შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა ზღვის პირას (მეორე თავი)


27-10-2018, 02:56
ავტორი fireending
ნანახია 1 880

ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ჩუმად,ორივე გრძნობდა ცოტაოდენ უხერხულობას და უჭირდათ საუბრის დაწყება.ანა ჩუმად აპარებდა ხოლმე თვალს ლუკასკენ და აკვირდებოდა მას.უცნაური გრძნობდა ჰქონდა,მის წინ ის ადამიანი იჯდა,რომელთან ერთად ყოფნასაც ყველაზე კარგ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა.აღელვებისგან საკუთარი გულის ცემის ხმაც კი ესმოდა.
არც ლუკა იჯდა მშვიდად,პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში,რომ გოგოსთან საუბრის დაწყება უჭირდა,ისიც ჩუმად აკვირდებოდა ანას,თვალს ვერ აცილებდა გოგონას სახეს,მის ოქროსფერ თმას და ჭაობისფერ თვალებს,რომლებიც ახლა მისკენ იყო მიმართული.
ლუკას გაეღიმა.
-მომწონს აქაურობა_უხერხული სიჩუმე დაარღვია მამაკაცმა
-ჰო მეც_უპასუხა ანამ და ყავა მოსვა-ხშირად მოვდივარ მეგობართან ერთად აქ
-სხვათა შორის მეც_უპასუხა ლუკამ-მიკვირს რომ უფრო ადრე ვერ შევხვდით ერთმანეთს.
-ჰო_მოკლედ უპასუხა ანამ
ისევ დუმილი ჩამოვარდა მათ შორის.ორივეს უნდოდა საუბრის დაწყება,თუმცა უხერხულობის გრძნობა არ შორდებოდათ.ლუკა ისევ გოგონას უყურებდა,რომელიც დროდადრო იღიმოდა და საკუთარ თმასთან თამაშს არ წყვეტდა.
-Guns N' Roses-ის ყელსაბამი_თქვა ლუკამ,როდესაც ანამ ჟაკეტი შეისწორა და მის ყელზე საყვარელი ბენდის ყელსაბამი შეამჩნია-როგორ მიყვარს_თქვა აღფრთოვანებით
-მეც , ძალიან_უპასუხა გოგონამ და გაეღიმა.-შენც როკს უსმენ?_ჰკითხა მამაკაცს
-რა თქმა უნდა,ადრე ვუკრავდი კიდეც._უპასუხა მან-კარგი დრო იყო.ლამაზთან ერთად გემოვნებიანიც ხარ_აღნიშნა ლუკამ და ჩაეღიმა,როდესაც ანას ავარდისფერებულ ლოყებს მოკრა თვალი.
გოგონამ მხოლოდ გაუღიმა და თვალები ქვემოთ დახარა.
-გიტარაზე უკრავდი?_ჰკითხა ანამ
-კი.ადრე ვუკრავდი,ვმღეროდი კიდეც,როდესაც თინეიჯერი ვიყავი.შემდეგ კი თეატრალურზე ჩავაბარე და სამწუხაროდ დრო აღარ დამრჩა,რომ დაკვრა გამეგრძელებინა,რასაც ვნანობ.
-არც ახლაა გვიანი_თქვა ანამ და თითქოს უხერხულობა მოეხსნა ,რადგან სასაუბრო თემა იპოვეს.-ანუ იმ სერიაში მართლა შენ მღეროდი?
-კი,მე ვიყავი.ალბათ საშინლად ჟღერდა არა?_გაეცინა მას
-სულაც არა_უპასუხა გოგონამ-პირიქით,კარგად მღერი,თანაც შენი პერსონაჟისგან სასიამოვნო სიურპირზი იყო.
-ჰო_თქვა მან-ალექსი ხომ კრიმინალია
-ჰო და მძიმე ხასიათისაც,მაგრამ მე მომწონს_თქვა ანამ
-ჰო?მიხარია თუ ასეა
-ნამდვილად.შენც და დამიანეც კარგად თამაშობთ,ზოგჯერ მაიწყდება,რომ ეს სერიალია და მგონია მართლა გძულთ ერთმანეთი.
-არაა,რას ამბობ_უპასუხა ლუკამ-დამი ჩემი საუკეთესო მეგობარია_გაეღმა მას მეგობრის გახსენებაზე-ერთხელაც გაგაცნობ,როცა გეცლება გადასაღე მოედანზე მოგიწყობ ექსკურსიას
-სერიოზულად?_გაუხარდა ანას
-გპირდები.
-ისე,ალბათ ძალიან მაგარია,როდესაც ცნობილი ხარ არა?_ჰკითხა ანამ
-კი_უპასუხა ლუკამ და სახეზე ჩამოისვა ხელი-კარგია,როდესაც ხალხისგან სიყვარულს ვგრძნობთ,ისე კი თავიდან მეგონა,რომ ჩემი პერსონაჟი ხალხს არ შეუყვარდებოდა, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი
-შეუძლებელია ალექსი არ შეუყვარდეს ვინმეს.კრიმინალია თუმცა,აქვს რაღაც,რატომაც შეიძლება გიყვარდეს_თქვა ანამ და ლუკას შეხედა.
მამაკაცს გაეღიმა გოგონას ნათქვამზე.
-თუმცა_განაგრძო ანამ-მართლა გაკვირვებული ვარ,სრულიად განსხვავდები მისგან
-მართლა?_ჰკითხა მან
-ჰო,თუმცა კარგი გაგებით.მხიარული ხარ და საყვარელი_თქვა ანამ და სახეზე სიმხურვალე იგრძნო,როდესაც ბოლო ორი სიტყვა წარმოთქვა.ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში და ლუკას გახედა.არ უნდოდა ძალიან ფანივით მოქცეულიყო,ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას,თუმცა ძნელი იყო,მითუმეტეს მისი საყვარელი მსახიობი ეჯდა წინ და დიდი ხნის ნაცნობივით ესაუბრებოდა.
-მადლობა_გაუხარდა ლუკას-იცი,სულ ჩემზე ვსაუბრობთ.შენზეც მითხარი რამე_თქვა მან
-ბევრი სათქმელი არც არაფერია._თქვა ანამ-აქვე მარკეტში ვმუშაობ და მეტი არაფერი ისეთი. სამსახური და სახლი.ზოგჯერ ჩემ დაქალთან ერთად გავდივარ სადმე ან მამას ვნახულობ ხოლმე.როგორც ხედავ ცოტა მოსაწყენია არა?
-სულაც არ ვფიქრობ ასე_უპასუხა ლუკამ და გაეღიმა-კარგია მშვიდი ცხოვრება,დამიჯერე
-შესაძლოა_უპასუხა გოგონამ-მთავარია ბედნიერად გრძნობდე თავს
-გეთანხმები_უპასუხა ლუკამ
ცოტა ხანს კიდევ ისხდნენ ერთად და საუბრობდნენ,ისე გაერთნენ,რომ ვერც კი შეამჩნიეს როგორ დააღამდათ.ლუკამ გოგონა სახლამდე მიაცილა.ანა სახლში შევიდა თუ არა მობილური ამოიღო ჩანთიდან.უნდოდა ლანასთვის მიეწერა დღევანდელი ამბის შესახებ თუმცა გადაიფიქრა.გადაწყვიტა ცოტა ხნით მაინც არაფერი ეთქვა ,რადგან დრო სჭირდებოდა,რომ ამ ყველაფერში გარკვეულიყო.
მთელი დღის მუშაობისგან საკმაოდ დაღლილი იყო და შხაპის მიღების შემდეგ მაშინვე საწოლში დაწვა.ის იყო ჩაძინებას აპირებდა,რომ მობილურის ზარმა გამოაფხიზლა,ტელეფონი აიღო,შეტყობინება გახსნა და გაეღიმა,როდესაც ლუკას ვიდეო შეტყობინება დახვდა,სადაც ის ტკბილ ძილს უსურვებდა.ანამაც ტკბილი ძილი უსურვა,ტელეფონი გვერდზე გადადო და მალე გაეძინა.
...
შაბათი დილა იყო,ამიტომაც დარჩა საწოლში 11 საათამდე.უხაროდა,რომ სამსახურში არ მიდიოდა და შეეძლო დილით კარგად გამოეძინა.შაბათ დილისთვის მაღვიძარასაც კი არ აყენებდა.თუმცა ამჯერად მაღვიძარის როლი ლუკას ზარმა მოირგო.ბედნიერებისგან გამოწვეული ღიმილი არ მოშორებია სახიდან,როდესაც მისი ხმა გაიგო.ძალიან ესიამოვნა ყურადღება მისი მხრიდან.ტელეფონი გათიშა და ბალიშს მიეყრდნო,ისევ გუშინდელ საღამოზე ფიქრობდა.ამ სასიამოვნო ფიქრებში ცოტა ხნით ჩაეძინა კიდეც.
ძილით გული კარგად იჯერა და როგოც იქნა ფეხზე წამოდგა.მოწესრიგდა და გაღებული ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა ყავის ფინჯნით ხელში.თბილი,მზიანი და მეტად სასიამოვნო დილა იყო.ძალიან მოუნდა ვინმესთან საუბარი.იმდენად ბედნიერი იყო,რომ არ შეეძლო ვინმესთვის არ გაეზიარებინა.ტელეფონი ხელში აიღო და კონტაქტებში ლანას ნომერი მოძებნა,თუმცა ისევ გადაიფიქრა,მამამისის ნომერი აკრიფადა დარეკა
-მამა,როგორ ხარ?
-კარგად შვილო_გაუხარდა მამაკაცს მისი ხმის გაგონება-შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად_უპასუხა გოგონამ-სახლში ხარ?
-კი,კი.
-გამოვალ თუ გცალია_უთხრა ანამ
-კი,მოდი .გამახარებ ძალიან_უთხრა კაცმა
-კარგი მაშინ ერთ საათში შენთან ვარ._უპასუხა ანამ და ტელეფონი გათიშა.
...
-მომენატრე_უთხრა შვილს მამაკაცმა და მაგრად ჩაეხუტა-ისე იშვიათად მნახულობ
-გამოვასწორებ ბატონო ბექა,გპირდები_ლოყაზე აკოცა მამას ანამ და მის გვერდით ჩამოჯდა.
-კარგია რომ მოდი.ხვალ კვირაა და დღეს ხომ დარჩები?_ჰკითხა მამაკაცმა
-დავრჩები_უპასუხა მამას და მხარზე დაეყრდნო.
-ისაუზმებ?ყველიანი ბლინები მოვამზადე შენთვის,ხომ გიყვარს?
-დიდი სიამოვნებით _თვალები გაუბრწყინდა ანას და მამასთან ერთად სამზარეულოში გავიდა.
მამის გვერდით თავს მშვიდად გრძნობდა,საუზმის შემდეგ მისაღებ ოთახში ჩამოჯდა მის გვერდით,მამას ხელი მოხვია და მხარზე დაეყრდნო.
-რა კარგია შენ გვერდით ყოფნა_თქვა ანამ
-ჩემი გოგო_უთხრა და თავზე სიყვარულით გადაუსვა ხელი
-მამა
-გისმენ
-რაღაც მინდა გითხრა_თქვა ანამ და ფეხზე წამოდგა
-რამე პრობლემა გაქვს_ცოტათი შეშფოთდა ბექა და შვილს შეხედა,რომელიც ანერვიულები იდგა და თითებს იმტვრევდა.
-არა,არა...პრობლემა არა_თქვა მან და მის წინ სავარძელში ჩაჯდა-ერთი ბიჭი გავიცანი._თქვა და ნელ-ნელა ახედა მამას.
-მართლა?_საზურგეს მიეყრდნო ბექა და ანას შეხედა
-ჰო_უპასუხა ანამ.შემდეგ რამდენიმე წამს დუმდა ,ფიქრობდა როგორ მოეყოლა ყველაფერი დალაგებულად.შემდეგ კი უამბო მისი და ლუკას გაცნობის ამბავი.ასევე თავისი შიშის შესახებაც უთხრა,რომ ეშინოდა ზედმეტად ღრმად არ შეეტოპა და შემდეგ გული არ სტკენოდა.
ბექა ჩუმად უსმენდა შვილს.ყოველი მისი წარმოთქმული წინადადებით რწმუნდებოდა,რომ ეს უბრალო ამბავი არ იყო ანასთვის და ლუკა იმაზე მეტს ნიშნავდა,ვიდრე თვითონ ანა ფიქრობდა.წამით ანას შიში მასაც გადაედო,არ უნდოდა მის გოგონას ვინმეს გამო გული სტკენოდა,მაგრამ არ უნდოდა გოგონა მეტად აეფორიაქებინა.
-ანა,პირველ რიგში,როგორც მამას არ მინდა,რომ გული გეტკინოს_თქვა მამაკაცმა და გოგონას ხელზე მოეფერა-ხომ იცი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ.გისმენდი და ვხედავდი თუ როგორი აღელვებით მიყვებოდი ამ ამბავზე.ისიც მესმის,რომ ლუკა ცნობილი მსახიობია,ბევრს მოწონს და შენ გახარებული ხარ,რომ მას შეხვდი.ასეც უნდა იყოს.კარგია,როდესაც ვინმეს ხვდები,ვინმესთან ურთიერთობა გაქვს,მაგრამ დაიმახსოვრე,ბევრი იფიქრე,სანამ რამე სერიოზულს გადაწყვეტ,თუმცა ვიცი,რომ შენ ამის თქმაც არ გჭირდება,ჭკვიანი ხარ და იცი შენთვის რაც იქნება უკეთესი.
-თუმცა ახლა არ ვიცი_თქვა ანამ
-იცი ანა,იცი_უპასუხა მამაკაცმა-გულის სიღრმეში ყველაფერი იცი,უნდა სცადო კიდეც ურთიერთობა,თუმცა ზედმეტი იმედების და მოლოდინის გარეშე,ასე გული არ გეტკინება.დამიჯერე_უთხრა შვილს და სახეზე ნაზად მოეფერა.
-მეც ასე ვფიქრობ_თქვა ანამ-ვნახოთ რა გამოვა აქედან
-ყველაფერი კარგად გექნება.არ შეგეშინდეს.თანაც ხომ იცი მე შენ გვერდით ვარ ყოველთვის.
ანა წამოდგა და მამას მაგრად მოეხვია.ბედნიერი იყო რომ ის გვერდით ყავდა,მამა მისთვის ყველაფერი იყო,მისთვის საუკეთესო მეგობარი იყო,რომელსაც მთელი არსებით ენდობოდა და რომლის გვერდით ტავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნოდა.მასზე ჩახუტებული ხარბად ისუნთქავდა მამის საყვარელი სუნამოს სურნელს და უბრალოდ მისი არსებობით ტკბებოდა.
მთელი დღე მამის გვერდით გაატარა,ერთად უყურეს საყავრელ ფილმებს,ბევრი ილაპარაკეს და გვიან ღამით ჩაეძინა მამაზე მიყრდნობილს.
...
ჯერ კიდევ ახალი გათენებული იყო,ოდნავ ღია ფანჯრიდან შემომავალმა ბეღურების ხმამ გამოაღვიძა გოგონა.ირგვლივ მიმოიხედა და გაეღიმა,როდესაც თავის ოთახში იყო,გაახსენდა,რომ წუხელ დივანზე დაეძინა,დილით კი ოთახში გაიღვიძა,ასე მხოლოდ მის ბავშვობაში ხდებოდა,როცა ტელევიზორის ყურებისგან ან თამაშისგან დაღლილს დივანზე ჩაეძინებოდა,მამას კი ხელში აყვანილი მიჰყავდა თავის საწოლში.
მოგონებებიდან მობილურის ზარმა გამოაფხიზლა.
-დილა მშვიდობისა ანა_მოესმა ლუკას ხმა
-დილა მშვიდობისა,როგორ ხარ?_ეღიმებოდა ანას
-უკვე კარგად,მიხარია შენი ხმის გაგება
-მეც_უპასუხა გოგონამ
-ანა,გცალია?
-კი,რა ხდება?
-თუ გახსოვს,დაგპირდი რომ გადასაღებ მოედანზე ექსკურსიას მოგიწყობდი_თქვა ლუკამ
-მახსოვს_გაეღიმა ანას
-ჰოდა თუკი გცალია და სურვილი გაქვს დღეს წამომყევი
-მართლა?_გაუხარდა გოგონას-კარგი,მაშინ მოვემზადები.
-კარგი,შენ სახლთან მოვალ_შესთავაზა ლუკამ
-იცი,სახლში არ ვარ._უპასუხა გოგონამ-მამასთან ვარ ქალაქგარეთ
-ჰო?არ არის პრობლემა მანდ შეგხვდები
-არ მინდა შეგაწუხო,ერთი საათის გზაა_თქვა ანამ
-არც ეგ არის პრობლემა,დიდი სიამოვნებით გამოგივლი_თქვა ლუკამ
-კარგი,მაშინ მოვემზადები და ზუსტ მისამართს მოგწერ_თქვა ანამ
-კაიც
...
-კეთილი იყოს შენი მოსვლა აქ_ღიმილით უთხრა ლუკამ და გოგონა გადასაღებ მოედანზე შეიყვანა.
ანა აღფრთოვანებული აკვირდებოდა ყველაფერს.თავს ჯადოსნურ სამყაროში გრძნობდა.ირგვლივ გადამღები ჯგუფის წევრები დადიოდნენ და თავიანთ სამქეს აკეთებდნენ.ახლა შესვენება იყო,რეჟისორი დამიანესთან და სცენარისტთან ერთად იჯდა და საუბრობდა.
-ლუკა_წამოდგა გახარებული დამიანე ლუკას დანახვისას და მეგობარს მოეხვია
-დამი_მხარზე ხელი დაადო ბიჭს და მის გვერდით ჩამოჯდა
-ძალიან ხომ არ დავაგვიანე ბაჩო_ჰკითხა რეჟისორს ლუკამ
-არა ,არა.რამდენიმე სცენა გადავიღეთ მხოლოდ დამისთან ერთად _უპასუხა ბაჩომ
-გაიცანით ეს ჩემი მეგობარია ანა_თქვა ლუკამ-ანა,ესენი კი დამიანე,ბაჩო და გოგა არიან
-სასიამოვნოა_უპასუხეს ერთხმად და ხელი სათითაოდ ჩამოართვეს გოგონას
-ჩემთვისაც_უპასუხა ანამ -ძალიან მომწონს თქვენი სერიალი
-მადლობა_გაეღიმა რეჟისორს -გვიხარია თუკი ასეა
-ბაჩო,შეიძლება ხომ გადაღებებზე დარჩეს?_ჰკითხა ლუკამ
რეჟისორმა ორივეს გახედა,შემდეგ კი მზერა ანაზე შეაჩერა
-შეიძლება,ოღონდ ერთი პირობით,რასაც აქ ნახავ სერიის გასვლამდე არავინ უნდა გაიგოს
-გპირდებით_გაეღიმა ანას
-დაჯექი გთხოვ_თავისი სკამი შესთავაზა დამიანემ
-მადლობა_უპასუხა ანამ და ჩამოჯდა
-სანამ შესვენებაა ყავის დალევას ვაპირებ და თქვენც დალევთ არა?_ჰკითხა დამიანემ ლუკას და ანას
-კი _უპასუხა ლუკამ-შენ ანა?
-მეც
-გავალ და მოვიტან_თქვა დამიანემ
-მეც გავალ,გამოვიცვლი და გადაღებისთვის მოვემზადები_თქვა ლუკამ და ანას მიუბრუნდა-რამდენიმე წუთში აქ ვიქნები ისევ,არ მოიწყინო
-კარგი_გაეღიმა ანას.
დაახლოებით ნახევარ საათში გადაღებები განახლდა.ახლა კი ანა მართლაც ჯადოსნურ სამყაროშ აღმოჩნდა,მის საყვარელ სერიალში იყო,მოვლენებს ცოცხლად ადევნებდა თვალს,პერსონაჟებს ცოცხლად ხედავდა,პერსონაჟებს,რომლების ნახვაც აქამდე მხოლოდ ეკრანიდან შეეძლო.თვალს არ აშორებდა ლუკას და უფრო და უფრო მეტად აოცებდა მისი გარდასახვის ნიჭი,მხიარული,მეგობრული და საყვარელი ბიჭი წამებში გარდაისახა და გახდა საშიში დამნაშავე.
რამდენიმე სცენა გადაიღეს და რეჟისორმა ისევ შესვენება გამოაცხადა.
-აბა,მოგწონს აქაურობა?_ჰკითხა ლუკამ გოგონას და მის გვერდით ჩამოჯდა
-ძალიან მაგარია_თქვა აღფრთოვანებულმა-შენ და დამიანე ძალიან ნიჭიერები ხართ,ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ახლო მეგბრები იყავით,მანამ,სანამ გაგიცნობდი.
-მადლობა_გაეღიმა ლუკას
-სად არის ამდენ ხანს?_მოესმათ რეჟისორის გაჯავრებული ხმა
ბაჩო ვის ეძებ?_ჰკითხა დამიანემ
-გვანცა რობაქიძეს,ამდენ ხანს აგვიანებს?
-რობაქიძეს?_უცნაური ხმით წარმოთქვა ლუკამ
-ჰო_გახედა მას ბაჩომ
-მოიცა,ეგ..._გაკვირვებულმა თქვა ლუკამ
-ჰო ლუკა... ახალი პერსონაჟის როლს ეგ შეასრულებს
-თუმცა პირველივე დღეს არ მოდის და ვფიქრობ სხვა მსახიობი მოვძებნო,არადა სერია შემდეგ პარასკევს უნდა გავიდეს,სადაა ამდენი დრო,რეპეტიციაც არ გაუვლია წესიერად.რა უპასუხისმგებლობაა_ამბობდა გაბრაზებული ბაჩო
-მაგისგან არც მიკვირს_ზიზღით თქვა ლუკამ.სახეზე უსიამოვნო გამომეტყველება არ მოშორებია,რაც გვანცა რობაქიძე ახსენეს მის მერე.რა თქმა უნდა ანას ეს არ გამოპარვია,თუმცა ეუხერხულებოდა რამე ეკითხა მისთვის
-დამშვიდდი _მხარზე ხელი დაადო დამიანემ-არ მოვა და ნუ მოვა მსახიობები დაილია ?
-ხო,კი მართალია_უპასუხა ბაჩომ-მაგრამ უპასუხისმგებლობა მეზიზღება.დღეს რეპეტიცია უნდა გაგვევლო,ახლა რა უნდა ვქნათ.დაერეკა მაინც.ტელეფონსაც არ პასუხობს.
-უნამუსოა_ჩაილაპარაკა ლუკამ
-იცი რა_თქვა დამიანემ და ანას გახედა-ვფიქრობ რეპეტიციის გავლაში შეიძ₾ება ანა დაგვეხმაროს
-მე?_წარმოთქვა გოგონამ გაკვირვებულმა და აღელვებისგან მთელი ტანი აუკანკალდა
ბაჩომ გოგონას შეხედა.კარგად დააკვირდა მის გარეგნობას.თმას თვალებს.რამდენიმე წამს დუმდა.
-ანა,რას იტყვი?_ჰკითხა ბაჩომ-დაგვეხმარები?
-მე...მე..._დაიბნა ანა-როგორ?მეშინია,გამოუცდელი ვარ
-ნუ გეშნია_თქვა ლუკამ და ხელი მოხვია გოგონას-უბრალოდ რეპეტიციაა,ტექსტს წაიკითხავ,მეტი არაფერი.
-ჰო,რა არის საშიში_გაუღიმა დამიანემ
-კარგი_თქვა ანამ რამდენიმე წამის შემდეგ.
აკანკალებული ხელით აიღო სცენარი და ცდილობდა მისი რეპლიკები წაეკითხა,თუმცა ძალიან ნერვიულობდა თვალებზე ბინდი ეკვროდა.დამიანემ გოგონა სკამთან მიიყვანადა წყალი მიაწოდა.ცოტა ხანში დამშვიდდა.
-აბა როგორ ხარ?_ჰკითხა ლუკამ
-ახლა მშვიდად ვარ.მგონი შევძლებ
-ძალიან კარგი.ესე იგი შენ ხარ პოლიციის ახალი თანამშრომელი_დაიწყო ბაჩომ როლის ახსნა მისთვის
-ჰო და მე უნდა დამიჭირო_გაეცინა ლუკას
-ჰო?_ჩუმად ჩაეღიმა ანასაც
-მგონი თავს ძალით დაგაჭერინებ_თმაზე მოეფერა გოგონას-წავედით?
-კარგი_უპასუხა ანამ და ღრმად ჩაისუნთქა.
გადასაღებ მოედანზე იდგა,ტექსტს კითხულობდა,როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი,მის საყვარელ სერიალში.ახლა თვაი მართლა სიზმარში ეგონა.პროცესში იმდენად ჩაერთო,რომ ნერვიულობა საერთოდ დაავიწყდა.რამდენიმე წუთში უკვე სიამოვნებას იღებდა იმისგან,რასაც აკეთებდა.
რამდენიმე სცენი რეპეტიცია გაიარეს.ამასაობაში სამუშაო დღეც დასრულდა.ანა დაღლილი იყო,თუმცა სასიამოვნო შთაბეჭდილებების ქვეშ იყო.ახლაც ლუკამ მიიყვანა სახლამდე.
სახლში მისულს ძალიან მალე ჩაეძინა,შემდეგი დილა პრშაბათი იყო და კარგად უნდა გამოეძინა,რომ სამსახურში წესიერად ემუშავა.
...
ორშაბათმა ჩვეულებრივად ჩაიარა.ანა იმას აკეთებდა,რასაც აქამდე,ლანასთან ერთად კლიენტებს ემსახურებოდა ,თუმცა ფიქრებით სხვაგან იყო.სულ გუშინდელ დღეზე ფიქრობდა.
-ანა,კარგად ხარ?_ჰკითხა ლანამ როდესაც სამსახურიდან გამოვიდნენ
-კი,კი._უპასუხა დაუფიქრებლად-რატომ მკითხე?
-ჩაფიქრებული მეჩვენები,რამე ხომ არ მოხდა?
-არაფერი ლაან_გაუღმა გოგონას-ცოტა დავიღალე.ესაა და ეს
-კარგი_უპასუხა ლანამ და ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდნენ
დიდხანს დგომა არ მოუწია ლანას,მისი სახლისკენ მიმავალი ავტობუსი ძალიან მალე გამოჩნდა,ანას დაემშვიდობა და ავტობუსში ჩაჯდა.ანა გაჩერებაზე მდგომ სკამზე ჩამოჯდა,თვალები დახუჭა და საზურგეს მიეყრდნო.დაღლილი იყო და ასე ცდილობდა დასვენებას,სანამ ავტობუსი მოვიდოდა.
ტელეფონის ზარმა კი გამოაფხიზლა.ეკრანს დახედა და გაუხარდა,როდესაც ლუკას სახელი დაეწერა.
-ლუკა_უპასუხა გოგონამ
-ანა,როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც კარგად.ანა,რაღაც უნდა გითხრა.
-რამე მოხდა_შეშფოთდა ანა
-ხო.არც კი ვიცი რას იტყვი
-მაშინებ
-არა,არა...ცუდი არაფერია_გაეცინა ლუკას-როლზე დაგამტკიცეს



№1  offline წევრი fluctus Oceani

ვაიმე როლზე დაამტკიცეს?მეც მინდა ერთი ასეთი სერიალი, ერთი კრიმინალი და მერე მსახიობიც თუ გავხდები მთლად უკეთესი არაა ჩემთვის, ვა მაგარი თავი იყო და არ დააგვიანო მაინტერესებს ძალიან რა მოხდება ლანას სახე წარმომიდგენია სერიალში რომ ნახავს laughing laughing



არა რა ჩვენებმაც უნდა გადაიღონ ერთი ასეთი კინო, kissing_closed_eyes kissing_closed_eyes საინტერესოც იქნება და იქნება ბედმაც გაუღიმოს გოგოებს რა იცი რა მოხდება

 


№2  offline წევრი fireending

I love you baby
ვაიმე როლზე დაამტკიცეს?მეც მინდა ერთი ასეთი სერიალი, ერთი კრიმინალი და მერე მსახიობიც თუ გავხდები მთლად უკეთესი არაა ჩემთვის, ვა მაგარი თავი იყო და არ დააგვიანო მაინტერესებს ძალიან რა მოხდება ლანას სახე წარმომიდგენია სერიალში რომ ნახავს laughing laughing



არა რა ჩვენებმაც უნდა გადაიღონ ერთი ასეთი კინო, kissing_closed_eyes kissing_closed_eyes საინტერესოც იქნება და იქნება ბედმაც გაუღიმოს გოგოებს რა იცი რა მოხდება

მადლობთ ასეთი შეფასებისთვის ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent