შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (11 თავი)


29-10-2018, 12:38
ავტორი naattii
ნანახია 2 319

რამდენიმე საათით ადრე:
-გეგმა მაქვს_კაბინეტის კარი შემოუგლიჯა გიამ გენერალს.
-აბა გამანათლე_ამოიხვნეშა კაცმა.
-საჭირო ნაცნობები მყავს, თვითმფრინავს დავაზიანებთ.
-მაგრამ, თუ ავღანეთის ტერიტორიაზე ქართული ჯარისკაცებით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა სამშვიდობო ზონა აღარ ერქმევა და ეს უკვე პოლიტიკოს შეცვლაა, ცოტა შორს წაგვიყვანს.
-არა გიორგი, არა, ჩვენს ტერიტორიაზე.
-ეგ როგორ?
-ტექნიკოსებს ზეთი გამოვართვი, რომელსაც ბენზინის ავზის მოხვედრის შემდეგ ცოტა დრო ჭირდება რომ დაილექოს და ძრავის მუშაობას ხელი შეუშალოს_წარბები აუთამაშა კაცს.
-ვინმე ჩვენზე გამოვა?
-რასაკვირველია არა, დამწყები ხომ არ გგონივარ?_წარბები შეჭმუხნა გიამ ვითომ შეურაცყოფაზე.
-კარგი, ჩემები გაიგებენ როდის მოფრინავენ და მოაგვარე.
-ხო, იმედია მაგას მაინც გაიებენ_ირონიულად გაუცინა მინისტრის მოადგილემ და კაბინეტი დატოვა.
-დამპალი ნაბი*ვარი_გამწარებულმა ჩაიდუდღუნა გიორგიმ და ტელეფონი მოიმარჯვა დასარეკად.


-პარაშუტიი? ხუმრობთ ხო?_ლამის ტირილის პირას იყო ნანო მისული.
-რა მოხდა მერე?_გაკვირვებულმა გადმოხედა უკვე მზად ყოფნაში ანდრიამ, რომელიც ბოლო თასმას იკრავდა პარაშუტის ჩანთისას.
-მე .... მე ...ჯანდაბა,_თავი ხელებში ჩარგო გოგომ.
-სიმაღლის შიში აქვს_სიცილი აუტყდა ყიფიანს და ლამის ჩაიკეცა -ქალი, რომელიც სპეციალური განყოფილების ქვედანაყოფიდანაა, სპეციალური მომზადება აქვს გავლილი და ათასი გამოცდილება ჩაბარებული სიმაღლის შში აქვს. ირონიაა.
-თვითმფრინავიდან გადმოხტომა გამოცდაში არ შედის.
-აბა როგორ დაფრინავ?_შეწუხებული სახე ქონდა ანდრიას.
-აფრენისას თვალებს ვხუჭავ და მერე მთელი ფრენის მანძილზე ფანჯარას არ ვეკარები_ისე საყვარლად ჩიბუზღუნა ტუჩებ ამაბზუებულმა, სიმწრის ნერწყვი გადაყლაპა ანდრიამ და ჩახველებით აიძულა თავი კოცნისგან შეეკავებინა.
-რა ვქნათ_ნათიამ გადახედა დანარჩენებს.
-მე მივიკრავ_გამამხნევებლად გაუღიმა ანდრიამ და მეორე პარაშუტი აიღო.
-რას მიიკრავ?
-რას არა ვის, შენ.
-გაგიჟდი? მოვკვდები აქედან რომ გადავხტე.
-ამდენი რამ იმისთვის გამოიარე აქ რომ მოკვდე? მერე გენერალი? გაბრიელი? ელენე?_ზუსტად მოარტყა ანდრიამ, სახელების გაგონებაზე სახე მოეღუშა ნანოს და თანხმობა ანდრიასთან მისვლით გამოხატა. თასმები მაგრად შეუკრა ანდრიამ და რიგში ბოლობი ჩადგნენ.
-ყველაფერი კარგად იქნება_სახეზე მოეფერა აღელვებულ გოგოს როცა მარტო დარჩნენ.
-სიმართლე გითხრა?_ბიჭის თავის დაქნევაზე მორცხვად აუწითლდა ღაწვები და გააგრძელა -შენთან როცა ვარ არაფრის მეშინია.
ათასი შეგრძნებით შეიბოჭა პოლკოვნიკი, ისეთით ცხოვრებაში რომც არ უგრძვნია, თავიდან ფეხებამდე დაუარა სიამოვნებამ, ჭიანჭველები დაუცოცავდნენ მთელ სხეულზე, თვალები აენთო და აღარც უფიქრია რა მოყვებოდა ისე დააცხრა ნანოს ტუჩებს. როგორც შეეძლო გაიხანგრძლივა სიამოვნება და სრულიად გაითიშა ნანომაც რომ შეუცურა თმებში ხელი, მეორეთი კი სახეზე მოეფერა.
-გადახტომისას მთელი ძალით მიგიხუტებ, რაც კი ძალა გაქვს ხელები მომხვიე, სახე ჩამალე და თვალები არ გაახილო, კარგი?_ძლივს მოწყვეტილ ტუჩებზე დაჩურჩულა და მანაც თავი დაუქნია. როგორც უთხრა ისე მოემზადა, სახე მის გულში ჩამალა და მთელი ყურადღება საყვარელ გულისცემას დაუთმო. საყვარელ გულისცემას? გაიმეორა საკუთარი ფიქრები და იმდენად არეული იყო ძლივს გაიგო გადახტომა. ანდრიას გული ოდნავ აჩქარებით ცემდა, მთელი ძალით უჭერდა ქალს ხელებს და ვერავითარი ძალა აიძულებდა გაეშვა.
პარაშუტის გაშლის შემდეგ უკვე ნელნელა კვეთდენ ჰაერის მასებს, ჩამალული სახე ეწვოდა ნანოს ბიჭის კანთან ასე ახლოს ყოფნისგან.
-გაახილე_სასიამოვნოდ ჩაესმა ყურშიანდრიას ჩურჩული და ფიქრებიდან გამორკვეული მიხვდა, რომ უკვე მიწაზე იდგა მყარად. ცოტა გულისწყვეტა ორივემ იგრძნო ხელის გაშვება რომ დაჭირდათ, მაგრამ რატომღაც არცერთმა შეიმჩნია.
-ვინმემ ვიცით სად ვართ?_რაზმს გადახედა პოლკოვნიკმა.
-ნუ, ტყეში_სიცილით მიმოიხედა კერესელიძემ.
-ჭკვიანო_ფერდში მიარტყა სიცილითვე ნათიამ.
-რაღაც ზედმეტად მხიარულები ხართ იმის გათვალისწინბით, რომ მოსაკლავად დაგვზდევენ_ირონიული ღიმილით ჩაუშალა ანდრიამ მხიარულება მეგობრებს და მათ დაჭყანულ სახეებზე ამჯერად თვითონ გაიცინა.
-ორი კილომეტრია გზამდე, 10 კილომეტრში ყვარელია.
-მოიცა კაცო კახეთში ვართ?
-კი ჯო_სიცილით დაკეცა ყიფიანმა ჯიპიეს მოწყობილობა.
-კარგი, გზამდე გავიდეთ მთავარია_რუგზაკი მოიგდო ანდრიამ და ხელით წინ წასვლა უბრძანა ჯარისკაცებს.

ნავარჯიშებსა და ფორმაში მყოფებს ორი კილომეტრის გავლა არ გაჭირვებიათ, მაგრამ გზა რომ უკაცრიელი აღმოჩნდა და არც სოფელი მოჩანდა სადმე აი მაშინ ამოიხვნეშეს. არაუშავდა თუ საჭირო გახდებოდა ყვარელამდეც ფეხით ჩავიდოდნენ, ცოცხლები იყვნენ მთავარია.
-წამოსვლამდე რაზეც ვისაუბრეთ მოაგვარე?_ჩურჩულით კითხა ანდრიამ
-რასაკვირველია_ღიმილით გადმოხედა ყიფიანმა და თვალი ჩაუკრა.


-როგორ გიკითხოთ ბატონო გია_გასაკვირად გაცინებული შეიჭრა გენერალი მინისტრის მოადგილის კაბინეტში.
-რამ გაგახარა?_საპასუხოდ დაუბღვირა კაცმა.
-როგორც ჩანს მხოლოდ მე არ მყავს უმაქნისები არა?_ეცინებოდა გენერალს.
-ხოდა ეგ უმაქნისები იქნებიან მიწას რომ გამოგითხრიან, მე ჩემი ვცადე_ხელები თეატრალურად გაშალა კაცმა.
-მხოლოდ მე? არა შენც გამოგითხრიან.
-ხომ ხვდები, რომ ტყუილად მემუქრები? ჩემზე არაფერი გაქვს შენი სიტყვის გარდა ბატონო გენერალო, შენ კი ამხელა ჩაძირვის შემდეგ არავინ დაგიჯერებს, მითუმეტეს მტკიცებულების გარეშე_აქეთ ჩაიცინა გიამ და ირონიული სახით გახედა სახეზე ღიმილ შემხმარ გიორგის.
-ნაბი*ვარო_ განრისხებული სახით წამოიმართა გენერალი, მაგრამ რომ გაახსენდა სად იყო და ოგორ სიტუაციაში მაშინვე ეცადა თავი ხელში აეყვანა.
-ხოდა არ დავინახო ამ ნაბი*ვართან კიდევ ერთხელ მოხვიდე რაიმე პრობლემით, კარგად იყავი_თვალი ჩაუკრა კაცს და კარისკენ მიუთითა.
-მე შენ გიჩვენებ როგორ უნდა დაკიდება და გამოგდება_გამწარებული აგრძელებდა მუქარებს დერეფანში მიმავალი კაცის სილუეტი და ვინ იცის ვის რას უქადდა.



№1  offline წევრი დარინა

ძალიან მომწონს ანდტოს და ნანოს წყვილი, ლილიას და დაჩის შემდეგ, ცეცხლინწყვილია, ანდროც მიყვარს, მაგრამ ჩემ პირველ სიყვარულს ვერ ველევი, დაჩი მაინც ჩემთვის ნომერ პირველია, ნანომ უკვე გამოუტყდა საკუთარ თავს გრძნობებში, ვნახოთ ანდრეა რას იზამს, მომწნს შენიბყველა ისტორია, აი ესეც ისეთი მაგარი გამოდის, მახარებს ყოველი ახალი თავის დადებაა.

 


№2  offline მოდერი naattii

დარინა
ძალიან მომწონს ანდტოს და ნანოს წყვილი, ლილიას და დაჩის შემდეგ, ცეცხლინწყვილია, ანდროც მიყვარს, მაგრამ ჩემ პირველ სიყვარულს ვერ ველევი, დაჩი მაინც ჩემთვის ნომერ პირველია, ნანომ უკვე გამოუტყდა საკუთარ თავს გრძნობებში, ვნახოთ ანდრეა რას იზამს, მომწნს შენიბყველა ისტორია, აი ესეც ისეთი მაგარი გამოდის, მახარებს ყოველი ახალი თავის დადებაა.

უღრმესი მადლობა ❤️

 


№3 სტუმარი ზინიკო

რა ძალიან პატარა თავი იყოო... მეტი მინდოდა...

 


№4  offline მოდერი naattii

ზინიკო
რა ძალიან პატარა თავი იყოო... მეტი მინდოდა...

ვიცი რომ პატარებს ვდებ, მაგრამ სულ არაობას ასე მირჩევნია, რა ვქნა მეტად მართლა არ მაქვს დრო და ვერ ვახერხებ..

 


№5 სტუმარი ნათია41

გენერალოოოოო! აპაპაპა მაიდა ზურაბაიიიიიიი; დდდდდდ

 


№6  offline მოდერი naattii

ნათია41
გენერალოოოოო! აპაპაპა მაიდა ზურაბაიიიიიიი; დდდდდდ

:დდდ

 


№7 სტუმარი სტუმარი დეფნე

პატარა თავი კი იყო მაგრამ შესანიშნავი

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

ვიღაცებს მალე წითელი აენთებათო smile smile და მე ამ მალეს ველი მოუთმენლად smile მაინტერესებს რაზე ისაუბრეს ყიფიანმა და ანდრიამ? ნენე და ანდრო მომწონს ძალიან, მომწონს ეს გამბედავი გოგო ანდროსთან, რომ იმორცხვებს და წითლდება. გელოდები ახალი თავით

 


№9  offline მოდერი naattii

სტუმარი ანა-მარია
ვიღაცებს მალე წითელი აენთებათო smile smile და მე ამ მალეს ველი მოუთმენლად smile მაინტერესებს რაზე ისაუბრეს ყიფიანმა და ანდრიამ? ნენე და ანდრო მომწონს ძალიან, მომწონს ეს გამბედავი გოგო ანდროსთან, რომ იმორცხვებს და წითლდება. გელოდები ახალი თავით

დიდი მადლობაა ❤️

სტუმარი დეფნე
პატარა თავი კი იყო მაგრამ შესანიშნავი

ვაიმე როგორ მახარებთ ❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი nancho

პატარა ნამდვილად იყო,რა ვქნა მიყვარს სადაც სიკეთე,სიყვარული და სიმართლეა

 


№11  offline მოდერი naattii

სტუმარი nancho
პატარა ნამდვილად იყო,რა ვქნა მიყვარს სადაც სიკეთე,სიყვარული და სიმართლეა

❤️❤️❤️

 


№12  offline წევრი nini :)

რომ ვმბობ სასწაული ხართქოო ტყუილად კი არ ვიძახიიი..... ❤❤❤

მაგრამ ანდრიას ჯგუფი რას იზამს და როდის როგორ მაინტერესებს..... და როგორ მინდა მალე იპოვონ ელენე..... იქნებ ერთ თავში ელენეზე გესაუბრა სად არის როგორ ყავთ?

 


№13  offline მოდერი naattii

nini :)
რომ ვმბობ სასწაული ხართქოო ტყუილად კი არ ვიძახიიი..... ❤❤❤

მაგრამ ანდრიას ჯგუფი რას იზამს და როდის როგორ მაინტერესებს..... და როგორ მინდა მალე იპოვონ ელენე..... იქნებ ერთ თავში ელენეზე გესაუბრა სად არის როგორ ყავთ?

ტკბილ ლუკმას ბოლოსთვის ვიტოვებ ❤️ :D

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

ჯარისკაცი და ასეთი ცანცარა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent