ეკიპაჟი. (თავი 1.)
გამარჯობა! მე ვიქტორია როაქიძე ვარ 23 წლის.უნივერსიტეტი ახლახამს დავასრულე და მაშინვე საოცნებო სამსახურის ძებნა დავიწყე, რეზიუმე რადენიმე ადგილას გავაგზავნე. კვირეები ისე გადიოდა არავინ რეკავდა, ყოველ ტელეფონის ზარზე გულაფანცქალებული დავყურედი ეკრანს, მაგრამ.. იმედები მიცრუვდებოდა. სახლში ვიჯექი და ვცდილოდი დრო გამეყვანა. ოთახის კარზე ფრთხილად დააკაკუნეს, კარები შემოაღო დედამ. -დედა შეიძლება?-გამიღიმა. -მოდი დე..-წიგნი გვერდით გადავდე, საწოლზე ფეხები მოვიკეცე. -ვივი.. ეხლა ნინომ დამირეკა..-დეიდაჩემის სახელი რომ გავიგე მაშინვე მივხვდი საუბრის თემას. -რაო?-მაინც ვიკითხე. -დედა რატომ არ გინდა ბანკში მუშაობა? დაგეხმარება ნინო..-შევაწყვეტინე. -კაი რა თაკო.. არ მინდა ეს ბანკები და ფურცლებიი, საავიაციო იმიტომ დავამთავრე რომ ავიაციაში მინდა..-ფეხზე წამოვდექი და კარდას მივუახლოვდი, ჯინსი და მაისური გამოვიღე.სააბაზანოსკენ წავედი და დედაც უკან გამომყვა. -მაშინვე ჩხუბს ნუ იწყებ.-კარებთან შევჩერდი. -დედა თუ ამ ორ თვეშიც ვერ დავიწყე მუშაობა, მერე ვილაპარაკოთ!-სიტყვა არ ვათქმევინე ისე მივკეტე კარები. -მამაილა ხარ.!-კარის მეორე მხრიდან გავიგე თაკოს გაბრაზებული ხმა.მოვწესრიგდი და სახლიდან გავედი, ყურსასმენები გავიკეთე და ყველაზე სასიამოვნო მუსიკა ჩავრთე.მეტროში ჩასულს მუსიკა უკვე გამჯდარიყო გონებაშ და ვერც კი მივხვდი როგორ მივშტერეოდი ჩემზე უფროს კაცს,მას კი ღიმილი დასთამაშედა სახეზე. უკვე გონზე მოსულმა ხმადაბბლა ბოდიში მოვიხადე და ვაგონიდან გამოვედი, ისევ კარებისკენ შევბრუნდი და მაინც დაჟინებით გავაგრძელე მისი სახის შესწავლა. ნაცნობ ქუჩაზე ამოვედი ღიმილიანი სახით და მეგობრის ნომერი ავკრიფე, მანაც არ დააყოვნა და მალევე მიპასუხა. -შენთან ვარ თითქმის რამე ხომ არ ამოვიტანო?-ყოველიშემთხვევისთვის მარკეტთან გავჩერრდი. -აუუ ვივი რამე ტკბილი წამოიღე რაა.-გამეღიმა.. -კაი..-მარკეტში შევედი და რამდენინე სასურველი სასუსნაო და ჩემი უსაყვარლესი ბროწეულის წვენი ვიყიდე.. კიბეები ავირბინე და ნაცნობ კარებთან გავჩერდი, როგორც ყოვეთვის ეხლაც არ დავარღვიე ტრადიცია, კარებზე მიკრული გვარი კოპალიანი ამოვიკითხე და ზარიც დავრეკე. ფეხის ხმა მალე გავიგე და ნინამაც არ დააყოვნა. -შემოდი.-ზღურბლს იქით ჩემი საუკეთესო მეგობარი დამხვდა, მოციმციმე თვალებით. ჩვენ სკოლიდან ერთად მოვდივართ. -შენები სახლში არიან?-ოთახში შესულმა მიმოვიხედე. -ჯერ არ მოსულან, რა იყო რა ხასიათზე ხარ?-პარკი გამომართვა და სამზარეულოში შევიდა -აუუ რავი რაა ნინა, უკვე რამდენი ხანია რეზიუმეები მაქვს დაგზავნილი და არავინ რეკავს.. ეს ბანკები კი არ შემიძია, ცაკლე დედაჩემს ვუმკლავდები... -სკამზე ჩამოვჯექი ნიკაპით ხელს დავეყრდეენი და საწყალი თვალებით გავხედე., ლაპარაკი ნინამ გააგრძელა. არ ვიცი რატომ, უცებ გონებით ისევ იმ კაცთან გავფრინდი,უღმერთოდ საოცარი თვალები ჰქონდა.. ნეტა თუ შევხვდები ოდესმე.? -ალოოო..-კოპალიანმა შემანჯღრია.-სად დაფრინავ?-თვალები მოჭუტა და სახეზე დამაკვირდა. -რავი აბა..-მხრეი ავიჩეჩე. გვიანობამდე ვიყავი კოპალიანების ოჯახში, ბოლოს თაკოს გაუჩერებელმა რეკვებმა მაიძულა სახლში დაბრუნება. ისევ უაზრო დღეები. ისევ აკანკალებული გგული უცხო ნომრის დანახვაზე... და ისევ იმ თვალეის ძებნა ვაგგონებში. საღამო საათები იყო საწოლზე ვიწექი და ტელეფონს ვათამაშედი როცა უცხო ნომერი ამოვიკითხე. -გისმენთ..-დაველოდე მეორე მხრდან როდის მიპასუხებდნენ. -გამარჯობათ, ვიქტორია რობაქიძეს ვესაურები?-აი აქ უკვე წელში გავიმართე. -დიახ.. -მე ავიაკომპანიიდან გიკავშირდეით, რამდენიმე თვის წინ რეზიუმე გაქვთ გამოგზავნილ ჩვენთან.. -დიაახ..-მგონი ამ სიტყვის გარდა ყველაფერი დამავიწყდა. -კარგით მაშინ ოხშაბათს გასაუბრებაზე მორძანდით. მისამართს და საჭირო საბუთებს რომელიც უნდა მოიტანოთ შეტყოინების სახით გამოგიგზავნით.. -სანამ ის ამ ყველაფერს მიხსნიდა მე დედასთან გავიქეცი და ბედნიერი სახით გავხედე.თვალებით მანიშნებდა რა ხდებაო. -კარგით მადლობა.. დაველოდები თქვენს შეტყოინებას და აუცილებლათ მოვალ გასაუბრებაზე.-დავეემშვიდობე. ტელეფონის გათიშვა და ჩემი ყვირილი ერთი იყო.. -ვაიმეე დედაა.-მივვარდი და ძლიერად მოვხვიე ხელები.. -რააო დეე. რა გითხრეს.-აღფრთოვანებული სახით მიყურედა.. -დეე გასაუბრებაზე დამიბარეს.. ვაიმეეე.-აქეთ იქით დავიწყე სიარული.. -მამას არაფერი უთხრა, არავის დედაა! -დავსერიოზულდი.-არავის ჯერ არაფერი უთხრაა. -კაი დეე როგორც გინდა.. -ჩამკოცნა.. მეორე დღეს, შუადღისით უკვე ავიაკომპანიის ოფისის წინ ვიდექი კლასიკურ სამომსში გაოწყობილი. დინჯად შევაბიჯე. -გამარჯობათ, იქვვე სასიამოვნო გარეგნობის გოგონა დამხვდაა.-იცით მე გასაურებაზე ვარ დაბარებული.. -დიახ ქალბატონი ირინა გელოდებათ. -მადლობა..-კაბინეტისკენ მიმითითა, მეც სანამ შევიდოდი ჯერ დავაკაკუნე. როცა გავიგე მეორე მხრიდან შემოდიო, კარები შევაღე. -ვიქტორია ხო?-ფეხზე წამოდგა 40 წელს მიღწეული ქალი. -დიახ.-გამოწვდილ ხელზე ხელი ჩამოვართვი და მითითებულ სავარძელზე დავვჯექი. -მოკლედ შენი კანდიდატურა უკვე განხილულია და აყვანი ხართ, საბუთებიც ამიტომ მოგატანინეთ.-საქაღალდე მაგიდაზე დავდე. -როგორც ვიცი კურსები გავლილი გაქვთ, ამიტომ ხვალ ჯამრთელობის შემოწმეას გაივლით, შემდეგ ერთი კვირა ტრენინგი გექნებათ და ამის შემდეგ უკვე გაგაცნობთ თქვენი ეკიპაჟის წევრებს. -ღმერთოოო. გულში ვწიოდი სიხარულისგან. -ხო და კიდე. სამწლიან კონტრაქტს დავდებთ, ამ სამი წლის განმავლობაში თუ დაორსულდები ან მოგინდება სამუშაოს მიტოვება, იმ თანხას დააბრუნებ რაც კომპანია შენში ჩადებს, ანუ ამ გამოკვლევებს და ტრენინგის კურს კომპანია დაფარავს. -დიახ გასაგებია..-რამდენიმე სიტყვით ხელფასსზეც მომახსენა და დავემშვიდობეე. იქიდან მშვიდი ნაბიჯით გამოვედი. გარეთ გამოსულმა დედის ნომერი მოვძებნე ტელეფონში.. -დეედაა.-არ დავაცადე სიტყვის თქმა.. -ხო ჩემო მზეო..-ხმა აუკანკალდდა. -ქალბატონო დედაა მოგესალმეით ბორტგამცილებელი თქვენი შვილი.-სიცილი ამიტყდა.. -არარსეობს.. -მანაც სიცილი დაიწყო.. -კაი დე წავედი ეხლა სახლში მოვდივარ. რო მოვალ ყველაფერს მოგიყვები.. -ბედნიერმა გავუთიშე, სანამ ტელეფონს ჩავრთავდი ანარეკლს მოვკარი თვალი, მაშინვე შევბრრუნდი და დავინახე აივანს როგორ მოშორდა მამაკაცი. თვალები მოვჭუტე მაგრამ ამისთვის ყურადღება არც მიმიქცევია, ისევ ტელეფონს დავუბრუნდი და ახლა უკვე მამას გავაგებინე ახალი ამბავი.. -მამიკონას სიცოცხლევ..-ტელეფონის იქიდან მოემეფერა..-ჩემი სიამაყე. სულ ასეთი ბედნიერს მინდა გხედავდეე მაა.. გილოცავ. კაი საჩუქარი ჩემზე იყო.. -გამეცინა.. -რა საჩუქარი მა??-ოო ინტრიგაც ჩამოაგდოო. -რო მოვალ საღამოს გეტყვი.. -გავიგე როგორ დაუძახეს. -მამას სიცოცხლევ უნდა გავიქცეე. მიყვარხარ მაა. -მეც მაა-ვუთხარი და გავთიშე.. ახლა ნინას ნომერი ავკრიფე და ისიც ჩემთან ერთად აწივლდა, ქუჩაში გიჯივით ვიქცეოდი.. მაგრამ ეს უკვე მეორე ხარისხოვანი იყო.. სახლში როგორც იქნა მივაღწიე. მთელი საღამო ცაში დავფრინავდი. როგორც იქნა მამაც მოვიდა.. -მაა..-მისკენ გავიქეცი და კისერზე შემოვხვიე ხელებიი. -შენი საჩუქარი გარეთაა. შეგიძლია ნახო..-შუბლზე მაკოცა და კარები გამიღო. -არ არსებოს- ვიყვირე როცა ეზოში პატარა წითელი მანქანა დამხვდა.. რამდენიმე წრე დავარტყი მანქანას და ისევ მამასკენ გავიქეცი.. -ახლა უკვე დაგჭირდეა, აეროპორტში მეტროთი და ავტობუსით ხომ არ ივლი..-მაგრად მოვეხვიე და დავუკოცნე ლოყები.. დედა კარებთან იდგა და სიამაყით გვადევნედა თვალეს. ---- გამარჯობა ჩემო თბილებო და ტკბილებო <3 ახალი ისტორიით ვბრუნდები, იმედია მოეგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებას. ხო რაც შეეხება ძველ ისტორიას ისიც აუცილებლად გაგრძელდება <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.