შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შარლის ძიებაში


27-10-2018, 21:44
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 025

როცა ზამთრის სუსხი ირგვლივ ყველაფერს ყინავს და შენ მაინც არ გცივა :
1. ან კარგი გამათბობელი გაქვს
2. ან უზომოდ ბედნიერი ხარ
3. ან კი,იმდენად ცივი,რომ აღარაფერი მოქმედებს შენზე...
თუმცა მე _ არც კარგი გამათბობელი მქონდა,არც უზომოდ ბედნიერი ვიყავი და მითუმეტეს,არც იმდენად ცივი,რომ ჩემზე აღარაფერს ემოქმედა. არა, მე უბრალოდ ძიების პროცესში ვიყავი და საოცრად მამშვიდებდა ზამთრის პარიზი.
ფიფქები ისე ნაზად ეშვებოდნენ მიწაზე,რომ მათი ყურებისას სუნთქვის შეკვრა მომინდა და ისიც კი გავიფიქრე _ ირგვლივ ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება,ისე სწრაფად რომ ხანდახან ამას ვერც ვაცნობიერებთ,ან დაფიქრების საშუალებაც არ გვეძლევა_ თქო. თავგადაწეული ვიდექი ცარიელ ქუჩაში და მინდოდა ერთი ფიფქისთვის მედევნებინა თვალი,მაგრამ ნელი ფარფატის მიუხედავად თვალი სხვა ფიფქებისკენ გამირბოდა და მეღიმებოდა. არ ვიცი,რამდენ ხანს ვიდგებოდი ასე მომღიმარი ჩემი ყურადღება ნახევრად მოყინულ გზაზე შეშლილებივით მორბენალ წყვილს რომ არ მიექცია.გულიანად იცინოდნენ და ხელში ორივეს ცალ_ცალი, სხვადასხვა ზომის ციგურები ეჭირა. ალბათ მოედანზე სასრიალოდ მიდიოდნენ,გოგო წინ მირბოდა,ბიჭი კი სრიალით ცდილობდა მის დაჭერას,საკმაოდ თბილი სანახაობა იყო,მაგამ რატომღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა და როგორც კი თვალს მიეფარნენ მეც გზა განვაგრძე.
შევეცადე კაფეს კარი რაც შეიძლებოდა ნელა შემეღო,მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც არ გამომივიდა და კარების ხმაზე ძველი საცხობის ზემოდან გაბრაზებულსახიანმა ანეტმა ამოყო თავი. თავი დამნაშავედ ვიგრძენი,როცა წინა დღის დანაპირები გამახსენდა და სწრაფად გავიძრე პალტო,რომ მივხმარებოდი და ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.
_ შენ რა ისევ ჩაგეძინა? _ ცალი თვალი დეტექტივივით მოჭუტა და უცხოსავით შემათვალიერა.
_ არა,უბრალოდ..._ სანამ წინადადებას დავასრულებდი ჩაიკისკისა და უცებ მკითხა
_ აბა რა ქენი,დაგამტკიცეს როლზე?_ მერე ასევე სწრაფად მომიახლოვდა და ქუდი მომხადა_ თმას დაიხვევ და ალბათ ბევრი სამკაული დაგჭირდება,შესანიშნავი ესმერალდა იქნები.
_ ხო ანეტ,დამამტკიცეს_ მგონი ჩემი პასუხი არც კი გაუგონია,ისე მიუბრუნდა ახლად მოხატულ კედელს,რომლის გაფორმებაშიც მე მონაწილეობა არ მიმეღო.
მიუხედავად იმისა,რომ ანეტმა ხატვა არ იცოდა,მაინც შესანიშნავად გადაეტანა ყავის სამშობლო რუკიდან კედელზე .ალბათ ამ ადგილას ჯდომა და ყავის სმა შემიყვარდებოდა,რადგან სიმყუდროვე ვიგრძენი და ის დღე გამახსენდა ანეტი,რომ პირველად ვნახე.
მანამდე მარტო არასდროს მეცხოვრა და ამიტომ,როდესაც ჩემი კედლის მეზობლისგან საშინელი ნგრევის ხმები მესმოდა ვერ ვხვდებოდი ცოტა ხანიც უნდა დამეცადა,თუ გაღიზიანებულს უნდა ჩამომეღო მისი კარი და ერთი გემრიელად გამომელანძღა.თავიდან ეს ყველაფერი ნაკლებად მაწუხებდა,რადგან მთავარი მიზეზი,რის გამოც ცალკე გადასვლა გადავწყვიტე არც ისე ცნობილი თეატრის ძალიან ცნობილი პიესების ავტორი იყო და კიდევ 23 წლის ასაკში გამოთქმული გაძლიერებული ლტოლვა დამოუკიდებლობისაკენ,ამიტომ ხშირ შემთხვევაში ხმაური არ მაწუხებდა,რადგან ან ქასტინგზე ვიყავი,ან კიდევ მშობლების სახლში დარჩენილი წვრილმანების წამოსაღებათ.მაგრამ როცა ხმაურმა ღამეც შემაწუხა ავდექი და რაც შეიძლებოდა მშვიდი სახით დავაკაკუნე.ხმაური კაკუნზე ძლიერი აღმოჩნდა,ამიტომაც კარი არავინ გამიღო და ღამის გათენება მომიწია,ხოლო გამთენიისას კი ყველაფერი შეწყდა და კარი მხოლოდ მაშინ გამიღეს,როცა საშინელი ნგრევის ნაცვლად ტირილის ხმა გავიგე.
როგორც შემდეგ თვითონ ანეტმა მიამბო,სამი თვის წინ ის და მისი შეყვარებული აქ,ბებიამისის დანატოვარ ბინაში გადმოსულიყვნენ ბედნიერი თანაცხოვრების იმედით და კიდევ იმიტომ,რომ ანეტს ძალიან უნდოდა ერთ დროს ბებიამისის კუთვნილი კაფეს ხელახლა გახსნა,ისე რომ დიდად არაფერი შეეცვალა. სამწუხაროდ იმედები იმედებად დარჩა და საყვარელი ადამიანის ღალატის გამო ცხოვრებაზე გამწარებულმა ანეტმა ჟანის,(ასე ერქვა მის ყოფილ შეყვარებულს) ჯერ კიდევ ამოსაბარგებელი ნივთები,ყველაფერი,განსაკუთრებით კი თეთრეული პირდაპირ აივნიდან ქუჩაში აფრინა. მერე კი გასაღების მოსატანად კარებში ატუზულს მაგრად უთავაზა კვერცხებში და საბოლოოდ ტირილითაც რომ ვერ დაიცალა,სახლის გადაკეთება აიტეხა და ყველა ოთახის ერთ დიდ სივრცედ გაერთიანების პერსპექტივით თვითონვე მიჰყვა კედლების ნგრევას და ხმაურით შეწუხებული მეზობლების ლანძღვას.
_ შენთვის საჩუქარი მაქვს_ ფიქრებიდან გამომარკვია_ მგონი შენი თეატრი უნდა იყოს,აბა კარგად დააკვირდი,მართალია გაცრეცილია,მაგრამ...
წითელი საქაღალდიდან ძველი,შავთეთრი ფოტო გამოაძვრინა და კრუასანების გამოსაღებათ ღუმელთან ისკუპა.
ფოტოზე გამოსახული გოგონა ცარიელი თეატრის სულ ბოლო რიგში იჯდა,ჩემსავით წელამდე თმა გაეშალა,მაჯებით კი წინა რიგის სკამს დაყრდნობოდა.ისეთი სანახავი იყო,თითქოს სპექტაკლის ერთი რომელიმე,მისთვის ძვირფასი წამი დაეჭირა,ფოტოგრაფს კი ეს სანახაობა ოსტატურად დაეფიქსირებინა.
_ გაინტერესებს ვინ არის ხო?მეც დიდხანს ვფიქრობდი,საოცრად გგავს.
_ ალბათ ყველაზე ადვილი ამ ფოტოს გაცოცხლება იქნება.
,,ფოტოს გაცოცხლება’’ _ ასე შეარქვა ჩემ უცნაურ საქმიანობას ანეტმა,როცა გავუმხილე,რომ ფოტოზე ნანახ ადგილს ვპოულობდი,მივდიოდი და ცოტა ხნით იმ ადგილას,ზუსტად იმ პოზაში ვიყინებოდი. დანამდვილებით არ ვიცოდი ასე რატომ ვიქცეოდი,მაგამ შემეძლო მეთქვა რას ვგრძნობდი,როგორ მიპყრობდა თითქოსდა ჯაჭვური რეაქცია,ეს ჯაჭვი ხომ რამდენიმე წუთით მე ვხდებოდი. მე თავს წარსულისა და აწმყოს მაკავშირებელ ელემენტად ვგრძნობდი.
_ მზადაა_წამოიძახა ანეტმა და ღუმელი გამოაღო
ირგვლივ კრუასანის ტკბილი სურნელი დატრიალდა.ყავის გამზადებას აღარ დაველოდე და ერთი ცალი კრუასანი შევსანსლე.
_ მთელს მსოფლიოში ყველაზე სასაცილოდ ჭამ ცხელ კრუასანს_ გადაიკისკისა.
ბოლო ლუკმა ჩავყლაპე და საყვედურივით გამომივიდა
_ აბა ასეთ გემრიელებს რომ აცხობ რა გგონია?
_ ამჯერად საიდუმლო ინგრედიენტი დავუმატე ბებიას რეცეპტიდან .
_ რა ინგრედიენტი?_ დავინტერესდი
_ საიდუმლო_ თვალი ჩამიკრა და თეთრ,ძალიან თხელ ფაიფურის ფინჯნებს ფრთხილად მოურია.
როცა ერთად საუზმობას მოვრჩით და კაფეს ოფიციალურად გახსნის თარიღზეც შევთანხმდით მე რეპეტიციაზე წავედი,ანეტს კი უამრავი წვრილმანი ჰქონდა მოსაგვარებელი,მათ შორის ახალი ყავის აპარატიც,თუმცა ამას არ აღიარებდა.გარეთ ისევ ისე ნაზად თოვდა და ფეხით გასეირნება გადავწყვიტე,გზაში ჩემს ტექსტს ვკითხულობდი და თან დაგეგმილი მქონდა კიდევ ერთხელ გულისყურით გადამეკითხა ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი’’.
რეპეტიციის დამთავრებისთვის უკვე შებინდებულიყო და ახლა უფრო მსხვილად თოვდა,მაგრამ სახლში მაინც ფეხით მივდოდი და მხოლოდ მაშინღა გამახსენდა ანეტის მოცემული ფოტო. ეჭვიც არ მეპარებოდა,რომ ნამდვილად ჩემ თეატრში იყო გადაღებული. თავში ათასგვარი ფიქრი მიტრიალებდა,მეწყვილე,კვაზიმოდოს როლის შემსრულებელი იმაზე სიმპათიური აღმოჩნდა ვიდრე მოველოდი და ეს რაღაცნაირად მამხიარულებდა.
ფეხით მივუყვებოდი სავსე ქუჩას და სიცივეს არ ვიმჩნევდი,ვიცოდი რომ ანეტი უკვე სახლში მელოდა და ეს შეგრძნება მათბობდა.
_ საშინლად დაღლილი სახე გაქვს,ნახევარი საათის წინ დედაშენმა დარეკა და გიკითხა,გადაურეკე ცოტა აღელვებული მომეჩვენა_ კარის გაღებისთანავე მომაყარა ანეტმა და ფერადი სიგარეტი გააბოლა.
_ გუშინ უნდა დამერეკა მე კიდე თავიდან ამომივარდა,ისევე როგორც შენი მოცემული სურათი._ ჩანთიდან ფოტო ამოვიღე და მაგიდაზე დავდე,რომ აღარ დამვიწყებოდა.
_ გგონია შესაძლებელია შარლის ნახვა?
_ არ ვიცი,არ ვიცი_ სევდიანად გამომივიდა,როცა ჩემი ახალი ცხოვრების მთავარი მიზეზი შემახსენა . მე მხოლოდ მისი სახელი ვიცოდი და მანამდე ხშირად დავდიოდი მის პიესებზე.ზუსტად არავინ იცოდა,როგორი იყო ან როგორ გამოიყურებოდა,ამიტომ მსახიობთა წრეში მასზე ათასი ჭორი დადიოდა.ზოგი ამბობდა ძალიან თავმდაბალია და ამიტომაც ანონიმურად ზის და წერსო,ზოგი კიდე იმდენად ბებერია,რომ ყველაფერი თავს აბეზრებსო და სხვა მრავალი.ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას თუ როგორი იყო,ან როგორ გამოიყურებოდა,მთავარი ის იყო რისი თქმა სურდა და როგორ მოდიოდა ეს ჩვენამდე.
_ მადლენ_ სრული სახელით მომმართა_ არ გიხდება სევდიანი სახე,კარგი რა მადი,გახსოვს კედელი?_ გაიღიმა და ერთ დროს ჩვენ ოთახებს შორის არსებული კედლისკენ მიმითითა სადაც ძველებური სავარძელი დაედგა.
_ მახსოვს თუ არა?_ გამეცინა_ ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, შენი ბოროტი სახე...
სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯარა გამოვაღე,არ მიყვარდა სახლში სიგარეტის სუნი რო ტრიალებდა.
_ ცოტა განერვიულებული იქნება დედაშენი აბა რა,ეიფელის ხედს რომ ბებერი კლოდის ჭრელი წინდებისა და გიგანტი ტრუსების ჰორიზონტალ,ცისარტყელა ხედზე გაცვლი ბატონი შარლის გამო. _ ორივეს გაგვეცინა,ტრუსები მართლა იმხელა ზომის იყო.თან პატრონს ისე სასაცილოდ გაეფინა, იფიქრებდი რომ ცოტაც და ან წვრილი, ნახევრად გაფუჭებული თოკი ჩაწყდებოდა,ან გიგანტი,მყვირალა სტაფილოსფერი ტრუსები პარაშუტივით დაეშვებოდა რომელიმე მოსიარულეს თავზე.
ანეტი ყოველთვის ბევრს საუბრობდა,ხშირად როცა ვცდილობდი მისი მოყოლილი ისტორია გამეხსენებინა,გონებაში მხოლოდ დაუსრულებელი ფრაზები მიტივტივდებოდა. რაღაც თეატრზე,არა,კინო იყო,ვუდის ინტერვიუ წავიკითხეო,ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა წინადადება,რომ სხვა რაღაც გაახსენდებოდა და ახლა მის წარმოდგენაში,სამომავლოდ შესაძენ კაფეს სკამებზე,ან ახალი ჯიშის ყვავილებზე აგრძელებდა ლაპარაკს.
არა,არ გეგონოთ,რომ ერთი უაზრო ლაქლაქა იყო,დიდი თაფლისფერი თვალებითა და მხრებამდე შავი თმით,მას ჟესტებით უყვარდა სათქმელის გადმოცემა და თან ისე გრაციოზულად. საოცარი სინაზით,ბავშვური ხმითა და კისკისით ყველაფერს აცოცხლებდა,როგორც უცხოელები იტყოდნენ,ის იყო ნამდვილი ,,პარიჟანკა’’,რომლის გვერდითაც მოწყენის საშუალება არასდროს გექნებოდა.
იმ ღამეს ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ,უფრო მეტი კი ვიცინეთ,მაგრამ ამის მიუხედავად ღამე ძილი არ მომეკარა და გამთენიისას თეატრში წასვლა გადავწყვიტე. ამჯერად ფოტო არ დამვიწყებია და როგორც კი სცენაზე კიდევ ერთხელ მარტომ გავიარე რეპეტიცია, ფოტოზე ნანახი სკამისკენ წავედი და უკვე დავრწმუნდი,რომ ანეტი მართალი იყო. იმ ადგილას ისეთი შეგრძნებით დავჯექი,თითქოს რაღაცას ველოდი,დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ ხმაური შემომესმა და სცენაზე მსახიობები გამოვიდნენ,მაგრამ ადგილიდან არ გავნძრეულვარ. უცნაური იყო,არც ერთი მათგანი ხმას არ იღებდა,საიდანღაც კი ნაცნობი მუსიკის ხმა ისმოდა,მერე უცებ დაიწყო.
_ ყველაფერი წაიღე,სულ,სულ,სულ_ სცენის ერთ კუთხეში მდგარი ბიჭი გაღიზიანებული ეუბნებოდა მის წინ მდგომ გოგონას და ნერვიულად აწვალებდა სიგარეტის კოლოფს.
_ აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა,ჰა_ გოგონამ გიჟივით გადაიხარხარა,მერე კი მოულოდნელად სულ გაჩუმდა,სახე დაუსერიოზულდა,გაეყინა,მზერა მის ტუჩებზე შეაჩერა. ბიჭმა კოლოფი კედელს ესროლა,ნელა მიუახლოვდა და გაყინული ქალის სახე დამცინავად შეათვალიერა.სიმწრისაგან შუბლზე გამობერილმა ძარღვმა თამაში დაუწყო,ორი წამიც და ბრძოლის ველზე გაჭრილი მხედარივით დაიწყო ყვირილი._ ააააააააა აა ა აააა ააა
გოგოს სახე არ შეცვლია,მარტო ცრემლები წამოუვიდა,თავისით წამოუვიდა.
_ თქვი,თქვი,თქვი_ გაცხოველებული ბიჭი გაშეშებულს მკლავებში ჩააფრინდა და ყვირილი განაგრძო, ,მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ დუმილი მიიღო .ბოლოს ნელა გაჩუმდა,ხელებს ერთი მოძრაობით გაუშვა და მუშტები შეკრა ,მერე კი მიგდებული სიგარეტის კოლოფის ძებნა დაიწყო.
უცებ კულისებიდან სათვალიანი ბიჭი გამოვიდა,ხელში უამრავი ქაღალდი ეჭირა,პირიდან ფანქარი გამოიღო და მსახიობებს მიმართა
_ ასე არ ივარგებს,რომ დავასრულებ მერე...
სულ ეს იყო,წამის წინ ერთმანეთზე გაგულისებული წყვილი ღიმილით ჩავიდა სცენიდან და თანხმობის ნიშნად დატოვა დარბაზი. მაშინღა დავიწყე ბიჭის გულმოდგინედ დაკვირვება. იქნებოდა ასე 25 ან 26 წლის,26 ის როგორც შემდეგ გაირკვა და რა საოცარიც არ უნდა იყოს,ის იყო შარლი,ჩემთვის კი უბრალოდ ჩარლი...
ის მუდამ ესწრებოდა ჩემ სპექტაკლებს,მაგრამ ალბათ მწერლის რაღაც მოლოდინი ჰქონდა,ახლა რომ ვფიქრობ,სულ უფრო ვრწმუნდები რომ რისიც არ უნდა გჯეროდე,მთავარია საკუთარი თავის რწმენა და ის,რაც გულით გსურს,რისი ნაწილიც გინდა,რომ იყო.
_ იცი ანეტ,მე ის ვნახე,მე დღეს ის ვნახე,მას ისეთი დიდი,ოცნებისფერი თვალები აქვს... _ სახლში გაქცეულმა სასწრაფოდ ვახარე
_ რა?დიდი თვალები? ოცნებისფერი?_ ისე გადაიკისკისა ვეღარ ჩერდებოდა.
_ ხო,ხო,ხო ოცნებისფერი.
_ ამაზე უცნაური ტიპია? ჯერ მაგიდებიც კი არ გვაქვს ამან კიდე კაპუჩინოო და უცებ მოჯდა,მგონი ვერც მე დამინახა._ ანეტმა იმ მყუდრო ადგილისკენ გამახედა,რომელიც რამდენიმე დღის წინ ამოვიჩემე,სადაც ის იჯდა,უამრავ ქაღალდებსა და წიგნებთან ერთად,როგორც გადაშენებული მოდგმის ერთადერთი წარმომადგენელი ,,წიგნოზავრი’’,იაკობ მენდელი.
_ ანეტ, ეს შარლია...



*** არ ვიცი, ალბათ განწყობის და ამინდის ბრალია, საშინლად მომინდა თქვენთვის ჩემი 4 წლის წინ დაწერილი მინი ისტორია გამეზიარებინა. იმედია კარგ განწყობას შეგიქმნით. <3



№1  offline წევრი Naka

რაღაცნაირი იყო,
უცნაურობანარევი,
ძალიან მიყვარს ასეთი სტილით დაწერილი ისტორიები,
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,
ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ჩემს ხასიათს სჭირდებოდა,
მომეწონა, ძალიან heart_eyes heart_eyes
--------------------
Carpe diem

 


№2  offline წევრი melanqoliki

Naka
რაღაცნაირი იყო,
უცნაურობანარევი,
ძალიან მიყვარს ასეთი სტილით დაწერილი ისტორიები,
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,
ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ჩემს ხასიათს სჭირდებოდა,
მომეწონა, ძალიან heart_eyes heart_eyes

ძალიან მიხარია თუ მოგეწონა <3 ერთი ამოსუნთქვით მაქვს დაწერილი წლების წინ და დღეს ვიპოვე შემთხვევით <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent