მოთამაშე(მეექვსე ნაწილი)
ორსულობის ბოლო სამი თვე განსაკუთრებული აღმოჩნდა ნინისთვის, ირაკლისგან ყურადღება არ მოჰკლებია. უნდოდა მას თუ არა ირაკლი საშუალებას არ აძლევდა რომ არ ენახა, ყოველ დღე აკითხავდა და ასეირნებდა, მიზეზი მუდმივად ის ქონდა რომ სურდა ბავშვთან მეტი დრო გაეტარებინა. ნინი წინააღმდეგობის გაწევით, მშვიდად საუბრობდნენ და ბევრს სეირნობდნენ, წვენს სვამდნენ, მშვიდ კაფეებში დადიოდნენ, რამდენჯერმე ფილმზეც იყვნენ, სწორედ ახლა ქონდათ ის პერიოდი რაც წესით აქამდე დიდი ხნით ადრე უნდა ჰქონოდათ. ირაკლის რამდენჯერმე ჩამოაკითხეს რუსეთიდან და უკრაინიდან მეგობარმა ქალებმა თუმცა ირაკლიმ ყველა თავიდან მოიშორა, ნინისთან კონფლიქტის შემდგომ არავისთან ურთიერთობა არ ქონია და არც სურვილი გასჩენია ვინმე სხვისკენ გაეხედა. ყველა საკუთარ ქმედებას ნანობდა და ცდილობდა გამოესწორებინა, არაფერს აძალებდა გოგოს, უბრალოდ მასთან ახლოს ყოფნას ცდილობდა, უბრალოდ ზრუნავდა, მისგან კი არაფერს ითხოვდა, აღარც ახსნა განმარტებებს, რამდენჯერმე ნახა ნინი ილიასთან ერთად, მშვიდად მიესალმა უცხო მამაკაცს, სევდიანი თვალებით შეხედა ნინის და იქაურობას გაეცალა, ნინიმ იგრძნო როგორ არ ესიამოვნა ირაკლის ილიასთან ერთად რომ ხედავდა, მაგრამ არ ერეოდა მათ ურთიერთობაში. არც არაფერს ეკითხებოდა. ნინის რცხვენოდა უკვე ასეთი ქცევის , მოსწონდა ირაკლის ზრუნვა, უნდოდა ისევ დაეყენებინა ირაკლის მისთვის ერთად ყოფნის საკითხი, თუმცა ბიჭი ამაზე სიტყვას არ ძრავდა, არც ილიასთან ურთიერთობით ინტერესდებოდა. ნინიმ შეწყვიტა ილიასთან ერთად სეირნობა, ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებდა მამაკაცს, ილიაც ხვდებოდა საქმის არსს და აღარ აძალებდა, მოსწონდა მას თუ არა ნინის გული მაინც ირაკლისკენ უწევდა. კარგი ამინდი იყო, ირაკლიმ ნინი სასეირნოდ გაიყვანა, ღია ბარში, ხლის წვენს და ნუშის ნამცხვარს შეექცეოდნენ, შეწუხდა გოგო, სახე შეეჭმუხნა, საშინელი ტკივილი დაეწყო, ირაკლი დაიბნა, ცივმა ოფლმა დაასხა, დაიბა, ანერვიულდა, ადგა და ნინი სასწრაფოდ მანქანისკენ გააქანა, მიმტანებს დახმარება სთხოვა, მერე ასლარიანი ამოიღო ჯიბიდან და ბიჭს მიაჩეჩა , საჭეს მიუჯდა,და საავადმყოფოსი წაიყვანა, _ გთხოვ მარტო არ დამტოვო, ტიროდა ნინი _ აქ ვარ, ისუნთქე და დამშვიდდი,_ ხელებს უჭერდა ირაკლი, მძლავრად ეჭირა ნინის თითები და ხელს არ უშვებდა _ ირაკლი აქედანვე გაფრთხილებ, საყურებლად რთულ პროცესია, გინდა დასწრება მიმართა ექიმმა ირაკლის _ ნუ გესინიათ, აუცილებლად უნდა დავესწრო, ნინის მარტო ვერ დავტოვებ გასაოცარი დღე იყო, ირაკლისაც ნინისთან ერთად სტკიოდა, მასთან ერთად აწუხებდა ცრემლები, ყველაფერს გოგოსთან ერთად განიცდიდა, იმაზე რთული საყურებელი აღმოჩნდა ვიდრე ელოდა, ხვდებოდა ბოლომდე ვერ უძლებდა, თუმცა იმის გაფიქრება რომ ამ წამებსა და წუთებში მამა ხდებოდა, იმის გაფიქრება რომ შვილს ის ქალი უჩენდა რომელზეც გიჟდებოდა, ,აბედნიერებდა, ამ წუთებში ყველაზე ბედნიერი იყო, ამ მომენტმა ყველა ცუდი მოგონება დაავიწყდა, ამ წუთას საყვარელი ქალის გვერდით იყო არა მხოლოდ თავისი არამედ ნინის სურვილით, ეს მომენტი აბედნიერებდა, უხაროდა რომ ამის უფლება, ამ მომენტით ტკბობის უფლება მისცა ნინიმ. ყველაზე ბედნიერი იყო, თუმცა როცა ნინის გამწარებულ ტირილსა და ტკივილს ხედავდა, ვერ ითმენდა, სურდა მალე დასრულებულიყო. ნინისთვის მშობიარობა, იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ელოდნენ, და გონება დაკარგა ისე რომ ბავსვს არც შეხებია, ირაკლიმ ახალშობილი მალევე მიიხუტა, ტანი ჟრუანტელი უვლიდა რომ მამა გახდა, 38 წლის ასაკსი საკუთარ დაბადების დღესვე ყველაზე დიდი საჩუქარი მოუვლინა ნინიმ , ყველაზე ბედნიერ მამაკაცად აქცია.. თუმცა მეორე სადარდებელი ნინი იყო, როცა ბავშვი გაიყვანეს, ირაკლი ექიმთან სალაპარაკოდ გავიდა _ ნინი როგორ არის?- აღელვებულმა იკითხა _ასეთ გართულებებს არ ველოდით, კარგი ორსულობა ქონდა თუმცა სუსტი ორგანიზმი აღმოაჩნდა, კომიდან დროულად უნდა გამოვიდეს წესით _ რა კომა ზაზა, მეგონა უბრალოდ _ იქვე არ შევიმჩნიე , არ მინდოდა ცუდად გამხდარიყავი, თან ხელს შეგვიშლიდა შენი რეაქციაც, ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად იქნება, ოჯახს დაურეკე ირაკლის ახლარა გაახსენდა მეგობრებისთვის და ნინის მშობლებისთვის ეცნობებინა ეს აბები, დარეკა, ყველანი საავადმყოფოში მოცვივდნენ, ნინიზე დარდობნენ, ნინის ამბავი რომ გაიგეს დედამისი ცუდად გახდა, ნერვიულობისგან გათეთრდა და ხმას ვეღარ იღებდა, ,სასიხარულო ამბავი სადარდებლად ექცათ. ირაკლი თავჩაქიდრული ხმის ამოუღებლად იდგა, საკუთარ თავს ადანაშაულებდა ყველაფერში, ექიმმა მხოლოდ ერთ ადამიანს მისცა მასთან შესვლის უფლება, მშობლებმა ირაკლის მისცეს საშუალება შესულიყო, რეალური ამბები არ იცოდნენ მათ ქალიშვილისა და ირაკლის ურთიერთობაზე. _ გთხოვ მალე მოიდ გონზე, ჩვენს პატარას სწირდები, ჩასჩურჩულებდა ირაკლი ნინის- მეც მჭირდება, საერთოდ რომ ვერ გნახო, საერთოდ რომ არ დამელპარაკო ეგრე ვერ გავძლებ, გთხოვ , მალე გამოფხიზლდი, უშენოდ არ მინდა გესმის, ჩურჩულებდა ირაკლი, და თან გოგოს ხელებზე დაეყრდნო თავი, ნაზად ეხებოდა ბაგეებით მის ხელებს და მის სურნელს იხსენებდა , პალატიდან გასვლა არ უნდოდა, არც გადიოდა, იქ გაათენა, გოგოს არ შორდებოდა, ექიიმმა კარი შემოაღო _ ჯობს წახვიდე და დაისვენო, _აქ მირჩევნია- ჩურჩულით ჩაილაპარაკა ფიქრებით გაბრუებულმა ირაკლიმ , სწორედ მაშინ გოგოს თითების მოძრაობა იგრძნო, ცდილობდა ბიწისთვის ხელი არ გაესვა თუმცა ძალა არ ყოფნიდა მოეჭირა. ირაკლი სიხარულისგან გოგოს თითებს დააფრინდა და კოცნა დაუწყო, გთხოვ თვალებიც გაახილე, გთხოვ, გოგო ნელნელა გონს მოვიდა _ ჩე- მი, ჩე- მი პა-ტა-რა ჩურჩულიტ დამარცვლით წარმოთქვა ნინიმ _ჩვენი პატარა კარგად არის, ღიმილით უთხრა ირაკლიმ , რომელსაც აღელვება ყველაზე მეტად ეტყობოდა მთელი მისი 38 წლიანი არსებობის მანძილზე. _ ნახვა მინდა, ჩურჩულით ამოიძახა გოგომ, ექიმმა ექთანს ბავსვის შემოყვანა სთხოვა, პატარა მოუყვანეს, თუმცა ძალა არ შესსწევდა თავად აეყვანა ხელში , აცრემლებული ღიმილიანი თვალებით უყურებდა, ჩვილს, ყველაზე ბედნიერი იყო, მიუხედავად იმისა რომ ძალას ვერ გრძნობდა, ბავსვი ირაკლიმ აიყვანა ხელში _ჩვენი შვილია, მშვიდად თქვა მამაკაცმა, _ ნინი კვლავ ბავსვს შესცქეროდა, და იღიმოდა _ახლოს მომიყვანე გთხოვ ბოლო ძალებიც მოიკრიბა ნინიმ და ბავშვი ჩაიხუტა, თვალები დახუჭა და გაინაბა ------------------------------------------- ვიცი ბევრს შეიძლება არც მოსწონს მთელი ისტორია, ზოგს არც ეს ნაწილი მოეწონება, ზოგი ჩემს პროფესიონალიზმს გააკრიტიკებს, არც ვარ პროფესიონალი, და არც ამ საქმის სერიოზულად გაგრძელებას ვაპირებ, უბრალოდ ვწერ იმას რაც აზრად მომდის, ბევრ რაღაცას ჩემი და ჩემი მეგობრების გამოცდილებიდან ვიღებ და იმიტაც ბედნიერი ვარ თუ თითო ადამიანი მაინც არის ვისაც აინტერესებს ან მოსწონს ეს ქმნილება, რომელსაც ვერც ნაწარმოებს დავარქმევ ვერც სხვა რამეს, ეს უბრალოდ ისტორიაა. უბრალოდ ვინმე სანამ შეურრაცმყოფელ კომენტარს დაწერს კარგი იქნება დაფიქრდეს, კრიტიკას ვიღებ , იმისთვისაც მადლობა რომ ამდენი ხანია ცემს შეცდომებს იტანთ თუნდაც გრამატიკულს, და ვინც ამას მიკრიტიკებს არანაირად არ ვამტყუნებ, თუმცა შინაარსთან დაკავშირებით როცა კომენტარს მიკეთებს ვიღაც , ყველაფერს თავისი ფორმა აქვს, კრიტიკაც შეიძლება იყოს ზრდილობის ფარგლებში და არა შეურაცმყოფელი, და საუბარი მაქვს წინა თავის ბოლო კომენტრის ავტორზე. მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ, ყველა ვინც დროს კარგავთ ჩემი "ნაჯღაბნების" კიტხვაზე, ძალიან მიყვარხართ გიცნობთ თუ არა, ვინც რამდენიმე წუთს არ იზარებს რომ კომენტარი დამიწეროს ისინიც მიყვარს, და თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება ჩემთვის უმნისვნელოვანესია. იმედი მაქვს იმედებს არ გაგიცრუებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.