შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგიტაცებდი, როგორც პატარას II


21-10-2018, 12:01
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 608

კარებში პომპეზურად შემოიჭრა ახალგაზრდა მამაკაცი,რომელის იდუმალ ,კუპრივით შავ თვალებს გაურბოდნენ და გვერდს ჩაუვლიდა თუ არა ერთმანეთს რაღაცას უჩურჩულებდნენ..
მაშინვე ბარისაკენ შევბრუნდი, მარტინი რომელიც ეს-ეს იყო მარიამს დააუდეს ცხვირ წინ ავაცალე და ერთიანად გადავცალე.. ვცდილობდი თვალში არ მოვხვედროდი.დიდი ალბათობით ჩემი არსებობა დიდიხნის დავიწყებული ექნებოდა,მაგრამ მაინც..
მთელი საღამო ხან ერთ კუთხეში ვიჯექი,ხან მეორეში.. ვცდილობდი ხალხში გავრეულიყავი და ნაკლები ყურადღება მიმექცია..
ალკოჰოლმა თავი ამატკია,ამიტომ კვლავ ბარს დავუბრუნდი და წყალი მოვითხოვე..
-ანაბელ ლი..-მომესმა საოცრად ხავერდოვანი და სიგარეტისაგან დაბოხებული,ხრინწიანი ხმა..-მარიამმა მაშინვე მიიხედა უკან,მე კი მას შემდეგ რაც მარიამს ისევ დავულიე თავისი ვისკი.. სახე დამემანჭა სპირტის გემოზე,რაც მამაკაცსაც არ გამოჰპარვია და გაეღიმა.
-შეთე..-ვთქვი მოკრძალებულად მისი სახელი.ეს უკანასკნელი კი გვერდით ჩამომიჯდა.
-მთელი საღამოა ვცდილობ გავიგო ვის ემალები,მაგრამ იცი?.. ვერაფრით დავადგინე.-კიდევ უფრო მომეღრიცა სახე,მარიამი კი პირღია გვიყურებდა.მზერა მარიამზე გადაიტანა და ხელი გაუწოდა.-მე შეთე მქვია..
-მე.. მ..მარიამი..-დაბნეულმა ძლივს ამოღერღა თავისი სახელი..-იცით?მგონი ქეთა მეძახის.. მოგვიანებით ვისაუბროთ.-სკამიდან წამოხტა მარიამი და მარტო დამტოვა ამ ღვთიურ ქმნილებასთან ერთად.
-აბა ანაბელ ლი.. რატომ მემალები?-მკითხა ღიმილით და ბარმენს ვისკი შეუკვეთა.
-არა.. არ გემალები.-ვუარყავი მაშინვე.ალკოჰოლი თავისას შვებოდა,ერთიანად შემაბარბაცა და გონებაში სქელი ნისლი ჩამოწვა.. მხოლოდ მის სახეს ვხედავდი..
-ვერც კი ვიფიქრებდი რომ ამ საზოგადეოების წევრი იყავი ანაბელ..-დანანებით ჩაილაპარაკა..
-არც ვარ.. უბრალოდ დაქალს გამოვყევი.
-და თუ არ ხარ.. მაშინ შენს თავზე რას მეტყვი?-არ ვიცი რატომ დავიწყე მასთან ასე გულღია საუბარი.. არ ვიცი ასეთი რა დავლიე რომ ჩეი მუდამ დახურული პირი ფართოდ გამაღებინა და სისულელების მოყოლა დავიწყე..
-მე უბრალო გოგო ვარ,უბრალო უბნიდან,ერთფეროვანი და უმიშვნელო ცხოვრებით.მოკლედ უინტერესო ადამიანი ვარ.-გავუღიმე და კვლავ წყალი მოვსვი,თუმცა შეთემ ბარმენს ყავის მოტა თხოვა ჩემთვის რათა გამოვფხიზლებულიყავი..
-სწორედ რომ უბრალოებას ვაფასებ ადამიაში,აბა გახედე აქ დამსწრე,ელიტარულ საზოგადოებას.. მზად არიან ერთმანეთს დანა ჩასცენ ზურგში,მაგრამ სახეზე ყველას ღიმილის ნიღაბი აქვს.. კარგია როცა არ გიწევს იმის გამოცნობა დღეს ვის განასახიერებს ადამიანი.-ვერ მივხვდი კომპლიმენტი მითხრა თუ როგორ გამეგო მისი სიტყვები.
ერთიანად ჟრუანტელი მივლიდა სხეულში როცა მას ვხედავდი,სიამოვნების განცდა მეუბლებოდა,სიშვიდეს ვგრძნობდი როცა მის შვ თვალებში ვიხედებოდი.. ურცხვად ვუყურებდი,ის კი თავაზიანად საუბრობდა..
ვალსის ხმა გაისმა და საცეკვაო დარბაზისაკენ გავაპარე თვალი.. წყვილები ერთ არსებად გარდაქმნილნი იდგნენ და ნაზად ირხეოდნენ.. გამეღიმა და კვლავ ჩემს ყავას დავუბრუნდი,რომელიც შეთეს თვალების მზგავსად შავ მორევს ჰგავდა..
-თუ ნებას დამრთავ..-ხელი ჩამავლო და მოცეკვავე წყვილებისაკენ მიბიძგა..
ნაზად შემეხო მისი ხელი წელზე,ხოლო მეორე საკუთარ ხელში მოიქცია და მოცეკვავეებს ფეხი ავუწყვეთ..
ალკოჰოლის გამო თავში ისევ ტრიალებდა ყველაფერი,ამიტომ ჩემდა უნებლიედ მკერდზე მივადე და ღრმად ჩავისუნთქე მისი სუნამო,რომელსაც ძალიან დახვეწილი სურნელი ჰქონდა..
მამაკაცი ჰგავდა ზღაპრულ პრინცს,თავისი გარეგნობით,რაინდული ბუნებით,დახვეწილობით,გრაციოზულობით.. შეუძლებელი იყო მისი მსგავსი ვინმე მეორე არსებობდესთქო გავიფიქრე და გამეღიმა..
ცეკვა დასრულდა,შეთე თვალს არ მაშორებდა და ამით ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს..
-შეთე კლუბში მივდივართ წამოხვალ,თუ..-საუბრით მოუახლოვდნენ მეგობრები შეთეს,მე რომ დამინახეს გაჩუმდნენ და გაკვირვებული შემავლეს თვალი..
შეთემ ცნობისმოყვარე მზერა გადმოიტანა ჩემზე,თითქოს მე მავალებსო ამ კითხვაზე პასუხის გაცემას..
-აბა რას იტყვი ანაბელ,წავიდეთ კლუბში?
-არ ვიცი..-საათს დავხედე უკვე გვიანდებოდა და მამას გაბრაზება არ მინდოდა.-სახლში უნდა წავიდე..
-სულ სახლში რატომ გარბიხარ?
-იმიტომ, რომ არ მინდა მამა ვანერვიულო..-ბიჭმა შემომხედა და უფრო ფართოდ გამიღიმა..
-კარგი მამა გყოლია,რადგან შენისთანა შვილი აღუზრდია..-შემდეგ ბიჭებს გახედა..-ანაბელს მივაცილებ და მოვალ..
შეთემ მთელი თავისი გრაციოზულობითა და მომხიბვლელობით წამოიწია.ხელი გამომიწოდა და ნაზად ჩამჭიდა..
ვგრძნობდი საზოგადოების მზერას,რომელიც ზურგს ისე მწვავდა რომ მათგან გაქცევა მინდოდა,მაგრამ ხელი.. შეთეს ხელი არ მაძლევდა ნებას გავქცეულიყავი..
გასვლისას ფოტოკამერებმა დაგვაფიქსირა,თუმცა აპარატიდან გამომავალმა შუქმა თვალი მომჭრა და ხელი ავიფარე..
მანქანაში ვისხედით ჩვენ ორნი.. შეთე ხშირად გამომხედავდა ხოლმე,მაგრამ არაფერს ამბობდა,ბოლოს სიჩუმე დაარღვია..
-იცი ანაბელ შენი მსგავსი ადამიანური ადამიანი დიდი ხანია აღარ მინახავს..
-ისე ამბობ თითქოს საუკუნის იყო..
-მიუხედავად იმისა,რომ ჯერ მხოლოდ ოცდახუთი წლის ვარ იმაზე დიდი გამოცდილება მარგუნა ცხოვრებამ ვიდრე გგონია..-უხერხულად გავიღიმე.-თავს აღრა შეგაწყენ ჩემი ამბებით.. კვლავ როდის გიხილავ?
-არ ვიცი.. არც ის მეგონა რომ კვლავ შევძლებდი შენს ნახვას.
-კარგი.. ბედს მივანდოთ ჩვენი შეხვედრა და თუკი მესამედაც შემთხვევით შევხვდებით სადმე,აღმოჩნდება რომ განგებას სურს ასე,ამის შემდგე კი ვეღრა გაგიშვებ..-მისმა სიტყვებმა გამაოგნა.. ყურებს ვერ ვუჯერებდი,რომ ყველაზე სიმპათიური ბიჭი,ვინც კი ცხოვრებაში მინახავს ჩემზე ასეთ რამეს ამბობდა..
რამოდენიმე დღე სრული შოკი მქონდა,გოგონები თავს არ მანებებდნენ და უამრავ კითხვას მისვამდნენ შეთეზე.. სად გავიცანი,როგორი ბიჭი იყო და მსგავსი კითხვები..
ვხვდებოდი,რომ მიყვარდებოდა.. როგორ შეიძლება ის არ შეგყვარებოდა.. თავბრუდამხვევი და მომაჯადოებელი იყო.
-დარწმუნებული ხარ რომ მოსწონხარ?-მკითხა ქეთამ.
-არ ვიცი ქეთ..
-არ მინდა ცუდად გამიგო და რამე გეწყინოს.. უბრალოდ ვისაც კი ვიცნობ(თავისი წრე იგულისხმა,მდიდართა ფენა) ერიდებიან მსგავს ურთიერთობებს..
-ქეთა მე არავისთვის არ მომიხვევია ჩემი პიროვნება.. არ ვიცი მოვწონვარ თუ არა მაგრამ ფაქტია,რომ ერთმანეთს ვიზიდავთ.. მიყვარს?.. კი მიყვარს რადგან თავბრუ დამახვია მისმა ჯენტლმენობამ,მისმა თითოეულმა სიტყვამ ჩემს გულამდე მიაღწია..
მის გვერდით თავი სრულიად სხვა ადამიანი მგონია.. ვგრძნობ რომ ვიღაცას ვაინტერესებ და ეს ცუდია? რადგან მდიდარი არ ვარ მხოლოდ ამის გამო არ შეიძლება ვუყვარდე ვინმეს? რაც არ უნდა ვამტკიცო რომ ხალხი არ აქცევს „კლასებს“ ყურადღებას ვიცი რომ ტყუილია.. ვიცი რომ ღარიბი გოგო ვარ,მაგრამ განა ეს სიყვარულის უფლებას მართმევს? მასე მაიკოც(ქეთას დედა) მაღალი კლასიდან არის,თუმცა მის გვერდით თავს ცოცხალ ადამიანად ვგრძნობ. ის არ უსვამს ხაზს იმას რომ მე არარაობა ვარ მდიდართა თვალში.. შეთე კი.. ის სულ სხვაა.. სულის მეორე ნაწილი,რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება აღვწერდი..
-კარგია რომ გიყვარს,არავინ გეუბნება არ გიყვარდესო..-გაცეცხლდა მარიამი.-მაგრამ არ გვინდა იმ ბიჭმა სხვა მიზნებისათვის გამოგიყენოს და გული გატკინოს..
-მარიამ და ქეთა..-დავიწყე კვლავ მე..-განა თუ არ სცადე ამას გაიგებ ? და რომ არ ვცადო მთელი ცხოვრება დარდად არ მექნება,რომ მეცადა შეთესთან იქნებ ის იყო ის ერთადერთი ვინც გულს ამიჩქარებდა და სიცოცხლით ტკბობის სურვლს გამიჩენდა?.. ქეთა სანამ ცოტნეს შანს მისცემდი იცოდი რომ ასე ბედნიერეი იქნებოდი.. ან მარიამ შენ სანამ არ გამოსცადე ის იმედგაცრუება,მანამ იცოდი ეს ყოველივე?..
-მართალ ხარ.. მოდი მოვეშვათ ამ თემას,რადგანაც დროა საჭირო რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს.. გინდა დღეს გავერთოთ?..
-მე ვერ წამოვალ..-მხრები ავიჩეჩე
-რატომ?
-ხომ გითხარი სპეცოპერაციის დროს მამას ვიღაც შემოაკვდათქო,ჰოდა გარდაცვლილის ძმას შეხვედრია.. დამუქრებია ის არაკაცი,უთქვამს რომ ყველა საყვარელ ადამიანს ამოუხოცავდა და მხოლოდ მას დატოვებდა ცოცხალს რათა ისევე დატანჯულიყო,როგოც თავად იტანჯება.
-ღმერთო.. ის კაცი ძალიან საშიშია ალბათ..
-კი,ამიტომ მამამ დამირეკა სახლიდან არ გახვიდეო.
-ბატონ ლევანს მე დაველაპარაკები თანაც ჩემს დაცვასთან ერთად ვიქნებით.-თქვა ქეთამ.
-მაგრამ შენ ხომ დაცვა არ გყავს?-ჰკითხა მარიამმა
-და ეს ბატონმა ლევანმა საიდან იცის?-ირონიულად იკითხა.-კარგი რა ანაბელ რა უნდა მოგივიდეს კლუბში?
-სურვილი არ მაქვს გართობის..-უკმეხად ვთქვი და დივანზე მივწექი..
-ოო ნუ იცი ეგრე.. ჩაიცვი და წამოდი..
სანამ მოვემზადებოდი მამას დავურეკე და ნებართვა ავიღე ,რა საკვირველია მოვატყუე დაცვაზე და მამაზე იმოქმედა ჩემა საბრალო ხმამ,ნება დამრთო ცოტახნით წავსულიყავი, მეც მაშინვე შევვარდი საძინებელში და მოვემზადე..
კლუბში რიგის გარეშე შეგვიყვანა ქეთამ თავისი ვი აი პი კლიენტის სტატუსით..
კოქტეილები მივირთვით თუ არა საცეკვაოდ გავედით..
ვერთობოდით და ყველაფერი რაც ხდებოდა ან არ ხდებოდა დავივიწყეთ..
საღამო ხალისიანად მიდიოდა სანამ ერთი ავადმყოფი არ ამეკიდა კლუბში.. ერთხელ მთხოვა ცეკვა გავყევი,მეორედაც ვეცეკვე მესამედ კი უკვე მომბეზრდა და უარი ვუთხარი რის შემდეგაც გაღიზიანებულმა მოსვენება დამიკარგა..
უკვე მომბეზრდა აქ ყოფნაც და ფსიქოპატის მოგერიებაც..
-საპირფარეშოში გავალ და წავიდეთ კარგი?
-კარგი ანაბელ..-თავი დამიქნია ქეთამ,მაგრამ მეეჭვება ამ ხმაურში რაიმე გაეგონა..
საპირფარეშოდან გამოვედი თუ არა კარებთან აზუტული ის მანიაკი დავინახე,რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა.. ჩემ დანახვას არ მოელოდა,მაგრამ რომ დამიმარტოხელა თვალები დამშეული ცხოველივით შემომანათა და ამაზრზენად გაიღიმა..
-ახლაც უარს მეტყვი პატარავ?-მკითხა და გადაიხარხარა..-მოდი მოგეფერები..
ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემი მიმართულებით.. ამავე ტემპით დავიწყე უკუსვლა თან თვალს ვაპარებდი იქნებ ვინმე მოვიდეს და დამიხსნას ამ არამზადისაგანთქო,მაგრამ ბედი ხომ ყოველთვის მწარედ დამცინის..
ხალხისაგან გადაჭედილ დარბაზში,ერთი ადამიანიც არ მოიძებნა ვინც საპირფარეშოში გამოვდოდა და მიხსნიდა ამ მხეცისაგან..
გონებაში გავიხსენე ყველა ის მოძრაობა რაც მამამ მასწავლა თავდაცვისათვის.. ფეხზე ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა ამიტომ პირველ რიგში ისინი უნდა გამომეყენებინა..
ერთი მცირე მოძრაობით ფეხებს შორის ვუთავაზე,ამის შემდეგ კი გაშლილი,ქუსლიანი ფეხი პირდაპირ სიფათში.. კაცი დავარდა და იატაკზე გველივით დაიწყო დაკლაკვნა,აშკარა იყო არ მოელოდა მოძალადიდან მსხვერპლი თუ გამოვიდოდა.. უკანმოუხედავად გავიქეცი ხალხით სავსე დარბაზში..
მოცეკვავე ხალხს შორის ძლივს მივიკვლევდი გზას და უამრავ ადამიანს გადავუარე ფეხებზე..
ჩემი აშლილი სახის დანახვაზე გოგონებს ფერი დაეკარგათ..
-რა მოხდა ანაბელ?..-მკითხეს და ჩემს უკან გადაიტანეს მზერა..-რა დაუშავე?..-იკითხეს შემდეგ.. თვალი უკან გავაპარე და გაოგნებული შეთე დავინახე,რომელიც აზრზე ვერ მოვიდა გოგონები აგრესიას რატომ ამჟღავნებდნენ მის მიმართ..
-იცოდე არ მოგვიახლოვდე..-თქვა მარიამმა და სცადა ზურგს უკან ამოვეფარებინე..
-რა ხდება აქ.. ანაბელ კარგად ხარ?ფერი საერთოდ არ გადევს და ისე გამოვარდი..-გაკვირვება ვერ დამალა მამაკაცმა.
-გოგოებო ის არაფერ შუაშია..-ამოვისრუტუნე მე
-აბა რა მოხდა.. ერთიანად გაფიქრებული ხარ..
-ის მანიაკი.. ცეკვას რომ მაიძულებდა თავს დამესხა..-გოგონებმა პირზე ხელი აიფარეს,ხოლო შეთეს შავი თვალები წამოენთო.. ცეცხლი გიზგიზებდა მათში,უთუოდ დაწვავდა ვინმეს..
-ვინ მანიაკი?.. რამე დაგიშავა? სად არის?-კითხვები მომაყარა და ნერვიულად ყბა აუთამაშდა,მუშტები ორივე შეეკრა და ავისმომასწავლებლად იხედებოდა..
-იქ არის.. -ხელი გაიშვირა მარიამმა სისხლით მოსვრილი მამაკაცისაკენ რომელიც თვალებით დაგვეძებდა..
შეთე შებრუნდა და ვიღაცას ანიშნა მოდიო.. რასაც თვალი მოვკარი ის იყო რომ შეთემ მანიაკს მხრებში ჩაავლო და გარეთ გაიყვანა..
ძალიან დავიძაბე.. შემეშინდა ვაი თუ ჩემს გამო რამე ჩაიდინოს,ან მას დაუშაონ რამეთქო..
მოსვენება დავკარგე.. დანა პირს აღარ მიხსნიდა..
ადგილს მივეყინე და მზერა იატაკს გავუსწორე.. აღარ გავნძრეულვარ სანამ ჩემს წინ სილუეტი არ ჩაიმუხლა,საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამომდო და თავი მაღლა ამაწევინა.
-ადექი მივდივართ..-მის სახეს თვალი შევავლე,პატარა ნაკაწრიდან სისხლი სდიოდა..შემდეგ მარიამს მიუბრუნდა შეთე.-თქვენც წადით,ანაბელს მე მივიყვან სახლში.-ხელი ჩამჭიდა და კლუბიდან სწრაფი ნაბიჯით გამიყვანა..


პ.ს მეგობრებო მოგწონთ ისტორია?



№1 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან კარგი ისტორიაა, მომწონს და იმედია გააგრძელებ, ეს შეთე იმის ძმაა ვინც მამამისს შემოაკვდა?!

 


№2  offline მოდერი The Dreamer

სტუმარი ნატა
ძალიან კარგი ისტორიაა, მომწონს და იმედია გააგრძელებ, ეს შეთე იმის ძმაა ვინც მამამისს შემოაკვდა?!

ძალიან მიხარია რომ მოგწონს.. მაგას მომდევნო თავში გაიგებ საყვარელო :*

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკა

ძალიან კარგი ისტორიაა <3 მომდევნო თავი როდის იქნება?

 


№4 სტუმარი Wero

განსხვავებული და საინტერესო
ისტორია! ძალიან მომწონს^^ ველოდები შემდეგ თავს! წარმატებები^^**

 


№5 სტუმარი ლია

კარგია, საუკეთესოა არ შეწყვიტო გააგრძელე

 


№6 სტუმარი ......m....

ძალიან მომწონს სიუჟეტიც, წერის სტილიც და ყოველღე თუ დადებ? სულ ''გადავირევი'' შენზე :D.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია,განსხვავებული მალადეც ანაბელს თავის დაცვა შეძლებია მაგრამ ეს ბიჭი საიდან გამიჩნდა ასე რომ იცავს მამამის ხომ არ უკავშირდება მომეწონა მადლობა წარმატებები ???? ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent