შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 20


27-10-2018, 12:24
ავტორი katiusha
ნანახია 3 127

პრობლემებმა ხანდახან როგორ იცის ხოლმე ერთმანეთზე მიწყობა.რომ დაიწყება არადა აღარ მთავრდება.როცა ფიქრობ რომ ყველაფერი მოგვარებულია და წესრიგში გაქვს,სწირედ მაშინ გამოხტება საიდანღაც რაღაც და აგირევს საათივით აწყობილ გეგმებს.
იმ დღესაც ასე მოხდა.დემეტრემ რომ დაურეკა სასწრაფოდ კომპანიაში მოდიო, იგრძნო რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და რაღაც ხდებოდა.სასწრაფოდ ჩაიცვა და გავარდა,დათას გზიდან დაურეკა.
-რა ხდება შვილო?-მაშინვე ჰკითხა დემეტრეს როგორც კი კომპანიაში ფეხი შედგა,არ მიუქცევია ყურადღება იქ მყოფი უცხო ხალხისთვის.
-მამა პრობლემა გვაქვს.ეს ადამიანები ფინანსური პოლიციიდან არიან,ყველაფრის შემოწმებას აპირებენ.
-მერე ესაა პრობლემა?-ჩაეღიმა ბექაურს.იცოდა ყველაფერი წესრიგში იყო და პატიოსნად მუშაობდა.თუ რამე პატარა უზუსტობა იქნებოდა სადმე გაპარული ეს დიდ პრობლემას არ შექმნიდა.
-მობრძანდით ბატონებო.საკონფერენციო დარბაზში შევიდეთ,იქ მოიტანენ ყველა საბუთს და ყველა შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს რაც გაინტერესებთ.ჩემი ასისტენტი გაგაცილებთ,მეც ახლავე მოვალ.
როგორც კი მარტო დარჩნენ,შვილს მიუბრუნდა და მკაცრი სახით ჰკითხა.
-შენ აქ რას აკეთებ?
-ვმუშაობ მამა.
-სახლში წადი დემეტრე,ხვალ ქორწილი გაქვს.იმდენი რამე გაქვს მოსაგვარებელი,ან პატარძალი დაამშვიდე ან დედაშენი ძალიან ნერვიულობს ორივე,ალბათ გაგიჟდებიან მალე.
-მამა აქ გჭირდები..
-წადი დემეტრე,მეტს ნუღარ გამამეორებინებ და საერთოდ ერთი თვით განთავისუფლებული ხარ სამსახურიდან
-მამააა.
-წადი-მეთქი,-თითქმის ძალით გააგდო შვილი და დათას შეეგება,რომელიც იმ წუთას მოვიდა ოფისში.
-რა ხდება რეზო?მაინცდამაინც ახლა რატომ მოუნდათ შემოსვლა?
-წარმოდგენა არ მაქვს.დავიჯერო ესეც იმის მოწყობილია?
-ასე მგონია მეც.იცის რომ ხვალ ქორწილი გვაქვს და შეიძლება ყურადღება მოდუნებული გვქონდეს.
-მოვაგვარებთ დათა,მოვაგვარებთ.შევიდეთ,თორემ უფრო საეჭვო გახდება ეს.ხომ იცი ისინი როგორი თვალით უყურებენ ყველაფერს.
ბექაურმა ძალა მოიკრიბა,გაიღიმა და კარი შეაღო.
-მეც მოვედი ბატონებო,მზად ვართ ყველაფერში დაგეხმაროთ და თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ,პირადად გიპასუხოდ.
-ამ ყველაფერს გადავხედავთ,ყურადღებით შევისწავლით და დასკვნასაც დავდებთ.
- ჩვენც აქ ვართ და დაგეხმარებით,იქნებ მალე დავასრულოთ,ხვალ ჩვენს ოჯახებში მნიშვნელივანი დღეა და ბევრი საქმე გვაქვს.
-ჩვენც დაკავებულები ვართ ბატონო დათა,-უპასუხა ერთ-ერთმა,მას აშკარად ეტყობოდა ხმაშიც და სახეზეც რა მიზნით იყვნენ აქ მოსულებიბდა რა ამოძრავებდათ.ბურდული დაიძაბა,მაგრამ რეზომ ხელი დაადო მხარზე და ანიშნა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
********
საოცარი სიტუაცია სუფევდა ბექაურებთან.გიორგი გიგაური მთელი დღე აქ იყო ცოლთან ერთად და დას ყველანაირად მხარში ედგა.სოფო ისე ნერვიულობდა, თითქოს თვითონ ყოფილიყო პატარძალი.ძნელი დასაჯერებელი იყო,მაგრამ მისი პატარა დემეტრე უკვე დიდი ბიჭი იყო და ახლა ცოლი მოჰყავდა.
-თამარ,ცოტა ხანს შეეშვი ტელეფონს და მოდი აქ მომეხმარე.
-მოვდივარ დედა.-მიაძახა გოგომ და საუბარი განაგრძო.-დუდა მაპატიე უნდა წავიდე.
-ჩემთვის არ გცალია ხო?
-მეჩვენება თუ მოიწყინე?
-არ გეჩვენება,ასეა,ისე შეგეჩვიე ეს კვირები,რომ ახლა როცა საქმიანი ურთიერთობა აღარ გვექნება, რა გავაკეთო არ ვიცი.
-რატომ ფიქრობ რომ ამით ყველაფერი სრულდება.-გაეცინა გოგოს.-მეგობრობის გაგრძელება ხომ შეგვიძლია?
-კი,კი როგორ არა.
-ხოდა მოკლედ ახლა წავალ დედას მივეხმარები,საღამოს კი შენს ახალ ბარში ადგილი დაგვიჯავშნე,ისეთი რომ „დევუშნიკის“მოწყობა შევძლოთ პატარძლებისთვის.
-ოჰ თამარ,თამარ.-გაეცინა ბიჭს.-ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ გინდა.
-საღამომდე დუდა...ბექაური ბიჭს დაემშვიდობა და დედასთან მივიდა
-რა ხდება დიდო ქალბატონო?მიბრძანეთ,მზად ვარ თქვენი დავალების შესასრულებლად...
-ნუ მაიმუნობ თამარ,ახლა ამის დრო არაა.ისედაც ამდენი რამე დარჩა მოსაგვარებელი.ეს მამაშენიც ეხლა დაიკარგა.-ცხარობდა ქალი.
-კარგი რაა დედა,ყველაფერი რიგზეა,ნუ ქმნი პრობლემებს.ისეთი ორიგინალური და განსხვავებულია ყველაფერი,სტუმრები კმაყოფილები დარჩებიან..
-ხო სოფო,ნუ ნერვიულობ,ტორტის საკითხიც მოგვარდა.სტუმრების რაოდენობაც გაირკვა,ზედმეტი რაოდენობაც კი გათვალისწინებულია.სიძეები და პატარძლები კარგად არიან.მეჯვარეებიც,ასე რომ მშვიდად დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.
-სოფო სადაა?
-საავადმყოფოშია გვანცასთან ერთად,შვებულება გააფორმა და მერე იქიდან კაბაზე მიდიან.საბოლოოდ მოიზომავს,რომ ხვალ რამე გაუთვალიწინებელი დეტალი არ გაიპაროს.
-მადლობა რძალო ჩემს გვერდით რომ ხარ,-მოეხვია სოფო,- დრო მოვა და მეც ასე ვიქნები სოფოს რომ გავათხოვებთ,-გაიღიმა ქალმა.
-ეჰ,ნეტავ მაგ დროს მოვესწრო.აი რათ მინდა ორი ქალიშვილი ვერ ვხვდები.ის არის და იქაა გადახვეწილი და ახლა ეს ქორწილი რომ არ ყოფილიყო,როდის ჩამოვიდოდა არავინ იცის.ესაა და სამსახურის გარდა არაფერი აინტერესებს.
-კარგი რაა ბიცოლა,არ დაიწყო ახლა წუწუნი.ახალგაზრდა ხარ და ნაოჭები გაგიჩნდება,მალე დაბერდები.მერე ბიძაჩემი სხვა ქალს დაუწყებს ძებნას,-მის გასაგონად თქვა თამარმა,იცოდა ამით უცებ გააცოფებდა ქალს და რისხვას ქმარს დაატეხავდა,ასეც მოხდა.
-შენი გათამამებულია ეს ბავშვი.ხედავ როგორ ლაპარაკობს?-დააცხრა დაცვის უფროსთან მოსაუბრე ქმარს,რომელიც უსაფრთხოების საკითხს აგვარებდა.
-რა ხდება ცოლო?ამ თითისტოლა ბავშვმა უნდა გაჯობოს?-,გაეცინა მას და დისშვილს გადახედა...
-მე წავალ,სანამ თოკით ჩამომკიდეს,ხელები ამიწევია,თქვენი პირადი თქვენ მოაგვარეთ.-კიბეს აუყვა გოგო,დუდას სეტყობინება მოუვიდა და ერთი სული ჰქონდა ეპასუხა...

არანაკლები სიტუაცია იყო ბურდულებთან.თამუნა ალბათ სოფოზე მეტად თუ არა,ნაკლებად არ იყო აღელვებული.მართალია ქორწილს ერთად იხდიდნენ და თითქმის ყველაფერი წესრიგში იყო,მაგრამ გული ცუდს უგრძნობდა და ცდილობდა არ
აჰყოლოდა ამ შეგრძნებას.
-ნიკოლოზ ასე მშვიდად ნუ ზიხარ,დაურეკე ლიკას,ჰკითხე ხომ არაფერი სჭირდებათ?არ მინდა მის ოჯახს შეურაწყოფა მივაყენო,მაგრამ ხომ იცი ნაკლებად შეძლებული ხალხია და არ მინდა ზედმეტად დაიხარჯონ,რაც სჭირდებათ ჩვენ მივუტანოთ .
-დედა ნუ ხარ პანიკიორი,ყველაფერი კარგადაა,ლიკას ყველაფერი მზად აქვს და სულაც არ სჭირდება შენი მიტანილი.
-შენ ვინ ხარ რაა,მამაშენის ასლი ხარ.ისიც ასე მაგიჟებდა თავის დროზე თავის სიმშვიდით და ამავე დროს სიგიჟეებით.შენც ასე ხარ,ასე მოულოდნელად გამოგვიცხადე ცოლი მომყავსო და ისე დანიშნე უარიც არ გამოგვივიდოდა რომ გვეთქვა.უკან დასახევი გზა მოგვიჭერი.
-დედა შენ თუ მისი საწინააღმდეგო გაქვს რამე,გირჩევ ახლავე შეეგუო, აქედანვე,რადგან მე მასზე უარის თქმას არ ვაპირებ.
-მაგას უკვე მივხვდი.სულაც არ ვარისი წინააღმდეგიმეტყობა,რომ ნამდვილად წრფელი გულით უყვარხარ.უბრალოდ ხვალ ქორწილი გვაქვს და იმედია ყველანაირი ექსცესების გარეშე ჩაივლის.
-რატომაც არ უნდა ჩაიაროს?
-არ ვიცი.ასეთი ცუდი წინათგრძნობა არასოდეს მქონია,იმედი მაქვს ის არანორმალური კაცი რამეს არ გეგმავს..
-იმ არანორმალურ კაცს ამ იარაღიდან დავაჭედებ ტყვიას თუ რამე გაბედა ხვალ,და იმდენი ხალხის სულ არ მომერიდება..-ნიკუშამ პისტოლეტი შეათამაშა ხელში და შეამოწმა ხომ ნამდვილად სავსეა ტყვიებითო.
-არ გადამრიო ახლა,შეინახე და ხვალ ეგ იქ არ დავინახო.შენ სიძე ხარ თუ ჯეიმს ბინდი?მომინდომა ბიჭმა გმირობა..ანააა,-გასძახა მერე ტყუპისცალს.-რას აკეთებთ შენ და ნინია,ჩამოდით ქვემოთ.რაღაცეები მაქვს დასაზუსტებელი.
-მოვდივართ დედა,ვემზადებით,,უნდა გავიდეთ..კიბეზე ჩამოდიოდნენ გოგოები ნაზად და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.
-სად მიდიხართ?
-ფართი გვაქვს,პატარძლებს დაძაბულობა უნდა მოვუხსნათ.-უპასუხა ნინიამ
-ყველანაირი სიგიჟეების გარეშე იცოდეთ.ხომ იცით ყველაფერს გავიგებთ-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად ნიკუშამ.
-ახლა წასვლის დროა?-აქაქანდა თამუნა და აღარ გაჩერდა.მოუხედავად იმისა რომ გოგოები უკვე წასულები იყვნენ.ნიკუშასაც მალე ბერდიამ დაურეკა და ისიც გავიდა.ქალი მარტო დარჩა,ქმარს დაურეკა ვერაფრით ისვენებდა.რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა დათამ
-სად ხარ აქამდე?მშვიდობაა?
-არვიცი როდის,მაგრამ მოვალ,დაიძინე შენ არ დამელოდო.
-დათა რა მოხდა?შენი ხმა არ მომწონს.-მაშინვე შეატყო ქმარს ხმაში რომ რაღაც სერიოზული მომხდარიყო.
-რომ მოვალ მოგიყვები.
-იცოდე ახლავე წამოვალ კომპანიაში..
-კარგი გეტყვი,ოღონდ არ ინერვიულო.კომპანიაში ფინანსური პოლიცია და საგადასახადო შემოვიდა.არ ვიცით საიდან,მაგრამ აქ რაღაც საბუთები გაჩნდა,რომელშიც დარღვევები აღმოაჩინეს,შეიძლება გადასახადების დამალვისა და ფინანსური დარრვევების გამო დაგვხურონ ან ციხეში წავიდეთ.მოკლედ ცუდი ამბებია,ოღონდ შენ მშვიდად იყავი და თუ რაღაც მოხდა და მართლაც დაგვაკავეს დამპირდი რომ ხვალ ქორწილი აუცილებლად გაიმართება და არ ჩაშლით.
-დათა ამას როგორ მთხოვ?ეს როგორ გავაკეთო?როგორ გავიღიმო,როცა შენ ასეთ განსაცდელში იქნები.-ცრემლი მოადგა ქალს.
-დამპირდი თამო?შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო ხარ?მაშინ რომ შემიყვარდა და ჩემს გამო რბოლაში საკუთარ სიცოცხლეს სწირადვა.
-შენ კიდრვ დამპირდი რომ აუცილებლად დაბრუნდები..
-გპირდები.წავედი,ახლა განყოფილებაში მივდივართ.
-სოფომ იცის?
-ჯერ არა და არ დაურეკო,არ აანერვიულო,იქნებ მოვაგვაროთ ყველაფერი.
-ეს რა უბედურება გვჭირს,გავგიჟდები ნამდვილად.
-არ ინერვიულო თამო,სიმშვიდე შეინარჩუნე.და დამელოდე მე დავბრუნდები.მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ შენც და ჩვენი შვილებიც.
როგორც კი დათას ხმა გაწყდა,მაშინვე ცრემლიები წასკდა,პირველად ხდებოდა ქმარი შეიძლება დიდი ხნით ვეღარ ენახა და საერთოდაც ეს ბედნიერი დღე უბედურებად ქცეულიყო.
*****
გუგა ბიძამისს კაბინეტში ეწვია,მხიარულად იყო.კაციც აშკარად რაღაცით იყო კმაყოფილი და ეს სახეზეც ეტყობოდა.
-აბა როგორ ხარ?ემზადები მეჯვარეობისთვის?-მიესალმა კაცი და კითხვაც დაუსვა,რასაც ირონიული სიცილი მიაყოლა.
-კი,მზად ვარ,აი ვერც კი ვხვდები რატომ აიჩემა ბურდულმა რომ მე უნდა ვყოფილიყავი მისი მეჯვარე,მაგრამ ჯანდაბა,ეს ქორწილი მაინც არ შედგება და მომიწევს მისი დამშიდება,რაც ყველაზე ძალიან მეზარება.
-იცოდე ფრთხულად იყავი და შეცდომა არ დაუშვა,ამაღამ ჩვენი გეგმის საბოოლოო განცხორციელებას ვიწყებ და არაფერი არ მიქარო.
-სულაც არ მინდა წვეულებაზე წასვლა,მაგრამ რა ვქნა აიჩემეს ჩვენი თავისუფლების ბოლო დღეა და უნდა გამოვეთხოვოთო..
-ყურადღებით იყავი,რომ დაგირეკავ წამოდი..კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში მათი დაცვის უფროსი შემოვიდა.
-რა ქენით?
-ყველაფრი ისეა ბატონო,როგორც თქვენ გინდოდათ.ბომბები ადგილზეა...
-კარგი,თავისუფალი ხარ.გადი....
როგორც კი მარტო დარჩნენ,კაცმა რაღაც ამოიღო უჯრიდან და გუგას მიაწოდა.
-ახლა ყველაფერი შენს ხელშია,თვითონ მიხვდები როცა ამის დრო მოვა,ბექაურის სასტუმროებში ბომბებია დამონტაჟებული,ერთი ხელის დაჭერა და ყველაფერი ჰაერში აიწევა,ეს დეტონატორია,ეს კი ის ბომბი,რომელიც ქორწილში უნდა აფეთქდეს.
-ეს ზედმეტი ხომ არაა?-ერთი სასტუმრო გვეკმარა ჯერ....
-არა,მტერი არასოდეს არ უნდა დაინდო,ბოლომდე უნდა გაანადგურო.როგორც იქნა,რამდენი ხანი ველოდი ამ ყვალაფერს.რამდენი ხანი...-ჩაილაპარაკა თავისთვის და კმაყოფილი გადაწვა სავარძელზე
*********
არავინ იცის სად გადის ზღვარი ადამიანის შესაძლებლობებს შორის,როცა საქმე ოჯახის წევრების და მეგობრების სიცოცხლეს ეხება.არვინ იცის ვინ რაზეა წამსვლელი მათ დასაცავად.საკუთარ თავში ისეთ ძალას ვპოულობთ,თვითონაც გვიკვირს რომ ჩვენში ვმალავთ ამ ძალას და მაშინ ვამჟღავნებთ,როცა ხელსაყრელი დრო გვიდგება....
სოფოს კაბა შეისწორა,ღრმად ჩაისუნთქა,სახეზე მოჩვენებითი ღიმილი აიკრა და ზარი დარეკა.რამდენიმე წამში კარი გაიღო და წასასვლელად მომზადებული გუგა გამოჩნდა.რომელიც დაბნეული იდგა,გოგოს მისჩერებოდა და ვერაფრის თქმა მოეხერხებინა.
-არ შემომიშვებ?-ხელში შეათამაშა ღვინის ბოთლი და ბიჭი გადაკოცნა.
-არ გელოდი,მითუმეტეს აქ და ასეთ დროს.წასვლას ვაპირებდი,ბიჭები ვიკრიბებით..
-ვიცი სადაც მიდიხარ საყვარელო,ხომ არ გავიწყდება ამ საღამოს გოგოებსაც გვაქვს დაგეგმილი წვეულება,მაგრამ მე შენთან მომინდა და წამოვედი.ცოტა გვიან მივალ.წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-არა რა თქმა უნდა.
-მაშინ იქნებ შემომიშვა,თორემ სულაც არ მხიბლავს კარში დგომა და აქ საუბრის პერსპექტივა,მითუმეტეს შეიძლება სხვა რამეც მოჰყვეს საუბარს,-გოგო მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა,მერე კი კისრისკენ ჩაუყვა.
-მოიცა რას აკეთებ?-მოიშორა ბიჭმა,გვერდით გაიწია და სახლში შეატარა,მერე კარი დახურა და უკან მიჰყვა.
-აქ არასოდეს მოსულხარ.ეს კი უცნაურად მეჩვენება..
-იქნებ იმიტომ რომ ჩვენი შეყვარებული წყვილების შემხედვარე,მეც მომინდა ოჯახური ბედნიერების გემო გავიგო.
-შენ მაგას სერიოზულად მეუბნები?-გუგა ისე იყო დაბნეული და გაოგნებული სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს.ჯერ ხომ გოგოს სტუმრობამ დააბნია და ახლა კიდევ ეს.
-რატომ არ უნდა ვამბობდე?კარგი,ვაღიარებ ზედმეტი მომივიდა მაშინ,ის სიტყვები არ უნდა მეთქვა და არც ასე უნდა მოვქცეულიყავი,მაგრამ ახლა ვხვდები ჩემს შეცდომას და ყველაფრის გამოსწორებას ვეცდები..შენც ხომ გინდა ეს?მითხარი რომ ნამდვილად გინდა.-გოგო გვერდით მიუჯდა და მკერდზე ააყოლა თითები.ბიჭი კიდევ უფრო დაიძაბა.ახლა ეს სულ არ შედიოდა მის გეგმებში,სერიოზული დავალება ჰქონდა და მის შესრულებაზე უნდა ეფიქრა.
-იქნებ ჭიქები მოიტანო,ცოტა დავლიოთ,დაძაბული მეჩვენები და მოგეხსნება.
-ახლავე..გუგა წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.სოფომ ყალბი ღიმილი უცებ შეიცვალა სერიოზული გამომეტყველებით და ამოისუნთქა.
-უფრო რთული მეგონა ვიდრე მეგონა.მაგრამ შენ ამას შეძლებ სოფო.-გაიმხნევა თავი და ისევ გაიღიმა.
ბიჭმა სისხლისფერი ღვინო ნახევრამდე ჩამოასხა,ერთი სოფოს,მიაწოდა,მეორე თვითონ და ხელში შეათამაშა.
-უცნაურია..
-რა?-გაუკვირდა სოფოს.
-შენი მოსვლა..
-წავიდე?-წარბი ასწია გიგაურმა
-არა,იყავი,ხელი ჩაჰკიდა ბიჭმა და თავისკენ მიიზიდა.
-იცი კიდევ რა არის უცნაური,შენ ყოველთვის წითელ ღვინოს ანიჭებდი უპირატესობას.რატომ?
-იმიტომ რომ სიყვარულის ფერია.
ბიჭს გაეცინა,
-ხო,ნუ იცინიხარ,მართლა ასეა,სიყვარულის ფერია.სიყვარულივით ისიც თავბრუს გახვევს და თავის კვალს ყოველთვის ტოვებს.
-მაშინ მოდი სიყვარულს გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს,-მიურტყა სოფომ ჭიქა,უცებ ისე წამოიწია ვითომ მოხერხებულად დაჯდომა უნდოდა და შემთხვევით ჭიქა ხელიდან გაუვარდა,მაისურზე დაიქცია.
-რა მოუხერხებელი ვარ,ჯერ არ დამილევია და უკვე დავთვერი მგონი.-გაიცინა ხმამაღლა.გუგამ ნახევრამდე გამოცალა სასმელი და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა.
-არაუშავს,მოდი მოგეხმარები.ხელსახოცს წაავლო ხელი გუგამ და მკერდზე მოსწმინდა.
-მე თვითონ,სააბაზანოში გავალ და ახლავე დავბრუნდები.შენ მანამდე თუ გინდა კიდევ დალიე,თუ არადა დამელოდე საყვარელო,-ლოყაზე აკოცა და წამოდგა,სააბაზანოში გავიდა.კარი გადაკეტა,ონკანი მოუშვა და სხეულზე დასხმული ღვინო მოიშორა.თან ტელეფონზე საათს დაჰყურებდა.დაახლოებით ხუთი წუთი რომ გავიდა,წყალი გადაკეტა და უკან გამობრუნდა.ნელა მიდიოდა მისაღები ოთახისკენ.დაძაბული იყო,მაგრამ მალე ესეც მოხსნა გუგა დივანზე უგონოდ მიწოლილიყო.მიუახლოვდა და მაინც გადაამოწმა.
-გუგაა..გუგაა საყვარელო რა დაგემართა?კარგად ხარ?-ღიმილით შეანჯღრია რამდენჯერმე,მაგრამ ბიჭს რეაქცია არ ჰქონდა.
-საყვარელო?ჰმ,საყვარელო არა?საზიზღარი,ამაზრზენი არარაობა.-ღიმილი უცებ შეეცვალა ზიზღით.-მოკლედ ახლა საქმეს მივხედოთ,საიდან დავიწყო.მისი საძინებლიდან რა თქმა უნდა....
ყველა საეჭვო საბუთს ფოტოები გადაუღო.თან სეიფს ეძებდა.ბოლოს კაბინეტში,ერთ-ერთმა უჯრამ მიიქცია მისი ყურადღება,დანით გახსნა საკეტი და თვალები გაუფართოვდა,იქ რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკი იდო და დასახელებები ეწერა.მის ქვემოთ მნიშვნელივანი საბუთები იდო სავარაუდოდ შემკვეთების,მიმწოდებლების და ბანკების ანგარიშები სადაც ეს შავი ფული ირიცხებოდა და მერე თერდებოდა.ყველაფერი ამოიღო,ხელში ვერ იჭერდა,იქვე მაგიდაზე მდებარე ქაღალდის პარკში ჩადო და ბინიდან გაიპარა,არეული დატოვა იქაურობა,იმედოვნებდა რომ პოლიციას მანამდე გადასცემდა ამ ყველაფერს სანამ გუგა მიხვდებოდა რომ მისი ნამოქმედარი იყო.ვერც კი მიხვდა როგორ გაიყოლა ბომბი და დეტონატორები,რომლებიც მისი ოჯახის ბიზნესის გასანადგურებლად იყო განკუთვნილი. სწრფად მიჰყავდა მანქანა,თან მაისურაძეს ურეკავდა,კაცი კი თიტქოს ჯიბრზე არ პასუხობდა.
იქით გოგოები აწუხებდნენ,ძალიან აგვიანებ და დროზე მოდიო,ამიტომ პირდაპირ ბარში წავიდა,ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა,იქვე გამოიცვალა დასვრილი მაისური და შესასვლელისკენ წავიდა.
'********

პოლიციის განყოფილებაში ნერვულად სცემდნენ ბოლთას დათა და რეზო.ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ბედავდა,საუბრის დაწყებას ერიდებოდნენ,თითქოს სათქმელი ბევრი ჰქონდათ,მაგრამ ამავე დროს არც არაფერი.ან რა უნდა ეთქვათ,როცა ერთმანეთს თვალდახუჭულები ენდობოდნენ და სჯეროდათ რომ ეს მოწყობილი იყო.ვიღაცამ სპეციალურად შექმნა ეს ყალბი საბუთები და მერე კომპანიაშიც მიიტანა.
-არა,ასე აღარ შემიძლია,ეს გაურკვევლობა მომკლავს,-მოთმინება დაელია დათას და იყვირა,-მანდ არავინ ხართ?ასე როდემდე უნდა ვიყოთ?გვითხარით რამე.
-დათაა,რა გაყვირებს?დამშვიდდი,ჩვენი ადვოკატები ყველაფერს მოაგვარებენ და გამომძიებელიც მოვა.-ჩვეულ სიმშვიდეს არ კარგავდა ბექაური.
-რომ ვერ მოაგვარონ?სერიოზულად მეშინია რეზო.როცა ასეთი რაღაც იგეგმება,მას ყოველთვის ჰყავს უკან ვიღაც დიდი პიროვნება შემკვეთი.მასთან ბრძოლა კი ხომ იცი როგორი რთულია?
-მოვაგვარებთ,მოვაგვარებთ,-ჩაილაპარაკა რეზომ და დათას მეგობრულად დაარტყა მხარზე ხელი.
-მომისმინე რეზო.თუ ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც საჭიროა,ამ ყველაფერს ვაღიარებ,ვიტყვი რომ მე გავაკეთე ყველაფერი და შენ არაფერ შუაში ხარ.
-შენ ხომ არ გაგიჟდი?რას აღიარებ?არჩადენილი დანაშაული როგორ უნდა აღიარო?თან ხვალ ქორწილია.რა პასუხი გავცე შენს ცოლს და შვილებს?ხალხს როგორ ვათქმევინო რეზო ბექაური და მისი სამეგობრო დამნაშევები არიან და თაღლითობენო.
-ახლა ეგ სულ არ მაინტერესებს,ეგ არაა მთავარი.მთავარია,რომ ერთ-ერთი გარეთ დავრჩეთ,ვიღაცამ ხომ უნდა დაიცვას ოჯახი?
-იცოდე თუ მაგას იზავ,მეც ვაღიარებ რომ მეც ვიცოდი ეს და გვერდით მოგიჯდები.-დაემუქრა რეზო.
-არა მეთქი,-უყვირა დათამ
-გიორგი და ზეზვა მიხედავენ საქმეებს,ისინი დაიცავენ ჩვენებს,თუ არა და ბიჭებიც ხომ არიან?უკვე დიდები არიან,ბოლოსდაბოლოს კომპანიას მათ გადავაბარებთ.
-არა რეზო,შენ არ გესმის და ბოლომდე ვერ აანალიზებ რა ხდება?ზეზვა ეტლსაა მიჯაჭვული.გიორგის თავის საქმეები აქვს მისახედი,ისინიც გაკოტრების პირას არიან.ბიჭები ჯერ გამოუცდელები არიან,თანაც ფიცხები და სულსწრაფები,გონებას კი არა ემოციებს ენდობიან და სისულელეებს ჩაიდენენ. ვიღაც სჭირდებათ,ვინც მათ სწორ გზას დაანახებს.
-მაშინ მე წავალ,მე ავიღებ ჩემს თავზე,-ისევ გამოსავლის ძებნას ცდილობდა ბექაური.
-მეტს აღარ გავიმეორებ,ხომ იცი რა ჯიუტი ვარ?შენ თვითონ არ მეძახდი ჯიუტ ხისთავიან მთიულს?ხოდა ამჯერად მართლა გავჯიუტდები და ჩემსას გავიტან..
-როგორ გაგიმეტო ბიჭო?როგორ?-სევდა შეერია ბექაურს ხმაში.
-ჩვეულებრივად.იცოდე დიდხანს არ დამტოვო იქ.-გაეცინა დათას და მორიგე პოლიციელს დაუძახა,-აღიარებითი ჩვენების მიცემა მინდა,გამომძიებელს დაუძახეთ..
ბექაურს თვალებიდან არ გამოსდიოდა კადრები,რომლებიც რამდენიმე წუთში განვითარდა.ბორკილებდადებული ბავშვობის მეგობარი,ამდენი წელი რომ ერთად გაატარეს და ალბათ ერთმანეთს ერთ კვირაზე მეტი რომ არ დაშორებიან.მთელი ცხოვრება ერთად მოდიოდნენ,ახლა კი ვიღაცის დაგებულ მახეში გაებნენ და არავინ იცის რამდენი ხანი მოუწევდათ ერთმანეთისგან შორს ყოფნა.ვერ აიტანდა მეგობარს ციხეში,გისოსებს მიღმა.ყველაფერს გააკეთებდა და მაინც გამოიყვანდა.სიცოცხლის ფასადაც რომ დასჯდომოდა ეს.
გული უკვდებოდა,როგორ უნდა ეთქვა ეს მისი ოჯახის წევრებისთვის?როგორ ჩარხედა მათთვის თვალებში?აუტანელი იყო ეს ყველაფერი.გული ყელში ებჯინებოდა და თითქოს ახრჩობდა,დათას გარეშე გატარებული ერთი დღეც კი მისთვის ციხის გისოსებზე უფრო მეტი სასჯელი იყო.
განყოფილებაში მომავალი თამუნა რომ დაინახა თვალებს არ დაუჯერა.საიდან გაიგოო გაიფიქრა და მაშინვე მისკენ წავიდა
-აქ რა გინდა?საიდან გაიგე?
-მითხარი რომ მშვიდობაა ჩვენს თავს?მითხარი რეზო რომ რასაც ვფიქრობ დათამ ის არ გააკეთა?-ცრემლი ჩაუდგა ქალს თვალებში რეზომ თავი დაღუნა,მისთვის თვალის გასწოოება ვერ გაბედა.
-ესეგი მაინც ის გააკეთა რასაც ვფიქრობდი..
ყველაფერი კარგად იქნება,იქ არ დავტოვებ ხომ იცი?-ქალს ხელი მოხვია და მიიხუტა
-ნეტავ მჯეროდეს ამის,ნეტავ მჯეროდეს.-ამოისლუკუნა თამუნამ და ცრემლი მოიწმინდა.
რეზოს რაღაც უნდოდა ეთქვა,მაგრამ ამღერებულმა ტელეფონმა ამის საშუალება არ მისცა,გვერდით გავიდა და უპასუხა. თამარის განწირული კივილი გაიგონა მამა გვიშველეო,მეტი აღარაფერი ახსოვს,როგორ ჩაჯდა მანქანაში და როგორ მივიდა მითითებულ მისამართზე...
********
-სად არის აქამდე დაურეკე რაა ნიკუშ?-ვერ ისვენებდა დემეტრე.
-შენ დაურეკე.
-შენი მეჯვარეა და მე როგორ დავურეკო,მიდი მიდი..
ბიჭები უკვე შეკრებილიყვნენ დაა გუგას ელოდნენ.ის კი საკუთარ სახლში იყო უგონოდ მდივანზე და ეძინა.
-ეს სტრიპტიზბარი რატომ აიტეხე ვერ ვხვდები.ჩეულებრივ მშვიდ გარემოშო წავსულიყავით,დაგველია,გველაპარაკა.
-რაო დემეტრევ ბატონო?ამაღამ გადაიღლები და ხვალ შენს მოვალეობას ვერ შეასრულებ?-გაეხუმრა ბერდია.
-მე ჩემს მოვალეობას ყოველთვის ვასრულებ,ერთი გაგულავება არ დამღლის.
-არ პასუხობს,-გაბრაზებულმა დააგდო ტელეფონი ბურდულმა..
გუგა ტელეფონის ზარმა შეაფხიზლა.თვალები მძიმედ გაახილა და ოთახში მიმოიხედა.აშკარად მარტო იყო,სოფოს დაუძახა,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.თვალში მოხვდა არეული სახლი.მაშინვე წამოხტა და კაბინეტისკენ გავარდა.უჯრაც გახსნილი იყო და აღარც საბუთები იყო.
-ჯანდაბა,ჯანდაბა,ახლა რა გავაკეთო?ვინ უნდა ყოფილიყო?არაა,სოფო ეს თუ შენი გაკეთებულია ვერ გადამირჩები.მოგკლავ,-გამოსცრა კბილებში და იარაღს წაავლო ხელი.გზად მანქანის გასარები და ტელეფონი აიღო და კიბეზე დაეშვა...

სოფომ უკანასკნელად სცადა მაისურაძესთან დარეკვა,სანამ ბარში შევიდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.ისევ გამორთული ჰქონდა ტელეფონი.ბოლოს შეტყობინება დაუტოვა სადაც იყო და მას ელოდა და პარკიანად შევიდა შიგნით.
შორიდანვე შეამჩნია გოგოები,განცალკევებით ისხდნენ და შეკვეთაც აეღოთ.ყველაფერი ადგილზე იყო.მომზადებითაც მომზადებულიყვნენ, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მაისურები ეცვათ,თავზე საკარნავალო ქუდები,საყვირები და მსგავსი რაღაცეებით აღჭურვილიყვნენ.განსაკუთრებულ ხმაურს სწორედ ისინი იწვევდნენ..მათ მიუახლოვდა,ყველა მოიკითხა და სკამზე ჩამოჯდა.
-როგორც იქნა მოხვედი,სად ხარ აქამდე?
-მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა გვანცი,მაგრამ ახლა აქ ვარ და ყველაფერი ისე იქნება,როგორც დავგეგმეთ.
-რა საქმე იყო ასეთი?საავადმყოფოდანვე რომ გავარდი?
-ხომ ვთქვი მნიშვნელოვანი,დღეს ეს საქმე აუცილებლად უნდა დამესრულებინა. დღეიდან ყველაფერუ შეიცვლება და სხვანაირად იქნება. ჩვენი ცხოვრებაც შეიცვლება.-ჩაილაპარაკა თავისთვის.
-სოფ გაიცანი,ეს ლიკას მეჯვარეა ნანკა,ეს კი სოფოა ჩვენი მეგობარი და ამ დიდი ოჯახის წევრი.-გააცნო ანამ ერთმანეთი.
თბილად გაუღიმეს ერთმანეთს.
გართობა დაიწყეს.საღამო როგორც დაგეგმილი ჰქონდათ ისე მიდიოდა.უცებ სოფოს მოეჩვენა,რომ მეტრეველი დაინახა,მაგრამ სიბნელეში კარგად ვერ გაარჩია.თავისთვის ჩაიღიმა ბედნიერმა,თუ ყველაფერი ისე წავიდოდა,როგორც დაგეგმილი იყო,ხვალიდან თავისუფალი იქნებოდა და შეეძლო მისთვის ებრძოლა,წინაარმდეგობების მოუხედავად.
მალე ბართან დუდა და ლევანი შენიშნა,მათკენ იყურებოდნენ და როგორც ჩანს სიტუაციას აკონტროლებდნენ რომ არავის შეეწუხებინათ.სოფო რატომღაც მათ გვერდით ტორნიკესაც ელოდა,მაგრამ ის არ ჩანდა.გულში რაღაც ჩასწყდა. მერე კარგად შეამჩნია,მათი დაძაბული სახეები და მზერა,მანაც გაიხედა და შემოსასვლელ კარში გუგა დაინახა,რამდენიმე ბიჭთან ერტად.მაშინვე მიხვდა რომ ბიჭმა ყველაფერი იცოდა
-გოგოებო ასე არ შეიძლება,თქვენ ყველა შესაფერისად ხართ გამოწყობილი,მე კი ჩვეულ ფორმაში,აბა სადაა ჩემი მაისური?-გაიღიმა სოფომ და იქიდან გასასვლელად მიზეზიც მოიფიქრა.
-აი აქაა,-გადმოუდო პარკით გვანცამ.
-მე გავალ საპირფარეშოში გამოვიცვლი და მოვალ.-ორივე პარკს წამოავლო ხელი და იქიდან გაუჩინარდა.
-ჯანდაბა ეს უნდა დავმალო სადმე სადაც გუგა ვერ მიაგნებს. სანამ მაისურაძე მოვა.-მამაკაცების ტუალეტში,პატარა კარადა ნახა,გამოაღო და იქ ჩადო ყველაფერი,იქიდან ჩუმად გამოვიდა და ქალების ტუალეტში შევიდა.მაისური გამოიცვალა,სახეზე ცივი წყალი შეისხა რომ დამშვიდებულიყო და მობილური მოიმარჯვა,რომ გამომძიებელისთვის ნივთმტკიცებების ადგილდებარეობა გაეგზავნა.
იგრზნო როგორ დაიხუთა უცებ ჰაერი,როგორ დაიკეტა მის ზურგს უკან კარი და გუგას სუნამოს სურნელმა ცხვირის ნესტოებში შეუღიტინა.
სარკეში კარგად ხედავდა მის ჩასისხლიანებულ თვალებს და გაცეცხლებულ მზერას,უახლოვდებოდა გოგოს,მცირდებოდა მათ შორის მანძილი და მცირდებოდა სოფოს შანსებიც.
-შენ თვითონ მეტყვი ყველაფერს თუ..?-მოჩვენებითი სიმშვიდით ჰკითხა ბიჭმა.
-რა გაინტერესებს?-ასევე მშვიდად უპასუხა გოგომ
-შენი ასე მოქცევის მიზეზი მაინტერესებს ჯერ.მერე კი როცა ყველაფერს მომიყვები,იმასაც მეტყვი სად წაიღე ის ნივთები, რაც ჩემი სახლიდან წამოიღე,არადა გეფიცები არ დაგინდობ,ყველაფერს გავაკეთებ და მაინც აგალაპარაკებ,-დანა შეათამაშა ხელში..
-რომ მომკლა არაფერს არ გეტყვი,-თვითონაც არ იცოდა საიდან,მაგრამ სითამამე აშკარად შეემატა სოფოს.-შენ გგონია ან მაგ დანის მეშინია,ან სიკვდილის?თუ ჩემი სიკვდილით ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები უსაფრთხოდ იქნებიან,ამაზეც თანახმა ვარ.
-საიდან ასეთი სითამამე და გამბედაობა,ასეთ ჩუმ და მორჩილ გოგოს?-ირონიულად ჩაეცინა გუგას.
-შენგან.შენ მასწავლე ყველაფერი.
-ვისზე მუშაობ?
-საკუთარ თავზე.
-ვერ დავიჯერებ,შენ ამდენის მოფიქრება არ შეგიძლია,შენ ხომ ისიც არ გჯერა,როგორ შეიძლება აადამიანმა ჭიანჭველა მოკლას.
-შენდა სამწუხაროდ არც ისეთი გულუბრყვილო ვარ,როგორიც ვჩანდი ან გეგონე.რაო გუგა გიკვვირს?მეც გაამიკვირდა როცა გავიგე,რომ ადამიანი რომელიც მიყვარდა უნამუსო და უსაზიზღრესი მანიაკი იყო.ვერ დავიჯერე რომ ადამიანის მოკვლა შეგეძლო.ვერ დავიჯერე.
-რას ბოდავ?რა იცი?მოყევი ყველაფერი.
-რა თქმა უნდა,არ დაგზარდები,აუცილებლად მოგიყვები.-სოფო ცდილობდა დრო გაეწელა,რომ მისი გაქრობა გოგოებს შეემჩნიათ ან მაისურაძე გამოსულიყო კონტაქტზე.
--ვერ დავიჯერე რომ ადამიანი,რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა ნარკოტიკების გამსაღებელი იყო,იმისთვის რომ მილიონები აეღო,ნარკოტიკში საწამლავს ურევდა,რაც ახალგაზრდების სიკვდილს იწვევდა.პირველად რომ საავადმყოფოში შემოიყვანეს,თვალებს ვერ დავუჯერე,ის ბავშვები ისეთ დღეში იყვნენ.შვიდი ადამიანი ჩემს თვალწინ მოკვდა,ისე რომ ვერაფერი ვერ ვუშველე,ხელი ვერ გავანძრიე,ჯერ სულ ბავშვები იყვნენ,გუგა,გესმის?ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის ბავშვები.ჯერ ცხოვრებას ეხლა იწყებდნენ.
-მე რა შუაში ვარ მერე?ვერ ვხვდები.ისინი თუ სუსტები არიან და გართობის გამო ყველაფერზე მიდიან.საცოდავები არ არიან,არ უნდა შეგეცოდონ.ისინი უბრალოდბუნძური ლეშები არიან.ცოცხლად ლპებიან და ვერ ხვდებიან სადამდე ეშვებიან.
-ისინი კი არა თქვენ ხარტ საცოდავები და არაკაცები.დაუნდობელი მკვლელები.ხორცშესხმული სატანები.
-გეყოფა.გეყოფა ახლა,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.განაგრძე მოყოლა.
-ახლავე.სოფომ შეისვენა და ისევ დაიწყო.-ერთ-ერთმა რომ შენი სახელი და გვარი ახსენა ვერ დავიჯერე.მეგონა მომესმა,მერე შენი ფოტო მომცა და უკანასკნელადაც ამოისუნთქა.ჩემს ხელებშჯ დალია სული,მაგრამ მეხვეწებოდა რომ მისთვის სიცოცხლე შემენარჩუნებინა. მას შემდეგ გადავწყვიტე რომ ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებდი.შენზე დაკვირვება დავიწყე,ყველაფერი სხვანაირად დავინახე,ისიც კი შევამჩნიე რომ შენი სიყვარული მოჩვენება იყო,შენი ყველა შეხება,შენი კოცნა,ჩახუტება,შენი ყველა ყალბი სიტყვა მკლავდა და მანადგურებდა,მაგრამ მაინც ვცოცხლდებოდი,იმიტომ რომ იმ საცოდავი ბავშვების სიკვდილის მიზეზი უნდა გამერკვია. მერე კიდევ რაღაც მოხდა.შენ ერთხელ ვიღაცამ დაგირეკა,ტელეფონი მაგიდაზე დაგრჩა,როცა ტუალეტში გახვედი.ნომერი ამოვიწერე და გავარკვიე ვინც იყო.როცა მამამ და ბიძაჩემმა ჩვენი მტერი ახსენეს და შეშინებულები იყვნენ,ფიქრობდნენ როგორ ეპოვათ ის და როგორ დაეცვათ ოჯახი,მე უკვე ყველაფერი ვიცოდი.მაშინ მივხვდი რომ ბიძაშენმა ისეთ არარაობად და ბოროტებად გაქცია,როგორც თვითონაა.ამიტომ არ მოგცემ უფლებას,რომ რამე დაუშავო მათ,სიცოცხლის ფასად რომ დააიჯდეს,მათთვის რამის დაშავების უფებას არ მოგცემ.გამატარე,-დაასრულა სოფომ და გევრდის ავლა სცადა,მაგრამ ბიჭმა თმაში ჩაავლო ხელი და შეაჩერა.
-ვერსად ვერ წახვალ,ვერ გაგიშვებ,არ მოგცემ უფლებას რომ გეგმები ჩაგვიშალო.
-რას აკეთებ?
-თუ არ მეტყვი სად წაიღე ისინი,რაც ჩემი ბინიდან წამოიღე,სიკვდილს განატრებინებ ისეთ დღეში ჩაგაგდებ.-დაიმუქრა ბიჭმა დააუფრო მტკივნეულად
დაქაჩა თმა.-მითხარი ვის მიეცი ის ყველაფერი ან ვინ დგას შენს უკან?
-რომ მომკლა არ გეტყვი.მალე ისედაც შენი აღსასრულის დრო მოვა,წუთების ათვლა დაიწყო.ერთი..ორი...სამი...დათვლა დაიწყო სოფომ და დამცინავად შეხედა გუგას.
-მოგკლავ,-იყვირა გუგამ-მაგრამ მანამდე იმას მივიღებ რისთვისაც შენ ჩემთან მოხვედი და ვერ დავასრულეთ.-ქამრის შეხსნა დაიწყო და გამოიძრო კიდეც.
-რას აპირებ?არა,არ გაბედო,გთხოვ გუგა.ოღონდ ეგ არა,-მუდარა გაერია გოგოს ხმაში და უკან დაიხია.
-მითხარი სად წაიღე?
-არ გეტყვი.
-მაშინ მოემზადე.-ბიჭმა ხელი მოიქნია და სახეში დაარტყა,სოფოს ცხვირიდან სისხლმა იფეთქა.-მითხარი..ყვიროდა ბიჭი და გამეტებით ურტყავდა,სახე სულ სისხლით შეეღება.უგონოდ დაეცა ძირს..
-გონება არ დაკარგო.მიდი გამოფხიზლდი,მითხარი ყველაფერი..ახლა წიხლებით შესდგა,უმოწყალოდ ურტყავდა ქამარს. ალბათ ცემისგან შემოაკვდებოდა, მოულოდნელად ვიღაცას კარი რომ არ შემოეგლიჯა და მხრებში ჩააფრინდა.
-რას აკეთებ არაკაცო?მოგკლავ გუგა,შე ნაბიჭ....ქალზე ხელი როგორ აღმართე.-თვალებზე ბინდი გადაეკრა და ძლიერად დაარტყა.დიდი ჩხუბი ატყდა,იქამდე ურტყა მეტრეველმა სანამ ისიც უგონოდ არ დაეცა.ხელები გადაეყვლიფა და დაუსისხლიანდა.სოფოსთან მუხლებზე დაემხო,ხელებით წამოსწია,სხეულზე მიიკრა და ცრემლი მოერია.
-გთხოვ გაუძელი ჩემო გოგო.გთხოოვ. მაპატიე,რომ დამაგვიანდა,ვერ მოგისწარი.მაპატიე.ჩემი მამაცი გოგო.ეს რა დაგმართა,ეს რა გიქნა იმ არაკაცმა.შენი ყველა წრილობა მტკივა,ისევე მტკივა,როგორც შენც.ჩემო გოგო.-პირველად იტირა თავის ცხოვრების განმავლობაში და ისიც სიყვარულმა აატირა,საყვარელი ადამიანის ასეთ მდგომარეობასი ხილვამ გაანადგურა.
-მიშველეეთ.-იღრიალა ბოლო ხმაზე და უფრო და უფრო იხუტებდა სიკვდილის პირას მყოფ გოგოს..


მგონია რომ ისეთი არ გამომივიდა ეს თავი,როგორიც დავგეგმე,რადგნა პირველი ვარიანტი წამეშალა,ამია დაწერაზე კი ბევრი ვიწვალე რომკარგი გამოსულიყო.რა გამოვიდა თქვენ შეაფასეთ;)



№1 სტუმარი M

მალე დადე რა როგორც ყოველთვის არაჩვრულებრივია ...

 


№2  offline წევრი katiusha

M
მალე დადე რა როგორც ყოველთვის არაჩვრულებრივია ...

ეს თავი იმდენჯერ წამეშალა რომ კინაღამ ჭკიიდან გადავედი.ვევცდები ახალი მალე დავდომ

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგიააა,მალე ველპდები ახალ თავს,

 


№4  offline წევრი katiusha

სტუმარი nancho
ძალიან კარგიააა,მალე ველპდები ახალ თავს,

ერთი ორი დღე დამჭირდება

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

თორნიკეს რეაქციაზე. ეკლებმა დამაყარაააა. უმაგრესი თავი იყო

 


№6  offline წევრი katiusha

სტუმარი ნათია
თორნიკეს რეაქციაზე. ეკლებმა დამაყარაააა. უმაგრესი თავი იყო

თითქმის მზადაა,მომდევნო თავი და ახლა ნახავთ ტორნიკეს რეაქციებს და უმაგრეს ნინია არაბულს

 


№7 სტუმარი Ano

Visac wina istoria wakitxuli ar aqvs, shegidzliat mokled gvitxrat ra xdeba? Da wina istoriis gmirebi romelia da axalis romelia da ratom da ristvis :)))). Imdeni saxelebia, sogi ertnairi rom avirie.
Madloba.

 


№8  offline წევრი katiusha

Ano
Visac wina istoria wakitxuli ar aqvs, shegidzliat mokled gvitxrat ra xdeba? Da wina istoriis gmirebi romelia da axalis romelia da ratom da ristvis :)))). Imdeni saxelebia, sogi ertnairi rom avirie.
Madloba.

გეტყვი ახლავე..ჩემზე კარგად მაინც არავინ გეტყვის:)

katiusha
Ano
Visac wina istoria wakitxuli ar aqvs, shegidzliat mokled gvitxrat ra xdeba? Da wina istoriis gmirebi romelia da axalis romelia da ratom da ristvis :)))). Imdeni saxelebia, sogi ertnairi rom avirie.
Madloba.

გეტყვი ახლავე..ჩემზე კარგად მაინც არავინ გეტყვის:)

წინა ნაწილში მთავარი გმირები იყვნენ სოფო გიგაური და რეზო ბექაური.მათი შვილები არიან თამარი და დემეტრე.სოფოს მეგობარი თამუნა და რეზოს მეგობარი დათა ბურდული,რომელიც დაქორწინდენ და ყავტ ტყუპები ანა და ნიკუშა. სოფოს კიდევ ერთი მეგობარი ზეზვა და მისი ცოლი კესო მათ ჰყავთ ორი შვილი ნინია და ბერდია არაბული. კიდევ სოფოს ძმა გიორგი გიგაური და შვილი სოფო გიგაური უმცროსი,რომელიც დის საპატივსაცემოდ დაარქვა და მისი ცოლი მაიკო. უფროსი სოფოს კიდევ ერთი მეგობარი ირაკლი და მისი შვილი გვანცა,რომელიც დემტერეს საცოლეა. სოფოს ყოფილი საქმრო ზაზა მეტრეველი და მისი შვილი ტორნიკე მეტრეველი და მისი ძმაკაცები ლევან ქისტაური და დუდა შენგელია. თუ ვინმე გამომრჩა და გაუნტერესებს მკითხე და გეტყვი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent