინახა და სწორედ ამიტომ გდია ახლა ძირს..
მანქანაში ჩამტენეს და კარები დამიკეტა.. ფანჯრიდან ვხედავდი შეთეს,რომელიც უტას მიუახლოვდა.. რაღაცას ეუბნებოდა,უფრო სწორედ მუქარით აღსავსე მზერა ჰქონდა..
მძღოლის ადგილს მოვკარი თვალი,იქ საბა.. ნათიას საბა იჯდა და ცდილობდა არ შემოეხედა.. აი თურმე საიდან მეცნობოდა,ის იყო.. შეთეს,ყურმოჭრილი მონა,რომელმაც წყნეთიდან ჩემს ბნამდე მიმაცილა და ეზიარა ჩემს ტკივილიანი სიყვარულის ცრემლებს..
შეთემ კარები გააღო და გვერდით დამიჯდა,საბამ კი სწრაფად დაძრა..
მთელი ძალით დავჰკარი მუშტი.. ჯერ ერთი,შემდეგ მეორე..
თან ვტიროდი,ბოლოს დავიღალე,მან კი გულში სწორედ ისე ჩამიკრა,როგორც გამომშვიდობებისას.. ვტიროდი ის კი სულ უფრო ძლიერ მეხუტებოდა.. ხმას არ იღებდა უბრალოდ გრძნობდა..
მანქანა ჩემი ბინის წინ გაჩერდა,შეთემ სწორედ ისე შემავლო თვალი, როგორც უწინ და მძროლმა კარები გამიღო..
გადავედი,თავად არც განძრეულა ადგილიდან..
ვხედავდი უჭირდა,იქნებ ჩემზე მეტადაც კი.. ვინ იცის..
სახლში ავედი და საწოლზე გავიშალე.. მომხდარს ვიაზრებდი და თან ვეჭვობდი ეს ყველაფერი ნამდვილი არ არისთქო..
ვიწექი და თვალებს იქით-აქეთ ვაცეცებდი.. ერთადერთი, რაც ჩემში აქტიურობით გამოირჩეოდა, ორგანოა, რომელიც გრძნობებზეა პასუხისმგებელი..თითო შეკუმშვა თითო ტკივილს უდრიდა. ან თითო მოგონებას, რომელიც პეპლების ფრთების ფარფატის ნაცვლად, რაღაც დიდი, უზარმაზარი ცხოველის სირბილისგან გამოწვეული სიმძიმის მსგავს ტკივილს იწვევდა ჩემში. ყველა ცრემლი, იმ მოგონებების საფასურია, რომლებიც მახსოვს, რომლებიც ძვირფასია, რომელიც წარსულს უნდა ჩამებარებია და შეიძლება ღიმილითაც ვეღარასოდეს გავიხსენო.
ერთს კი ნამდვილად ვხვდები.. ზოგჯერ სხვას კია არა,საკუთარ თავს უნდა მოუგო ომი,აჯობო საკუთარ განცდებს და დაამარცხო...
ზოგჯერ სხვას კი არა,საკუთარ თავს უნდა გააწნა სახეში სილა,რომ გამოფხიზლდე,თვალი გაახილო და ბოლოს და ბოლოს ჯეროვნად შეაფასო რეალობა. რეალობა რომელშიდაც ახლა მე ვარ საკუთარი თავისადმი სიბრალულს მაიძულებს.. ვებრძვი საკუთარ გულსა და გონებას..
არ ვიცი როგორ ქრება, ან როგორ ჩნდება გულისტკივილი, მაგრამ როდესაც ის აქ არის, მე არ შემიძლია ვიფიქრო, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება..
მიყვარს,მაგრამ ვერ ვივიწყებ იმ ცრემლს,იმ ტკივილს,რაც გადავიტანე.. მინდა ჩავეხუტო და მისი სურნელი შევიგრძნო,მაგრამ საკუთარი პრინციპები გვაქვს ყველას.. განა ახლა რომ ავდგე და კვლავ მისი სიყვარულის ალმურში გავეხვა,ის ისევ იგივეს არ ჩაიდენს?.. შიში გამიჩნდა.. არა შეთესი.. არამედ საკუთრაი თავის..
ვინ იცის, როგორ ძალიან გვინდა ის, რაზეც უარს ვამბობთ..
ვცდილობ მთელი დღის მანძილზე მოვირგო ამაყი,პრინციპული,ჯიუტი და ძლიერი გოგოს როლი,თუმცა ღამით,როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები არაფერი ვარ ერთი დიდი სევდის გარდა,მისი მონატრება მატირებს და სულს მიხუთავს..
მკლავს ეს უღმერთო გრძნობა .. მანადგურებს და ვერავინ მშველის..
რატომ? რატომ გამოჩნდა კვლავ?.. -ამოვიკვნესე და მეორე მხარეს გადავბრუნდი
დილით ცუდ განწყობაზე გავირვიძე.. ვიფიქრე ეს ყველაფერი სიზმარი იყო,რადგან უსაშველოდ მკლავდა მისი მონატრება.. ქვეცნობიერმაც არ დააყოვნა და მისი თავი სიზმარში გამომიგზავნათქო..
სწრაფად მოვწესრიგდი და უნივერსიტეტში გავიქეცი.. ლექტორი აგვიანებდა,ამიტომ ყველა ნათიას მერხთან იყო შეკრებილი და კვლავ მისი პრინცის ისტორიებს ისენდა..
ჩემი შესვლა არ გამოჰპარვია სალის(ნათიას დაქალს).
-სად გაქრი ქალბატონო წუხელ?-მკითხა სალიმ.
ქეთა და მარიამი გადავკოცნე და ჩემს ადგილზე დავჯექი.. ქეთა ეჭვის თვალით მიყურებდა,თითქოს იცოდა შინაგანად რა მწვავდა ასე ძლიერად..
-შენ გეკითხებით.-შემომიჩნდა ნათია..
-შენს კაცთან ერთად სა@$&ოდ გავიპარე,ახლა დაწყნარდი?-სახე მოებრიცა ყველას,ჩემგან ასეთ სიტყვეს მიუჩვეველმა მარიამმა პირი დააღო.
-ახლა დაგიკმაყოფილდა ნათი ცნობისმოყვარეობა?-ჰკითხა სიცილით ქეთამ და მკლავში დამქაჩა.გვერდით გამიყვანა და ლექციას მოჰყვა.-შენ გოგო სულ გამოშტერდი? რაებს ამბობ? ხომ იცი ნათია და სალომე მთელს ქალაქს ჭორებით აიკლებენ..
-და ვის აინტერესებს ანაბელ ახვლედიანი,არც ამდენად პოპულაარული ვარ,ან ვის შეოძლება დააინტერესოს ანაბელი ვისთან წევს..-ახლა მივხვდი ქეთას უცნაური მზერის მიზეზს და მოვკეტე.. გავბრაზდი.. გაბწითლდი.. გააქტიურებულ ბომბს ვგავდი ახლა და ვაი მას ვისთანაც გავსკდებოდი. ქეთაც გაჩუმდა,იცოდა ერთი სიტყვაც რომ ეთქვა კარგი დღე არ დაადგებოდა.
-გოგონებო რატომ განარტოვდით?-ხალისიანად მოგვიახლოვდა მარიამი.. როცა ჩემი აწყლიანებული თვალები დაინახა გაოგნებულმა ქეთას გახედა..
-შენც?.. -არ ვიცოდი უკვე ვისი ნდობა შეიძლებოდა..-შენც იცოდი,რომ ის?..-ბურთი რომელიც კისერში მომებჯინა სუნთქვას მიკრავდა..
აუდიტორიაში შევედი და ყველაზე შორს,ბოლო მერხთან დავჯექი,რომ არავის შევეწუხებინე,მაგრამ ქეთა გვერდით მომიჯდა..
-ორი კვირის წინ გამოჩნდა.. სახლთან მელოდებოდა.. მითხრა,რომ თუ არ მინდოდა შენს ცხოვრებაში გამოჩენილიყო,მაშინ უტა ჩამომეშორებინა..
-უტა რა შუაშია?
-ვითომ ვერ ხვდები,რომ ბიჭი ყურებამდეა შენზე შეყვარებული?-შემომიღრინა ქეთამ.. რა საკვირველია ვხვდბოდი,მაგრამ ამ საუბარს გავურბოდი უტასთან,მასში მხოლოდ მეგობარს ვხედავდი.-უარი მიიღო ყველაფერზე,ამიტომ უტას თავადაც შეხვედრია..-ახლა აღარ მიკვირდა უტა,რატომ ცდილობდა შეთეს ეფიქრა რომ ერთად ვართ..
-აღარ მინდა მოსმენა..
-გინდა!-გაბრაზებულმა შემიბღვირა..-მერე ჩვენს საერთო მეგობართან წავედით,რომელსაც შეფარულად ვკითხე მასზე ამბები და მითხრა,რომ დაუმთავრებელი საქმის მოსაგვარებლად ჩამოსულა,რომ მის გოგოს ვიღაც აწუხებდა.. ისიც თქვა რომ შეთე მოკლავდა..
-რა?
-ჰო რაღაც სულელობაა,მაგრამ როგორც ჩანს შეთესაც ძალიან უყვარხარ და ვერ გივიწყებს..
-რატომ არ მითხარი თუ დაბრუნდა? ასე უნდა გადავყროდი ქუჩაში? იცი მაინც რა დამემართა როცა შევხვდი? იცი ეს რამდენად მტკივნეული იყო?.-ჩანთას ხელი დავავლე და აუდიტორიიდან გავედი.
ლექციებზე შესვლას აღარ ვაპირებდი,ამიტომ შენობას ვტოვებდი.მანქანისაკენ სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი,როცა ეზოდან გავედი შეთე მაჩაბელი დავინახე.მამაკაცს ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი და მანქანაზე მიყდებული მელოდა.
სიცივემ ერთიანად დამიარა სხეულში,ფეხის გადადგმაც კი შემეშინდა.. მან დამინახა,წამოიწია და ჩემს წინ აისვეტა..
-გამარჯობა ანაბელ..-მომესალმა
ვერც კი ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა,მუხლებში სისუსტეს ვგრძნობდი,მაგრამ მაქსიმალურად მოვიკრიბე ძალა და გავმაგრდი.
-აქ რა გინდა?.-ვკითხე და თვალი მოვაცილე,რომ როგორმე მღელვარება დამეფარა
-ნუ გეშინია,შენს მოტაცებას არ ვაპირებ.-გაიღიმა შეთემ
-ვერ გაბედავ!-უკმეხად გავეცი პასუხი და თავად გამიკვირდა ჩემი სიმამაცის.
-კარგი.. მოტაცების თემა სხვა დროისათვის გადავდოთ,ახლა კისხვა თემაზე სალაპარაკოდ მოვედი.
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.
-ანაბელ ნუ ბავშვობ და ნუ მაიძულებ ძალით წაგიყვანო.ცივილიზებულად მსურს შენთან საუბარი.. აქვე კაფეა..-შეთეს გვერდი ავუარე და მანქანაში ჩავჯექი.დავძარი და ფანჯარა ჩავწიე,რათა ჩემი ხმა უკეთ გაეგონა.
-ამ კაფეში არ დავდივარ ! მაგრამ ახლოს შესანიშნავი ბარია სადაც სასმლით გამიმასპინძლდები.-მას გაეღიმა და ჩემს მანქანაში დაიკავა ადგილი..
ბარში ვისხედით.. ორივე საკუთარ ხმას ვუსმენდით..
როგორ არ წარმომედიგნა ჩვენი შეხვედრა... მაგრამ ასეთი მშვიდი თუ ვიჯდებოდი მის წინაშე არ მეგონა.
-იცი გუყურებ და ვხედავ რომ ჩემი ანაბელისაგან აღარაფერია დარჩენილი.. შენში ვერ ვხედავ იმ პატარა დაუცველ გოგოს,რომელიც შემიყვარდა.. შენში ვეღარაფერს ვეღარ ვხედავ..-დაიწყო საყვარი შეთემ და ჩამეცინა..
-გგონია ის პიროვნება ხარ ვინც უნდა განმსაჯოს?-შეთეს თვალები უკრთოდა,როგორ მსურდა ამ თვალებში ჩავძირულიყავი,მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი.-კარაგდ შემომხედე მაჩაბელო,რადგან სწორედ შენ მაქციე ამ ქალად..
-ვხედავ.. ვიცი..-მასაც ირონიულად გაეცინა.-ძველი ჩვევები დაგივიწყებია.. ვხედავ რომ ფეხებზე გკიდია რას იტყვის გარშემომყოფები გოგოზე,რომელიც მარტო ცხოვობს,სიგარეტს თამამად აბოლებს,კლუბებში დადის და მამაკაცებსაც იწვევს თავისი ვულგარული ჩაცმულობით.-ახლა კი ნამდვილად გავხალისდი და გამეცინა.
-შენ რა მეოცე საუკუნის ბებერი კაცივით მელაპარაკები შეთე?
-გინდ მეცხრამე საუკუნის მიწოდო! არ მსიამოვნებს როცა ჩემს..-სიტვა გაუწყდა მაგრამ ჩაახველა და კვლავ განაგრძო შედარებით დაბალ ხმაზე.-არ მინდა ჩემს საცოლეზე ისე ისაუბრონ როგორ ვიღაც მეძავზე.
-შეთე ძვირფასო.. ჯერ ერთი,მე შენი საცოლე არ ვყოფილვარ,არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები.. მერე მეორეც.. ეს ჩემი ცხოვრებაა და როგორც მინდა ისე იქნება.. დიდიხანია იქ ჩარევის უფლება დაკარგე.
-ანაბელ დამშვიდდი თორემ დღესვე ჩემი ცოლი გახდები!-ეს მუქარა იყო.. ვიცი რომ გამკეთებელი იყო,ამიტომ გავჩუმდი.ბრაზისაგან კი ნესტოები დამებერა,მას კი ეშმაკურად ჩაეცინა..-რომ ვამბობ, შენ უნდა იყო ისეთი სათნო და მშვენიერი როგორიც რეალურად ხარ და არა ეს ვითომ მაგარი გოგოს იმიჯს ამოფარებული ქალი,ესეიგი ასეა საჭირო..
-შეწყვიტე შეთე!ჩემი ამოკვიატება შეწყვიტე,ჩემი სიყვარულიც შეწყვიტე შეთე გეხვეწები.. ამაზე მეტად ნუღარ დამტანჯავ.. შენ მე მომკალი,ახლა ის ანაბელი მკვდარია და ნუღარ შეეცდები გააცოცხლო.-მუდარით გადავუჩურჩულე და ხმა გამებზარა.
-მხოლოდ მაშინ შევწყვეტ შენი სიყვარულს ჩემო ანაბელ,როცა ჩემი გაყინული გვამი სამი მეტრის სიღრმეზე იქნება მიწაში ჩაფლული.. ვიცი შენც გიყვარვარ,ამას ნუ უარყოფ..
-შენ რომ მიყვარხარ , ეგ უკვე სიკვდილია შეთე ...
-ახლავე მოგიტაცებდი ანაბელ,როგორც იმ პატარა ბავშვს რომ არ ვიცოდე რა მტკივნეული იქნება კვლავ შენთვის..
-ჰოდა ნუ მომიტაცებ.. ნურც სიყვარულის მტკიცებას მოჰყვები,ამისათვის სიტყვები სულაც არ არის საჭირო.თვალები ხომ სულის სარკეაო?..-გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი..
მაგიდასთან დავტოვე შეთე თავის ვისკთან ერთად მარტო.. თამამი ნაბიჯებით გავიარე ბარი,თუმცა მუხლებში სისუსტეს ვგრძნობდი..
მიყვარდა, მაგრამ კვლავ ჩემგან სიშორეს ვთხოვდი..
ის იყო მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი,რომ შეთემ წელზე შემომხვია ორივე ხელი და ჰაერში ამიტაცა.საშველად კივილიც ვერ მოვასწარი,რომ მის მანქანაში ავღმოჩნდი,თავად კი საჭესთან..
მიქროდა ძალიან დიდი სისწრაფით,მე კი რაც კი სალანძღავი სიტყვა ვიცოდი ყველაფერი ვეძახე,შემდეგ ცემაზე გადავედი მაგრამ იმხელა ხაზე დამიღრიალა რომ შემეშინდა.
-შენ გოგო ნორმალური ხარ? გინდა ორივენი დავიხოცოთ?
-კიდევ მე არ ვარ ნორმალური შე ავადმყოფო ?! ახლავე გააჩერე მანქანა..-ვკიოდი მთელ ხმაზე.
-მეც ძალიან მიყვარხარ.-ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და გაიცინა..
-იცოდე გადავხტები,თუ არ გააჩერებ.-დავემუქრე და მანქანის კარის გაღება ვცადე..
-თუ გაიგებ მეც გამაგებინე..-ისევ გაიცინა შეთემ,როცა ვერ მივაგენი სახელურს.
-ოხ,როგორ მეზიზღები!-ვიყვირე და სავარძელზე მოვიბუზე..
მისგან ხომ არაფერი იყო გასაკვირი?როგორ ვენდე და კვლავ როგორ შევხვდი?.. თანაც რა იცოდა რომ ბარში წავიყვანდი სასაუბროდ და არა უნივერსიტეტთან კაფეში? წინასწარ გაუმზადებია მანქანა..
მანქანა რომ თბილისს გასცდა ამან კიდევ უფრო ამაღელვა..
-სად მივდივართ?
-სახლში
-სად სახლში?
-ჩვენს სახლში
-ანუ?
-ჩემი და შენი სახლია,იქ დროს მხოლოდ ერთმანეთს დავუთმობთ და ზედმეტ ინტრიგებს ოვშორდებით.. გამიგია თიხას გამოსაკვერად დიდი სიმხურვალე სჭირდებაო. ასეა თურმე სიყვარულიც: მან დიდი ტკივილი უნდა გამოიაროს, რომ სრულყოფას მიაღწიოს და ვფიქრობ ანაბელ,რომ ჩვენს ურთიერთობაში საკმარისზე მეტი ტკივილი და ცრემლი იყო.. დროა ორივენი დავმშვიდდეთ და ცხოვრება ერთმანეთს მივუძღვნათ.
-არ მიყვარხარ.. აღარ მიყვარხარ შეთე!
-ნუ ბავშვობ ახლა,იცოდე გადაუდგმელი ნაბიჯები უფრო დაგწყვეტს გულს ვიდრე გადადგმული..-საჭეს ისე მართავდა რომ არ შემეძლო რამეზე მეფიქრა.. როგორი შეშლილიც ცხოვრებაშ იყო,ისეთივე შეშლილი მძღოლი აღმოჩნდა.-შემდეგ გაიცინა და დაამატა.-იცი ანაბელ შენ რომ გიყურებ ბერნარდ შოუს სიტყვები მახსენდება და მისი ჭეშმარიტებაში ვრწმუნდები..
-რომელი სიტყვები..-ვკითხე ცხვირაბზუებულმა
-უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება ვიდრე მოსაწყენთან. მართალია პირველის დახრჩობის სურვილი ხშირად უჩნდებათ, სამაგიეროდ არ ეყრებიანო ასე უთქვამს..
-მე კი იცი რა გამონათქვამი გამახსენდა?-თქვიო მანიშნა.-"და თავს ნუღა იტყუებ, რომ საპატიებელია, რადგანაც დაბრუნდა,დაბრუნდა იმიტომ, რომ სხვაგან არ მიიღეს."-ამ სიტყვებზე ტუჩები დაბრიცა..
-ეგ ვინ თქვა?
-არ მახსოვს ავტორი..
-ანუ სხვაგან არ მიმიღეს და ამიტომ დავბრუნდი გგონია?..
-არა!შენ ვინ არ მიგიღებდა.. უბრალოდ მგონია რომ რადგან დაბრუნდი ეს იმას არ ნიშნავს რომ გაპატიო.
-სიყვარულის გამო პატიებას არ ითხოვენ ანაბელ,შენც მიეჩვევი..-თქვა და უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა მანქანა.
რომც მდომოდა აქედან ვერ გავიქცეოდი..
სახლის ირგვლივ უამრავი ადამიანი იდგა კლასიკურ სამოსში,მათგან რამოდენიმეს სახეც მეცნო მათ შორის ჩემთვის ყველაზე დასამახსორებელი გიორგისი და საბასი..
სახლის კარები გამიღეს და შევედი,უკან კი შეთე მომყვებოდა უზარმაზარი ჩემოდნით.. ისე მომაჩეჩა მივხვდი რომ ჩემი იყო,საიდან ან როგორ? ამაზე ფიქრიც კი ჩემს გონებისათვის შეუცნობადი იქნებოდა..
სახლი ანტიკვარული,ძვირფასი ავეჯით იყო შეკაზმული.. უთუოდ გემოვნებით მოწყობილი,მდიდრული სახლი..
ბავშვობაში მხოლოდ იმ სატელევიზიო არხებზე მქონდა მსგავსი სიმდიდრის სახლი ნანახი,რომელზედაც ცნობილი ჰოლივუდის,მეგავარსკვლავებსის სახლებს განიხილავდნენ..
-ძვირფასო არ გინდა ცოტა დაისვენო?ემოციურად გადაიღალე..-მითხრა შეთემ,წელზე ხელები შემომხვია და კისერში ჩარგო თავი.. მაშინვე მოვიშორე და რაც კი პირველად მომხვდა ხელში ვესროლე,სამწუხაროდ რეაქცა იმაზე კარგი აქვს ვიდრე მოველოდი და აიშორა.. გაკვირვებული უყურებდა მის უკან ჩამსხვრეულ მინას შემდეგ კი მე.
-არ გაბედო და არ მომიახლოვდე,თორემ შენზე სასტიკი შემიძლია ვიყო.-დავუღრიალე და დასამუქრებლად კიდევ ერთ ანტიკვარულ ლარნაკს წავავლე ხელი.
-აჰამ,ანუ ახლა ასე უნდა ისარგებლო ჩემი შენდამი ლმობიერებით?-თვალები მოჭუტა და ისე შემათვალიერა.
-მე გაგაფრთხილე!-ვთქვი და ლარნაკი თავის ადგილზე დავაბრუნე
-კიდევ უფრო მიზიდავს შენში ეგ ველური ქალი..-თქვა და კიბეებისაკენ დაიძრა..
ოთახიდან გავიდა თუ არა ორი უნიფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა გოგო შემოფუსფუსდა ნამსხვრევების ასაკრეფად.პირი ღია დამრჩა,ეს გოგონები მოდელებს უფრო ჰგავდნენ ვიდრე დამლაგებლებს,დარწმუნებული ვიყავი,რომ ესენი შეთემ შეარჩია.
ისინი არც კი მიმჩნევდნენ და ეს გამაღიზიანებელი იყო,მაგრამ არა იმდენად რამდენადაც შეთეს მიზანი რომ ნერვები ამშლოდა.
ერთ-ერთმა გოგონამ ჩემს ჩემოდანს დაავლო ხელი და კიბეებისაკენ გაათრია.. მეორემ ნამსხვრევების მოგროვება დაასრულა და სამზარეულოსაკენ წავიდა,.
სახლის დათვალიერების განწყობაზე არ ვიყავი ამტომ ეც სამზარეულოსაკენ გავემართე..
მის ძიებაში ხმა მომესმა..
„- ასეთი უღმერთოდ ლამაზია ეს ჩვენი ბატონი,გოგო კი კუდიანს ჰგავს.“-გავღიზიანდი,გავბრაზდი,მაგრამ ამასობაში მეორე ხმაც გავიგონე.
„-როგორ შეიძლება ესმა ასეთი საუბარი უფროსებზე?გრცხვენოდეს შვილო.. ქალბატონი ანაბელი ჩვენი ბატონის რჩეულია,თვალში ნუ შეეჩხირები გაფრთხილებ თორემ ცუდად დაამთავრებ.“-ამასობაში სამზარეულოში ამოვყავი თავი და დამინახეს თუ არა გაჩუმდნენ..
-გამარჯობა..-მივესალმე უფრო ასაკოვან ქალბატონს.
-გაგიმარჯოს ქალბატონო,რამეს ხომ არ ისურვებთ?
-კი.. პირველ რიგში იმას რომ ანაბელით მომმართოთ,- ახალგაზრდა,გრძელფეხება ესმას გავხედე,რომელსაც არ ეპიტნავებოდა ამ სახლში ჩემი ყოფნა...-შენ კი ყავა გამიკეთე.
-ანაბელ,შვილო.. ბოდიშს ვიხდი ესმას სიტყვებისათვის..-დაიწყო დიასახლისმა ბოდიშის მოხდა სხვის ნაცვლად.
-სხვის ნაცვლად ბოდიშს შენ ნუ მოიხდი.. ხოლო თუკიდევ გვაიგონებ მსგავს საუბარს სამსახურს დაემშვიდობები.-ბოლო სიტყვაზე ესმას გავხედე,რომელიც გველნაკბენივით იხედებოდა.
ყავა იქვე,სამზარეულოში დავლიე,რათა მიმხვდარიყო ესმა ვინ ვიყავი..
ყავის შემდეგ ნამდვილად მჭირდებოდა შხაპი ამიტომ ჩემი საძინებლის ძებნა დავიწყე..
დერეფნის თითქმის ყველა კარები შევაღე,მაგრამ ვერაფერი ვიპონე.. ბოლოს წინსაფრიანი მოდელი გამოვიდა ერთ-ერთი საძინებლიდან თან ლოყები ასწითლებოდა და იღიმოდა,როცა დამინახა უცებ შეისწორა სახე და თავი დამიკრა,შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით დაეშვა კიბეებზე..
იმ ოთახის კარები შევაღე,რომლიდანაც წამის წინ გოგონა გამოვიდა..
წელს ზემოთ შიშველი შეთე დავინახე ცოტა არ იყოს შევცბი.. მიუჩვეველი იყო თვალი შიშველი მამაკაცის ცქერას,მერედა რა მამაკაცის.. ნავარჯიშები სხეული ჰქონდა,მთელ მკლავზე კი რაღაც ჩემთვის ამოუცნობი ტატუ ამშვენებდა მის კუნთებს.. დამინახა როგორ ვათვალიერებდი მის უზადო სხეულს და ჩაეღიმა..
-ასე რატომ მიყურებ?თავს უხერხულად ვგრძნობ..-დამცინა მან.
-იქნებ მოსამსახურეების წინაშე მაინც ა გაშიშვლებულიყავი!-უხეშად მივუგე
-ჰო შეიძლება,მაგრამ ნატაშაზე ეჭვიანობ? კარგი რა..
-არავისზე არ ვეჭვიანობ შეთე,კარგად ვიცი რომ თუ სხვა იქნებოდა შენს გონებაში და გულში მე აქ არ მომიყვანდი,მაგრამ მაინც არ არის სასურველი როცა მოსამსახურეები შენს სხეულის კონტურებს განიხილავენ..-გაბრაზებული მივედი კარადასთან და გამოვაღე,რათა დავრწმუნებულიყავი რომ რაიმე მქონდა ტანსაცმელი.-თანაც რუსია?-ახლა გავიაზრე გოგონას სახელი..
-ჰო,კარგად მემსახურებოდა რუსეთში და წამოვიყვანე.
-მე შენს მომსახურებას ახლა შეთე მაჩაბელო!-დავუღრინე.-ამ საძინებელში რატომ შემოიტანეს ჩემი ნივთები?
-იმიტომ რომ დღეიდან ამ ოთახში ვიცხოვრებთ მე და შენ..-ნაბიჯები ერთი-მეორეს მიყოლებით გადმოდგა ისე სწრაფად რომ ვერაფრის სროლა ვერ მოვასწარი..
ზურგს უკან ცალი ხელით გამიკრა ხელები,მეორეთი კი თმა გადამიწია..
ჯერ კისერში მაკოცა ისე ვნებიანად,რომ ლამის კვნესა აღმომხვდა,შემდეგ ტუჩებს დაეწაფა..


პ.ს როგორია?



№1  offline წევრი დარინა

შენი ისტორიებიდან ყველაზე მეტად ეს მომეწონაა, განსხვავებული წყვილია და იმედია მეტს აღარ აურევენ, ცოტა ჩხუბის მერე შეარიგე ესენი რაა, უხდებიან ერთმანეთს.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

მაგარიააა უმაგრესი სიტყვები არ მყოფნის.ველოდები შემდეგს

 


№3 სტუმარი Daldonidaldoni

კარგია ძალიან

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

შენს ისტორიებს თან ვკითხულობდი, თან არა:))).
ტვინში მიკაკუნებენ ხოლმე ისტორიის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები თავიანთი საქციელით და ვწყვეტდი კითხვას გაბრაზებული , და მერე კი მავიწყდებოდა გაგრძელების კითხვა.
მიხარია, რომ ამ ისტორიით ძველი დაუმთავრებელი ისტორიებიც წავიკითხე:)).
მომწონს მე შენი წერის სტილი, დასასრულიც, სიუჟეტებიც, მარტივად და გემრიელად იკითხება. დაუკმაყოფილებლობის განცდას არ უტოვებ მკითხველს.

 


№5 სტუმარი ლია

კარგია.მაგრად მომწონს.

 


№6  offline მოდერი The Dreamer

grafo
შენს ისტორიებს თან ვკითხულობდი, თან არა:))).
ტვინში მიკაკუნებენ ხოლმე ისტორიის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები თავიანთი საქციელით და ვწყვეტდი კითხვას გაბრაზებული , და მერე კი მავიწყდებოდა გაგრძელების კითხვა.
მიხარია, რომ ამ ისტორიით ძველი დაუმთავრებელი ისტორიებიც წავიკითხე:)).
მომწონს მე შენი წერის სტილი, დასასრულიც, სიუჟეტებიც, მარტივად და გემრიელად იკითხება. დაუკმაყოფილებლობის განცდას არ უტოვებ მკითხველს.



მიხარია რომ მოგწონს.. ვცდილობ გამოვასწორო სხვა ისტორიაში დაშვებული შეცდომა,ამავდროულად ვითვალისწინებ მკითხველის აზრსაც

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგად წერ,თხრობა გაქვს კარგი და გაშლილი,ერთი შენიშვნა მაქვს,ოთახი მორთულია ან მოწყობილი,შეკაზმული ცხენი ????ან ქართლში ლობიზეც ამბობენ ხოლმე,????მოკლედ მაგარია,

უიი მე სმაილები დავწერე და კითხვის ნიშბენი დაჯდა,ჩემი ბრალი არააა,

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

ძალიან მაგარია არანაერი შენიშვნა არ მაქ ველოდები შემდეგ თავებს

 


№9  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

შენი პირველი ისტორია მახსოვს, შემდეგი ისტორიები რატომღაც გემოვნებაში არ ჩაჯდა. ქალების, და ასევე მთავარი გმირი მამაკაცების ცოტა უაზრო ქცევები გულს მიცრუებდა ისტორიებზე. " მდგომარეობის მსხვერპლი" ამ ისტორიამ ისევ მომაბრუნა, მაგრამ მალევე დაასრულე. რაღაცნაირად უმარილო ისტორიები გქონდა. დიდი იმედი მაქვს ამას საწყენად არ მიიღებ.
ამ ისტორიას თვალს ვადევნებ დაწყების მომენტიდან. მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო. ძალიან გაზრდილი ხარ, ყოველი თავი კმაყოფილების გრძნობას მიტოვებს. ემოციები, ერთმანეთთან დამოკიდებულება, ძლიერი პერსონაჟები - ეს ყველაფერი იმდენად სწორადაა ჯერ-ჯერობით ამ ისტორიაში ჩადებული, დიდი იმედი მაქვს მომდევნო თავებიც ასეთივე მიმზიდველი იქნება. ძალიან მიხარია ასეთი კარგი, გამართული, ნაფიქრი და ნააზრევი ისტორია რომ გვაჩუქე.

 


№10  offline მოდერი The Dreamer

Chikochiko
შენი პირველი ისტორია მახსოვს, შემდეგი ისტორიები რატომღაც გემოვნებაში არ ჩაჯდა. ქალების, და ასევე მთავარი გმირი მამაკაცების ცოტა უაზრო ქცევები გულს მიცრუებდა ისტორიებზე. " მდგომარეობის მსხვერპლი" ამ ისტორიამ ისევ მომაბრუნა, მაგრამ მალევე დაასრულე. რაღაცნაირად უმარილო ისტორიები გქონდა. დიდი იმედი მაქვს ამას საწყენად არ მიიღებ.
ამ ისტორიას თვალს ვადევნებ დაწყების მომენტიდან. მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო. ძალიან გაზრდილი ხარ, ყოველი თავი კმაყოფილების გრძნობას მიტოვებს. ემოციები, ერთმანეთთან დამოკიდებულება, ძლიერი პერსონაჟები - ეს ყველაფერი იმდენად სწორადაა ჯერ-ჯერობით ამ ისტორიაში ჩადებული, დიდი იმედი მაქვს მომდევნო თავებიც ასეთივე მიმზიდველი იქნება. ძალიან მიხარია ასეთი კარგი, გამართული, ნაფიქრი და ნააზრევი ისტორია რომ გვაჩუქე.



რა თქმა უნდა საწყენად არ ვიღებ,რადგან თითოეული თქვენგანის უარყოფითი შეფასებაც კი სტიმულს მაძლევს ვიპოვნო ახალი "გზა" ისტორიის განვითარებისათვის.
მიხარია რომ მოგწონთ ამაზე კარგი შეფასება ვფიქრობ არ შეიძლება "ახალბედას" უთხრან რომ ის გაზრდილია რაღაც თვალსაზრისით kissing_heart

 


№11 სტუმარი სტუმარი თიკო

ვილოდები ახალ თავს

 


№12 სტუმარი eto

saswaulia dzalian momewonaaa.. imedia amdeni ubedurebis mere sheucvleba rame bolo bolo ert saxlshi ert otaxshi apireben cxovrbeas :d :d :d shetem unda gamoaswooro misi shecdomebi da eshvelot iqneb rame... rogor velodebi axal tavs dges ver dadeb ho? :( :(

 


№13 სტუმარი მერო

ერთიანად წავიკითხე ყველა თავი.მაგარიააააააა.სულის სიმწრით ველოდები მომდევნოს.ოგონდ არ დაიკარგო სხვებივით დამაწყვიტეს ნერვები????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent