შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ედელვაისი 4


27-10-2018, 11:03
ავტორი Soow
ნანახია 819

ყველაფერი ისევ ჩვეულებრივ რითმს დაუბრუნდა,ევას ნიუ-იორკის აპარტამენტებში.ახლა იმედიც აღარ ჰქონდა ახალი და უფრო საინტერესო ცხოვრების დაწყების.ევა ისე მუშაობდა როგორც არასდროს ,მაგრამ ბედნიერება მასაც არ მოჰქონდა.ის საოცარი ადგილი კი საიდანაც ერთი კვირის წინ გამოიქცა, სამუდამოდ დარჩებოდა მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედგაცრუებად.ნიკასგან დღეში ოცდაათი შეტყობინება მოდიოდა,“ მაპატიეს“ მსგავსი შინაარსით,თუმცა ევა ძალიან პრინციპული ადამიანი იყო.ძალიან გამოუცდელი სიყვარულში, მაგრამ ნამდვილი ლიდერი.იგი ვერასდროს შეეპუებოდა კაცს რომელსაც მასზე დომინანტობა სურდა,თუმცა არც ქალაჩუნა ან როგორც რუსები იტყვიან „პოდკაბლუჩნიკიც“არაფერში სჭირდებოდა.იგი მასზე ძლიერ კაცს ეძებდა, რომელიც მას ისე მოექცეოდა როგორც იმსახურებდა და არა ისე როგორც თავისი ასო უკარნახებდა.
ევა ისევ თავის სახელოსნოში ქურქულებდა,ამჯერად ყოველთვის კეტავდა ხოლმე მას.კარზე ზარი გაისმა, დღეს ეველინას დასვენების დღე ჰქონდა და სახლში არ იყო,ციალას კი ალბათ უკვე ეძინა.
-მოვდივარ!-დაიყვირა კიბეებიდან.კარი გააღო და ხელში ნიკა შემორჩა.
-ევა! შენ არ მპასუხობ! ძალიან გთხოვ ვიცი რომ ვიჩქარე, უნდა მაპატიო.
-შენ ვერ მიბრძანებ რა უნდა გავაკეთო! ახლა კი მოხიე აქედან.
-ჯანდაბა შენი დედაც! -კარების ჩარჩოს მუჭი მიარტყა-შენ მე ვინ გგონივარ? მე ერთ ერთი უძლიერესი ვარ ჩემს სფეროში! მე , მე მიდოდა შენთან დაწოლა,თავი ზედმეტად მაგარი ხომ არ გგონია?მე , მე შემოგხედე გესმის მე ნიკოლოზ ხუციშვილი ვარ ცხრაგზის ჩემპიონი, ყველა მევედრება ,რომ მათთან დავწვე შენ კიდევ...
-იცი აქამდე მეგონა მეც დამნაშავე ვიყავითქო,თავიდანვე მივეცი საბაბითქო მაგრამ ახლა...
ნიკოლოზ ხუჩიშვილო ჩვენ ახლა ოცდამერვე სართულზე ვართ, მაგრამ შენ ჩემს თვალში პირველ სართულის სარდაბში , არა უფრო დაბლა კანალიზაციის ტრუბებთან დგახარ!-მკვახედ მიახალა სიტყვები და კარი ცხვირწინ მიუხურა. დაახლოებით ხუთი წუთი კარებს მუჭებს ურტყამდა და ევას აგინებდა ,მერე რათქმაუნდა აპარტამენტის დაცვა მოვიდა და ...
რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ კარზე ისევ ზარი გაისმა,ევას უკვე შეეშინდა კიდეც,თავი რომ არ დამანებოს დაცვა უნდა ავიყვანოო,კარის ჭვიჭვრიტანათი გახედა და კურიერი აღმოჩნდა,თუმცა მაინც ფრთილად გააღო კარი,გვერდებზე მიმოიხედა, კურიერმაც იგივე გაიმეორა,სჩანს ევას საკმაოდ შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა.
-ეს ყუთი თქვენთვის არის! აქ უნდა მომიწეროთ ხელი-ისეთივე დაზაფრული სახით უთხრა ჩურჩულით .
-კარგი! -ისეთივე ჩურჩულით უთხრა ევამ,ვერ მოითმინა და გაეცინა-მოიცა არ წახვიდე -უთხრა და ოთხასი დოლარი ამოიღო,შემოსასვლელის გარდერობიდან-ძალიან საყვარელი ხარ!-ფული ღიმილით გაუწოდა და ყუთის გამორთმევა დააპირა თუმცა ,კურიერმა ბიჭუნამ არ აცადა, სახლში შემოვიდა და შიგნით დაუდგა.ლოყებ აწითლებული ღიმილს ძლივს მალავდა ,კეპი მოიძრო და მადლობისნიშნად თავი დაუხარა.კურიერის ასეთმა ჟესტმა ის კაცი გაახსენა კატერიდან რომ მიესალმა, და გადაწყვიტა ამის საიდუმლო პასკალიც ჩაედო თავისი თამაშის გრაფიკაში.ალბათ ეს ყველაზე ლამაზი სცენა იქნებოდა თამასში , სცენარის მიხედვით მთავარ გმირს უწევს სანაპიროს დაპყრობა,სადაც რამდენიმე მოკავშირე ხვდება , მან უნდა ამოიცნოს თუ ვის უნდა გადასცეს ფული, ვირტუალური რათქმაუნდა და იმ მოკავშირეებიდან მხოლოდ ერთია ნამდვილი! ის ერთი რომელიც კატერით ზღვიდან მოდის და სანამ ნაპირზე გადმოვა დაწნილ ქუდს იხდის და თავს უკრავს.დილამდე აგრძელებდა ევა მუშაობას,სრულ მარტოობაში,მაგრამ ძალიან კმაყოფილი იყო.უკვე დილის ექვსი საათიც მოსულიყო,მზე ნიუ-იორკის ცათამჯენების კუთხეებიდან ირეკლებოდა.ევას არ ეძინებოდა , პირველ სართულზე ჩავიდა წასახემსებლად ,შემოსასვლელთან კი ის გაუხსნელი ყუთი დაინახა.ძალიან დააინტერესა ,მისი გახსნა გადაწყვიტა,მის სახელოსნომდე აიტანა და გახსნა.
ყუთში დაწნილი ქუდი იყო,ზუსტად ისეთი იმ კაცს რომ ეფარა კატერიდან,ქუდის ქვემოდ ედელვაისები იყო ჩაფენილი, მწკრივებად იყო ჩაწყობილი,ერთიც კი არ მოჟღნარიყო.სიამოვნებით ამოჰქონდა სათითაოდ ყველა ყვავილი და სათითაოდ ყნოსავდა,თითქოს ყველას სხვადასხვანაირი სუნრნელი ჰქონდა.ყვავილების ქვემოთ კი წერილი ოყო
„შენ შთამაგონე მათი გემო“
-სულ ეს არის? რისი გემო?-წერილს ყველა მხრიდან ათვალიერებდა, ვერ დანაყრდა იმ რამდენიმე სიტყვით.
მაგრამ ყუთში ფოლგის ვარდისფერ ქაღალდის ქვეშ სჩანს კიდევ იყო რაღაც.ევამ ქაღალდი გადაწია და თავისი პორტრეტი დაინახა,რომელიც შოკოლადის ყუთზე იყო დაბეჭდილი. ის იმდენად ბუნებრივი იყო გეგონებოდა უბრალოდ სურათს დაადეს ეფექტიო,თუმცა არა ის ხელთნაკეთი იყო და არა დაბეჭდილი,ზემოდან კი ლაქი ჰქონდა გადასმული.ვიღაცამ ევას პორტრეტი შოკოლადის ყუთზე დახატა ,თავისი ხელით! ეს ყველაზე კერგი საჩუქარი იყო,რაც კი ოდესმე მიუღია.პორტრეტს ქვემოთ კი პატარა წარწერა:„შენი გემო“ ეწერა. ევამ დაუყონებლივ გახსნა და გასინჯა, ემოციებს ვერ იკავებდა ,ძალიან ბედნიერი იყო,შოკოლადიც კი საოცრად გემრიელი იყო, რძიანი შოკოლადი მარილიანი კარამელითა და მარწყვის ჩირით.
-ალბათ მისთვის ასეთი გემო მაქვს!-სულელურად ჩაიცინა და სახეზე ხელები აიფარა.
ყუთში კიდევ ერთი ვარდისფერი ფოლგის ქაღალდი გადაწია და იქ ანიმაციური გამოსახულებით კიდევ ერთი შოკოლადის ყუთი იყო. ამჯერად მასზე ევა და რობოტი ეხატა, მართალია კარიკატურულ სტილში თუმცა ყველაფერი გასაგები იყო.წარწერა არ ჰქონია თუმცა შოკოლადი ძალიან უცნაური იყო,ძალიან გემრიელი თუმცა უცნაური,თვითონაც ვერ ხვდებოდა რა შეიძლება შიგნით ყოფილიყო.
როდესაც მესამე შოკოლადის ყუთი აღმოაჩინა ,თვალებიდან უნებლიედ ცრემლები წამოცვივდა , მასზეც კარიკატურა იყო. ამჯერად ევას კარიკატურა მომტირალი აბაზანაში იჯდა, მის ზემოთ კი შიშველი მამაკაცის კარიკატურა იყო,რომელიც ყვიროდა.ქვემოთ კი პატარა წარწერა „აუცილებლად ინანებს“ . შოკოლადის გემოზე კი რა გითხრათ შავი მწარე შოკოლადი წიწაკით.
ევას თან ეშინოდა ამ ადამიანის,რადგან მან მასზე ბევრად უფრო მეტი იცოდა,ვიდრე ვინმე სხვამ და იმავდროულად ბედნიერი იყო გაურკვეველი მიზეზით.
*******
-ეს ყველაფერი იმ უცნობმა გამოგიგზავნა ანუ? და კატერიდან ხელი დაგიქნია როცა შენ და ნიკას სექსი ჰქონდათ?
-ჰო ნატა ,ასე ვფიქრობ!
-ძალიან მაინტერესებს ვინ არის!ნიკასთან რა მოხდა, იქედან რატომ წამოხვედი? რამდენი დაგირეკე ამ შეკითხვას თავი აარიდე.
- ნიკა საჩემო ადამიანი არ არის ! იქნებ საკუთარი თავი უფრო მეტად მიყვარს ,ვიდრე საჭიროა.ვერ შევეგუები მასეთ ნაძირალას,არ მინდა მასზე საუბარი ნატა.
-კარგი! შენ უკეთ იცი . დღეს სადმე წავიდეთ?
-სად?
-მაგალითად: ბარში,კლუბში,რესტორანში,კარაოკეში,თეატრში არ ვიცი სადმე!
-ფიქრობ გვიშველის?
-ო! ევა ჩემს სტილისტს, სტივენს დავურეკავთ,თმებს და მაკიაჟს გაგვიკეთებს შენი გარდერობიდან ლამაზ კაბებს გამოვიღებთ ,რომლებიც არასდროს ჩაგიცვამს . წამოიდგინე ის გრძნობა როცა შენი სრიალა თმები შენს ნაბიჯებთან ერთად ,სინქრონულად დახტის...
-კარგი ნატა დამითანხმე! რესტორანში წავიდეთ?
-კლუბი ჯობია!
-კარგი ამჯერად კლუბი იყოს.დაურეკე სტივენს.
გოგონები ბრწყინავდნენ.ხანდახან კარგი სტილისტი უფრო მეტ თავდაჯერებულობას გძენს ვიდრე კვალიფიცირებული ფსიქოლოგი.ბზინავ მაკიაჟს ,ბზინავი კაბებიც დაამატეს და წითელი ფერარით ნიუ-იორკის ღამეში დაიკარგნენ.
*******
-კარგი ვქენით არა აქ რომ წამოვედით?... ევა! დაანებე თავი მოჰიტოს და წამოდი ვიცეკვოთ!
-ნატა ძალიან გთხოვ ! წადი და შენ იცეკვე, მითუმეტეს ის ახალგაზრდა ბიჭი შენ გიყურებს!
ნატა როგორც მოსალოდნელი იყო,ისევ საცეკვაოდ გავარდა.ევა კი ბართან დარჩა და კიდევ ერთი მოჰიტო შეუკვეთა ბევრი ლიმონით და ნაკლები არაყით.მის გვერდით ახალგაზრდა ბიჭი დაჯდა სმოკინგით,რომელიც სამუშაო ფორმას უფრო გავდა. ახალგაზრდა კაცმა ევას ერთი წითელი ედელვაისი გაუცურა და უხმოდ დატოვა იქაურობა. ამჯერად ევაც თან დაედევნა, კლუბიდან გავიდა, შუქნიშნამდე უთვალთვალა მერე კი, მისი კვალი დაკარგა და კლუბში დაბრუნდა. უკვე შიგნით უნდა შესულიყო,უკნიდან კი მისი სახელი მოესმა და მიბრუნდა.
მის უკან მაღალი კაცი იდგა ოფიციალურ სამოსში ,ხელში პატარა საჩუქრის ყუთით ხელში და მისი გულის ჯიბედან წითელ ედელვაისს ამოეყო კოკორი.
-ეს შენ ხარ?-დაბნეულმა ჩაიჩურჩულა ევამ.
-მე ვარ!-ხავერდოვანი ხმით უპასუხა უცნობმა.



№1  offline წევრი ანნა ა

უფ ძლივს არ გამოჩნდაა heart_eyes ნიკასგან არ ველოდი არც წინა თავში და არც ამ მაგრამ ეს უცნობი ძალიან მომწონსს kissing_heart ველი ახალ თავს. უცხო და განსხვავებულია მომწონსსს kissing_heart

 


№2  offline წევრი Soow

ანნა ა
უფ ძლივს არ გამოჩნდაა heart_eyes ნიკასგან არ ველოდი არც წინა თავში და არც ამ მაგრამ ეს უცნობი ძალიან მომწონსს kissing_heart ველი ახალ თავს. უცხო და განსხვავებულია მომწონსსს kissing_heart

მადლობა ხვალ დაიდება მომდევნო ნაწილიც! დიდი სტიმული ხართ ჩემთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent