შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ედელვაისი 5


28-10-2018, 01:14
ავტორი Soow
ნანახია 848

-რას ნიშნავს ყველაფერი ეს?-გაკვირვებული მისჩერებოდა უცნობს.
-რას უნდა ნიშნავდეს,ქალს ვეპრანჭები,რაიმე საწინააღმდეგო გაქვს?
-ჰმ! არა ... ხო მაქვს თქვენ მე მითვალთვალებთ!
-იცი,სხვანაირად როგორ შეიძლება აარჩიო ის ადამიანი რომლის გაცნობა გინდა?
-არ მესმის თქვენი! საერთოდ ვინ ხართ საიდან მიცნობთ?
-მე ძალიან კარგად გიცნობ,ევა!
-რათქმაუნდა მიცნობთ,დღედაღამ მითვალთვალებთ.
-შენ მართლა ვერ მიცანი ხო?
-რათქმაუნდა ვერა! მე თქვენგან განსხვავებით ადამიანებს კუდში არ დავყვები.
-ასე რომ ვცადოთ?-უცნობმა სათვალეები მოიხსნა და მწვანე თვალებით მიანათა.მუქი კანი , თმა და მყვირალა მწვანე თვალები.ევამ გონებაში სიამოვნებისგან ამოიკვნესა-ვერც ახლა მცნობ?ცოტა დაფიქრდი.
-საიდან უნდა გიცნობდეთ ?-ახლა უკვე პირმინაბული ესაუბრებოდა.
-ევა! წარმოიდგინე თითქოს გრძელი აწეწილი თმა მაქვს და ძალიან სუსტი ვარ.
-და კიდევ შოკოლადის სასახლეს აშენებ ქვიშაში?-ევას ბედნიერი ღიმილი გადაეკრა!-რიკი?
-ჰაა!-ოფიციალურ სამოსში გამოწყობილი იდუმალი მამაკაცი, ისევ იმ უცნაურ შოკოლადის ბიჭუნად გადაიქცა,უნივერსიტეტის პირველკურსზე რომ იყო!
-შე უნამუსო! ჩემი თვალთვალის ჭკუაც კი გეყო!რატომ არ მნახე?
-ძნელი ასახსნელია! გინდა ცოტა ხნით გავისეირნოთ?
-რათქმაუნდა! მიკვირს ეს აქამდე რატომ არ გააკეთე, რა საჭირო იყო იმდენი სიურპრიზები?
-ძნელი ასახნელია!
-ეგ წინადადება შენი დევიზია?
*******
-რიკ მომიყევი შენს შესახებ! რას საქმიანობ? სად ცხოვრობ?
-მეც აქ ვცხოვრობ, ეგ თქვენი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რომ დავტოვე,პირველივე კურსიდან.იმ საკითხში გადავეშვი რაც მეხერხებოდა! ახლა შოკოლადის იმპერია მაქვს!ისევე როგორც შენ გაქვს ვირტუალური.
-ანუ ახლა შოკოლადის ბიზნესი გაქვს?
-არა ახლა შოკოლადის პლანტაციები მაქვს აფრიკაში,საკუთარი ქარხანა მაქვს ვაშინგტონში,პატარა წილი სხვადასხვა კომპანიებში , ერთი ოთხი შოკოლადის სახლი და რათმაუნდა საიდუმლო რეცეპტები.
-ვაუ! არაგიშავს ხო?-ცინიკურად დაეკითხა ევა.
-ხო ,თვიდან თვემდე თავი გამაქვს-სარკაზმს მანაც არ უღალატა.
-ხო! კრისტი? თქვენ ხომ დაქორწინდით?
-ევა დაახლოებით ერთ წელიწადში დავშორდით.
-მაპატიე არ ვიცოდი.
-არაუშავს,სამაგიეროდ საჩუქარი დამიტოვა ჩემი გოგონას სახით.-მობილური ამოიღო და მის ფონზე დაყენებული პატარა გოგონას სურათი უჩვენა.
-ულამაზესი გოგო გყოლია!
-შენ? შენი ქმარი?
-რა?
-ხო ქმარით დაგინახე ... შენთან სტუმრობას ვაპირებდი,შენს სამსახურში მივედი იქ არ დამხვდი მითხრეს სადაც იყავი.ჩემს პატარასთან ერთად შენთან წამოვედით ნუ მერე ის დავინახე რაც არ უდა დამენახა! სხვა დროს შენ და შენმა ქმარმა ჩაცმულებმა იჩხუბეთ და მაინცდამაინც ფანჯრის წინ არა.
ევას სახე ბროწეულივით აუწითლდა,არ იცოდა რა ეთქვა,სიმართლე ეთქვა ძველი მეგობრისთვის რომელიც მას შეურაცხყოფდა თუ მომხდარი გაელამაზებინა?
-ის ჩემი ქმარი არ არის! ანუ მე ქმარი და შვილები არ მყავს მაგ საკითხში შენზე მეტად ვარ წარუმატებელი.
-ევა ნამდვილად არ ვიცი ისეთი სახე რატომ გქონდა მაშინ ,მაგრამ მერწმუნე აუცილებლად ინანებს!ციალა რას შვრება?-ყურადღება უცებ სხვა თემაზე გადაიტანა რიკიმ.
-ო! რას იზამს,პირდაპირ შთაგონებულია შვილიშვილებით და საქართველოში წასვლაზე ოცნებობს.
-მართალია! მთელი სემესტრი გეხვეწებოდი წავიდეთ მანახე საქართველოთქო და შენ მხოლოდ რაღაც ტურისტულ ვიდეო ბლოგებს მაჩვენებდი.
-ამ ზაფხულს მივდივართ ,ბებოს უკვე შევპირდი.
-გადასარევია! მეც ლილისთან ერთად წამოვალ! შეიძლება?
-რათქმაუნდა შეიძლება! შენი მეგობარი გოგოც წამოიყვანე.
-ევა იმის გარკვევა თუ გინდა მყავს თუ არა ვინმე უბრალოდ მკითხე!
-არა! უბრალოდ ისედაც ცხადია შენნაირ კაცს მარტო ვინ დატოვებდა?
-ევა შენნაირი ქალიც როგორაა დღემდე ოჯახის გარეშე?
-მე არ ვცდილობდი და იმიტომ!
-კრისტის მერე არც მე ვცდილობ,მაგრამ ასესტენტების გამოცვლა წელიწადში სამჯერ მიწევს-ეშმაკურად გაუღიმა და ორივე ახარხარდნენ.
-ძალიან შეცვილი ხარ გარეგნულად,მაგრამ შენ ისევ ის რიკი ხარ!
-არა ხლა მე რიკარდო ვარ!
-რრრრრიკარრრრდო?
-ჰო! ესპანური აქცენტით.არ ვიცი დედაჩემი უბრალოდ შეყვარებული იყო ესპანურ კულტურაზე ან იქნებ ჩემი უცნობი მამაც იქედან იყო.
-ჩემი აზრით მამაშენიც ესპანელი იყო იმიტომ ხარ ეგეთი სიმპატიური.
-თვლი რომ სიმპათიური ვარ?
-... ოჰ რიკი! რათქმაუნდა ვთვლი-პირველად კაცისადმი სიმპათიის აღიარების შიშმა შეიბყრო,მერე კი უბრალოდ მიხვდა ვინ იყო მის გვერდით და მთლიანად მოეშვა.
-უკან უნდა დავბრუნდეთ, უკვე ძალიან შორს წამოვედით!ხვალ ლილის გამოსვლა აქვს ბაღში.
-იმედია ლილის აუცილებლად გამაცნობ!
-რათქმაუნდა!
*******
გამოვლილ გზას უკან მიყვებოდნენ ,კლუბისკენ და ისევ იხსენებდნენ ძველ ამბებს.ბედნიერები იყვნენ შეხვედრით.რიკარდო და ნინა ერთ უნივერსიტეტში იყვნენ პირველ კურსზე .რიკის საერთოდ არ აინტერესებდა ტექნოლოგიების სწავლა,არც კომპიუტერები და რობოტები ხიბლავდა,იგი ნამდვილი გურმანი იყო,ოღონდ შოკოლადის.სჩანს რიკარდოს ბაბუამისის ხათრით და მისი ფულადი დახმარებით მოუხდა , ამერიკის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩაბარება.
-უკვე მოვედით!-მოწყენილმა თქვა რიკმა ,ევას დასამშვიდობებლად გადაეხვია.
-ევა! ეს ვინ არის?-ქართულად უთხრა ,ნაცნობმა უცნობმა ხმამ.
-ნიკა! აქ რა გინდა?
-რას ქვია რამინდა ? ეს ვინ არის მეთქი გეკითხები?
-ჩემი კურსელია! და საერთოდ რა ტონით მელაპარაკები?
-ვოვ! დამშვიდდით ქართველებო,არაფერი მესმის რასაც ამბობთ მაგრამ ისე ცნობისთვის გიხსნით ახალგაზრდა ბატონო. მე ევას მეგობარი ვარ ერთ კურსზე ვსწავლობდით დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს! დამშვიდდი საეჭვიანო არაფერია!
-გასაგები მეგობარო! მე და ევას საქმე გვაქვს! წინააღმდები ხომ არ იქნები რომ ჩემს შეყვარებულს დაველაპარაკო?-ინგლისურად უთხრა ნიკამ და ევა მკლავით მისკენ მიიწია.
-რა შეყვარებულს?-იკითხა ევამ ისევ ქართულად .ნერვები საშინლად აშლილი ჰქონდა.
-მე დაგტოვებთ?-რიკმა ევას დახედა, მანაც უნდობლად დაუკრა თავი და ისიც წავიდა.
-ნიკა! რას ნიშნავს ეს?-ახლა უკვე მარტო მოიხელთა ევამ.
-რა? შენთან საქმე მაქვს! მაპატიე !შენ საშუალებას არ მაძლევ რომ დანაშაული გამოვისყიდო.
-ნიკა ჩვენს შორის არაფერი მომხდარა და რაც მოხდა უკვე დამთავრდა.
-მე ამას ვერ შევეგუები. მე შენ ძალიან მიყვარხარ!
-ნიკა! არ ვარ კონფლიკტური ადამიანი და მშვიდად გეუბნები! მე და შენს შორის ყველაფერი დამთავრდა ,იმ ყველაფრის შემდეგ მეგობრებიც ვერ ვიქნებით!
-ევა! ამის დედაც! მაპატიე! მე უბრალოდ ასეთი ვარ, მაგრამ შანსს ვიმსახურებ!
-ნიკა! ძალიან გთხოვ ამ გაუგებრობას რაც უფრო მალე დავასრულებთ,მით უფრო კარგად ვიგრძნობთ ორივე თავს.
-მხოლოდ ერთი შანსი მომეცი! ხვალ ექვსზე გამოგივლი.
-არა ნიკა!
-ევა, შენ ვერც კი ხვდები! მე შენ ყველა ჩემი უჯრედით მიყვარხარ!-სადაცაა ცრემლებს დაღვრიდა.
-ნიკა გეყოფა! არ გინდა!
-ძალიან გთხოვ შემირიგდი ისევ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი!-სახეზე ცრემლის წვეთი ჩამოუგორდა,ევასაც გული მოულბა ასეთი სანახაობით.-მე შენ ძალიან ძალიან მიყვარხარ ევა.-გოგონა მის ტანზე შემოიტმნასნა და ვნებიანად ,უხეშად აკოცა.
******
-ალო! ევა სად გაიპარე?
-ნატა, იმდენი რამ მოხდა! ტელეფონზე ვერ აგიხსნი გრძელი ამბავია, ისევ კლუბში ხარ?
-ჰო! შენთან წამოვიდე?
-კი, შენი რჩევა ახლა ძალიან მჭირდება.
-ოც წუტში მანდ ვარ!
ევამ ტელეფონი გათიშა , მძინარე ბებია მოინახულა .საწოლში იწვა ბებია ,ხელში კი ძველი ფოტოალბომი ჰქონდა ჩაბღაუჭებული.ევამ არ იცოდა ვისზე ეფიქრა! .მისი რომანტიული ურთიერთობები,რომელიც აქამდე საერთოდ არ ჰქონია ახლა ისე გამდიდრდა და გამძაფრდა ,ეს უკვე მისთვის მეტისმეტი იყო.თავს ვერ აკონტროლებდა ნიკას შეხებას ახლაც გრძნობდა,მისი სხეული თვალ წინ უდგებოდა , მისი სუნი, მისი ნაკვთები მისი საშინელი ხასიათიც კი მოწონდა.იცოდა რომ ეს სისუსტე იყო,ლტოლვა და არა სიყვარული,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. აღგზნებულ მდგომარეობაში იყო როგორც სექსუალურად ისე ემოციურად და ეს ყველაფერი ნიკას ბრალი იყო.
-მოვედი ევა!
-შემოდი!მოდი ზემოთ ავიდეთ.
-ინტერესით კვდები!
-კარგი მოკლედ მე რომ გიყვებოდი რიკზე,შოკოლადის ბიჭუნაზე
-ჰო ვიცი მახსოვს მერე?
-იდუმალი თაყვანისმცემელი ის აღმოჩნდა!
-ვაუ! რა მაგარია ესეიგი?
-არაფერი უბრალოდ გავისეირნეთ ,მას პატარა საოცარი ქალიშვილი ყავს.
-ცოლიც?-იმედგაცრუებულმა იკითხა ნატამ.
-არა ცოლი არ ყავს, მაგრამ საქმე მასში არ არის . საქმე ნიკაშია!
-რა ? რა მოხდა მასთან?
-მაკოცა! და ახლა მის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ, ამის გამო ჩემი თავი მძულს.
-რა მაგარია! რატომ გძულს?მე თუ მკითხავ მშვენიერი ბიჭი სჩანს.
-მშვენიერი? ის საშინლად ამპატავანი და აგრესიულია.
-ის უბრალოდ ალფა მამრია!
-ნატა! მე არ მჭირდება ჩემს ცხოვრებაში ალფა მამრები!
-ევა! ჩემი რჩევა ასეთია, შეხვდი თუ ისევ ეგ შთაბეჭდილება დაგრჩება ურთიერთობა შეწყვიტე.მეორე ეტაპზე დაწექი,თუ უვარგისი აღმოჩნდება ურთიერთობა შეტყვიტე. მე რა? კარგი ვქენი ჯეკთან? ყველაფერს ვაკეთებდი რომ თავი კომფორტულად ეგრძნო ჩემთან და ყველა მის ნაკლზე თვალს ვხუჭავდი.ჩვენი ურთიერთობა ხუთი წლის წინ უნდა დამთავრებულიყო.მე კი ქართველი ტრადიციული ქალივით ვინახავდი ნაფლეთებად ქცეულ ,ამყრალებულ,ბინძურ ურთიერთობას.სექსი რა იყო მასთან გაყრის შემდეგ გავიგე, მანამდე მისი საცოდავი მცდელობები ნორმად მიმაჩნდა.შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, და თან პატარა გოგოც არ ხარ! ისე მოიქეცი როგორც გინდა და არა ისე როგორც მართალია.
-ნატა! შენიც მესმის მაგრამ, არ ვიცი !ნიკა არასაიმედო ადამიანია!
*******
უკვე საღამოს ექვსი საათი იყო,ზუსტად იმ დღის ექვსი საათი,რომელიც ნიკას მეორე შანს ეკუთვნოდა.ევა უკვე გამზედებული მისაღებში იჯდა, და თან ცოტა აკლდა რომ ,პაემანი გაეუქმებია.გონება კარგახობდა ნიკასთან ყველაფერი შეეწყვიტა და პირადი მცველიც აეყვანა მის მოსაშორებლად ,ხოლო მეორე ნახევარი მასში მასთან შეხვედრის სურვილით იყო შეპყრობილი.ტელეფონზე ზარი შემოვიდა , ნიკასგან.
-ქვემოთ ჩამოდი ევა!
ევამ უხმოდ გაუთიშა და ქვემოთ ჩავიდა,ლიფტი ქვემოთ მიიწევდა .27 „ჯანდაბა ამას არ უნდა ვაკეთებდე“.26 „იქნებ მივცე შანსი?“ 25“შენი პრინციპები გადათელე ევა!“ 24 „როგორ დაეცი ასე?“ 23 „მე მასთან მინდა“ 22“შენ მხოლოდ ცხოველური ინსტიქტები გამოძრავებს ახლა“ 21 „იქნებ მიყვარს?“
ყოველ სართულზე ,ფიქრები უმახინჯდებოდა საღ გონებაზე არ იყო, არ იცოდა რა ექნა. თავი კომპიუტერულ თამასში ეგონა.იცი რომ სადღაც იმ კუთხიდან მოწინააღმდეგე გადმოხტება, იქამდე მისვლამდე მას ვერ მოიგერიებ და იქ თუ მიხვალ შეიძლება მან მოგკლას ,შენ თუ არ მოკლავ მეორე ტურში ვერ გადადიხარ.
-ევა! ძალიან ლამაზი ხარ საყვარელო-ხელში წითელი ვარდები შეაჩეჩა სიტყვის თქმაც კი არ დააცალა, მთელი ძალით შემოხვია ხელები და ისევ აკოცა,ხელები ყველგან აასრიალა სადაც კი შეეძლო.გაბრძოლება უშედეგო იყო მისი მკლავები რკინასავით იყო,მათ შორის მოხვედრილი ვარდების თაიგულიც კი დაიმტვრა.
-ოჰო! იქნებ ასე არ ავჩქარდეთ!0ძლივს გასაგონად თქვა ევამ.
-შენ თუ გჯერა ახლა იმის რასაც ამბობ?მოდი ჩაჯექით ქალბატონო!-მანქანის კარი გაუღო .
-ახალი მანქანა გყავს?
-ჰო! შენსას ვერ ჯობია, მაგრამ მე უფრო სხვა რამეებში ვაბანდებ ფულს.ახალ ბიზნეს ვიწყებ და რა ვიცი ვცდილობ.
-ჰმ.
-ევა, მე ბოქსიდან მივდივარ! ის ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს და ამას შენ მიმახვედრე!წესით სპორტი უარყოფითი ენერგიისგან უნდა განთავისუფლებდეს,მაგრამ ეს სპორტი ჩემში მათ ბადებს.ჰობის მიზნით გავაგრძელებ.მეორე წლიდან არენაზე აღარ გამოვალ.
-ჰო.
-ევა რა გჭირს? მეგონა შევრიგდით!
-არ ვიცი!
-ევა შენ ძალიან ამაყი ხარ, ისევე როგოც მე! ქართველები ვართ გვეპატიება ,მაგრამ მე უკვე გადავთელე იგი შენთან მიმართებაში და შენც იგივე მინდა გააკეთო.
ყველა მისი სიტყვა მუქარასავით და ბრძანებასავით გაისმოდა ევას ყურებში,ეს აღიზიანებდა და აგიჟებდა კიდევაც.
-ნიკა, მოდი მართალი ვიქნები!
-მაგას რა ჯობია.
-ჩემთან დაწოლა გინდა?
-ევა შენ მშვენიერება ხარ და რათქმაუნდა მინდა,თან ძალიან,მაგრამ როგორც მივხვდი შენ არ ხარ ჩემში დარწმუნებული,არ მენდობი...
-შენთან დაწოლა მეც მინდა ,მაგრამ მაგაზე მეტი არაფერი!
-რა? ანუ შენ ფიქრობ რომ...
-ჰო! მე ვფიქრობ რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ აქამდე გასტანს,ჩვენ ერთად მომავალი არ გვაქვს მე კი უკვე ბევრი დრო გადავყარე ფუჭად, უკვე ოჯახის შექმნაზე უნდა ვიფიქრო.ის დრო როცა ასე სპონტანურად უნდა მეაზროვნა მე სწავლას დავუთმე,მაგრამ ახლა ჩემი კლ*ტორის მხიარულების დაკარგული წლების აღდგენას არ ვაპირებ, მე სერიოზული ადამიანი ვარ!მშვიდობით ნიკა! მჯერა შენ ყველაფერში გაგიმართლებს.-მანქანიდან გადავიდა და კარები მიიხურა.გულიდან უზარმაზარი ლოდი მოეხსნა.თავისუფლად გრძობდა თავს ის რომ გააკეთა რაც უნდოდა და რაც მართალიც იყო.



№1  offline წევრი Soow

აბა როგორი იყო? თქვენ როგორ გგონიათ ნკას აირჩევს ევა რიკარდოს თუ ვინმე მესამეს, იქნებ მარტოობა არჩიოს?

 


№2  offline წევრი Liziko27

მარტოო რატომ ასეთი ლამაზი ქალი

 


№3  offline წევრი nikolo.g

როდის გააგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent