შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგიტაცებდი, როგორც პატარას (სრულად)


29-10-2018, 13:28
ავტორი The Dreamer
ნანახია 8 360

ბევრი ვიხალისეთ,ალკოჰოლიც კი დავლიე.. უტა თავს მარიდებდა და ეს ჩემთვის სულაც არ წარმოადგენდა პრობლემას.ნათიაც კი აღარ ატლიკინებდა ენას,რადგან გაიგო რომ მისი ინტელიგენტი და დახვეწიი საბუკა,ჩემი მეუღლის დაცვის წევრი იყო.
ცეკვისაგან გადაღლილები სუფრას შემოუსხდნენ,როცა ვალსის ხმა გაისმა,არავინ გაჰკარებია საცეკვაო მოედანს, მაგრამ ორკესტრი აგრძელებდა დაკვრას,სხვა მაგიდიდან უცნობი მამაკაცი მოგვიახლოვდა და ჩემს წინ გაჩერდა..
-ქალბატონო შეიძლება ვიცეკოთ?-შემომთააზა და ხელი გამომიწოდა.მამაკაცს ავხედე,საკმაოდ მაღალი,მშვენიერი პრისახის მამაკაცი,მდიდრულ ფრაკში გამოწყობილი იდგა და მეგობრულად მიღიმოდა.
-არ ვცეკვავ.-ცივი უარი განვუცხადე,მაგრამ მარიამმა და ქეთამ თვალები დამიბრიალეს უხერხულიაო,თანაც მათი მაგიდისკენ გავაპარე თვალი. რამოდენიმე მამაკაცი ისხდა და სიტუაციას აკვირდებოდა.. რადგან აყალმაყალი არ მსურდა, მეორე შემოთავაზებაზე დავთანხმდი..
ცეკვისას დისტანცია მეჭირა,მაგრამ მისი მძლავრი ხელები და ფეხის მოძრაობა სიახლოვისაკენ მიბიძგებდა.მამაკაცი თვალს არ მაშორებდა და მიღიმოდა,თვალები ეშმაკურად უელავდა.. კეთილსინდისიერი გამომეტყველება ჰქონდა,მაგრამ მაინც უნდობლობას იწვევდა ჩემში..
-რაც რესტორანში თქვენი შემოსვლით მიიქციეთ ყველას ყურადღება, თვალს გადევნებთ.. -საუბარი დაიწყო მამაკაცმა.-ძალიან დახვეწილი და ელეგანტური ბრძანდებით..
-მადლობა.-მოკლედ გავეცი პასუხი და გავუღიმე.
-იქნებ სასმელზე დამეწვიოთ?-მაცდურად გადაურბინა ღიმილმა სახეზე.
-არ შემიძლია.. არ ვსვამ..
-თქვენი სახელი...
-ანაბელი.. მე ანაბელი მქვია..-მამაკაცმა უბრაოდ გაიღიმა.
-მე თორნიკე ვარ. სასიამოვნოა ასეთი ვნებიანი ქალის გაცნობა,რომელიც მადას აღმიძრავს.-ყურებს ვერ დავუჯერე რას ამბობდა,ან როგორ ბედავდა..ცეკვა შევწყვიტე და თვალებში ბრაზჩამდგარი ვუყურებდი,მან კი უბრალოდ გაიღიმა და მე დავტოვე მარტო საცეკვაო მოედანზე
არ მესიამოვნა ეს ფაქტი,უკვე ეჭვებში ვიყავი ჩავარდნილი შეთეს საქმიანობის გამო და ცოტა დავიძაბე..
წვეულებიდან მალე წავედი,რადგან უკვე თავი მტკიოდა ამდენი ხმაურით.გარეთ რომ გავედი გიორგი დავინახე,მანქანასთან აყუდებულა და სიგარეტს ეწეოდა. დამინახა თუ არა ფილტვებიდან კვამლი ამოუშვა და სიგარეტი გადააგდო..
ისიც არ ჩანდა დალაგებულ,ეტყობოდა რომ რაღაცამ ან ვიღაცამ ააფორიაქა..
ვხედავდი გიორგის თვალებს,რომელიც სარკიდან ჩუმად მიმზერდა და ვეღარ ავიტანე..
-გიორგი რამის თქმა გინდა?-ვკითხე ისე რომ ფანჯრიდან თვალი არ მომიშორებია.
-მაპატიეთ ქალბატონო..
საუბარი აღარ გაგვიგრძელებია.. სახლში მივედით თუ არა საძინებლისაკენ გავემართე,გიორგიც ფეხდაფეხ მომყვებოდა,მაგრამ კაბინეტში შეიჭრა და კარები გადაკეტა.. როგორც ჩანს შეთე იქ იყო და კარგი არაფერი ხდებოდა,რადგან გიორგიმაც არ შეასრულა ჩემი ბრძანება,როცა ვუთხარი რესტორანთან არ დამლოდებოდა.. ცუდი წინათგრძნობა მქონდა,მაგრამ ძილთან ერთაად ეს გრძნობა სადღაც გაქრა..

თითქოს ყველა ქარიშხალი,ყველა განსაცდელი,ცრემლი და ტკივილი უკან მოვიტოვეთ.უკვე შვებას ვგრძნობდი,რადგან გვერდით ყველასათვის საოცნებო მამაკაცი მყავდა,უთბილესი და მოსიყვარულე.. მანანა ხშირად ღიზიანდებოდა როცა ჩახუტებულებს,პლედშემოხვეულს გვხედავდა ბუხართან,მაგრამ ვერაფრის თქმას ბედავდა..
ერთ დილით შეთეს ალერსმა გამაღვიძა,მკოცნიდა და ძლიერად მიზიდავდა თავისკენ..შეწინააღდეგების სურვილი არ მქონდა,მშვიდად დავემორჩილე და ის იყო გრძნობების ქარცეცხლში მივაბიჯებდით ,რომ კარზე კაკუნი გაისმა..
-რასაც არ უნდა აკეთებდეთ,თავი დაანებეთ და ჩამოდით!-მანანას ხმამ ყველაფერი გააფუჭა და რეალობაში დაბრუნება გვაიძლა.მურმანის ეკალივით შემოგვეჩხირა და სექსის მშვიდად დასრულების საშუალებაც კი არ გვაცადა.
-გავა..-პირზე სიცილით ამაფარა შეთემ ხელი,რომ ჩემი გულწრფელობა კიდევ ერთხელ არ დამედასტურებინა მანანასთან..
-ჩამოვალთ დედა..-გასძახა სიცილით და თავის საქმე განაგრძო..
სწრაფად ვწესრიგდებოდით და თან ვბუზღუნებდი,რადგან ნორმალურად განმარტოვებაც კი აღარ შეგვეძლო ამ სახლში.შეთეს ვთხოვდი თბილისის ბინაში გადავსულიყავით,მაგრამ ყურსაც კი არ მიგდებდა,როცა ამ თემაზე ვიწყებდი საუბარს..
კიბებეზე კვლავ ბუზღუნით ცავდიოდით და სამზარეულოში სასაუზმოდ შესულებს სუფრის თავში ვიღაც მამაკაცი დაგვხვდა.. მანანა დაფეთებული უყურებდა ორივე მამაკაცს.. ნინო ხალისიანად ელაქუცებოდა უცნობს..
შეთემ თვალები მოხუჭა,ღრმად ჩაისუნთქა და მამაკაცისაკენ ჩასახუტებლად გაიწია..
-როდის დაბრუნდი?-ჰკითხა მამაკაცს შეთემ..
-ორი დღეა რაც ჩამოვედი,მაგრამ შენმა ამბებმა სწრაფად მოარწია ჩემს ყურამდე.. -მამაკაცმა შეთეს გვერდი აუარა და ცნობისმოყვარე მზერით დამარტყა წრე..-აბა ჩემო ძამიკო,რძალს არ გამაცნობ?..-შეთე ჩვენკენ შემობრუნდა,მაგრამ არაფერი უთქვამს.. -აჰ,გამახსენდა.. ეს ხომ დამპალი ახვლედიანია?-დაიღრიალა და ერთ ადგილზე შევხტი შიშისაგან..
-სიტყვები შეარჩია თარაშ!-დაისისინა შეთემ
ორი მამაკაცი იდგა ერთმანეთის პირისპირ,მათ შორის კი მე ვიდექი..
როგორც აღმოჩნდა ეს შეთეს უფროსი,ნახევარძმაა რომელზეც საუბარი არავის უყვარდა.
-პირდაპირ მაოცებ შეთე.. ამდენი ლამაზი ქალია შენს გარშემო და შენ მაინხდამაინც დამპალი სისხლის ახვლედიანი შეარჩიე?-ისეთი მზერით მიყურებდა თარაში რომ მეგონა შუაზე გამხვრეტდა.
-მოგწონს თუ არ მოგწონს ამას მნიშვნელობა არ აქვს..-ხმააკანკალებულმა დავიწყე საუბარი,მაგრამ თითოეული სიტყვის სემდეგ გამბედაობას ვიკრეფდი.არცერთი არ მოელოდა თუკი ორი „ძლიერი“ მამაკაცის თანდასწრებით მით უმეტეს ცხარე კამათისას ხმის ამოღების გამბედაობა მექნებოდა..-მე და შეთე ერთად ვართ! თუ გინდ დამპალი ახვლედიანი მიწოდე ამას ვერ შეცვლი,შეურაცხყოფის მოყენება გინდა? კი ბატონო,მომაყენე შეურაცხყოფა.. მაგრამ იცოდე,ეს შენ კაცად ვერ გაქცევს!-თვალებგაფართოებული იდგა შეთეც და თარაშიც,ბოლოს ამ უკანასკნელმა გაიღიმა..
-ახლა უკვე მვხვდი რატომაც გააკეთე ეს არჩევანი..კიდევ კარგი ტასოს ხელოვნურ ინტელექტზე არ შეაჩერე არჩევანი..-გაიცინა და ძმას კიდევ ერთხელ გადაეხვია..
როგორც მივხვდი თარაშს სულაც არ ადარდება ახვლედიანი ვიყავი გვარად თუ მაჩაბედი,ეს უბრალოდ ჩეი გამოცდა იყო,რომელიც წარმატებით გავიარე..
სუფრას მიუსხდა ყველა,მათ შორის მეც,თუმცა არ მშორდებოდა ფიქრი.. საიდან გაჩნდა სწორედ ახლა თარაში,ან რატომ..
თარაშმა შემათვალიერა და ძმას სიცილით უთხრა..
-მგონი შევაშინეთ და გაქცევაზე ფიქრობს..-შეთემ შემომხედა და თბილად გამიღიმა..
-ნუ გეშინია თარაშ,მაგის მოშორება ასეთი მარტივიც არაა!-დაისისინა მანანამ
-დედა საკმარისია!-ერთხმად შეძახეს მაჩაბლებმა და მანანამ მოკეტა..
მიუხედავად იმისა რომ თარაშის ნამდვილი დედა არ იყო მანანა,მაინც დედას ეძახდა..
საუზმემ მშვდად ჩაიარა,მე საძინებელში დავბრუნდი,რათა მოვმზადებულიყავი უნივერსიტეტისათვის.. ძმები კი კაბინეტში შევიდნენ სასაუბროთ..
სწრაფად მოვემზადე და კიბეებზე ხალისიანად მივაბიჯებდი,ხმა მომესმა თარაშისა და შეთესი,კაბინეტის კარი ღრიჭოდ დარჩენიათ და ისე მკვეთრად ისმოდა ხმა,რომ შეუძლებელი იყო არ გაგეგონა..
-ბიჭო მართლა რამ გადაგაწყვეტინა ახვლედიანის ცოლად მოყვანა.. კაი თავიდან მესმის რამაც გაგასულელა,მაგრამ შემდეგ როცა ყველაფერი გაიგე?..-ჰკითხა თარეშმა შეთეს..არ ვაპირებდი გაგრძელება მომესმინა,მაგრამ შეთეს სიტყვები რომ გავიგონე კიბეზე ჩამოვჯექი და მოსმენა დავიწყე..
-გვერდს ვერ ავუვლიდი.. რომ დავინახე ტროტუარზე მიდიოდა და ვიღაც ნაბიჭვრები უკან მიჰყვებოდნენ ზუსტად ის სცენა დამიდგა თვალწინ.. იქნებ მარიამისთვსაც რომ ვინმეს ეშველა ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდი.. წამიერად დავფიქრდი,რომ ამ გოგონასაც ისევე მოექცეოდნენ როგორც ჩემს მარიამს,ან ცხოვრებას დაუმახინჯებდნენ..
-მაგრამ ის ხომ მარიამი არაა?
-ვიზუალურად არა,თუმცა ხასიათით საოცრად ჰგავს.. შემდეგ მანქანაში რომ ჩავისვი გავგიჟდი.. სურნელიც კი ერთნაირი ჰქონდათ,ხმის ტემბრიც.. მართალია მარიამი აღარაა,მაგრამ მან ჩემს ცხოვრებაში ანაბელი დატოვა..-ვერ გვაერკვიე ვინ იყო მარიამი,ვის ვგავდი,რა დაემართა მას და როგორ ვარ ამ ამბავთან დაკავშირებული..-აი მარიამს რომ ხედავდი, ჭკკუას ვკარგავდი მასზე,თუმცა ანაბელმა მიმახვედრა რომ ჭკუა საერთოდ არ მაქვს,ამიტომ მის წინაშე ვერც დავკარგავ მას..

გაკვირვებული,გაოცებული და სახე ალეწილი ვიჯექი კიბის საფეხურზე.. მოსმენილმა მეტყველების უნარი დამაკარგინა,მიმახვედრა რომ საკუთრა ქმარს არ ვიცნობ და უბრალოდ ბრმად მივყვები.. ასე აღარ უნდა გაგრძელებულიყო.. ვხვდებოდი გულს ჰაერი სკამარისად აღარ მიეწოდებოდა,ალბათ იმიტომ რომ სუნთქვაშეკრული ვიჯექი.. ფიქრებში წავედი,რატომ არცერთხელ არ უხსენებია შეთეს მარიამი,ან სხვა დანარჩენს?.. რატომ ახლა?.. ბოლოს გავაცნობიერე რომ საკუთარი ფიქრებიც კი შორიდან ჩამესმოდა ყურში..
თვალები გავახილე ნინო ჩემს წინ იდგა და რაღაცას მეუბნებოდა,თუმცა არ გამიგონია რას,მის ხმაზე შეთე და თარაშიც გამოვიდა კაბინეტიდან.შეთეს სახე აელეწა როცა გააცნობიერა,რომ მთელი ეს დრო აქ ვიჯექი და გავიგონე.. ის რაც არ უნდა გამეგონა..
რაიმე რომ განმეცადა ამის ზალა აღარ მქონდა..
საფეხურიდან ავდექი და გაორებული,ბანცალით შევედი კაბინეტში.. ბართან მივედი,რაც პირველი ხელში მომყვა დავსხი და ერთიანად გადავკარი,მაგრამ სული რომელიც სხეულში მეწვოდა ვერ გამიყუჩა..
თარაში შემოვიდა კაბინეტში და კარები ჩაკეტა.
თარაშმა ალკოჰოლით კვლავ შეავსო ჭიქები და ჩემს წინ მოკალათდა,თავი მისკენ შემაბრუნებინა და როგორც ჩანს საუბრის დაწყებაც თავის თავზე აიღო.
-შეთე ამას ვერ გააკეთებდა,ამიტომ მე მოგიყვები ყველაფერს და შემდეგ შენ გადაწყვიტე,შეთეს მართლა უყვარხარ თუ ეს რაღაც სხვაა..
-არ მინდა მოსმენა.. შენან არა..
-გინდა! რადგან როგორც ვხედავ სხვანაირად გაიგე ყველაფერი..-როცა არაფერი ვთქვი მან დაიწყო..-პატარები რომ ვიყავით,მამამ ახალი დაცვის ბიჭი მოიყვანა თავის ოჯახთან ერთად.. ცოლი და ორი შვილი.. გიორგი და მარიამი. რაღაც პერიოდის შემდეგ მარიამი და შეთე დაახლოვდნენ,დროს ერთად ატარებდნენ და ნუ ალბათ უყვარდათ კიდეც ერთმანეთი..
ოჯახი ეწინააღმდეგებოდა შეთეს,ამიტომ გოგონას ხელი მოჰკიდა და რუსეთში გაიქცნენ.. იქ ჩვენს ასე ვთქვათ „ბანდას“ ჩაუდგა სათავეში და მარიამსაც არ იშორებდა გვერდიდან.. როცა ბიჭები და მათი მეუღლეები ახალ წელს რესტორანში აღნშნავდენენ,ვიღაცამ მარიამს დაადგა თვალი,მაგრამ უარის გამო იმათი ბანდა შეთესას დაუპირისპირდა.. იყო სისხლიანი გარჩევები და ეს მარიამის სილამაზის გამო... თითქოს ყველაფერი მოგვარდა,ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა,თუმცა გოგონა დაქალებიდან სახლში, რომ ბრუნდებოდა ვიღაც სამი ტიპი აეკიდა..-თარაშს თითქოს თვალწინ ედგა ეს სურათი ისე ყვებოდა... გაოგნებული ვუყურებდი,მაგრამ საუბარში არ ვეჭრებოდი.-მარიამმა მიწერა შეთეს ადგილი სადაც იყო და ესეც მაშნვე გაიქცა,მიხვდა მხოლოდ მისამართს სხვა შემთხვევაში არ მიწერდა.. როცა მივიდა,ირგვლივ პოლიციის და სასწრაფოს მანქანები იდგა.. ხალხის მასა ძლივს გაარღვია შეთემ და დაინახა მარიამი.. სისხლში მოთხვრილი,სასიკვდილოდ ნაცემი,ნახევრად შიშველი როგორ ეგდო ზამთრის ცივ,გამღინავ ღამეს შუა გზაზე.. შეთე შეიშალა.. ადამიანს აღარ ჰგავდა.. -თარაშმა ჩაახველა.-ექსპერტიზამ დაადგინა,რომ გოგონა სიკვდილამდე სცემეს,შემდეგ გააუპატიურეს პირუტყვებმა და ბოლოს შუბლში ტყვია დააჭედეს..-მცირე პაუზა გააკეთა და კვლავ განაგრძო..
-შეთე ამიტომაც არ გაკარებს თავის საქმესთან,ამიტომ ცდილობს დაშვებულ შეცდომა აღარ გაიმეოროს.. შენ მისთვის მეორე შანსი ხარ.. როგორც გაიგონე,შეთეს ყურადღება მიიქცია გარემოებამ,რადგან სამი მამაკაცი აგედევნა და ვინ იცის რა მოგივიდოდა,რომ არა შეთე..
-მას მე არ ვუყვარვარ.. მხოლოდ ძველ სიყვარულს ვახსენებ,ამიტომ ვერ მთმობს..-ჩავილაპარაკე ისე ჩუმად რომ,მე ძლივს გავიგონე ჩემი ხმა
-შენ და მარიამი განსხვავდებით როგორც და და დედამიწა.. მიუხედავად იმისა რომ რაღაც ნიუანსებში ვხედავ თქვენს კავშირს,მაინც იმდენად განსხვავებულები ხართ რომ შეუძლებელი ხდება პარალელელის გავლება.მართალია გამბედავიც ხარ,მაგრამ შენ სხვა ხიბლი გაქვს.. სწორედ ეს ხიბლი შეუყვარდა შეთეს შენში..უბრალო,ნაზი,ქალური..-გონება დამიმძიმდა..
გაქვავებული ვიჯექი,გაყინული თვალებით ვუყურებდი ერთ წერტილს და ფიქრებს თავს ვერ ვუყრიდი..
რა უნდა მეფიქრა,ახლა როგორ უნდა მოვქცეულიყავი?რწმენა დავკარგე.. საკუთარი ქმრის რწმენა აღარ მქონდა.. ხომ შეეძლო ყველაფერი აეხსნა ჩემთვის,რომ ასეთი მწვავე რეაქცია არ მქონოდა?მაგრამ არა..
-შეთეს ნუ ადამაშაულებ იმაში,რომ რაიმე არ გითხრა..მან საკმარისზე მეტი გადაიტანა ამ დაწყევლილ სამყაროში და ვფიქრობ იმსახურებს ბედნიერებას..
-იმ ხალხს რა დაემართა..
-რომელ ხალხს?
-ვინც მარიამი მოკლეს..
-არ ვიცი..
-თარაშ,თუ გიდა შენი ნდობა მქონდეს,უნდა ვიცოდე რა დაემართა იმათ.. მოკლა?-თანხმობის ნიშნად დამიქნია თავი.ცრემლები შევიწმინდე და ვისკი მოვსვი..
-მათი სხეულის ნაგლეჯები შეაგროვეს,თუმცა ბანდის უფროსს ვერ მიაგნო.. როგორც ამბობენ იმ სამიდან ერთ-ერთი ბანდის უფროსის ძმა იყო.
-ღმერთო.. ჩემს ქმარს ახლა ვიცნობ ნელ-ნელა.. ის მონსტრია.. მკვლელი..
-ის შენს გვერდით მონსტრი და მკვლელია?
-არა.. ვერც კი ვიფიქრებდი,რომ..
-რომ ის დამნაშავეა.. შეთეს უყვარხარ და არ გაგრძნობინებს რამხელა ტკივილს მალავს.-ნელ-ნელა ხმას აუწია თარაშმა.-უყვარხარ და ვერ დაგთმო.. არ უნდოდა ამ სამყაროში გეცხოვრა,არ უნდოდა რომ კიდევ ერთი საყვარელი ქალი დაეკარგა..ვიცი რომ სცადა გაეშვი,სცადა აღარ ენახე.. ისიც ვიცი რომ გატკინა,გაქრა შენი ცხოვრებიდან მაგრამ ვეღარ გაუძლო შენს სიყვარულს.. იცი მაინც ის ორი წელი ჩემი ძმა რას ჩადიოდა? როგორ ცხოვრობდა ან ცხოვრობდა კი? ვერავინ ცნობდა,არაადეკვატური გახდა,თვეობით იკარგებოდა და როცა გამოჩნდებოდა ხოლმე საკუთრა ძმას ვერ ვცნობდი,იძულებით გამოვუშვი აქ,რომ შორიდან მაინც შეევლო შენთვის თვალი და დამშვიდებულიყო,მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო.. მოვიდა.. კვლავ მოვიდა შენს ცხოვრებაში და ვთვლი რომ სწორადაც მოიქცა.. ახლა ის ისევ შეთე მაჩაბელა,იგივე შემართებით,ხალისითა და გონებით.შენ მისი შხამიც ხარ და ანტიდოტიც..-შემდეგ სავარძელს მიეყრდნო და მაგიდაზე თითები აათამაშა..-ახლა შენი გადასაწყვეტია ანაბელ,ან მოკლავ ჩემს ძმას შენი გადაწყვეტილებით ან სიცოცხლეს შეუნარჩუნებ.
-არ ვიცი რა გიპასუხო..-ერთიანად ვკანკალებდი.. მოსმენილისაგან შეძრწუნებული ვიყავი..
-არაუშავს.. იფიქრე..-თარაში კაბინეტიდან გავიდა და მარტო დამტოვა,საკუთარ თავთან..
როგორ უნდა მოვქცეულიყავი? იმის გაგება მსურდა თუ ვინ იყო მარიამი და სწორედ მაშნ გვაიგე,რომ ჩემი ქმარი მკვლელი იყო..
აზრადაც არ გამივლია მისი მიტოვება,რადგან ზუსტად ვიცოდი იგი სუფთა წყლის დამლები არ იქნებოდა,როცა ვიწყებდი იმ აზრთან შეგუებას, რომ მე ის სიგიჟემდე მიყვარდა და მჭრდებოდა.. ახლა.. ამ ამბის მოსმენით ჩემთვის რა შეიცვალა? აღრა მიყვარს?-არა,მე ის მიყვარს ყველა იმ უთქმელი ტკივილის გამო რაც თავს გადახდა.. მიყვარდა და სწორედ ამიტომ ვენდობოდი თურმე აქამდე,ასე ბრმად..
ეს მისი წარსულ იყო,მე კი აწმყო და მომავალი..

კარგ ურთიერთობას არ სჭირდება პირობები, წესები და კანონები, სჭირდება მხოლოდ ორი ადამიანი, ერთი - ვინც ენდობა და მეორე - ვისაც ეს ნდობა ესმის.. სწორედ ასე იყო ჩვენთანაც და ვთვლი რომ ასეც გაგრძელდება..
კარები გაიღო,არ გამიხედავს მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ შეთე შემოვიდა,მის ნაბიჯებსაც კი ვცნობდი.. ჩემს წინ დაიმუხლა და თავი მაღლა ამწევინა,თვალები ისეთი სევდიანი ჰქონდა.. ვინ იფიქრებდა,ეომ შეთე.. ის ვინც ყველას შიშის ზარს სცემდა,ჩემს წინ ბავშვივით აწყლიანებული თვალებით იდგებოდა? მოვეხვიე,ძლიერად მოვეხვიე ისე რომ მის გულის ცემას ვგრძნობდი,თვალებზეკი მხოლოდ ახლა ჩამომიცურდა წყვილი ცრემლი..
მხოლოდ დღეს დაინახე შეთე,ისეთი როგორიც ის ნამდვილად იყო.. დაჩეხილი გულით და სულის ნაფლეთებით,რომლის შეკოწიწებასაც ჩემთვის ასე თავდადებით ცდილობდა..
-მიყვარხარ,ყველაფერზე მეტად..-დავიჩურჩულე ყურთან.
-არ ბრაზობ?-ოდნავ წამოიწია რომ ჩემს თვალებში სიტყვები დაეზუსტებინა..
-რაზე გავბრაზდე შეთე?იმაზე რომ ცოცხლად მოგკლეს?იმაზე რომ სული ამოგაცალეს სხეულიდან? იმაზე,რომ გოგონა რომელიც გიყვარდა უმოწყალოდ მოგიკლეს?იმაზე,რომ გადამარჩინე სგავსი სისასტიკიდან,თუ იმაზე გავბრაზდე,რომ ახლა მე გავხდი შენი ტკივილი?
-იმაზე,რომ შენს თვალში ტირანი ვარ ანაბელ..
-ჩემს თვალში ყოველთვის მომხიბლავი პრინცი იქები,რაინდული ბუნებით,თავდადებითა და ზღაპრული სიყვარულით..

ჩვენს შორის მანძილი კიდევ უფრო შემცირდა..
მე მიყვარდა შეთე და მასზე უარს ვერ მათქმევნებდა ვერაფერი.. საკუთარი ოჯახიც კი შევწირე ჩემს სიყვარულს.. მამასთვის პრიორიტეტი მკვლელის ციხეში ჩასმა იყო,მაგრამ ავიწყდებოდა რომ თავადაც შეთეს მსგავსად მკვლელი იყო.. ჩემთვის არ აქვს მნშვნელობა პოლიციელი მოკლავს დამნაშავეს თუ უბრალო ადამიანი,ორივე მკვლელია... შესაძლოა კანონის წინაშე ეს თანაბარი არ არის,თუმცა უფლის წინაშე ორივე მკვლელია,რომელმაც იმსხვერპლა სხვისი სიცოცხლე.. სწორედ ეს ვერ გავაგებინე მამას,ამიტომ ერთმანეთი დავკარგეთ.

ცხოვრებას კიდევ ერთხელ მივუბრუნდი ჩვეული განწყობით,თუმცა ახლა ვიცოდი შეთე რას წარმოადგენდა,აღარ მიწევდა საკუთარ ეჭვებში ჩაძირვა..
რამოდენიმე დღის შედეგ შეთე რუსეთში წავიდა საქმეების მოსაგვარებლად,ამიტომ გამოცდებზე თვით თარაშ მაჩაბელი დამყვებოდა,ეჭვი გამიჩნდა რომ ჩემი მარიამი მოეწონა,ის კი ისე თითქოს ვერც ამჩნევდა,მიუხედავად იმისა რომ მასზე მარიამიც გიჟდებოდა..
მე,მარიამი ქეთა და ტარაში უნივერსიტეტიდან გამოვედით და კიბეებზე ჩასვლისას თარაში ადგილზე მიეყინა და ცხოველივით ღრენა აღმოხვდა,მისი ზურგს უკნიდან გავაპარე თვალი და ჩვენს წინ ნაცნობი სახე დავინახე.. მამაკაცი,რომელიც რესტორანში შემხვდა და ვალსის ცეკვა მაიძულა.. ჩემს დანახვაზე მისი ცინიზმი კიდევ უფრო აშკარა გახდა.
-გამარჯობა მარია.. კი არა და ანაბელ.-თავი დამიხარა..შეშინებულმა გავხედე თარაშს,რომლისიც სულაც არ ეშინოდა თორნკეს,რადგან უამრავიდ დაცვის ბიჭი ეხვია ირგვლივ..
-ერთმანეთს იცნობთ?-გაკვირვებულმა შემომხედა თარაშმა
-კი.. რესტორანში შევხვდი რამოდენიმე თვის წინ..
-ჰო.. შევხვდით და მის შემდეგ გონებიდან ვერ ამოგშალე ანაბელ.. შენი სურნელი და ხმის ტემბრი ისე საოცრად ჰგავს მარიამისას, რომ ჟრუანტელმა დამიარა..-სიტყვა გაწყვიტა,შემდეგ ხელები აიქნია..- შეთეს ახალი „მარიამი“ უპოვნია.. საინტერესოა ამასაც რომ დაკარგავს ისევ ეყოლება თუ არა რეზერვში მისი მსგავსი.-ეს მუქარა იყო და თარაშმა ხელით კვლავ მის ზურგს ამომაფარა.
-იცოდე შეთე გაგანადგურებს,შენგან ბეწვიც არ დარჩება..
-მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას..ახლა უნდა დაგემშვიდობოთ.-თქვა თორნიკემ და გვერდი მშვიდად აგვიარა,თუმცა ხარბი მზერით შემათვალიერა..
თარაშმა მაშინვე ჩამავლო მხარში ხელი და მანქანამდე იძულებით მიმიყვანა.. გოგონები კი კიბეზე გაოგნებული დატოვა..
მანქანას ისე მართავდა რომ შემეშინდა,ეს შეთეზე მეტი გიჟი აღმოჩნდა.. სახლამდე ხმა არ ამომიღია,უბრალოდ ვუყურებდი გზას და ხელი მაგრად მქონდა მოჭიდებული სახელურზე..
უკვე ეზოში ვიდექით,როცა ასევე იძულებით ჩამომიყვანა მანქანიდან და სახლამდე სირბიილით მიმიყვანა..
-დედა..-ღრიალა მან..მანანაც მის ხმაზე შეშინებული სახით გამოვიდა.. მეც მეშინოდა უკვე..
-რა ხდება შვილო..
-ნივთები ჩაალაგე და ანაბელიც მოაწესრიგე,ყველაფრისთვის იყავით მზად!
თარაშმა ტელეფონი ამოიღო და კაბინეტში სესვლისას გავიგონე,როგორ ახსენა შეთეს სახელი..
გაურკვევლობამ მომიცვა,მანანაც შეშინებული სახით იდგა,თუმცა გონს მალევე მოეგო.. სიტყვა არ უთქვამს ისე მოვიდა,ხელი ჩამკიდა და კიბეებისაკენ გავემართეთ..
სახლში აურზაური იყო.. უცნობი,ნაცნობი ყველა ირეოდა მისაღებ ოთახში,რადგან კაბნეტში ვერ დაეტეოდნენ,თარაში მათ მითითებებს აძლევდა და რღაც თემებს განიხილავდნენ.. როცა დამინახავდნენ თავს დაბლა ხრიდნენ და მოკრძალებულად მესალმებოდნენ..
ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას ქვემოთ ჩავედი.
-ანაბელ საძინებელშ დაბრუნდი!-გამოსცრა მკაცრად..
-არა!-ჩემმა წინააღმდეგობამ არ გააკვირვა
-ჯანდაბას შენი თავი.. ახლა ადი ზემოთ,შეთე წუთი-წუთზე მოვა..
-ერთად დაველოდებით!
ცოტახანში მართლაც მოვიდა შეთე.. მისი დანახვა ისე გამიცარდა რომ არც კი მოვრიდებივარ ამდენა მამაკაცს,მისკენ გავიქეცი და ძლიერად ჩავეხუტე,შემდეგ კი ვნებიანად ვაკოცე..
შეთემ ბიჭებს მიესალმა,შემდეგ მკლავში ხელი ჩამავლო და კაბინეტში შემიყვანა..
-ანაბელ..-გადააქნია თავი..-რატომ არ თქვი რომ თორნიკეს იცნობდი?-გამკიცხველი მზერა ჰქონდა
-არ ვიცნობდი,ის უბრალოდ რესტორანში შემხვდა და ერთად ვიცეკვეთ,მხოლოდ ეს იყო..-დატუქსული ბავშვივით ვიდექი.
-რა გითხრა?
-ის რომ მადას აღვუძრავ..-შეთემ დაიღრინა...-რა ხდება.. ვინაა?
-მისმა ბანდამ მოკლა მარიამი.. თავს არ მანებებს,ახლა თვალი შენ დაგადგა..
-შეთე,ძალიან გთხოვ თავს არაფერი დაუშაო!
-არა.. დღეს დასრულდება ანაბელ.. მინდა ყველაფრისთვის მზად იყო..-ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და მაკოცა. ვერ გავაზრე რა თქვა,გაუცნობერებლად ამევსო თვალები ცრემლით..
-რას ამბობ შეთე.. რისთვის უნდა ვიყო ზად?-აღმომხვდა სასოწარკვეთილს.
-ყველაფრისთვის ანაბელ.. თუკი მე რამე..
-არ თქვა გეხვეწები.. არაა.. არ შემიძლია მოსმენა შეთე..-მთელ ხმაზე ვღრიალებდი და ყურებზე ხელი ავიფარე..
-ანაბელ,გთხოვ.. ისედაც მიმძიმს და ნუღარ გამაწამებ.. უშენოდ ვერ წარმომიდგენია ვერაფერი,ის არაკაცი კი ყველაფერს გააკეთებს რომ გამამწაროს..
-შეთე.. არა გთხოვ.-გაუჩერებლად ვტიროდი და იატაკზე დავვარდი,ის კი ცდილობდა ჩავეხუტებინე.-არ წახვიდე გთხოვ შეთე.. ნუ გამწირავ კვლავ სიმარტოვისთის.. გეხვეწები შეთე..მერამდენედ უნდა დავეცე სულით შეთე,ამას ვეღარ გადავიტან..
-არც ერთხელ რომ არ დაეცემი, ეს არ არის ყველაზე დიდი დამსახურება ცხოვრებაში, მთავარია ყოველი დაცემის დროს წამოდგე,ისევ უნდა წამოდგე თუკი მე ვეღრა დავბრუნდები..-თქვა და ძალიან ძლიერად მიმიკრა მკერდზე.შემდეგ ტელი სახე დამიკოცნა,ცრემლები შემიმშრალა და ფეხზე წამოდგა.. კაბინეტიდან ისე გავიდა,რომ უკან არცერთხელ მოუხედავ.. იატაკზე გართხმული დამტოვა..
ვტიროდი გულის ამოჯდომამდე.. ვტიროდი თითქოს სამყარო უფსკრულისაკენ მიემართებოდა,თუმცა რეალურად ასეც იყო.. შეთე ჩემი სამყარო იყო,ხოო თრნიკე უფსკრული.. მკლავდა იმაზე ფიქრი რომ შესაძლოა ის აღარ დაბრუნებულიყო.. კაბინეტში მანანა შემოვიდა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში.. მიუხედავად იმისა რომ მისგან ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი.. ის ჩემთან ერთად იატაკზე იყო დაჩოქილი,მკერდში მიკრავდა და მეფერებოდა.. ჩემთან ერთად ტიროდა იგიც..
ორი ქალი,ორი ერთმანეთისადმი ზიზღით განწყობილი ქალიც კი გაგვაერთიანა საყვარელი მამაკაცის დაკარგვის შიშმა.. მთელი დღე ვიტირე,სული მეწვოდა სხეულში.. ამ გრძნობას ვერაფრით გადმოვცემდი,სიტყვები არ მოიძებნება რომ გაიგოთ რაოდენ მტკივნეულია საყვარელია დამიანის დაკარგვის შიში.. სული ნაწილებად დამეშალა,ადამიანს აღარ ვგავდი.. ამდენი ტირილისაგან გაბრუებული გონება დავკარგე..
როდესაც გამოვფხიზლდი პალატაში ვიწექი.მაშინვე კადრებივით დატრიალდა მომენტები გონებაში.. ხელზე შეხება ვიგრძენი.. თვალცრემლიანი მანანა იდგა,ხელზე მეფერებოდა და მკოცნიდა.. სული გამეყინა,რა ავისმომასწავლებლად ჩანდა ყველაფერი..
საწოლზე წამოვჯექი თუ არა მანანა ჩამეხუტა..
-მაპატიე ყველაფერი,ყველა სიტყვა,ყველა საქციელი..- ზლუქუნებდა მანანა
-გაპატიებ,თუკი მეტყვი რომ ის ცოცხალია,თუკი მეტყვი რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და ჩემი შეთე ცოცხალია..-ამოვიტირე მეც და ქალს ხელები შემოვხვიე..
-ცოცხალია ჩემო ლამაზო.. ცოცხალია,ღმერთმა დაგვიფარა და წყალობაც არ დაგვაკლო..
-თუ ასეა,სად არის? არტომ არ არის აქ?-ავრელდი და პალატაშ თარაში შემოვიდა.გადამეხვია და გვერდით მომიჯდა..-თარაშ..
-ძალიან გთხოვ დედა,ჩემს რძალთან მარტო დამტოვე..-მანანა გარეთ გავიდა თუ არა მზერა ტარაშს მივაპყარი..
-ძალიან გთხოვ არაფერი დამიმალო..-მუდარით ვუთხარი..
-ნუ ღელავ.. ყველაფერს გეტყვი..შეთე მძიმედ დაიჭრა და ოპერაცია გაუკეთეს.. ახლა რეანიმაციაშია და წესით მალე უნდა გაიღვიძოს..
-მე აქ რას ვაკეთებ,რატომ არ ვარ მასთან.. არაფერი მახსოვს
-იმიტომ რომ სახლში გაითიშე ამდენი ნერვიულობით. როცა შეთე მოვიყვანეთ და დედა მიმღებში დამხვდა მოგვიყვა შენი ამბავი.. ექიმმა გვამცნო რომ.. შენ ფეღმძიმედ ხარ და ყოველგვარი ნერვიულობა აგიკრძალა..-ისე მიაყარა თარაშმა რომ ვერც გავიგე..
-მოიცა.. მოიცა.. რააა?
-რა და ტყუპებს ელოდები.. ექიმმა სასტიკად გაგვაფრთხილა არ გენერვიულა,თუმცა როცა ვუთხარით რომ შენი ქმარი ახლახანს მოვიყვანე ცოცხალ-მკვდარი,გადავწყვიტეთ დამამშვიდებელი გაგვეკეთებინა შენთის,ხოლო როცა გაიღვიძებდი უკვე ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა..
-ტყუპებს?-აღმომხვდა გაოცებული.
-ჰო ტყუპებს.. შეთეს ოპერაცია ორი საათის წინ დასრულდა,მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.. ოცდაოთხი საათი გადაწყვეტს მის მდგომარეობასო ექიმმა..
-მინდა რომ ვნახო..
-წამოდი,ექიმს ვკითხოთ..-თარაშმა გამიღიმა და მომეხმარა ადგომაში..
ხუთი წუთით დამრთეს ნება მენახა ჩემი გაფითრებული შეთე,იმდენი მილები ჰქონდა მიერთებული სხეულზე რომ თავად ძლივს ჩანდა.. აპარატის ხმა,ჩაბნელებული პალატა და წამლების სუნი ისეთ გარემოს ქმნიდა,რომ ტანში გმცრა..
როგორც მომავალმა ექიმმა ვიცოდი,რომ ამ დროს პაციენტები მოგონებებში არიან დაკარგულნი და მხოლოდ პოზიტიური სიტყვები შველის ხმას გამოჰყვეს.ის ახლა ხიდზე იდგა.. იმ ხიდზე რომელიც ცოცხალთა და გარდაცვლიებს ერთმანეთტან აკავშირებს.. ვცდილობდი საკუთარ თავზე ძლიერი ვყოფილიყავი და თავი შემეკავებინა არაფრისმომცემი ცრემლისგანა..
ხელზე ფრთხილად შევეხე,შემდეგ შუბლზე ვაკოცე და ისე დავიწყე საუბარი,როგორც მაშინ ერთმანეთს რომ უამრავი პოზიტივით ვავსებთ..
ექთანმა მანიშნა უკვე დროა,გამოდიო,მაგრამ იმდენი რამე მქონდა სათქმელი,როგორ დამეტოვებინა..
-შეთე არ მოგცემ ნებას მოკვდე.. მეშინია რომ ვერ გავუძლებ უშენოდ.. ხომ იცი მოვკვდები,ნუ გამწირავ უსასრულო ტანჯვისათვის და ჩვენს შვილებსაც ნუ დააკარგინებ ორივე მშობელს.. შეთე მჭირდები,ჩვენს შვილებსაც ჭირდები ძვირფასო..-მის გაუფერულებულ ტუჩებს ნაზად ვაკოცე და როგორც შევძელი ის ჩავეხუტე.
აპარატმა ხმა შეიცვალა,მისი გულის ცემა აჩქარდა და თვალებიც გახელაც სცადა.. ექთანს ვანიშნე მოსულიყო.. შეთემ თვალები გაახილა და მიუხედავად იმ ტკივილისა რასაც ახლა გრძნობდა მაინც ნაზად და თბილად შემომხედა..




ხასხასა გაზონზე ბავშვები ფრიზბს თამაშობდნენ,მე კი პუხში ვიჯექი და ჩემი საყვარელი წიგნის კითხვას ვასრულებდი,თუმცა ბავსვებს შუაში მოვექციე და ფრიზბს ისე თამაშობდნენ.
-გიორგი და მარიამ დედას ნუ აბრაზებთ..-გაუწყრა ბავშვებს შეთე და შუბლზე მაკოცა..
-ძალიან მომენატრე..-ვუთხარი შეთეს,როცა ჩემს გვერდით მოკალათდა..
-მე ხომ სულ რაღაც ორი საათით დაგტოვე..
-მაინც ძალიან მომენატრე.-ვაკოცე და ძირითადი საუბარი წამოვიწყე..-თვითმფრინავიმზად არის?
-კი ჩვენ გველოდებიან.იმედია მანანასთვის არ დაგირეკავს და არ გითქვამს რომ ჩავდივართ საქართველოში..
-გაგიჟდი? არ მითქვამს,მაგრამ მგონი თავად სურს ავსტრალიაში ჩამოსვლა.. ამბობს ოცნებად მქონდა ავსტრალიაში ცხოვრება და მისი უმშვენიერესი ხედებით ტკბობაო..-სიცილით ვუთხარი.
-ჰოდა უკან რომ წამოვალთ მანანაც წამოვიყვანოთ.. -ამ სიტყვებზე სახეე მომერრიცა,ძლივს მარტო ვცხოვრობ ქმართან და შვილებთან ერთად,ყოველგვარი კამათისა და პრობლემებისაგან შორს და მანანა ყველაფერს არევდა..-ძვირფასო დროებით,თანაც შენ უფრო უყვარხარ ახლა ვიდრე მე..
-თარაში და მარიამი გაგიჯდება,როცა მათ ქორწილში მოულოდნელად დავადგებით..
-ჩემოდნები აიღეთ ბავშვებო..

უკვე აეროპორტში ვიყავით და კერძო თვითმფრინავისაკენ მივემართებოდით,მე შეთე და ჩვენი ორი პატარა.. ერთის მხრივ შიში მიპყრობდა,რომ ისევ სიბინძურით სავსე სამყაროს ვუახლოვდებოდი,ქვეყანას რომელიც მხოლოდ ტკივილთან ასოცირდებოდა ჩემთვის,მაგრამ მენატრებოდა ხალხი,რომელიც სულს მითბობდნენ.. მამა,რომელიც სამსახურიდან წამოვიდა რადგან შვილის დაბრუნება სურდა.მანანა,რომელსაც ჩემზე მზე და მთვარე ამოსდიოდა რადგან შეხედა,რომ მეც მიყვარდა მისი შვილი და მისთვის სამყაროს დათმობაც კი შემეძლო..
მეგობრები,თარაში..
თუმცა იმის შიში აღარ მქონდა,რომ შეთე კვლავ დაუბრუნდებოდა ძველ ცხოვრებას.. ვუყურებდი და ვოცდებოდი.. ისე შეცვალა ბავშვებმა.. მეღლისათვის მომხიბლავი პრნცი იყო,ხოლო ბავშვებისათვის ხუმარა ჯამბაზი..
სწორედ მაშინ ვაცნობიერებდი ბედნიერების არსს,როცა შეთეს,გიორგისა და მარიამს ვხედავდი და ვთვლი რომ ყველა დაღვირილი ცრემლი მის ფასად ღირდა..

პ.ს იმედია მოგეწონათ ისტორია..
დიდი მადლობა,რომ მთელი ეს დრო იყავით ჩემს გვერდით..
პ.ს.ს რამოდენიმე თავის ამოკლება მომიწია და ყველაფერი ამ თავში გავაერიანე,რაღაც მზეზრების გამო.თუმცა მაინტერესებს თქვენი აზრი,ისტორიასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო ისტორიებში გავითვალისწინო



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კი მომეწონა,მთელი გრძნობით და ემოციებუთ ვმითხულობდი,მადლპბა ამისთვის,

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

მე მომეწონა ძალიან ისტორია. სასიამოვნო წასაკითხი იყო. არანაირი შენიშვნა:)).
მომეწონს ის რომ, შენს ყველა ისტორიაში გმირები ხსნიან ამას რატომ აკეთებენ. მომწონს ის რომ შემდგარ პიროვნებებზე წერ. ეს უკანასკნელი ძალიან რთული და იშვიათობაა საიტის რეალობაში, მაგრამ შენ ამას ახერხებ.
მოკლედ, მადლობა ამ ისტორიისთვის და მალე გამოჩნდი ახალი ისტორიით.
უი, ხო კიდევ. ის მომწონს კიდევ რომ დიდ ხანს არ აგრძელებ და მალე ამთავრებ ისტორიას და კომპრტენტური რომ ხარ, ეგ ხომ კომფორტი არის და არის მკითხველისთვის.

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სიმართლე გითხრა მეტს მოველოდი. თავიდან ისე მაგრად დაიწყე. მამის როლი სრულიად ამოიღე ისტორიიდან, არადა ვერ მივხვდი ამ კაცმა რა დააშავა? ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რაც ვერაფრით მიედრება რიგითი კრიმინალის მიერ ჩადენილ მკვლელობას. მამა ანაბელისგან ასე მოქცევას არ იმსახურებდა. მინდოდა მამა-შვილს შორის გულწრფელი საუბარი მომესმინა.
ხოო კიდევ ის, რომ ძალიან მალე დასრულდა, არადა გემრიელი წასაკითხი ისტორიაა და დამენანა ასე მალე დასასრულად. იმდენად ხარ დახვეწილი, რომ უფრო დიდი ისტორიით დაგვიბრუნდი.

 


№4  offline წევრი Mtirala

მე მომეწონა :))
მე კიდე ბევრი რამ არ მომწონს :)) (აქ თავი შევიქე :დდდდ)
თარაშიც მესაყვარლა ძალიან <3
ყოჩაღ <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია იყო მადლობა წარმატებები ????????????

საინტერესოდ წერთ მომეწონა ძაან უცხოდ მომეწონა თამაშის საქციელი გასაოცარი კი იყო მანანას მობრუნებაც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent