შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (7 თავი)


22-10-2018, 11:06
ავტორი naattii
ნანახია 2 473

-ასეთი რა ხდება?_უკან გამოყვა ანდრია კერესელიძეს და წარბშეკრულმა გამოხედა უკან ადევნებულ ნანოს.
-რაა? მეც მაინტერესებს, იქნებ მეც მეხება_მხრები აიჩეჩა ნანომ და ძლივს შეიკავა მის სახეზე პოლკოვნიკმა თავი გულიანად რომ არ გაცინებოდა.
ბევრი ტკივილი გამოიარა გოგომ ეტყობოდა, მაგრამ ფაქტი იყო ვერც იმ ბავშვურობას კარგავდა, რასაც დაფაზე გაკრულ ფოტოზე ხედავდა ანდრია მთელი ეს ერთი კვირა. ის თაფლისფერი თვალები კი ახლა უკვე ნამდვილები არ აძლევდნენ მოსვენებას და შეწუხებულმა ამოიხვნეშა კაცმა.
-აბა?_თავით ანიშნა შეხვეულ ნათიას კომპიუტერთან რომ იჯდა რა მოხდაო
-აბდულმა თავად გთხოვა შეხვედრა_გაკვირვებულმა ამოხედა უფროს და რამდენიმე წამში ყველამ ნანოსკენ გაიხედა, რომელიც სახლს ათვალიერებდა და ამ წუთას თავის ფოტოიან დაფას მიშტერებოდა, ალბათ მზერამ შეაწუხა ყველასგან რომ იყო და რატომღაც მხოლოდ ანდრიას ახედა თვალებში, ტანში გაცრა ანდრიას გოგოს მზერას თვალი რომ გაუსწორა და სულაც არ მოეწონა ეს შეგრძნება.
-რა?_მხრები აიჩეჩა მან და დანარჩენებს მოუახლოვდა.
-დაიწყე.
-რა დავიწყო..... სახელიც კი არ ვიცი.
-ანდრია, პოლკოვნიკი ანდრია არსენიძე_თავი დაუკრა კაცმა და დანარჩენებიც სათითაოდ გააცნო -ეს ნათია აბრამიძეა, ყიფიანი, კერესელიძე და ყიფშიძე.
-მხოლოდ ხუთნი ხართ?_გაკვირვება იგრძნობოდა გოგოს ხმაში.
-გუშინ ექვსი ვიყავით_მძიმედ ჩაახველა ანდრიამ და სკამზე მოხერხებულად მოთავსდა.
-მაპატიეთ, მე არ ვიცი, ძალიან ვწუხვარ_ამჯერად მართლა დაინახა ანდრიამ ეს მის თვალებში და გაკვირვების ნიშნად წარბები აწია, რატომ შეეძლო მას ამ გოგოს თვალების კითხვა?
-შენი მოტაცება როგორ მოხდა?_აღარ გააგრძელებინა თემა პოლკოვნიკმა.
-სახლში რომ დავბრუნდებით და პატაკი მექნება დასაწერი, არა?_მობეზრებულმა გადაატრიალა თვალები ექიმმა.
-ჯერ მე ჩამაბარებ, ნუ მალაპარაკებ ამდენს._ხმა გაუმკაცრდა ანდრიას.
-კარგი, პირველად ანუ აბდულამდე სხვამ გამიტაცა, ქუჩის მაწანწელები იყვნენ, აი ისეთები უბრალოდ გასართობად რომ დაძრწიან და ჩემი სახით კარგი გასართობი აღმოაჩინეს_მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგომ, თითქოს სხვის ამბავს ყვებოდა.
-გართობაში...
-ყველაფერს ვგულისხმობ პოლკოვნიკო_ცბიერად გაეღიმა ნანოს -ფიზიკურ შეურაცყოფას, გაუპატიურებას, გაროზგვას, დარტყმას, სტრიპტიზის მოწყობასაც კი_ ახლა უკვე სიმწრით ჩაეცინა.
-შემდეგ?_მოზრდილი ნერწყვი გადაეყლაპა კაცს.
-აბდულის ხალხმა მიპოვა ორი თვის შემდეგ, ჭრილობები ცუდად დამუშავებული ქონდა და ნელნელა ინფექცია ეჭრებოდა, მე კი გაიგეს რომ ექიმი ვიყავი და მას შემდეგ ხელი არავის დაუკარებია, აბდული უფრო...... ამ... ცივილურად მექცეოდა.
-რატომ შეგაგზავნეს მასთან?_ავად გაისმა ანდრიას სიტყვები. გოგოს თვალები გაუფართოვდა, აღარ იცოდა ეს თუ ეცოდინებოდათ, ჯანდაბა, ახლა რა გინდა უპასუხოს.
-რას ქვია შემაგზავნეს? მე აქ გაცვლითი.......
-ეგ შეთხზული ისტორიები ჩემთან არა ქალბატონო_შეკრული შუბლით მიუახლოვდა კაცი უკვე აბუზულ გოგოს, -იტყვი რას მალავთ შენ და გენერალი თუ დანარჩენი ამბებივით ეგეც ჩემით გავარკვიო?_უკვე თავზე ედგა გოგოს და ერთი თავით დაბალს ზემოდ დაყურებდა თვალებში. გოგოს მზერაზე რაღაც გაუკრთა და სხვები რომ არა, სიამოვნებით დაიხევდა ერთი ნაბიჯით უკან, ამ გოგოსთან სიახლოვე არ უნდოდა რატომღაც.
-კარგი_ლამის შვებით ამოისუნთქა კაცმა ნანომ რომ ერთი ნაბიჯით დაიწია უკან. -მიზეზი მარტივია, გენერალმა ახალი სამიზნე გამაცნო, აბდული ერთი ჩვეულებრივი ტერორისტია, რომლის კისერზე ორი აფეთქებაა, ჩემი დავალება მასთან მოხვედრა და მკვლელობა იყო_ ფრთხილად ამოხედა კაცს და მანაც წამში ამოიკითხა მუდარა შერეული მზერა.
-კარგი_ყველასდა გასაკვირად ამჯერად დაუთმო ანდრიამ, -დროებით თავისუფალი ხარ სანამ აბდულთან შეხვედრა არ ჩაივლის, შემდეგ ისევ ვისაუბრებთ_თვალი ჩაუკრა გაბრაზებულ გოგოს და ნათიასკენ შებრუნდა -აბდულს დაუკავშირდი, შეხვედრაზე თანახმა ვარ.


-რის გაკეთებას აპირებ?_მობეზრებული სახით უყურებდა მინისტრის მოადგილე ოთახში ნერვიულად მოსიარულე გენერალს.
-ვაპირებ? მე ვაპირებ? ხომ არ დაგავიწყდა ამ საქმეში ერთად რომ ვართ?
-ერთად?_დამცინავად გაეცინა კაცს -ბატონო გენერალო, თქვენს განყოფილებაშ ბრძანებებს თქვენ გასცემთ.
-მაგრამ არა შენი ნებართვის გარეშე, გინდა არ გინდა ამ საქმეში ერთად ვართ და გამოსავალსაც ერთად მოვიფიქრებთ.
-ჯანდაბას შენი თავი, მაშ ასე, ის გოგო მაგათთანაა არა? რამდენი არიან?
-ხუთნი, გოგოიანად ექვსნი, ერთი გუშინ მოაკლდათ.
-კარგი, ერთი პატარა რაზმი ეყოფათ, ის ბინა ავაფეთქოთ სადაც არიან და მორჩა, აღარცერთი მოწმე და ამ საქმესაც დავივიწყებ.
-მოვიშოროთ? ისინი ჩემი საუკეთესო ჯარისკაცები არიან.
-აბა რა გინდა გიორგი? ჩამოვიდნენ მაშინ და მოგვეხაზოს, მაშინ არ გინანია იმხელა აფეთქება რომ მოაწყვე?
-მაშინ სხვა საქმე იყო_უკვე ეტყობოდა გენერლის ხმას უკან დახევა.
-ხოდა მაშინ გადაწყვიტე რა გინდა_ისევ გადაშალა საქაღალდე გიამ, რაც აუდიენციის დასრულებას ნიშნავდა. ორმაგად გაწუწული გამოვიდა კაბინეტიდან გიორგი და გზაში უკვე საუკეთესო თანამშრომლების მოშორების გეგმებს აწყობდა.



-შეიძლება?_საკუთარი ოთახის კარზე დაკაკუნება მოუწია ანდრიას.
-რა თქმა უნდა, ეს მე ვარ სტუმარი_მაშინვე წამოდგა ნანო ლოგინიდან და საბანი გადაწია.
-არ გეგონოს შენი სპექტაკლი დავიჯერე_დაღლილმა მოიფშვნიტა თვალები პოლკოვნიკმა.
-მაშინ რატომ აღარ ჩამეძიე?
-მივხვდი ამხელა აუდიტორიასთან არ გაიხსნებოდი, მე კი მინდა სიმართლე ვიცოდე, მთელი ცხოვრებაა გენერალზე ვმუშაობ, მინდა ვიცოდე რა ხდება_უკვე საგანგაშოდ ახლოს იყო გოგოსთან, იმდენად ახლოს, რომ ისიც კი გაიგონა როგორ გაჭირვებით გადაყლაპა ნანომ ნერწყვი და რატომღაც ტუჩებზე დახედა კაცს
-არც ისე მარტივადაა საქმე როგორც გგონია_ძლივს ამოილუღლუღა სიტყვები და სულაც არ მოეწონა ასე დაბნევა.
-მაგდენს ვხვდები, ნუღა წელავ_მიხვდა ანდრია მის კოზირს, რაც უფრო აბნევდა გოგოს მით უფრო ვერ ასწრებდა ტყუილის მოფიქრებას, ამიტომ ოდნავ კიდევ მიუახლოვდა და ისე დაილაპარაკა.
-აბდული ერთ-ერთი ჩვენიანია ანდრია_უკან დაიხია ნანომ და ხელები მოიფშვნიტა. რამდენიმე წამში ამოხედა კაცს და მის გაკვირვებულ სახეზე გაეღიმა. -დაგიმალა ესეც არა იმ ნაბი*ვარმა?
-როგორც ჩანს ბევრი რამ დამიმალა.
-აბა რა დაგავალა მიდი მოკალი და კაი ბიჭი ხარო?_ისევ ირონია შეამჩნია ნანოს ხმაში.
-მე უდანაშაულოს არასდროს ვკლავ, არასდროს, მხოლოდ მათ ვინც ჩვენს წინააღმდეგაა.
-ხოდა, მაშინ გაბრიელი შენი პრობლემა არ ყოფილა.
-გაბრიელი?
-აბდულის ნამდვილი სახელია გაბრიელი. აბდული ჯერ გენერალმა შეარქვა და მასაც სხვა გზა არ ქონდა, აქაც ეგ დაირქვა.
-როგორც ჩანს საკმაოდ ახლოს იცნობ_ეჭვი იგძნობოდა ანდრიას ხმაში და ნანოსაც ჩაეცინა. პასუხის გაცემა აღარ დასცალდა ყიფიანი რომ შემოვარდა.
-ანდრია, კოდი პირველი გვაქვს_სულს ძლივს ითქვამდა ბიჭი.
-ამის დედაც..._ოთახიდან გავარდა ანდრია და კომპიუტერს ეცა, უკან აკიდებულ ნანოს აღარ მიაქცია ყურადღება.
-კოდი პირველი? ეს რამე ახალია?
-ეს ჩვენი ტერმინია, თავდასხმას ნიშნავს_კომპიუტერიდან ამოხედა ნათიამ. -ერთ წუთში აქ იქნებიან და ანდრია, ჩვენები არიან_ამოიხვნეშა გოგომ.
-კოდი სამი._მხოლოდ ეს თქვა ანდრიამ და წამში დაიცალა ოთახი, გაოცებული ნანო კი ისევ იქ იდგა და ვერ გაეგო რა ექნა, გუნდში არასდროს უმუშავია, ათი წამი გავიდოდა ისევ ანდრია რომ გამოჩნდა, ხელში მხოლოდ ერთი პატარა ჩანთა ეკავა და მისკენ მოდიოდა, მკლავში სტაცა ხელი და უკანა კარიდან აჩქარებულმა გაიყვანა. არავის დალოდებიან, მაშინვე გადაჭრეს გზა და ნანოს შარფი მიაწოდა ჩადრივით რომ გაეკეთებინა.
-დანარჩენები?
-ეს პირველად არ ხდება, ჩვენ ჩვენი წესები გვაქვს, 7 წელია ერთმანეთის გვერდით ვიბრძვით.
-ანუ?
-ამჯერად დავიყავით, ხუთს მოგვძებნიან, ჩვენ ორ-ორი ვიქნებით, ჯაბას ყოველთვის ნათია მიყავს, არავისთან ერთად არ უშვებს_ჩაეცინა ანდრიას, -ყიფიანი და ყიფშიძე ერთად არიან, ჩემთან მამალაძე იყო ხოლმე_ხმა ჩაუწყდა პოლკოვნიკს. რამდენიმე წუთი ნანოც ჩუმად იყო, ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო და მშვენივრად ხვდებოდა რაშიც იყო საქმე. ბოლოს ვეღარ მოითმინა
-ვინ იცოდა ამ სახლის შესახებ?
-გენერალმა_ავად გამოსცრა კბილებში ანდრიამ და ნანომ მასზე მოჭერილ ხელში ამოიცნო კაცის მრისხანება.



№1  offline წევრი ეირინ

ძალიან ძალიან მომწონს შენი ისტორიები❤ვგიჟდები დეტექტივებზე❤თავიდან შენი ისტორიებიდან მხოლოდ დაჩის და ლილიას ისტორიას ვკითხულობდი როგორც წერდი ისე თან მოგყვებოდი, შემდეგ კი შევწყვიტე ორი დღის წინ დავიწყე ისევ და შემდეგ შენი ყველა ისტორია წავიკითხე❤ძალიან კარგად წერ მომწონს შენი წერის სტილი და შენი ისტორიები შემიყვარდა ძალიან❤ველოდები შემდეგ ძალიან თავს❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

არა არა, ვხვდებიდი აბდულა ქართველი, რომ იყო. ნეტა რას მალავს გენერალი, აბდულა და ნენე ერთად და ცალ-ცალკე? საინტერესო თავი გველის წინ. აბდულა და ანდრიას შეხვედრას ველი მოუთმენლად.

 


№3  offline მოდერი naattii

ეირინ
ძალიან ძალიან მომწონს შენი ისტორიები❤ვგიჟდები დეტექტივებზე❤თავიდან შენი ისტორიებიდან მხოლოდ დაჩის და ლილიას ისტორიას ვკითხულობდი როგორც წერდი ისე თან მოგყვებოდი, შემდეგ კი შევწყვიტე ორი დღის წინ დავიწყე ისევ და შემდეგ შენი ყველა ისტორია წავიკითხე❤ძალიან კარგად წერ მომწონს შენი წერის სტილი და შენი ისტორიები შემიყვარდა ძალიან❤ველოდები შემდეგ ძალიან თავს❤❤❤

უღრმესი მადლობა ❤️

სტუმარი ანა-მარია
არა არა, ვხვდებიდი აბდულა ქართველი, რომ იყო. ნეტა რას მალავს გენერალი, აბდულა და ნენე ერთად და ცალ-ცალკე? საინტერესო თავი გველის წინ. აბდულა და ანდრიას შეხვედრას ველი მოუთმენლად.

ვნახოთ ვნახოოთ :D

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

ეხლა წავიკითხე ერთიანდ... არ მეყო.... მალე მალე ველოდებიი ❤️

 


№5  offline მოდერი naattii

სტუმარი ნინა
ეხლა წავიკითხე ერთიანდ... არ მეყო.... მალე მალე ველოდებიი ❤️

მადლობაა ❤️

 


№6 სტუმარი ......m....

ძალიან კარგი ისტორიაა, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, შინაარსობრივად მნიშვნელოვანი და რთული თემაა ამიტომ მოგყვები და გელოდები.. წარმატებებს გისურვებ!

 


№7 სტუმარი ნათია41

ვაიმე ნათია უმაგრესი გოგო ხარ რა საოცრად წერ თავის დანებება არ მინდოდა იმ ადგილას წყვეტ სადაც ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ და მერე ასე მგონია რომ გული გამიჩერდება ლოდინის მოლოდინში ვერთვები და ყველაზე საშინელი იწყება,დროის ათვლა სანამ ახალი დაიდება????

 


№8  offline მოდერი naattii

......m....
ძალიან კარგი ისტორიაა, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, შინაარსობრივად მნიშვნელოვანი და რთული თემაა ამიტომ მოგყვები და გელოდები.. წარმატებებს გისურვებ!

ვეცდები ბოლომდე ასე გავაგრძელო ❤️

ნათია41
ვაიმე ნათია უმაგრესი გოგო ხარ რა საოცრად წერ თავის დანებება არ მინდოდა იმ ადგილას წყვეტ სადაც ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ და მერე ასე მგონია რომ გული გამიჩერდება ლოდინის მოლოდინში ვერთვები და ყველაზე საშინელი იწყება,დროის ათვლა სანამ ახალი დაიდება????

რა ვქნა ყოველდღე ვეღარ ვახერხებ :(

 


№9  offline წევრი nini :)

ნათი ბოდიში აქამდე ვერ წავიკითხეეე..... დავიღალე უკვე ამ ნანოს ქცევებით..... ბოლომდე მოუყვეს და გაარკვიოს ისიც და ჩვენცც...... საშინელი ვინმეა ეს გენერალიიი.....
განა აბდულმა თუ გაბრიელმა რა გააკეთაასეთი რომ ასე სასიკვდილოდ იმეტებენ? ან რა ააფეთქებინეს გენერალმა და მინისტრმა ასეთიიიი.....

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

რახდება გენერალო... საკუთარ ჯარისკაცებს აღარ ინდობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent